IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Reply to this topicStart new topic
> რძალ-დედამთილი
ggg320
პოსტი Mar 16 2015, 02:00 AM
პოსტი #1

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 16-March 15
წევრი № 14,044

დამლოცეთ, მამაო.
ხუთი წელია დაქორწინებული ვარ. ჩემი გამზრდელი დეიდა (იგივე დედა) თავიდანვე არ იყო კეთილგანწყობილი ჩემი ცოლის მიმართ. ამაში თვითონ ჩემმა ცოლმა და მისმა მშობლებმა უდაოდ დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ჩემი ცოლი თვენახევარი გაქცეული იყო თავის მშობლებთან, რაც ჩემი ბრალიც იყო, უდაოდ. მოკლედ, ეს ცოლი მობრუნდა და შემდეგ მეორე შვილი შეგვეძინა, ეს ცოლის მშობლებიც როგოღაც დაწყნარდნენ. მაგრამ ცოლის დაბრუნების შემდეგ დედა გამექცა. წელიწადნახევარია სოფელში ცხოვრობს. ამ ცოლის გამო ვერ მიტანს. ისეთ გესლიან რაღაცეებს მეუბნება, რომ ყურმილის დაკიდების შემდეგ ხტუნვას ვიწყებ სიმწრისა და უღონობისგან. ეს რომ ვუთხარი სულ ეს გაცოფდა. მისი აზრით, მე ვარ არაკაცი, ნაგავი, ჩემი მირთმეული ნაყინი მისთვის შხამია, ბრმა ვარ რადგან ცოლმა ჯადო გამიკეთა, ქალის იქით ვერაფერს ვხედავ. მე ვეხვეწები, რომ გამიღიმოს, თუნდაც არაკაცს. ვეუბნები, როცა აღარ იქნები მაშინაც მეყოფა რომ ვერ დაგინახავ, გთხოვ მომეცი უფლება, რომ გხედავდე, დაბრუნდი სახლში-თქო. ამას რომ ვეუბნები, სულ გიჟდება. მე კიდევ ვერ გავიგე რა ვქნა: ეს ჩემი ცოლი მიყვარს და შვილები ხომ საერთოდ. მე უნდა ვუპატრონო მათ, ვერ გავაგდებ, არც უფლება მაქვს და არც შემიძლია (ამიტომ არ ვარ ვაჟკაცი, დედის აზრით). მაგრამ მე დედაც მინდა. ნამდვილი დედა გარდაცვლილი მყავს. ეს დედა (დეიდა) ცოცხალია, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ტკივილი და სიმწარე მოაქვს. დავიღალე სულ ხვეწნის და დამცირების მდგომარეობაში ყოფნით. ბოლო არ ჩანს, თორემ კიდევ გავაგრძელებ ხვეწნას. არადა ეს ადამიანი ხომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის. იქნებ მითხრათ, რა უნდა მოვითმინო და რა არა. და თუ არ უნდა მოვითმინო, მაშინ რა ვქნა.
მადლობა ყურადღებისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAMO
პოსტი Dec 23 2015, 05:48 AM
პოსტი #2

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 4-March 08
წევრი № 4,081

ციტატა(ggg320 @ Mar 16 2015, 03:00 AM) *

აი მე მგონია ამ ადამიანმა თქვა თქვენი სათქმელი http://www.bing.com/videos/search?q=%e1%83...A5A7A7D41E51C11
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი