თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ ილუსტრაციები

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 9 2010, 09:03 PM

პირველად დავიწყებ მამუკა თავაქარაშვილით (თავაქალაშვილი).

“ვეფხისტყაოსნის” დასურათებულ ხელნაწერთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია XVII საუკუნის ქართველი პოეტის, კალიგრაფისა და მხატვარ-მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილისეულ ხელნაწერს. იგი მიჩნეულია “ვეფხისტყაოსნის” უძველეს თარიღიან ხელნაწერად.

თავაქარაშვილები ძველი დროიდან მდივნად მოღაწეობდნენ იმერეთის მეფის კარზე. გიორგი ლეონიძე წერს: “XVI – XVII ს.ს. მანძილზე იმერეთის მეფის მდივან-მწიგნობარის სახელს მემკვიდრეობით მამიდან შვილზე ასრულებდნენ აზნაური თავაქალაშვილები (თავაქარაშვილები). ამათგან ალექსანდრე III-ს (1639-1660) კარზე მდივნოდნენ მამუკა (ცნობილი მგოსანი და მხატვარი) და მისი ძმა პაატა; პირველი დატყვევდა 1634 წელს ლევან დადიანის მიერ, ხოლო მეორე 1640 წლიდან საუთებში აღარ მოსჩანს” (1).
მამუკა თავაქარაშვილი სამეგრელოს მთავარს ლევან მეორე დადიანს ტყვედ ჩაუვარდა 1634 წელს, მისი დის, მარიამისა და ქართლის მეფე როსტომის ქორწინებისას ამტყდარი ბრძოლის დროს. მამუკა თავაქარაშვილმა 23 წელიწადი გაატარა ტყვეობაში. ლევან დადიანის კარზე იგი ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მოღვაწეობას.
სამეგრელოს მთავრის კარზე ფართო ლიტერატურული მუშაობა იყო გაჩაღებული. ლევან დადიანი ცნობილი იყო როგორც კულტურისა და მწერლობის დიდი მეცენატი. იგი მრავალ პოეტსა და მწერალს მფარველობდა.

მამუკა თავაქარაშვილმა 1646 წელს ტყვეობაში ყოფნისას გადაწერა და დაასურათა “ვეფხისტყაოსანი”. ხელნაწერის ბოლოს თავად ავტორის ხელით გაკეთებული მინაწერიდან ვგებულოთ: “დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი” (2).

იგი შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. ხელნაწერი იწყება ლევან დადიანის პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაწერა.

(ზემოთ – ლევან დადიანის პორტრეტი. ქვემოთ – რუსთაველი კარნახობს თავაქარაშვილს)

http://www.radikal.ru


ხელნაწერი 39 მინიატურითაა შემკული. მინიატურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები.

(თავად მამაუკა თავაქარაშვილი)

http://www.radikal.ru


შოთა რუსთაველი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 9 2010, 09:45 PM

1647 წელს მამუკამ გადაწერა “შაჰნამეს” გაგრძელების ე. წ. “უთრუთიანსაამიანი” ქართული პროზაული ვერსია (ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში); გალექსა “ზააქიანი”, რისთვისაც გამოიყენა “შაჰნამეს” ქართული პროზაული თარგმანი. მის მიერ გალექსილ “ზააქიან”-ში მოთხრობილია იგივე ამბავი, რაც შაჰნამეში ჯიმშედის, ზოჰაქისა და ფერიდუნის შესახებაა ნათქვამი. მამუკას სხვა მრავალი თხზულებაც უნდა გადაეწერა.
მამუკას ხელითაა შესრულებული ორი სურათი: ფერიდუნი თავისი ცოლებით (ჯიმშედის დებით) არნავაზით და შირინოზით და “აქა ფრიდონს ფურისა ძუძუს აწოვებენ”.


ვაგრძელებ მინიატურების დადებას:


"ვეფხისტყაოსანი", გარე ყდა თავაქარაშვილისეული ილუსტრაციებით

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 9 2010, 10:38 PM

სოფ, როგორ გამახარე ამ თემის გახსნით 2kiss.gif
სეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე სერგო ქობულაძე გამახსენდა თავის ცივი მოლურჯო-მოცისფრო ტონებით wub.gif
IPB-ს სურათი
სერგო სოლომონის ძე ქობულაძე (1909-1978)

დაიბადა ახალციხეში "1909 წლის 7 თებერვალს. თბილისში გადმოვიდა, სერგო ქობულაძეს საშუალება მიეცა საშუალო სკოლაში სწავლასთან ერთად ბ. შებუევისა და ნ. სკლიფასოვსკის ხატვის გაკვეთილებს დასწრებოდა.– „ბავშობაში ძალზედ მიყვარდა ხატვა–ამბობდა მხატვარი, სკოლაში კი, უნდა გითხრათ, რომ გაცილებით უფრო ცუდად ვხატავდი, ვიდე ჩემი თანაკლასელები, მაგრამ საღებავებით უკეთ ვწერდი, ვიდრე ვხატავდი“

1925-1930 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ე.ლანსერესთან, ი. შარლემანთან და გ. გაბაშვილთან.– „პირველ-მეორე კურსზე, – იგონებდა მხატვარი, – აკადემიაში მხოლოდ ხატვას გვასწავლიდნენ. პირველ კურსზე ხატვას გვასწავლიდა ი. შარლემანი, მომდევნო კურსზე კი ე. ლანსერე, ყველაზე მეტი ვისწავლე და შევიძინე გიგო გაბაშვილისაგან, რომელიც ფერწერას გვასწავლიდა. მისგან გავიგე პირველად, თუ რას ნიშნავს თბილი და ცივი ტონები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდიკლება მოახდინა“. თბილისის სამხატვრო აკადემია სულ სამი წლის დაარსებული იყო, აკადემიაში სწავლის გატარებულ წლებს, მისი შემოქმედების ფორმირებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტი სარგებლობდა უფლებით, დასწრებოდა მეცადინეობას სხვა ფაკულტეტებზე. სამხატვრო აკადემიაშივე იღებს დასაბამს მის მიერ ძველი ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა და დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნებით გატაცება.

1931 წლიდან სსრკ-ს დიდი თეატრისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი, სერგო ქობულაძე თეატრში კოტე მარჯანისვილმა მიიწვია 1932 წელს. ამ დროიდან მისი მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული თეატრთან, მან გააფორმა სპექტაკლები თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის და რუსთაველის სახელობის თეატრებში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, და მოსკოვის დიდი თეატრში. მათ შორის თბილისის საოპერო თეატრში მ. შველიძის ოპერა „ამვბავი ტარიელისა“ (1947 წელი) და გრიგოლ კილაძის ბალეტ სინათლეს (1947 წელი) გაფორმებისათვის მას სახელმწიფო პრემიები მიენიჭა– „სსრკ-ს სახელმწიფო პრემიების ლაურიატი“.

1930 წლიდან სისტემატიურად მონაწილეობდა გამოფენებში, რომლებიც თბილისში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ეწყობოდა. 1950-იან წლებში მისი ნამუშევრები გაიგზავნა ვენეციასა და ლონდონში.

1930-1932 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1930 წელს, აკადემიის კურსის დამთავრების შემდეგ, მხატვარი მუზეუმებში დაცულ ძველ ოსტატთა სურათების გასაცნობად, მოსკოვსა და ლენინგრადში მიემგზავრება. წარსული ეპოქებისადმი ინტერესი, რომელსაც მხატვარი დღესაც ინარჩუნებს. თავის დროზე დიდ როლს ასრულებდა მის შემოქმედების ჩამოყალიბებაში, გემოვნებისა და მხატვრულ მიდგომათა გამომუშავებაში.

1938 წლიდან ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წლიდან სერგო ქობულაძემ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდგომში პროფესორი, აკადემიკოსი, ხატვის კათედრის ხელმძღვანელი და ერთ ხანს რექტორი იყო. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მან სასწავლო ნახატის გარკვეული სისტემა შეიმუშავა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა მას. ნატურის შტუდირებისათვის მას არასდროს მიუნებები თავი, მის მოსწავლეებს ახსოვს, რომ ხატვის გაკვეთილებზე პროფესორი ვერ უძლებდა ცდუნებას, ჯდებოდა მათ გვერდით და ნატურიდან ხატვას იწყებდა, მკაფიო ინდივიდუალური თვისებებით დაჯილდოვებული მხატვარი და პიროვნება, სტუდენტების შემოქმედებით თავისებურებათა გამოვლენას, პატივისცემით იღებდა და მათ სულიერი სამყაროს გამდიდრებაზე ზრუნაცდა, იქნებოდა ეს საუბარი სახვითი ხელოვნების კლასიკური მუსიკის, ლიტერატურის შესახებ, თუ კამათი ფეხბურთისა და ჭადრაკის გულშერმატკივრებთან, მსმენელებს ხიბლავდა სერგო ქობულაძის მახვილგონიერება, იუმორი, მოვლენების სრულიად მოულოდნელ ასპექტეშ დანახვის უნარი. 1957 წლიდან გახდა პროფესორი. 1952-1959 წლებში აკადემიის რექტორი.

1958 წელს საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის წევრ კორესპონდენტი.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრისათვის, სერგო ქობულაძემ მოხატა საზეიმო ფარდა (1960) რომეშიც მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა.
IPB-ს სურათი
ფარდა

IPB-ს სურათი
ფარდაზე მუშაობისას

სერგო ქობულაძემ გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპი – „ამ გამოკვლევაზე მუშაობით, – ამბობდა შემოქმედი, –დიდი სკოლა გავიარე, იმდენი რამ ვისწავლე, რასაც მრავალი წლის მანძილზე ვერ შეიძენს კაცი“

1972 წლიდან სერგო ქობულაძე ხელმძღვანელობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის თბილისის გრაფიკის შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი, ახალგაზრდა გარფიკოსების აღზრდის საქმეში.

სერგო ქობულაძე გარდაიცვალა 1978 წელს.

გარდაცვალების შემდეგ გახდა რუსთაველის პრემიის ლაურიატი.
IPB-ს სურათი
დანტე

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

შოთა რუსთაველის

უფრო ვრცლად
http://www.sergo-qobuladze.narod.ru/galereaII.htm

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 10 2010, 09:13 PM

tamuna m

ციტატა
სოფ, როგორ გამახარე ამ თემის გახსნით

smile.gif 2kiss.gif


მამუკა თავაქარაშვილის მინიატურები:

თინათინის დასმა ტახტზე

http://www.radikal.ru


თინათინის გამეფება

http://www.radikal.ru


მეფე როსტევანი და ავთანდილი ნადირობის ჟამს

http://www.radikal.ru


ნახეს უცხო მოყმე ვინმე

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 10 2010, 10:02 PM


ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა

http://www.radikal.ru

ტარიელის მიერ რამაზის დამარცხება

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2010, 10:21 PM

ჯერ ინფორმაციას დავდებ და მერე განვიხილოთ ერთად.
ნახეთ როგორი განსხვავებულია ყველა

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათიIPB-ს სურათი
თამარ აბაკელია

როგორი მონუმენტური ხელი აქვს.
ეტყობა რომ მოქანდეკეს დახატულია.

http://burusi.wordpress.com/2009/07/30/aakelia/

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ირაკლი თოიძე

ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დასურათებაა
http://burusi.wordpress.com/2009/07/08/irakli-toidze/
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ლადო გუდიაშვილი

განსაკუთერებულად დინამიურია
http://burusi.wordpress.com/2009/07/08/rustaveli-2/


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

სევერიან მაისურაძე


მართალია ქართველი არ არის, მაგრამ შედარებისთვის დავდებ

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
მიხაი ზიჩი

http://burusi.wordpress.com/2009/07/07/mixai-zichi/
ესეც საინტერესოა
http://burusi.wordpress.com/2009/10/25/zichi/

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
ქეთი ქავთარაძე
http://burusi.wordpress.com/2009/09/30/keti-kavtaradze/


IPB-ს სურათი hIPB-ს სურათი
ნათელა იანქოშვილი

ეს ქალი შავი ფერის დიდოსტატია!
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი არ მიყვარს, მისი შემოქმედება მომწონს, მაგრამ ეს ილუსტრაციები განწყობას არ მიქმნის :|
http://burusi.wordpress.com/2009/11/18/natela-iankoshvili-3/

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

რუსუდან ფეტვიაშვილი

http://burusi.wordpress.com/2009/04/29/rusudan-petviashvili-pictures/

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 10 2010, 10:48 PM

ეს უცნობი მხატვარია, მაგრამ ძალიან მომწონს
ძალიან თხრობითია
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

http://burusi.files.wordpress.com/2009/07/p1000700.jpg

ამ მხატვრის არსებობა არც ვიცოდი.
საოცრად დეკორატიული და ფერწერულია, მიუხედავად გრაფიკისა

IPB-ს სურათი IPB-ს სურათიIPB-ს სურათი IPB-ს სურათი
ფ. ბიანკონი

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 11 2010, 05:57 PM

სოფიი რა კარგი თემაა, smile.gif ულამაზესი ილუსტრაციებით.

(მე-4 პოსტში ნადირობის სცენა მგონი არაა თავაქარაშვილის?)

"ვეფხისტყაოსნის" მხატვრობა და გაფორმება გამორჩეულია საერო ხელნაწერებს შორის.
გარდა იმისა, რომ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები საერო მხატვრობის საინტერესო და შესანიშნავ ნიმუშებს შეიცავს, მათი უმრავლესობა კალიგრაფიული თვალსაზრისითაც ძალზე მნიშვნელოვანია. smile.gif
ყველაზე მდიდრული და უხვად ილუსტრირებული ხელნაწერი მეთვრამეტე საუკუნეშია შესრულებული. ხელნაწერი ორი უცნობი ქართველი ოსტატის მიერაა დასურათებული და 87 მინიატურას მოიცავს.

http://www.youtube.com/watch?v=4SQ24OKNQI4

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 11 2010, 09:24 PM

ციტატა
მე-4 პოსტში ნადირობის სცენა მგონი არაა თავაქარაშვილის?)

unsure.gif არადა საიდანაც მოვიძიე,იქ გარკვევით წერია თავაქარაშვილისააო,და მგონი სანდოც უნდა იყოს.

ციტატა
ყველაზე მდიდრული და უხვად ილუსტრირებული ხელნაწერი მეთვრამეტე საუკუნეშია შესრულებული. ხელნაწერი ორი უცნობი ქართველი ოსტატის მიერაა დასურათებული და 87 მინიატურას მოიცავს.

http://www.youtube.com/watch?v=4SQ24OKNQI4

ვაა.. არ მქონდა ნანახი,ახლაღა ვიხილე.

მე-18? აქ რო მე-17 აწერია? 17th century miniatures by anonym.
მამუკასიც ხო XVII საუკუნის მინიატურებია,მაგიტომაცაა ალბათ მაგ ვიდეოში ნაჩვენები და ჩემს მიერ დადებული ნადირობის სცენა ერთი და იგივე.

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 12 2010, 01:34 AM

ციტატა
მე-4 პოსტში ნადირობის სცენა მგონი არაა თავაქარაშვილის?) არადა საიდანაც მოვიძიე,იქ გარკვევით წერია თავაქარაშვილისააო,და მგონი სანდოც უნდა იყოს.

არ ვიცი, შეიძლება მე მეშლება , მაგრამ მგონი ეგეც იმ უცნობი მხატვრების ნამუშევარია. აშკარად არ გავს თავაქარაშვილს smile.gif
ციტატა
მე-18? აქ რო მე-17 აწერია? 17th century miniatures by anonym.

ამ ხელნაწერის რამდენიმე მინიატურა შესრულების ტექნიკის მიხედვით მე-18 საუკუნეს ეკუთვნის.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 02:05 AM

ნამდვილად მამუკასია ეგ სცენაც smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 12 2010, 03:22 AM

ქალთა ჯგუფში პირველი მამაკაცის გამოჩენა პატივია biggrin.gif
შესანიშნავი თემაა და ყოჩაღ გოგონებო smile.gif
მე თოიძე და ზიჩი მომწონს smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 01:51 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 12 2010, 03:22 AM) *

ქალთა ჯგუფში პირველი მამაკაცის გამოჩენა პატივია biggrin.gif
შესანიშნავი თემაა და ყოჩაღ გოგონებო smile.gif
მე თოიძე და ზიჩი მომწონს smile.gif

ციტატა
მე თოიძე და ზიჩი მომწონს

გემოვნებას არ უჩივი biggrin.gif
იმედია ქეთი იაქტიურებს ამ თემაში.
როგორც მახსოვს გრაფიკოსია.
მოკლედ ქართულ ილუსტრიაციაზე:

საქართველოში ილუსტრაცია ხელნაწერის გაფორმებასთან იყო დაკავშირებული,. ადრინდელი ილუსტრაციები გამოირჩეოდა ფაქიზი კოლორიტით, ხაზგასმული დეკორატიულობით, შესრულების მაღალი დონით. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბექა ოპიზარის მიერ შესრულებული წყაროსთვის სახარების ყდის მოჭედილობა. წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეების მცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრული წარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.

ქართული წიგნის გრაფიკი ფუძემდებელმა, გ. ტატიშვილმა დამოუკიდებლად შეისწავლა ქსილოგრაფიის ტექნიკა. აღსანიშნავია მის მიერ ილუსტრირებული იაკობ გოგებაშვილის დედა ენა და ბუნების კარი. ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარება დაკავშირებულია ჟურნალების: კვალის, ნობათის, ჯეჯილის, ნაკადულის გამოცემასთან, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები: მ. თოიძე, ა. მრევლიშვილი, ა. ბერიძე, შ. ქიქოძე და სხვები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰ. ჰრინევსკის ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ილუსტრაციები. მ.ზიჩის, ლ. გუდიაშვილის, ს. ქობულაძის, თ. აბაკელიას, ირ. თოიძის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. 1920-იან წლებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული წიგნის ილუსტრაცია. დაინერგა ლითოგრაფია და ქსილოგრაფია (დ. ქუთათელაძე, ვ. ქუთათელაძე, ვ. კეშელავა). ილუსტრაციის დარგში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ: ი. გაბაშვილი, ლ. გუდიაშვილი, შ. ცხადაძე, ზ. ნიჟარაძე, ა. ბანძელაძე, ლ. ცუცქირიძე, თ. მირზაშვილი, თ. ყუბანეიშვილი, ვ. ონიანი, გ. ოჩიაური, ბ. ბერძენიშვილი, ზ. კაპანაძე და სხვები.

XXI საუკუნის ქართულ ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შესრულებული სახარების ილუსტრაციები, რომელიც მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II –ის კურთხევით შესრულდა და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ინახება


პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 12 2010, 05:12 PM

tamuna m

ციტატა
ნამდვილად მამუკასია ეგ სცენაც

ახლა ვნახე 1966 წელს გამოცემული წიგნი "ვეფხისტყაოსნის დასურათება. მინიატურები" და ზუსტად ეგ ნადირობის სცენა ნომერ 5006 ხელნაწერშია რომელიც შესრულებულია ორი უცნობი მხატვრის მიერ ვმე-17 - მე-18 საუკუნეებში.

ეს მინიატურები ტექსტისგან დამოუკიდებლად იხატებოდა. შემდეგ მათ კიდეებზე აწებებდნენ არშიას ტექსტიანი ფურცლების ფორმატისათვის შესახამებლად.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 05:32 PM

qetevani-82
უცნაურია, ინტერნეტის საშუალებით რაც ვნახე, ყველგან მამუკა არის ამ სცენის ავტორი, ხოლო უცნობის მხატვრის დასურათებაში ეს მინიატურა არ შედის.
ნუ, ეს არ ამტკიცებს მის სინამდვილეს, მაგრამ გასაკრვევია "ნამვდილი" ავტორის ვინაობა
მიდი და გაიგე blink.gif huh.gif
ცოტახანი ვეფხისტყაოსნის გარშემო ვიტრიალოთ და მერე ოთხთავების გაფომრებაზე გადავიდეთ.
ორნამენტებზე მოვიძიოთ ინფორმავია.
ქართული ხელოვნების დარგებში ერთ-ერთი საყურადღებოა

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 12 2010, 06:09 PM

tamuna m

ციტატა
მიდი და გაიგე
მგონი არც ისე ძნელი გასაგებია თუ კარგად დააკვირდები smile.gif უბრალოდ შეადარე, თუნდაც მხოლოდ ფერებით არ გავს თავაქარაშვილის ხელწერას..მამუკას უფრო სხვა ხაზი და ფერი აქვს, უფრო ქართული ფერები(არამკვეთრი) ასევე განსხვავდება მოძრაობის სტილიზაცია.
ამ სცენაზე კი სპარსული მინიატურის გავლენა უფრო იგრძნობა, როგორც უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ სხვა დანარჩენ მინიატურებზე.
ამ ხელნაწეერბის მკვლევარები აღნიშნავენ , რომ ნომერ 5006 ხელნაწერის მინიატურული გაფორმება სპარსული მინიატურის გავლენით ან საერთოდ სპარსელი ოსტატის მიერ იყო დასურათებული.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 12 2010, 06:13 PM

qetevani-82
კი, მაგას დავაკვირდი და ვერცერთის ხელს მივამსგავსე.
თიტქოს ორივეს ხელწერისგან გამორჩეულია.
მაგრად დავინტერესდი!

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 12 2010, 06:19 PM

ციტატა
ორნამენტებზე მოვიძიოთ ინფორმავია.ქართული ხელოვნების დარგებში ერთ-ერთი საყურადღებოა

ორნამენტები თუ გაქვთ ძველი ქართული იქნებ ატვირთოთ?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 19 2010, 05:31 PM

ბავშვებო, აქ ოთხთავების გაფორმებაზე შეგვიძია დავწეროთ?
ცოტა ამან დამაბნია "ილუსტრაციები, მხატვრული ლიტერატურისათვის " huh.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 22 2010, 04:52 PM

პასუხი არავინ გამცა, მაგრამ მაინც დავწერ:
ალავერდის ოთხთავი

ქართულ მხატვრულად გაფორმებულ ოთხთავთა შორის გამორჩეული ადგილი ალავერდის სახელწოდებით ცნობილ ხელნაწერს უჭირავს (ხელნაწერი დღეს დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში).

დართული ანდერძის თანახმად, კოდექსი ანტიოქიის მახლობლად, შავი მთის კალიპოსის მონასტრის ქართულ სკრიპტორიუმში დაახლოებით 1053-54 წლებშია გადაწერილი და მოხატული. მასში ვკითხულობთ: "დაიწერა კალიპოსს ლავრასა წმიდიასა ღმრთისმშობელისასა, მეფობასა კოსტანტი მონომახისსა, ანტიოქიას პატრიარქობასა პეტრესსა და ბაგრატის აფხაზთა მეფისა ნოველისიმოსისა სამეუფეოს ყოფასა."

ნუსხა-ხუცურით შესრულებული სახარების ტექსტი გადაწერილია კარგად გამოყვანილ, სპილოსძვლისფერ ეტრატზე, ორ სვეტად.
IPB-ს სურათი
ოთხთავის ტექსტი, გიორგი მთაწმინდელის ანდერძის საფუძველზე, მიჩნეულია ოთხთავზე მუშაობის პირველ ეტაპად, როდესაც ათონელ მამას ორჯერ შეუდარებია ქართული ვერსია ბერძნული ტექსტისა და ადრეული თარგმანისათვის. ალავერდის ოთხთავი იმ გამონაკლის ხელნაწერთა რიცხვს ეკუთვნის, რომელშიც შესრულების ადგილთან ერთად, შემორჩენილია მომგებლის, სიმონის, და გადამწერთა გიორგის, მიქაელის და იოანე დვალის სახელები.

კალიპოსის მონასტერი შუა საუკუნეების ანტიოქიის შავი მთის სავანეთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. იგი მძლავრი სამწიგნობრო ცენტრიცაა, რომლის განსაკუთრებული აყვავება ძირითადად XI საუკუნეში ჩანს. კალიპოსის მონასტრის ზუსტი ადგილ-მდებარეობა დღეისათვის უცნობია, ჟამთა სიავემ იგი სრულიად გაასწორა მიწასთან.

XI-XVII სს-ის დანარჩენი ანდერძ-მინაწერებიც საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ხელნაწერის შემდგომი ისტორიისა და მის "ფართო" გეოგრაფიულ არეალში "მოგზაურობის" შესახებ: 1059 წლის წარწერით ხელნაწერი შეიძინა ივანე პროედროსმა "ძემან ლიპარიტესამან პროედროსისა და პროტარხონისამან," რომელიც ბაგრატ "აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისომოსმან გამოიყვანა კონსტანტიპოვლიტ... და მოვიდეს კაცხს." მან ხელნაწერი კაცხის ღმრთისმშობლის მონასტერს შესწირა. კაცხში ხელნაწერი დიდხანს არ დარჩენილა. XI საუკუნისავე წარწერა გვამცნობს, რომ ვინმე გიორგიმ ოთხთავი შეიძინა და შესწირა "უდაბნოსა ხანცთისასა." XVI საუკუნეში იგი სამცხის მთავრის ქაიხოსროს და მისი მეუღლის თამარის ხელშია. ხელნაწერი მემკვიდრეობით მათმა შვილიშვილმა მზეჭაბუკმა მიიღო. 1614 წელს სამეგრელოს მთავრის, დადიანის კარის მღვდელმა ზებედემ, ოთხთავი გეგუთში, უცნობი პირისაგან შეიძინა. ზებედე 1654 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ალავერდის ტაძრის გალავანში. ანდერძის მიხედვით, ხელნაწერი ზებედეს გარდაცვალების ადგილას უნდა შენახულიყო.

ასე მოხვდა შავი მთის კალიპოსის სავანეში გადაწერილი ხელნაწერი ალავერდის ტაძრის საგანძურში, სადაც XX საუკუნემდე ინახებოდა, შემდეგ კი გადავიდა საეკლესიო მუზეუმის ფონდში. ამდენად, ხელნაწერის სახელწოდება შენახვის ბოლო ადგილიდან მომდინარეობს.

1921 წელს, სხვა ნივთებთან ერთად, ალავერდის ოთხთავიც გაიტანეს საფრანგეთში, მისი დაბრუნება მხოლოდ 1945 წელს გახდა შესაძლებელი.

შედარებით კარგად შემონახული ხელნაწერი ხის ტყავგადაკრულ ყდაშია ჩასმული, მოჭედილია ვერცხლით და მდიდრულადაა შემკული ძვირფასი თვლებით.
IPB-ს სურათი

ხელნაწერის მთავარ ღირსებად მასში ჩართული მინიატურები ითვლება. ისინი მთელი სიცხადით წარმოაჩენენ XI საუკუნის ქართული მინიატურული მხატვრობის მაღალ დონეს.
ოთხთავის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, ხელნაწერში მხატვრული გაფორმების სხვადასხვა ელემენტები მჭიდრო კავშირშია თავად ტექსტის კომპოზიციურ წყობასთან. ტექსტის დაწყება ორნამენტული თავსამკაულით, ინიციალთან ერთად საზედაო ასოების, ჯვრების, ვარსკვლავების, მზიური ნიშნების ჩართვაც მხატვრულ-დეკორატიული სისტემის ჰარმონიულ თანაფარდობას ქმნის და მხატვრისა და გადამწერის დახვეწილ გემოვნებაზე მიგვანიშნებს.

ალავერდის ოთხთავის თავისებურებაა, მასზე დართული და იმ დროის საქრისტიანოში ფართოდ გავრცელებული, ავგაროზ მეფისა და იესო ქრისტეს შორის გამართული მიმოწერა - "ეპისტოლე ავგაროზ მეფისა უფლისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტესა ზედა წარწერილი." ტექსტის თხრობას ზუსტად მისდევს მინიატურები და ქმნიან ნარატიულ ციკლს, რომელშიც თანმიმდევრულად გამოისახა მნიშვნელოვანი სიუჟეტები (სულ 5).
IPB-ს სურათი
(ალავერდის ოთხთავი, A-484. 1054 წ. ქრისტე წერს ეპისტოლეს ავგაროზს )
IPB-ს სურათი
ამ ციკლის აზრობრივ დომინანტს ქმნის მანდილიონის ხელთუქმნელი გამოსახულება. მასზე გამოსახული მაცხოვარი დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა და არ ჰგავს ხელნაწერ წიგნსა თუ კედლის მხატვრობაში გავრცელებულ არც ერთ მანდილიონზე აღბეჭდილ გამოსახულებას.

საუკეთესო ხარისხის პერგამენტი, მინიატურათა მწყობრი კომპოზიციები, დახვეწილი პროპორციები, სახასიათო ფერადოვანი გადაწყვეტა, თავშეკავებულობა და ლაკონიურობისაკენ მისწრაფება ქართულ ხელნაწერს ბიზანტიურ მოწინავე მხატვრულ სკოლასთან აკავშირებს.

ალავერდის ოთხთავის მხატვრული სახე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ XI საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნება ორიგინალობასთან ერთად, ასახავდა ეპოქის და კულტურული გარემოს მოწინავე ტენდენციებს, აგრეთვე ბიზანტიისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის ხელოვნებასთან მჭიდრო კულტურულ ურთიერთობაში ვითარდებოდა.

ნინო ქავთარია. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Feb 22 2010, 08:55 PM

tamuna m
კარგი გოგო ხარ kiss1.gif
მეც მოვძებნი, დისკზე მქონდა ჯრუჭის II ოთხთავის მინიატურები კალიგრაფიული ნუსხურით დაწერილი. გადაწერილი XIIსაუკუნეში და ავტვირთავ.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 28 2010, 08:07 PM

XVIII ს.–ის მინიატურა, ვახტანგ VI და სულხან–საბა ორბელიანი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 9 2010, 08:38 PM

სოფი
სოფ, არ გააგრძელებ მინიატურების თემას? kiss1.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)