IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელი ეკონომისტები, მსურს ვისაუბროთ თუ როგორ გვესახება ქვეყნის ეკონომიკის და არა მარტო ეკო
გიორგი
პოსტი Mar 7 2009, 11:48 AM
პოსტი #21


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



KAIROS
ციტატა
ანუ "მივაღწევთ " იმას როგორც არის უკრაინა, ალბანეთი მაკედონია და ა.შ.?

ჰო, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნების დონეს მივუახლოვდებით.
ციტატა
ჯანდაბას ეგეც მიღწევა იქნება, მაგრამ რაზე დაყრდნობით ამბობ ამას?

საქართველოს ომამდე ჰქონდა მსოფლიოში მშპ-ს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა, (ათეულში ვიყავით) რაც თითქმის 10%-მდე იყო.

7 ნოემბრის მოვლენებამდე კი საერთოდ 12% და VII ადგილზე ვიყავით მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპებით. yes.gif

ბოლო მომენტამდე ჩვენი ეკონომიკის ზრდა იყო 7%-ს მახლობლობაში და ოცეულში მაინც ვიყავით.

დღესდღეობით ინფლაცია არის 15% დოლართან მიმართებაში.

მაშინ როდესაც:

Euro დავარდა დოლართან მიმართებაში 25%-ით.

რუსული რუბლი კი დაახლოებით 50%-ით.

სულ ვიძახი რომ ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაცია იოლია, პატარა ქვეყანა ვართ ძალიან პატარა ეკონომიკით და იოლად გვეშველება თუ ჭკვიანად მოვიქცევით-თქო მაგრამ რად გინდა....

ციტატა
მიტინგები აშკარად გველის, სააკას ბიჭსაც შეურყევენ სავარძელს, ომი არა მგონია და სადაა იმედი?


ცუდია. sad.gif
პატარკაციშვილ-გამსახურდია-ნათელაშვილ-გაჩეჩილაძის მიტინგებმა ძალიან უარყოფითი ძვრები პოვა საქართველოს ეკონომიკურ სტატისტიკაზე. ეს პირდაპირ მათემატიკურად და რიცხვებით გამოისახა.

წელს იგივე არ უნდა გავიმეოროთ. no.gif

ან მიშა ძალიან მშვიდობიანად უნდა გადადგეს, იმდენად მშვიდობიანად რომ ქვეყანამ ვერც უნდა "იგრძნოს" ვადამდელი არჩევნებია თუ ვადიანი, ანდა ოპოზიცია დროულად უნდა გაჩერდეს და ვაცალოთ პრეზიდენტს კონსტიტუციურ ვადამდე.

ამდენი მიტინგები სასტიკად ანგრევს ჩვენს იმიჯს, არც პრეზიდენტის ყოველწლიური არჩევნები შეიძლება, ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსებით.

სამწუხარო ის არის რომ პრობლემა ხალხშია. არც პრეზიდენტში და არც ოპოზიციაში, ჩვენთან "მხსნელს" ირჩევენ 90%-ით და შემდეგ იმავე "მხსნელს" ამხობენ...

ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ დაასრულა თავისი კონსტიტუცური ვადა. yes.gif

ჩვენ არ შეგვიძლია გვყავდეს 52%-ით არჩეული პრეზიდენტი ანდა 38%-ით + მეორე ტური... არ შეგვიძლია იმიტომ რომ თუ პრეზიდენტს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეწინააღმდეგება ის აუცილებლად უნდა დაემხოს (ასეთია ჩვენი პრინციპი). საქართველოს ნახევარი კი დაახლოებით 2,200,000 არის, ხალხის ამ მასას ყოველთვის შეუძლია დიდი დესტაბილიზაციის გამოწვევა, მრავალათასიანი მიტინგების ჩატარება, ხელისუფლების დამხობის მცდელობა და ა.შ.

იმედი არის მხოლოდ სტაბილურობაში, იმედია ქართველები გონს მოვალთ და ცოტათი მაინც დავწყნარდებით, არსებულ დინამიკას მაინც შევინარჩუნებთ და რუსეთის იმპერიის ნგრევის უბედურებაში ძალად არ შევყოფთ თავს.

ჯერ კიდევ მაქვს ამის იმედი.

ციტატა
ქართულად როგორ ითარგმნე GDP? და რაა ჩვენი აქტუალური დაცემის დონე?


GDP არის მშპ ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი.

ჩვენი აქტუალური დაცემის დონე არის 1%-ზე სულ ოდნავ მეტი (1,04), ამიტომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა შემცირდება და იქნება +2,5% მაგრამ უარყოფით ვარდნაში მაინც არ გადავრდებით მიუხედავად აქტუალური შენელებისა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 7 2009, 03:19 PM
პოსტი #22


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
დღესდღეობით ინფლაცია არის 15% დოლართან მიმართებაში.


ცოტა დასახვეწი ტერმიანია ინფლაციასთან მიმართებაში, მაგრამ გასაგები a075.gif

ციტატა
GDP არის მშპ ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი.


მოკლედ როგორც ჩევნი დიადი ეკონომისტები განმარტავენ მშპ ეს არის ყველა იმ საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულება, რომელიც იწარმოება ქვეყნის შეიგნით დროის მოცემულ პერიოდში (ანუ ჩვენი მონაცემების შემთხვევაში 1 წელიწადში)
განსხვავდება ერთმანეთისგან ნომინალური და რეალური მშპ. რაგან ნომინალური მშპ გაზომილი მიმდინარე ფასებში, ხოლო რეალური მშპ გაზომილი რაიმე ერთ საანგარიშო წლის ფასებთან მიმარტებაში. შესაბამისად ეკონომიკური ზრდის ტემპის გაასანგარიშებლად გამოიყენება რეალური მშპ და არა ნომინალური.
ასევე გამოყოფენ ცალკე მთლიან ეროვნულ პროდუქტს, რომელიც გამოხატავს ქვეყნის მოქალაქეების მიერ შექმნილ პროდუქტს მიუხედავად იმისა სად იმყოფება, თუმცა ამ ამჩვენებლებს მე რამდენადაც შემხვედია გათვლებში აღარავინ იყენებს.
რაც შეეხება კაიროს შენს მიერ მოყვანილ ცხრილს იგი წარმოადგენს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ-ს ნუ მაგის გაზრდის ორი ვარიანტი გვაქვს, ან მოსახლება შევამციროთ ან მშპ გავზარდოთ smile.gif როგორც წესი მეორეს ირჩევენ a075.gif ხოდა ჩევნი მშპ რომ გაიზარდოს ეკონომიკური ზრდა კია საჭირო მაგრამ ამას დრო უნდა ანუ მაგ. მშიერ 10 კაცს რომ მისცე ერთი ვაშლი და მერე უცებ მეორე ვაშლიც მათი საკვების ზრად 100 % -იანი კი იქნება მაგრამ მაინც მშივრები იქნებიან a075.gif მოკლედ თუ მშპ-ს ზრდა 2 % იანი იქნა მაშინ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები დაახლოებით 35 წელიწადში გაორმაგდაბა, ნუ უფრო მეტი ზრდისას შეასამისად უფრო მალე. (ნუ 2% ეს მინიმუმია.... ისე წესით უფრო კაი ტემპი უნდა გვქონდეს და შესაბამისად ნაკლები დროც დაგვწირდება,) ნუ ესაა რეალობა ციფრებში და ახლა 2 წელიწადში ავყვადებითო ვინმე თუ იტყვის ვისაც უნდა დაიჯეროს....


ციტატა
.

ნუ გიორგი დაგეთანხმები რომ პოლიტიკურ ძვრები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მითუმეტეს როცა ეს ქვეყანა ახლა ქმინის თავის წარმოებას და ისიც ძირითადად შემოსული ინვესტიციების ხარჯზე......

მაგრამ ეს ხალხის არჩევანია რა უნდა დემოკრატია ხომ ხალხის მმაღტველობა smile.gif.... შეიძლება ზოგს ურჩევნია რომ იყოს მშიერი უფრო მეტ ხანს და ყავდეს სხვა ხელისუფლება, ოღონდ ეგაა რომ მერე პასუხს ამ შიმშილზე ახლა ხელისუფლებასაც მოსთხოვენ....
ჯერ კიდევ ბევრი დრო უნდა გავიდაეს, მგონი სანამ სავებით შეიცველაბა ხალხის სოციალისტური აზროვნება (ნუ ეს ბოლო უკანასკნელი ცალსხად ჩემი აზრია a075.gif )


შევეცდები შემდგომ პოსტში დავდო საქართველოს ზოგადი ეკონომიკური მონაცემების პროგნოზები 2009 წლისთვის. smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Mar 7 2009, 11:53 PM
პოსტი #23



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ტყუილია, როდესაც გაიგებთ, რომ საქართველოს გლობალური ფინანსური კრიზისი არ შეეხება, რადგან საფონდო ბაზარი არ გაგვაჩნია და რადგან ეკონომიკა და წარმოება ისედაც არ გვაქვს

ტყუილია, იმიტომ, რომ რაც გვაქვს სწორედ იმას შეეხო და შეეხება

ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ კრიზისი 6 თვეში გადაივლის და ათვლის წერტილად სხვადასხვა დროს იღებენ. ანუ დეკემბრიდან 6 თვეში, მარტიდან 6 თვეში, ივნისიდან 6 თვეში და ა.შ.

გლობალური კრიზისი დაახლოებით 2014 წელს დამთავრდება და ამ დროს მსოფლიო ალბათ ცოტა სხვანაირად იქნება მოწყობილი

სამწუხაროდ ჯერჯერობით დასამშვიდებელს ვერაფერს ვხედავ, თუმცა პოლიტიკური არეულობა და "მხსნელის" ძიება ნამდვილად არ მოგვიხდება


ჩვენ, ხალხს, ციფრებით და მშპ-ებით საუბარი დიდ შვებას ვერ მოგვიტანს. ფაქტი ჯიუტია, გშია და გეუბნებიან 2.3% ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, ინფლაცია 13 პროცენტიაო და ა.შ.

როდესაც საქართველოს ეკონომიკას აშშ-ს და სხვა ზესახელმწიფოების ეკონომიკებს ვადარებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსენებულ ქვეყნებში უმუშევრობა ასე, თუ ისე მუდმივ სოციალურ უზრუნველყოფას ნიშნავს. (სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიური ფულადი დახმარება, გარკვეული ფართის საცხოვრებელი ფართის ქირაობა, ნორმალური ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა შეღავათები)

თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებულ კრიზისში მთავრობას ცალსახად ვერ დავადანაშაულებთ. მთავარია, თუ ვინმე ფულს გამოგვიყოფს მეტნაკლებად სწორად გამოვიყენოთ და მინიმალურად დავზარალდებით, მაგრამ ამის პროგნოზი რთულია, ჩვენ ხომ 70-ანი წლების საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი ვართ...



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Mar 8 2009, 01:06 AM
პოსტი #24


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,901
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Giorgi-
ციტატა
ჩვენ, ხალხს, ციფრებით და მშპ-ებით საუბარი დიდ შვებას ვერ მოგვიტანს. ფაქტი ჯიუტია, გშია და გეუბნებიან 2.3% ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, ინფლაცია 13 პროცენტიაო და ა.შ.


ციტატა
როდესაც საქართველოს ეკონომიკას აშშ-ს და სხვა ზესახელმწიფოების ეკონომიკებს ვადარებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსენებულ ქვეყნებში უმუშევრობა ასე, თუ ისე მუდმივ სოციალურ უზრუნველყოფას ნიშნავს. (სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიური ფულადი დახმარება, გარკვეული ფართის საცხოვრებელი ფართის ქირაობა, ნორმალური ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა შეღავათები)


მართალი ხარ...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 13 2009, 01:41 PM
პოსტი #25


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
გლობალური კრიზისი დაახლოებით 2014 წელს დამთავრდება და ამ დროს მსოფლიო ალბათ ცოტა სხვანაირად იქნება მოწყობილი


რის საფუძველზე ვარაუდობ ამას????
ამასთან გააჩნია კრიზისის დასასრულად რას ჩავთვლით, ეკონომიკური რეგრესიის შეჩერებას ტუ ეკონომიკის საწყის ნიშნულებზე დაბრუნებას რაც იყო კრიზისამდე. ნუ ფაქტია რომ 2009 წელი ყველაზე მძიმე იქნება. შემდგომ უკვე რეცესია უკვე მოსალოდნელი აღარ არის ჩემი აზრით.

ციტატა
ჩვენ, ხალხს, ციფრებით და მშპ-ებით საუბარი დიდ შვებას ვერ მოგვიტანს. ფაქტი ჯიუტია, გშია და გეუბნებიან 2.3% ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, ინფლაცია 13 პროცენტიაო და ა.შ.


ეს ფაქტორი უკვე ზევით ავხსენი, წინა პოსტში a075.gif რას ვიზამთ რეალობა ასეთია და მისაღებიც.

ციტატა
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხსენებულ ქვეყნებში უმუშევრობა ასე, თუ ისე მუდმივ სოციალურ უზრუნველყოფას ნიშნავს. (სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვიური ფულადი დახმარება, გარკვეული ფართის საცხოვრებელი ფართის ქირაობა, ნორმალური ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა შეღავათები)

და შენი აზრით რამდენია ამ დახმარების პროცენტული წილი ერთ სულ მოსახლეზე არსებულ შემოსავლების პროცენტულ წილტან მიმართებაში, იმდენი რომ ადამიანს მაინც უჩნდება სურვილი რაც შეიძლება მალე იშოვოს სამსახური. ჩვენს პირობებეში მსგავსი დახმარება რომ გაწიო რაც შენ ჩამოთვალე დამიჯერე მეც კი აღარ გამიჩნდება მოტივაცია ვიმუშავო, იმიტომ რომ ამ ეკონომიკის პირობებეში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით იგივეა რომ ამაზე გეყოს. ხოდა არავინ თუ არ იმუშავა აღარც მისაცემი ფული იქნბა და არც განვიტარება. ნაწილობრივი პასუხი ამ კითხავზე შენ თვითონ გაეცი
ციტატა
ჩვენ ხომ 70-ანი წლების საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი ვართ...

ჯერ კიდევ ვერ გადავეწყვეთ საბოლოოდ კაპიტალისტურ აზროვნებაზე, ამისთვის ალბათ თაობების გამოცვლაა საჭირო.


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Mar 13 2009, 02:27 PM
პოსტი #26


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



პირველ რიგში აუცილებელია შრომის კოდექსისი მიღება... smile.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 13 2009, 02:42 PM
პოსტი #27


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(kmunebi @ Mar 13 2009, 02:27 PM) *

პირველ რიგში აუცილებელია შრომის კოდექსისი მიღება... smile.gif


??????????????

მოიცა ამას კაიფობ თუ ნაღდად გულისხმობ?????



შემიძლია მოგაწოდო შრომის კოდექსი, რავი მეტი ვერაფერს გეტყვი ამ თემაზე, ჯერჯერობით. smile.gif



--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Mar 15 2009, 06:16 PM
პოსტი #28


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(piligrimi @ Mar 13 2009, 03:42 PM) *

??????????????

მოიცა ამას კაიფობ თუ ნაღდად გულისხმობ?????
შემიძლია მოგაწოდო შრომის კოდექსი, რავი მეტი ვერაფერს გეტყვი ამ თემაზე, ჯერჯერობით. smile.gif



ანუ ვიგულისხმე არა მხოლოდ დოკუმენტალურად არსებობდეს, არამედ რეალურად, ყოფით ცხოვრებასა და ყოელდღიურ საქმიანობაში.
მისი დარღვევა და არაფრად ჩაგდება უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. smile.gif
ალეკო მადლობა... smile.gif laugh.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 16 2009, 01:04 AM
პოსტი #29


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა(kmunebi @ Mar 15 2009, 06:16 PM) *

ანუ ვიგულისხმე არა მხოლოდ დოკუმენტალურად არსებობდეს, არამედ რეალურად, ყოფით ცხოვრებასა და ყოელდღიურ საქმიანობაში.
მისი დარღვევა და არაფრად ჩაგდება უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. smile.gif
ალეკო მადლობა... smile.gif laugh.gif



ხო ეგ თავისთავად კანონის დარღვევა უნდა ისჯებოდეს მაგრამ ამისთვის საჭიროა ვისაც დაერღვა უფლებები იმან მიმართოს სასამართლოს..........

სახელმწიფოი თავისით ვერავის ვერ დასჯის................... ეგეც ცალსახა პრინციპია........

არაფრის smile.gif
თუ რაღაც არ მოგწონს მაგ კოდექსში შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგაზე და თუ ეს მსჯელობა რეალური იქნება დამიჯერე კაკ მინიმუმ მაგ კოდექსის ერთერთი თანავტორის ყურამდე მაინც მივა smile.gif


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 19 2009, 01:39 PM
პოსტი #30


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



საქართველოს არ აქვს იმის რეალური საშუალება, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, დღევანდელი კრიზისის დაძლევაში. სანამ ეს არ მოხდება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მიერ.

საქართველოს არ გააჩნია მსხვილი წარმოებები ისეთი როგორიც არის ავტოწარმოება, ენერგო მრეწველობა და ა. შ. ამიტომ ორიენტაცია მაინც საშულოა და მცირე ბიზნესისკენ უნდა იყოს აღებული. ჩვენთან განხორციელებადია ალტერნატიული ენერგიების სისტემის შემუშავება, თუნდაც მზის ენერგიის( ატომურ ენერგიას არავინ ითხოვს smile.gif )

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. მიწების სიმწირე არ არის პრობლემა, არამედ მიგრაცია სოფლიდან ქალაქში. თუმცა საკმაოდ კარგი მომავალი ექნება ამ სფეროს განვითარების შემთხვევაში.


და ბოლოს არასტაბილური მდგომარეობა ანადგურებს ჩვენს ეკონომიკას. რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.
გაერთიანება, სახელმწიფოს მშენებლობაში უკვე რამდენი წელია ჩვენი გადაულახავი დაბრკოლებაა.



--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Mar 19 2009, 02:59 PM
პოსტი #31


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



ციტატა(piligrimi @ Mar 16 2009, 01:04 AM) *

ხო ეგ თავისთავად კანონის დარღვევა უნდა ისჯებოდეს მაგრამ ამისთვის საჭიროა ვისაც დაერღვა უფლებები იმან მიმართოს სასამართლოს..........

სახელმწიფოი თავისით ვერავის ვერ დასჯის................... ეგეც ცალსახა პრინციპია........

არაფრის smile.gif
თუ რაღაც არ მოგწონს მაგ კოდექსში შეგვიძლია ვიმსჯელოთ მაგაზე და თუ ეს მსჯელობა რეალური იქნება დამიჯერე კაკ მინიმუმ მაგ კოდექსის ერთერთი თანავტორის ყურამდე მაინც მივა smile.gif



რომელ სასამართლოს მიმართოს??? huh.gif

ციტატა(iako @ Mar 19 2009, 01:39 PM) *

საქართველოს არ აქვს იმის რეალური საშუალება, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, დღევანდელი კრიზისის დაძლევაში. სანამ ეს არ მოხდება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მიერ.

საქართველოს არ გააჩნია მსხვილი წარმოებები ისეთი როგორიც არის ავტოწარმოება, ენერგო მრეწველობა და ა. შ. ამიტომ ორიენტაცია მაინც საშულოა და მცირე ბიზნესისკენ უნდა იყოს აღებული. ჩვენთან განხორციელებადია ალტერნატიული ენერგიების სისტემის შემუშავება, თუნდაც მზის ენერგიის( ატომურ ენერგიას არავინ ითხოვს smile.gif )

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. მიწების სიმწირე არ არის პრობლემა, არამედ მიგრაცია სოფლიდან ქალაქში. თუმცა საკმაოდ კარგი მომავალი ექნება ამ სფეროს განვითარების შემთხვევაში.
და ბოლოს არასტაბილური მდგომარეობა ანადგურებს ჩვენს ეკონომიკას. რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.
გაერთიანება, სახელმწიფოს მშენებლობაში უკვე რამდენი წელია ჩვენი გადაულახავი დაბრკოლებაა.



მზის ენერგიამდე გვაქვს ძალიან დიდი ჰიდრო რესუსრსი, რომლის გამოყენება სავსებით შესაძლებელია.
სუფსიდირება უნდამოხდეს არა გზების კეთილმოწყობასა და ვითომ ტურიზმის გამვითარებაში არამედ რელური ეკონომიკაში, თუნდაც ჰიდრო რესურსების უფრო მეტიგამოყენებით.
სოფლის მეურნეიბისა კდიე რა მოგახსენოთ, აჭარელი კაცი ვარ და გეტყვით რომ 2 წელია,რაც რუსული ბაზარი დაიკდეტა, თურქეთმა შეზღუდვები დააწესაა და ევროპას ხო დასანახად არ უნდა ჩვენი ცისტრუსის ნაყოფი, ხალხი ვერ ყიდის ნაყოფს, მოკრეფის, დაფასოებისა და სხვა ხარჯები მიდის მათი ჯიბიდან და საბოლოოდ მოგება მიზერულია. sad.gif


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 19 2009, 06:54 PM
პოსტი #32


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
რომელ სასამართლოს მიმართოს???


რაიონუ სასამართლოს საწყის ეტაპზე, მერე საოლქოს, მერე უზენასს და შეგიძლია ქვეყნის გარეთაც......... (თუ მეტყვი ეგ ძვირი საიამოვნებაა და არვის უღირს თან დროში გაწელილიაო მართალიც იქნები, მაგრამ ეგ იაფი და დროში სწრაფად მოგვარებადი არც ერთ ქვეყანაში არ არის a075.gif ) ასე რომ არჩვანი ადამიანზეა როგორც უნდა ისე მოიქცეს..........

მოდი ცოტა რეალურ მსჯელობას დავამსგავსოთ, აბა მითხარი რომელი მუხლი არ მოგწონს მაგ კანონში და ვიმსჯელოთ, თორემ მასეთი განცხადებებით ჩვენს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს დავემსგავესებით, რეალური საფუძვლების აგრეშე რომ აკეთებენ განცხადებებს.


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 20 2009, 01:36 AM
პოსტი #33


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. მიწების სიმწირე არ არის პრობლემა, არამედ მიგრაცია სოფლიდან ქალაქში. თუმცა საკმაოდ კარგი მომავალი ექნება ამ სფეროს განვითარების შემთხვევაში.


ნუ წმინდა ეკონომიკური თავლსაზრისით თუ განვიხილავთ მიგრაცია სოფლიდან ქალაქში წესიტ დადებიტად უნდა წაადგეს სოფლის მეურნებოაში დასაქმებული ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას (თუ გინდა დეტალებსი განვიხილოთ რატომ) ისე მე დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ რომ სოფლის მეურნებია ამოქაჩავს მტლიან ეკონომიკას, თუმცა დაშვება ყველაფრის შეიძლება


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 20 2009, 03:31 AM
პოსტი #34


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კრიზისის დასასრულის დასაწყისი აშშ-ში იწყება 2009 წლის ბოლოს და ევროპაში 2010 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, ეფექტები იქნება 2012 წლამდე, ასეთია ბოლო შეფასებები, თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმები გადატანილია, როგორც მიწისძვრებს, დიდთ მცირე მოსდევს, მაგრამ არის ამავდროულად პოზიტიური მონაცემებიც, აუცილებლად არნახულად გაიზრდება მსოფლიო ეკონომიკა ამ არნახული კრიზისის შემდეგ.

შეფასებები ეყრდნობა ექსპერტების შეფასებებს და არ წარმოადგენს ჩემს აზრს, უბრალოდ ვენდობი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 20 2009, 05:42 PM
პოსტი #35


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ციტატა(piligrimi @ Mar 20 2009, 01:36 AM) *

ნუ წმინდა ეკონომიკური თავლსაზრისით თუ განვიხილავთ მიგრაცია სოფლიდან ქალაქში წესიტ დადებიტად უნდა წაადგეს სოფლის მეურნებოაში დასაქმებული ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას (თუ გინდა დეტალებსი განვიხილოთ რატომ) ისე მე დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ რომ სოფლის მეურნებია ამოქაჩავს მტლიან ეკონომიკას, თუმცა დაშვება ყველაფრის შეიძლება



თქვენი ხედვა მართლაც მაინტერესებს ამ საკითხზე ( მე უფრო უარყოფითს ვხედავ). ბაზრების კვლევა მენეჯმენტის და მარკეტინგის პრეროგატივაა, გლეხის საზრუნავი მხოლოდ მოსავალის მოყვანა უნდა იყოს. სამწუხაროდ ასე არ ხდება.

მე მგონი იმის ილუზია, რომ მხოლოდ ერთი სექტორის განვითარება, ეკონომიკის პრობლემას გადაწყვეტს, არავის გააჩნია. საჭიროა მაქსიმალურად ქვეყანაში არსებული რესურსების გამოყენება.

მართალია გერმანიის ეკონომიკაში წამყვანი პოზიცია მანქანათმშენებლობას უკავია, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. მხოლოდ ერთ-ერთი ძლიერი.


ტურიზმზე ამჯერად ვერაფერს ვიტყვი. მართლაც სავალალო მდგომარეობაა. თუმცა ბოლო დროს შეინიშნებოდა საკმაოდ დადებითი ძვრები ამ მხრივ.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 21 2009, 11:39 PM
პოსტი #36


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
თქვენი ხედვა მართლაც მაინტერესებს ამ საკითხზე ( მე უფრო უარყოფითს ვხედავ). ბაზრების კვლევა მენეჯმენტის და მარკეტინგის პრეროგატივაა, გლეხის საზრუნავი მხოლოდ მოსავალის მოყვანა უნდა იყოს. სამწუხაროდ ასე არ ხდება.


ნუ ჯერ განვიხილოთ არ იგულისხმება ძლიერი სოფლის მეურნების ქვეშ.
ნუ ეს შეგვიძლია ავხსნათ როგორც რომ სოფლის მეურნებაში დასაქმებული ადამიანებს (გლეხებს) ქონდეთ საკმარისი-კარგი შემოსავლები არსებობისთვის.
ახლა კი როგორია რეალობა ამ სექტორში ამჯამად. (მსჯელობა ვაწარმოოთ 2007 წლის მონაცემებით, რადაგან 2008 წლის ზუსტი მონაცემები ჯერაც უცნობია) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 16 999 მილიონი ლარი, მათ შორის საოფლის მეურნებაზე მოდის 1 596,8 მილიონი ლარი ანუ მთლიანი ეკონომიკის 9,4 %, საქართველოს მოსახლების კი 53.4 % არის დასაქმებული სოფლის მეურნებაში (ნუ აქ ითველბა ზოგადად სოფლად მცხოვრები შრომისუნარიანი მოსახლებაც, რომელიც გადის თვითდასაქმებულტა კატეგორიაში). დასკვნა ესეთია რომ (მიახლოებით თუ ვიტყვით) ქვეყნის მოსახლების ნახევარი ქმნის პროდუქცისს 90 %-ს , ხოლო მეორე ნახევარი 10 %-ს.
შესაბამისად დაბალი საშუალო შემოსავალი აქვთ იმ ხალხს ვინც აქ არის დსააქმებული (საერთო ჯამში საშუალო ხელფასი წარმოადგენს მიახლოებით 180 ლარს აქ იგულისხმება პროდუქცის ნატურით მირებული შემოსავალიც არა ფულადი)

პირველი ცხადი დასკვნა: ეკონომიკის სხვა დარგები ბევრად პროდუქციული ვიდრე სოფლის მეურნება.
შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებისაც სოფლის მეურნებაში დასაქმებულებზეც წილი გაცილებით მცირეა ვიდრე სხვა დანარჩენზე.
ამიტომ ლოგიკურია მთლიანი პროდუქტულოიბი ასამაღლებლად მიგრაცია სოფლიდან ქალაქში მთლიან ეკონომიკაზე არა უარყოფითად არამედ უფრო დადებითად იმოქმედებს.

ამის საწინააღმდეგო არგუმენტად შეიძლება ჩავთავლოთ რომ უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა სოფლის მეურნებაში,
ნუ შემდეგი მსჯელობა შეიძლება გავაგრძელოთ იმ კუთხით თუ როგორ შეგვიძლია ავამაღლოთ პროდუქციულობა სოფლის მეურნებაში.
წამოვაყენოთ ვარაუდები.. შეიძლება ზოგი მისაღები იყოს ზოგი არა....

ციტატა
ტურიზმზე ამჯერად ვერაფერს ვიტყვი. მართლაც სავალალო მდგომარეობაა. თუმცა ბოლო დროს შეინიშნებოდა საკმაოდ დადებითი ძვრები ამ მხრივ.



ნუ ამაზე მსჯელობა უფრო რთულია...
ჩვენთან არ წარმოებს ოფიციალური აღიცხვა რამდენი ტურისტი ჩამოვიდა წლიურად. შეგიძლია თქვა რამდენი ჩამოვიდა საერთოდ უცხოელი, მაგრამ ყველა ხომ ტურისტი არ არსი.... შეგიძლია დასკვენბი გააკეთო ტურისტული კომპანიების მიხედვით, მაგრამ ეს არ იქნება ზუსტი, თუმცა ალბათ საჭიროა კერძო ტურისტული კომპანიების კარგი მენეჯმენტის გაძლიერება ამ კუთხით. თუმცა აღსნისნავი რომ ამ კუთხით ცალსახად მაღალია ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარისხი.
ნუ სახელმწიფოც უნდა კისრულბდეს ამ კუთხით გარკვეულ ვალდებულებებს რა თქმა უნდა (მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, და ასე შემდეგ)
დანარჩენი რაიმე სუბსიდირება კერძო პირებზე ამ მხრივ ჩემი აზრით ზედმეტია....


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Mar 24 2009, 11:57 AM
პოსტი #37


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



საკმაოდ კარგ სტატიას წავაწყდი, კარგი აზრია ჩენმი აზრით, მაგრამ რამდენად მისაღებია ის, რომ სახელმწიფო ჩაერიოს უშუალოდ, პირდაპირი გზებით საბანკო-საფინანსიო სექტორის საქმიანობაში. smile.gif
"ალიანსი საქართველოსათვის" წევრმა ვაჟა კაპანაძემ, წამოაყენა აზრი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ბანკებსა და მოსახლეობას შორის შექმნილი პრობლემები.
"მთავრობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე და ეს ვალები კომერციული ბანკებიდან უნდა გამოისყიდოს. ამის შედეგად, ბანკის მოვალეები სახელმწიფოს მოვალეები გახდებიან, მაგრამ ჩვენი ხედვით, შესაძლოა, მთავრობამ ვალების მხოლოდ 70-80% გამოისყიდოს. თავად ბანკები ამ სისტემიდან არ უნდა გათავისუფლდნენ და იმ 20-30%-ის ვალდებულებაში უნდა დარჩნენ"

რას ფიქრობთ თქვენ?
ეს ამონარიდია, შეგიძლიათ მთლიან სტატიას გაეცნოთ. smile.gif
http://presa.ge/index.php?text=news&i=6757


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი Mar 24 2009, 08:04 PM
პოსტი #38


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



ციტატა
"მთავრობამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მომხდარზე და ეს ვალები კომერციული ბანკებიდან უნდა გამოისყიდოს. ამის შედეგად, ბანკის მოვალეები სახელმწიფოს მოვალეები გახდებიან, მაგრამ ჩვენი ხედვით, შესაძლოა, მთავრობამ ვალების მხოლოდ 70-80% გამოისყიდოს. თავად ბანკები ამ სისტემიდან არ უნდა გათავისუფლდნენ და იმ 20-30%-ის ვალდებულებაში უნდა დარჩნენ"


ნუ ჯერ თვითონ სტატია არ წამიკითხავს, ახლა არ მაქვს მაგის დრო, მაგრამ ამ ცნობიებით ასეთი მიდგომა ჩემის აზრით ყოვლად გაუმართლებელია...

წავიკითხავ და დეტალურად მერე დავწერ


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 24 2009, 08:27 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ჩვენი ეკონომიკა ასე ვთქვათ გადაიწვა... ქვეყანაში შემოსული სესხები და ინვესტიციები არაადეკვატურ თანაფარდობაში იყო მშპ-სთან... ბანკებმა დიდი მაშტაბის ფულის მულტიპლიკაცია გააკეტეს და ძალიან მაღალი რისკების ხარჯზე...

ვფიქრობ ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც რომ არ მომხდარიყო ეკონომიკა მაინც დადგებოდა კრიზისის წინაშე... ხალხს განავადებებით პროდუქტები გამოქონდათ და მარაზიის კარებშივე ნაღდ ფულზე ყიდიდნენ...


ახლა საბანკო სისტემა იმდენი დაუბრუნებელი ვალის წინაშე დადგა რომ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება აქედან გამოსაძრომად...

ზედმეტი ფული ჩაიდო დაკრედიტებაში... ამას დეველოპერების ფინანსური პირამიდები და მაღალი ფინანსური რისკებიც დაემთხვა (სსაერთოდ მსოფლიო ფინანსური კრიზისი რეალ ისტეითის კრახით დაიწყო)...


დამნაშავე არავინ არ არის, უბრალოდ ხალხს და ბიზნესებს ქონდათ დიდი ცდუნება რომ აეღოთ სესხები ისევე როგოც ბანკებს ქონდა ცდუნება რომ გაეცათ სესხები... სახელწიფოს ცდუნებაც ზედმეტი ფულის მოზიდვა იყო...

მოკლედ სისტემური პრობლემის ქვეშ აღმოვჩნდით...

ახლა ფულის ბრუნვის ტემპი გაჩერდა, რამაც ეკონომიკაში ფულის მასა შეამცირა... გამოსავალი დამატებითი ფულადი ინექციებია...

ხალხმა ხარჯვა უნდა დაიწყოს... ხარჯეთ ხარჯეტ და ყველაფერი კარგად იქნება


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 26 2009, 10:18 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ობამამ აქტიურა დაიწყო ფულის ჩაშვება ეკონომიკაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლარი ევროსთან მიმართებაში უფასურდება, დაიწყო ნავთობზე ფასებიზ ზრდაც დოლარში...


თუ ტენდეცია შენარჩუნდა, და ობამა ბიძიამ ფულის ემისია გააგრძელა, მას სავარაუდოდ მხარს აუბავენ ევროპელი კოლეგებიც და ალბათ ჩვენებიც...

ფასების ზრდის ტენდეცია დაიწყება... ცოტა მტკივნეული იქნება მაგრამ ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th August 2018 - 11:22 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი