IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საფიქრებელი მოკლე ლოცვები, წმ. წერილიდან
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 08:33 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



საფიქრებელნი - ზრახვანი
ანუ მოკლე ლოცვანი სხვადასხვა მდგომარეობისას.

IPB-ს სურათი
- სულიერი განცდები ჩვენთან მაშინ შემოდიან,
როდესაც ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ წერილებს.
ღმერთი არ არის ჩვენგან განშორებული, ან შორს
მყოფი, იგი გვანიჭებს სიბრძნესა და მადლს, რათა
გავუხსნათ მას გულები.


ლოცვები - და განმარტებები
  1. ამაოებისა და სასოებისათვის - და აწ ვინმე არს თმენა ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. | ფს. 38:7 ფსწრაფლმავალი ცხოვრებისათვის
  2. პირველზე უპირველესი - ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო | ფს. 26:4 მხედველობაშია სიწმინდე გულისა
  3. დიდი მეფის ქალაქი - იკითხეთ მშჳდობაჲ იერუსალჱმისა და განგებულებაჲ მოყუარეთა შენთა | ფს. 121:6 მხედველობაშია იესო ქრისტე და სწავლება მისი
  4. მხნედ! - ძლიერად! - განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ | ისუ ნავ. 9:1 მხნეობისათვის, ცხოვრებისეულ ბრძოლაში.
  5. არ შეგვეშინდეს ბოროტის - არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ | ფს. 22:4 არანაირი შიში, გრწმენინ ღვთის სიყვარული.
  6. გულით შემუსრვილთან ახლოს - მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს | ფს. 33:19 ღმერთი ახლოსაა გულით შემუსრვილებთან.
  7. ჩვენი სჯული - რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა | ფს. 24:8 სიკეთე ღვთის მოძღვრებისა
  8. განსაცდელი დისციპლინისათვის - კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი. | ფს. 118:71 განათლება მარადიულობისათვის
  9. სიტყვანი პირისა - და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის. | ფს. 18:15 გონება გულისა...
  10. დავუბრუნდეთ ღმერთს - მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი | ფს. 50:1 მონანიება, პასუხი...
  11. მოქცევა - მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა წინაწარ | გოდებანი 5:21 ღმერთი: "სადა ხარ?" ჩვენ: "მოგვაქციენ უფალო.."
  12. ვიხილოთ რჯული - განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკჳრველებანი შჯულისა შენისანი. | ფს. 118:18 ეხება მომავალი ქალაქის ხილვას
  13. ნუ დაივიწყებ სიონს - აქებდით მას ცანი და ქუეყანა, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ ვალს მას შინა, რამეთუ ღმერთმან იჴსნეს სიონი | ფს. 68:35,36 ეხება ახალ იერუსალიმს
  14. გადარჩენა, მოთმინებითა და იმედით - შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასოჲ ჩემი სიყრმით ჩემითგან | ფს. 70:5 იმედით გადავრჩებით...
  15. ნუ გექნება შიში - ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ | ისაია 41:10 რადგან შენთან ვარ მე
  16. ურყევი სიყვარული - შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა | მეორე სჯულ. 6:5 ჩვენ ღვთის სიყვარული გვჭირდება
  17. დავმდაბლობა და გაცნობიერებულობა - იცოდე, ვის წინ დგახარ | გვახსოვდეს, რომ ყოველთვის ღმერთთან თანდასწერებით ვართ
  18. პური ცხოვრებისა - არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა | მეორე სჯულ. 8:6 მივიღოთ სულიერი საზრდო
  19. სათანადო ყურადღება მივაპყრათ - ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა | ნაუმი 1:7 მოვუხმოთ უფალს ჭირში
  20. სათანადო ყურადღება მივაპყრათ - უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე, მას შეეყო და სახელსა მისსა ჰფუცვიდე | მეორე სჯულ 10:20 ვიყოთ უფალთან ზიარებაში, მივეწებოთ მას
  21. ურთიერთ მოქმედება ლოცვისა - რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე. | იგავთა 11:27 სიკეთის კეთებისათვის.
  22. პარადოქსი და ჭეშმარიტება - ყოველნი გზანი ჩემნი წინაწარიხილენ, რამეთუ არა არს ზაკვა ენასა ჩემსა | ფს. 138:4 გამოვიკვლიოთ გულები, უფალმა იცის ყოველივე წინასწარ.
  23. გულახდილობისათვის, გამჭირვალეობისათვის - სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა, ღმრთისა შენისა. | მეორე სჯულ. 18:13 გულწრფელნი ვიყოთ ღვთის წინაშე.
  24. სიყვარულის დაცვა - ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად | იობი 19:25 ჩვენ მხსნელი გვაცოცხლებს, გვწამს აღდგომისა.
  25. მართალი მსხვერპლი - შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალს | ფს. 4:6გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი და ვაღიაროთ სინანულით.
  26. ირონია და ხსნა - ჴსნა მოუვლინა ერსა თჳსსა, ამცნო უკუნისამდე აღთქმა თჳსი; წმიდა არს და საშინელ სახელი მისი. | ფს 110:9 კაიაფამ ირონიულად თქვა "ჯობია ერთი მოკვდეს, ვიდრე ერიო" თუმცა ირონიულად იწინასწარმეტყველა, მაგრამ ჭეშმარიტად, ქრისტემ იხსნა ერი თვისი.
  27. მოწყალებისათვის - ივასხის ცოდვილმან და არა მიაგის, ხოლო მართალსა ეწყალინ და მისცის | ფს 36:21 ვიყოთ მოწყალენი
  28. დაპირებული ყრმა, ძე - ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ | ესაია 9:6 მთელი ისრაელი გადარჩება.
  29. ღვთის დახმარებისა და შეწევნისათვის - მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო |ფს. 37:23 დამეხმარე უფალო.
  30. მოვუხმოთ უფალს - უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემწყნარებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო. | გამოსვლ. 34:6 იგი მოვა ჩვენთან
  31. ვადიდოთ უფალი - აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი | ფს. 117:1 მოწყალეა იგი
  32. მსასოებელნი ნუგეშინისცემულნი არიან - მოთმინეთა ღმრთისათა იცვალონ ძალი | ესაია 40:31 ვინც მოითმენს მას უფალი ძალას განუახლებს
  33. მწყალობელი - შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე | ფს. 102:8 მადლითა და წყალობით აღადგენს...
  34. ჩვენი გადაწყვეტილება - ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ წმიდა არს. | ისუ ნავ. 24:15 ეს არის ჩვენი ჩვენი გადაწყვეტილება
  35. უფალი ტკბილია და მიმტევებელი - შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ. | ფს. 85:5 ესევდით მას
  36. იესო - სიცოცხლის ხე - ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ. | იგავნი 3:18 ვინც შეიწყნარებს კურთხეული იქნება უკუნისამდე
  37. ცხოვრების გზის ძიებისათვის - მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად. |ფს. 15:11 არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცხოვრების გზის პოვნა
  38. სიყვარული, ჭეშმარიტი სიმდაბლე. - გულისჴმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტაღ დამამდაბლე მე. |ფს. 118:75 უფალი ხშირად გვამდაბლებს სინანულისათვის, რადგან ვუყვარვათ მას.
  39. სიბრძნისთვის. - დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან. |იგავნი. 1:7 ღვთის შიში არის ამოსავალი წერტილ სიბრძნისა და განსწავლულობის.
  40. ღვთის მოწყალებითი ზრუნვა - კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგჳმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. |ფს. 67:20 უფალი ყოველდღე ზრუნავს ჩვენთვის.
  41. მტკიცე გოდოლი - დიდისა ზრახვისაგან ძლიერებისა განცხადებულ არს სახელი ღმრთისა; მას მოუჴდენ მართალნი და ამაღლდენ. |იგავნი. 18:10 ძლიერი და მტკიცეა უფალი, მას შეაფარებენ მართალნი თავს.
  42. დავნებდეთ. - მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა. |ფს. 45:11 დიახ! "მოვიცალოთ" რადგან ვცნოთ, რომ უფალი მეფობს!
  43. ავირჩიოთ წრფელი და სწორი გზა - გზა არს რამე, რომელი წინაშე თვალთა კაცთასა წრფელ იყოს, ხოლო დასასრული მისი მიმყვანებელი მთხრებლად ჯოჯოხეთისად. |იგავნი. 14:12 გავემართოთ მაცხოვრისაკენ, რადგან იგია ცხოვრების გზა.
  44. ღვთის რწმენით - ...მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს... |ამბაკუმისი. 2:5 ვიცხოვროთ ღვთის რწმენით.
ნელ-ნელა დაემატება ზრახვები-საფიქრებელნი (მოკლე ლოცვები)...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 27 2010, 10:39 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დავისწავლოთ და ხშირად ვიმეოროთ ეს სიტყვები დიდი ძალა აქვს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 28 2010, 09:09 AM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აკაკი


ვაიმე აკაკი, კიდევ კარგი შენ მაინც ხარ ამ ფორუმზე, თორემ, აშკარად, დანიშნულება დავივიწყეთ. გაიხარე :smile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 28 2010, 04:26 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მხევალი ნინო

გაიხარე, მადლობა smile.gif

==================
ხოო.. კიდევ დავამატე 10 ლოცვა smile.gif და კიდევ 3
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 3 2010, 11:33 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მოდით ეს თემა, რომ არ იყოს მიძინებული..

ასეთი რამე ვქნათ... მე ნელ-ნელა ზემოთ პირველ პოსტში ვამატებ ამ პატარ-პატარა საფიქრებელ-ზრახვებს, ლოცვის სიტყვებს

და

თქვენც დადეთ თქვენს პოსტებში ასეთი ციტატები რომლებიც განსაკუთრებით შემოდიან თქვენს გულსა და გონებაში... აი როგორც პირველ პოსტშია... ფსალმუნებიდან იქნება თუ სხვა რომელიმე წმინდა წერილის წიგნიდან დადეთ ერთად ვისწავლოთ და ვეცადოთ, რომ გვახსოვდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 10:53 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მოდით რა, გავააქტიუროთ ეს თემა...

ციტატა
თქვენც დადეთ თქვენს პოსტებში ასეთი ციტატები, რომლებიც განსაკუთრებით შემოდიან თქვენს გულსა და გონებაში... რომელსაც ხშირად იმეორებთ ხოლმე.. (თან მიუწერეთ, რა შემთხვევისას, რა სიტუაციში, რას ეხება) აი ისე, როგორც პირველ პოსტშია... ფსალმუნებიდან იქნება თუ სხვა რომელიმე წმინდა წერილის წიგნიდან. დადეთ ერთად ვისწავლოთ და ვეცადოთ, რომ გვახსოვდეს.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 10 2012, 11:25 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი!
აბა რას მოიცავს ეს თემა მითხარი.

აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 11:52 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M

ზემოთ მოყვანილია მუხლები წმ. წერილის სხვადასხვა წიგნებიდან. ეს მუხლები სხვადასხვა ხასიათის შემცველია... ანუ სხვადასხვა დროს ამ მუხლებით შეიძლება ღმერთთან ურთიერთობა. მწუხარებისას მაგლითად ეს მუხლია მოყვანილი... სინანულისას ის მუხლი... შიშის დროს ეს მუხლი... ანუ სხვადასხვა სულიერი მდგომარეობისას რაღაც მუხლი (მოდი ვთქვათ სიტყვები) შეიძლება წარმოთქვა... თუნდაც წმ. წერილიდან, რაც უკვე დაწერილია... (ბოლომდე მაინც ვერ გამოვხატე)

კარგი იქნება თუ ყველა დაწერდა იმ სიტყვებს, რომლებსაც ამა თუ იმ დროს წარმოათქვამენ ან ახსენდებათ, ან იმეორებენ გულში... რაც სხვადასხვა სულიერ განწყობილებას ესადაგება და გულთან მიდის... ამით კი ღმერთთან ურთიერთობის საშვალებას, ლოცვის საშვალებას, იძლევა. კარგი იქნება თუ ყველა დაწერს იმ სიტყვას, რომელიც აღანთებს გულს, ლმობიერს ხდის... სიტყვები (მუხლები წმ. წერილიდან), რომლებიც სხვადასხვა სიტუაციას შეეფერება და გვეხმარება.

აი მაგალითად ეს სიტყვები იმ დროს შეიძლება წარმოთქვა, როცა გამოსავალს ეძებ.. როცა ცდილობ გაიგო ცხოვრების აზრი... რა გზას უნდა დაადგე და იარო:

"ცხოვრების გზის ძიებისათვის - 'მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად' (ფს. 15:11). არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცხოვრების გზის პოვნა".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 11:56 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Jul 10 2012, 11:58 PM
პოსტი #10


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



აკაკი
მეც წავშლი tongue.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოე
პოსტი Nov 3 2012, 10:10 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 137
რეგისტრ.: 19-January 10
წევრი № 7,999



ძალიან საინტერესოა
მადლობა ავტორს


--------------------
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 10:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი