ფერწერის ტექნიკა, ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერწერის ტექნიკა, ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია |
აკაკი |
Feb 1 2013, 04:49 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მშვიდობა. ცოტა მოულოდნელი თემის წამოჭრა განვიზრახე, მაგრამ მემგონი არ უნდა იყოს უინტერესო და, როგორც მე ვიცი, ფორუმელებიდანაც მრავალი ხატავს. ამიტომ, მათთვის და ფორუმის მომავალი წევრებისათვის (რომლებიდანაც, იმედია, მხატვრობით დაინტერესებულნიც იქნებიან) საინტერესო იქნება.
"ფერწერის ტექნოლოგია" აერთიანებს მასალების მომზადების წესს, მათ ქიმიურ-ფიზიკურ თვისებებს და იმ რთულ ტექნოლოგიურ პროცესს, რომელსაც განიცდის ეს მასალები სურათის წერის მომენტიდან წლების განმავლობაში. "ფერწერის ტექნიკა" კი განსაზღვრავს სურათის შექმნის ძირითად ეტაპს, როდესაც მხატვარი უშუალოდ იწყებს შემოქმედებით მუშაობას. ამ შემთხვევაში ამ ცნების შინაარის გამოხატავს ჩვევებს, რის შედეგადაც ცნობილი ხდება ფერწერული ამოცანების გადაწყვეტა. ლ. კვასხვაძე მოდი პირდაპირვე ამოვწერ ამ წიგნიდან (ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია") რაიმეს. ე სიქნება სამხატვრო გრუნტის შესახებ, ე.ი. ამ შეთხვევაში ტილოს მომზადება დასახატად. ციტატა ტილოს დაგრუნტვა ზეთის ფერწერისათვის ზეთის ტექნიკის განვითარების პირველი ნაბიჯებიდან, ე.ი XV საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, გრუნტის რეცეპტების უამრავი რიცხვი დაგროვდა; რომ გავარჩიოთ კარგი გრუნტი ცუდისაგან საჭიროა მათი განხილვა, გაანალიზება და კლასიფიკაცია, ვინაიდან სპეციალურ ლიტერატურაშI ბევრი ისეთი რეცეპტია, რომელიც ვერ პასუიხობს ზეთის ფერწერის მოთხოვნილებას. ისმება კითხვა, რა მოთხოვნას უნდა უყენებდეს მხატვარი გრუნტს?
გრუნტების თვისებები ძირითადად განისაზღვრება შემაკავშირებელი ნივთიერებებით და ამიტომ იმ მაკავშირებლის სახელს ატარებს, რომელზეც დამზადებულია ესა თუ ის გრუნტი. მაგალითად: ზეთის და ნახევარზეთის გრუნტი, წებოს გრუნტი, კაცეინის, ემულსიური, სინთეტიკური და სხვ.; გრუნტები იყოფა ორ ჯგუფად: შემწოვ და არაშემწოვ გრუნტებად. პირველს ეკუთვნის: წებოზე, კაზეინზე, ემულსიასა და სინთეტიკურ მაკავშირებლებზე დამზადებული გრუნტები, მეორე-ს ზეთის, ნახევარზეთის და ალკიდის გრუნტი (რომელზეც ქვმეოთ მინდა მოკლედ გესაუბროთ). მხატვართა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ამა თუ იმ გრუნტს და კატეგორიულად უარყოფს დანარჩენს. მხატვარი, რომელიც გამოიმუშავებს საკუთარ ხერხებს, ტექნიკას და მუშაობის მანერას, მოითხოვს ისეთ გრუნტს, რომელიც მისი მუშაობის პრინციპს შეესაბამება. მზა, დაგრუნტული ტილოს ნაკლი სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მას შეუძლია დააკმაყოფილოს მხატვართა მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ვინაიდან წარმოება სერიულად ამზადებს მხოლოდ ერთI სახის, კერძოდ, სინთეტიკური გრუნტით დამუშავებულ ტილოს, რომელიც პოდოლსკის კომბინატში 1970-1971 წელს დაინერგა; მანამდე მზადდებოდა ემულსიური გრუნტი სერიული წარმოებისათვის, რომელიც ვერ პასუხობდა ზეთის ფერწერის მოთხოვნილებას, რადგან რეცეპტურაშI თავიდანვე იყო შეცდომა დაშვებული; დღეისათვის ეს ჩეცდომა გამოსწორებულია, მაგრამ სერიული წარმოებისათვის ასეთი გრუნტის დამზადება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ტილოს ხელახალი გადაჭიმვის დროს ქვეჩარჩოზე, გრუნტი საკმაოდ ზიანდება, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ასეთ გრუნტზე შესრულებული ნამუშევარი ნაკლები გამძლეობით ხასიათდება. ბევრი დიდი მხატვარი, როგორც ძველად, ისე ეხლაც, თვითონ ამზადებდა და ამზადებს გრუნტს; ერთი მხრივ, ამან განაპირობა, რომ მათი ნამუშევრები დღემდე კარგად არის შემონახული, მაგრამ ავტორის მიერ შესრულებული გრუნტის ყოველთვის არ მოგვცემს სასურველ შედეგს, თუ მან არ იცის გრუნტის და მასში შემავალ მასალათა თვისებები და არ არის დახელოვნებული გრუნტების დამზადებაში. ახლა კი ალკიდის გრუნტი; რატომღაც მე ეს ავირჩიე, ალბათ აღწერილთაგან უფრო კარგი, ხარისხიანი, დადებითი თვისებებით დატვირთული და ზეთის ფერწერის მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მეჩვენა. მაშ ასე ალკიდის გრუნტი: ციტატა არაშემწოვ გრუნტებს მიეკუთვნება ალკიდის გრუნტი, რომელიც თავისი თვისებებით ტრადიციული ზეთის გრუნტის ანალოგიურია, მაგრამ განსხვავდება რიგი დადებითი თვისებებით. ტილოს დაგრუნტვა ალკიდის თუთია-ტიტანის თეთრათი (белилa титаного-цинковые, zinc-titan white) შეიძლება პირდაპირ, გაწებვის გარეშეც, ან დავკმაყოფილდეთ წებოს ერთი ფენით. ჯერ პემზით ან ზუმფარით (ე.წ. შკურკა) უნდა დავამუშავოთ ტილოს ზედაპირი (თუ ადგილ-ადგილ ძალიან ამოიჩეჩა მაკრატლით ან ბრიტვით, ისე რომ ტილოს ქსოვილი არ დაიჭრას, წავჭრით ნაჩეჩებს) , შემდეგ საღებავს გამოვწურავთ ტუბიდან და მასტიხინის საშუალებით გავშლით ისე, რომ ფორები კარგად ამოივსოს; საკმარისია ერთი ფენაც, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ორი-სამი დღის შემდეგ შეგვიძლია დავფაროთ მეორე ფენითაც. ზეთის გრუნტისაგან განსხვავებით ალკიდის გრუნტი ძალიან სწრაფად შრება და საიმედოდ იცავს ტილოს დაძველებისაგან. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია სასურათე ტილო უკანა მხრიდანაც დავფაროთ თუთია ტიტანის თეთრათი და ამით საბოლოოდ დავიცავთ ატმოსფეროს ზეგავლენისაგან. ზეთის გრუნტისაგან განსხვავებით, ალკიდის გრუნტზე მუშაობა შეგვიძლია დავიწყოთ ორი-სამი დღის შემდეგ და , რაც მთავარია, ზედაპირის საფენათაშორისო ლაქით დამუშავების გარეშე, ურომლისოდაც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტებზე მუშაობა დაუშვებელია. ალკიდის თუთია-ტიტანის თეთრა ხასიათდება დიდი ადგეზიური უნარით და ამიტომ ამ საღებავით დაფარულ ზედაპირზე ზეთის საღებავები მტკიცედ მაგრდება საფენათაშორისო ლაქის გარეშეც. ეს თვისება ერთ-ერთი და უდავოდ ალკიდის გრუნტის დიდი დადებითი მხარეა. ალკიდის გრუნტი, ისე როგორც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტი, არ იწოვს ზეთს საღებავებიდან, რის გაოც მათი უთხელესი ფენაც კი მასზე ინარჩუნებს პირველად ტონს და ჟღერადობას. საღებავები აქაც ისევე, შრება, როგორც ზეთის და ნახევარზეთის გრუნტზე. ავტორი: ლ. კვასხვაძე, "ფერწერის ტექნიკა და ფერწერულ მასალათა ტექნოლოგია" |
tamuna m |
Mar 17 2013, 09:10 PM
პოსტი
#21
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ფერწერის ტექნოლოგიის წიგნი მეხც მქონდა, მაგრამ გავაჩუქე,
უფრო სწორად გავათხოვე და აღარ მოვიკითხე :| -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
qetevano |
Mar 17 2013, 09:30 PM
პოსტი
#22
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
tamuna m
ხვალ უნდა მომიტანონ მე, დავავალე უკვე და მგონი ვიპოვი საჭირო ინფორმაციას იქ -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
ქევანა |
Mar 18 2013, 11:05 AM
პოსტი
#23
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
tamuna m
qetevano ფერწერის ტექნიკაზეც არა, მაგრამ კომპოზიციურ აგებაზე მაქვს წიგნები, რუსულენოვანი. ერთი ჩემ დას სჭირდებოდა როცა ხატვაზე დადიოდა და მერე მე "დავაწერე" და მეორე სპეციალურად ვიყიდე. ეგეთ წიგნებს კრუხივით ვაჯდები და ვერავის ვათხოვებ ტექნიკაზე ყველაზე კარგი წიგნი მე მახსოვს გრაბარის, რუსულენოვანია ეგეც, საჯაროში შემხვდა და ნაწილი დაქსეროქსებული მაქვს (თავის დროზე რაც მჭირდებოდა) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
qetevano |
Mar 23 2013, 08:56 PM
პოსტი
#24
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ხატმწერებო, შეგიძლიათ შეძლებისამებრ ჩამოაყალიბოთ ხატის დაწერის პროცესი?... რითი ვიწყებთ, როგორ? ან წიგნი მაინც თუა... პდფ? აკაკი იმედია გამოგადგება -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
აკაკი |
Mar 24 2013, 02:00 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
უღრმესი მადლობა..
|
qetevano |
Oct 2 2013, 11:46 PM
პოსტი
#26
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ადრე მახსოვს ვიღაცამ რომელირაც თემაში მიტხრა ფერებზე დადე ინფორმაციაო. დამავიწყდა და ახლა დავდებ ამ თემაში იყოს მეტი ვერ შევუსაბამე მაპატიეთ.
ფ ე რ ე ბ ი ძირითადი ფერები ძირითადი ფერები- ფერები, რომელთა შერევითაც შეიძლება ყველა დანარჩენი ფერის მიღება. სულ 3 ძირითადი ფერი არსებობს: წითელი, ყვითელი და მწვანე. "ფერების წრის” დანარჩენი ფერები კი ამ სამი ფერის სხვადასხვა პროპორციებში შერევით მიიღება. ფერების შერევა დამოკიდებულია “ფერების მოდელზე”. არსებობს “ფერების მოდელის” 2 ტიპი: I ტიპის შერევის დროს შეიძლება მივიღოთ აბსოლუტურად შავი ფერი, II ტიპის შერევის დროს შეიძლება მივიღოთ თეთრი ფერი. ფერების კლასიფიკაცია თბილი და ცივი ფერები ფერები იყოფა თბილ და ცივ ფერებად. ფერების ასეთი დახასიათება ძირითადად განპირობებულია ადამიანზე მათი ზემოქმედებით. ფერების თეორიაში სრულიად გაურკვეველ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება “ემოციური შეფასების” დახმარებით “ფერების წრეზე” თბილი და ცივი ფერების გარჩევა. თბილი მიეკუთვნება ყველა ის ფერი, რომელიც განლაგებულია“ქრომატული წრის” ყვითელსა და წითელ-მელნისფერ ფერებს შორის. ცივ ფერებს მიეკუთვნება ყველა ის ფერი, რომელიც განლაგებულია“ქრომატული წრის მელნისფერსა და ყვითელ-მწვანე ფერებს შორის. თბილი ფერები თითქოს სიკეთეს და ნდობას ასხივებენ, ცივი ფერები კი დამოუკიდებლობას, განყენებულობას და დისტანციას. ფერებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები და სიმბოლოები ფერები, რომელსაც ადამიანის თვალი ხედავს, სინამდვილეში იმ ელექტრომაგნიტური სპექტრის პატარა ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ერთი მხრიდან ინფრაწითელი სინათლითაა შემოსაზღვრული და მეორე მხრიდან კი- ულტრაიისფერით. ტრადიციულად, როდესაც სპექტრის ფერებზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ცისარტყელის 7 ფერი. ჩვენ კი აქ განვიხილავთ ქრომატული წრის 12 ფერს: სპექტრი წითელი ცეცხლი, სიცხე, სიცოცხლე, ენერგია, აქტიურობა, ნებისყოფა, ბრძოლა, მგზნებარება, აგრესია, სიბრაზე. ნარინჯისფერი მოძრაობა, სიჩქარე, რითმი, სიხარული, ემოცია, მგრძნობიარობა, სიცოცხლისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, დამოკიდებულობა, განებივრებულობა. ყვითელი მზე , დღე, თავისუფლება, ზეიმი, მხიარულება, მოთმინება, სიჯიუტე, კრიტიკულობა, აფორიაქება, ღალატი. მწვანე ბუნება, სიცოცხლე, რწმენა, ჰარმონია, ექსტრავაგანტულობა, ბუნებრიობა, სიკეთე, სირბილე, იპოქონდრია, ეგოიზმი. ზურმუხტისფერი კეთილდღეობა, სოლიდურობა, იზოლაცია, მომთხოვნელობა, თანამიმდევრობა. ფირუზისფერი ტალღა, ლაგუნა, წვიმა, განწმენდა, ევოლუცია, ცვლილებები, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, მორიდებულობა, პატივმოყვარეობა. ცისფერი ქარი, ცა, სიცივე, ყინული, სისუფთავე, გულახდილობა, ლაპარაკი, ტაქტიანობა, ჩაკეტილობა, გულგრილობა, მანიპულირება. ლურჯი(ინდიგო) სამყარო, ხედვა, სიჩუმე, დათრგუნულობა, შფოთიანობა, იდეალიზმი, ფანატიზმი. იისფერი სიბრძნე, სულიერება, მისტიკა, შთაგონება, არტისტიზმი, კეთილშობილება, კანონიერება, მართვა, ფანატიზმი, გაუცხოვება, სიკვდილი. იასამნისფერი ინტუიცია, მარადიულობა, მეფობა, სიმდიდრე. მალინისფერი: სიყვარული, სინაზე, სიყრმე, მისწრაფება, ინტიმურობა, არაკეთილსინდისიერება, ირეალობა. ვარდისფერი ქალური საწყისი, უსიტყვო სიყვარული, რომანტიულობა, მეგობრობა, სიკეთე, ქალურობა, ქარაფშუტობა, ზედმეტი მგრძნობიარობა. და კიდევ სხვა 4 ფერს: ყავისფერი ნიადაგი, დედამიწა, შემოდგომა, სანდოობა, იმედიანობა, გამძლეობა, მოწყენილობა, კონსერვატიულობა, შიში. ნაცრისფერი ჩრდილი, ღრუბელი, უძრაობა, სტაბილურობა, კეთილგონიერება, რეალიზმი, გაორება, მოწყენილობა, დარდი. შავი ღამე, სიმშვიდე, წყვდიადი, საიდუმლო, გამოწვევა, მოწყენილობა, დათრგუნულობა, სიკვდილი. თეთრი სინათლე, სიმშვიდე, სისუფთავე, სიცარიელე, ზრდილობა, სიწმინდე, კონცენტრირება, განყენებულობა, სიმარტოვე. ქრომოთერაპია დადგენილია რომ ფერები გავლენას ახდენენ ადამიანის განწყობაზე. მეცნიერებაც კი არსებობს ასეთი - ქ რ ო მ ო თ ე რ ა პ ი ა, რომელიც ასწავლის თუ როგორ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფერები ადამიანის სულიერ მხარეზე. -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
davita74 |
Feb 8 2015, 07:42 PM
პოსტი
#27
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 8-February 15 წევრი № 14,008 |
აკაკი
ქევანა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ფენისგან შედგება ფანერა, ფანერა შეიძლება იყოს 11 ფენიანი და სისქე იყოს 9მმ, და ასევე შეიძლება შედგებოდეს 16 ფენისაგან და სისქე ჰქონდეს 20 მმ, მთავარია ხარისხს დააკვირდეთ, არის ფანერები რომლებიც ცუდად არის დაპრესილი, დღესდღეისობით საუკეთესოდ ითვლება უკრაინული და თურქული წარმოშობის ფანერები, ასევე საუკეთესო ხარისხისაა ფანერა რომელსაც ავიაციისთვის იყენებენ(ყავისფრად არის დაფერილი, მაგრამ ამ უკანასკნელის დასაგრუნტად საჭიროა ზედაპირის თხელი ე.წ "შკურკით" კარგი დამუშავება რათა წებო და გრუნტი კარგად მიიღოს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 07:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი