IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ხვამლის მთის საიდუმლოება
Atman
პოსტი Dec 9 2009, 09:32 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ამ თემას სხვა ფორუმზე წავაწყდი და საინტერესოდ მომეჩვენა. იქ არსებულ მასალას აქ გადმოვიტან და გაეცანით (მე თვითონაც ახლა ვუყურებ ფილმს და ძალიან საინტერესოა):



ამას წინათ უაღრესად საინტერესო არქეოლოგიური ექსპედიციის რეპორტაჟს წავაწყდი აი აქ: http://xvamli.ge

იგი ლეჩხუმში ჩატარდა, ხვამლის კლდესთან. იგი ისტორიკოსებისთვის თურმე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ აქამდე არანაირი საფუძვლიანი გამოკვლევა არ ჩატაერებულა. ჩემთვის პირადად ეს სენსაციური აღმოჩენაა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ საქართველოში ასეთი რამ არსებობდა. გამაოგნებელია.

IPB-ს სურათი

მათ ამის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი გადაიღეს:
1. მაღალი ხარისხის 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=1F...&setlang=en
2. მათთვის ვისაც დიდი ფაილის ქაჩვა ეზარება, დავდე შემსუბუქებული, 130 მეგაბაიტიანი ვერსია: http://www.allshares.ge/download.php?id=F2B0701C11

ნახეთ, სულ ნახევარი საათი გრძელდება. ყურება რომ დავიწყე თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთი საინტერესოა, მიმიქარავს ინდიანა ჯონსი.

იმავე გვერდზე არის ექსპედიიცის დოკუმენტაცია: http://xvamli.ge/xomlip.pdf აქ მომეწონა იმ ხის ნახაზი, რომლის ფესვებთან არსებული ფუღუროდანაც, საიდუმლო ჩასასვლელია მიწისქვეშა მღვიმეში. საოცარია. რაღაც საიდუმლო ლაბირინთს ჰგავს. ასევე გამაოგნა ჟიულ ვერნის მონათხრობმა ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ.

საინტერესო ინტერვიუ ვიპოვე, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელთან, გურამ გაბიძაშვილთან (ჟურნალიდან „თბილისელები“):


რომელი ისტორიულ-მითოლოგიური წყაროებით დასტურდება, რომ ხვამლის კლდეზე იყო მიჯაჭვული პრომეთე და რა დავალებით გააგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე
2009-09-01

შექმნა სამყარო ღმერთმა და კვლავ თავის საუფლოს დაუბრუნდა. გზად მიმავალი კავკასიონის ქედზე წაბორძიკდა და მთელი ის მშვენიერება, რაც თავის ნახელავიდან გამოარჩია და თან მიჰქონდა, იქვე დაებნა. ასე გაიფანტა კავკასიონის ქედს მიღმა ბუნების სასწაული... შეუძლებელია, საქართველო ერთხელ მაინც იხილო და ამ ლეგენდის არ ირწმუნო. ერთ-ერთ ასეთ საოცრებაა ხვამლის მთა – ზემოდან რომ დახედავ, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს, სრულიად რომ მოწყვეტილა დანარჩენ სამყაროს... „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“... რას ნიშნავს ეს და რა საიდუმლოს ფარავს ლეგენდარული ხვამლის მთა, ამის საკვლევად ამჟამად იქ ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობს. ექსპედიციას გრანტი რუსთაველის საზოგადოებამ გამოუყო. თუმცა, კვლევები იმავე ჯგუფმა, შედარებით მცირე შემადგენლობით, 2007 წლიდან დაიწყო. ახალი ექსპედიციის სამწლიანი პროგრამით მთის ამ მასივის შესწავლაზე კომპეტენტური ჯგუფი მუშაობს – მეცნიერების, ალპინისტებისა და გეოლოგების შემადგენლობით. ჯგუფს აქტიურად ეხმარება და მეგზურობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობაც. ყოველივე ამის შესახებ გვესაუბრება ლეჩხუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი:

– ხომლის, ანუ იგივე ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2 002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. უხვი მღვიმეებითა და მიწისქვეშა წყალსატევებით მთლიანად კარსტულ მასივს ქმნის. ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“ ხომლს სულხან-საბაც განმარტავს როგორც ვარსკვლავთკრებულს.

– ციტატაში „ქართლის ცხოვრებიდან“ ნათქვამია: „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადაარჩინოს“. აღმოაჩინა თქვენმა ექსპედიციამ ეს საშუალება? მით უმეტეს, რომ ქვეყანას ახლა მართლაც რომ, სჭირდება შველა.

– ჟამთააღმწერელი „ქართლის ცხოვრებაში“ წერს მეცამეტე საუკუნის საქართველოს შესახებ, როცა ჯალალ ედ-დინის შემოსევით ძალადაკარგული ქვეყანა ახალ დამპყრობლებს – მონღოლებს შეეჯახა და დამარცხდა... „მაშინ არღარა იყო ღონე. დაამტკიცეს, რათა გაყონ სამეფო და საჭურჭლე ორად... ტფილისი ორად, ქუთათისი ორად და თავადნი და ერისთავნი ურთიერთშეასწორეს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი გარნა ხვამლისა ქვაბსა, რომელ ედვა. მცირე გამოიღეს და გაიყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს. ხოლო იგი ჯაჭვსა ხელდებული სალმასური და თვალი იგი პატივცემული გვრდემლი და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არავის სადა უხილავს, ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიუხვდა.“ ამ ციტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხვამლის კლდეში მეფეთა განძთსაცავი ყოფილა.

– და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ განძის საძიებლად ექსპედიცია, სტალინის დავალებით, ჯერ კიდევ ომის პერიოდში მოეწყო.

– ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. ქვაბულში მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს, ვერაფერი ნახეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ 2 მუშასთან ერთად ავიდა და ამბობენ, ის სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.

– ცნობილია, ასევე მეორე ექსპედიცია, რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით...

– ჯგუფი „ხომლი“ რეზო შალიბაშვილის ხელმძღვანელობით, 1984 წელს ავიდა გამოქვაბულში. ექსპედიციის მიზანი იყო ძეგლის დათვალიერება და მისი ფირზე აღბეჭდვა, რაც შეასრულეს კიდეც და თან წამოიღეს წინა ჯგუფის მიერ დანატოვარი წერილი.

– მესამედ თქვენ შეაღწიეთ ამ ქვაბულში... ამოხსენით ხვამლის კლდის საიდუმლო?

– პირველი ლაშქრობა სწორედ ამ ქვაბულზე მოვაწყვეთ. კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა შეუძლებელია ალპინისტური აღჭურვილობითაც კი. ამიტომ ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. მათი დახმარებით მოვახერხეთ ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა.

– და რა დაგხვდათ იქ?

– ქვედა ბაქანი კლდეშია გამოკვეთილი, სადაც 7 ოთახია და კედლებზე, წითელი საღებავით გამოხატული ფიგურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვაბული არქაულ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრების რეალობას უფრო ამძაფრებს ოთახების თავზე სუფთად ნათალი მასიური ქვის კარნიზი. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შევდივართ. ეს არის მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. იგი სანახევროდ სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვებით და მისი გაწმენდა უამრავ დროსა და მუშახელს მოითხოვდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გაგვაჩნდა.

– ანუ, იქ განძი არ იყო და არც ყოფილა?

– ჩვენი ვარაუდით, ამ ციხე-ქვაბულში განძი არ უნდა ყოფილიყო, რადგან, მართალია, მიუვალი ადგილია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასადი ამოშენებული ჰქონდა, ვიზუალურად კლდეზე ის მაინც შეიმჩნევა. ამიტომ, არ მგონია, სახელმწიფო ხაზინის აღმოჩენის, თუნდაც რაიმე ალბათობა მაინც დაეშვათ ჩვენს მეფეებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განძთსაცავი სხვაგან იყოს. ხვამლის კლდე ხომ მთლიანად დახრამულია. მარტო გარედან 19 გამოქვაბული ფიქსირდება, ხოლო შიგნით რა ხდება, კაცმა არ იცის. ჩვენ იმხელა კულტურა გვაქვს მიწისქვეშა ქალაქების შენებისა, მარტო ვარძია რად ღირს?! ისიც ხომ ცნობილია, რომ ვარძიის ახლანდელი სახე უკანა ნაწილია. მიწისძვრამ ჩამოანგრია ამოშენებული ფასადი, რომელიც ისე ფარავდა ქალაქს, ამვლელ-ჩამვლელი ვერაფერს ამჩნევდა. და, რა გასაკვირია, რომ ხვამლის მთის ბუნებრივი ქალაქ-ქვაბული გამოეყენებინათ განძთსაცავად და ამისთვის ყველაზე დაფარული და მიუვალი ადგილი შეერჩიათ. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებული ჩანაწერი კი დაშიფრული კოდი უნდა იყოს, რომლის მსგავსი ეპიზოდი „ვეფხისტყაოსანშიც“ აქვს რუსთაველს აღწერილი. „ქართლის ცხოვრების“ ციტატებიდან რას უნდა ნიშნავდეს: „ჯაჭვი სალმასური“ და „გვრდემლი“? რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის...

– ესე იგი, განძთან ერთად, რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოც უკავშირდება ხვამლს?

– რკინის იარაღი, ანუ ფოლადის ხმლის გამოჭედვა იმ ეპოქაში ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავს. თუ გადავხედავთ მითოლოგიას, ტროას ომი მართლა ელენეს გამო ხომ არ მომხდარა?! რკინის წარმოების საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ ტროელები და ამიტომაც იყვნენ მუდმივი თავდასხმის ობიექტი. მით უმეტეს, რომ იმ ეპოქაში რკინას გაცილებით მეტი ღირებულება ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს ნავთობს მსოფლიოში. ხვამლის ძირში კი, არის ერთი ადგილი „გონა“ და რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. გონა ანუ გონი სულხან-საბას განმარტებული აქვს – „კერპი აღმართებული“ და ცნობილია, რომ ის იყო უმთავრესი კერპი წარმართულ საქართველოში. ეტიმოლოგიურად კი ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე იყო მაღაროები. ძველად იქ ბილიკებით ადიოდნენ და მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ, ამტვრევდნენ, გამოჰქონდათ და იქვე ამუშავებდნენ, ყალიბებში ასხამდნენ. იყო ერთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, თემურ მუჯირი. მან ასეთი ექსპერიმენტიც კი ჩაატარა: რამდენიმე ადგილობრივი, რაჭველი, ჯანიანი ახალგაზრდა შეაიარაღა უროებით და უძველესი მეთოდით გონის მაღაროდან რკინის მადნის მოპოვება განიზრახა. ორი კვირა იმუშავეს და მხოლოდ 2 სანტიმეტრის ჩამომტვრევა შეძლეს. აქედან ჩანს, რომ ძველად ქართველებს ისეთი იარაღი ჰქონდათ, რომლითაც რკინას ჭრიდნენ, ანუ ფოლადის დამზადების საიდუმლოს ფლობდნენ. გამოდის, რომ გონი ცოდნაა, რომელიც რკინის მოპოვებასა და მის დამუშავებას მოიცავს. ამ ფაქტმა გადაგვაწყვეტინა ხვამლის გონის მიდამოები გაგვეთხარა. ჩავატარეთ ზედაპირული გათხრები და მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ამ ადგილებში დაფიქსირდა განვითარებული მეტალურგიის კერა. ეს ყველაფერი მოიცავს კოლხური კულტურის პერიოდს და გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია, ვიდრე ეს დღეს ჩვენთვის არის ცნობილი.

– ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულია ხმები, რომ დროდადრო, ციხექვაბულის ქვეშ, შუადღის გარკვეულ მონაკვეთში, ჩნდება ბერ-მონაზვნის ლანდები და ისახება ჯვარი.

– ხმები მისტიკური ჩვენებების შესახებ უამრავია. ჩვენი ექსპედიციის დროსაც ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე უჩვეულო ნათებათა კასკადი საკუთარი თვალით ვიხილეთ. მეორე დღეს სოფელ დერჩში, რომელსაც უშუალოდ დაჰყურებს ხვამლი, გვითხრეს რას აფეთქებდით, მთელი ღამე ნათება რომ იყო კლდის წვერზეო. მაგრამ, ახლა მოარულ ხმებსა და ხილვებზე, არ მინდა ვისაუბრო. მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც ისტორიულ წყაროებშია დაფიქსირებული და საკრალური მინიშნებებით ხსნის მათ.

– რა წყაროებზე საუბრობთ?

– მაგალითად, მითოლოგიიდან ცნობილია, რომ ჰერაკლე, იოს დავალებით, უნდა აუყვეს ფასის (ფაზისი, დღევანდელი რიონი) მდინარეს, მარცხენა მხარეს, მიადგეს გამოქვაბულს, საიდანაც წყალი გადმოედინება, გადააგდოს ეს წყალი, შევიდეს შიგ და პრომეთე გაათავისუფლოს. ჩვენ გავიკითხეთ და იქაურებმა დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი წყლის გამოსავალი არსებობს. მივედით, გაზაფხული იყო, მაისის ბოლო და ქვაბულიდან წყლის ნაკადი ისე მოქუხდა, რიონს თითქმის კეტავდა. როგორც ჩვენმა მეგზურებმა გვითხრეს, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლის ხეობისკენ მიდის, ხან – რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც კი არსებობს: თურმე, იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზსო. შემოდგომით შეიძლება გამოქვაბულში შესვლა. ჩვენც შევედით, მაგრამ 50 მეტრის გავლის შემდეგ სიფონს (მიწისქვეშა წყალსატევი) გადავაწყდით და შევჩერდით. იქ შემდგომი კვლევის გაგრძელებას მხოლოდ სპელეოლოგები შეძლებენ სპეციალური აღჭურვილობით.

– გამოდის, რომ პრომეთე ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული?

– უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან საინტერესოა, რომ ამ გამოქვაბულს, „ვერძისთავა“ ჰქვია, რაც დაკავშირებული უნდა იყოს არგონავტებთან და ოქროს საწმისთან. აპოლონ როდოსელი „არგონავტიკაში“ წერს – „კუტაიის ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან... ფაზისი მოაგორებს თავის ფართე ნაკადს... ხელმარცხნივ ახლა იყო მაღალი კავკასიონი, აიას ქალაქი ქუტაისი.“ სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა. დღეს კავკასია ზოგადი სახელია მთათა მასივისა, ძველ დროში კი კავკასია, როგორც ჩანს, რომელიღაც კონკრეტულ მთას ან კლდეს ერქვა, სადაც გამოქვაბულში პრომეთე იყო მიჯაჭვული. მეორე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში იმოგზაურა ფილოსოფოსმა არიანემ და ისიც წერს, რომ კავკასიაში ერთი მთაა, რომელზეც თქმულებისამებრ, ჰეფესტოს ბრძანებით, პრომეთეა მიჯაჭვული. ყველაზე ადრე კი სტრაბონი აღწერდა პრომეთესა და კოლხ იბერთა გმირს (ნაგულისხმევია ამირანი), რომელიც ერთი და იგივე უნდა იყოსო. ყველაზე უცნაურია ის, რომ ხვამლის კლდე პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად მოხსენიებული აქვს მწერალ ფანტასტ ჟიულ ვერნს სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ და ასე აღწერს იმ ადგილს: „სწორედ აქ, ამ მთებში, ჰორიზონტზე რომ აღმართულა ხომლის კლდე, რომელიც თანამედროვე ქალაქ ქუთაისს გადაჰყურებს.“ წარმოუდგენელია, საიდან უნდა სცოდნოდა ჟიულ ვერნს ასე ზუსტად ხვამლის მდებარეობის შესახებ, როცა, როგორც ცნობილია, თვითონ პარიზს არასდოს გასცილებია. ასე რომ, მრავალი წყაროს თანახმად, პრომეთე სწორედ ხვამლის მთაზე ყოფილა მიჯაჭვული, ხოლო მის მიერ მოტაცებული ზეციური ცეცხლი გარკვეულ ცოდნასთან ასოცირდება, რომელმაც კაცობრიობა სულ სხვა საფეხურზე აიყვანა. და, ეს ცოდნა, როგორც ჩანს, უკავშირდება რკინას ანუ მეტალურგიას. ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს ოქროს საწმისსაც. ბერძნები აქ მართლა ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდნენ?! ჩვენი აზრით, ესეც რკინის წარმოების საიდუმლოსთან უნდა იყოს კავშირში.

– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს...

– როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს. ძველ დროში ასტრონომიულ ცოდნას ფლობდნენ ქურუმები და ისინი ამბობდნენ, ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე აისახება ცაზე და პირიქით. იან გეველის ატლასში ჰიდრას თანავარსკვლავედს თუ მოვძებნით უცნაურ პარალელს გავავლებთ ხომლთან. გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა, რომლის დაუფლებასაც ასე ცდილობდნენ ბერძნები. ყორანი კი სწორედ ის მტაცებელია, რომელიც კავკასიის, ანუ ხვამლის კლდეზე მიჯაჭვულ ჰერაკლეს უკორტნის გულ-ღვიძლს. დავუბრუნდეთ ახლა ხვამლის ქვაბულის კედელზე გამოსახულ ფიგურებს...

– თქვენ გაშიფრეთ რა ინფორმაციას შეიძლება, გვაწვდიდეს ეს პიქტოგრამული ნიშნები?

– აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კოსმიურ სფეროს ეხება. ფიგურები ზოდიაქოს ნიშნებს გამოსახავენ და ესენია: „მერწყული“, „თხის რქა“, ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი, „მშვილდოსანი“, პატარა ცხენი და შუბოსანი მეომარი იგივე მარსი, მზის სიმბოლო და ოთხკუთხედში ჩახაზული გასაღები, რომელიც ანკის გასაღებს – ოსირისისა და ისიდას ყველაზე წმიდა სიმბოლოს ჰგავს. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღვადგინეთ ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. საოცარია, მაგრამ ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამათა სქემას. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ეს კომბინაცია არც ერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი კი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელი წარღვნის თარიღს – 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით. თანამედროვე გადათვლით სწორედ 5604 წელია შუმერების და ასევე ქართველების წელთაღრიცხვის საწყისი დასაბამიდან აქამომდე, ანუ ქრისტეს დაბადებამდე. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული. თუმცა, ექსპედიციის მუშაობის პროცესი ძალიან კარგად არის ასახული ფილმში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა.

– მე ვნახე ეს ფილმი, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია და მახსენდება ერთი ეპიზოდი, სადაც გერმანელი მეცნიერი ამბობს, ეს არის განუმეორებელი პანორამა და ღამით ხვამლის თავზე, რომელსაც ვარსკვლავთკრებულის სახელი ჰქვია, ზოდიაქოები ერთმანეთის მიყოლებით გადადიანო...

– ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. პრომეთეს ძმაა ატლანტი, რომელიც ასევე დასაჯა ზევსმა და ცის თაღი დააჭერინა ხელში. ატლანტის შვილები კი არიან პლეადები, რაც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს და ხომლიც ვარსკვლავთკრებულია. ასე რომ, ყველა გზა რომისკენ კი არა, ამ შემთხვევაში, ხვამლისკენ მიდის: აქ იყო მეფეთა განძთსაცავი, პრომეთე აქ მიაჯაჭვეს კლდეზე. აქამდე მოაღწია ჰერაკლემ, ჰეფესტომ. აქეთკენ ისწრაფოდნენ არგონავტები. აქ მოდიოდა და პრომეთეს სისხლის წვეთებისგან ამზადებდა წამლებს გრძნეული მედეა. თვითონ ხვამლი ზოდიაქოს ნიშანია და კოსმიურ სამყაროსთან არის კავშირში. მთლიანობაში კი, ბუნების ნამდვილი სასწაულია. და, თუკი უხსოვარი დროიდან ასე იზიდავდა ხვამლი ყველას, ნუთუ იმის ღირსი არ არის ჩვენც მივხედოთ და მოვუაროთ, შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ?!

– ამჟამად რა სტადიაშია თქვენი ექსპედიციის საძიებო სამუშაოები და კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

– როგორც იცით, სამწლიანი სამუშაო პროგრამა გვაქვს. გეგმა ასეთია: უნდა შევიდეთ ყველა გამოქვაბულში, რომელშიც კი შეღწევა შეიძლება და გამოვიკვლიოთ; განვაახლებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის გონის ტერიტორიაზე. აქ უზარმაზარი დასახლება უნდა იყოს, რადგან უკვე აღმოჩენილია, ნასახლარიც, სამაროვანიც და სალოცავიც. ეს ხომ საოცარი ადგილია, ნამდვილი ოაზისი ტყეში, ოთხივ მხრივ დაცული პირადად მე, ვვარაუდობ, რომ თვით ხვამლის კლდეში არის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც დღემდე არავის უხილავს და სახე სრულად აქვს შენარჩუნებული... . აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოჩუხჩუხებს ანკარა წყარო, ტყე ზოგან გაუვალ ჯუნგლებს მოგაგონებს და უცებ შენს თვალწინ აღმართულ კლდეს უცნაური გამოსახულება აქვს. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უბრალო. მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ზღვის ფსკერი იყო...

– ალბათ, ახალ ფილმსაც გადაიღებთ?

– უკვე დაწყებულია მუშაობა მასზე, სადაც ჩანს, რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის კვალს ეგვიპტემდე მივყავართ და ეს ყველაფერი უკავშირდება ხვამლს. თუმცა, ამაზე შემდეგ, როცა მუშაობას დავასრულებთ და გპირდებით, რომ ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალს გავანდობ საიდუმლო დეტალებს... მანამდე კი იმით დავკმაყოფილდეთ, რასაც მითები გვიამბობენ: პრომეთეს ერთგული ძაღლი ლოკვით ცდილობს ჯაჭვის განლევას, მაგრამ ყოველწლიურად, ვნების ხუთშაბათს ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემებით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება... რეალურად კი – ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, მათი ძველი ფენები, ქვედა შრეები ძალიან არქაულია. ზოგიერთი ციხის სტრუქტურა მიუთითებს, რომ იგი ფეოდალურ ხანაზე გაცილებით ადრეულ საუკუნეებშია ნაგები. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები – რა იყო მნიშვნელოვანი, რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!

ნანა კვატაშიძე


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2009, 12:33 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 30,418
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Atman
ინტერვიუც წავიკითხე და ფილმიც ვნახე. ძალიან საინტერესოა. აქამდე არ მქონდა გაგებული ხვამლის მთის შესახებ.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 9 2009, 03:42 PM
პოსტი #3


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



საინტერესოა მართლა ეხლა ცაუჯდები და უყურებ


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 10 2009, 02:05 PM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



გასაცხრილია გამონაგონი და სიმართლე : )


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
STALKER2012
პოსტი Dec 10 2009, 09:16 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 14
რეგისტრ.: 7-December 09
წევრი № 7,806



მაგ საგანძურის გამო დაიწყო ტავის დროზე ჰიტლერმა ომი საბჭოთა კავშირთან..

Atman პირველი ლინკი გაასწორე 1,2 გიგაბაიტიანი ვერსია... არ იწერს


--------------------
უქონელთა უდიდესი საგანძური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 10 2009, 09:20 PM
პოსტი #6


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



STALKER2012

ჩემი ატვირთული არაა, ასე რომ ვერ გავასწორებ...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Dec 11 2009, 10:13 PM
პოსტი #7


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



Atman
წაკითხვით კი წავიკითხე მარა,აი გადმოწერასტან ცუდად მაქვს საქმე ხო იცი biggrin.gif tongue.gif გამომიგზავნე რაა თუ გაქვს გადმოწერილი.პატარა ვერსია რა თქმა უნდა tongue.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 12 2009, 01:06 AM
პოსტი #8


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



izi-bartki
მაყვიდეოზე დევს ეს ფილმი მონახე მოსაძებნში ჩაწერე ხვამლი და ეგა მონახავ ორი ნაწილია იქ და უყურე


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Dec 12 2009, 01:38 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



საინტერესო ვერსიებიებია, თუმცა განსაკუთრებით ერთს, ვერსია აღარც ქვია. რა თქმა უნდა გამოქვაბულში აღმოჩენილი იეროგლიფები და ასტრონომების გამოთვლილი 5604 წლის ვარსკვლავური ცის სურათი ობიექტურად თუ ემთხვევა ერთმანეთს. გამოდის წარღვნის შემდეგ კიდობანი ხვამლს მიდგომია და ხმელეთზე გადმოსულებს ცის სურათიც გამოქვაბულში კედელზე დაუტანიათ.

მე კი მინდა მასე რომ იყოს... ალბათ გაირკვევა რადგან დღის წესრიგში არქეოლოგიური გათხრების ჯერი დადგა. იქნებ ინფორმაციაც ინახოს რამე.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Dec 12 2009, 07:00 PM
პოსტი #10


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



cxz
ციტატა
მაყვიდეოზე დევს ეს ფილმი მონახე მოსაძებნში ჩაწერე ხვამლი და ეგა მონახავ ორი ნაწილია იქ და უყურე

შენ გაიხარე smile.gif დიდი მადლობაა


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aralass
პოსტი Jun 13 2010, 10:41 PM
პოსტი #11


დაურეგისტრირებელი









ძალიან საინტერესოა და ასე საიტერესოა როგორ შეეფერება ვეფხისტყაოსანში ტარიელს რმელიც გვირაბში 3დევს მოკლავს ანუ (ატლანტებს) და ბევრ ოქროს ნახავს სხვა საცავში კი ისეთ აბჯარს და ხმლს რომელსც ვერაფერი კვეთავს და ხმალს რომელიც ქაღალდიით ჭრიდა აბჯარს..
მგონი ზუსტად ამ რკინის დამუშავების ტექოლოგიაზეა ლაპარაკი ხო პლუს ამას ის რომ ვეფხის ტყაოსანი წინასწარმეტყველურია გამოდის რომ biggrin.gif ვიღაცეებმა უნდა აღმოაჩინონ biggrin.gif ეს ისე არ შეიმჩნიოთ biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
Elisa_Day
პოსტი Jun 30 2010, 03:08 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 246
რეგისტრ.: 29-March 10
წევრი № 8,505



ერთ ზაფხულს აუცილებლად წავალ ხვამლზე : )


--------------------
when you say nothing at all...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 03:25 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
რუსთაველს უწერია: როდესაც ტარიელი და ავთანდილი შეიყარნენ და ქაჯეთის ციხის ასაღებად ემზადებოდნენ, ტარიელი ამბობს: „მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, დავხოცე დევთა დასები, მას აქეთ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები“. მართლაც შევიდნენ იქ და დახვდათ 40 ოთახი: „პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა“. „ქართლის ცხოვრებაში“ კი ნახსენებია: „მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის სადა უხილავს“. ნახეს ასევე „ზარდახანა“, სადაც უამრავი საბრძოლო იარაღი იყო და იქვე იდგა კიდობანი დაბეჭდილი. ზედ ეწერა: „აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო.“ ჩემი აზრით, ეს არის ახსანა ჯაჭვისა „სალმასარისა“ – ალმასისებრ მჭრელი ხმალი, ანუ მტკიცე რკინა. ამით აიხსნება „პატივცემული გვრდემლის“ მნიშვნელობაც, რაც იგივე რკინის გამოსაკვერი იარაღი ანუ გრდემლია. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს და უკავშირდება ცოდნას, რომელიც რკინის დამუშავების საიდუმლოზე უნდა მიანიშნებდეს. შემდეგ წარწერა კიდობანზე ასე გრძელდება: „თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო! უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო.“ შემდეგ, ეს აბჯრები ჩაიცვეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებმა და ხმალიც გამოსცადეს. მან მართლაც გაჭრა მათი კუთვნილი იარაღი. ტარიელმა და ავთანდილმა წამოიღეს ეს აღჭურვილობა „ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები“ და რაც მთავარია, „გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები“. ეს ხსნის ჟამთააღმწერლის ცნობას, რომ ძნელბედობის ჟამს გამოიტანეს ქვაბულიდან მცირედი განძი და ის დავით ნარინს შეხვდა, ხოლო უმეტესი იქვე „დაუტევეს“. ანუ, ეს ეპიზოდი მთლიანად, ერთგვარი კოდია განსჯისთვის...


რა შუაშია ვეფხისტყაოსნის ეს ამონარიდები ვერ მივხვდი.

ციტატა
– გამოდის, ყველაფერი სიმბოლური და იდუმალია, რაც კი ხვამლის მთას უკავშირდება. ალბათ, ასეთივე დატვირთვა აქვს მის ვიზუალურ მხარესა და სახელს. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს... – როგორც ცნობილია, ოქროს საწმისი, რომლის წასაღებადაც ბერძნები კოლხეთს ეწვივნენ, არესის ჭალაში ინახებოდა და უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. ერთი შეხედვითაც კი ხვამლის მასივი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. რაც შეეხება მის სახელს, რომელიც ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, ისედაც ცხადია, რომ კოსმიური დატვირთვა აქვს.


სავსებით შესაძლებელია, რომ ოქროს საწმისი ყოფილიყო არა ხვამლის მთაზე, არამედ სხვა ადგილას. ოქროს საწმისი ეკიდა მუხის ხეზე, ეს კი მიუთითებს მუხის დიდ მნიშვნელობას ძველი ქართველური ტომების წარმოდგენებში. დასავლეთ საქართველოში ყველაზე მეტად გამოკვეთილი ადგილი მუხის კულტის ოდითგანვე იყო ჭყონდიდი, დღევანდელი მარტვილის რაიონში. რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ ოქროს საწმისის ადგილმდებარეობა სწორედ ჭყონდიდი ყოფილიყო მითის მიხედვით, მით უმეტეს, თუ კუტაია დედაქალაქი იყო მაშინ, მედეას და იასონს უფრო ნაკლები დრო დასჭირდებოდათ სარბენად ჭყონდიდამდე, ვიდრე ხვამლის მთამდე.

ციტატა
გაწოლილ ვეშაპს თასი ზურგზე ადგას, კუდთან კი ყორანი ზის. ჰიდრას ქვემოთ „არგოს“ თანავარსკვლავედია. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი იგივე გრაალია – ოქროს საწმისი, ის უძველესი და საკრალური ცოდნა


რატომ აიგივებს ასე გადაჭრით ოქროს საწმისს და გრაალს ერთმანეთთან...

ციტატა
ცხენზე მჯდომი მერკური და ვენერა, იგივე ისიდა და ოსირისი

მერკური შეესაბამება ღმერთ თოთს და არა ოსირისს.



--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 21 2011, 06:24 PM
პოსტი #14


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მაგ საგანძურის გამო დაიწყო ტავის დროზე ჰიტლერმა ომი საბჭოთა კავშირთან..

IPB-ს სურათი


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NEoN
პოსტი May 20 2012, 10:33 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 15-August 10
წევრი № 9,293



georgios
ციტატა
თუ კუტაია დედაქალაქი იყო მაშინ, მედეას და იასონს უფრო ნაკლები დრო დასჭირდებოდათ სარბენად ჭყონდიდამდე, ვიდრე ხვამლის მთამდე.

ქუთაისიდან ხომლი ბევრად უფრო ახლოა ვიდრე მარტვილი.

---
ჩემი სოფლიდან ჩანს ხომლის მთა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Sep 11 2012, 04:15 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ვიყავით ხვამლზე!

smile.gif


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5693&start=0

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 11 2012, 05:09 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



tamara
ციტატა
ვიყავით ხვამლზე!


როგორი შეგრძნება იყო? ხო კარგი ენერგეტიკაა იქ?


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 11 2012, 09:47 AM
პოსტი #18


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ფილმის ლინკი განაახლეთ რა ვინმემ. გადმოწერა მინდა. სასურველია 1.2 გბ-იანი ვერსია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Sep 11 2012, 02:32 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



მარიამი

მე აღარ მაქვს რომ განვაახლო.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხრიდოლიონი
პოსტი Sep 12 2012, 10:13 PM
პოსტი #20


სიბრძნე,სიმართლე,ძალა!!!
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 9-September 12
მდებარ.: Tbilisi,Vera
წევრი № 12,606



წელს ხვამლზე ვიყავით,სასწაულია გამთენიისა,რომ გადმოიხედები,მთელი დასავლეთი ჩანს,ასევე საოცარია მზის ჩასვლის ნახვა.


--------------------
,,თუნდაც რომ მივდიოდე მე სიკვდილის აჩრდილთა შორის,არ შემეშინდება მე ბოროტისაგან,რადგან შენ,უფალი ჩემთან ხარ."(ფსალმუნნი.22.4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th August 2018 - 01:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი