თურქული ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თურქული ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლება |
კანონისტი |
Feb 24 2009, 11:18 AM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე ( ) და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა.
მაშ ასე. თურქული ენა განეკუთვნება ალთაურ ენათა ოჯახის თურქმანულ ჯგუფს. ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ. თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს. თურქულ ანბანში 29 ასოა, ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W, დამატებულია 6 ასო-ნიშანი: Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü. თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება. თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა. Aa - ა Bb - ბ Cc - ჯ Çç - ჩ Dd - დ Ee - ე Ff - ф Gg - გ Ğğ - ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს "ი"-ს) Hh - ჰ Iı - დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის) İi - ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება) Jj - ჟ Kk - ქ Ll - ლ Mm - მ Nn - ნ Oo - ო Öö - დაახლ. იო Pp - ფ Rr - რ Ss - ს Şş - შ Tt - თ Uu - უ Üü - დაახლ. იუ Vv - ვ Yy - უმარცვლო ი Zz - ზ თურქულ ენაში მთავრული ასოთი იწერება: ა) კერძო სახელები ბ) გეოგრაფიული სახელები გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები დამატებითი ნიშნები: ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს მაგ. İslâm - დაახლ. ислям ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად მაგ.: Ben Batum'a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] - მე ბათუმში წავედი წაკითხვის მაგალითები: Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] - მე ვსწავლობ თურქულს Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] - აჰმედმა ჩაი დალია Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] - შენ ეს წიგნი მოგეწონა? İstanbul Türkiye'nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] - სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ენდენ ჩქმა*] - ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე * რეალურად "ჩ"-სა და "ქ"-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ "ჩ-ქ" აი ისეთი. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
sergi_glaxa |
Feb 24 2009, 11:27 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
სად იყავი მერე აქამდე?
დავიწყე ამას წინ შესწავლა და მერე ხალიხი დავკარგე |
კანონისტი |
Feb 24 2009, 11:33 AM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
sergi_glaxa
ახლა ისწავლე მერე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 24 2009, 12:48 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შევხედე რა კაიროსის მიერ გახსნილ თემას, საღვთო შურით აღვივსე ( ) და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა. :) მადლობა ძამიკო :) მართლა კარგია, ვსწავლობდი ადრე ( როგორც გერმანულს, ფრანგულს, ესპანურს და ბოლომდე ვერცერთი ვერ მივიყვანე ხეირინად), ისე დასახელებულ ენებსაც თუ გვასწავლის ვინმე დიიიდი მადლობელი დავრჩებით! მადლობა! კაიროსი! |
ირაკლი |
Feb 24 2009, 01:15 PM
პოსტი
#5
|
ჩავლე... ჯგუფი: Members პოსტები: 518 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,601 |
რა მაგარი თემაა
კანონისტი რამდენი ხანი დამჭირდება რომ სალაპარაკო თურქული ვისწავლო -------------------- ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
|
კანონისტი |
Feb 24 2009, 02:06 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ირაკლი
Allah Allah, ben sen Türkçe konuşabilirsin bildim, değil mi? P.S. ბოლო ორი სიტყვა სწრაფად უნდა თქვა P.P.S. აქ რაა სასაცილო, ამას მოგვიანებით ისწავლით -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ligia |
Feb 24 2009, 02:21 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მადლობა ძამიკო მართლა კარგია, ვსწავლობდი ადრე ( როგორც გერმანულს, ფრანგულს, ესპანურს და ბოლომდე ვერცერთი ვერ მივიყვანე ხეირინად), ისე დასახელებულ ენებსაც თუ გვასწავლის ვინმე დიიიდი მადლობელი დავრჩებით! მადლობა! კაიროსი! ცოტა საყველპურო ფრანგული და კიდევ უფრო ცოტა გერმანეული მე შემიძლიათ გასწავლოთ |
S a l l y |
Feb 24 2009, 02:50 PM
პოსტი
#8
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ვახ მიხარია ეს ტემა
რაღაც ხსირად მიწევს თურქეტში ვოიაჟი და კია დრო გავცდე თეშიქურ ელ ედერიმს ყოფნა ზმნა როგორაა? მაგ: Ben ... Diş hakim -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
ირაკლი |
Feb 24 2009, 03:31 PM
პოსტი
#9
|
ჩავლე... ჯგუფი: Members პოსტები: 518 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,601 |
S a l l y
diş hekimiyim -------------------- ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა არავინ და აღარაფერი გახსოვთ. მითუმეტეს , რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი რომელიც თვითონაა უზენაესი სიყვარული და თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც...
|
zedela |
Feb 24 2009, 03:35 PM
პოსტი
#10
|
chuvaaaaak:) ჯგუფი: Members პოსტები: 1,886 რეგისტრ.: 15-March 08 წევრი № 4,194 |
ციტატა Jj - ჟ ეს ჟ-დ იკითხება? მე ჯ ვიცოდიიი |
ssofka |
Feb 24 2009, 04:09 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 24-February 09 წევრი № 6,551 |
აუ მაგარი ენაა
-------------------- "ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში". [რომაელთა 6:23]
|
ანანო |
Feb 24 2009, 04:43 PM
პოსტი
#12
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
კანონისტი
ერთი ეს მითხარი, მთავრული ასოები რომელია? Çç , Öö........ ??? -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
კანონისტი |
Feb 24 2009, 05:25 PM
პოსტი
#13
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
zedela
ციტატა მე ჯ ვიცოდიიი "ჯ" არის Cc ა ნ უ კ ა ციტატა ერთი ეს მითხარი, მთავრული ასოები რომელია? იგივე, დიდი ასოები, ანუ: ABCDE.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
S a l l y |
Feb 24 2009, 10:31 PM
პოსტი
#14
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
-------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
კანონისტი |
Feb 24 2009, 10:53 PM
პოსტი
#15
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
S a l l y
კბილის ექიმი ვარ (ანუ ბოლო yim დამატება ნიშნავს ყოფნა ზმნას პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ახლანდელ დროში ) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
S a l l y |
Feb 24 2009, 11:11 PM
პოსტი
#16
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
S a l l y კბილის ექიმი ვარ (ანუ ბოლო yim დამატება ნიშნავს ყოფნა ზმნას პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ახლანდელ დროში ) და ეგ რაღაც ვერ წავიკითხე ანუ ბენ დიშ ჰაკიმიიმ? -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
Ismail |
Feb 25 2009, 02:26 AM
პოსტი
#17
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Türkçe öğreniyor musunuz?
Çök güzel!!! Davit, kareşim, iyi öğret!!! Yardımcı istemiyor musun? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 25 2009, 11:26 AM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Ismail
Sende sağ ol, kardeşim. Yardımcı istersem, problem yok yani, İrakli yardım edecek, benden ve senden daha iyi konuşuyor Türkçe, vallahi.... P.S. აგერ ზურას მე ვასწავლი თურქულს, ასე რომ, შედეგი გარანტირებულია, როგორც ხედავთ.... S a l l y ციტატა ბენ დიშ ჰაკიმიიმ? ხო. ოღონდ ჰაქიმიიმ (თურქულში "კ" არ არის) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Feb 25 2009, 05:30 PM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დღეს საღამოს თუ მოვიცალე, დავდებ თურქული ენის ხმოვნების დაყოფის წესს.
ეს არის თურქული ენის გრამატიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან მას ეფუძნება მთლიანად ბრუნებაც და უღლებაც. კეთილხმოვანების ცოდნის გარეშე, თურქული ენის შესწავლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ, ვინც მართლა გეგმავთ სწავლას, გულდასმით წაიკითხეთ, გაიაზრეთ და თუ ვერ გაიგებთ, ახლავე დააზუსტეთ, რადგან შემდგომში, ისევ ვიმეორებ, ძალიან გაგიძნელდებათ გრამატიკული წესების ათვისება. თუმცა აქვე მინდა დაგამშვიდოთ, რომ თურქულს საკმაოდ იოლი გრამატიკა აქვს და რაც მთავარია, პრაქტიკულად არ აქვს ენობრივი გამონაკლისები. ანუ ვსწავლობთ ერთ წესს და ის ვრცელდება ყველა მსგავს შემთხვევაზე. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 27 2009, 01:59 AM
პოსტი
#20
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
თურქულს პრაქტიკულად არ აქვს ენობრივი გამონაკლისები. ერთი ისაა, რომ ზოგი ზმნა ობიექტს ბრალობით ბრუნვაში მოითხოვს (Ben seni seviyorum - მე შენ მიყვარხარ), ზოგი - მიცემითში (მაგალითები არ მახსოვს) და ზოგი - გამოსვლითში (Ben senden nefret ediyorum - მე შენ მეზიზღები). სხვა ისეთი არაფერი. ნუ, ეს გამონაკლისი არაა, უფრო - არაერთგვაროვნება. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი