IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> რატომ არ არსებობს არცერთი ცნობა ქრისტეს შესახებ?, ისტორიული, მეცნიერული, დამტკიცებული...
A.V.M
პოსტი Jun 3 2014, 06:09 PM
პოსტი #81


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



DAPIREBULI TEMA :
შინაარსი

1-შესავალი

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

3-იესოს ცემა

4-ჯვარცმა

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

6-ჯვარცმულის საყრდენის – კადონის შესახებ

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

8-წარწერა ჯვარზე

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია

ბ) ტეტანუსი და სეფსისი

გ ) თრომბოზი - თრომბოემბოლია

12-ქრისტეს ჯვარცმა - იურიდიული გადმოსახედიდან

13-დასკვნა

14-გამოყენებული ლიტერატურა

1-შესავალი

ქრისტეს სიკვდილი – ეს ორი სიტყვა იმდენად შინაარსიანია და ღრმა , რომ მათზე , არაერთი კუთხით შეიძლება , დაუსრულებლად საუბარი . ჩვენც , სწორედ აღნიშნული საკითხის შესახებ ვაპირებთ საუბარს , წინამდებარე თემაში .

დასახელებულ ნაშრომში , ეს უდიდესი მოვლენა განიხილება სხვადასხვა ასპექტში . ისეთებში , როგორებიცაა : სამედიცინო , ისტორიული , იურიდიული და ა.შ. ჩვენი მხრიდან კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ არ შევეხოთ ,,წმიდა საღვთისმეტყველო’’ კუთხით . რადგან ვაპირებთ , რომ მალევე დავიწყოთ მუშაობა მეორე ნაშრომზე , რომელიც წინამდებარეს გაგრძელება იქნება და მასში , ქრისტეს სიკვდილის შესახებ ვიმსჯელებთ , მხოლოდ და მხოლოდ თეოლოგიური თვალთახედვით . დავეყრდნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას და მისი შუქით მომზირალ წმიდა მამებს . წინამდებარე ნამუშევარში კი გამოვიყენებთ – მედიკოსების , ისტორიკოსების , ხელოვნებადმცოდნეების , აპოკრიფული ნაწარმოებების და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა კვლევებს , ჩანაწერებს თუ გამოთქმულ აზრებს .

სინანულით გვინდა აღვნიშნოთ , რომ ხსენებულ საკითხზე ჩატარებული კვლევისას , ქართულ წყაროს ძნელად თუ მივაკვლევდით ხოლმე . რის გამოც , ნაშრომში გამოყენებული მასალის დიდი ნაწილი, უცხოურიდან ვთარგმნეთ. მთარგმნელობით საქმიანობაში გამოუცდელობისა და განსხვავებულ სფეროში შესრულებულ ნაშრომებზე ( საბუნებისმეტყველო , სამედიცინო , გეოგრაფიული და.ა.შ.) დაყრდნობა-გამოყნების გამო , შესაძლებელია გარკვეულ ტერმინთა თუ მოვლენათა ის ქართული შესატყვისები , რომლებიც წინამდებარე ნაშრომშია გამოყენებული , არ იყოს ზედმიწევნითი , რის გამოც შენდობას ვითხოვთ და ველით რჩევებს .

2-ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია

სანამ უშუალოდ ჯვარცმის პერიპეტიებს განვიხილავდეთ , მოდით , შესავლის სახით მიმოვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი . დავიწყებთ გოლგოთის მთის ლოკალიზებით . გავიხსენოთ, თუ რას გადმოგვცემს მახარებელი : ,, და განვიდა ადგილსა მას , რომელსა ჰრქვიან ებრაელებრ გოლგოთა და მუნ ჯუარს აცუეს იგი . ‘’ (ინ.19.17-18)

ვნახოთ, თუ რას წერს ეფრემ ასური , როდესაც ადამის დამარხვის შესახებ მსჯელობს : ,,და აღმოიღეს გუამი მისი (ადამისი – გ.ლ.) თავსა მის მთისასა და დამარხეს ქუაბსა მას მრჩობლსა საგანძურსა . ‘’ [1] გავაგრძელოთ განხილვა : ,, და ვითარცა დადვეს მას ზედა გუამი ადამისი , განითვისნეს და განიყუნეს ურთიერთას ოთხნი იგი კიდენი , რომელ შედგომილ იყვნეს . და განეღო ქუეყანაი შუაგულსა ქუეყანისასა . და ვითარცა შთადვეს გუამი ადამისი სემ და მელქისედეკ . დაეხშა კარი ქუეყანისა , და შემოკრბეს კუალად ოთხნი იგი კიდენი , რომელ განყოფილ იყვნეს , და შეიძერწნეს ურთიერთას , ვითარცა პირველ იყვნეს . და უწოდეს სახელი მისი ,, თხემისა ადგილი’’ , რამეთუ თავი ყოვლისა ერისა არს ადგილი იგი . და ჰრქვიან გოლგოთა ამისთვის , რამეთუ ყოვლისა დაბადებულისა შესაკრებელ არს . და წოდებულ არს ადგილსა მას ადრიფ , რამეთუ მუნ შემუსრა უფალმან თავი გუელისა მის ბოროტისა და ასპიტისა . და შემდგომად ამის ყოვლისა ამცნო სემ მელქისედეკს და ჰრქუა ,, ჯედ შენ აქა და იყავ წინაშე მისსა . ‘’[2] ახლა , იმავე წყაროს მიხედვით ვნახოთ თუ რა ინფორმაცია გვაქვს , აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლშეწირვაზე : ,, და ვითარცა იქმნა ისაკ ათორმეტისა წლისა , წარიყვანა მამამან ისმან და აღიყვანა მთასა მას იებოსსა , მელქისედეკისა . რომელ არს მთა ეფრინი და მას ადგილსა დაენერგა ჯუარი ქრისტესი . რამეთუ იყო ხე , რომელსა დამოეკიდა ვერძი იგი , რომლისა მიერ განერა ისაკი დაკვლისაგან . ესე ადგილი არს საშუალ გულსა ქუეყანისასა . და საფლავი ადამისი მუნ არს და მას ზედა საკურთხეველი მელქისედეკისი . და ჰრქვიან გოლგოთა , რომელ ითარგმანების ,,თხემის ადგილი.’’ [3] გავიხსენოთ დავით მეფის ეპიზოდი , როდესაც მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა : ,, და მუნ იხილა დავით ანგელოზი მდგომარე , რომელსა აქუნდა ქრმალი ცეცხლისა . ‘’[4] ერთგვარ რეზიუმირებას მოვახდენთ და ვიტყვით , რომ დასახელებული სირიული წყაროს მიხედვით (განძთა ქვაბი) , უფლის ჯვარცმის ადგილი მდებარეობს იქ , სადაც დაკრძალეს ადამი , მღვდლობდა მელქისედეკი , მსხვერპლს სწირავდა აბრაამი და ანგელოზს ჭვრეტდა დავით მეფსალმუნე .

მას შემდეგ, რაც გავეცანით კონკრეტულ წყაროს , გოლგოთის მთის ლოკალიზების შესახებ , ქრისტეს ჯვრის თაობაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა . გადავშალოთ ე.წ. ,,ბროკჰაუზის’’ ენციკლოპედია და ვნახოთ, თუ რა ცნობებს გვაწვდის იგი , იესოს ჯვრის შესახებ : ,, დიდი ხანია , რაც არსებობს აზრი , იმის შესახებ რომ ქრისტეს ჯვარი , შედგენილი იყო სხვადასხვა ხეებიდან . გრძივი ნაწილი იყო კვიპაროსის . რომელიც მას განივად კვეთდა – ფინიკის . ფეხები , რომელზეც ელაგა (იხ.ქვეთავი ,,კადონი’’ წინამდებარე ნაშრომში . გ.ლ.) იყო კედრის , ხოლო რომელზეც წარწერა იყო გაკეთებული (იხ.ქვეთავი ,, წარწერა ჯვარზე’’ წინამდებარე ნაშრომში . გ.ლ.) დამზადებული იყო ზეთისხილის ხიდან . ‘’[5]

საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი , რომ ზემოთხსენებულ მოსაზრებას , საეკლესიო წყაროებშიც აქვს დასაყრდენი და მომდინარეობს იმ აპოკრიფული თხრობიდან , მის მიხედვით აბრაამმა მისცა ლოტს სამი სახეობის ხე , რომლებიც დარგო და რწყავდა . გარკვეული დროის მანძილზე სამივე ხე შეერთდა , შემდეგ კი მოჭრეს და ხიდადაც ხმარობდნენ , ბოლოს კი მასზე გააკრეს იესო . მეოთხე საუკუნეში , იმპერატორ კონსტანტინეს დედამ – ელენე დედოფალმა იპოვა ის ჯვარი , რომელზეც მაცხოვარი გაეკრა .

უპრიანი იქნება, თუ ჯვარცმის თარიღის შესახებაც ვიტყვით რამდენიმე სიტყვას . ვნახოთ, თუ რას წერს , საიმონ სებაგ მონტეფიორე : ,, სავარაუდოდ , ეს ( ჯვარცმა გ.ლ.) მოხდა ნისანის თვის 14-ში , ანუ 33 წლის 3 აპრილს , პარასკევ დილას . ‘’ [6]

ჯვარცმის თარიღის შესახებ ბევრი მოსაზრება თუ კვლევა ჩატარებულა . მათგან ერთს გამოვყოფთ , ორი მიზეზის გამო – პირველი – ეთანხმება ზემოთმოყვანილ მოსაზრებას და ემპირიულად განამტკიცებს მას და მეორე – განსხვავებული კუთხით ასაბუთებს მოვლენას .

მოდით , ოდნავ ვრცლად განვიხილოთ ეს კვლევა . საქმე ისაა , რომ ბიბლიური არქეოლოგიის მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა მათეს სახარების 27-ე თავში გადმოცემული მოვლენა : ,,და ქუეყანა შეიძრა და კლდენი განსქდეს.’’ (მთ.27.51) ცდით დაესაბუთებისა. ვნახოთ თუ რას გადმოგვცემენ ისინი : ,, ჩვენ გავემგზავრეთ მკვდარი ზღვის პალეოსეისმოლოგებთან და დავათარიღეთ მიწისძვრა , იმ მონაცემებზე დაყრდნობით , რაც ვნახეთ ნალექებში . შემდგომ ვისარგებლეთ ჰამფრეის და ველინგტონის ნააზრევით და შევადარეთ , მიწისძვრის ,ჩვენს მიერ დასახელებულ თარიღს . ‘’[7]მკვდარ ზღვაში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა რომ 26-36 წლებში , ხსენებულ ტერიტორიაზე , ადგილი

ჰქონდა იმ მასშტაბების ორ მიწისძვრას , რომლებიცშეიძლება შეესაბამებოდეს , სახარებაში აღწერილ სიუჟეტს .

3-იესოს ცემა

მათესა და მარკოზის სახარებებში ვკითხულობთ , რომ ლერწმით სცემდნენ იესოს , ხოლო იოანეს სახარებაში კი წერია : ,, სცემდეს ყურიმალსა . ‘’(ინ.19.3) აქ არაა დაკონკრეტებული იარაღი . სახარბებეში არსებული ,,განსხვავებების’’ შესახებ თემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ , იქამდე კი საკითხს დავუბრუნდეთ .

ტურინის სუდარის მკვლევარები ერთხმად აცხადებენ , რომ , მასში გახვეული პიროვნების (ე.ი. ქრისტეს) სხეულზე მიყენებული იარები , გამოწვეული იყო მათრახით : ,, ამგვარი ნაკვალევი შეეძლო დაეტოვებინა რომაულ მათრახს , რომელსაც ,,ფლაგრუმს’’ უწოდებდნენ და ენაზე ტყვიის ან ძვლის ნაწრები ება , სუდარაზე გამოსახულ პიროვნებას სასტიკად და დამამცირებლად მოპყრობიან . ‘’[8]

ოდნავ განვავრცოთ საუბარი , თავად ,,ფლაგრუმის’’ შესახებ . ზოგადად, მიჩნეულია, რომ აღნიშნული ქმედება ხორციელდებოდა ღვედის მათრახებით , რომელიც ან ხარის ძარღვებისგან , ან ტყვიისგან იყო გაკეთებული . მათრახის ტარი კი უმეტესად , თელის ხისგან მზადდებოდა . მის ღვედებს ჰქონდა ტყვიის ან ძვლის , ორი პატარა ბურთულა , რომლებიც უფრო მეტად ამძიმებდნენ დამნაშავის მდგომარეობას . ტყვიის მძივები ქმნიდნენ დიდ ნაიარევებს , რომლებიც სწრაფად გადაიქცეოდნენ ხოლმე ჭრილობებად . მალე , გადმოდინებას იწყებდა უწყვეტი სისხლიანი მასა , რომელსაც თან მოჰყვებოდა ტყავის გრძელი ზოლები .

სუდარაზე ჩატარებული კვლევები იმასაც მიუთითებენ , რომ კონკრეტულად ის მათრახი , რომლითაც იესო გაამათრახეს , იყო შვიდპირიანი და სპილენძის ბოლოებიანი . [9]

ძველებრაული კანონით , გაშოლტვის მაქსიმალური რაოდენობა იყო ორმოცი . ფარისევლები ყოველთვის ასრულებდნენ კანონს , რის გამოც მსჯავრდებულს შოლტავდნენ ხოლმე 39-ჯერ , ისინი თავს იცავდნენ , რომ ჯალათის მიერ სატვალავის არევის შემთხვევაში , სჯული ,,არ დაერღვიათ.’’

იესოს თავზე შეინიშნებოდა განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები , რის გამოც , იესოს დაეწყო გაძლიერებული სისხლდენა . ჯარისკაცები იცინოდნენ მასზე და ურტყამდნენ სახეში, რის გამოც ჭრილობები ღრმავდებოდა . როდესაც საკმაოდ იჯერეს გული ჯარისკაცებმა , საკუთარი სურვილების ასრულებით , მეწამული (ალისფერი) ქლამინდით შემოსეს იესო , ზურგში კი ჯოხს ურტყამდნენ , რაც ხელახალ სისხლდენებს იწვევდა .

4-ჯვარცმა

საუბარს , საკითხის ისტორიის შესახებ მსჯელობით დავიწყებთ . თვით იოსებ ფლავიუსიც კი მიიჩნევდა , რომ ჯვარცმა , ყველაზე მძიმე სიკვდილი იყო და ბრალდებულის საჯაროდ დამცირებას ისახავდა მიზნად . ამის საილუსტრაციოდ , რამდენიმე ფაქტს მოვიყვანთ : ,, ძვ.წ. 74 წელს , ახალგაზრდა იულიუს კეისარი მეკობრეებმა შეიპყრეს . გამოსყიდვის და გათავისუფლების შემდეგ , იულიუს კეისარი მეკობრეების შესაპყრობად და ჯვარზე გასაკვრელად დაბრუნდა , მაგრამ ტყვეობაში თავაზიანი მოპყრობის გამო მან ჰუმანურობა გამოიჩინა და ჯვარცმამდე , მეკობრეებს ყელი გამოჭრა . ჯვარცმა აღმოსავლური სასჯელია ( დარიოს დიდი , ბაბილონელ მეამბოხეებს აკრავდა ჯვარზე ) , რომელიც ბერძნებმა გადმოიღეს . როგორც ვნახეთ , ალექსანდრე დიდი ტვიროსელებს აკრავდა ჯვარზე , ანტიოქე ეპიფანე და იუდეველი მეფე ალექსანდრე იანაი – მეამბოხე იერუსალიმელებს , კართაგენელები – ურჩ გენერლებს . ძვ.წ. 71 წელს რომაელებმა სპარტაკის მეთაურობით აჯანყებული მონები მასობრივად ჯვარზე გააკრეს . ‘’[10]

ახლა , უშუალოდ იესოს ჯვარცმას დავუბრუნდეთ . : ,, და ერისაგანთა მათ სეთხზეს გვირგვინი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და სამოსელი ძოწეული შეჰმოსეს მას . და მივიდოდიან მისა და ეტყვიედ მას : ,, გიხაროდენ მეუფე ჰურიათაოო !’’ (ინ.19.2-3)

დროებით მოვშორდეთ სახარებას და სხვა მასალებს გადავხედოთ . აი, რას წერს მონტეფიორე : ,,როგორც წესი , სიკვდილმისჯილებს შიშვლად აკრავდნენ ჯვარზე : კაცებს პირაღმა , ქალებს პირდაღმა .’’[11]

ახლა სხვა წყაროც ვნახოთ : ძველი მწერალი წერს , რომ ჯვარცმამისჯილი ისე უნდა გაშიშვლებულიყო , როგორც აბანოში . ‘’ [12]

სხვადასხვა ავტორები ერთმნიშვნელოვნად გვეუბნებიან , რომ ჯვარზე შიშვლად აკრავდნენ დამნაშავეს . სახარებისეული თხრობა კი გვაუწყებს, რომ იესო შემოსეს და საკმაოდ ,,ორგანიზებულადაც’’ , საინტერესოა, თუ რა იყო ამის მიზეზი : ,, რომაულ ხანაში კამათლებით მოთამაშენი კოჭებს გადაადგილებდნენ იმის მიხედვით როგორ იცვლიდა კოჭი ადგილს დაფაზე . მას მეფურად მორთავდნენ , თავზე გვირგვინს დაადგამდნენ , ხელში კვერთხს დააჭერინებდნენ და ბოლოს , როცა მოთამაშე ფინიშს მიაღწევდა , მეფეო ! დაიყვირებდა და მთელი ფსონი თვითონ მიჰქონდა . ეს ყველაფერი რომაელმა ჯარისკაცებმა სახარებათა თანახმად იმავე თანმიმდევრობით მოიმოქმედეს , მაგრამ არა კოჭის , არამედ იესო ქრისტეს მიმართ .’’ [13]

ამ საკითხის გარკვევის შემდეგ სხვა თემაზე გადავიდეთ . ვნახოთ, თუ რა ხდებოდა მას შემდეგ ,რაც მათრახით სცემდნენ დამნაშავეს : ,, შემდეგ მიჰყავდათ ციხის კარებთან და მხრებზე ჰკიდებდნენ ჯვრის გადამკვეთ ხარიხას , რომელიც იწონიდა 34 დან 57 კგ.მდე , იგი მიჰქონდა დამნაშავეს სასჯელის აღსრულების ადგილამდე , რაც იწვევდა მისი მხრების , მაქსიმალურ გადაჭიმვას .

გოლგოთამდე გზა 4 კილომეტრზე მეტი იყო . ბოლოს კი მდებარეობდა 600 მეტრის სიგრძის ციცაბო აღმართი . ამ გზის გავლა , ორგანიზმისთვის იყო სერიოზული დატვირთვა , რა დროსაც სისხლი აქტიურად მოძრაობდა ძარღვებში , ხოლო თრომბოციტების ნაჯერი ნორმა , ხელს უწყობდა თრომბის განვითარებას , ნებისმიერ წამს . [14]

ახლა უშუალოდ მიმსჭვალვის შესახებ ვისაუბროთ . მართალია, ამ საკითხს სხვა ქვეთავებში უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ , თუმცა გარკვეული დოზით , აქაც შევეხებით : ,, ჯალათები სიკვდილის გახანგრძლივების ან დასწრაფების ექსპერტები იყვნენ . რომაელებს , იესოს სწრაფად მოკვლა კი არ სურდათ , არამედ იმის ჩვენება , რომ რომაულ ძლიერებასთან დაპირისპირება ფუჭი იყო . სავარაუდოდ , იესო ჯვარზე მკლავებგაშლილი გააკრეს , როგორც ეს ქრისტიანულ მხატვრობაშია ნაჩვენები . ‘’[15]

ვნახოთ სხვა წყაროც : ,, ორი ათასი წლის წინანდელ ჩონჩხზე თვალნათლვ ჩანს ლურსმნების კვალი , რომლებიც წინამხარზე , სხივისა და იდაყვის ძვლებს და ტერფის ძვლებს შორის იყო ჩაჭედილი . სიკვდილმისჯული სხეულის სიმძიმეს რომ არ ჩამოეგდო , ჯვარზე სკამის მაგივრად , საყრდენი იყო გაკეთებული . ‘’ [16]

5-ქრისტეს ლურსმანთა შესახებ

აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ ქრისტეს ლურსმნების შესახებ , რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა . ერთი მხრივ წმიდა საღვთისმეტყველო კუთხით , რომელშიც შეიძლება მიმოვიხილოთ აღმოსავლურ და დასავლურ საქრისტიანოს შესახებ არსებული დავები სამსჭვალთა რაოდენობაზე , მეორე მხრივ კი წმიდა ისტორიულ თუ გეოგრაფიულ მოვლენებზე დაყრდნობით . ამ ეტაპზე , სწორედ უკანასკნელზე გავამახვლებთ ყურადღებას . დავიწყოთ მონტეფიორეს აზრის განხილვით : ,, სიკვდილმისჯილებს ან აჭედებდნენ ან აბამდნენ . ამაში იმდენად დაოსტატებულნი იყვნენ , რომ სიკვდილმისჯილები სისხლისაგან იშვიათად იცლებოდნენ . ლურსმნებს მკლავებში ( არა ხელისგულებში) და წვივებში აჭედებდნენ . ჩრდილოეთ იერუსალიმში ჯვარცმული ებრაელის ძვლები აღმოაჩინეს . ათსანტიმეტრიანი რკინის ლურსმანი , ჯერაც კოჭის ჯვრიდან ამოზრდილიყო , ჯვარცმული სიკვდილმისჯილებიდან ამოღებულ ლურსმნებს ებრაელი და წარმართები , ავადმყოფობისგან თავდასაცავად იყენებდნენ . ‘’ [17]

იმ ფაქტს რომ , ლურსმნები ხელის გულებში კი არა , მტევნებში იყო მირჭობილი , ადასტურებს ტურინის სუდარაზე ჩატარებული კვლევაც : ,,სუდარაზე ლურსმანი ხელის მტევნებშია და არა გულებზე . ბერძნული სიტყვა ,,ხელი’’ , ნების გარდა , მაჯასა და წინამხარსაც ნიშნავს … ერთ-ერთ აკლდამაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვლები კაცისა , რომელსაც იოქანაანი ერქვა . ჯვარცმის წესისამებრ , წვივები დამტვრეული ჰქონდა და ლურსმანი ზეც ჯვრიდან შერჩენილი , ზეთისხილის ხის ნაფოტით , ქუსლის ჯვალში ჰქონდა გაჩრილი . მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა , რომ ლურსმანმა რომელიც მარჯვენა მკლავში ჩაასვეს , დატოვა ადვილად გასარჩევი ნაკაწრი და ამოწმული ადგილი სხივის ძვლის შიდამხარეს , მაჯასთან ახლოს ‘’[18]

მას შემდეგ, რაც უკვე განვიხილეთ მილურსმვის ადგილები სხეულზე , ვიმსჯელოთ სამსჭვალთა რაოდენობის შესახებ : ,, კონფენსიათა შორის წარმოქმნილი ეს წინააღმდეგობა ( სამსჭვალთა რაოდენობის შესახებ გ.ლ.) თავის ახსნას პოულობს XX ს-ის ავტორიტეტული ფრანგი ქირურგის პიერ ბარბეს ( Barbet) მიერ ჩატარებულ კვლევებში . ყურადღებით შეისწავლა რა საფარველი და მასზე აღბეჭდილი მაცხოვრის მარჯვენა და მარცხენა ტერფებს შორის არსებული სხვაობა , იგი მივიდა იმ დასკვნამდე , რომ მარჯვენა ტერფმა მკაფიო კვალი დატოვა , ხოლო მარცხენის , მხოლოდ ქუსლი ჩანს . ვინაიდან , როდესაც ლურსმნები ამოიღეს და ნეშტი საფარველში გაახვიეს , ჭრილობიდან , მაღლიდან დაბლა გადმოჟონილმა სისხლმა , სწორედ მარცხენა ქუსლის ნაწილი დაასველა . ჩატარებული კვლევების საფუძველზე , პიერ ბარბე მივიდა იმ მნიშვნელოვან დასკვნამდე , რომ ჯვარცმული ფეხები ცალ-ცალკე იყო მიმსჭვალული . ამ ფორმით დასჯის ჩვეულება დაამტკიცა Givat ha-Mivtar (იერუსალიმის გარეუბანში) ჩატარებულმა არქეოლოგიური გათხრების შედეგებმაც . ‘’ [19]

და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი მონაცემი . ცნობილია , რომ ჯვარს , რომელიც დედოფალმა ელენემ ჩამოაბრძანა იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში , ლურსმნის ოთხი ნაკვალევი ჰქონდა .



6-ჯვრის საყრდენის – კადონის შესახებ

თუკი ჯვარცმის სცენის იკონოგრაფიას გადავხედავთ , დავინახავთ, რომ იესოს თეძოებთან და ფეხების საყრდენად აქვს მცირე ზომის სოლები , რომელსაც კადონს ვუწოდებთ .მოდით , რამდენიმე სიტყვით შევეხოთ მას .

,, თეძოებს მცირე ზომის სოლი – Sedile უმაგრებდა , ხოლო ტერფებს – Suppedaneum – დირე . ამგვარ პოზაში სიკვდილმისჯილი არა მხოლოდ რამდენიმე საათს , რამდენიმე დღესაც კი გასტანდა ცოცხალი . ჯვარცმულის მოკვლის უსწრაფესი გზა , მისთვის წვივების დამტვრევა იყო . ამ დროს , სხეულის სიძმიმე მკლავებზე გადადიოდა და სიკვდილმისჯილი ათ წუთში , ჰაერის უკმარისობისგან იგუდებოდა . ‘’ [20]

როგორც უკვე გავეცანით , ბროუკჰაუზის ენციკლოპედიის მიხედვით , კადონი დამზადებული იყო კედრის ჯიშის ხისგან . (იხ.ქვეთავში - ჯვარცმის ადგილი და ქრისტეს ჯვრის მოკლე ისტორია ) . ახლა , საკითხის ისტორიას გადავხედოთ : ,, VI საუკუნემდე ჯვარზე დამაგრებული კადონის არსებობის შესახებ , არანაირი ინფორმაცია არ არსებობს , ხოლო უფრო გვიანდელი ავტორების მოწმობები მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავია . პირველად , ჯვარცმული ქრისტეს ფეხებისათვის განკუთვნილი კადონი მოიხსენიება ( წყაროს მითითების გარეშე) გრიგოლ ტურინელის მიერ , რომელიც VIII ს-ში ცხოვრობდა . თუმცა იგი , ეწინააღმდეგება რა საკუთარ თავს , გვამცნობს , რომ ქრისტეს ჯვარცმის ამსახველ უძველეს ნიმუშებზე , მაცხოვრის ფეხები კადონზე კი არ უდევს , არამედ დაკიდებულ მდგომარეობაში აქვს . ‘’ [21]

7-ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების შესახებ

მახარებელი გვაუწყებს : ,, და მუნ ჯუარს – აცუეს იგი , და მის თანა სხუანი ორნი ამიერ და იმიერ , და შორით იესუ . ‘’ (ინ.19.18) მოციქული არ აკონკრეტებს მათ ვინაობას , აქედან გამომდინარე , როდესაც ავაზაკების სახელთა თუ წარმომავლობის სესახებ ვმსჯელობთ , აპოკრიფულ ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ .

ამ საკითხზე , ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს , ნილოს მირონმდინარე : ,, ავაზაკი იგი ( პირველი) იყო ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის მადლიანი რძით დაურწყებული , ხოლო მეორე კი , წარმოშობილი იყო იუდა ისკარიოტელის , გამცემის თესლისგან . ‘’ [22]

ამ სიტყვებს იგი ამბობს , ნაშრომის დასაწყისში . სიუჟეტის მიმდინარეობისას კი , სხვადასხვა მასალაზე დაყრდნობით განამტკიცებს მას . იგი გადმოგვცემს , რომ როდესაც მართალი იოსები და მარიამი ჰეროდესგან ივლტოდნენ , შეისვენეს სოფელ ექსანიონში (ბერძნ.უცხოდგამოჩინებული) სადაც იმყოფებოდა ყრმა , რომელსა ძუძუ მოაწოვა ღვთისმშობელმა . შემდგომში კი ეს ყრმა გახდა მონანული ავაზაკი . რაც შეეხება მეორე ჯვარცმულს , როგორც აპოკრიფი გადმოგვცემს , ერთ ცნობილ ოჯახში , შვიდი თვის მანძილზე ყოფილა მოსამსახურედ , იუდა ისკარიოტელი . როდესაც სახლის ბატონი მოგზაურობაში იმყოფებოდა , იუდამ უკანონო კავშირი გააბა , მის ცოლთან . ზემოთხსენებული შრომის მიხედვით , სწორედ ამ უსჯულო ურთიერთობის შედეგად გაჩენილი ყრმა იყო ის ჯვარცმული ავაზაკი , რომელმაც არ შეინანა .

მას შემდეგ რაც , ჯვარცმულთა ვინაობის შესახებ ვისაუბრეთ , დროა მათი სახელების შესახებაც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა :

,, ა) არაბული სახარება – ტიტი და დუმაჰი .

ბ) დიონისე ფერნოაგრაფიოტის განმარტება – გადმოცემა- ფესდა იერიქონელი და დიმა გალილეველი .

გ) ნოვგოროდის სოფიის ტაძრის ბიბლიოთეკაში არსებული ხელნაწერებით – არაგი და გესტა.

დ) XVI-XVIII სს.-ის ხელნაწერებში – დიზმასი და გევსა .

ე) ცალკეულ ხელნაწერებში – დიჟმონი და ესტა .

(დისმასმა მოინანია ; გესმასმა არა) ‘’[23]

8-წარწერა ჯვარზე

ვაგრძელებთ სახარების კითხვას : ,, და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა . და იყო წერილი ესრე : იესუ ნაზარეველი , მეუფე ჰურიათა , ესე ფიცარი მრავალთა ჰურიათა აღმოიკითხეს , რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა ადგილი იგი , სადა ჯუარს-აცუეს იესუ . და იყო წერილი ებრაელებრ და ჰრომაელებრ და ბერძლს . ‘’ (ინ.19.19-20)

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ამ საკითხსაც : ,, ძველი რომის ეპოქაში მსჯავრდებული პანელით მიჰყავდათ , რომელზეც ეწერა თუ რისთვის იყო დასჯილი ( ლათ. Titulus) ან ეს ნაწერიანი პანელი მის წინ მიჰქონდათ .’’ [24]

პილატემ , იუდეველთა სიშმაგე გამოხატა ისე , რომ ყველას გაეგო . მას სურდა აგრეთვე , რომ იესოს , როგორც თვითმარქვია მეფის შესახებ , ყველას გაეგო . ამისთვის კი გამოიყენა – ძველი აღთქმის ენა – ებრაული , წარმართებისა და ფილოსოფოსების ენა – ბერძნული და რომის იმპერიისა – ლათინური .

აღნიშნული წარწერის შესახებ , მეტად სარწმუნო ცნობებს გვაწვდის – ეფრემ ასური : ,,ამისთვის დაწერა პილატე იგი , რომლითა ბჭობდეს ქრისტეს სიკუდილსა და ჯუარს აცუეს ღმერთი დიდებისაი . ესე სამნი ენანი დაწერნა და გამოაჩინნა ცხადად , რომელთა ზრახეს ჯუარსცუმაი ქრისტესი : ჰეროდე ბერძენი იყო , პილატე ჰრომი , ანნა და კაიაფა – ებრაელი .‘’[25]

9-ძმრის მიწოდება იესოსთვის

იესოსთვის ძმრის მიწოდების ეპიზოდი , სამ ადგილზეა აღწერილი სახარებებში . პირველი მათგანი სინოპტიკურებშია : ,, და მიცეს მას ძმარი ნაღვლითა აღზავებული და გამო რაი იხილა , არა უნდა სუმის . ‘’ (მთ.27.34) მარკოზის სახარებაში – ,, და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღვინოსა , ხოლო მან არა მიიღო . ‘’ (მკ.15.23) განსხვავებული ვითარებაა სასმელის მეორედ მიწოდებისას , ამ დროს იესო თავად ითხოვს მას და სვამს კიდეც : ,, რაითა აღესრულოს წერილი იგი , თქუა : მწყურის . დგა მუნ ჭურჭელი ძმრითა სავსე და მათ ღრუბელი აღავსეს ძმრითა მით უსუპსა თანა და დაადგეს ლერწამი და მიუპყრეს პირსა მისსა და ოდეს მიიღო ძმარი იგი იესო თქუა : ესეცა წერილი აღსრულებულ არს . და მიიდრიკა თავი თვისი და განუტევა სული . ‘’ (ინ.19.28-30)

განხილვას დავიწყებთ ეფრემ ასურით : ,, და ღრუბლითა მიუპყრეს ძმარი , განზავებული ნაღვლითა . ‘’[26]

ვნახოთ თუ რას წერს რასელ თომსენი : ,, ქრისტემ პირველად უარყო საგანგებო სასმელი , რომელიც ტკივილებს აყუჩებდა , და ადამიანს აბრუებდა . სიკვდილის მოახლოების ჟამს კი თავად მოითხოვა ეს სასმელი , ტკივილებისა და სისხლის დაკარგვის გამო ღრმა შოკში ჩავარდნილმა ,, იესომ შეჰღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული .‘’[27]

თომსენის აზრს განამტკიცებს სხვა კვლევაც : ,, იესოს შესთავაზეს ორი სასმელი გოლგოთაზე . პირველი ღვინო , რომელსაც ემატებოდა სმირნის ნარევი , მას ჰქონდა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი .’’[28]

რაც შეეხება იმ რომაელ ჯარისკაცს , რომელმაც ძმრიანი ღრუბელი მიაწოდა იესოს . მასზე ზუსტი ცნობები არ გვაქვს , თუმცა ლეგენდის მიხედვით , ერქვა სტეფანონი . [29]

10-იესოსადმი , შუბის ძგერება

გავაგრძელოთ წმიდა წერილის კითხვა : ,, ხოლო მო – რაი ვიდეს იესუისა და იხილეს იგი , რამეთუ მომკუდარ იყო , არა განუტეხნეს წვივნი მისნი , არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურით უგმირა გუერდსა მისსა და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი . ‘’ (ინ.19.35)

თემის განხილვას , აპოკრიფული მონათხრობით დავიწყებთ : ,, წმ.ნიკოდიმეს აპოკრიფულ სახარებაში , ხოლო შემდგომ იაკობ ვორაგინელის ოქროს ლეგენდასი ნათქვამია, რომ მეომარს , რომელმაც შუბით განგმირა იესო , ერქვა ლონგინი . იგი უსინათლო იყო და ,,ოქროს ლეგენდის’’ მიხედვით თვალი აეხილა ქრისტეს ჭრილობიდან გადმოსული სასწაულმოქმედი სისხლის მეშვეობით , ხოლო მოგვიანებით , გადმოცემის თანახმად , იგი მოინათლა და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა . ‘’ [30]

საინტერესოა , თუ რისთვის იყო საჭირო წვივების დატეხვა . ( crurifragium) . საქმე იმაში მდგომარეობდა , რომ წვივების დამტვრევა , სიკვდილის დაჩქარების უსწრაფესი გზა იყო , რადგან ამ დროს , სხეულის სიმძიმე მკლავებზე გადადიოდა და დამნაშავე რამდენიმე წუთში კვდებოდა . ამ პროცესს , მხატვრულად აღწერს ერიკ ემანუელ შმიტი , თავის ნაწარმოებში - პილატეს სახარება : ,, ჩვენ გვინახავს ჯვარცმულები , ჯვრიდან ჩამოხსნიდან ერთ დღეში რომ მოეგნენ გონს და მშვენივრად გრძნობდნენ თავს . თუ გამოვრიცხავთ , რა თქმა უნდა , ზოგიერთ არც ისე საგანგაშო გართულებებს . აი , სწორედ შემოწმების მიზნით დაიწყეს წვივის ძვლის მსხვრევაც . ‘’ [31]

ახლა , დროებით გვერდზე გადავდოთ აპოკრიფული ლიტერატურა და სამედიცინო კუთხით შევხედოთ მოვლენებს : ,, რომ დარწმუნებულიყო მის ( იესოს გ.ლ.) სიკვდილში , ერთმა ლეგიონერმა უგმირა შუბი , მეხუთე ნეკნთან , გულის გასწვრივ , ჭრილობიდან კი გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა . წყალი , აქ აღნიშნავს თხევად მასას , რომელიც გროვდება , გულთან ახლოსმდებარე სარქველებში . შეიძლება დავასკვნათ , რომ მაცხოვარი არ მომკვდარა ჯვარზე , ჩვეულებრივი სიკვდილით , არამედ , შოკით გამოწვეული ჰაერის უკმარისობით , და გულზე , პერიკარდიის სითხის დაწოლით .‘’[32] (შეგახსენებთ რომ , პერიკარდია ესაა – გულის გარშემო , მემბრანის ანთება ) .

ამ ერთი მომენტის შედეგად მიყენებული დაზიანებები რომ დავაჯგუფოთ , შემდეგ სურათს მივიღებთ – ტრანვა გულმკერდის არეში , გულის დაზიანებით ; ნეკნების მოტეხილობა და ჰემოპნევმოტორაქსია . (гемопневмотораксом )

პლევრის ღრუს შეიძლებოდა დაეგროვებინა ორ ლიტრამდე სისხლი , რაც უფრო მეტად გაამწვავებდა , ადამიანის მდგომარეობას . ამიტომ , ქრისტეს სიკვდილი , სხვა ყველაფერზე ადრე გამოწვეული იყო – ჰემოტორაკსიით .

ქრისტეს წამების აღმწერელი გვეუბნება , რომ შუბის ძგერების შემდეგ , უკვე მკვდარი ქრისტედან გადმოისხა წყალი და შემდეგ სისხლი . თუკი მათი გადმოდინება იყო პლევრული და პერიკარდიული სითხე . ამ სურათის მხილველმა ხალხმა , იმათაც კი , ვინც არ იყვნენ გაცნობიერებულნი მედიცინაში , იცნეს იესო : ,, და რომელმან იხილა წამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი . ‘’ (ინ.19.35) ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლის რაოდენობა შეიძლებოდა ყოფილიყო დაახ. ორი ლიტრი . იგი არ დედდებოდა .

სისხლმა შეწყვიტა მოქმედება პლევრის ღრუში . იესო ქრისტეს სიკვდილის მომენტში ის გაჩერდა ჟუჟღის (сукровицу ) თხევად ნაწილში . [33]

თუკი სისხლდენის მოცულობა იყო დაახლოებით ორ ლიტრამდე , ჟუჟღის მოცულობა გამოდის სისხლის დარჩენილი ნაწილი – ლიტრაზე მეტი . ასეთი მოცულობა წყლისა , შეუძლებელია არ შეენიშნა ნებისმიერ მოწმეს .

ფილტვების შეშუპება ასევე შეიძლებოდა გამოეწვია , ქრისტეს ფილტვების ,,წყალდიდობას.’’ ასე ეწოდება რასპირატორული დისტრესიის სინდრომს მოზარდებში . (РДСВ или синдром “водного лёгкого”). [34]

თემაზე საუბრის ბოლოს , კვლავ დავუბრუნდეთ ერიკ ემანუელ შმიტს , რათა მის მიერ მხატვრულად აღწერილი მოვლენებით , უფრო ნათელი წარმოდგენა შევიქმნათ მომხდარზე : ,, გარწმუნებთ , რომ შუბი არ ამიცდენია , ღრმად გავარჭე , ზედაც დავაწექი . ამის დასტური გვერდიდან გადმოღვრილი სითხეა , იცით როგორ ამოხეთქა ? – ამოხეთქა ? – გაიმეორა ექიმმა – წარმოუდგენელია , მკვდარი სხეულიდან შადრევანმა ამოხეთქოს . შეიძლებოდა მხოლოდ ყავისფერმა , თითქმის შედედებულმა სისხლმა გადმოჟონოს და ისიც დიდი გაჭირვებით . რა ამოხეთქვაზე მელაპარაკები ? გამორიცხულია ! ერთ რამეში ნამდვილად შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ; ჯვარცმული , შემოწმების მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო . [35]

,, ჯარისკაცებს თუ დავუჯერებთ , რომლებიც თითქმის ჯვრის ფუძესთან იმყოფებოდნენ , ის რაც ჯვარცმულის მკერდიდან გადმოიღვარა , წყლის და სისხლის ნარევს წააგავდა . ეს იმაზე მიგვანიშნებს , რომ შუბის წვერმა პლევრამდე ჩააღწია . გახვრეტისას მცირე რაოდენობით გაჟონილმა სისხლმა პლევრის სითხე შეღება . ასე მოხდებოდა მაშინაც , თუკი სხეული უსულო იყო დავუშვათ , რომ ნაზარეველი აგონიაში იყო . პლევრის გახეთქვა მაინც მოუღებდა ბოლოს . ‘’ [36]





--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 3 2014, 06:24 PM
პოსტი #82


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



11-ქრისტეს სიკვდილის სამედიცინო მიზეზები

ა ) ასფიქსია

სამედიცინო წრეებში , ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია , რომელსაც ასახელებენე იესოს სიკვდილის მიზეზად , არის ასფიქსია . უპირველესად ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს თავად ეს ტერმინი : ,, ასფიქსია – (ქირურგ) სიცოცხლისათვის საშიში ხუთვა (გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დამბლით, სასუნთქ გზებზე ზეწოლით, მათი სანათურის დაცობით, ყელზე, გულმკერზე და მუცელზეზ ეწოლით), რაც იწვევს ჟანგბადოვანშიმშილს დანახშირმჟავას ჭარბდაგროვებას. სასუნთქი გზების დახშობა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის ზეგავლენით: უცხოსხეუ ~ლების მოხვედრა … ლორწოს მნიშვნელოვანი დაგროვება,ენისგადავარდნა, სიმსივნითზეწოლა, დიფტერიის დრო სხმოვანი ნაპრალის სპაზმი (დიფტერიულილენტებითდახშობა), ტეტანუსი. სიმპტომებიდამიმდინარეობაელ
ისებურია. მკვეთრ ქოშინს მოსდევს კუნთების ასეთივე მკვეთრი შეკუმშვა (ზოგჯერკრუნჩხვითი), ზოგჯერ ავადმყოფი ღებულობს მოლურჯოელფერს, ვითარდება თავბრუსხვევა, თვალებშიდაბინდვა, უფროიშვიათად – გონების დაკარგვა. სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში, წყდება გულმკერდის დამუცლის კედლის სუნთქვითიექსკურსია, ქრებარეფლექსები.’’[37]
რამდენიმე სიტყვით , ტურინის სუდარაზე ჩატარებულ კვლევებსაც შევეხოთ : ,, ლურსმნებისგან მიყენებული ჭრილობები ხელებსა და ფეხის ტერფებზე მეტყველებს იმაზე , რომ იგი ჯვარცმულ იქნა , იღვრებოდა დიდი რაოდენობით სიმწრის ოფლში და ბოლოს გარდაიცვალა გაგუდვით , რითაც ძირითადად იღუპებიან ჯვარზე გაკრულნი . ‘’ [38]
აღნიშნულ მიზეზს ამტკიცებს სხვა კვლევაც : ,,ქრისტეს სიკვდილის მიზეზი იყო , სხეულის არაბუნებრივი მდგომარეობა , სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირების დარღვევა , თავისა და გულის ტრამვები , კრუნჩხვები და.ა.შ. ტკივილები მოიცავდა – წინამხარს , ბიცეფსს , ტრიცეფსს , ტერფებს და ხერხემალს . თავად სიკვდილი კი იყო ასფიქსიის , ანაც ტრამვული შოკის შედეგი . ‘’ [39]


ბ ) ტეტანუსი და სეფსისი

როგორც ვიხილეთ , ასფიქსიის განვითარების ერთ-ერთ მიზეზად , შესაძლებელია ტეტანუსიც მოვიაზროთ . მოდით , ვნახოთ მცირე ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ : ,,ტეტანუსი (ლათ. tetanus << ბერძნ.) — მედიცინაში მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, რასაც მოყვება ამავე სახელწოდების ფიზიოლოგიური მოვლენა – საერთო და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვა, გაშეშება. კუნთების ხანგრძლივი შეკუმშვა მიმდინარეობს, მცირე ინტერვალებით გამოყოფილ, გაღიზიანებათა ზეგავლენით.

ავადმყოფობის გამომწვევია მსხვილიჩხირი, ანაერობი; წარმოქმნისსპორებს; გამომწვევი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სისხლის ნაკადისა და მამოძრავებელის ნერვების საშუალებით ხვდება ზურგის და მოგრძო ტვინში, იწვევს ზურგის ტვინის წინარქების მამოძრავებელ უჯრედებში იმპულსების წარმოქმნის ფიზიოლოგიურ კორელაციის დარღვევას. ვითარდება კუნთების მუდმივი ტონური შეკუმშვები და პერიოდულად ტეტანური კრუნჩხვები.

შეტევებს გააჩნია ტონური და კლონური ხასიათი; თითოეულ შეტევას თან სდევს შესაბამისი კუნთების მნიშვნელოვანი მტკივნეულობა, მკვეთრად ძლიერდება მათი რეფლექტორული აგზნებადობა. დიდი კრუნჩხვითი შეტევის პიკზე, ავადმყოფის თავი ვარდება უკან, სხეული იღუნება რკალისებურად, ღებულობს ოპისტოტონუსის მდგომარეობას, ეყრდნობა რა კეფას და ქუსლებს; შესაძლებელიაზურგის გრძელი კუნთის გაგლეჯა, ხერხემლის მოტეხილობები. ტონური კუნთოვანი კრუნჩხვების განვითარებისას, განსაკუთრებით მკვეთრად იჭიმებამუცლის კუნთები; კრუნჩხვების აძნელებენ ყლაპვას; აგრეთვე გაძნელებულია შარდვა და კუჭში გასვლა. ნეკნთაშუა კუნთების ტონურმა კრუნჩხვებმა შეიძლება გამოიწვიოს გარეგანი სუნთქვის სერიოზული დარღვევები, ასფიქსიის და ასპირაციული პნევმონიის განვითარებამდე. შუქმა, ხმაურმა, შეხებამ შესაძლოა გამოიწვიონ რეფლეტორული ხასიათის კრუნჩხვები. ტემპერატურის მომატება აღინიშნება მხოლოდ დაავადების პირველ 3 – 4 დღეს.’’[40]

ტეტანუსს , რიგ ფაქტორებში ,,ენათესავება’’ სეფსისიც . საუბარი რომ უფრო სრულყოფილი გამოგვივიდეს , მასზეც გავეცნოთ ინფორმაციას : ,, სეფსისი (ბერძნ. grcσῆψις — დაჩირქება) … სეფსისი ნებისმიერი ინფექციის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მძიმე მდგომარეობის ან მიკრობების მაღალივირულენტობის, აგრეთვე ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით ან არაბუნებრივი გზით შეჭრის შედეგად ორგანიზმის დაცვითი უნარი იმდენად დაქვეითებულია, რომ ანთებითი კერები, სადაც ჩვეულებრივ მიკრობების დათრგუნვახდება, გადაიქცევა მათი გამრავლებისა და უწყვეტი განმეორებითი გენერალიზაციის წყაროდ’’.[41]

საუბრი რომ უფრო მეტად არგუმენტირებული გამოგვივიდეს , ვნახოთ თუ რას ამბობს , მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის , სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კათედრის ასისტენტი – ნატალია მიხაევა : ,, იესოს სიკვდილი შეიძლებოდა გამოეწვია სეფსისს , სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , სისხლში შეჭრილ ინფექციას , რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია არასტერილურ იარაღებს , აგრეთვე არ შეიძლება გამორიცხვა , ტრამვული და ჰემორაგიული შოკისა , ან სხვა უცნობი მიზეზების . ‘’[42]



გ ) თრომბოზი - თრომბოემბოლია

ერთ-ერთი ყველაზე რეალური მოსაზრება , ქრისტეს სიკვდილის გამომწვევი მიზეზის შესახებ , უკავშირდება , სწორედ ზემოთხსენებულ დაავადებას . ჩვეულებისამებრ , უპირველესად გავეცნოთ , ამ დაავადების შესახებ ცნობებს : ,, თრომბოემბოლია – არტერიის დაცობა თრომბის ნაწილის მოწყვეტით, რომელიც წარმოიქმნება ვენებში, გულისღრუებში, აორტაში და მისი გადატანა სისხლით. ძირითადი გამოვლინებებია: კიდურებისგანგრენა, სხვადასხვა ორგანოებისინფარქტი. ‘’ [43]

ახლა კი უკვე , იმ კვლევებს გავეცნოთ , რომელთა მიხედვითაც , თრომბოემბოლია იყო , იესოს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი : ,, ქრისტეს სიკვდილის სიმპტომები დამახასიათებელია თრომბოზისთვის . უფრო სწორად – თრომბოემბოლური ფილტვის არტერიის (ТЭЛА) მწვავე მდგომარეობა , რომელსაც იწვევს , ფილტვის არტერიის ტრომბით დახშობა . დღესდღეობით , ყველა მოულოდნელი სიკვდილის 6-9 % , გამოწვეულია სახელდობრ ТЭЛА-თი , ე.ი. ფილტვის თრომბოემბოლური არტერიის დახშობით . ‘’ [44]

ახლა მოვუსმინოთ , НИИ -ს ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის განყოფილების მთავარ ექიმს – ვასილ კრავეცს , რომელიც ამბობს : ,, ემოციურმა სტრესმა გამოიწვია ტრამვა , აგრეთვე იყო , მტკივნეული შოკი . ეს ყოველივე შეეძლო გამოეწვია ТЭЛА-ს . კოაგოლაციური[45] (Свертывающая) და თრომბის წარმომქმნელი სისტემები მუშაობენ ადამიანის ორგანიზმში ბალანსირებულად . ამიტომ , თუკი სადმე აღმოჩნდება სისუსტე , ის არღვევს და შლის ყველაფერს . რეალურად კი , იესოს სიკვდილი შეეძლო გამოეწვია თითოეულს , ჩამოთვლილი ფაქტორებიდან . ‘’[46]



12-ქრისტეს ჯვარცმა - იურიდიული გადმოსახედიდან

არაერთი კუთხით შევეხეთ , ქრისტეს ჯვარცმის თემას . მგონი დროა , იურიდიული რაკურსითაც დავინახოთ იგი და უკეთ წარმოვაჩინოთ ის სამართალდარღვევები , რომლებსაც ადგილი ჰქონდა , მაცხოვრის დასჯისას .

თავშივე ვიტყვით , რომ დაკავებაც არალეგალური იყო , თუნდაც იმიტომ , რომ ეს მოხდა იუდას ღალატის დახმარებით , რომელიც მოისყიდეს სინედრიონის მოსამართლეებმა.

გარდა ამისა , სასამართლოს გამართვის დრო და დღეც , კანონდარღვევით იყო არჩეული . არა მხოლოდ იმიტომ , რომ პროცესი ტარდებოდა ღამის საათებში , არამედ იმიტომაც , რომ იგი მიმდინარეობდა შაბათის მიჯნაზე , რაც არ იძლეოდა იმის საშუალებას , რომ მომდევნო დღესაც გაგრძელებულიყო იგი . თავად საბრალდებო დასკვნა კი ღამით იქნა გამოტანილი .

სინედრიონი , როგორც სასამართლო ინსტანცია , არ იყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი , ბრალდების განსჯისას ხოლო მღვდელთმთავარი კაიაფა , თავად მოქმედებდა , როგორც პროკურორი და თავადვე იყო , სასამართლო პროცესის თავმჯდომარე. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ ქრისტეს შობიდან მე-6 წელს , რომაელებმა ჩამოართვეს სინედრიონს , სიკვდილით დასჯის უფლება . ხოლო თავად სასამართლო პროცესი კი წარიმართა , შეცვლილი ბრალდებით . სინედრიონის წევრებმა უკანონოდ შეცვალეს ბრალდება და იმპერატორისადმი მოღალატეობა წაუყენეს ქრისტეს . მოსამართლე , აშკარად არ იყო რომაული სამართლის , გამოცდილი წარმომადგენელი , ან თუ იყო , მიკერძოებულად მოქმედებდა . ამიტომაც , უკანონოდ წარიმართა პროცედურა .

გარდა ამისა , ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება , რომ მოსამართლემ , ქრისტეს განაჩენის გამოტანისას , ჩაატარა საქმის წინასწარი მოსმენა , რომელიც შეიძლებოდა წარმართულიყო , მოპასუხის გარეშეც . მაგრამ , თუკი არ გამოჩნდებოდა პროკურორი , საქმე უნდა გადადებულიყო . მას შემდეგ , რაც მხარე წარმოადგენდა საქმის მთავარ არგუმენტებს , მოსამართლეს გამოვქონდა განაჩენი . [47]

მოცემულ ქვეთავში , ჩვენ ვიხილეთ მცირე ჩამონათვალი , იმ მრავალი კანონდარღვევისა , რომელიც განხორციელდა ქრისტეზე , მისი დაკავების პერიოდში . თუმცა , დამეთანხმებით , ეს მცირე ჩამონათვალიც ცხადყოფს იმას რომ იესოს ჯვარცმა , დანაშაული იყო , იურიდიული კუთხითაც .

13-დასკვნა

მოცემულ ნაშრომში დაპირებისამებრ წარმოვადგინეთ , ის ისტორიულ-გეოგრაფიული , სამედიცინო , სამართლებრივი თუ სხვა სახის საკითხები , რომლებიც მიემართებოდნენ , ქრისტეს ჯვარცმის თემას .

მალევე დავიწყებთ მუშაობას , თემის მეორე ნაწილზე , რომელშიც იგივე საკითხი იქნება განხილული , ოღონდ , მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით და მხოლოდ , თეოლოგიურ ჭრილში .

იქამდე კი კვლავ გავიმეორებთ , რომ წინამდებარე ნაშრომის შექმნისას , ძირითადად ვისარგებლეთ უცხოური წყაროებით , რომელთა თარგმანებით , შესაძლებელია არ იყოს ზედმიწევნითი და იდენტური . ამის გამო , კიდევ ერთხელ ვითხოვთ შენდობას და მზად ვართ მივიღოთ ყველა სახის შენიშვნები , რომლებიც მოემსახურება ნამუშევრის უფრო მეტად დახვეწას და სრულყოფას .

14-გამოყენებული ლიტერატურა

1-ახალი აღთქმუმაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ; პასუხისმგებელია გამოცემაზე – ე.ჭელიძე ; რედაქტორი – ქეთევან მამასახლისი ; თბილისი 2009 წელი

2-ბიბლიის ენციკლოპედია ; მთ. რედ.: პატალექსანდერი ; სამეც. რედ.: ზურაბკიკნაძე ; მალხაზსონღულაშვილი ; – თბილისი 1998 წელი .

3-ბარამიძე გ. უფლის ხელთუქმნელი კვართი საქართველოში ; თბილისი – 2004 წელი .

4-ეფრემ ასური – განძთა ქვაბი ; გამომცემელი – ოთარ ნიკოლაიშვილი ; თბილისი – 2006 წელი

5-თომსენი რ. – ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე ; თბილისი – 1991 წელი .

6-მონტეფიორე , საიმონ სებაგ ; იერუსალიმი , ბიოგრაფია ; ინგლისურიდან თარგმნა – ნიკა სამუშიამ ; თბილისი – 2012 წელი .

7-საღვთისმეტყველო კრებული №6 ; თბილისი – 1981 წელი .

8-ჯოვანი პაპინი – იესო ქრისტეს ცხოვრება ; თბილისი – 2014 წელი .

9-შმიტი, ერიკ-ემანუელ – პილატეს სახარება ; ფრანგულიდან თარგმნა – მერაბ ფიფიამ ; თბილისი – 2011 წელი .

10-ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; თბილისი – 2012 წელი .

11-წმ.ნილოს მირონმდინარე – ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები ; გამომცემელი – ოთარ ნიკოლეიშვილი ; თბილისი – 2006 წელი .

12-Енциклопедичний словник Брокгауза і Єфрона (скорочено ЕСБЄ, Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, ЭСБЕ) — російська універсальна енциклопедія. Випущена акціонерним видавничим товариствомФ. А. Брокгауз— І. А.Єфрон (Петербург, 1890–1907).томXVI (A)

ინტერნეტ რესურსები :

1-http://alinka-stihi.at.ua/

2-http://barnascha.narod.ru

3-http://www.biblicalarchaeology.org

4-http://www.itogi.ru

5-http://www.medgeo.net

6-http://www.nplg.gov.ge

7-http://www.shroud.orthodoxy.ru

8-http://starwalker62as.livejournal.com/104102.html

9-http://ka.wikipedia.org[1] -განძთა ქვაბი . გვ.28

[2] – განძთა ქვაბი ; გვ. 16-19

[3] -განძთა ქვაბი ; გვ. 75-76

[4] -იქვე

[5] -შეად : Енциклопедичний словник Брокгауза і Єфрона ; томXVI (A) , ст.655

[6]-ს.ს. მონტეფიორე – იერუსალიმი (ბიოგრაფია) ; გვ.155 .

[7]-შეად : http://www.biblicalarchaeology.org/daily/b...oil-deposition/

[8]-საღვთისმეტყველო კრებული №6 ; თბილისი – 1981 წელი ; გვ. 227

[9]-ბარამიძე გ. უფლის ხელთუქმნელი კვართი საქართველოში ; გვ.31

[10]-ს.ს.მონტეფიორე – იერუსალიმი . გვ.156

[11]-ს.ს.მონტეფიორე იერუსალიმი . იქვე

[12]-ჯოვანი პაპინი – იესო ქრისტეს ცხოვრება ; გვ.341

[13]-ბიბლიური ენციკლოპედია ; გვ.

[14]-შეად : http://www.itogi.ru/archive/2005/25/67135.html

[15]-ს.ს.მონტეფიორე – იერუსალიმი . გვ.156

[16]-თომსენი რ. – ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე ; გვ.108

[17]-ს.ს. მონტეფიორე – იერუსალიმი ; გვ.156

[18]-საღვთისმეტყველო კრებული №6 ; თბილისი – 1981 წელი ; გვ.229-230

[19]- ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ.45

[20]-ს.ს. მონტეფიორე ; იერუსალიმი ; გვ.156

[21]- ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ.50

[22]-წმ.ნილოს მირონმდინარე – ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები ; გვ.3

[23]-შეად . ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ. 51 .

[24]-შეად . ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ.48

[25]-ეფრემ ასური ; განძთა ქვაბი ; გვ.134

[26]-ეფრემ ასური ; განძთა ქვაბი ; გვ.132

[27]-თომსენი რ. – ბიბლიის სამედიცინო სიბრძნე ; გვ.107-108

[28]-http://starwalker62as.livejournal.com/104102.html

[29]-შეად.ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ. 63 .

[30]-ჩხენკელი მ. ; ქრისტეს ჯვარცმა ევროპულ მხატვრობაში ; გვ.62

[31]-ერიკ-ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება ; გვ.247

[32]-http://alinka-stihi.at.ua/publ/9-1-0-5

[33]-сукровицa – ,, შარავი სახელ არს ყოველთა წყლულთა ნადინებისა . წალა არს შარავი ვითარცა წყალი ; წუთხი არს სისხლ-ნარევი მკვდართ ნადინები ; ჟუჟღი არს წუთხი ცოცხლის წყლულთა ნადენი , შალალაი არს ზრქელი და დიაღ მყრალი ნადენი ( +თხრამლი არს მუწუკის) ზრქელი ბაყლი ნადენი ) . ‘’

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=49882

[34]-http://starwalker62as.livejournal.com/104102.html

[35]-ერიკ-ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება ; გვ. 249-250

[36]-ერიკ-ემანუელ შმიტი – პილატეს სახარება ; გვ.268

[37]http://www.medgeo.net/2009/12/10/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90/

[38]-ბარამიძე გ. უფლის ხელთუქმნელი კვართი საქართველოში ; გვ.30

[39]-შეად: http://barnascha.narod.ru/books/index.htm

[40]http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98

[41]http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

[42]-http://www.itogi.ru/archive/2005/25/67135.html

[43]http://www.medgeo.net/2009/12/21/%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90/

[44]-შეად: http://www.itogi.ru/archive/2005/25/67135.html

[45]- კოლოიდურხსნარშინივთიერების
აწილაკებისნალექადგამოყოფის,
შედედებისპროცესი.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=19457

[46]-შეად.იქვე

[47] - მომზადებულია http://www.shroud.orthodoxy.ru/bckn2-r.htm – ის მასალებზე დაყრდნობით , იბეჭდება ცვლილებებით .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 3 2014, 10:59 PM
პოსტი #83


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



ახლა მივხვდი რას წერდი ამდენ ხანს...მოკლედ რომ ვთქვა ძალიან საინტერესო იყო,ყოჩაღ რა ,მოკლედ ლოდინი ღირდა ...თქვენის ნებართვით რაგაც კითხვები მაქვს და დავწერ rolleyes.gif
1.ნალურსმენები ხელის გულებზე კაი არა არამედ მაჯის არეში იყო ხო???და ხატებზე ხელის გულებზე რატომ გამოსახავენ???

2.ჯვარცმულმა თქვა რომ წყუროდა ,ძმარი თვითონ არ მოუთხოვია ხო??რაში ჭირდებოდა ქრისტეს ტკივილ გამაყუჩებელილი ძმარი,უფროსწორად ძმარს+ნაღველი(მეეჭვება ძმარს რაიმე სახის ტკივილგამაყუცებელი ეფექტი ქონდეს ,+ნაღველი - არ ვიცი მას თუ ამ ეფექტს ძენს.)

3.ბრმა მეომარს შუბი რატო ეჭირა ხელში??
4.წვივები იმიტომ არ გადაუტეხეს რომ მკვდარი ეგონათ ხო?და შუბის ძგერა ფერდში რა საჭირო იყო?
5.ე.ი ზუსტად ვერ ვიტყვით შუბმა გულიც დააზიანა და ფილტვიც,თუ მხოლოგ რომელიმე მათგანი,და მეორეს დამცავი ფურცელი პლევრა(ფილტვის) ტუ პერიკარდიუმი(გულის) ალბათ აქ მნიშვნელობა შუბის დახრილობასაც აქვს გულამდე რომ მისული,თუ სწორად იყო მიმართული თავისუფლად მიწვდებოდა,რადგან გულის ქვედა საზღვარი 5-6 ნეკნებზე გადის.
6.წვივების გადატეხვის დროს სხული მკლავებზაე დაკიდეული ამას ამბობ ხო??და დაჭიმულია სუნთქვის დროს ნეკნები ვერ იშლება ბოლომდე და ასევთქვათ სრული ჩასუნთვა ვერ ხდება და ეს იწვევს ასფიქსისას ამაც + გილის უუკმარისობა გამოიწვევს სიკვდილის.ჩემი აზრით სიკვდილი შეილება ასევე გამოიწვიოს წვივების გადატეხვის დროს წარმოქმნილმაძლიერმა ტკივილმა რომლიც იწვევს შოკს.
7.ნორმაში პლევრის ღრუშიც და პერიკარდიუმის ღრუშიც არის სითხე მაგრამ არა უმეტეს 1-2-3- მლ.სა იმისთვის რომ ორგანოს ფუნქციონირების დროს არ მოხდეს ორგანოს და ამ დამცავი გარსების ერთმანეთთან ხახუნი,გულის იკმარისობისას პლევრის ღრუში გროვდება სითხე ,ფილტვები ვეღარ მიყვება მუცლილ ღრუს არ ხდება პილტვები სრული ავსება ჰარეთი ,რადგან სითხე აწვება და მოკლედ მათი სასიცოცხლო ტევადობა იკლებს.
მიანც ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერავინ იტყვეს ჩემი აზრით ,ყველა მკვლევარს თავისი აზრი აქვს ვერცეტს ვერ შეედავება კაცი თითოელი მათგანი ერთ მეორეს იწვევს:თრომბ ემბოლია გააჩნია სად მოხდება გულის უკმარისობას-ეს უკანასკნელი პილტვისას და ა.შ.მე პირადად ტეტანუსი და სეფსისი ვერსია ყველაზე სუსტად მიმაჩნია რადგან ამათ მინიმუმ რამდენიმე დღიანი ინკუბაციისპერიოდი აქვთ.


ხო მთავარი დამავიწყდა ეს ყველაპერი გასაგებია, მ ა გ რ ა მ ამდენი რამე საიდან იცი ,ნუ გადამრიე,შენ სწავლობ თუ მანდ გასწავლიან ohmy.gif blink.gif
აუ რა წესია მარტო ბიჭები რომ სწავლობენნნნნ mad.gif mad.gif mad.gif mad.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 4 2014, 02:22 AM
პოსტი #84


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



iohanan
ციტატა
1.ნალურსმენები ხელის გულებზე კაი არა არამედ მაჯის არეში იყო ხო???და ხატებზე ხელის გულებზე რატომ გამოსახავენ???

ეს ალბათ , ხატმწერებს უნდა ჰკითხო .
ციტატა
2.ჯვარცმულმა თქვა რომ წყუროდა ,ძმარი თვითონ არ მოუთხოვია ხო??რაში ჭირდებოდა ქრისტეს ტკივილ გამაყუჩებელილი ძმარი,უფროსწორად ძმარს+ნაღველი(მეეჭვება ძმარს რაიმე სახის ტკივილგამაყუცებელი ეფექტი ქონდეს ,+ნაღველი - არ ვიცი მას თუ ამ ეფექტს ძენს.)

ოპიუმგარეული იყო ის სასმელი .
ციტატა
3.ბრმა მეომარს შუბი რატო ეჭირა ხელში??

ეს უბრალო გადმოცემაა , შეიძLება საერთოდაც არ ყოფილა ბრმა . არის სხვა ვარიანტიც - დამსახურებული მეომარი იყო ,რომელიღაც ბრძოლაშI თვალები დაკარგა და პატოვი შეუნარჩუნეს , რის გამოც , ნება დართეს რომ შუბი და სამოსელი ეტარებინა და.ა.შ. ეს მხოლოდ ვარაუდებია .
ციტატა
4.წვივები იმიტომ არ გადაუტეხეს რომ მკვდარი ეგონათ ხო?და შუბის ძგერა ფერდში რა საჭირო იყო?

წვივების გადამტვრევაც და შუბის ძგერებაც ერთგვარი ,,კანტროლკა'' იყო .
ან ერთი უნდა გაეკეთებინათ , ან მეორე . ხოლო იმით რომ წვივები არ გადაუმტვრიეს , წინასწარმეტყველება აღსრულდა ,პასექისა .
ციტატა
მიანც ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერავინ იტყვეს ჩემი აზრით ,ყველა მკვლევარს თავისი აზრი აქვს ვერცეტს ვერ შეედავება კაცი

კი . და ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა .

ციტატა
მ ა გ რ ა მ ამდენი რამე საიდან იცი ,ნუ გადამრიე,შენ სწავლობ თუ მანდ გასწავლიან
აუ რა წესია მარტო ბიჭები რომ სწავლობენნნნნ

კაი გაჩერდი, მართლა არ დამაჯერო .
სკოლიდან მივედი სემინარიაშI და მეორე კურსზე ვარ ჯერ . biggrin.gif
ციტატა
აუ რა წესია მარტო ბიჭები რომ სწავლობენნნნნ

სამაგიეროდ ფსიქოლოგია-ხელოვნებაზე ხომ არიან გოგონები , გოგოებისათვის ,იქაც საკმაოდ კარგად ისწავლება და თუ მიყვებიან , მნიშვნელოვან ცოდნას მიიღებენ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 4 2014, 11:59 AM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



ოპიუმიანი სასმელი თუ იყო კი ექნებოდა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი,მაგრამ ისე წყალი ითხოვა და მაგი მიცეს ხო?
რაც შეეხება ფსიქოლოგიას ჩემთვის(იმედია არ ჩამქოლავენ,პატიებას ვითხოვ მაინც) შუაგზაში სწავლა მიტოვებული ფსიქიატრიაა.
თეოლოგის დიპლომზე არ მაქვს პრეტენზია,მაგ თეორიული ცოდნა მინდა რო მქონდეს...smile.gif)))ვაიმე რას ვბოდავ,ჯერ ჩემი არ დამიმთავრებია....


კიდე დამავიწყდა...ჯვარზე გაკრულ ავაზაკებზე რაც გიეწერია ნილოს მირონმდინარეს ნაშრომიდან, მაგაზე გეუბნებოდი ვერ გავიხსენე მაშინ mrevli.ge-ზე ვნახე ელ.წიგნითქო, იქ ეწერა მაგიც და იუდას ამბებიც ,ძაან მძიმე ცოდვები ქონია და მაგ ქალი იყო დედამისი თუ სწორად მახსოვს, მაგრამ არ იცოდა მერე გაიგო(თუ არ ვცდები)


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 4 2014, 03:35 PM
პოსტი #86


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



iohanan
ციტატა
ოპიუმიანი სასმელი თუ იყო კი ექნებოდა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი,მაგრამ ისე წყალი ითხოვა და მაგი მიცეს ხო?

წყალი არა . ზოგადად თქვა მწყურიაო და ეგ მისცეს .
წყურვილის ასე გააქტურება , ბუნებრივი პროცესი იყო ჯვარცმულებისა .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iohanan
პოსტი Jun 4 2014, 04:51 PM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 260
რეგისტრ.: 9-April 14
წევრი № 13,661



GაგრძEლება იქნრბა ხო?


--------------------
ხოლო როცა ჭამდნენ ისინი, თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს მე (მათე26.21)
მაშინ იუდამ, მისმა გამცემმა, თქვა: მე ხომ არა ვარ, რაბი? უთხრა მას: შენ სთქვი (მათ26.25)
მიუგო პეტრემ და უთხრა მას: ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.
უთხრა იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, მამლის ყივილამდე, სამჯერ უარმყოფ მე.(მათე26.33-34)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 4 2014, 05:02 PM
პოსტი #88


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
გურამ კარგი იყო ბევრი გიშრომია კარგი ბიჭი ხარ kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th June 2018 - 09:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი