IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რევაზ მარგიანი, პოეზია ჩვენი ჯარისკაცებისთვის
marine
პოსტი Dec 20 2012, 01:51 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,375
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა ჩვენი საყვარელი ფორუმელის სიყვარულის ისტორიამ... smile.gif მას შეყვარებული ჯარში ყავს და ღმერთს ვთხოვ, რომ ის ვაჟკაცი და ყველა, ვინც ჯარისკაცია, შინ მშვიდობით დაბრუნდეს.


აი, რას წერს სვანი პოეტი რევაზ მარგიანი:

"ცხოვრების გზაზე დიდი სამამულო ომი წამომეწია. ეს ლექსები იწერებოდა ფრონტზე და ომიდან დაბრუნების შემდეგ.

ვისაც ის მრისხანე წლები ახსოვს და ომის ჭირ-ვარამი გადაუტანია, მისთვის შეიძლება ახლობელი გახდეს ჩემი რამდენიმე ლექსი."



მე უბით ვატარებ პატარა ბარათს

მე უბით ვატარებ პატარა ბარათს -
შენგან რომ მივიღე წუხელ,
ის ვით საუნჯე, ფარულად დამაქვს,
რატომღაც ვერავის ვუმხელ...

წუხელ ბიჭებმა გადმომცეს ქაღალდი,
იმ წამსვე გავხსენი თრთოლვით,
თოვდა და ჩემს მხრებზე დაფრინდნენ ფარფატით -
ფიფქები პირველი თოვლის.

არ მახსოვს, რამდენჯერ გავშალე ღიმილით,
ჭაბუკი ოცნებად ვიქეც,
უცხო რამ, ასე ვთქვათ, ვით გულისტკივილი,
დავხედე ბარათს და ვიგრძენ.

შენ როცა ამ ბარათს საჩემოდ წერდი,
მალავდი შენს წუხილს, ქალო.
დაწერილ ბარათის ორივე გვერდი
მეტყოდა, რომ კარგად ვარო!

არა ხარ მართალი! ბავშვურმა ცრემლებმა
ხომ გაგთქვეს, რას იტყვი ახლა?
ცრმელების წვეთები აქა-იქ ემჩნევა
საჩემოდ დაწერილ ქაღალდს.

არ ვიცი რას სწუხდი, უჩემოდ ყოფნა
ვიცი რომ ძნელია შენთვის.
არ ვარგა: გულით სხვას ფიქრობდი თურმე,
ხელით კი სიხარულს წერდი.

ნუ სწუხარ, გაივლის ომი და ქარი,
ვიცხოვრებთ ისევე მშვიდად,
ჩვენთვის ხომ სიცოცხლე მამული არის,
დიადი სამშობლო წმიდა!

...მე უბით ვატარებ პატარა ბარათს,
გაჩვენებ, როცა შინ მოვალ,
და გულში, იცოდე, ვარამის გვარად
ჩამრჩება ბარათის ხსოვნა.

მოსვლამდე, ვინ იცის... უბეში მექნება
და ხშირად დავხედავ ხვნეშით:
"საველე ფოსტა, 72,
მარგიანს საკუთარ ხელში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 01:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი