ლადო ასათიანი, ''ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლადო ასათიანი, ''ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...'' |
Amuza |
Apr 3 2008, 06:09 PM
პოსტი
#21
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ჩემი უსაყვარლესი პოეტია. გაიხარეთ!
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
T I K O |
Apr 10 2008, 01:50 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ლადოს ჩანაწერებიდან:
”ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე “ოდისეამ’’ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებით უნდა იღიღინონ ჯადოსნური სტრიქონები. ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც, დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!” ”არ მეხარბება პინდარასოსის ბედი, ოდებს ტირანების და ცნობილ დიდკაცთა დაკვეთითა და გარიგებული ფასით რომ წერდა. საზიზღარია დაქირავებული პოეტი.” “ბედი ქართლისა”, “აჩრდილი” და კიდევ სხვა რომელი? “თორნიკე ერისთავი!” ეს სამი პოემა ეყოფა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს.” -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Apr 10 2008, 02:13 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
რა საზოგადოებაა
პირველ რიგში: ლადო ასათიანი და მირზა გელოვანი; მეორე რიგში: დიმიტრი ბენაშვილი, ნიკა აგიაშვილი, გიორგი კალანდაძე, ერემია ქარელიშვილი, გრიგოლ აბაშიძე; მესამე რიგში: გივი კაწახიძე, რევაზ მარგიანი, ალეკო შენგელია, ალექსანდრე საჯაია, ლევან კიკნაძე, ლადო ავალიანი, ვასო ლორთქიფანიძე, გაბრიელ ჯაბუშანური, თბილისი, 1939 წ. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
k@the |
Apr 25 2008, 03:54 PM
პოსტი
#24
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მართალია, არ მიყვარს ხოლმე, რომ დააკოპირებენ ლექსებს და არაფერს მიუწერენ ქვეშ, ვიცი რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია . მაგრამ, ეს ლექსი ძალიან მიყვარს, მიმაჩნია ლადოს პატრიოტული სულისკვეთების ლექსებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ. მინდა თქვენც წაიკითხოთ და იგრძნოთ...
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები, და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, — საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, — საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის. სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა, ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ — სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ. სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, — საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი. შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები, აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით: თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები, ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები: ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი. 1939 tiko282 კარგი სურათია -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
სოფი |
May 9 2008, 03:39 PM
პოსტი
#25
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
გაიხარე ქეთ ვგიჟდები ლადო ასათიანზე მისი თითქმის ყველა ლექსი მიყვარს
ძალიან სულში ჩამწვდომია მისი შემოქმედება ეს როგორ გამოგრჩათ? საქართველოში საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩემი ბავშვობა და სილამაზე, თავს არ მოიკლავს ქართველი,არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით:სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: ეჰ,წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე! ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს! ჩვენ,შეიძლება,ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მასინ ვტოვებთ სიცოცხლეს! რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზმეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! -------------------- "Happiness only real when shared."
|
tetnuldi |
May 12 2008, 03:05 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 309 რეგისტრ.: 7-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,758 |
მეამაყება,რომ ლადო ასათიანის მხარიდან ვარ!!! მის სახლ-მუზეუმშიც ვარ ნამყოფი!!!ბარდნალაშია...გაიხარეთ,რომ ეს თემა გახსენით!!!
-------------------- www.axalgazrdoba.ge
|
georgianeli |
Jul 21 2008, 12:33 AM
პოსტი
#27
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ლადო ასათიანის "მანანა ორბელიანის სურათზე"
ვერიკო ანჯაფარიძის მიერ გენიალურად წაკითხული დატკბით მანანა ორბელიანის სურათზე შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს, ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა. შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო, ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო! მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა, სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს მანამ, მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს. პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში… შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს, ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს. მე კი, თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს… შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს, ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ, ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას. 1941 -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
შაკო |
Jul 21 2008, 02:04 AM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
წვიმაში
დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი, რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში მე — ამ დროების მეათასედი. ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის, სამაგალითოდ შენაქუჩების. მე მოვიარე საავდრო ნისლში დედაქალაქის ყველა ქუჩები. და მერე, როცა ჩვეული რიგით გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული, დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივ და წამოვიდა წვიმა შურდულით. გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაში ქუჩები, ბევრჯერ გადანათელი, მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ და მარტო გამზირს ადგა ნათელი. მაგრამ უეცრად იქუხა ისევ მეტ გახელებით და გამძაფრებით. და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები. ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს, ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი. ბოლოს საფარი რომ არ მენახა, შესაბრალისად დავსველდებოდი. ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს არსად რომ თავი არ დამეხარა: გადამეფარა ქაშვეთის თაღი, გადამეფარა და დამეხმარა. წვიმა კი რბოდა როგორც აფთარი, ცას გაუშავა ნაზი ღაწვები, და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი, როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები. ორბელიანის საფლავთან მდგარმა ქალაქს გავძახე ლექსი ქართული, და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმა მოინახულა ჩემი სართული, — იმ წამს წარსული დიდების ძალით შეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე, მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი, და ნარიყალას კედელთან დავდექ. აქ ვაჟკაცურად ვმღეროდი მართალს მარადისობით გადანისლული, აქ, ნარიყალას ხავსიან კართან, დაეცა ჩემი ამაყი სული, ვხედავდი: თრთოდენ ქარწვიმის ხმაში ქუჩები ბევრჯერ გადანათელი… მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ, მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი. -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
nuca_ge |
Sep 5 2008, 10:58 PM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
* * *
გულსა შენსა და გონებას შენსა უამურ ფიქრთა ხავსი ედება... არც ჭირი შენი სადმე გეგულვის, არცა მოყვასი გეიმედება... ამ უცხო ცის ქვეშ... ღირსებას შენსას... ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის! ყალბია სული, ცრემლიც ყალბია, მიდიხარ... მადლს და ყვედრებას შორის! 1980 ეს ლექსი მიყვარს ძალიან . . . შეყვარებულნი ოდეს ქარები... იასამანი სველ კიბეებთან რაზე ფიქრობდა? მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო, ქარს არ მიჰქონადა... გულდახურული მისი რტოები თავს ძირს იხრიდნენ... შეყვარებულნი ოდეს ქარები მუხლს არ იყრიდნენ... უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა მათი თვალებით... როგორ გულგრილად, ო, რა გულგრილად ქროდნენ ქარები... 1954 -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
ႲႭႡႰႠႬ |
Sep 5 2008, 11:11 PM
პოსტი
#30
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი თუ მამულს თავი არ ანაცვალე,
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს. -------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
NICA |
Sep 8 2008, 02:25 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 2-December 07 წევრი № 3,328 |
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტი
|
Amuza |
Sep 13 2008, 10:32 PM
პოსტი
#32
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
veriko7 |
Sep 13 2008, 10:49 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
ლადო ასათიანი საამაყოა ყველა ქართველისათვის... მისი ყველა ლექსი უძლიერესია, ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება
|
q-e-T-i |
Sep 13 2008, 11:38 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
თითქმის მისი ყველა ლექსის აუდიო ჩანაწერი მაქვს და ხვალ ავტვირთავ, ახლა კი დოკუმენტურ ფილმს დავდებ... (იტვირთება ჯერ )
-------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
Ismail |
Sep 13 2008, 11:47 PM
პოსტი
#35
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
.:Lela:. |
Sep 14 2008, 12:55 AM
პოსტი
#36
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
კაი ლექსებია ძაან
-------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
q-e-T-i |
Sep 14 2008, 07:36 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
-------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
tamuna_18 |
May 25 2009, 09:31 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 118 რეგისტრ.: 11-March 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,624 |
წინასწარ ბოდიშს გიხდით ცუდი ხარისხისთვის. .
ეს ფოტო გადაგებულია ლადო ასათიანის სახლში. უკან ლადოს პორტრეტი, და ანა კალანდაძე მურმარ ლებანიძესთან ერთად. ამ ფოტოს გადავუგე ანა კალანდაძის სახლში . -------------------- "ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
|
k@the |
Jun 3 2009, 12:50 PM
პოსტი
#39
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
tamuna_18
მადლობა თამუნა ამ სურათისათვის. რამეს ხომ არ მოგვიყვებოდი კიდევ? როგორ მოხვდი მანდ? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მაშიკო |
Jun 9 2009, 10:34 AM
პოსტი
#40
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ნუ მათქმევინებ ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი. ძალიამ მიყვარს ეს ლექსი მგონი პირველ სიყვარულს მახსენებს და იმიტომ -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 01:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი