IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ღმერთს (ყოვლისშემძლეს) რა კითხვას დაუსვამდით?..
Adam
პოსტი Sep 26 2010, 11:03 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



ვთქვათ და მოგეცათ შესაძლებლობა თქვენს სიცოცხლეშივე უფალთან წარსდგომის, გაქვთ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება.
რა კითხვას დაუსვამდით?..

პ/ს ვგონებ საინტერესო კითხვები დაისმევა აქ smile.gif



--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 26 2010, 11:06 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ციტატა
ვთქვათ და მოგეცათ შესაძლებლობა თქვენს სიცოცხლეშივე უფალთან წარსდგომის, გაქვთ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება.რა კითხვას დაუსვამდით?.. პ/ს ვგონებ საინტერესო კითხვები დაისმევა აქ

არაფერს დავუსვამდი biggrin.gif
სიჩუმით დავტკბებოდი biggrin.gif


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 26 2010, 11:18 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



ციტატა
არაფერს დავუსვამდი
სიჩუმით დავტკბებოდი


huh.gif

არაფერი გაინტერესებს მართლა? კითხვები არ გებადება?..


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 26 2010, 11:24 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



Adam
ღმერთამდე თუ გავაღწიე რაღა კითხვები უნდა მქონდეს..

starscream
თან არ ვიცი ღმერთს რა უნდა დავუსვა.. მგონი სწორი იქნება რომ არაფერი დაუსვა..


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 26 2010, 11:32 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



starscream

მის წინაშე წარსდგომა, იმას კი არ ნიშნავს, რომ მოკვდი უკვე და შენი სული ელაპარაკება.. მოგეცა შანსი, რომ შენს სიცოცხლეშივე ნახო და იმ უამრავი კითხვიდან არცერთს დაუსვავ?..

აი ისეთი თქვი ახლა, უბრალოდ, რა კითხვები გაწუხებს?..
ნუ თუ არაფერი საერთოდ?.. : /



--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 26 2010, 11:34 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



Adam
ციტატა
მის წინაშე წარსდგომა, იმას კი არ ნიშნავს, რომ მოკვდი უკვე და შენი სული ელაპარაკება.. მოგეცა შანსი, რომ შენს სიცოცხლეშივე ნახო და იმ უამრავი კითხვიდან არცერთს დაუსვავ?.. აი ისეთი თქვი ახლა, უბრალოდ, რა კითხვები გაწუხებს?.. ნუ თუ არაფერი საერთოდ?.. : /

რაც არ უნდა დავუსვა ღმერთს სისულელე იქნება.. ჰოდა დავუსვამ შეკითხვად სიმშვიდეს თქო..
შენ რას დაუსვამ?


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 26 2010, 11:36 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



starscream
ციტატა
ჰოდა დავუსვამ შეკითხვად სიმშვიდეს თქო


ეგ კითხვა არაა..


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 26 2010, 11:37 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



Adam
ციტატა
შენ რას დაუსვამ?



--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 26 2010, 11:42 PM
პოსტი #9


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ის სიმღერა დადეთ რა იუტუბდან
ჰა! ერთი შეკითხვა მაქვს მარტო
ჯოჯოხეთის კარიბჭე რატომ არის ფართო!
ჰა!
ერთი შეკითხვა მაქვს biggrin.gif biggrin.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Sep 26 2010, 11:46 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



მე შეკითხვას არ დავსვამდი, ვთხოვდი: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი"

და თემის ავტორს დავუსვამდი კითხვას ახლავე:

ამ თემის გახსნის მოტივი რა არის ?


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 26 2010, 11:52 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო “იდეა”, რომელმაც თითქმის მთელი ევროპული ლიტერატურა მოიცვა, არის ლეგენდარული გრაალი. თუმცა, გრაალის ლეგენდამ, მიუხედავად თავისი, ერთის მხრივ, მითოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ, ქრისტიანულ-აპოკრიფული წარმომავლობისა, სრულყოფილი, მითოლოგიურ-თეოლოგიური სისტემის სახე თავად ლიტერატურულ თხზულებებში მიიღო. გრაალი უპირველესად ”იდეაა”, რომელიც “ამსოფლიურის ზესთასოფლიურთან შერწყმას” გულისხმობს. გრაალის მცველი წმინდა რაინდები ერთსა და იმავე დროს საერო (რაინდები) და სასულიერო პირები იყვნენ.
გრაალის ლეგენდას პირველად ვხვდებით ფრანგი მწერლის კრეტიენ დე ტრუას ”პერსევალში”. ავტორი უპირველესად სარგებლობდა კელტური მითოსური გადმოცემებით, რომლის სიუჟეტები ”კარდინალურად გარდაქმნა და სანახევროდ ზღაპრული ამბები საკარო მსოფლმხედველობას დაუმორჩილა” [5, 29]. კრეტიენთან გრაალი წმინდა თასია, ზეციდან მტრედის მიერ ჩამოტანილი სეფისკვერის შესანახი ჭურჭელი. ამ თასის ხილვა მხილველს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და სიჭაბუკეს ანიჭებს.
კრეტიენ დე ტრუას ”პერსევალის” სიუჟეტს მისდევს გერმანელი მწერალი ვოლფრამ ფონ ეშენბახი თავის ”პარციფალში”. სიუჟეტური ნათესაობის მიუხედავად, ვოლფრამი ცვლის თხზულების მსოფლმხედველობრივ ასპექტებს. ”კრეტიენთან გრაალის თასის დასაუფლებლად უმთავრესი საფუძვლებია საერო რაინდობა და რიტუალურ-ეკლესიური გზით ცოდვებისაგან განთავისუფლება. ვოლფრამმა გრაალის ქვის მოსაპოვებლად წინამძღვრებში შეინარჩუნა საერო რაინდობისა და ცოდვათა დაძლევის პრინციპები, ოღონდ ვოლფრამთან ცოდვათა გადალახვა, რიტუალურ-ეკლესიური ფორმის ნაცვლად, ცოდნის დახმარებითაა შესაძლებელი” [5, 130]. მსოფლმხედველობრივ ცვლილებასთან ერთად, ვოლფრამი გრაალის თასსაც გარდაქმნის და მას გრაალის ქვად აქცევს. გრაალის ციკლის რომანებში გრაალი ქვად მხოლოდ ვოლფრამთან არის წარმოდგენილი.
ქრონოლოგიურად კრეტიენ დე ტრუას ”პერსევალს” ფრანგი მწერლის რობერ დე ბორონის ”წმინდა გრაალის ისტორია” მოსდევს. ავტორი მთლიანად ქრისტიანულ-აპოკრიფულ ტექსტებს ეყრდნობა. ამდენად, თხზულებაში გრაალის იდეა ქრისტიანიზირებულია და გრაალის თასი იოსებ არიმათიელის წმინდა ბარძიმთან არის გაიგივებული. ეს ის ბარძიმია, რომელშიც აპოკრიფული გადმოცემის მიხედვით, იოსებ არიმათიელმა ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობებიდან გადმოღვრილი სისხლი მოაგროვა. უკლებლივ ყველა დანარჩენი გრაალის ციკლის რომანი ამოზრდილია ან კრეტიენის ”პერსევალზე” ან რობერის ”წმინდა გრაალის ისტორიაზე” და ”გრაალის ორ აღნიშნულ ტრადიციას აკავშირებს ერთმანეთთან”. ”კრეტიენთან გრაალის კომპლექსი ნაყოფიერების კულტისა და ქრისტიანობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. რობერმა ნაყოფიერების კულტის ნიშან-თვისებები გრაალის ციკლს ჩამოაცილა, გრაალის კომპლექსი დაუკავშირა იოსებ არიმათიელის ლეგენდას და გრაალის თასიც წმინდა ქრისტიანულ ტრადიციას შეუხამა” [5, 45].
ჯესი ვესტონი გრაალის ლეგენდის წყაროდ თვლიდა ბუნების უძველეს მითებს. ვესტონი ვეგეტაციურ კულტებს გრაალის ლეგენდის წყაროდ მიიჩნევს, პარალელს ავლებს გრაალის პროცესიასთან და ადონისისა თუ ატისის კულტის რიტუალურ მსვლელობებს შორის. გრაალის მეფის ჭრილობაც ნაყოფიერების დაკარგვად მიაჩნია, ხოლო გრაალის მეფის გამოხსნა ნაყოფიერებისა და სიცოცხლის დაბრუნებას უთანაბრდება [5, 46]. მეცნიერთა ერთი ნაწილი გრაალის კომპლექსის კელტურ წარმოშობას უჭერს მხარს. გრაალის თასის წყაროდ კელტური ლეგენდების მაგიურ ჭურჭლებს თვლიან და მეფე-მეთევზის პროტოტიპის პოვნაც კელტურ მითოსში სურთ [5, 52].
გრაალის ”იდეა” მატერიალურ-ფიზიკური ფორმით სხვადასხვა საგნით არის გამოხატული. გრაალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ღვთაებრივი თასი, აგრეთვე ძვირფასი ქვა, თუმცა გრაალის პარადიგმად შეიძლება გაგებული იყოს ყველა ის განსაკუთრებული წარმომავლობის საგანი, რომელიც მეტ-ნაკლებობით გამოხატავს გრაალის იდეას. XIV საუკუნის უცნობი ავტორის თხზულებაში ”პერლესვაუსი” გრაალი ხუთ სხვადასხვა სახეს იღებს, რომელთაგან უკანასკნელი თასია [13, 118].
ქართულ მითოსურ სამყაროში გრაალის არქეტიპებად ვხვდებით ღვთაებრივ თასებსა და ვარსკვლავთქვებს. გრაალის ხატი დაინახა გრიგოლ რობაქიძემ თამარ მეფის დატყვევებულ შუქურვარსკვლავისა და დვალთა მთაზე მსხდომ მეფეთა თქმულებებში: ”უძველეს დროში, – მოგვითხრობს ერთი თქმულება, – დვალთა მთაზე მეფენი ისხდნენ დროდადრო; ისინი ცდილობდნენ ერთი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაეჭირათ. რა მიზნით? თავიანთ ხალხთა ბედი მართებულად რომ წარემართათ. აზრი ამ თქმულებისა ნათელია: მეფემ თავისი მიწიერი ძალა ციური მადლით უნდა ანოყიეროს და ამტკიცოს. ეს მადლი აქ ვარსკვლავის სახით ვლინდება, თვითონ ვარსკვლავი ”ხატია” გრალისა, პირინეის გრალის ვარიანტით გრალი ქვაა, გვირგვინიდან ამოვარდნილი, ციდან მოსხლეტილი ლუციფერისა და ამ ვარსკვლავთქვას იჭერენ თქმულების მეფენი [9, 260].
შუასაუკუნეებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ლუციფერის სამოსი ძვირფასი ქვებისაგან იყო შემკული. სწორედ ეს ქვები იქცა გრაალის ქვებად. აღნიშნული ლეგენდის სამ ვარიანტს ვხვდებით: ”პირველ ვერსიაში ლუციფერის სამოსელი ძვირფასი ქვებითაა შემკული. ლუციფერის დაცემის შემდეგ ძვირფასი ქვები ადამიანებს გადაეცემათ შესანახად. ლეგენდის მეორე ვარიანტის თანახმად, ადამიანების მიერ ზეციდან მიღებული ძვირფასი თვლებით ღვთისმშობელის ტანსაცმელი გახლდათ მოოჭვილი. ლეგენდის მესამე ვერსიით კი, ყველაზე საუკეთესო ქვა, რომელიც ლუციფერის სამოსელზე ბრწყინავდა, გამორჩეულ ადამიანებს უბოძეს დასაცავად” [5, 111]. ვოლფრამ ფონ ეშენბახი თავის თხზულებაში – ”პარციფალი” გვთავაზობს კიდევ ერთ ვერსიას გრაალის ქვის წარმომავლობის შესახებ: ”სამებისა და ლუციფერის ბრძოლის შემდეგ გრაალი ან ნეიტრალურ ანგელოზებს ჩამოაქვთ, ან ღმერთის განჩინებით ნეიტრალური ანგელოზები ეშვებიან მათგან დამოუკიდებელი გზებით მიწაზე მოხვედრილ გრაალთან” [5, 66].
ციდან ჩამოვარდნილი თუ ჩამოტანილი გრაალის ვარსკვლავთქვა ქართულ მითოსურ ანდრეზულ ეპოქაში ხელთ ეპყრა მეფეს. ქართული თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ტახტი მაღალ მთაზე ედგა. მის სამეფოში მარადიული ზაფხული იყო, რადგან თამარს დრო-ჟამისა და ზამთარ-ზაფხულის გამჩენი ვარსკვლავი ჰყავდა დატყვევებული. ეს ვარსკვლავი მეფე-ქალმა თავისი მსახურის ცნობისმოყვარეობისა და დაუდევრობის წყალობით დაკარგა. ვარსკვლავმა თავი როგორც კი გაითავისუფლა, ცაში გაფრინდა. ცა მოიღრუბლა, ატყდა ქარიშხალი და ქარბუქი, მთა და სასახლე თოვლმა დაფარა. ამის შემდეგ დაიწყო დრო-ჟამმა დინება [7, 35].
შემთხვევითი არ არის, რომ ღვთაებრივ ვარსკვლავთქვას ქალი-მეფე ფლობს. ქართულ მითოსში გრაალი ქალურ საწყისს გამოხატავს. ქალი, ქალწული – გრაალის ერთ-ერთი სულიერი იპოსტასია. ამიტომ არის, რომ ღვთაებრივ გმირებს გამუდმებით უხდებათ მზეთუნახავის გამოხსნა ბოროტ ძალთა ტყვეობისაგან.
ზეციდან ჩამოშვებულ კოშკში გამომწყვდეული ყამარ-კამარის (რომელიც ცის კამარას განასახიერებს) გამოსახსნელად მითიური გმირები – ამირან და ძმანი მისნი ქაჯთა ბატონს ეომებიან. კამარი ასტრალური წარმოშობისაა და ცისიერობის ნიშნად ღვთაებრივ თას-ჯამებს ფლობს. კამარის თას-ჯამები თამარ მეფის შუქურვარსკვლავივით, სამყაროში წესრიგს, ჰარმონიას უზრუნველყოფს. კამარის მითითებით, ამირანი კოშკში ამ თასების კოსმოსურ კანონზომიერებაზე დაფუძნებულ განლაგებას ცდილობს, რაკი ისინი ”ასტრალურ კოსმოსურ ელემენტებად და ზეციურ მნათობთა სინონიმებად” არის მიჩნეული [14, 287]. ამირანი ერთ-ერთ ”გაურჩებულ” თასს დაამსხვრევს. დამსხვრეული თასი გამრთელდება და თამარის ვარსკვლავივით ზეცაში გარბის: ”გატყდა თუ არა ჯამი, მთელმა მთელს უთხრა, ნატეხმა ნატეხს, დადგა ერთი ჟრიამული და ხმაურობა, აიშალა ჭურჭელი და სულ ერთიან გასწია ცისაკენ...” [8, 394]. თასის ცაში გაქცევას ბუნების სტიქიის აბობოქრება, ქარიშხალი, წვიმა და სეტყვა მოჰყვება, ისევე, როგორც თამარის ვარსკვლავის ცაში გაუჩინარების შემდგომ სამეფოში მარადიულ ზაფხულს ქარიშხალი, ქარბუქი და თოვლი ცვლის.
ყამარი და თამარ მეფე, როგორც ციური სხეულების მფლობელნი და მცველნი, თავადაც ამ საკრალურ საგნებს განასახოვნებენ. ისინი გრაალის სულიერი და ფიზიკური იპოსტასები არიან. ხალხური ტრადიციით, თამარ მეფე ქრისტიანული სამების მეოთხე იპოსტასად იყო შერაცხილი.
წმინდა თასისა და ღვთაებრივი ქალების ტყვეობიდან გამოხსნის მითოსი ცნობილია ფშავ-ხევსურეთში. ამ მიზნით წმინდა გიორგის, ხახმატის ჯვრის მეთაურობით მოეწყო ღვთიშვილთა ლაშქრობა ქვესკნელის სამეფოში – ქაჯავეთში. აქედან წამოღებულ საკრალურ საგანთა შორის თავისი მნიშვნელობით უპირველესი თასია. ეს თასი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავებში დაიდება და მასზე რელიგია დაფუძნდება. ამასთან დაკავშირებით ზ. კიკნაძე წერს: ”თასი თავად არის საშო საკულტო ცხოვრებისა. თასიდან, როგორც კერიიდან იფნი, აღმოცენდება კულტი. ამ დროს თასი თითქოს კარგავს თავის უშუალო, თავდაპირველ ფუნქციას, იტვირთავს იმაზე მეტს, რაც მას ბუნებით აკისრია. ამ დროს ის არ ეკუთვნის ადამიანის მიერ დამზადებულ საგანთა რიგს; ის არის ზეციური წარმოშობის”... [6, 112]. თასი ზეციური წარმოშობისაა. ფშავ-ხევსურული ანდრეზის მიხედვით, თასი, ისევე, როგორც გრაალის ვარსკვლავთქვა, ციდან ვარდება და ლიქოკში, კარატისწვერზე ვარდება, სადაც ერთ-ერთი ღვთიშვილის კოპალას სალოცავი დაფუძნდება [6, 160]. ზეციდან ვარდება თასი სკვითურ მითოსში, სადაც ამგვარ საკრალურ ჭურჭელთან ზიარება მხოლოდ განსაკუთრებულ, ბრძოლაში გამარჯვებულ გმირს შეეძლო.
თასი, როგორც ზეციური წარმოშობის საგანი, უკვდავების წყლის ჭურჭელია. ქართულ ფოლკლორში ფართოდ წარმოჩნდა ქვესკნელის უკვდავების ვეშა წყაროსა და თასის საკრალური კავშირი. ”სულეთის” ციკლის ლექსებში ღვთაებრივი თასი ვეშა წყაროსთან ძევს. ეს წყარო სამყაროს ღერძის – ზესკნელს მიბჯენილი სიცოცხლის ხის ფესვებში მოჩუხჩუხებს და ხთონურ ბუნებასთან ერთად ზესკნელურ საწყისსაც მოიაზრებს. ზესკნელურ უკვდავების წყლებთან დაკავშირებული თასის ერთ-ერთ ვარიაციას ჯადოსნურ ზღაპრებში გავრცელებული ”ოქროს ტაშტი” წარმოადგენს. ეს ის ღვთაებრივი ჭურჭელია, რომელშიც პირს იბანს მზე და მასში ”მზის პირნაბანი”, ანუ უკვდავების წყალი ასხია. ინდური უზენაესი შემოქმედი ღმერთის ვიშნუს ოქროს ჭურჭელი უკვდავების ღვთაებრივი სასმელით – ტკბილი რძით არის სავსე [16, 25]. ინდურ ეპოსში ”მახაბხარატა” მითიურ პერსონაჟ დანვანტარს ხელთ უპყრია თეთრი თასი, რომელშიც ასხია უკვდავების სასმელი ”ამრიტა”. ღმერთები და დემონური სულები ერთმანეთს ებრძვიან ამ თასის მოსაპოვებლად. ბრძოლაში ღმერთები იმარჯვებენ [16, 116]. ჰომეროსის ”ილიადაში” უკვდავების სითხით ავსებული თასი ხელთ უპყრია მჭედლობის ღვთაება ჰეფესტოს. იგი ოლიმპოზე ღმერთებს ნექტრითა და ამბროზიით უმასპინძლდება. ჰომეროსის ცნობით, ”ჰეფესტო დიდი ჭურჭლიდან – კრატერიდან თასით იღებდა ნექტარს და ღმერთებს ურიგებდა” [15, 15]. კელტური მითოლოგიის მიხედვით, რომელიც გრაალის უძველესი საწყისების სამშობლოდ არის მიჩნეული, გრაალი შეიძლება იყოს ბრანის – დიადი მითიური გმირის ”მაცოცხლებელი ქვაბი”, რომელშიც მოკლულ მეომრებს ყრიდნენ და აცოცხლებდნენ.
ბრანის ”მაცოცხლებელი ქვაბის” მითოსურ ვარიაციას წარმოადგენს კოლხი მედეას ”ოქროს ქვაბი”. მითოლოგიური და ანტიკური ლიტერატურული წყაროები ერთხმად ადასტურებენ, რომ კოლხეთის ხელმწიფის გრძნეული ასული უკვდავებისა და ”გამაახალგაზრდავებელ” საიდუმლოს ფლობდა. სპეციალურად მომზადებულ წამალს თავის ”ოქროს ქვაბში” ათავსებდა და ამ ქვაბში გამოხარშვით ადამიანს ”ჭაბუკად აქცევდა”. ევრიპიდე მედეას შესახებ გვამცნობს: ”მყისვე აქცია ესონი (იაზონის მამა) სიჭაბუკეში შესულ ტურფა ყმაწვილად, როცა მოაშორა სიბერე, მახვილი გონების წყალობით მოხარშა რა წამალი ოქროს ქვაბებში” [10, 237]. ესქილე ”დიონისეს ძიძებში” მოგვითხრობს, თუ როგორ გამოხარშა თავის ქვაბში მედეამ და გააახალგაზრდავა დიონისეს ძიძები [10, 237]. ფერეკიდეს (ძვ. წ. V ს.) ”თეოგონიაში” ვკითხულობთ: ”ამბობენ, თითქოს მედეამ გამოხარშა იასონი და გააახალგაზრდავა”. ამასვე ადასტურებს ლიკოფრონ ქალკიდელიც (ძვ. წ. III ს.): ”ამბობენ, რომ მედეას მიერ ქვაბში მოხარშული იასონი კვლავ ჭაბუკი გახდაო” [10, 237].
ოქროს ქვაბს მედეას მსგავსად ფლობს ქართული მითოსის პერსონაჟი ”ქრისტის დედა”. ქრისტის დედას ”ოქროს ქოთანში” სითხე – უკვდავების მომანიჭებელი და გამაახალგაზრდავებელი წყალი ასხია, მასში ჩასვლას და განბანვას (”ჩარეცხვას”) ქრისტის დედას გამუდმებით თხოვენ ღვთიშვილები, რასაც ხალხური ლექსიც ადასტურებს:

”ქრისტის დედაო, მაგთხოვ მადლსაო,
ჩამიშვი ოქროს ქოთანშიაო.
ჩამარეცხიენ ღილ-ქამარნიო...” [11, 88].

უკვდავების წყლით – ”ვარდის წყლით” აღვსილი ღვთაებრივი თასი ხელთ უპყრია ქართული მითოსის კიდევ ერთ ქალღვთაებას ”დედა მარიამს”, რასაც ქართული ხალხური მაგიური ტექსტები გვაუწყებს: ”დედა მარიამს თმა აცვია ბროწეულისაო, ჭურჭელი უდგას ოქროსიო, შიგ წყალი უდგას ვარდისაო” [3, 126].
ოქროსთასიანი ღვთაებაა მზის, ნაყოფიერების ქალღმერთი ბარბალეც, რასაც ადასტურებს ბარბალეს სახელთან დაკავშირებული სვანური რიტუალი. თასს, როგორც სარიტუალო ”ნიშანს”, იყენებდნენ ბარბალეს სახელობის სვანურ დღეობა ”ლიქურაში”, ანუ ”ლიქურეში”. დღეობის წინა დღეს, ხუთშაბათს, მელქორაშს (”ლიქურაშის” მორიგე მედღეობე) ბარბალეს სახელობის ეკლესიიდან ”ბარბლა თასი”, ანუ ნიშანი მიჰქონდა და ლოცვა-ვედრებით თავის მარანში ათავსებდა. ”ბარბლა თასს” მელქორაში ბარბალეს სახელობის ეკლესიაში მომდევნო ხუთშაბათს აბრუნებდა და თან ბარბალეს სახელზე ზედაშესა და ლემზირებს სწირავდა [2,29-31].
უკვდავების თასის მფლობელია კახური და აჭარული ფოლკლორიდან ცნობილი კლდის ქალღმერთი. იგი კლდიდან ამოჩუხჩუხებული უკვდავების წყაროს მცველია და უკვდავების წყლის, კლდისა და ამინდის (ქარიშხლის გამომწვევი) გამგებელი ღვთაების ნიშნებს ატარებს. ღვთაებრივი თასის ქალღმერთისაგან გატაცების მოტივს ეფუძნება უძველესი აჭარული მითი წერაქვეთას შესახებ [4,113-183].
ქართული მითოსი უხვად გვთავაზობს ოქროს თასის, როგორც უკვდავების წყლის ჭურჭლის მოტივზე შექმნილ თქმულებებს. ეს თასი ყოველთვის ატარებს გრაალის იდეას და ქალწულის ან ქალღმერთის ცნებას უკავშირდება. როგორც ვნახეთ, ქართულ მითოსში გრაალის თასი ყოველთვის ქალ-ღვთაების საკრალური ატრიბუტია.
ზეციდან გადმოვარდნილი ღვთაებრივი თასი ან ვარსკვლავთქვა, რომლის მოპოვებას მთელი ძალისხმევით ცდილობენ ერთის მხრივ, ხელდასხმული მეფენი, ხოლო მეორეს მხრივ, სამყაროს ბოროტი, ქვესკნელური ძალები, ზოგჯერ უგზო-უკვლოდ იკარგება, გარკვეული პერიოდით საფარველდადებულია და თავს არ აჩენს. ქართული გადმოცემების მიხედვით, ღვთაებრივი თასი ასეთ დროს რომელიმე არაჩვეულებრივი თევზის მუცელში არის დაცული. ზეციდან ჩამოვარდნილ წყალში მოტივტივე თასს თევზი ყლაპავს, რომელსაც დაჭერილი თევზის მუცელში მითიური მებადური პოულობს, სახლში მიაქვს და აღმოაჩენს ზებუნებრივ თვისებას: მასში ჩასხმული წყალი ოქროდ გარდაიქცევა. ეს მოტივი ცნობილია ამირანის ეპოსის ერთ-ერთი ვარიანტით, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ დაიჭირა ამირანმა თევზი, რომლის მუცელშიც ოქროს თასი აღმოაჩინა [12, 3]. ქართული თქმულებებისა და ზღაპრების მიხედვით, მითიური გმირები ოქროს თასს ყველაზე ხშირად თევზის მუცელში პოულობენ.
გრაალის თასის მფლობელი მითიური მეთევზის სახეს გრაალის მოტივზე შექმნილ შუასაუკუნეების ფრანგულ და გერმანულ ლიტერატურაშიც ვხვდებით. ”პერსევალში” მოთხრობილია გრაალის რაინდის პერსევალის თავგადასავალი. პერსევალი ერთ-ერთ მდინარესთან ნავში მჯდომ მეთევზეს შეხვდება, ეს მეფე-მეთევზე გრაალის მეფე აღმოჩნდება და პერსევალს თავის სასახლეში, გრაალის ციხე-სიმაგრეში მიიპატიჟებს [5, 30].
გერმანელი მწერალი ვოლფრამ ფომ ეშენბახი თავის ”პარციფალში” იმეორებს გრაალის მეფე-მეთევზის სახეს. მეთევზისა და წმინდა თევზის მოტივს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გრაალის ციკლის ქრისტიანიზირებულ რომანშიც – რობერ დე ბორონის ”წმინდა გრაალის ისტორია”. ნაწარმოებში მოთხრობილია იოსებ არიმათიელის მოღვაწეობის შესახებ. ქრისტეს ზიარების მაგიდის ანალოგიით, იოსებ არიმათიელი დააფუძნებს გრაალის მაგიდას. აღნიშნული მაგიდის შუაში დაასვენებენ გრაალის თასს, რომელსაც თხელი ნაქსოვი ნაჭერი აქვს გადაფარებული. იოსების სიძის, ბრონის მიერ დაჭერილ პირველ თევზს გრაალის თასიდან ცოტა მოშორებით დადებენ სუფრაზე. გრაალის მაგიდის თავში იოსებ არიმათიელი ჯდება. იოსების მარჯვნივ ზის ბრონი. საბოლოოდ იოსებ არიმათიელი იუდეაში ბრუნდება, გრაალის თასს კი გადასცემს ბრონს, რომელსაც ამ დროიდან მდიდარი მეთევზე ეწოდება [5, 34]. იოსებ არიმათიელის სიძე ბრონი, რომელიც თევზს იჭერს და საბოლოოდ გრაალის თასის მფლობელი ხდება, მითიური მებადურია. იგი გრაალის მეფე-მეთევზეა. გრაალის მეფე-მეთევზის მოტივის მითოსურ ვარიაციას წარმოადგენს ქართული გადმოცემები, რომლებიც მებადურისაგან დაჭერილი არაჩვეულებრივი თევზის მუცელში ნაპოვნ ღვთაებრივ თასზე მოგვითხრობენ.
გრაალის მეფე-მეთევზის ერთ-ერთ მითოსურ სახედ შეიძლება ჩაითვალოს ზეციური წარმოშობის კოლხეთის მეფე აიეტი. კოლხეთი ხომ ზღვისპირის სამეფო იყო და აქვე ინახებოდა გრაალის პარადიგმად მიჩნეული სიწმინდე – ოქროს საწმისი. ოქროს საწმისი ქალურ საწყისს გამოხატავდა, მის სულიერ იპოსტასს კოლხეთის მეფის ასული, ოქროს ქვაბის მფლობელი, ჯადოქარი მედეა წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ კოლხეთის სამეფომ ოქროს საწმისთან ერთად მედეაც დაკარგა.

--------------------------------------------------------------------------
[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[[
[[[[[[[[[[[[[

გრაალის მისტერიის ისტორიულ - ქრისტიანული არსი
„გრაალი“ ეზოთერული თვალსაზრისით ტაბუდადებული სიბრძნის, საიდუმლოებისა და მისტერიების სიმბოლოა. ანტიკური ხანის ავტორები დიოდორე სიცილიელი, ჰეროდოტე და სხვები აღნიშნავენ ეგვიპტური მისტერიების სულიერ მემკვიდრეობას კოლხეთთან. მოგვიანებით ჰანს გზენგერი პირდაპირ მიუთითებს, რომ სწორედ „კოლხეთიდან ხდებოდა ეგვიპტური ეზოთერული ცოდნის გამჟღავნება ბერძნული სამყაროსათვის.“ ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით კი გრაალის მისტერია _ უშუალოდ ვნების პარასკევის ანუ გოლგოთის მოვლენიდან იღებს სათავეს. იოსებ არიმათიელმა, რომელიც პილატე პონტოელის სამსახურში იდგა, მაგრამ ფარულად ქრისტეს მოწაფე იყო, მაცხოვრის ჯვარცმისას უფლის ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი და წყალი იასპის თასში მოაგროვა. ქრისტოლოგიური თვალსაზრისით ეს ის თასია, რომლითაც მაცხოვარმა მოციქულები აზიარა. საიდუმლო სერობა კი, როგორც ცნობილია, სწორედ არიმათიელის სახლში გაიმართა. იესოს სიყვარულისა და ერთგულებისათვის ებრაელებმა შეიძულეს იოსები და დევნა დაუწყეს. აღდგომის შემდგომ ის იძულებული გახდა, თავის ხალხთან ერთად უდაბნოში გადახვეწილიყო. მათ იქ უამრავი განსაცდელი გადაიტანეს; ერთხელ გამოეცხადა უფალი იოსებს და უბრძანა: ზუსტად ისეთივე მაგიდა გააკეთე, როგორზეც სადუმლო სერობის ღამეს მოციქულები ტრაპეზობდნენო. იოსებმა აასრულა უფლის განკარგულება და მართლაც იხსნა ხალხი განსაცდელისაგან. არსებობს გადმოცემა: იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს ფილიპეს უბრძანებია არიმათიელისთვის, დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და თასი თავად ჩაეტანა. სხვა გადმოცემის თუ ლეგენდის თანახმად, გრაალი ერთი მთლიანი კრისტალისგანაა გაკეთებული და სასუფეველიდან გამოძევებამდე ლუციფერის გვირგვინი იყო, რომლიდანაც ლუციფერისა და მთავარანგელოზ მიქაელის ზეციური ბრძოლის დროს იასპის ქვა მიწაზე ჩამოვარდნილა. ალქიმიკოსებისათვის „გრაალი“ ზეციდან ჩამოგდებულ ქვასთან, ანუ „ფილოსოფიურ ქვასთან“ არის გაიგივებული. ხოლო „ფილოსოფიური ქვა“ ანტიკურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში „გრაალი.“ „ფილოსოფიური ქვის“ ძიება არის სულიერი გზა _ რომელიც ანტიკურ თუ ძველბერძნულ მისტერიებში უშუალოდ უკავშირდება ძიებას „ოქროს საწმისისას.“ რამდენადაც „ფილოსოფიური ქვა“ და გრაალი იდენტურად მოისაზრება, ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისით კლასიკურ „გრაალს“ ეწოდება „ოქროს საწმისი.“
უცხოურ წყაროებში სიტყვა „გრაალის“ წარმომავლობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ბერძნული ვერსიით ღვინისა და წყლის შესარევ ჭურჭელს, ლათინური ვერსიით ჭეშმარიტ სისხლს, ხოლო ისლანდიური ვერსიით სიუხვის კალათას ნიშნავს.
„გრაალთან“ დაკავშირებულია ადამიანის ასტრალური სხეულის განწმენდა ქვენა ინსტინქტებისა და ვნებებისაგან. ძველი ბერძნები კი ადამიანის ასტრალური სხეულის გარდაქმნის ამ უდიდეს სულიერ პროცესს „ოქროს საწმისის“ სურათხატით გამოსახავდნენ. არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში პელაზგური არგოსის კულტურის დროს (ნიშანდობლივია, რომ ხომალდის სახელწოდება „არგოსს“ ძირი წმინდა კოლხურია) არის კოლხეთის სულიერ ცენტრებში დაგროვილი ცოდნის ათვისება. სწორედ ამ პერიოდში, გვიანი ბრინჯაოსდროინდელ ეპოქაში, XIII-XII საუკუნეებში ბერძნული კულტურა თანდათან იკავებს მსოფლიოში წამყვან ადგილს.
„გრაალის“ თემა ევროპულ ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ჯვაროსანთა ლაშქრობის შემდეგ. ამის მიზეზია ის, რომ ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის აღებიდან ოცი წლის შემდეგ 1119 წელს იქმნება ტაძრის რაინდთა, ანუ ტამპლიერთა ორდენი. პოეტი იოჰან იოზეფ გორესი (1776-1848 წწ.) თვლის, რომ „გრაალში“ ჩაწნულია უძველეს ქურუმთა საიდუმლო სიბრძნე. იგი პარალელს ავლებს ჰერკულესის თასთან, რომელსაც ბაკხუსის მისტერიების დროს იყენებდნენ. ეს თასი ჰერკულესს მზის ღმერთმა ჰელიოსმა აჩუქა, რომელიც კოლხი მედეას პაპა იყო. ზოგიერთი მკვლევარი „გრაალის“ თასს ჰერმეს მეგვიპტელისა და ჯემშიდის თასსაც უკავშირებს. მათ შორის მთელ რიგ სულიერ დამთხვევებთან გვაქვს საქმე. კერძოდ, პერსეპოლისის ამშენებელი ლეგენდური მეფის ჯემშიდის თასში ჩასხმული სითხეც სიბრძისა და უკვდავების სიმბოლოდ მოისაზრება.
არსებობს ღრმად მისტიკურ-საკრალური მნიშვნელობის ლეგენდა პარციფალისზე (პარსიფალი).
ქრისტეს შობიდან 516 წელს ბრიტანეთის მეფედ აკურთხებენ 15 წლის ართურს. მის სახელს უკავშირდება „მრგვალი მაგიდის“ ორდენის ჩამოყალიბება, რომლის უზენაეს მიზანს „გრაალის“ დაცვა შეადგენდა. ტომას მელორის აზრით (1408-1471 წწ.), მაგიდა მრგვალია იმიტომ, რომ მსოფლიო მრგვალია. არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო მრგვალი მაგიდისკენ უნდა მიისწრაფოდეს.
„გრაალის ორდენის“ რაინდთა შორის იყო რაინდი პარციფალი (პარსიფალი), რაც სიტყვასიტყვით მოხეტიალეს ნიშნავს. ამასთან, ის „რაინდთა ქვრივის“ სახელითაც არის წოდებული. ის „გრაალის“ უკანასკნელი მეფეა, რომელმაც მოიპოვა წმინდა სასმისი და ღვთაებრივ სიბრძნეს ეზიარა. პარციფალის მამა ჰამურატი _ თავისი რაინდული ვალის მოხდის დროს დაიღუპა. დედამ ჰერცელოიდამ გადაწყვიტა, რომ თავისი ერთადერთი შვილი განერიდებინა ყოველგვარი რაინდული ცხოვრებისაგან, რათა მასაც მამის ბედი არ გაეზიარებინა. მან შვილი ტყეში გახიზნა. პარციფალი მთელ დღეებს ბუნების იდუმალი სილამაზის ჭვრეტასა და შეცნობაში ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ საღვთისმეტყველო განათლება არ გააჩნდა, შინაგანად გრძნობდა ღვთის არსებობას. ბავშვისათვის ღვთის გამოვლენის ფორმა იმდენად შეუცნობელი იყო, რომ, როდესაც შემთხვევით საბრძოლო ფორმაში გამოწყობილ რაინდს შეხვდა, მიიჩნია, რომ სწორედ ის იყო ღმერთი. ამ შეხვედრით შთაგონებული პარციფალი გადაწყვეტს რაინდობას. ეს შემთხვევა ხდება სწორედ დედის გარდაცვალების მიზეზი. ტრაგედიით იწყება პარციფალის პირველი ნაბიჯი. პარციფალი დაადგება ხუთწლიან ძიების გზას. იგი ხვდება განდეგილს, ვისგანაც ეზიარება სულიერების უღრმეს საიდუმლოებებს. სრულიად იცნობიერებს კაცობრიობის ხსნისათვის დაღვრილი სისხლის მნიშვნელობას. ამ შეხვედრის დროს კულმინაციას აღწევს ვნების პარასკევის განცდა. უმძიმესად განიცდის დედის დაკარგვას _ ჭეშმარიტი ქრისტიანული სინანულით აღვსილი პარციფალი „გრაალის“ წინაშე წარდგება და ეზიარება მას.
პარციფალს სათნოებისათვის ერგო „გრაალის“ თასი, შუბი და დავით მეფის ჯადოსნური ხმალი.
„გრაალთან“ დაკავშირებულია ისეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვია, როგორიცაა სასწაულმოქმედი შუბი, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა ლონგინუსმა განგმირა ნაზარეველის სხეული და დავით მეფის ჯადოსნური ხმალი.
წმინდა „გრაალი“ ჰიპოფიზის სიმბოლოა _ ანუ ადამიანის თავის ტვინის ქვედა დანამატის, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები არის სწორედ მთავარი წარმმართველი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ფსიქიკური პროცესებისა. ხოლო „სასწაულმოქმედი შუბი“ ეპიფიზის სიმბოლოა. ეპიფიზი თავის ტვინის ზედა დანამატია, რომლის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად მაღალაქტიური ჰორმონები ადამიანის სისხლში გამოიყოფა. კაცობრიობა მას „მესამე თვალის“ სახელწოდებით იცნობს. რაც თანამედროვე შედარებითი ანატომიის ცდებითაც დასტურდება. რენე დეკარტის მიერ ჰიპოფიზი მიჩნეულია უდიდეს საკრალურ არსად _ „ეპიფიზი სულის სამყოფელია,“ _ წერს იგი.
ლეგენდის თანახმად, პარციფალმა „გრაალის“ შუბისა და დავითის ჯადოსნური ხმლის საშუალებით კლინგსორის ხიფათებით სავსე სასახლე უვნებლად განვლო. შემდგომ „ხსნის მთა“ დალაშქრა და „ხსნის მთაზე“ მდებარე ტაძარიც დაიპყრო. ეზოთერული თვალსაზრისით, კლინგსორის სასახლე ცხოველური ენერგიაა, რომლითაც ადამიანი ცდუნდება. „ხსნის მთა“ ადამიანის სხეულია, ხოლო მწვერვალზე არსებული ტაძარი _ თავის ტვინი. უდიდესი ქრისტიანული არსი ამ მოვლენისა არის ის, რომ ფიზიკური სხეული უნდა გახდეს სულის მეგობარი. დაეხმაროს ჩვენს არსებას სულიერი ხედვის გაღვიძებაში, რელიგიური ცნობიერებით შეცვალოს ადამიანის ნერვულ-ენდოკრინული სისტემის მუშაობის ცხოველური რეჟიმი.
ეპიფიზისა და ჰიპოფიზის ჰორმონები არეგულირებენ ადამიანის ბიოლოგიურ რიტმს ნერვულ-ენდოკრინული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისას სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ქრისტოლოგების აზრით, ბიბლიური პატრიარქების ასაკამდე მიღწევა ადამიანისათვის შესაძლებელია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტამპლიერთა ორდენის ჩამოყალიბება უშუალოდ ჯვაროსანთა ლაშქრობის პერიოდს უკაშირდება.
ცნობილია, რომ დიდგორის ომში მონაწილე მხედრობის უმრავლესობა ტამპლიერები იყვნენ. დავით აღმაშენებელსა და იერუსალიმის მეფე ბალდუინ II-ს შორის სულიერი კავშირები არსებობდა. ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს უწოდებდნენ მეფე _ ხუცეს იოანეს. ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა „პარციფალში“ _ მეფე ხუცესი იოანე არის პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძე. ფაირეფიცი ეტიმოლოგიურად ნიშნავს „შავ-თეთრს,“ რაინდულ-მისტიკურ ქმნილებებში _ გმირები შუა საუკუნეებში სიმბოლურად აღნიშნავდნენ რომელიღაც მაღალ იდეას, სულიერი ინიციაციისას. პარციფალი წარმოადგენს დასავლური ეზოთერიზმის გზას, რომელიც ეძებს „გრაალს,“ ხოლო ფაირეფიცი _ აღმოსავლური და დასავლური სიბრძნის შერწყმის გზას, იმავდროულად, თეთრი და შავი რასების შერევას. ეზოთერიზმში რასები დაკავშირებულია მნათობებთან, თეთრი რასა პლანეტა იუპიტერთან, ხოლო შავი რასა _ მერკურთან. შავ-თეთრი არის იმიტომ, რომ ქრისტიანულ _ დასავლური სიბრძნე შერწყმულია არაბულ სიბრძნესთან. ამდენად ხდება დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის სინთეზირება.
დავით აღმაშენებლის ქრისტიანული მსოფლგანცდა დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის ნაერთია, ამდენად გასაგები ხდება, რატომ არის, რომ ძველ ისტორიულ - ჯვაროსნულ ქრონიკებში „შავ-თეთრი“ ანუ მეფე-ხუცეს იოანე სიმბოლურად ნიშნავს დავით აღმაშენებელს.
„გრაალის“ სიმბოლოებია აგრეთვე თვალ-მარგალიტი და ქალწულის დახსნა ბნელ ძალთა ტყვეობიდან. ზვიად გამსახურდიას დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანი“ შესაძლებელია „გრაალის“ პოემად მივიჩნიოთ. ქალწულის დახსნა, ანუ „გრაალის“ მოპოვება, სიმბოლურად განასახიერებს სამშვინველს, რომლის გამოხსნა ხდება დრაკონის ტყვეობიდან.
„გრაალის“ ირგვლივ მსოფლიო ხელოვნებისა და მწერლობის ისტორიაში მრავალი საყურადღებო ნაწარმოებია შექმნილი.
ვოლფგანგ ფონ ეშენბახის უკვდავი პოემა დაწერილია კრეტიენ დე ტრუას დაუმთავრებელი პოე


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Sep 26 2010, 11:57 PM
პოსტი #12


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



starscream
არ გეწყინოს მირო ამგრამ ამას ვინმე თუ წაიკიტხავს არა მგონია.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო ნათქვამია და რა ხდება მოკლედ თქვი აბა smile.gif


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 26 2010, 11:59 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



karpaki
არაფერი ახალი


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მახოროგა
პოსტი Sep 27 2010, 12:00 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 19-July 10
მდებარ.: თბილისი
წევრი № 9,164



ციტატა(karpaki @ Sep 26 2010, 11:57 PM) *

starscream
არ გეწყინოს მირო ამგრამ ამას ვინმე თუ წაიკიტხავს არა მგონია.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო ნათქვამია და რა ხდება მოკლედ თქვი აბა smile.gif



+1


--------------------
„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 27 2010, 12:01 AM
პოსტი #15


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
უკვდავი პოემა დაწერილია კრეტიენ დე ტრუას დაუმთავრებელი პოე

copy paste-ში მოიკოჭლებ biggrin.gif

რა საერთო აქვს შენს პოსტს თემასთან? copy-paste-ს ამუღამებდი?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 27 2010, 12:02 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ikanosi
ციტატა
copy paste-ში მოიკოჭლებ რა საერთო აქვს შენს პოსტს თემასთან? copy-paste-ს ამუღამებდი?

კიდე კაი ის არ დამიწერე არა ქრისტიანულიაო biggrin.gif პროგრესს..


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Sep 27 2010, 12:06 AM
პოსტი #17


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



starscream
ახლა არ თქვა გრაალის არსებობა მჯერაო


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 27 2010, 12:06 AM
პოსტი #18


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მე ვკითხავდი, ალბათ, რატომ არ მიყვარდი მეთქი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
starscream
პოსტი Sep 27 2010, 12:08 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 686
რეგისტრ.: 17-June 10
წევრი № 9,023



ikanosi
ციტატა
ახლა არ თქვა გრაალის არსებობა მჯერაო

შენ მარტო 4 თავის გჯერა.. იხედა ეხლა მაგ უზკი გამოსახედიდან


--------------------
Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah



Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again



Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 27 2010, 12:10 AM
პოსტი #20


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ზოგიერთ მომენტში, როცა ან კარგ ქადაგებას ისმენ, ან ლოცვა მიწვდება სულს და ყველაფერ გარეგნულს გადაგაცლის, გონება ხდება ხოლმე ცხადი, სუფთა.

და გიკვირს, ბოლო დროს, რომელიც შეიძლება 4 5 ან მეტი წელია, როგორ ვერ გრძნობდი ამას, როგორ არ გწამდა, რაღაც უაზრობა და არაფერი როგორ ეფარებოდა გულს, სიტყვებს..

ალბათ, უფალს თუ ვინმე ნახავს, ეს სინათლის ყველაზე დიდი მომენტი იქნება, სინანულის ყველაზე მძიმე განცდა და კიდევ იმისი შეგრძნება რომ არაფრად, არ ღირხარ. არც ღირდი ოდესმე, უბრალოდ სიყვარულის გამო, რითიც შეგქმნეს, დაგარქვეს შეუფასებელი.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 11:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი