IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში...
kato_Bato
პოსტი Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი #1


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე smile.gif
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით...

თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები..

მაშ ასე:
(სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ)

შეკითხვა:
_ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს?
პასუხი:
_ეჟვანს...


დავითიანი:
"სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"...
_ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში?
_კაცს თავისი შვილი ყელზე აბია...

_რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა?
_იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო...

"_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..."

_დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა?
_რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ...

_რა ახსენდება ყივჩაღს?
_ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში...

_რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი?
_იმიტომ რომ იგი მამალი იყო

_პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის...

_"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში...

_გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია...

_გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა.
_ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია...

_მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი?
_ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს...

ჯერჯერობით ეს იყოსsmile.gif)
დანარჩენი მერეsmile.gif) laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ninore
პოსტი Dec 5 2006, 08:18 AM
პოსტი #2


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



ახლა რასაც დავწერ სასკოლო მარგალიტებში ეწერა, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს, ჯერ დავდებ და მერე შეგეკითხებით

ვარსქენს ყავდა ცოლი სახელად ვარდენი,მოფერებით შუშანიკი.

მაინტერესებს იმათი აზრი ვისაც შუშანიკი ნასწავლი აქვს 7-8 წლის წინ და მაინტერესებს იმათი აზრიც ვინც ახლა სწავლობს.
იმდღეს მომივიდა კამათი აბიტურიენტთან, რადგან ბავშვი მიმტკიცებდა რომ შუშანიკის ნამდვილი სახელი იყო ვარდანი, ასული ვარდანისი და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ. ჩვენ ვეჩხუბეთ მასეთი სისულელე არავისთან თქვათქო, მაგრამ ბავშვი გაგიჟდა, მასწავლებელმა ამიხსნაო (საკმაოდ კარგ ლექტორთან ემზადება) და მაინც რომ არ დავუჯერეთ , ალბათ რამე გეშლებათქო, სასწავლო სახელმძღვანელო გვაჩვენაა, სადაც ახსნილია, რომ შუშანიკს ერქვა ვარდანი.
გეხვეწებით მიპასუხეთ: მე არ მაქვს ნორმალურად ნასწავლი თუ ახალი შუშანიკი დაიწერა??? blink.gif
განსაკუთრებით აბიტურიენტებს გთხოვთ მომწეროთ, მარტლა მასე გასწავლიან ახლა? ohmy.gif



ახლა კი გავაგრძელებ:

1) ვარსქენმა ბრძანა შუშანიკისთვის 90 კვერცხი დაეხალათ.(კვერთხის ნაცვლად.)

2) ვაჟა-ფშაველას "ია"

"იასთან მისვლა და მისი კოცნა უნდა ერთ გაუბედურებულ მორს."

პატარა ყვავილი ია თავის თავს სთავაზობს დამპალ კუნძს".

"უღრან ტყეში ბოროტი კაცი მივიდა, რომელსაც ერთ მხარეს ცოლი ეკიდა,მეორე მხარეს - თაფი."

"იას და მის დობილს სისხლის დანახვაზე ნევროზი დაემართათ"

3) "შუშანიკის წამება დაიწერა ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში"

4) შპიონმა ქისტებს გააგებინა, რომ მათი მოსისხლე მტერი- ზვიადაური - ჯოყოლას სტუმრობდა.."

ჯოყოლამ სტუმარი კორიდორში დააძინა"

"შუაღამისას ჯოყოლას სახლს მიადგა მუსა და მისი სასტავი."

5) ორიგინალი:
"რა ჩურჩული ესმის ჩემთა ყურთა,
რა ჩურჩული, დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი!"

მოსწავლე:
"ამ შემთხვევაში ხე მამაკაცად არის ქცეული. მიხვდებით. რომ ეს ლექსი ქალის მიერ არის შექმნილი, იმიტომ, რომ კაცი კაცს წელზე ხელს ვერ შემოხვევს."

6) ორიგინილი: ეს მუხა ტყის პირას დგას - ბებერი, ჯმუხი, აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს
მოსწავლე: მუხა უკვე ბებერი იყო და მისგან ხეირი აღარ იყო

7) ორიგინალი:უფალმა უთხრა სამოელს: სცხე დავითს მირონი, ეგ იქნება ისრაელის მეფე
მოსწავლე: დავითი დააპროგრამეს, რომ შენ უნდა იყო ისრაელის მეფეო

8) "შვლის ნუკრსა და ადამიანის შვილს შორის საერთო ის არის, რომ ორივენი ბიჭები არიან"


-----------------------------


ერთ-ერთ ფორუმზე იდო გერმანული "სასკოლო მარგალიტები":

თავისუფალი თემა, 2 კლასი:
ჩემი უფროსი და მძიმე ავადმყოფია, დიდ ხმაურზე გული უხდება ცუდად. ამიტომ საღამოობით დისკოთეკაზე ან მეგობრებთან წასვლის წინ რაღაც აბებს ყლაპავს ხოლმე. მაგრამ ამას ჩუმად აკეთებს მშობლებმა რომ არ ინერვიულონ.

წრე არის მრგვალი კვადრატი.

ყველა თევზები კვერცხებს დებენ, რუსული თევზები კი ხიზილალას.

ზოოპარკი ძალიან მომეწონა. იქ ისეთი ცხოველებიც ვნახე, რომლებიც აღარ არსებობენ.

კარაქს ძროხისგან აკეთებენ.

ღორი შინაური ცხოველია. მის ხორცს იყენებენ საჭმელად, კანს - ტყავის მისაღებად, ჯაგარს - კბილის ჯაგრისებისთვის, სახელს კი სალანძღავ სიტყვად.

დედოფალ ელისაბეტის პერიოდი 30 წელიწადს გაგრძელდა.


-----------------------------------------------


10) ავთანდილი ისე გაეპარა როსტევანს ტარიელის საძებნელად, რომ როსტევანი აზრზე არ იყო

11) მოსწავლე: სკოლაში რომ შევდიოდი მიხაროდა, ოღონდ ბაღს მომაშორა და რას დავეძებ სკოლაში სწავლას მეთქი. სკოლაში კი ისეთი ამბავი დამხვდა, რომ ბაღი სანატრელი გამიხდა. კიდევ კარგი, არდადეგების იმედზე რომ ვარ. სკოლაში დედაჩემის ხათრით დავდივარ და კიდევ იმიტომ, რომ თანაკლასელებთან ვერთობი

12) ორიგინალი: მე ქლიავი გადმოვაყარე არა ჩვენს სათყვანო მეფეს, რომელიც ჩვენ ღმერთივით გვიყვარს, არამედ სპარსელს.

მოსწავლე: გოგონა იმართლებდა თავს, რომ მან ქლიავი ერეკლეს კი არ გადმოაყარა, არამედ მან სპარსელს გადმოაყარა ქლიავი, რომელიც ჩვენ ღმერთივით გვიყვარს


----------------------------------------



ესეც ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე და პირდაპირ დავაკოპირე, ასე რომ ჩემი მეგობარი არაა:

კიდევ ერთი თემა რომელიც ჩემმა მეგობარმა დაწერა გეპეიში ქართული ენის გამოცდაზე:

აბდუშაილი ტყეში მიდიოდა, უცბად შველი გადმოხტა და აბდუშაილს დაუწყო ყურება. აბდუშაილმა ისარი შესტყორცნა და შიგ ფეხში ჩაარჭო.
შველი გაიქცა მაგრამ ზისხლი მოდიოდა.
აბდუშაილი მიყვა ზისხლს და ცოტახანში მიადგა შუადღის მონასტერს. იქ ლამაზი გოგო იჯდა
შველი გოგოსთან მივიდა და თავი მიადვა..
გოგოს ზისხლის გულიზე გული წაუვიდა.
აბდუშაილი მივადრდა
ვინხარ, სად ხარ რა ხარო?
მერე გოგო იქვე ქვაზე დადვა.
შუადღის მონასტერს ორი კრუგი დაარტყა
რომ მოვიდა ის გოგო უკვე არ იდვა.
----------------------------------------
ეს ჰქონდ შავზე დაწერილი გამოსვლის დროს ჩემი შავი გავუცვალე და გამომყვა და მერე წავიკითხე ეგა..
ის ჩაირიცხა იმ წელს
მე მეორე წელს

გაზეთში წავიკითხე სტუდენტმა როგორ დაწერა ორი კვადრატში. დაწერა ორი და შემოახატა გარედან კვადრატი

სამი წლის შემდეგ ავთანდილი ბრუნდება ბრწყინვალედ შესრულებული საშინაო დავალებით.

---

შოთა რუსთაველმა რვა საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ჩვენი დღევანდელი მიღწევები. მან, პირველმა მთელს მსოფლიოში, წამოაყენა აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ქალსა და კაცს შორის მიჯნურობა.
---

შოთა რუსთაველი მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ცნობილი პოეტია.

---

რვაასი წელი გვაშორებს დიდებულ შოთას, რვაასი წელი! ეს ხომ მთელი ნახევარი საუკუნეა.
---

სოლომონ ისაკიჩმა წამსვე მიაშურა საკოლმეურნეო ბაზარს.

---

დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე" ხელისხელსაგოგმანებელი გახდა ყველა საბჭოთა და საზღვარგარეთელი ახალგაზრდისათვის.

---

პლატონი ჰუმანისტია - ის არ შეჯდა გაძვალტყავებულ ცხენზე, მაგრამ წიხლები დაუშინა დედინაცვალს მუცელში, როცა გაორკეცების ნიშნები შეატყო.

---

ალექსანდრე ჭავჭავაძე მისტირის წარსულს, უკმაყოფილოა აწმყოთი და პესიმისტურად არის განწყობილი მომავლისადმი, მაგრამ მისი შემოქმედება მაინც ოპტიმისტურია.

---

ქართული ლიტერატურა იწყება VI საუკუნის მეორე ნახევრიდან და მთავრდება X საუკუნის 90-იან წლებამდე.

-----------------------



"წუწანიკის შამება"


-------------------------


1. მწყერმა თვალები გადმოკაკლა და მოკვდა სამუდამოდ

2. როსტევანმა თინათინს თავისი ხელით დაადვა გვირგვინი და სკარპიონი დააჭერინა ხელში.

3. შეკაზმული როსტევან მეფე სანადიროდ წავიდა.

4. ჩემი სოფელი სოფლის განაპირას იდგა.

5. მანქანები მარნისკენ მიეშურებიან, რათა მალე დაწურონ ყურძენი.

6. ხერხეულიძეების დედამ ღირსეული და მანდილოსანი ცხრა ვაჟკაცი გაზარდა.

7. ხერხეულიძეების დედა ღირსეულიც იყო და მანდილოსანიც.

8. სულხან-საბა ორბელიანი თავის მოთხრობებში გვასწავლის, რომ არავის ვენდოთ, რათა არ გამოგვიყენონ.

9. მართალია სულხან-საბა ორბელიანი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა ბევრი ლექსები, მოთხრობები, პოემები, ლექსიკონები.

10. ბატონმა დავითმა ყველა ქართული თხზულება ერთ წიგნში "დავითიანში" გააერთიანა.

11. ოცი წლის შემდეგ უკვე საკმაოდ ხანდაზმული ვიქნები. 32 წელი არც ისე ცოტაა. შეიძლება ამ დროს შვილიშვილებიც მყავდეს.

12. თბილისი გაშენებულია დინამო მტკვრის თავზე.

13. დავით აღმაშენებელი კავკასიონის მთებმა მეფედ-მეფედ აღიარეს.

14. ქართველები კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აირივნენ და დიდგორის ომში დიდი გორები შეეჯახნენ ერთმანეთს.

15. ორიგინალი: ბაბუა კოტემ კუთხეში მიყუდებულ ჯოხს ხელი დაავლო

მოსწავლე: ბაბუა კოტემ თავის მიყუდებულს ხელი დაავლო. :grin:

16. მე რომ ქალაქის მერი ვიყო, პირველ რიგში მერს აღარ დავირქმევდი, რადგან მერი ქალის სახელია.

17. დღეს ჩვენ ვისწავლეთ ძალიან დამწუხრებული მოთხრობის ერთი თავი.

18. ბებერ ტოტიას ერთმა ახალგაზრდა მგელმა ტოტი ჩასცხო თავში. ტოტია გაწყრა და ცივად მისცა შენიშვნა. იმ მგელმა კიდევ უფრო ცივად უპასუხა და თან შეჭამა :grin:

19. მოულოდნელად მთვარე ამოვიდა და სოფელი გადაარჩინა მგლების თავდასხმას. გაბრაზებულმა მგელებმა მთვარე შეჭამეს. :grin:

20. იოსება ისეთი გაუგონარი იყო, დედასაც კი უჯერებდა.

21. ბიჭი შეჩერდა და დაღლილ ფილაქანზე ჩამოჯდა

22. შიმშილისაგან შეწუხებულმა მგლებმა ისიც კი იკადრეს, რომ საწყალი ბებერი ტოტია მგელი შეჭამეს, რომელმაც ერთ წამში გაათავა სიცოცხლე.

23. გოგოთურის ცოლი ყოველთვის უკმაყოფილო იყო თავისი ქმრისა, რადგან იგი უხეირო და ჩლუტე კაცი იყო და თანაც პატიოსანი.

24. ლუარსაბის სახლი მეტად გულშემატკივრად იყო მიტოვებული.

25. ორიგინალი: აი, მეხი კი დავაყარე თავზე, ამასაც კი სდომებია იუბკა.
მოსწავლე: ილია ჭავჭავაძემ მეხი ჩასცხო თავში ლამაზისეულს, რადგან ამ უკანასკნელმა იუბკა მოინდომა.

26. ბულბული მუსიკას უკრავდა და არემარეს აცოცხლებდა, მხიარული ფრინველები კი მღეროდნენ.

27. XIX საუკუნის 60-იანი წლები იმითი იყო ღირშესანიშნავი, რომ სამოღვაწვო ასპარეზზე გამოვიდა რუსეთში სწავლაგანათლებამიღებული ახალგაზრდობა, რომლებსაც თეთრგვარდიელებს უწოდებნენ.

28. ხატაელებთან ბრძოლის შემდეგ ტარიელმა ბრძოლის ველს გადახედა, აინტერესებდა, რამდენი ჯარისკაცი დარჩა ცოცხალი.

ჩირიკი და ჩიკოტელა

29. უნდა იყოს: ჩიკოტელა დღემუდამ უშარდებოდა ჩირიკს
მოსწავლე: ჩიკოტელა მუდამ უშარდავდა ჩირიკს

30. ორიგინალი: ჩიკოტელა ორგალმა ყანის მოსამკელად იყო წასული. უკან დაბრუნებულმა იორი გამოტოპა, გაცივდა, სიცხემ აუწია და გზისპირას მთვრალი კაცივით მიეგდო, იქნება ვინმემ გამოიაროს და სახლში წამიყვანოსო.
მოსწავლე: გაცივებული და სიცხიანი ჩიკოტელა გზისპირას მიგდებულიყო. იმედი ჰქონდ, ვინმე გამოივლიდა და სახლში წაიყვანდა. მაგრამ ქუჩა სულ მთვრალი კაცებით იყო სავსე და ავადმყოფს არავინ აქცევდა ყურადღებას.

გოგოთურ და აფშინა

31. ორიგინალი:
რადა ძმობილო, რად აგრე?
გან დიაცი ვარ, ორსული?

მოსწავლე: გოგოთურმა გადაწყვიტა თავი შეებრალებინა აფშინასთვის და უთხრა, რომ ორსულად ვარ და თავი დამანებეო :grin:

შვლის ნუკრის ნაამბობი

32. ორიგინალი: ნეტავი ვინ შეიღებავს ჩემი სისხლით ხელებს?
მოსწავლე: ნეტავი ვინ დამემორჩილება, ვინ შემიღებავს სისხლით ხელებს?

თავისუფალი თემა: მე რომ ხელოვანი ვიყო

33. მე რომ ხელოვანი ვიყო, ყოველ ღონეს ვიხმარდი, რომ მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დარგებში გამერკვია ხალხი.

34. მე რომ ხელოვანი ვიყო და ლექსების წერაც შემეძლოს, მათში გადმოვცემდი ყველაფერს, რაც განმიცდია ცხოვრებაში. ცხოვრებაში კი საკმაოდ ბევრი რამ შემხვედრია.

ხევისბერი გოჩა

35. ორიგინალი: დროშის თავის შეხება მხოლოდ ხევისბერ გოჩას შეეძლო რამოდენიმე მარხული კვირის შემდეგ.
მოსწავლე: დროშის თავის შეხება მხოლოდ ხევისბერ გოჩას შეეძლო რამოდენიმე მხიარულიკვირის შემდეგ

--------------------------

ორიგინალი:
"არაგვს იქით, არაგვს აქეთ,
შუაშია სათიბები,
კენკეშა და უკადრისა,
ნაზ-სათუთად ნატიფები".
მასწავლებელი: "რა არის არაგვი"?
მოსწავლე: "რესტორანი, მასწავლებელო".

----------------------------

უნდა იყოს: "ნინო წმინდანად შერაცხეს".
მოსწავლე: "ნინო წმინდა წყლით შერეცხეს".

---------------------------

"დავით გურამიშვილმა ყველა იმ ამბავს,რაც დაღუპვის შემდეგ გადახდა, ერთ თხზულებაში მოუყარა თავი".

---------------------------

გერმანულის მასწავლებელი მოსწავლეებს გერმანულად არსებითი სახელების დასახელებას სთხოვს, კლასში სიჩუმეა, ეხლა ქართულად დამისახელეთო სთავაზობს, მაინც სიჩუმეა, მასწავლებელი მოთმინებას კარგავს და მერხი რა არის მერხიო ყვირის, კლასი ერთხმად პასუხობს, - ხე მასწავლებელო.

------------------------------



--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
kato_Bato   ვიცინოთ?   Nov 26 2006, 11:04 PM
ნიკოლოზ_V   http://www.kolobok.wrg.ru/smiles/personal/vinsent....   Nov 26 2006, 11:16 PM
adamis_nekni   [img]http://www.kolobok.wrg.ru/smiles/personal/vi...   Feb 11 2007, 09:27 PM
.:თამარი:.   მაგარია! საიდა...   Nov 26 2006, 11:34 PM
kato_Bato   მაგარია! საიდან გ...   Nov 26 2006, 11:38 PM
tati87   ერთიანი ეროვნული ...   Dec 12 2006, 04:46 PM
ქავთარაძე   აააააააააააა გადა...   Nov 26 2006, 11:57 PM
valeri   ძალიან ბევრი ვიცინ...   Nov 27 2006, 12:22 AM
ლილიანა   ძალიან ბევრი ვიცი...   Nov 27 2006, 12:37 AM
marine   ვალერი, რა საყვარე...   Nov 27 2006, 02:46 PM
valeri   ვალერი, რა საყვარე...   Nov 27 2006, 07:37 PM
kato_Bato   :lol: :lol: :lol: :rolleyes: რამდე...   Nov 27 2006, 12:34 AM
ნიკოლოზ_V   კატო რო არ ყოფილიყ...   Nov 27 2006, 12:45 AM
Springchild   auu.. sasaciloa satirali rom ar ikos... ise, abo n...   Nov 27 2006, 02:13 PM
kato_Bato   _გაყო-გაჰყო. რომელი...   Nov 27 2006, 11:02 PM
t.l.   ვაიმე ჩევბჟირდი..ა...   Nov 27 2006, 11:04 PM
ninore   რას არ წერენ ეს ბავ...   Nov 27 2006, 11:14 PM
xvtiso   გამარჯობათ, ისე მა...   Nov 28 2006, 01:37 AM
თეკლა   ისე ერთის მხრივ მა...   Nov 28 2006, 01:37 AM
Georg   ხალხო ეს სასაცილო ...   Nov 29 2006, 01:16 AM
kato_Bato   ხალხო ეს სასაცილო ...   Nov 29 2006, 03:46 PM
ნიკოლოზ_V   ბატონო Georg აქ ჩვენ კ...   Nov 29 2006, 03:51 PM
marine   მართლაც სასაცილოა,...   Nov 29 2006, 03:51 PM
kato_Bato   მართლაც სასაცილოა...   Nov 29 2006, 04:02 PM
ნიკოლოზ_V   როდის იაყვი მოზარ...   Nov 29 2006, 04:05 PM
kato_Bato   მროდის იაყვი მოზა...   Nov 29 2006, 04:06 PM
ნიკოლოზ_V   შენ ხომ სულ ეგეთი ი...   Nov 29 2006, 04:09 PM
t.l.   არც დიდები აკლებენ...   Nov 29 2006, 04:18 PM
kato_Bato   მიშა სააკაშვილი: ...   Nov 29 2006, 04:33 PM
კანონისტი   მიშა სააკაშვილი: რ...   Nov 29 2006, 04:37 PM
marine   მიშა სააკაშვილი: რ...   Nov 29 2006, 04:45 PM
kato_Bato   მიშა სააკაშვილი: რ...   Nov 29 2006, 04:49 PM
ქავთარაძე   კანონისტი (პირდაღ...   Nov 29 2006, 04:52 PM
კანონისტი   marine ძალიან კარგი. მა...   Nov 29 2006, 04:55 PM
marine   marine ძალიან კარგი. მ...   Nov 29 2006, 05:08 PM
.:თამარი:.   კანონისტი შენი სუ...   Nov 29 2006, 05:13 PM
marine   + ჩემი ხმა :D თამარ, ...   Nov 29 2006, 05:14 PM
ნიკოლოზ_V   http://www.kolobok.wrg.ru/smiles/standart/rofl.gif...   Nov 29 2006, 05:02 PM
.:თამარი:.   t.l. როგორ გამამხიარ...   Nov 29 2006, 05:06 PM
t.l.   მაგიტომ დავდე ზუს...   Nov 29 2006, 05:07 PM
მნათე   +ჩემი ხმა :lol:   Nov 29 2006, 05:20 PM
კანონისტი   marine .:თამარი:. მნათე დ...   Nov 29 2006, 05:22 PM
.:თამარი:.   marine .:თამარი:. მნათე დ...   Nov 29 2006, 05:25 PM
კანუდოსელი   ჩემმა პატარამ სიზმ...   Dec 12 2006, 06:16 PM
marine   marine .:თამარი:. მნათე დ...   Nov 29 2006, 05:25 PM
iako   ზვიად გამსახურდია...   Dec 2 2006, 02:52 PM
ninore   1) "ვეფხისტყაოსნი...   Dec 5 2006, 07:31 AM
ninore   ახლა რასაც დავწერ ...   Dec 5 2006, 08:18 AM
adamis_nekni   ახლა რასაც დავწერ ...   Feb 11 2007, 09:49 PM
ninore   დავით გურამიშვილი ...   Dec 5 2006, 08:44 AM
kato_Bato   :rolleyes: :lol: :lol: :lol: ვაიმე ...   Dec 5 2006, 12:41 PM
t.l.   2) 30-იან წლებში დაიწყ...   Dec 5 2006, 02:48 PM
iako   მე ერთ ამბავს მოგი...   Dec 6 2006, 05:13 PM
kato_Bato   ახლა რასაც დავწერ ...   Dec 7 2006, 01:14 PM
ninore   დიდი მადლობა, საერ...   Dec 12 2006, 05:22 AM
bazveli-lomi   მეც დავდებ....აი...! 1....   Dec 12 2006, 01:27 PM
kato_Bato   :rolleyes: :lol: :lol: :lol:   Dec 12 2006, 02:42 PM
kato_Bato   ჩემმა პატარამ სიზ...   Dec 12 2006, 06:45 PM
teo..   პირველ კლასში მასწ...   Dec 12 2006, 11:12 PM
valeri   გოჭი არის პატარა, ბ...   Dec 12 2006, 11:21 PM
თამარი   ჩემო ძვირფასო და კ...   Dec 13 2006, 03:55 AM
კანუდოსელი   ჰეეეიი,გუჯა, ჭირიმ...   Dec 13 2006, 03:57 AM
ალექსანდრე   ვახ გუჯა მეც გილოც...   Dec 13 2006, 04:02 AM
გუჯა   კანუდოს თამარ სან...   Dec 13 2006, 04:33 AM
თამარი   [b]კანუდოს თამარ სა...   Dec 13 2006, 08:51 PM
ninore   [b]კანუდოს თამარ სა...   Jan 16 2007, 07:00 PM
solomony   მეც გილოცავ ღმერთმ...   Dec 13 2006, 04:35 AM
გუჯა   მაშინ აღარ გაჩუქე...   Dec 13 2006, 04:41 AM
_MATASI_   მოკლედ შენი ორიგინ...   Dec 13 2006, 04:08 PM
ლილიანა   თემა რატო მიითვისე...   Dec 13 2006, 04:53 PM
marine   ვუერთდები მილოცვე...   Dec 13 2006, 04:55 PM
ვეშაპო   გუჯ! გილოცავ ჯიგო....   Dec 13 2006, 05:06 PM
ქავთარაძე   გილოცავ გუჯაია :D მ...   Dec 13 2006, 05:55 PM
მნათე   გუჯუნიიიი :lol:   Dec 13 2006, 05:56 PM
t.l.   მერეც არ აგცდება ჩ...   Dec 13 2006, 06:07 PM
გუჯა   მოკლედ, ასე ჩაიარა ...   Dec 13 2006, 08:37 PM
kato_Bato   :blink: ნენაა   Dec 13 2006, 09:32 PM
თამარი   :blink: ნენაა რაია? :D   Dec 13 2006, 09:35 PM
kato_Bato   რაია? :D :lol: "მაი აფ...   Dec 13 2006, 09:38 PM
თამარი   :lol: "მაი აფერია" :l...   Dec 13 2006, 09:41 PM
kato_Bato   :lol: მაგას ვჩივი მეც, ...   Dec 13 2006, 09:45 PM
თამარი   :lol: :lol: :lol: "იაღლიში...   Dec 13 2006, 09:47 PM
tati87   ორივე ორბელიანი - ს...   Dec 16 2006, 06:35 PM
.:თამარი:.   "სასკოლო მარგალ...   Jan 8 2007, 09:18 PM
მხევალი ნინო   ცუდათ ვარ, ღმერთო ...   Jan 9 2007, 12:04 PM
მხევალი ნინო   ვანო მაგარია, რომ ...   Jan 9 2007, 01:57 PM
Zeskvi_ucha   აუ ძალიან მაგარი რ...   Jan 10 2007, 08:36 AM
tati87   ხო ეს ფრაზაც ვანო მ...   Jan 10 2007, 02:11 PM
tatuli   დედაჩემის მეგობარ...   Jan 13 2007, 03:19 PM
sofi89   :D :D :D :D მაგარია,ეგ ...   Jan 15 2007, 03:50 PM
კანუდოსელი   მოკლედ სკოლას არ ე...   Jan 15 2007, 04:32 PM
მნათე   ლოოოოოოოოოოოოო...   Jan 15 2007, 04:57 PM
Murzayani   არც ეს ეხება სკოლა...   Jan 16 2007, 06:39 PM
თათი87   ხომ ვერ დააკონკრე...   Feb 12 2007, 12:58 AM
მარიამი   ხომ ვერ დააკონკრე...   Feb 12 2007, 01:01 AM
adamis_nekni   ხომ ვერ დააკონკრე...   Feb 12 2007, 01:06 AM
lelenika   ჩემმა კლასელმა დაწ...   Feb 12 2007, 12:58 AM
თათი87   მარიამი ე.ი. შუშანი...   Feb 12 2007, 01:04 AM
მარიამი   მარიამი და ეკლესი...   Feb 12 2007, 01:06 AM
თათი87   მარიამი სასიამოვნ...   Feb 12 2007, 01:09 AM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th May 2024 - 11:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი