IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შეხმატკბილებული ოჯახი, ოჯახური ცხოვრების კეთილი დასაწყისი
missis_kartveli
პოსტი Feb 23 2007, 08:21 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ოჯახური ცხოვრების კეთილი დასაწყისი


წმიდაო მამაო, ერთმა ყმაწვილმა, რომელიც ქორწინებას აპირებს, მკითხა, თუ ოჯახური ცხოვრების რაგვარი დასაწყისი შეიძლება ჩაითვალოს სწორად.
-პირველ რიგში ისეთი გოგონას პოვნას უნდა შეეცადოს, რომელიც მის გულთან ახლოს იქნება.იმიტომ რომ ტითოეული ადამიანის გული თავისებურად ხედავს. ზოგიერთ ადამიანთან გრძნობს სიახლოვეს, ზოგი კი-მეორესთან. იმას კი არ უნდა უცქერდეს, რომ საცოლე მდიდარი და ლამაზი იყოს. არამედ, პირველ იგში იმას, რომ იგი უბრალოებითა და სიმდაბლით იყოს შემკული. ანუ, უმეტესი ყურადღება გარეგნობას კი არა - მომავალი მეუღლის შინაგან მშვენიერებას უნდა ექცეოდეს. თუკი ქალიშვილი საიმედოა, თუკი ის ვაჟკაცობითაა დაჯილდოებული, ოღონდაც - არა უმეტესად, ვიდრე ეს ქალის ხასიათს შეჰფერის, - ეს ძალიან დაეხმარება მის მომავალ ქმარს, რომ მასთან ერთად ყველა სირთულე სრული ურთიერთგაგებით გადალახოს და გამუდმებით თავის ტკივილი არ ტანჯავდეს. ამასთან, თუკი ქალს ღვთის შიში და სიმდაბლე ექნება, მაშინ ისინი შეძლებენ, რომ ხელიხელჩაკიდებულებმა გადალახონ ამა სოფლის ბოროტი მდინარე. თუკი ახალგაზრდა კაცი სერიოზულად უცქერს რომელიმე ქალიშვილს, როგორც თავის მომავალ მეუღლეს, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუკი ის რომელიმე ახლობლის საშუალებით პირველ რიგში ამას ქალიშვილის მშობლებს აცნობებს. შემდეგ იგი პირადად უნდა ესაუბროს ქალიშვილის მშOბლებს, ხოლო შემდეგ - თავად ისინი დაინიშნებიან და დაიწინდებიან, კარგი იქნება, თუ დრო წინდობასა და ქორწილს შორის ძალიან არ გაიწელება.ამ ხნის განმავლობაში ყმაწვილი საცოლეს ისე უნდა ექცეოდეს როგორც დას და უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდეს. თუკი საქმრო და საცოლე ყოველგვარ ძალისხმევას იხმარენ და შეძლებენ უმანკოების შენარჩუნებას ქორწინების საიდუმლოს აღსრულებამდე, ანუ მანამდე, ვიდრე ღვთისმსახური მათ თავზე გვირგვინებს დაადგამს, ამ შემთხვევაში ისინი უხვად მიიღებენ საღვთო მადლს. იმიტომ რომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: ქორწინების საიდუმლოში გვირგვინები ვნებებზე გამარჯვების ნიშანია.
შემდეგ კი მეურლეებმა სიყვარულის სათნოება მთელი ძალისხმევით უნდა გამოიმუშაონ. რათა ორნი ყოველთვის ერთობაში იმყოფებოდნენ და რათა მათთან გამუდმებით იმყოფებოდეს მესამე - ჩვენი ტკბილი ქრისტე. რა თქმა უნდა, ვიდრე ახლადდაქორწინებულთა ოჯახური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში არ ჩადგება, ვიდრე ისინი ერთმანეთს როგორც საჭიროა, ისე არ გაიცნობენ, შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ. ასეთი რამ ნებისმიერი საქმის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. რამოდენიმე დღის წინ ერთ ბარტყს ვაკვირდებოდი: ის პირველად გამოფრინდა ბუდიდან, რომ საკვები მოეპოვებინა. საწყალი მწერების დაჭერას ვერ ახერხებდა და მიწიდან ერთი მტკაველის სიმაღლეზე დაფრინდა, ამგვარად მას მთელი საათი დაკარგა, ვიდრე პატარა მწერს დაიჭერდა. ჩიტის ცქერისას ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი საქმის დაწყება არც თუ იოლი რამ არის. უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მას შემდეგ რაც დიპლომს მიიღებსდა მუშაობას დაიწყებს, პირველ ხანებში აუცილებლად განიცდის გარკვეულ სირთულეებს. ყოველი მორჩილიც თავისი მონასსტრული ცხოვრების დასაწყისში განიცდის სირთულეებს. სირთულეებს განიცდის ოჯახური წყვილიც, რომელიც ეს ეს არის შეუდგა ერთობლივ ცხოვრებას.
-წმიდაო მამაო, დასაშვებია, რომ საცოლე საქმროზე უფროსი იყოს?
-არ არსებობს საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ თუკი ქალიშვილი სამი, ოთხი და თუნდაც ხუთი წლით უფროსია საქმროზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ქორწინება დაუშვებელია.


მამა პაისი მთაწმინდელი



მაინტერესებს თქვენი აზრი რა არის საჭირო მშვიდი, მყარი ოჯახის შესაქმნელად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
miss_kartveli   შეხმატკბილებული ოჯახი   Feb 23 2007, 08:21 PM
თამარი   რა ნაცნობი ტექსტია...   Feb 23 2007, 11:34 PM
kato_Bato   მაინტერესებს თქვე...   Feb 24 2007, 12:41 AM
van111   რა არის აუცილებელ...   Feb 24 2007, 12:48 AM
თამარი   რა არის აუცილებელ...   Feb 24 2007, 12:50 AM
Qeti   რა არის აუცილებელ...   Feb 24 2007, 02:34 AM
kato_Bato   მაგეთი სიყვარულის...   Feb 24 2007, 12:52 AM
თამარი   არ უნდა მაგას მიღწ...   Feb 24 2007, 12:53 AM
van111   მაგას გული უნდა და ...   Feb 24 2007, 02:29 AM
kato_Bato   ყველაზე მთავარი გა...   Feb 24 2007, 12:55 AM
თამარი   ყველაზე მთავარი გ...   Feb 24 2007, 12:56 AM
Маиа   ერთი წიგნი მაკვს ს...   Feb 24 2007, 01:14 AM
თამარი   ვაიმე, მაია, რა მაგა...   Feb 24 2007, 01:16 AM
Маиа   ვაიმე, მაია, რა მაგ...   Feb 24 2007, 01:25 AM
თამარი   ხო მეც მიყვარს ეგ ა...   Feb 24 2007, 01:26 AM
Маиа   არა, მაი, იყოს, გმად...   Feb 24 2007, 01:29 AM
Irine   რწმენა, იმედი, სიყვ...   Feb 24 2007, 12:21 PM
A.V.M   toka@ კრომველი თუ ტვი...   Mar 20 2013, 12:53 AM
toka@   A.V.M აპატურაი :D ოღონდ ...   Mar 20 2013, 12:55 AM
A.V.M   toka@ მოდერი იყავი და ...   Mar 20 2013, 01:04 AM
toka@   A.V.M ჯერ 1 შენ დაიწყე :D   Mar 20 2013, 01:05 AM
tamuna m   A.V.M toka@ ჩავახველე :g: :გ...   Mar 20 2013, 11:00 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 11:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი