IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კირიონ მეორეს დაუჯდომელს ან პარაკლის ვეძებთ -, გთხოვთ დამაკვალიანოთ
თერალ ი
პოსტი Jan 8 2011, 03:07 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



გთხოვთ დამაკვალიანოთ:

ვეძებთ კირიონ მეორეს დაუჯდომელს ან პარაკლის.



ამ თემაში გარდა ამისა მოვაგროვოთ,
ყოველგვარი მასალა მის შესახებ (ლინკები, სტატიები, ციტატები, .... )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 10 2011, 01:46 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



დაუჯდომელი არსებობს როგორც ვიცი, მაგრამ პარაკლისი საზოგადოდან შეიძლება წაიკითხო ანუ მღვდელმოწამეთა


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 10 2011, 12:32 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



და სად მოვიძიო?
ვერ მივაგენი ვერსად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 12 2011, 08:22 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



პარაკლისი მღვდელმოწამისა კირიონ II-სა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა


ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენს შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩუენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამენ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 142
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 4

საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად; ამისთვისცა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევამდე, წმიდაო მღვდელმთავარო კირიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

(იგივე ტროპარი)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

ფსალმუნი 50

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობაჲ 1, სძლისპირი

ფარაოს ეტლები და ძლიერება მისი დაანთქა ზღვასა შინა ძლიერმან ბრძოლასა ღმერთმან, მას უგალობდეთ გალობითა, რამეთუ დიდებულ არს უკუნისამდე.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
ზეცისა უხორცოთა თანა და მთავრობათა მკვიდრ ხარ ღმრთივსანატრელო, რომელნი ესე საწადელსა სახსენებელსა შენსა აღვასრულებთ, ზეცით მოგვხედენ ჩვენ მღვდელმოწამეო კირიონ და მოგვეც ბრალთა შენდობა.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
სიტყვიერი სამწყსო ქრისტეს მიერ გერწმუნა, რომელსაცა ემსგავსე, და ჭირნი დაითმინენ შენ და სული დასდევ მათთვის და მრჩობლნი გვირგვინნი დაიდგენ მის მიერ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ნებითა ღმრთისათა მღდელობისა მირონი, წინასწარვე ცხებული, დაჰბეჭდე საცხებელითა წამებისათა, მღვდელმთავარო კირიონ და აღიბეჭდე სისხლთა დათხევითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
იხილა რა მოსე მთასა ზედა სინასა მაყვალი შეუწველად, მოასწავა სახე შენი, ღმრთისა დედაო, რაჟამს ცეცხლი ღმრთეებისაი იტვირთე საშოსა შენსა.

გალობა 3, სძლისპირი

მშვილდი ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა მაღლისათა, ამისთვისცა განძლიერდა დღეს უფლისა მიმართ გული ჩემი.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
კრავთა სიტყვიერთა რა ჰმწყსიდი, შეწირულ იქმენ, ვითარცა კრავი, ცხოვართა მათთვის შენთა მწყემსმთავრისა ყოველთასა და კრავისა ღმრთისა მიბაძვითა.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
გაქუნდა მოქალაქობა წმიდა და უბიწო, მღვდელმთავარო კირიონ, ამისთვისცა ღირს იქმენ საიდუმლოთა მისთა მსახურებასა და მოწამედ საღმრთოდ იწოდე შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სიტყვიერი სძე უზაკველი სამწყსოთა შენთა ღმრთივსულიერად ასვი, მღვდელმთავარო კირიონ, ხოლო ქრისტესთვის წამებისა სასუმელი სიხარულით ჰსვი შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
გიხაროდენ შენ, უბიწოო, რომელმანცა დაიტიე სიტყვა ღმრთისა საშოსა, და გვიშევ ჩვენ ღმერთი და კაცი ხორცითა განუყოფელად.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


წარდგომა, ხმა 4

სურვილითა სასუფეველისათა, მღვდელთავარო კირიონ, თავს იდევ სახმილი განსაცდელთა და ცეცხლი ტანჯვათაი და სიკვდილი უმსჯავრო, ვინაცა ჭეშმარიტად უკვდავებისა მკვიდრ იქმენ, გნატრით სარწმუნოებით, რამეთუ მეოხ ხარ უფლისა მიმართ, შეწყნარებად სულთა ჩვენთათვის.

გალობა 4, სძლისპირი

ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა, ქრისტე, რაჟამს არა ნატაცებად შეირაცხე სწორ ღმრთისა, არამედ იქმენ მსგავს კაცთა, რომელნი იტყვიან: დიდება ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
სათნოებათა შენთა თხზულებაი მრავალფერ არს, რამეთუ ვითარცა მწყემსი და მოწამე დიდებული, ღმრთისა მიერ პატივცემულ იქმენ და მხიარული იშვებ მის წინაშე.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
აბელის შესაწირავსა ზეშთა ექმენი, რამეთუ სიტყვიერნი კრავნი მსხვერპლად მოუპყრენ ღმერთსა და თვისთა სისხლთა მდინარენი წადიერებით მისთვის დასთხიენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სიჩჩოით შენითგან იქმენ შჯულიერ ღმრთისა და განბრწყინდი შენ მოღვაწებისა მიერ და შეიზღუდე სიტყვითა მადლისაითა, , ღმრთივგანბრძნობილო მღვდელმოწამეო კირიონ, და დაჰხსენ ბნელი უღმრთოებისა უკუნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ცათა დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და უზეშთაეს ბუნებათა გვიშევ ჩვენ, ამისთვის სარწმუნოებით, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გადიდებთ.

გალობა 5, სძლისპირი

შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყვანის-გცემთ შენ.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
იხილა ღმერთმა წინათვე გონებისა შენისა და სულისა სიმაღლე და დიდთა მიერ პატივთა შეგამკო შენ და სამკაული მღდელობისა შეგმოსა, ბრძენო, და მარტვილთა ღვაწლითა განგაშუენა.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
მოაკვდინე ზრახვაი ხორცთა შრომითა სულიერთა მათ ღვაწლთათა, დიდებულო, ხოლო გონებაი ცხოველ ჰყავ და ელვარე და ორკერძოვე სათნო ეყავ უფალსა, ღირსო, მღდელშუენიერო კირიონ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ მოწამე ჭეშმარიტ იქმენ, ჰოი მღდელმოძღვარო, და მღდელმთავარ მოწამეთა და ორკერძოვე ჰბრწყინავ მადლითა, ყოვლად ქებულო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
შენ საჭურველი ხარ უძლეველი, ღმრთისმშობელო, წყობასა მტერთა ჩვენთასა შეუძრველად დამიცვენ მოსავნი შენგან შობილისა.

გალობა 6, სძლისპირი

გალობით, ხმითა სიხარულისათა გაქებს შენ ეკლესია შენი, ქრისტე, განწმიდნა რა იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
გონებაი შენი ზე გაქუნდა ღმრთისა თანა და საღმრთოთა ნათლითა ჰბრწყინევდ, მღვდელმოწამეო კირიონ, ამისთვის სულმცირედ განვლე ზღვაი სოფლისა და ზეცისა ნავთსადგურთა შეევედრე ღუწილი მადლითა სულისათა და წარმართებული ღმრთივშუენიერად.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
შესწირე მსხვერპლი უსისხლო ეკლესიასა შინა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან ქრისტეს მხსნელისა და მერმე კეთილად სული შენი სისხლთა მიერ ძღვნად მიუპყარ მას.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მიიღე სიმრავლე მადლთა ქრისტეს ღმრთისა მიერ, ახუმილი ბაგეთა შენთათა და შესწირე მადლობით, მღვდელმოწამეო კირიონ, თავი შენი სიკვდილითა შენთვის დაკლულისა ქრისტესა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
უაღრეს უზესთაეს არს ყოველთა სასწაულთა ქალწულისა მუცლად-ღებაი დამბადებელისა და შემდგომადცა შობისა მის უბიწოებით დადგრომაი ქალწულად.

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.


კონდაკი, ხმა 4

მღდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ: ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩვენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო კირიონ.

წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმა 7
იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

სახარება ლუკასი [12, 2-12]

ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა მღვდელმოწამისა კირიონისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

სვეტად შეურყეველად ეკლესიისა და ლამპრად დაუშრეტელად სოფლისა გამოსჩნდი, ღვაწლითშემოსილო კირიონ, და განბრწყინდი უბრწყინვალეს მზისა, რომლისათვისცა ეშმაკთა წყვდიადსა განსდევნი, მოწამეო დიდებულო, ქრისტესა ევედრე მონიჭებად სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.


გალობა 7, სძლისპირი

რომელმან დაიცვნა ყრმანი აბრამეანნი ცეცხლისაგან და ქალდეველნი იგი მოსრნა სახმილისა ალითა, ხოლო ყრმანი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩვენთა ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
მღვდელმოწამეო ნეტარო კირიონ, წამებისა ბრწყინვალებითა და მღვდელთმოძღვრებისა ნათლითა განანათლებ მადიდებელთა შენთა, რომელნი ხმობენ: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩვენთა ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
აარონისსა უაღრეს არს მღდელმოძღვრებაი შენი, მამაო, რამეთუ აჩრდილთა ზეშთა ექმენ და მსხვერპლსა საღმრთოსა შესწირევდი შენ და კუალად სისხლთა დათხევითა შეიწირე მეუფისა სულად სულნელად.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წინასწარვე უწყებულსა შენდა ღვაწლსა წამებისასა, ყოვლად დიდებულო მამაო, ხედევდი რა ბრწყინვალედ მოწევნულსა, სიხარულით ღაღადებდი: კურთხეულ ხარ შენ, მამათა ჩვენთა ღმერთო, უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამებისა მორწმუნენო, მოვედით დღეს სარწმუნოებით და ერთობით ვადიდებდეთ ერთარსებასა ღმრთეებისასა და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ, მამათა ჩვენთა ღმერთო, უკუნისამდე.

გალობა 8, სძლისპირი

მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს იგი შეაცურიე, სახმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
აჰა მსხვერპლი წმიდა და პოხიერი, რამეთუ განთქმული მწყემსი კეთილი სახედ ცხოვარისა შეიწირვის ქრისტესა და ღაღადებს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
ელვარე მარტვილთა ბრწყინვალებითა, მღვდელმთავარი შენი ეკლესიასა აღმოუბრწყინდა, მაცხოვარ, და ხმატკბილად ღაღადებს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მადლთა მიერ და ძალთა ზეგარდამოთა აღუსებულ იქმენ, სამგზის სანატრელო, და შუენიერებითა სიწმიდისათა შემკობილ, ღმრთისმსახურებისა შემწედ გამოსჩნდი, მღვდელმოწამეო კირიონ, და განშუენებული უგალობ ღმერთსა: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაგვიცვენ მშვიდობით ბოროტისაგან მგალობელნი შენნი, ღმრთისა დედაო, მაქებელნი ძისა შენისანი და რომელნი შენ ღმრთისმშობლად აღგიარებთ და შენგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ.

გალობა 9, სძლისპირი

სახედ მუცლად-ღებისა შენისა, უბიწოო, მოესწავა საიდუმლო: მაყუალი მგზებარე ცეცხლითა, რომელი არა შეიწვებოდა, და აწ გევედრებით : დაშრიტე, ღმრთისმშობელო, ალი ცოდვათა, რათა გადიდებდეთ
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
ბჭენი ზეცათანი განახუნა ღმერთმან და შეიწყნარა წმიდა სული შენი და განუსვენა ადგილთა განსასვენებელთა, და აწ ჰსუფევ წინაშე საყდართა მისთა, მღვდელმოწამეო კირიონ, ნათელსა შინა თუალშეუდგამსა
წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის
ჰპოვე ღვაწლთა შენთა მოსაგებელი ზეცისა ტალავართა შინა, ბრძენო, და ჰსუფევ გუნდსა თანა წმიდათა მოწამეთასა, კირიონ სამგზის სანატრელო, დიდო მღვდელმოწამეო და მამათმთავარო საკვირველო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა საჩინო მღდელმოწამე, მრჩობლითა ელვარებითა ჰნათობ და ქრისტეს ეკლესიასა ორკერძო განაბრწყინვებ და ახარებ გულსა მორწმუნეთასა, ამისთვის ყოველნი გადიდებთ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეცვალნა წესნი ბუნებათანი შობამან შენმან, ქალწულო უბიწოო, რამეთუ ღმერთი ბუნებათა შენგან გვეუწყა, და ბუნებაი ჩვენი მან განმიახლა დაძველებული ცოდვითა, ამისთვის მარადის გადიდებთ შენ.

[/i]ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
ღირსებით შევასხმიდეთ დღეს გვირგვინსა მღვდელთმოძღვართასა, რომელი ბრწყინავს სასწაულთა საქმითა და განუტევებს მადლთა ბრწყინვალებასა, ვითარცა მზე მცხინვარე, და ახარებს ყოველთა მორწმუნეთა და ევედრების ღმერთსა ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.

აღიწიე შენ სიმაღლედ ზეცისა, მღვდელმოწამეო კირიონ, და მიხვედ წინაშე ღმრთისა შემკული მრავალთა მათ მოღვაწებათა შენთა ოფლითა, და გვირგვინნი ხელთაგან მეუფისათა მიიხევნ და ნათელსა მას შინა მისსა უკუდავსა ჰსუფევ; მეოხ გვეყავ ჩუენ.

მღდელთმოძღუარ შუენიერ იყავ ქრისტეს მეუფისა, და ძეგლ ღმრთისმეტყველ მართლმადიდებლობისა და ვითარცა ნესტვი და ებანი საღმრთოი, ჰხმობდ ხმამაღლად სიტყვათა ცხორებისათა, ამისთვის ეკლესია შვილთა თანა გადიდებს უკუნისამდე.

მრავალფერთა მიერ მადლთა შემკულსა, მღვდელმოწამესა კირიონს, შესხმითა სულიერითა გალობით ვადიდებდეთ, ვითარ გვასწავებს მეფსალმუნე: ნაყოფი შრომათა შენთაი შჭამო და იშუებდე მათ ზედა და ნეტარ იყო და კეთილი გეყოს შენ, რომელსა შინა ჰსუფევ; ევედრე მაცხოვარსა მაქებელთა შენთათვის.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოი, ყოვლადდიდებულო მღვდელმოწამეო კირიონ, ანგელოზთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო, თხოვათა აღმსარულებელო და წყალობათა მომნიჭებელო;
ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო მღვდელმოწამეო კირიონ, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაითა განაბრწყინვე ღვთივდაცული ერი ჩვენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დიდ მეუფე მამაი ჩვენი ილია, მთავარეპისკოპოსი მცხეთა- თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, და ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო დასნი, მრავალშემძლებელითა ლოცვითა შენითა განაძლიერე სამხედრო განწესება და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე წმიდაო მღვდელმოწამეო ქრისტესო, შენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაი თვისი აურაცხელი.
ჰოი, ყოვლადქებულო და პატივცემულო წმიდაო მღვდელმოწამეო კირიონ, ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა შენითა განათავისუფლენ ტყვენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიხსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღვასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ხორცითა, რაითა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურთხევდეთ შენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 15 2011, 07:19 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



ალექსანდრე

ძალიან დიდი მადლობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 15 2011, 07:33 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



http://24saati.ge/index.php/category/socie...02-20/3738.html "კირიონ მეორე" - მიხეილ ბასილაძე

http://ru.wikipedia.org/wiki/Кирион_II

http://www.georgianweb.com/history/geo/kirion.html "კირიონ მეორე" - სერგო ვარდოსანიძე

http://www.angelfire.com/ga/georgian/kirion.html "კირიონ მეორე" - სერგო ვარდოსანიძე

http://www.sbs-orel.ru/old/gazeta/g2004-02.html ОРЛОВСКИЕ АРХИПАСТЫРИ: епископ Кирион (Садзагелов) - А. И. Перелыгин, председатель Орловского церковного историко-археологического общества - № 2 (63), февраль 2004

Культурная роль Иверии в истории Руси (Кирион II)
http://ru.wikisource.org/wiki/Культу...рии_Руси
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...0135/Kirion.pdf

კირიონ მეორეს მიერ დაწყებული საქმე
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000109/
საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება
ამირანაშვილი, შ. [1-78 გვ.] 8,166Kb Adobe PDF
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 16 2011, 02:32 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(თერალ ი @ Jan 15 2011, 07:19 PM) *

ალექსანდრე

ძალიან დიდი მადლობა

შეიძლება მთლად იდეალური არაა მაგრამ სულ არარაობას მგონი სჯობს


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 16 2011, 12:08 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



ციტატა(ალექსანდრე @ Jan 16 2011, 02:32 AM) *

შეიძლება მთლად იდეალური არაა მაგრამ სულ არარაობას მგონი სჯობს


და სად მიაგენით?
საინტერესოა ;-)

დაუჯდომელის მიგნებაც შეიძლება?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 16 2011, 05:14 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



კირიონ მეორეს ფსევდონიმები
( მასალა მოძიებულია "ფსევდონიმების ლექსიკონში" - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=2)

ქვემო ნიქოზელი - კირიონ ეპისკოპოსი -
• პოეტ - აკადემიკოს ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა - მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. – თბ., 1977. – გვ. 395.

ნიქოზელი - საძაგლიშვილი, გიორგი -
• ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 2. – თბ., 1941. – გვ. 397.

საძაგელოვ - ივერიელი - კირიონ II (საძაგლიშვილი, გიორგი იერონიმეს ძე)
• მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი : რუსთველოლოგიური ლიტერატურისათვის. – თბ., 1966. – გვ. 17.
• ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 3. ნაკვ. 1. – თბ., 1963. – გვ. 460.
• ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 4. – თბ., 1965. – გვ. 604.
• იმედაშვილი ი. ქართველ მოღვაწეთა ბიო. ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი: სიტყვანი (ნუსხა) / ხელნაწერი. –1940 წელი. – გვ. 173. [დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში].

გ. საძაგელოვ - ივერიელი - საძაგლიშვილი, გიორგი (კირიონი)
• გრიშაშვილი ი. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1987. – გვ. 24. ( რუსთველოლოგიური ლიტ. 1957, გვ. 48 ).; ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 4. –…

გ. ლიახველი - საძაგლიშვილი, გიორგი
• ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 2. – თბ., 1941. – გვ.394.

კ. ე. - კირიონ ეპისკოპოსი (კირიონ II)
• იმედაშვილი ი. ქართველ მოღვაწეთა ბიო. ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი: სიტყვანი (ნუსხა) / ხელნაწერი. –1940 წელი. – გვ. 104. [დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში].

ე. კ. -კირიონ ეპისკოპოსი ( საძაგლიშვილი, გიორგი იერონიმეს ძე )
• გრიშაშვილი ი. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1987. – გვ. 29, 75, 130 ( ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია, გვ. 421; „ წმინდა დავით III აღმაშენებელი “, 1899 ).
• მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1984. – გვ. 75( ამბავი დავით გარესჯის უდაბნოს საკვირველ - მომქმედის მადლის ქვისა. 1899; ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა მამისაანტონ მესვეტისა, საკვირველთ - მომქმედისა მარტყოფელისა. 1899; წმიდა დავით III ( 1089 – 1125 ). 1899; წმიდა მოწამე აბო ტფილელი. 1899 ).
• მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი : რუსთველოლოგიური ლიტერატურისათვის. – თბ., 1966. – გვ. 10.
• მიქაძე გ. ქართულ ფსევდონიმთა სამყაროში. – თბ., 1998. – გვ. 57, 58, 60.
• მიქაძე გ. ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია. ტ. 2. – თბ., 1968. – გვ. 388.
• პოეტ - აკადემიკოს ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა - მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. ნაკვ. 2. – თბ., 1979. – გვ. 236.
• პოეტ - აკადემიკოს ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა - მუზეუმის კატალოგი. ტ. 1. ნაკვ. 3. – თბ., 1980. – გვ. 565.
• ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 6. ნაკვ. 1. – თბ., 1969. – გვ. 633.
• ბაქრაძე გ. „ ქართული ფსევდონიმები“. / გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. ხელნაწერი N 12 672 /172. – გვ. 9. [ ქსეროასლი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში].

ივერიელი - (ამ ფსევდონიმით რამდენიმე ავტორია ქართულ პუბლიცისტიკაში და მწერლობაში, თვით ილიაც კი).
საძაგლიშვილი, გ. ( ეპისკოპოსი კირიონი )
• გორგაძე ი., მიქაბერიძე მ., ლომჯარია თ., ბარნაბიშვილი ნ. ილია ჭავჭავაძე : ბიობიბლიოგრაფია. ტ. 2. – თბ., 2007. – გვ. 1175, 1203.

კირ. ძ - შვილი - კირიონ ეპისკოპოსი ( საძაგლიშვილი )
• ბაქრაძე გ. „ ქართული ფსევდონიმები“. / გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. ხელნაწერი N 12 672 /172. – გვ. 28. [ქსეროასლი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში].

კირიონ II კათალიკოზი - საძაგლიშვილი, გიორგი იერონიმეს ძე
• აკაკი წერეთელი ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ : კრებული. – თბ., 2004. – გვ. 785.; მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1984. – გვ. 85, 130 ( სიტყვიერების თეორია. სალიტერატურო ნიმუშების დამატებითურთ. 1898 ( გრ. ყიფშიძის თანაავტორობით ) ).

კირიონ არქიმანდრიტი - საძაგლიშვილი, გიორგი იერონიმეს ძე
• მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1984. – გვ. 85, 130 ( სიტყვიერების თეორია. სალიტერატურო ნიმუშების დამატებითურთ. 1898 ( გრ. ყიფშიძის თანაავტორობით ) ).

კირიონ ეპისკოპოზი - საძაგლიშვილი, გიორგი იერონიმეს ძე
• მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1984. – გვ. 85, 130 ( სიტყვიერების თეორია. სალიტერატურო ნიმუშების დამატებითურთ. 1898 ( გრ. ყიფშიძის თანაავტორობით ) ).
• მიქაძე გ. ძველი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია. ტ. 2. – თბ., 1968. – გვ. 395.
• ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 5. ნაკვ. 2. – თბ., 1972. – გვ. 635.

ნიქოზელი - საძაგლიშვილი, გიორგი
• ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 2. – თბ., 1941. – გვ. 397.

სასოებაძე - საძაგლიშვილი, გიორგი ( კირიონ ეპისკოპოსი )
• გრიშაშვილი ი. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1987. – გვ. 59 ( მოამბის შინაარსი ათი წლისაა, 1906 ).
• მიქაძე გ. ქართულ ფსევდონიმთა სამყაროში. – თბ., 1998. – გვ. 57.
• მიქაძე გ. ფსევდონიმები და ინიციალები // ლიტერატურული გაზეთი. – 1955. – N18. – გვ. 3.
• ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 6. ნაკვ. 1. – თბ., 1969. – გვ. 653.

ბერი - კირიონ ეპისკოპოსი
• ბაქრაძე გ. „ ქართული ფსევდონიმები“. / გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი. ხელნაწერი N 12 672 /172. – გვ. 5. [ ქსეროასლი დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილებაში].
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 16 2011, 11:25 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



თერალ ი
ციტატა
და სად მიაგენით?საინტერესოა ;-)

არსად უბრალოდ საზიარო თვენის დახმარებით შევადგინე a075.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 17 2011, 11:52 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



შეიძლება ეგრე?

მე ექიმი ვარ და შესაბამისად, ამ საქმეში უცოდინარი ;-)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 18 2011, 02:37 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



შეიძლება


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 19 2011, 02:52 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 22 2011, 09:19 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



ეს ბმული ამ თემას არ ეკუთვნის თითქოს მაგრამ ...


http://www.youtube.com/watch?v=eaMO8Nt_UpQ...player_embedded
ზვიად გამსახურდია ვეფხისტყასოსანზე და მის ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე, ლექციის აუდიო ჩანაწერი, 1987 წელი.

(ამ ფორუმის კატალოგი არ ვიცი კარგად და ამიტომ დავდე აქ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 24 2011, 01:22 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



კირიონ II - (საუკუნის პორტრეტები, დოკუმენტური ფილმი),
პარალაელები ზვიად გამსახურდიას მკვკვლელობასთან


(HEY.GE) kirion.avi ფაილის ზომა - 247.77 MB, გადმოწერების რაოდენობა 177, 2009-10-02.

kirion II_xvid.avi ფაილის ზომა - 143.27 MB, გადმოწერების რაოდენობა 64, 2010-10-12.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 24 2011, 03:02 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



IPB-ს სურათი

კირიონ II -ის სახელობის ეკლესია აჭარაში

(სურათის წყარო - http://iris-ibericus.livejournal.com/125136.html )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი Jan 27 2011, 02:29 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



კირიონ მეორეს ნაშრომების სია , წყარო http://drevo-info.ru/articles/15450.html

1881- -------------------, "Никозский храм и его древности".. "Дух. Вестн. Груз. Экзархата", № 2
------- -------------------, "Религиозно-политические сношения Православной Грузии с единоверной Россией". "Дух. Вестн. Груз. Экзархата". (Юбилейный номер).
1886- -------------------, "Характер Грузинской (Иверской) Церкви и ее значение для православия".. "Пастырь", № 3
1886 - 1887- -----------, "К вопросу о Грузинской церковной историографии".. "Пастырь", 1886 № 20 и 21, 1887, № 2
1999- -------------------, "Краткий очерк грузинской церковной истории".. "Пастырь", № 9-11
1888- -------------------, "Иудеи распространители мессианских идей в древней Иверии и принесение ими Хитона Господня в Мцхет". "Пастырь", № 1-3.
1888 - 1889- -----------, "Святая равноапостольная Нина, просветительница Грузии". (Кандидатская диссертация). "Пастырь", 1888 № 16 и 18, 1889 № 1, 4, 5, 6.
1889 - 1890 "Св. царь Мириан Хосриани, первый христианский венценосец Грузии". "Пастырь" 1889, № 23, 24, 1890, № 1, 2.
1892- -------------------, "Перевод священно-богослужебных книг на грузинский язык и значение его для Церкви Грузинской". "Пастырь", № 2, 4.
1892- -------------------, "История одного из гвоздей, которым пригвожден был ко Кресту Господь наш Иисус Христос". "Пастырь", № 1, 2.
1895 - 1896- -----------, "Последний эпизод из вековой борьбы православной Грузии с мусульманами - шиитами". "Пастырь" 1895, № 23, 24, 1896, № 1, 6.
1896- -------------------, "Воск и восковая свеча". "Пастырь", № 13.
1891- -------------------, "Никозский Собор". "Дух. Вестн. Груз. Экзарх.", № 21.
1896- -------------------, "Описание Метехского Евангелия 1049 год".. "Дух. Вестн. Груз. Экзарх.", № 22
1892- -------------------, "Описание Мешехского четвероевангелия". "Дух. Вестн. Груз. Экзарх.", № 10.
1888- -------------------, "Описание Никозской Михаило-Архангельской церкви". "Дух. Вестн. Груз. Экзарх.".
1893- -------------------, "Историко-Археологический очерк Метехского храма"..
[------ -------------------, "Исторический очерк Оконской чудотворной иконы Божией Матери".
1896- -------------------, "История Промского Вознесенского храма"..
1897- -------------------, "Пять дней в Карталинии"..
1898- -------------------, "Ананурский Успенский собор и его окрестные достопримечательности"..
[------ -------------------, "Повествование о чудодейственном камне Давидгареджийской пустыни".
1903 Тифлис, - -------, "Харистикарная система и ее влияние на церковно-поземельные отношения в древней Грузии". Сборник "Весь Кавказ",.
1899 Тифлис, - -------, "Св. Давид III-й Возобновитель, царь Грузии". (1089-1125).
1899 Тифлис, - -------, "Жизнь и подвиги св. Антония Столпника, чудотворца Мартмкопского".
1899 Тифлис, - -------, "Або, мученик Тифлисский".
1900 Тифлис, - -------, "Назревший вопрос" (Ко дню столетия присоединения Грузии и России 1900 г.).
1896- -------------------, "Заслуги грузинского монашества и монастырей для отечественной церкви и общества". "Дух. Вестн. Груз. Экзарх.", № 22.
1900- -------------------, "Двенадцативековая религиозная борьба православной Грузии с исламом"..
1901 Тифлис, - -------, "Восковая свеча в Греко-Грузинской Церкви".
[------ -------------------, "Крест св. Нины в связи с вопросом о значении креста в древности".
[------ -------------------, "Две святыни в Кахетии".
1901 Тифлис, - -------, "Давид Гараджели и его лавра".
1901 Тифлис, - -------, "Краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата в XIX веке". Тифлис, 1901. Отзыв об этом труде см. "Приб. к "ЦВ" 1901, № 47, с. 1735-1738.
1903 Тифлис, - -------, "Состояние христианства в Абхазии в первой четверти XIX столетия и попытка организации в ней миссионерского дела в 1831-1834 гг, Сборник "Весь Кавказ"
1903 Тифлис, - -------, "Ананурская атлешга". Сборник "Весь Кавказ"
1903 Тифлис, - -------, "Мцхетский храм и его реставрация". Сборник "Весь Кавказ",
1903 Тифлис, - -------, "Народные обычаи и их значение". Сборник "Весь Кавказ"
1903 Тифлис, - -------, "Новый вариант творения Александра Сергеевича Грибоедова". Сборник "Весь Кавказ"
1905 Одесса, - -------, "Церковно-исторический очерк основания в Херсоне викариатства и его жизнедеятельность (по поводу его пятидесятилетия 1853-1903 гг.).. Отзыв об этом труде см. "Приб. к "ЦВ" 1905, № 16-17, с. 732-734.
1907- -------------------, "Четыре доклада в пользу Грузинской Церковной автокефалии". "Журн. и Проток. Предсоборн. Присутств.", т. III. СПБ, 1907, с. 43-58.
1910 Тифлис, - -------, "Культурная роль Иверии в истории Руси". с. 445-448.
1912 Харьков, - ------, "Крест в мире языческом и христианском".
1912-1913 Тбилиси, "Лексикологический материал". (На грузинском языке в сборнике Груз. Об-ва истории и этнографии).
1916 Полоцк, - -------, "Грузинские фемы в Византии: Халдия и Иверия"..
1916 Полоцк, - -------, "Клемакс св. Иоанна на грузинском языке".
1915-1916 Полоцк, "Санаксарские этюды". печатались в "Полоцких Епархиальных Ведомостях" 1915-1916 гг., а отдельным издания вышли в Полоцке в 1916 году
[------ -------------------, [----- "Этюды" состоят из двух частей, независимых одна от другой:
[------ -------------------, [----- Первая часть - Обилие церковных древностей в России и настоятельная необходимость открытия кафедр археологии в семинариях.
[------ -------------------, [----- Вторая часть - Страдная эпоха (XVIII в.) русского монашества и его поборник Феодор Ушаков.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 08:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი