IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 14 15 16  
Closed TopicStart new topic
> საქართველოს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა ეკლესიასთან დაკავშირებით
კანონისტი
პოსტი Jan 29 2008, 12:29 PM
პოსტი #301


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემას დროებით ვხურავ

მე ძალიან მინდოდა, რომ არსებულიყო ასეთი თემა, სადაც დავდებდით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტებს (თუ დაკვირვებიხართ, ამ თემას ძალიან ხშირად ათვალიერებენ სტუმრის სტატუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდია ინტერესი), აღვნიშნავდით იმ უარყოფით ფაქტებსაც რაც ხდება სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიასთან ურთიერთობაში და ნორმალურად ქრისტიანისთვის შესაფერად ვიმსჯელებდით

სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიძულვილმა (და სიძულვილი, შეგახსენებთ, ყოველთვის ბოროტისგანაა - ადამიანს ერთადერთი რამ უნდა სძულდეს - ცოდვა!) იმხელა აპოგეას მიაღწია, რომ მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება

ჩემი ძმაკაცი მამა ელიზბარის მრევლი და სტიქაროსანია და.... ჰოი, საოცრებავ, ამავე დროს, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი yes.gif უწმიდესმა ხომ მოგვიწოდა, რადიკალიზმში ნუ ჩავარდებითო, მაგრამ რატომღაც გვავიწყდება.....

ამიტომ, ყველაფრის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება: აბსოლუტურად ყველა პოსტი, რომელიც არ იქნება ინფორმაციული ხასიათის (სამართლებრივი აქტი, ან ინფორმაცია კონკრეტული წყაროს მითითებით), წაიშლება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 23 2008, 12:01 AM
პოსტი #302


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული მნიშვნელოვანი ღვაწლისათვის და განსაცდელის დროს ქართველი მრევლის ღირსეულად განმტკიცებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ღირსების ორდენი გადაეცა მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 28 2008, 02:25 PM
პოსტი #303


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის რეგიონს ესტუმრა და სარფში ახალი ეკლესიის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო.

ტაძარი სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს შენდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ტაძრის კურთხევას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და მრევლი დაესწრო. პარაკლისი ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) გადაიხადა.

”საქართველოს კარიბჭესთან ჩვენ სრული მასშტაბით ვიწყებთ ტაძრის მშენებლობას... ამ მშენებლობას პირადად ავიყვან კონტროლზე. ორგანიზაციულ და დაფინანსების საკითხებს უკვე ვაგვარებთ. მსურს მადლობა მოვახსენო მეუფე დიმიტრის იმისათვის, რომ ამ საქმეს ჩაუდგა სათავეში, ასევე მათ, ვინც მეუფეს მხარში ამოუდგა, მათ შორის გივი თარგამაძეს, და ყოველ წუთს გვახსენებს ამ ადგილზე ტაძრის მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე. მინდა მეუფეს ვუთხრა, რომ ეს ტაძარი მისივე ხელმძღვანელობითა და ლოცვა კურთხევით, საქართველოს ეკლესიისა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საქართველოს ღირსება გახდება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 9 2008, 10:58 PM
პოსტი #304


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების საპატრიარქო ტაძარში მიბრძანდა შენდობის მსახურებაზე. მან მის უწმიდესობას, ტაძარში შეკრებილ სამღვდელოებასა და მრევლს, აგრეთვე მთელ საქართველოს და პოლიტიკურ ოპოზიციას შენდობა თხოვა პრეზიდენტობის მანძილზე დაშვებული ნებსით და უნებლიეთ შეცოდებებისთვის. " - როგორც ლოცვებშია და როგორც მისმა უწმიდესობამ ბრძანა, თვით არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს, ამდენად, მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და როგორც პრეზიდენტს უამრავი შეცდომა და ცოდვა მაქვს და გთხოვთ ყველას შენდობას. ქრისტიანის ცხოვრების წესი მიმტევებლობაა და ჩვენც უნდა მივუტევოთ ერთმანეთს", - დასძინა პრეზიდენტმა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 10 2008, 06:19 PM
პოსტი #305


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2008, 12:54 PM
პოსტი #306


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 1 2008 წლის 4 იანვარი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო ტყის ფონდის
კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის
სანერგე უბნის ტერიტორიაზე მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ


1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და საკურორტო-რეკრეაციული ცენტრის შექმნის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდის კასპის ყოფილი სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ყოფილი კასპის სელექციური სატყეო მეურნეობის ორთაჭალის სანერგე უბნის კვარტალ N 4-ის ლიტერი N 1, 2, 4, 7, 9, საერთო ფართობით – 10 ჰექტარი;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე


საქართველოს მთავრობის
განკარგულება
N15 2008 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხვის შესახებ


1. “სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2008 წლის 4 იანვრის სხდომის ოქმი N1) და საქართველოს საპატრიაქოსათვის გადაცემის მიზნით ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდის ნოჯიხევის სატყეოს N2 კვარტალის N6-26 უბნის მიწებიდან ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ხობის მონასტრის მიმდებარე 25.2 ჰა ფართობი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამოსარიცხი მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფართობი დაზუსტდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (დ. ჩანტლაძე) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 23 2008 წლის 18 იანვარი ქ.თბილისი

რუისისა და ურბნისის ეპარქიის სურამის მაცხოვრის ამაღლების სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (1.0 ჰა მიწის ფართობი) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფის შესახებ


1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, რუისისა და ურბნისის ეპარქიის სურამის მაცხოვრის ამაღლების სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სატყეო დეპარტამენტის მართვას დაქვემდებარებული შიდა ქართლის რეგიონის სატყეო სამმართველოს ხაშურ-ქარელის (ყოფილი სურამის) სატყეოს კვარტალ N 15-ის უბან N 21-ში 1.0 ჰა ფართობი;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე


საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 22 2008 წლის 18 იანვარი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ


1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი სიღნაღის სატყეოს კვარტალ N 16-ში 68.6 ჰა ფართობი;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 5 2008, 04:11 PM
პოსტი #307


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცებისათვის, საქართველოს უწმიდესი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თანადგომისათვის და მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობისათვის მისი აღმატებულება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდეს ალექსანდრიის საპატრიარქოს უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი – წმ. მარკოზ მახარებლის I ხარისხის ორდენით

ნებითა ღვთისაითა
თეოდორე II
პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა
და სრულიად აფრიკისა


IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 26 2008, 01:19 PM
პოსტი #308


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



http://www.ipn.ge/ge/index.php?news=6468&hd_line=1

cool.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 14 15 16
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 11:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი