თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ სასულიერო პირების სამოსი და მათი დანიშნულება

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Aug 19 2010, 03:48 PM

ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. smile.gif მგონი საინტერესოა unsure.gif

დავიწყოთ.

1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ.
მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება.


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Aug 21 2010, 01:07 AM

ციტატა(gio--->13 @ Aug 19 2010, 04:48 PM) *

ძალიან საინტერესოა ეს საკითხი. დავწერეთ და სურათები დავდოთ ყველა სასულიერო პირის შესამოსელზე, დაწყებული პატრიარქიდან, დამთავრებული მნათეთი (არა სასულიერო, არამედ საერო პირი). ასევე წირვის დროს გამოყენებული ნივთები, ავღწეროთ თითოეულის დანიშნულება და გამოყენების დრო. smile.gif მგონი საინტერესოა unsure.gif

დავიწყოთ.

1. შავი სამღვდელოება (ბერები, ეპისკოპოსები) - მარცხნივ.
მარჯვნივ - თეთრი სამღვდელოება.


ეპისკოპოსების სამოსი და "ატრიბუტები'': (სურათის თანმიმდევრობით) ორსანთელი (დიკირი); გულსაკიდი ჯვარი; მიტრა; პანაღია; სამსანთელი (ტრიკირი); რიპიდები; საბუხრეები; ბისონი, ომოფორი და კვართი; კვერთხი; ენქერი; მანტია; არწივი; ომოფორი.



მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 12 2011, 07:24 PM

რა სახის განსხვავებებია სამეუფეო, შავ და თეთრ სამღვდელო მიტრებს შორის?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 12 2011, 08:30 PM

მიტრა მიტრაა

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 12 2011, 09:14 PM

ალექსანდრე
ზოგს ხომ აქვს ჯვარი? tongue.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 22 2011, 08:03 PM

tamuna m

ციტატა
რა სახის განსხვავებებია სამეუფეო, შავ და თეთრ სამღვდელო მიტრებს შორის?

მთავარეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების მიტრებს ზემოთ ჯვარი აქვს,ხოლო ეპისკოპოსის, სამღვდელოების, არქიმანდრიტისა და იღუმენის მიტრებს კი-არა.
პატრიარქის მიტრა კი სრულიად განსხვავებულია, მას სხვანაირი ფორმა აქვს- თითქოს მიტრა ყვავილშია ჩასმული.

პოსტის ავტორი: Lidl თარიღი: Jun 22 2011, 10:38 PM

მაინტერესებს რა დანიშნულება აქვს იმ ''ქუდებს'', რომლებსაც კოპტები ლიტურგიის აღსრულებისას იყენებენ?

IPB-ს სურათი

და რატომ არ გვხვდება ბიზანტიურ ტრადიციაში? საერთოდ მგონი არსად არ გვხვდება, არც იმავე სომხურში, მხოლოდ კოპტებისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა აქ ამ მართლმადიდებელ მღვდელთმთავარსაც ახურავს რაღაც მსგავსი, ოღონდ სკუფიის ფორმა აქვს:

IPB-ს სურათი

როგორც ჩანს ეს ძალიან ძველი ტრადიციაა, რაზეც მოწმობს თვით ბიზანტიური ხატები, სადაც ეკლესიის მამები მსგავსი თავსაბურავით არიან გამოსახულნი, როგორც აქ კირილე ალექსანდრიელი:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 22 2011, 11:03 PM

Lidl

ციტატა
თუმცა აქ ამ მართლმადიდებელ სასულიერო პირსაც ახურავს რაღაც მსგავსი, ოღონდ სკუფიის ფორმა აქვს:

კი,ეს სკუფიაა ლამაზად გაფორმებული.
ციტატა
როგორც ჩანს ეს ძალიან ძველი ტრადიციაა, რაზეც მოწმობს თვით ბიზანტიური ხატები, სადაც ეკლესიის მამები მსგავსი თავსაბურავით არიან გამოსახულნი, როგორც აქ კირილე ალექსანდრიელი:

მე მაგალითად ისააკ ასურის ხატზე შემინიშნავს დღევანდელი სკუფიებისა და კუნკულ-ბარტყულებისგან განსხვავებული თავსაბურავი.

პოსტის ავტორი: Lidl თარიღი: Jun 22 2011, 11:20 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 22 2011, 11:03 PM) *

მე მაგალითად ისააკ ასურის ხატზე შემინიშნავს დღევანდელი სკუფიებისა და კუნკულ-ბარტყულებისგან განსხვავებული თავსაბურავი.


არა ეგ გასაგებია. სკუფია საერთოდ რუსულია სადღაც მეთვრამეტე საუკუნეში შექმნილი ალბათ, ასე ვფიქრობ.
მე საუბარი მაქვს იმ თავსაბურავზე, რომელსაც კოპტებისთვის ლიტურგიული დანიშნულება აქვს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 22 2011, 11:24 PM

Lidl

ციტატა
მე საუბარი მაქვს იმ თავსაბურავზე, რომელსაც კოპტებისთვის ლიტურგიული დანიშნულება აქვს.

მნიშვნელობა მე ნამდვილად არ ვიცი. ისე მეც დამაინტერესა და თუ მოვძებნი ინფორმაციას,აქ დავწერ.
მნიშვნელობა ალბათ მართლაც დიდი ექნება.

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Dec 9 2011, 02:37 PM

დიაკვნის შესამოსელი:
გინგილა - IPB-ს სურათი სტიქარი - IPB-ს სურათი
სამკლავეები (საბუხრეები) - IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 9 2011, 05:43 PM

ციტატა
მაინტერესებს რა დანიშნულება აქვს იმ ''ქუდებს'', რომლებსაც კოპტები ლიტურგიის აღსრულებისას იყენებენ?

ეგ სკუფიის ერთ-ერთი სახეა...
მრავალნაირი სკუფია არსებობს...

რაც შეეხება დანიშნულებას.კოპტებს რატომ აქვთ არ ვიცი,მაგრამ ეგ ბერებს იმიტომ ჰქონდათ,რომ ტრაპეზობის დროს მხოლოდ საკუთარ ჯამში ეცქირათ და არა სხვებისთვის.
(ვისაც დაუნახავს ბერის სკუფია,ანაც ხელსი დაუჭერია ადვილად მიხვდება)

მართლმადიდებელ პატრიარქზე,რომ თქვიალბათ კუნკულ-ბარტყულს გულისხმობ.

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Dec 10 2011, 09:14 PM

მღვდლის შესამოსელი:
კვართი - IPB-ს სურათი საბუხრეები (სამკლაურები) - IPB-ს სურათი
ოლარი - IPB-ს სურათი სარტყელი - IPB-ს სურათი
ფილონი - IPB-ს სურათი
საგვერდული (ჯილდოვდებიან გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის) - IPB-ს სურათი
ენქერი (ჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის) - IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 10 2011, 09:40 PM

ციტატა
საგვერდული (ჯილდოვდებიან გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის) -

ეს პირველად გავიგე...

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Dec 10 2011, 10:01 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 10 2011, 09:40 PM) *

ეს პირველად გავიგე...


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98 იხილე, ჩემი დაწერილი სტატია, წყაროც მანდვეა. smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 10 2011, 10:04 PM

ციტატა(gio--->13 @ Dec 10 2011, 10:01 PM) *

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98 იხილე, ჩემი დაწერილი სტატია, წყაროც მანდვეა. smile.gif

ეგ ხო იგივე ენქერია...


პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Dec 10 2011, 10:07 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 10 2011, 10:04 PM) *

ეგ ხო იგივე ენქერია...


არა. smile.gif ენქერი ეს არის - http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Dec 21 2011, 02:33 PM

მღვდელმთავრის შესამოსელი და აუცილებელი ნივთები:
კვართი - IPB-ს სურათი
ოლარი - IPB-ს სურათი საბუხრეები (სამაჯურები) - IPB-ს სურათი
ბისონი - IPB-ს სურათი
ომოფორი - IPB-ს სურათი
ენქერი - IPB-ს სურათი
მანტია - IPB-ს სურათი
მიტრა - IPB-ს სურათი
კვერთხი - IPB-ს სურათი
პანაღია - IPB-ს სურათი


რიპიდ(ებ)ი - IPB-ს სურათი არწივი - IPB-ს სურათი
ორსანთელი (დიკირი) - IPB-ს სურათი სამსანთელი (ტრიკირი) - IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: -Orthodoxy- თარიღი: Jan 5 2012, 03:03 PM

gio--->13
საინტერესო თემაა ,ძალიან ბევრმა არც იცის ამის შესახებ,ანუ არ არის დიდი ინფორმაცია შესამოსელებზე და საეკლესიო ნივთებზე. კარგი იქნება ეს ჩამოთვლილი ნივთები და შესამოსელიც განმარტებული იყოს,რას რა სიმბოლიკა აქვს და ასე შემდეგ. მადლობთ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2012, 03:25 PM

ციტატა
კარგი იქნება ეს ჩამოთვლილი ნივთები და შესამოსელიც განმარტებული იყოს,რას რა სიმბოლიკა აქვს და ასე შემდეგ.

მე და ლელუაშვილი ვსაუბრობდით თითოეული სამოსის აწილის სიმბოლურ დატვირთვაზე.
მაგრამ აღარ მახსოვს რომელ თემაში...

პოსტის ავტორი: -Orthodoxy- თარიღი: Jan 5 2012, 09:45 PM

ძალიან კარგი იქნება განმეორება,ძნელია იპოვო სად და როდის იყო ამ თემაზე საუბარი.ეს მნიშვნელოვანი და თუ გეწერათ რა წყაროებით.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 10 2012, 12:32 AM

A.V.M

ციტატა
მე და ლელუაშვილი ვსაუბრობდით თითოეული სამოსის აწილის სიმბოლურ დატვირთვაზე.მაგრამ აღარ მახსოვს რომელ თემაში...

აქაა, 705 პოსტიდანsmile.gif
http://church.ge/index.php?showtopic=9036&st=700

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2012, 09:04 PM

ხო... გავიხსენე...
კარგი საუბარი გვქონდა...

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Jan 13 2012, 06:44 PM

ციტატა(-Orthodoxy- @ Jan 5 2012, 03:03 PM) *

gio--->13
საინტერესო თემაა ,ძალიან ბევრმა არც იცის ამის შესახებ,ანუ არ არის დიდი ინფორმაცია შესამოსელებზე და საეკლესიო ნივთებზე. კარგი იქნება ეს ჩამოთვლილი ნივთები და შესამოსელიც განმარტებული იყოს,რას რა სიმბოლიკა აქვს და ასე შემდეგ. მადლობთ


დიახ, ნამდვილად საინტერესოა და ნელ-ნელა ვეცდები რომ დავწერო სრული განმარტება რაც არსებობს ამა თუ იმ სამოსზე. (თქვენც თუ დამეხმარებით, დიდად დამავალებთ) smile.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Jan 13 2012, 07:02 PM

კვართი - ქრისტიანულ ეკლესიაში მღვდელმსახურების დროს დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ჩასაცმელი. ეწოდება აგრეთვე სტიქარი. მიჩნეულია ქრისტეს სამოსლის სიმბოლურ გამოხატულებად. კვართი არის გარკვეულად შეცვლილი სახის სტიქარი. იგი სტიქარისაგან იმით განსხვავდება, რომ თხელი, ღია ქსოვილისაგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული ვიწრო სახელოები აქვს. კვართის ღია ფერი მღვდელს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმიდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმ კვართსაც, რომლითაც დადიოდა მიწაზე თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომლითაც მან ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“

საბუხრეები - მღვდელმსახურის შესამოსელი. ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება. იგი შეახსენებს მღვდელმსახურებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ანდა მასში მონაწილეობის ჟამს ამას საკუთარი ძალით კი არა აკეთებენ, არამედ ღვთის ძალითა და მადლით. საბუხრეები აღნიშნავს აგრეთვე, ბორკილებს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა მარჯვენა ხელზე - „მარჯვენე შენი უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.“

მარცხენა ხელზე - „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე გულისხმა მიყავ და ვისწავლნე სიმართლენი შენნი.“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Jan 13 2012, 07:17 PM

ოლარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.

IPB-ს სურათი

(გთხოვთ დამეხმარეთ, შემოსვის ლოცვა მიაწერეთ)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 12 2012, 08:07 PM

ციტატა(gio--->13 @ Jan 13 2012, 08:17 PM) *

ოლარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. მღვდლის ოლარი დიაკვნისაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია.

IPB-ს სურათი

(გთხოვთ დამეხმარეთ, შემოსვის ლოცვა მიაწერეთ)


"კურთხეულ-არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი მღვდელთა მისთა..."

მეტი აღარ მესმის ხოლმეsmile.gif

ვნახავ მერე სამღვდელო კონდაკში, მეც მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 12 2012, 11:56 PM

რომელი ლოცვა გინდა გიო?

ეხლავე ჩამოვარაკრაკებ რომელსაც შენ მეტყვი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Mar 17 2012, 12:37 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 12 2012, 11:56 PM) *

რომელი ლოცვა გინდა გიო?

ეხლავე ჩამოვარაკრაკებ რომელსაც შენ მეტყვი... biggrin.gif biggrin.gif


ოლარის შემოსვისას რომ ითქმის...

George Leluashvili:
დაახლოებით მაქამდე მესმის მეც ხოლმე... smile.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Mar 17 2012, 02:54 AM

მგონი ასეა თუ სწორად აღვიდგინე: „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა გარდამომავალსა თქვენთა ზედა, ... (აქ ერთი სიტყვა ვერ აღვიდგინე... biggrin.gif) ზედა ... (და ერთიც აქ sad.gif), რომელი გარდამოვალს სამხართა ზედა სამოსლისა მისისათვის“.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Mar 17 2012, 07:11 AM

ციტატა
თქვენთა ზედა


წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 17 2012, 02:54 PM

ციტატა
ოლარის შემოსვისას რომ ითქმის...

ჯერ იწყება ასე:,,იხარებს სული ჩემი..."და უკვე შემდგომში როდესაც თავზე დაიდებს ოლარს ასე ამბობს:
,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა ,წვერსა ზედა აჰრონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხარსა ზედა სამოსლისა მისისასა."

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Mar 20 2012, 06:23 PM

ციტატა(A.V.M @ Mar 17 2012, 02:54 PM) *

ჯერ იწყება ასე:,,იხარებს სული ჩემი..."და უკვე შემდგომში როდესაც თავზე დაიდებს ოლარს ასე ამბობს:
,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღვდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა ,წვერსა ზედა აჰრონისთა , რომელი გარდამოვიდოდა სამხარსა ზედა სამოსლისა მისისასა."


მაშ ოლარის შემოსვისას ასე იკითხება: „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელი გარდამოავლენს მადლსა თვისსა მღვდელთა (მღვდელმთავართა) თვისთა ზედა, ვითარცა ნელსაცხებელსა თავსა ზედა გარდამომავალსა წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვალს სამხართა ზედა სამოსლისა მისისათვის“. smile.gif

სარტყელი - მღვდელმსახურის შესამოსელი. კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელმან გარე-შემარტყა მე ძალი და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.“

ენქერი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ოთხკუთხედი ფორმის ქსოვილია, რომელიც ერთი კუთხიდანაა დამაგრებული და ეპისკოპოსს სამოსის ზემოდან აცვია, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან აგრეთვე დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია. ენქერი, ისევე, როგორც საგვერდული, აღმნიშვნელია სულიერი მახვილის, ანუ ღვთის სიტყვისა, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა: „შევიბ მახვილი შენი წელთა ჩენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და გარდააძღვ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისთვის და სიმშვიდისა და სიმართლისა და მიძღოდენ ჩენსა კვლავ მარჯვენე შენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

(ამ ლოცვის სისწორის დადგენაში დამემარეთ. ეს ვიდეოა პატრიარქის შემოსვის და თუ გაიგებთ რას კითხულობს მთავარდიაკვანი. http://www.myvideo.ge/?video_id=1421715)

ფილონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს. ეს არის გრძელი, ფართო, უსახელო სამოსი, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. თავისი გარეგნული სახით იგი მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. ფილონზე დაკერებული თასმები, რომლებიც მოგვაგონებს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა: „მღვდელთა (მღვდელმთავართა) შენთა შეიმოსონ სიმართლე შენი და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდნენ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 17 2013, 07:33 PM

გინგილა - მღვდელმსახურის (დიაკვნის) შესამოსელი. გრძელი ფართო ქსოვილი დამზადებული იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარია დამზადებული. მას ატარებს დიაკონი მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან. გინგილა განასახიერებს ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.

IPB-ს სურათი

(შემოსვის ლოცვებს თუ დაწერთ, დამავალებთ. smile.gif)

ბისონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დაიკვნის სტიქარს ჰგავს, მის ქვეშ მოჩანს კვართიც და ოლარიც. ბისონი მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.

IPB-ს სურათი

მიტრა — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსს თავზე აფარია მიტრა, რომელიც შემკულია პატარა ხატებითა და ფერადი ქვებით. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე. მიტრა აქვს აგრეთვე არქიმანდრიტსაც. მღვდელს ხანგრძლივი და ერთგული ღვაწლისთვის, მღვდელმთავარი აჯილდოვებს მიტრის ტარების უფლებით.

IPB-ს სურათი

პატრიარქს მიტრის დადგმის დროს ასე უკითხავს არქიდიაკვანი: „დაგადგა უფალმან თავსა შენსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. ცხოვრება ეთხოვე მას და მოგცეს შენ განგრძობაი დღეთა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 17 2013, 08:18 PM

ომოფორი — მღვდელმსახურის შესამოსელი. ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მხრებზე ატარებს ომოფორს. ეს არის გრძელი, ფართო თასმებიანი შესამოსელი, რომელიც ჯვრებითაა დამშვენებული. იგი მხრებზე უკეთდება მღვდელმთავარს ისე, რომ ყელზე ეხვევა, ერთი ბოლო წინ ჩამოეშვება, მეორე კი - უკან. ომოფორი ბერძნული სიტყვაა და „სამხრეს“ ნიშნავს. მას მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს. მის გარეშე ეპისკოპოსი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს. ომოფორი ეპისკოპოსს ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის, სახარებისეული მწყემსი კეთილის მსგავსად, რომელიც მოძებნის დაკარგულ ცხოვარს, საკუთარი მხრებით მიჰყავს იგი სახლში.

IPB-ს სურათი მცირე ომოფორი IPB-ს სურათი

პანაღია — მღვდელმსახურის შესამოსელი. მკერდზე, ბისონის ზემოდან, ჯვრის გარდა, ეპისკოპოსს აქვს აგრეთვე პანაღია, რაც „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ეს არის პატარა მრგვალი ხატი მაცხოვრის ანდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ფერადი ქვებით შემკული.

IPB-ს სურათი

როცა მღვდელმთავარი გულზე იკიდებს პანაღიას, ამბობს (დიაკვანი კითხულობს) შემდეგ ლოცვას: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

მეორე პანაღიის გაკეთების დროს: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვაი კეთილი და მიუთხროს საქმენი ჩემნი მეუფესა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 18 2013, 02:44 AM

gio--->13
როგორც ყოველთვის კარგ მასალებს დებ...
მადლობა...

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 20 2014, 07:23 PM

შავი სამღვდელოების შესამოსლის ნაწილია კუნკულ-ბარტყული. რა იცით ამ სამოსის შესახებ და რამდენნაირი განსხვავებაა მათში. ასევე საინტერესოა სამონაზვნო მანდილებზე თუ იცით რამე და მათი მოხვევის (შეკვრის - როგორც ვიცი, ქინძისთავით იკრავენ და ამასაც რაღაც სიმბოლური დატვირთვა აქვს) შესახებ... smile.gif

ასევე საინტერესოა კიდარზე და სკუფიაზე რა იცით...

სკუფია - IPB-ს სურათი

კუნკული (კუნკულია ეს თუ ბარტყული?) smile.gif - IPB-ს სურათი

კიდარი - IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 20 2014, 08:28 PM

კუნკულ-ბარტყულშიც რუსულმა ჩემქმამ დაამჩნია ნაკვალევი .
არადა , ასე არ იყო ...

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 22 2020, 01:28 AM

როგორ მომნატრებია აქაურობა... smile.gif

იქნებ განვაგრძოთ ეს თემა და უფრო დეტალურად მოვიძიოთ შესამოსელის განმარტებები...

ციტატა(A.V.M @ Apr 18 2013, 02:44 AM) *

gio--->13
როგორც ყოველთვის კარგ მასალებს დებ...
მადლობა...


ძალიან დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა. smile.gif

საინტერესო თემაა ნამდვილად.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2020, 09:42 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 22 2020, 01:28 AM) *

როგორ მომნატრებია აქაურობა... smile.gif

იქნებ განვაგრძოთ ეს თემა და უფრო დეტალურად მოვიძიოთ შესამოსელის განმარტებები...
ძალიან დაგვიანებული, მაგრამ გულწრფელი მადლობა. smile.gif

საინტერესო თემაა ნამდვილად.


თუ მოგენატრა ფორუმი, დაგვიბრუნდი, გიო smile.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 22 2020, 10:10 PM

ციტატა(marine @ Apr 22 2020, 09:42 PM) *

თუ მოგენატრა ფორუმი, დაგვიბრუნდი, გიო smile.gif


ჰო და აქ ვარ. smile.gif

განვაგრძობ ამ თემას და თქვენი დახმარება მჭირდება.

მჭირდება კუნკულ-ბარტყულის, ასევე კამილავკას და სკუფიას შესახებ წყაროები, რომ სტატიები გავასწორო.

Куколь - როგორც კუნკულა და Клобук - ?

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 22 2020, 11:03 PM

მანტია - მოსასხამი, რომელიც კისრიდან ფეხებამდე ფარავს მთელ სხეულს. მოსასხამი იკვრება საყელოსთან და მთლიანი ნაჭერი დაშვებულია, ისე რომ უკან წაგრძელებული ფორმა აქვს და ძირს ეხება. ზემო და ქვემო კიდეებში დაკერებული აქვს კვადრატული ნაჭრები, რომელიც გამოხატავს „სჯულის ფიცარს“. მანტია სიმბოლურად გამოხატავს ფრთოსან ანგელოზს. ტანის მთლიანად დაფარვა კი ნიშანია მკაცრი მონაზვნური ცხოვრებისა, მოკრძალებისა და სიმდაბლისა.
IPB-ს სურათი

ღვთისმსახურების დროს მანტიით უნდა იმოსებოდნენ მღვდელმსახურები, მაგრამ, ჩვენთან სამწუხაროდ მხოლოდ მღვდელმთავრები იმოსებიან ეკლესიაში შესვლისას მცირე ხნით და აქა-იქ მონასტერში არქიმანდრიტები.

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 23 2020, 12:01 AM

ბისონი იგივე საკოსი - მღვდელმთავრის შესამოსელი. ეპისკოპოსის ზედა სამოსი, რომელიც ქვემოდან და სახელოებიდან დამოკლებულ დიაკვნის სტიქარს ჰგავს. ბისონი სიმბოლურად მაცხოვრის სუდარას გამოხატავს.

ბისონს ატარებდნენ ქართველი და ბიზანტიის მეფეებიც. ქართველების ბისონი უფრო ფართო და უფრო მოკლე იყო, ყელზე ზოგჯერ მრგვლად და ზოგჯერ სამკუთხედად იყო ჩაჭრილი. ბისონში გამოწყობილი ქართველი მეფეების ფრესკები გვხვდება: ატენში ბაგრატ IV-ის, ბედიაში ბაგრატ III-ის, ვარძიასა და ყინწვისში გიორგი III-ის, ბეთანიასა და ბერთუბანში თამარ მეფის და უდაბნოს მონასტერში დემეტრე II-ის.

ბისონი იკერებოდა როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი ქსოვილისაგან. სავარაუდოდ, ბისონის შესაკერად გამოიყენებოდა სტავრა, ატლასი, ზარქაში, სხვადასხვა სახის ოქროქსოვილები და ფერადი ძოწეულები.

IPB-ს სურათი


შემოსვის ლოცვა არის იგივე, რაც ფილონის: „მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“ (კონდაკი; გვ. 93)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 12:23 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 22 2020, 10:10 PM) *

ჰო და აქ ვარ. smile.gif

განვაგრძობ ამ თემას და თქვენი დახმარება მჭირდება.

მჭირდება კუნკულ-ბარტყულის, ასევე კამილავკას და სკუფიას შესახებ წყაროები, რომ სტატიები გავასწორო.

Куколь - როგორც კუნკულა და Клобук - ?


ღმერთმა გაგახაროს smile.gif

თუ რამე ინფორმაცია მექნება, დავდებ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2020, 01:08 PM

"ენქერი განასახიერებს სულიერ მახვილს - ღვთის სიტყვას, რომლითაც უნდა იყოს შეიარაღებული სასულიერო პირი. ის არის რომბისებური ფორმის ნაჭერი - ერთ წვეროზე მიკერებული ზონრით. და რომელსაც ეპისკოპოსი ბისონის ზემოდან მარჯვენა თეძოზე ატარებს. გამონაკლის შემთხვევაში ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსისგან ღირსეული მსახურებისათვის მღვდელი ჯილდოვდება ენქერის ტარების უფლებით. როგორც ეპისკოპოსის, ისე არქიმანდრიტისათვის ენქერის ტარება აუცილებელია"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 23 2020, 04:21 PM

ენქერი - ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ერთ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული მხარზე დაკიდვისთვის. ენქერს ეპისკოპოსი სამოსის ზემოდან იკეთებს, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას ასევე მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია.

სიმბოლურად ენქერი ნიშნავს ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, ეშმაკზე გამარჯვებას. ისევე როგორც საგვერდული, ენქერიც აღნიშნავს სულიერ მახვილის, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად. გარდა სიმბოლური დატვირთვისა, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც. სასულიერო პირს შეუძლია გამოიყენოს დაჩოქვისას, მუხლების დასადებად.

წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ენქერზე წერს:

„სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).“

IPB-ს სურათი


შემოსვის ლოცვა: „შევიბ მახვილი შენი წელთა შენთა ძლიერო, შვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2020, 11:59 AM

ციტატა(gio--->13 @ Apr 23 2020, 04:21 PM) *

ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას ასევე მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება.


გიო, ეს ვერ გავიგე, რა შემთხვევაში კეთდება ენქერი მარცხენა მხარეს?

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 24 2020, 02:16 PM

ციტატა(marine @ Apr 24 2020, 11:59 AM) *

გიო, ეს ვერ გავიგე, რა შემთხვევაში კეთდება ენქერი მარცხენა მხარეს?


არც ერთ შემთხვევაში. ენქერი კეთდება ყოველთვის მარჯვნივ. მანდ ხაზი გასმული აქვს საგვერდულის მარცხენა მხარეს გაკეთებას იმ შემთხვევაში, როდესაც ენქერითაც და საგვერდულითაც უნდა შეიმოსოს მღვდელი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2020, 03:20 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 24 2020, 02:16 PM) *

არც ერთ შემთხვევაში. ენქერი კეთდება ყოველთვის მარჯვნივ. მანდ ხაზი გასმული აქვს საგვერდულის მარცხენა მხარეს გაკეთებას იმ შემთხვევაში, როდესაც ენქერითაც და საგვერდულითაც უნდა შეიმოსოს მღვდელი.


მადლობა wub.gif

გიო, საგვერდულს რა დანიშნულება აქვს და რითი განსხვავდება ენქერისგან?

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 24 2020, 04:11 PM

ციტატა(marine @ Apr 24 2020, 03:20 PM) *

მადლობა wub.gif

გიო, საგვერდულს რა დანიშნულება აქვს და რითი განსხვავდება ენქერისგან?


არაფრის. smile.gif

საგვერდული გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება (თუ ენქერიც აქვს, მაშინ მარცხნივ). იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ძალიან მცირე ინფორმაციია საეკლესიო შესამოსელზე. ახლა ვმუშაობ, რომ ამ ინფორმცაიას მოვუყარო თავი და ცოტა ვრცლად მაინც იყოს წარმოდგენილი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2020, 05:03 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 24 2020, 04:11 PM) *

არაფრის. smile.gif

საგვერდული გულმოდგინე, ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელს ჯილდოდ ეძლევა, რომელიც თასმაზეა მიკერებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება (თუ ენქერიც აქვს, მაშინ მარცხნივ). იგი სულიერ მახვილს აღნიშნავს, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ძალიან მცირე ინფორმაციია საეკლესიო შესამოსელზე. ახლა ვმუშაობ, რომ ამ ინფორმცაიას მოვუყარო თავი და ცოტა ვრცლად მაინც იყოს წარმოდგენილი.


მადლობა, ჩემო კარგო wub.gif

"საბუხარეები შეახსენებს ეპისკოპოსს, რომ იგი მსახურებას აღასრულებს არა საკუთარი ძალებით, არამედ მაცხოვრის ყოვლისშემძლე ძალითა და შემწეობით"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 24 2020, 05:09 PM

ციტატა(marine @ Apr 24 2020, 05:03 PM) *

მადლობა, ჩემო კარგო wub.gif

"საბუხარეები შეახსენებს ეპისკოპოსს, რომ იგი მსახურებას აღასრულებს არა საკუთარი ძალებით, არამედ მაცხოვრის ყოვლისშემძლე ძალითა და შემწეობით"


საბუხარებზე ჯერ არ მივსულვარ. a075.gif



ოლარი ანუ ეპიტრაქილი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, გულზე ჩამოსაკიდი, ორნაწილიან ფართო ლენტი, გინგილას მსგავსი. მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილისაგან იმით განსხვავდება, რომ ორმაგადაა მოკეცილი, კისერზე შემოხვეული და წინიდან ორი ბოლოთი ეშვება ქვემოთ, რომლებიც ერთმანეთთან ღილებითაა დამაგრებული. ბოლოვდება ფოჩებით. ამკობენ ნაქარგი ჯვრებით და ვაზის, თევზის ან სხვა მსგავსი სიმბოლური გამოსახულებებით. იქარგება ოქროს ან ვერცხლის ძაფებით. ოლარი და საბუხარები ერთნაირი ქსოვილისაგან იკერება.

მღვდლის ოლარი დიაკვნის გინგილაზე ორმაგად აღმატებულ მადლს აღნიშნავს, რომელიც მღვდელს საიდუმლოთა აღსრულებისათვის ეძლევა. ოლარზე სულ შვიდი ჯვარი უნდა იყოს გამოსახული. თითოეულ მხარეს სამ-სამი ერთნაერი ჯვარი, რაც განასახიერებს იმ ექვს საიდუმლოს, რომელსაც აღასრულებს მღვდელი: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთისკურთხევა და ჯვრისწერა. მეშვიდე პატარა ჯვარი კი შუაშია ანუ კისერზე, რომელიც აღნიშნავს ეპისკოპოსისგან მღვდლისთვის მიცემულ კურთხევას, ზიარების საიდუმლოს დამოუკიდებლად აღსრულებისათვის. ოლარის გარეშე მღვდელს, ისევე როგორც დიაკონს, არანაირი მსახურების აღსრულება არ შეუძლია. ოლარით შემოსვა, მადლთან ერთად, განასახიერებს ღვთისადმი მსახურების უღელში შებმასაც.

წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ოლარზე წერს: „ეპიტრაქელიონი არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელთმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს. მარცხენა მხარე გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას.“


IPB-ს სურათი


შემოსვის ლოცვა: ,,კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოსცა მადლი ესე მღდელთა მისთა, ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა, რომელი გარდამოვიდოდა სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა.’’ (კონდაკი; გვ. 91-92)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2020, 09:54 PM

gio--->13

smile.gif

"ოლარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ის სიმბოლურად სამღვდელო მადლს ნიშნავს, რასაც ის მღვდლად კურთხევისას იღებს და გამომხატველია იმისა, რომ მღვდელს იესო ქრისტეს უღელი ადგას.

ოლარი ასევე იმის გამომხატველია, რომ მღვდელი ემორჩილება მაცხოვარს და ავრცელებს მის სწავლა-მოძღვრებას.

როდესაც მოძღვარი აღსარებას იღებს, ის აღმსარებელს ოლარს აფარებს და უკითხავს შენდობის ლოცვას. როგორც დიაკონს გინგილის გარეშე, მღვდელსაც არ შეუძლია არც ერთი მსახურების შესრულება ოლარის გარეშე".

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 25 2020, 12:51 AM

ომოფორი - გრძელი და განიერი ლენტისებური ქსოვილი. იკერება სქელი ქსოვილისაგან და შემკულია ნაქარგი ჯვრებით, გარს შემოუყვება ლენტი და ბოლოვდება ორივე მხარეს ფოჩებით. სამღვდელმთავრო სამოსის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ მღვდელმთავარი ატარებს ბისონის ზემოდან შემოხვეულს ისე, რომ მისი ერთი ბოლო (მარცხენა) წინაა ჩამოშვებული, ხოლო მეორე მკერდზე ქვემოდან ზემოთაა ამოტრიალებული და მხარზე ზურგისკენ ეშვება. ადრინდელი ომოფორები შემკული იყო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით ან მოციქულთა ან მღვდელმთავართა გამოსახულებებით, რაც საქართველოს ხელოვნების მუზეუმში არსებული მასალითაც დასტურდება.

ომოფორი მსგავსია ბიბლიური პირველი მღვდლის, აარონის სამოსელისა, რომელსაც სჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მათ მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ომოფორი აღნიშნავს უფლის განკაცებას, სიტყვის განხორციელებას ქალწულ მარიამისგან. სიმბოლურად გამოხატავს დაკარგულ ცხვარს, ადამიანთა დაკარგულ მოდგმას. ომოფორით შემოსილი მღვდელმთავარი კი განასახიერებს იესო ქრისტეს, რომელმაც, როგორც კეთილმა მწყემსმა, დაკარგული ცხვარი მხარზე შეისვა და ფარასთან მიიყვანა. ამრიგად ეპისკოპოსს ომოფორი ახსნებს, რომ იგი უნდა ზრუნავდეს გზააბნეული სამწყსოს ცხონებისათვის და სახარებისეული კეთილი მწყემსის მსგავსად, მოძებნოს დაკარგული „ცხვარი“ და საკუთარი მხრებით მიიყვანოს სახლში.

არსებობს ორი სახის: დიდი ომოფორი და მცირე ომოფორი. თავად ტერმინი გვიჩვენებს, რომ მათ შორის განსხვავება არის ზომა. წირვისას, სამოციქულოს წაკითხვის წინ, ეპისკოპოსი იხსნის დიდ ომოფორს და წირვის დასრულებამდე, იმოსება მცირეთი. ომოფორის გარეშე ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ისევე, როგორც მღვდელი ოლარის და დიაკვანი გინგილას გარეშე, მსახურებას ვერ აღასრულებს.

წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ომოფორზე წერს:

„ეპისკოპოსის მიერ მოსხმული ომოფორი ასაჩინოებს იმ გზააბნეული ცხვრის ტყავს, რომელიც უფალმა იპოვა, ბეჭებზე შეისვა და მის ფარაში აღრიცხა. ჯვარსაც აღნიშნავს ომოფორი, რადგანაც ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი. ამასთან, ისინი, რომლებიც ქრისტესებრ ცხოვრებას ეშურებიან, ბეჭებით ეზიდებიან თავის ჯვარს ანუ — ტანჯვა-წამებას, რადგანაც ვნების სიმბოლოა ჯვარი.“


ბისონი, დიდი ომოფორი და კვართი
IPB-ს სურათი

მცირე ომოფორი
IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა: „ჯვარსა ზედა ქრისტე შეცდომილი კაცობრივი ბუნება აღიხვენ და ამაღლდი და მიჰგვარე ღმერთსა და მამასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2020, 04:45 PM

smile.gif

"ომოფორი ბერძნული სიტყვაა და სამხრეს ნიშნავს. ის მხოლოდ ეპისკოპოსის სამოსია"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 25 2020, 04:58 PM

საბუხარები, სამკლაურები‎ - მაჯაზე წამოსაცმელი, ვიწრო სამკლაურები, რომელიც თასმებით იკვრება და მსახურებისას კვართის სახელოებს იჭერს. ოლარი და საბუხარები ერთნაირი ქსოვილისაგან იკერება. საბუხარები ბიზანტიის საიმპერატორო სამოსიდან, სასულიერო პირთა შესამოსელში გადავიდა. XI საუკუნიდან ეპისკოპოსების შესამოსელში გამოჩნდა, XIII საუკუნიდან – მღვდლების, ხოლო XIV საუკუნიდან დიაკვნების შესამოსელში. იმპერატორები სამოსის სახელოებს იმაგრებდნენ ისე, რომ მანტიიდან მხოლოდ სამაჯურები გამოჩენილიყო.

სამაჯურების გაკეთებისას მღვდელმსახურები კითხულობენ ფსალმუნებიდან საგანგებოდ ამოკრებილ სტრიქონებს, რომლებიც მათ ახსენებს, რომ ისინი ქრისტეს საიდუმლოთა აღსრულების ან მასში მონაწილეობის ჟამს, ამას საკუთარი ძალით კი არა, არამედ ღვთის ძალითა და მადლით აკეთებენ. სიმბოლურად საბუხარები ბორკილებს აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარს ვნების დროს ხელზე ჰქონდა.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა მარჯვენა ხელზე - „მარჯვენე შენი უფალო დიდებულ არს ძალითა შენითა მარჯვენემან ხელმან შენმან მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრნა მხდომნი იგი.“
შემოსვის ლოცვა მარცხენა ხელზე - „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე გულისხმა მიყავ და ვისწავლნე სიმართლენი შენნი.“



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2020, 05:01 PM

"ჯვარი, რომელსაც მღვდელი მკერდზე ატარებს, სიმბოლოა თავის უარყოფისა და ღვთისადმი თავის მიძღვნისა"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 25 2020, 05:58 PM

საგვერდული - ოთხკუთხოვანი, მართკუთხა ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ორ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული და მხარზე გადმოტარებით მარჯვენა თეძოზე იკიდება. ბოლოვდება ფოჩებით. გულმოდგინე და ხანგრძლივი მსახურებისათვის მღვდელმთავრისაგან მღვდელს ჯილდოდ ეძლევა საგვერდული, ისევე როგორც ენქერი. ხოლო ორივე ჯილდოს შემთხვევაში მარცხენა მხარეს კეთდება საგვერდული, მარჯვნივ კი – ენქერი.

საგვერდული რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში XVI საუკუნეში გამოჩნდა და უმაღლეს იერარქიულ ჯილდოს წარმოადგენს. სავარაუდოდ, XIX საუკუნის დასაწყისიდან, რუსულის გავლენით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურთა შესამოსელშიც შემოვიდა და XX საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა. სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მსგავსი შესამოსელი არ არსებობს.

სიმბოლურად საგვერდული ნიშნავს სულიერ მახვილის, ისევე, როგორც ენქერი, კუნკული და ბარტყული, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად.

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვას ვერ მივაგენი. unsure.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 12:13 PM

gio--->13

გიო, საგვერდული დღევანდელ რეალობაში აღარ გამოიყენება?

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 26 2020, 03:11 PM

ციტატა(marine @ Apr 26 2020, 12:13 PM) *

gio--->13

გიო, საგვერდული დღევანდელ რეალობაში აღარ გამოიყენება?


იშვიათად. მე პრაქტიკაში მინახავს მღვდელი, რომელიც იმოსება საგვერდულითაც, დაახლოებით 10 წლის წინ. ალბათ ვისაც ძველად აქვს მიღებული ისენი იყენებენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 03:44 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 26 2020, 03:11 PM) *

იშვიათად. მე პრაქტიკაში მინახავს მღვდელი, რომელიც იმოსება საგვერდულითაც, დაახლოებით 10 წლის წინ. ალბათ ვისაც ძველად აქვს მიღებული ისენი იყენებენ.


მე პირადად მღვდელზე ენქერი მინახავს, მაგრამ საგვერდული არა.

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 26 2020, 07:58 PM

კუნკულზე და ბარტყულზე არსებულ ინფორმაციებში ძალიან არეულობაა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ბერძნულ წყაროებში. სიტყვის წარმომავლობის დადგენაც კი ჭირს არა თუ მათი განმარტება. sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 08:03 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 26 2020, 07:58 PM) *

კუნკულზე და ბარტყულზე არსებულ ინფორმაციებში ძალიან არეულობაა, როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ბერძნულ წყაროებში. სიტყვის წარმომავლობის დადგენაც კი ჭირს არა თუ მათი განმარტება. sad.gif


კუნკულ-ბარტყულზე არც მე მაქვს რაიმე ინფორმაცია sad.gif

გიო, გააგრძელე დანარჩენი სამოსის შესახებ წერა smile.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 12:08 AM

სარტყელი - ქამრის მსგავსი ლენტისებრი მატერია, ორივე ბოლოში დატანებული თასმებით, რომლითაც წელზე იკვრება. ამკობენ ოქროს ან ვერცხლის ძაფებით ნაქარგი ჯვრებით. სარტყელით იმოსებიან მღვდლები და ეპისკოპოსები. მისი პრაქტიკული დანიშნულებაა, რომ მღვდელმსახურმა სამოსის ქამრით შეკვრით უკეთესად ჩაატაროს მსახურება.

სარტყელი კვართის ზემოდან კეთდება და აღნიშნავს ღვთისათვის მსახურების მზადყოფნას. სიმბოლურად გამოხატავს სამღვდელო ხარისხის უბიწოებას. იგი აღნიშნავს აგრეთვე ღვთაებრივ ძალას, რომელიც განამტკიცებს მღვდელმსახურს თავისი მსახურების აღსასრულებლად. ამავე დროს, სარტყელი იმ ტილოსაც აღნიშნავს, რომელიც მაცხოვარმა შემოირტყა, როდესაც თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის ჟამს ფეხები დაბანა.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, რომელმან გარე-შემარტყა მე ძალი და დასდვა უბიწოდ გზაი ჩემი, განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი, და მაღალთა ზედა დამადგინა მე.“



გინგილა, ორარი - დიაკვნის ოლარი. გრძელი, ვიწრო, შარფის მსგავსი ქსოვილი, დამზადებულია იმავე მასალისგან, რომლითაც სტიქარი. მას ატარებენ დიაკვნები და იპოდიაკვნები. დიაკვანი იკეთებს მარცხენა მხარზე, სტიქარის ზემოდან, ხოლო მისი ბოლო მარჯვენა ხელით უჭირავს კვერექსის წარმოთქმისას. დამსახურებულ დიაკვნებს, ჯილდოს სახით, ორმაგი გინგილას ტარების უფლება ეძლევათ, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ფართოა. იპოდიაკონი კი გინგილას სარტყელივით შემოიკრავს ზურგზე და მკერდზე გადაჯვარედინებულს ატარებს. გინგილა განასახიერებს ანგელოზთა ფრთებს, სამღვდელო ხარისხის ღვთაებრივ მადლს, რომელიც დიაკონმა კურთხევის საიდუმლოთი მიიღო.

შესაძლებელია, ტერმინი „ორარი“ მომდინარეობს იმ ქსოვილის გრაგნილისაგან, რომელზედაც დაწერილი იყო კვერექსები და ლოცვები. ამიტომ, ღვთისმსახურების დროს, კვერექსის წარმოთქმისას, დიაკვანი მაღლა წევს ხელს, რომლითაც უჭირავს გინგილა.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა, ოსანა მაღალთა შინა.“



კვართი, სამღვდელო სტიქარი - მღვდელმსახურის შიდა სამოსი, გრძელი, ფართოსახელოებიანი კაბა, სტიქარის ნაირსახეობა. სტიქარისგან განსხვავებით, კვართი თხელი, ღია ფერის, ძვირფასი ქსოვილისგან მზადდება და თასმებით დაბოლოებული, ვიწრო სახელოები აქვს. კვართს ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც შესამოსელის შიგნით ჩასაცმელი კაბა, რომლითაც იმოსებიან დიაკვნები, მღვდლები და ეპისკოპოსები. კვართი ითვლება ქრისტეს სამოსელის სიმბოლურ გამოხატულებად. ასევე ნიშნავს სულიერ სიმტკიცეს და სიწმინდეს. სახელოების ქვეშ ჭრილები კი განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. მისი ღია ფერი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 01:15 AM

სტიქარი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო სახელოებიანი კაბა. მისი ტარების უფლება აქვს დიაკონს, იპოდიაკონს, მედავითნეს და ტაძარში მომსახურე ერისკაცს, იგივე მნათეს. სტიქარი წარმოადგენს სამოსს, რომლსაც ძველად ქალიც და მამაკაციც ატარებდა. შემდგომში, ეკლესიამ მიიღო მისი ტარების უფლება, როგორც ზედა შესამოსელი კაბა. სტიქარი ყველაზე ძველია საეკლესიო სამოსთაგან და განასახიერებს ძველი აღთქმის კვართს, ამიტომაც მას „ქიტონსაც“ უწოდებენ. მის უძველეს ფერად მიჩნეულია თეთრი აბრეშუმის ქსოვილი, რაზეც მეტყველებს მისი ერთ-ერთი სახელი — „ალბა“.

სტიქარი სახელოების ქვეშ გაჭრილია, რაც სიმბოლურად განასახიერებს იესო ქრისტეს დაჭრილ გვერდს. სამხრეები, რომლებიც სხვა ფერისაა, მოგვაგონებს იესოს გვემის კვალს. ხშირად გვერდებზე და სახელოებზე სტიქარს აკერებენ ბაბთებს, რომელიც ქრისტეს ბორკილებს აღნიშნავს. მღვდლების და მღვდელმთავრების სტიქარი ფართო და განიერია, მას სამღვდელო სტიქარი ანუ კვართი ეწოდება. სტიქარი („ხსნის სამოსი“) სიმბოლურად განასახიერებს სულის სიწმიდეს, მისი ღია ფერი კი მღვდელმსახურს შეახსენებს, რომ მას მუდამ წმინდა სული უნდა ჰქონდეს და უმწიკვლოდ ცხოვრობდეს.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი სიწმიდისა და კვართი ცხოვრებისა შემმოსა მე, ვითარცა სიძესა დამადგა გვირგვინი და ვითარცა სძალი სამკაულითა შემამკო მე“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 02:54 AM

ფილონი, ფელონი - მღვდელმსახურის შესამოსელი. გრძელი, ფართო, ერთიანი უსახელო სამოსი, თავზე მრგვალი ჭრილით, რომელიც ხელების თავისუფალი მოძრაობისთვის წინ ღრმადაა ამოჭრილი. ფილონს მღვდელი სხვა სამოსელის ზემოდან იცვამს, რითაც მთელ სხეულს იფარავს კისრიდან ფეხებამდე. ფილონის გარეშე, მხოლოდ ოლარით, მღვდელს შეუძლია შედარებით ნაკლებ საზეიმო მსახურებების აღსრულება, როგორებიცაა: მცირე მწუხრი, სერობა ღამისთევით, შუაღამის მსახურება, ჟამნი და სხვა, როდესაც სახარება არ იკითხება. ხოლო, საზეიმო მსახურების დროს, როგორებიცაა: ნათლისღება, მირონცხება, ქორწინება, ზეთის კურთხევა და სხვა, აუცილებელია ფილონით შემოსვა.

ფილონი, თავისი გარეგნული სახით, მოგვაგონებს იმ სუდარას, რომელშიც ვნებების შემდეგ მაცხოვარი გაახვიეს. მასზე დაკერებული თასმები სიმბოლურად აღნიშნავს იმ სისხლის ღვარებს, რომელიც მის სხეულზე ჩამოდიოდა. ასევე, ფილონი ის ქლამიდია, რომელიც ქრისტეს მოასხეს ჯვარცმის წინ. ამასთან ერთად, ფილონი მღვდლებს შეახსენებს სიმართლის იმ შემოსამოსელს, რომლითაც ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი, როგორც ქრისტეს მსახურნი. ღვთისმსახურების დროს, მღვდელი ხელების მაღლა აწევ-დაწევით, ფრთების მსგავსად, სიმბოლურად აღნიშნავს ანგელოზურ ხარისხს და მისი შესრულებული მოქმედება იმ ძალას, რომლის საშუალებითაც ღვთისმსახური ასრულებს საიდუმლოს.

IPB-ს სურათი

შემოსვის ლოცვა - „მღვდელთა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი სიხარულით იხარებდენ ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 01:32 PM

მიტრა - სამღვდელთმთავრო გვირგვინი, პატარა ხატებითა და ძვირფასი, ფერადი თვლებით შემკული. ეპისკოპოსის ლიტურგიული შესამოსელი. საეკლესიო ლექსიკონში ჩამოთვლილია ღვთისმსახურები: მღვდელმთავრები, არქიმანდრიტები და დამსახურებული დეკანოზები, რომელთაც მიტრის ტარების უფლება აქვთ. კათოლიკოს-პატრიარქის, მიტროპოლიტებისა და მთავარეპისკოპოსების მიტრები სავალდებულოა ჯვრებით გვირგვინდებოდეს. ეს წესი მოსკოვის, 1667 წლის საეკლესიო კრებამ დააკანონა.

ძველად საბერძნეთში მიტრას უწოდებდნენ თავზე წასაკვრელ ფართო ბაფთას, ძველი აღთქმის მღვდელმთავართა კიდარის მაგვარს, რომელიც ინასკვებოდა კეფაზე და გრძელი ბოლოებით ზურგზე ეშვებოდა. შედგებოდაა წინა და უკანა ნაწილისაგან. ორივე მათგანი წაწვეტებული ფორმის იყო. თავსაბურავის უკანა მხარეს უერთდებოდა ორი განიერი, კეფასა და მხრებზე დაშვებული ლენტი. დროთა განმავლობაში ბაფთამ მიიღო ქუდის ფორმა, რომელიც ზემოდან ღია იყო, წინა მხარეს კი ამოქარგული ხატებით შემკული.

მიტრის არსებობის პირველი ცნობა XI საუკუნით თარიღდება, როდესაც რომის პაპმა, ლეო IX-მ (1049-1054) მიტრა უბოძა ტრევირის მთავარეპისკოპოსს ევერარდოს, რომელიც მას რომში გაჰყვა. თავდაპირველად მიტრის ტარების უფლებით მხოლოდ ალექსანდრიის პატრიარქი სარგებლობდა, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ (1453 წ.) მიტრის ტარება საყოველთაო გახდა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში და ეპისკოპოსის შესამოსელ აუცილებელ ნაწილად იქცა.

აღმოსავლეთის ეკლესიაში სიმბოლურად ეპისკოპოსის მიტრა მეფის გვირგვინს გაუთანაბრდა, რადგან ეპისკოპოსი მღვდელმსახურების დროს წარმოადგენს ზეცათა მეუფეს — იესო ქრისტეს. მიტრა აღნიშნავს ეკლის გვირგვინს, რომელიც ვნებულ მაცხოვარს დაადგეს თავზე (მათე 27, 29). აგრეთვე სუდარას, რომელიც დამარხვისას თავზე შემოახვიეს (იოან. 20, 7).

მართლმადიდებელი ეკლესიაში, მიტრის ტარების მხრივ, გამორჩეულია ალექსანდრიის ეკლესია და მისი მმართველი, რადგან მისი წოდებაა „პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა“, შესაბამისად მსახურების დროს, პატრიარქის მიტრასთან ერთად იყენებს, პაპის ტიარასაც.

სულხან-საბა ორბელიანი მიტრას ასე განმარტავს: „მიტრა - მღვდელმთავრის გვირგვინი, მღვდელმთავრის ქუდი, რომელ ითქმს დედად.“

IPB-ს სურათი

პატრიარქს მიტრის დადგმის დროს ასე უკითხავს არქიდიაკვანი: „დაგადგა უფალმან თავსა შენსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა. ცხოვრება ეთხოვე მას და მოგცეს შენ განგრძობაი დღეთა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“


პანაღია - უმაღლესი იერარქის რეგალია. მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილი. მომრგვალებული ფორმის, პატარა, ძვირფასი ფერადი ქვებით შემკული, გულსაკიდი ხატი, რომელიც ეპისკოპოსს ბისონის ზემოდან, ჯვართან ერთად მკერდზე უკეთია. „პანაღია“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ამიტომ, მასზე ძირითადად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული, ზოგჯერ კი: მაცხოვარი, სამება, წმინდანები, ჯვარცმა და ბიბლიური სცენები. ჯვარს და პანაღიას ღვთისმსახურები მკერდზე დაკიდებულს ატარებენ ნიშნად იმისა, რომ მათი გული ქრისტეს რწმენითაა ანთებული.

IPB-ს სურათი

როცა მღვდელმთავარი გულზე იკიდებს პანაღიას, ამბობს (დიაკვანი კითხულობს) შემდეგ ლოცვას: „გული წმინდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

მეორე პანაღიის გაკეთების დროს: „აღმოსთქვას გულმან ჩემმან სიტყვაი კეთილი და მიუთხროს საქმენი ჩემნი მეუფესა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 02:01 PM

კვერთხი — სპეციალური ჯოხი. უმაღლესი იერარქის რეგალია, სამწყემსო მსახურების ნიშანი, რომელიც ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ. ამზადებენ ძვლის, ხის ან ლითონისაგან. სასულიერო პირები კვერთხს ატარებდნენ, ძველი აღთქმის პერიოდშიც და იგი მიიჩნეოდა მნიშვნელოვან აქსესუარად.

მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი ფარაზე. სახარებაში თავად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი“. მღვდელმთავარს კვერთხი გადაეცემა ეპისკოპოსად კურთხევის დროს, ლიტურგიის დამთავრების შემდეგ. იგი ეძლევა აგრეთვე არქიმანდრიტსა და იღუმენს.

სამღვდელმთავრო კვერთხი ორნაირია, ყოველდღიური და საღვთისმსახურო: ყოველდღიური კვერთხი უფრო სადაა და უმეტესად შავი ფერის, რომელსაც ეკლესიის გარეთ ატარებს მღვდელმთავარი. ხოლო ტაძარში შესვლისთანავე გამოართმევენ ყოველდღიურ კვერთხს, შემოსავენ მანტიით და მისცემენ განსხვავებულ, გამშვენებულ საღვთისმსახურო კვერთხს, რომელიც ლიტურგიის დროს გამოიყენება.

სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სამღვდელმთავრო კვერთხზე მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 03:54 PM

"ფილონზე დაყენებული ზონრები სიმბოლურად განასახიერებს იმ სისხლიან ნაკადს, რომელიც მაცხოვრის ტანსაცმელზე გადმოდიოდა"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 04:29 PM

ანაფორა - გრძელი, ფართო სახელოებიანი, ზემოდან მოსაცმელი, თხელი ან დათბილული, შავი შალის ნაჭრის სამოსი. ანაფორა ბერძნული სიტყვაა და გაფხეკილ, გაცრეცილ, ფერდაკარგულს ნიშნავს. ასეთი ღარიბული სამოსი ეცვათ ძველად ბერ-მონაზვნებს, შემდეგ კი მთელ სამღვდელოებას. მღვდელმსახური წირვის დაწყებამდე იხდის ანაფორას და იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით. ძველად ანაფორას მსგავს სამოსს ჩოხა ერქვა. მის მატარებელს კი ჩოხოსანს უწოდებდნენ. ჩოხის ჩაცმა ან მისი კურთხევა ბერად შედგომას ნიშნავდა.

ანაფორა სიმბოლურად გამოხატავს სინანულსა და მორჩილებას. სამოსლის სახელწოდება მიუთითებს, რომ მისი მატარებელი უსისხლო მსხვერპლშეწირვას ასრულებს.

ანაფორას რამდენიმე, თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული მნიშვნელობით გამოიყენებენ:

1. ევქარისტიული მსხვერპლის (პურისა და ღვინის) მომზადებას ჟამისწირვისთვის;
2. საიდუმლო ლოცვა, რომელიც იკითხება ჟამისწირვის დროს. მაგალითად, „ბასილი დიდის ანაფორა“, „იოანე ოქროპირის ანაფორა“ და სხვა;
3. ზოგჯერ ეწოდება „დიდ ცას“, დიდ დაფარნას, რომლითაც იბურება ბარძიმი და ფეშხუმი სამსხვერპლოდან ტრაპეზზე საუფლო ძღვენის გადატანისას;
4. ევქარისტიული კანონი, რომელიც ლიტურგიის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და „მრწამსის“ გალობის შემდეგ იწყება. ამ შემთხვევაში, ანაფორის ძირითადი ნაწილია წმინდა ძღვენის აღმართვა ტრაპეზიდან.

დღეს, საქართველოში, სასულიერო პირები ყოველდღიურ შესამოსლად ძირითადად კაბას იყენებენ, მის ზემოთ კი უსახელო მოსაცმელებს, ჟილეტებს ხმარობენ.

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/6/6b/Eastern_Orthodox_man_in_Jerusalem_by_David_Shankbone.jpg

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 07:24 PM

"კვერთხზე გამოსახული გველი სიბრძნის სიმბოლოა"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 27 2020, 07:52 PM

სქიმა - მონაზვნობისა და ბერობის უმაღლესი ასკეტიკური ხარისხი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამონაზვნო სქიმა სიმბოლურად გამოხატავს უდაბნოში მოღვაწე წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბეწვით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ერტყა. სქიმა გვხვდება ორ ხარისხში, ესენია: მცირე სქიმა და დიდი სქიმა.

მცირე სქიმით — იმოსებიან მორჩილები ბერად ან მონაზვნად აღკვეცისას.

დიდი სქიმის — მიმღები ბერების ხარისხის სახელწოდებას წინ ემატება „სქიმ“ (სქიმმონაზონი, სქიმიღუმენი, სქიმარქიმანდრიტი). ჩვეულებრივ ისინი ცხოვრობენ სხვა საძმოებისგან განცალკევებით.

იოანე პეტრიწის განმარტება სქიმის შესახებ: „სქიმა ეწოდების ნაკვეთსა, ხოლო მონაზონნი რა შეიმოსენ სქიმასა, ჯერ–არს განიკვეთოს მსოფლიოთა საქმეთაგან. სქიმაჲ, რომელ არს ნაკვეთი.“

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7a/Suzdal_Kremlin13.jpg

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 08:05 PM

"გამშვენებული ჯვარი სიმბოლურად ნიშნავს, რომ მღვდელმთავარს არა მარტო გულით უნდა ახსოვდეს მაცხოვარი, არამედ ყველას წინაშე უნდა აღიაროს იგი მხსნელად და მაცხოვრად"

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 28 2020, 07:35 PM

სკუფია - მღვდელმსახურის შესამოსელი. წვეტიანი, ან ბრტყელი, რბილი, შავი, ზოგჯერ ფერადი (იისფერი, შინდისფერი, ლურჯი, მწვანე) ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების მსახურნი. წვეტიანი ფორმის სკუფიის ნაკეცები გამოსახავს ჯვარს მღვდელმსახურის თავზე.

მთავარეპისკოპოსთა და მიტროპოლიტთა სკუფია გამშვენებულია ბრილიანტის ჯვრით, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა. ასეთი სკუფიის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, თუმცა ჯილდო დამატებითი უფლებამოსილებით და მოვალეობებით არ გამოარჩევს დაჯილდოებულ პირს.

დღესდღეობით, ბერძნული და ბალკანური ტრადიციების ეკლესიებში თითქმის აღარ გამოიყენება სკუფია. მის მაგივრად ხმარობენ კამილავკას, რომელიც წარმოადგენს მაღალ, ცილინდრულ თავსაბურავს, რაც მხოლოდ თავის ცენტრალურ ნაწილს ფარავს. კამილავკა რუსული ტრადიციის ეკლესიებში XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და სკუფია უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დღესაც ორივე თანაბარი მნიშვნელობით გამოიყენება.

ძველი ბერძნული წესის მიხედვით, რუსული ტრადიციის ეკლესიებშიც ყველა სასულიერო პირი თავის დასაფარად ატარებდა სკუფიას. 1797 წლიდან კი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს, მეორე ჯილდოს სახით, საგვერდულის შემდეგ, ეძლევათ ფერადი საღვთიმსახურო სკუფიის ტარების უფლება, თუმცა, ღვთისმსახურების გარკვეულ პერიოდში, უნდა მოიხსნან იგი.

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

ჩვეულებრივი, შავი სკუფია და პატრიარქი მეწამული, ბრილიანტის ჯვრით გამშვენებული სკუფიით.

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 28 2020, 09:42 PM

კუნკულა, ბარტყულა, კუნკულ-ბარტყული, სკუფია, კამილავკა

მივადექი საკმაოდ ახლართულ თემას არა მარტო ქართულში. rolleyes.gif

ადრე ამ თემაზე Sotiris, კანონისტი და მნათე საუბრობდნენ. მინდა უფრო გავშალოთ და რაღაც შედეგამდე მივიყვანოთ ამ ტერმინების განმარტება. კარგი იქნება მათი აზრის მოსმენაც.




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:45 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 28 2020, 09:42 PM) *

ადრე ამ თემაზე Sotiris, კანონისტი და მნათე საუბრობდნენ. მინდა უფრო გავშალოთ და რაღაც შედეგამდე მივიყვანოთ ამ ტერმინების განმარტება. კარგი იქნება მათი აზრის მოსმენაც.


კარგია, ჩემო გიო, მაგრამ სადღა არიან ეგენი აქ? sad.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 28 2020, 10:16 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 28 2020, 09:42 PM) *

კუნკულა, ბარტყულა, კუნკულ-ბარტყული, სკუფია, კამილავკა


ამათგან სკუფია და კამილავკა უფრო გასაგებია და განმარტებც არის შესაძლებელი. კუნკულ-ბარტყულიც გასაგები გახდება, მაშინ, როცა ცალკე კუნკულსაც და ბარტყულსაც მოვუძებნით განმარტებას.

ჩემი ვარაუდით, ბარტყული მხოლოდ ნაჭერი უნდა იყოს, რომელიც ახლა მიმაგრებულია კამილავკაზე და წარმოადგენს ჩვენი მღვდელმთავრების თავსაბურავს - კუნკულ-ბარტყულს. შესაბამისად, კამილავკას უნდა წააგავდეს კუნკულიც.



ციტატა(marine @ Apr 28 2020, 09:45 PM) *

კარგია, ჩემო გიო, მაგრამ სადღა არიან ეგენი აქ? sad.gif


ჰოო... არ ვიცოდი, თუმცა მეც ხომ „დაბრუნებული“ ვარ. a075.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 10:37 PM

ციტატა(gio--->13 @ Apr 28 2020, 10:16 PM) *


ჰოო... არ ვიცოდი, თუმცა მეც ხომ „დაბრუნებული“ ვარ. a075.gif


იმედია შენ მოგბაძავენ smile.gif ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი, თან როგორი საინტერესო თემით smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 28 2020, 11:08 PM

gif - ასახავს არქიდიაკვანის შემოსვას: სტიქარი, გინგილა, საბუხარები, კამილავკა, საცეცხლური და ტრიკირი (სამსანთელი).

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 28 2020, 11:26 PM

მღვდელმონაზვნის შემოსვა: განიმოსა კამილავკა, შეიმოსა - კვართი, ოლარი, ენქერი, სარტყელი, საბუხარები, ფილონი, სამკერდე ჯვარი, კუნკულ-ბარტყული, ტრაპეზის ჯვარი.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gio--->13 თარიღი: Apr 29 2020, 12:14 AM

მღვდელმთავარის შემოსვა: განიმოსა - ყოველდღიური კვერთხი, კამილავკა (ან სკუფია), პანაღია და შეიმოსა: კვართი, ოლარი, სარტყელი, საბუხარები, ბისონი, ენქერი, დიდი ომოფორი, სამკერდე ჯვარი, პანაღია, მიტრა, დიკირ-ტრიკირი (ორსანთელი და სამსანთელი). შემდეგ განიმოსა დიდი ომოფორი და შეიმოსა - მცირე ომოფორი და გამშვენებული კვერთხი.

IPB-ს სურათი

იპოდიაკვანი: სტიქარი, გინგილა და რიპიდი (სამწერობელი).

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 12:31 PM

"პანაღია - მღვდელმთავართა გულსაკიდი ხატია. ეს არის პატარა მრგვალი ხატი, შემკული ფერადი ქვებით მაცხოვრის, ან ღვთისმშობლის გამოსახულებით, რომელსაც მღვდელმთავარი ბისონის ზემოდან ატარებს. პანაღიად მართლმადიდებელ სამყაროში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იწოდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2021, 08:35 PM

"როდესაც უწმინდესმა ეფრემმა მაკურთხა, მითხრა, ეს ანაფორა ან სიკვდილმა უნდა გაგხადოს, ან ციხემო. იმიტომ, რომ ეს არის ღვთისმშობლის ტანისამოსი და მისი შეურაცხყოფა დასჯადიაო".

/არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 07:48 PM

"მის მიტრას ძვირფას ქვებად განამშვენებდა უბრალოება, თავაზიანობა, ალერსიანობა, ღვთისმსახურების სიყვარული და ყველაზე უძვირფასესი - სამწყსოსთან მამობრივი დამოკიდებულება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2024, 09:01 PM

"ხედავ შემოსილ მღვდელს? ის შენთვის უკვე ვიღაც ესა და ეს მღვდელი კი აღარ არის, არამედ თავად ქრისტე დგას. ამქვეყნად არავის აცვია ისე, როგორც მღვდელმსახურებს. ეს რაღაც ზექვეყნიურია. ეს გასაოცარი სანახაობაა, რაღაც ზეციური ხილვაა, როცა თავად ქრისტე ჩამოდის ჩვენთან ზეციური ამბების მოსათხრობად"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)