IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება?
Alterego
პოსტი Jan 9 2013, 10:09 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ადამიანი თუკი სხვა სარწმუნოებისაა მაგრამ მისი სარწმუნოების ერთგულია, მაგალითად არის სასულიერო პირი, მონასტერში ბერია და მთელი სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნა მაგრამ მართლმადიდებელი არ ყოფილა, თქვენი აზრით ცხონდება? მე ვფიქრობ რომ კი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2013, 10:16 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
დღეს ცოტა ,,შფოთია'' ხომ ხედავ?

დამშვიდდება თუ არა ეგრევე ვისაუბროთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 9 2013, 10:31 PM
პოსტი #3


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



Alterego

სარწმუნოების ერთგულება არაფერშუაშია.

ეგრე მუსლიმებიც წაიკუზებიან და ბაგეებით რაღაცას ამბობენ მაგრამ მანდ მადლი არ გადმოდის ეგ ერთგულება არ არის ეგ ჩვევაა

ერთგული სიყვარულით უნდა იყო თუნდაც სხვაგან არამართლამდიდებლობაშჳ


რათქმაუნდა ცხონდება ადამიანი თუ კეთილშობილია და ზევიდანაა

გახსოვს მოციქულის წიგნში რომ გამოცხადება ნახა სამჯერ ზედიზედ ზეციდან ჭიამატლი ჩამოდიოდა და ეუბნებოდა უფალს, ამას არ შევჭამ რჯული კრძალავსო, მაგრამ უფალი ეუბნებოდა ჭამეო, და ახსნა ის იყო რომ არ უდნა განერჩივა სხვადასხვა ერები

დამშვიდდი შეიძლება სომეხი ხარ თნაც იაღოველი, არ ინერვიულო ღმერთს ყველა უყვარს შენამდეც მოვა მადლი


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 9 2013, 10:51 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



Alterego
მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არამართლმადიდებელი ადამიანი არ ცხონდება. უფალი იმიტომ განკაცდა, რომ კაცთა მოდგმა გადაერჩინა. თუ სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება, მაშინ გამოდის უფლის გამომხსნელი მსხვერპლი საჭირო არ ყოფილა და ისედაც შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ფსალმუნშიც წერია "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და სხვა სარწმუნოების ადამიანი ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 9 2013, 10:53 PM
პოსტი #5


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857



zaz

ვააა მართლა არ ვიცოდი ეგ საოცარია და რა ეშველება იმათ?


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 9 2013, 11:59 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



რაც ჩვენს უფლებამოსილებას არ ეხება იმისაგან თავი შევიკავოთ... ვიცით, რომ ჩვენთან, უფრო სწორად იქ, სადაც ჩვენ ვართ, არის ცხონება, მოდი ამას მივყვეთ.

მსმენია, ასეთი კითხვები ჩნდება იქ, სადაც არ აინტერესებთ ცხონება, საკუთარი თავის გადარჩენა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Jan 10 2013, 12:09 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(Martl_madidebeli @ Jan 9 2013, 10:31 PM) *

Alterego



დამშვიდდი შეიძლება სომეხი ხარ თნაც იაღოველი, არ ინერვიულო ღმერთს ყველა უყვარს შენამდეც მოვა მადლი


შენ რა მაგარი ქსენოფობი იქნები წარმომიდგენია smile.gif) სომეხი ვარ და პლუს იაღოველი ხო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(zaz @ Jan 9 2013, 10:51 PM) *

Alterego
მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არამართლმადიდებელი ადამიანი არ ცხონდება. უფალი იმიტომ განკაცდა, რომ კაცთა მოდგმა გადაერჩინა. თუ სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება, მაშინ გამოდის უფლის გამომხსნელი მსხვერპლი საჭირო არ ყოფილა და ისედაც შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ფსალმუნშიც წერია "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და სხვა სარწმუნოების ადამიანი ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანება.



ხოო? მაშინ გამოდის რო ღმერთი უსამართლო ყოფილა თუკი დავუშვათ მე ესე დავიბადე სხვა სარწმუნოებით ესე გამზარდეს ესე ვუერთგულე ღმერთს და ამის გამო თუ მე დამსჯის ღმერთი რო აი კარგი ბიჭი იყავი, ბევრ სიკეთეს აკეთებდი , ეხმარებოდი გაჭირვებულებს, გიყვარდა შენი მოყვასი და ა.შ, მაგრამ აი მართლმადიდებელი არ იყავი და ამის გამო გასწი ჯოჯოხეთის გზაზეო smile.gif)) არ არის ეს უსამართლობა შენი აზრით? და დარწმუნებული ხარ რო მართლმადიდებლობა იმას ასწავლის რო თუ არ ხარ ჩვენი ეკლესიის წევრი წარწყმედილი ხარო? smile.gif))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Jan 10 2013, 02:44 AM
პოსტი #8


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(zaz @ Jan 9 2013, 10:51 PM) *

Alterego
მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ არამართლმადიდებელი ადამიანი არ ცხონდება. უფალი იმიტომ განკაცდა, რომ კაცთა მოდგმა გადაერჩინა. თუ სხვა სარწმუნოების ადამიანი ცხონდება, მაშინ გამოდის უფლის გამომხსნელი მსხვერპლი საჭირო არ ყოფილა და ისედაც შეიძლებოდა ადამიანების გადარჩენა. ფსალმუნშიც წერია "ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" და სხვა სარწმუნოების ადამიანი ღმერთს კი არა, ეშმაკს ეთაყვანება.


ძაან შორსაა სიმართლისგან...

ვინც არაა მართლმადიდებელი ვერ ცხონდება, ანუ თუ ავიღებ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ მუსლიმანს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ჯოჯოხეთში მოხვდება. არადა შეუძლებელია განსაზღვრო ვის სად წაიყვანს ღმერთი. აქედან გამომდინარე დაშვება რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან არასწორია. (რა ვქნა, მივეჩვიე ასე მტკიცებებს, მათემატიკა თავისას შვება tongue.gif )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Jan 10 2013, 03:11 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(MIRDAT @ Jan 10 2013, 02:44 AM) *

ძაან შორსაა სიმართლისგან...

ვინც არაა მართლმადიდებელი ვერ ცხონდება, ანუ თუ ავიღებ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ მუსლიმანს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ჯოჯოხეთში მოხვდება. არადა შეუძლებელია განსაზღვრო ვის სად წაიყვანს ღმერთი. აქედან გამომდინარე დაშვება რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან არასწორია. (რა ვქნა, მივეჩვიე ასე მტკიცებებს, მათემატიკა თავისას შვება tongue.gif )


აბსოლუტურად გეთანხმები და არ მესმის იმ ადამიანებს ვინც არამართლმადიდებლებს ჯოჯოხეთისთვის წირავენ smile.gif)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 10 2013, 11:09 AM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Alterego
MIRDAT
საკითხი რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ ზალიან რთული და შეიზლება ითქვას პიკანტურიცაა.
მართლმადიდებლები ყოველთვის ერიდებოდნენ და ერიდებიან ამ თემებზე საუბარს , იმიტომ რომ არ ვიცით საკითხის შესახებ თითქმის არაფერი და რომც ვიცოდეთ რამდენად სასარგებლო იქნება ეს სხვა საკითხია.

მართალკია დღეს ბევრი ,,მართლმადიდელური'' ექსტრემისტული დაჯგუფება იმასაც ამბობს რომ უნათლავი ჩვილებიც კი ჯოჯოხეთში ხვდებიან , რაც სრული უგულვებელყოფაა საეკლესიო გადმოცემის.

არსებობს ასეთი გამოთქმარომ ადამიანს 3 რამ გაუკვირდება სამოთხეში როდესაც იქ მოხვდება:
1-მე რა მინდა აქ.
2-ვისაც ელოდა ის რომ არ იქნება.
3-ვისაც არ ელოდა ის რომ იქ დახვდება.

ასე რომ გავანებოთ ამ საკითხს თავი. როგორც წმ.ანასტასი ამბობს-,,არ არის კარგი , ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა.''
არ ვიცით ჩვენ უფალი ვის აცხოვნებს და ვის არა და გავანებოთ თავი დასკვნების კეთებას.
ჩვენი ცხონების საკითხს მივხედოთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 10 2013, 12:18 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



MIRDAT
ციტატა
ძაან შორსაა სიმართლისგან...

ვინც არაა მართლმადიდებელი ვერ ცხონდება, ანუ თუ ავიღებ კონკრეტულ ადამიანს, ვთქვათ მუსლიმანს, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ჯოჯოხეთში მოხვდება. არადა შეუძლებელია განსაზღვრო ვის სად წაიყვანს ღმერთი. აქედან გამომდინარე დაშვება რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან არასწორია. (რა ვქნა, მივეჩვიე ასე მტკიცებებს, მათემატიკა თავისას შვება )

გამოდის, რომ უფლის განკაცება და ჯვარზე აღსრულებული გამომხსნელი მსხვერპლი ამაო ყოფილა, თუ არამართლმადიდებლებიც ცხონდებიან. რა საჭიროა ეკლესიაში სიარული, ღვთის მცნებების შესრულება თუ დაცემული ბუნების კეთილი საქმეეებით შესაძლებელია ცხონება. ამ თემაზე რაზეც ვსაუბრობთ წმ. მამებს უამრავი თხზულება აქვთ დაწერილი.
A.V.M
ციტატა
იმიტომ რომ არ ვიცით საკითხის შესახებ თითქმის არაფერი

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ცალსახაა-არამართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან. გამონაკლისია, მე როგორც ვიცი, აბორტის შედეგად მოწყვეტილ ჩვილთა მდგომარეობა. მათზე ამბობენ სასუფეველში შევლენ, მაგრამ ბრმები იქნებიანო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jan 10 2013, 01:09 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



zaz
ციტატა
მათზე ამბობენ სასუფეველში შევლენ, მაგრამ ბრმები იქნებიანო.


IPB-ს სურათი


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 10 2013, 03:01 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



თქვენი ხელმოწერა (ყველაფერი მის ირგვლივ) და ეს სპამფოტო სრულიად არ შეეფერება ერთმანეთს.

ვფიქრობთ კი იმაზე, რომ ასე ადამიანს ტკივილს, ზიანს ვაყენებთ? ჩვენთვის თუ რაღაც არაფერს ნიშნავს, სხვისთვის ხომ ნიშნავს; შეიძლება ზიანის მომტანი იყოს... არ არის საჭირო ეს, თავის დროზე ისედაც ყველა ყველაფერს მიხვდება, ბუნებრივად და წყნარად, ნაკლები ზიანით. გულისსატკენი დამოკიდებულებაა... ასეთი სპამფოტოებით ხომ გამოხატავ ინტერნეტ სივრცეში იმას, რასაც ბუნებრივად ფიქრობ იმ მომენტში... ხოდა წარმოუდგენელია საერთოდ ასეთი დამოკიდებულება (რაც ამ ანიმაციურ ფოტოზეა) და ქრისტიანობა (არ ვგულისხმობ წესებს, კანონებს და ა.შ, რაზე საუბარიც ასე გამაღიზიანებელია, ერთი სიტყვით თეორეტიკოსობა, იმ შემთხვევაში როცა პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ).

ახლა შეიძლება მეც სპამფოტოთი მიპასუხო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 10 2013, 03:08 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



საინტერესო თემაა, მე არ ვეთანხმები იმას რომ სამოთხეში მარტო მართლმადიდებლები მოხვდებიან, თუ ღმერთი მამაა, მშობელს მართლმადიდებელი შვილიც და ბუდისტიც ერთნაირად უყვარს, მშობელს ყველანაირი შვილი უყვარს.
მართმადიდებლები ალბათ მსოფლიოს მოსახლეობის 5 % არ იქნება აქედან 1% მა თუ ისე იცხოვრა რომ სამოთხეში მოხვდა კარგია, ანუ რა გამოდის, დედამიწის მოსახლეობის 1% -ის გარდა ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება, ეხლა ციფრებზე ნახეთ რამდენია და ესე იყო მილიონობით წელი ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდა, წარმოიდგინეთ რამდენი სული იტანჯება ჯოჯოხეთში.
ჩნდება კითხვა რიღასთვისღა შეიქმნა ადამიანი?


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 10 2013, 03:24 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი, თუკი ის სიწმინდით ცხოვრობს, სათნოა უფლისთვის... მე ასე მიმაჩნია rolleyes.gif ცხონება არცხონების საკითხი უფლის პრეროგატივაა...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Jan 10 2013, 03:53 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(A.V.M @ Jan 10 2013, 11:09 AM) *

Alterego
MIRDAT
საკითხი რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ ზალიან რთული და შეიზლება ითქვას პიკანტურიცაა.
მართლმადიდებლები ყოველთვის ერიდებოდნენ და ერიდებიან ამ თემებზე საუბარს , იმიტომ რომ არ ვიცით საკითხის შესახებ თითქმის არაფერი და რომც ვიცოდეთ რამდენად სასარგებლო იქნება ეს სხვა საკითხია.

მართალკია დღეს ბევრი ,,მართლმადიდელური'' ექსტრემისტული დაჯგუფება იმასაც ამბობს რომ უნათლავი ჩვილებიც კი ჯოჯოხეთში ხვდებიან , რაც სრული უგულვებელყოფაა საეკლესიო გადმოცემის.

არსებობს ასეთი გამოთქმარომ ადამიანს 3 რამ გაუკვირდება სამოთხეში როდესაც იქ მოხვდება:
1-მე რა მინდა აქ.
2-ვისაც ელოდა ის რომ არ იქნება.
3-ვისაც არ ელოდა ის რომ იქ დახვდება.

ასე რომ გავანებოთ ამ საკითხს თავი. როგორც წმ.ანასტასი ამბობს-,,არ არის კარგი , ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა.''
არ ვიცით ჩვენ უფალი ვის აცხოვნებს და ვის არა და გავანებოთ თავი დასკვნების კეთებას.
ჩვენი ცხონების საკითხს მივხედოთ...



კითხვა იმიტო დავსვი და ჩემი პოზიციაც იმიტო დავაფიქსირე რომ ბევრი თვლის რო მართლმადიდებლების გარდა ვერავინ ცხონდება და მაინტერესებდა რამდენი ფიქრობდა ესე რასაც ვთვლი რო არასწორი სწავლებაა და სასულიერო პირი თუ ვინმე ამას ქადაგებს ვთვლი რო მრევლს არასწორად მოძღვრავს და ადამიანებს უნდა ვასწავლოთ ღვთის სამართალი და არა პირიქით, ნუ გვასწავლიან ისე თითქოს ღმერთი უსამართლოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jan 10 2013, 04:01 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ამ საკითხზე უამრავი თემა იყო გახსნილი და მიყვარს ამაზე მსჯელობა, მაგრამ...

შობის ღამისთევის შემდეგ მე და ჩემი მოძღვარი ერთად წამოვედით და დამშვიდობების წინ ვუთხარი: ბუდისტი ბავშვები, რომლებსაც 5 წლის ასაკიდან აბარებენ მონასტრებში და ბუდისტურ ცხოვრებას აწყებინებენ, რა უნდა ქნან მათ, როცა არ აქვთ საშუალება ჭეშმარიტების გაგებისა და მასთან ზიარებისა, განა ცოდოები არ არიან? რა ეშველებათ - მეთქი და მამა იაკობმა მიპასუხა: არსებობს ადამიანში ჩადებული სინდისი. როცა ისინი გაიზრდებიან (ისინი, ვინც მართლა ჭეშმარიტებას ეძებენ) და სიკეთისა და ბოროტების, სიცრუისა და ჭეშმარიტების გარჩევას ისწავლიან, მათი სინდისი არ მიიღებს ბუდისტურ კანონებს, მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში მთავარია არა პირადი კმაყოფილება, საკუთარ ნეტარებაზე ზრუნვა, არამედ ღმერთთან თანაზიარება, ასეთი ადამიანი დატოვებს კიდეც ცრუ რელიგიას და ჭეშმარიტებას დაუწყებს ძებნას.

ხოლო ვინც ეძებს, ის აუცილებლად იპოვის... იყო პასუხი.


ჯერ მართლმადიდებლები ვცხონდებით თუ არა, ესაა საკითხავი. თითქოს სასუფევლის ბილეთები ხელში გვეჭიროს და უკვე სხვის ცხონება - არ ცხონების საკითხებზე ვმსჯელობთ.
უმჯობესია ჩვენ თავებს მივხედოთ და უფალი ვის როგორ განიკითხავს, ეგ უკვე აღარაა ჩვენი საქმე.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 10 2013, 04:39 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



საერთოდ არ მაინტერსებს ეს საკითხი.

საკუთარი ტავი ვერ მიცხოვნებია, სხვისი რა გავანკვლიო (როგორც გურულები იტყვიან)

ღვთის განგებულებაა ეს საკითხი და რამენაირად, ჩემი ჩარევის გარეშე გადაწყვეტს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Jan 10 2013, 05:49 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



თუ ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი სათნოა უფლისთვის, რა საჭირო იყო უფლის განკაცება და ჯვარზე აღსასრული?
benediqt
მე მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია დავწერე. თუ ამ პოზიციას არ ეთანხმები შენი პრობლემაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Alterego
პოსტი Jan 10 2013, 06:07 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



ციტატა(zaz @ Jan 10 2013, 05:49 PM) *

თუ ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანი სათნოა უფლისთვის, რა საჭირო იყო უფლის განკაცება და ჯვარზე აღსასრული?
benediqt
მე მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია დავწერე. თუ ამ პოზიციას არ ეთანხმები შენი პრობლემაა.



ყველა რელიგიას არ ვგულისხმობ, სწორი გზა ქრისიტანობაა მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი არის ჩემი აზრით მოკლე გზა უფალთან მისასვლელად, უფრო სწორი მართლმადიდებლობაა ვიდრე კათოლიციზმი მაგრამ არასწორი იქნება რო კათოლიკე არ ცხონდეს და ის კათოლიკე წმინდანები დედა ტერეზა, პადრე პიო და ასე შემდეგ უსამართლობა იქნება რო ჯოჯოხეთში იწვოდენ იმის გამო რო კათოლიკები იყვნენ და სტალინმა რომელმაც უამრავი ადამიანი დახოცა და მართლმადიდებელი იყო სამოთხეში იყოს smile.gif და სხვა რელიგიის მქონე ადამიანები ბუდისტები და მუსლუმანები ალბათ სინდისის მიხედვით განისჯებიან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 03:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი