IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს
ზებედე
პოსტი Dec 4 2006, 05:32 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



რეალურ შოუს ეკლესია ნეგატიურად აფასებს

საქართველოს მოსახლეობას საკმაო ნაწილი დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ტელესივრცეში ისეთი გადაცემის გასვლის გამო, როგორიცაა „ჯეობარი“ (ტელეკომპანია „რუსთავი 2“). ბუნებრივია, შეშფოთებულია ეკლესიაც. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციას გაგვაცნობს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ცხოვრებაძე:


- ბატონო ზურაბ, როგორია საპატრიარქოს დამოკიდებულება პროექტ „ჯერობარისადმი“?

- ჯერ კიდევ პროექტ „ამტანის“ დაწყებისთანავე გამოჩნდა მანკიერი მხარეები, რაც დამახასიათებელია ამგვარი გადაცემებისთვის. „რუსთავი 2“-ზეც გადის პროექტი „ჯეობარი“. რა შთაბეჭდილებები უჩნდება ქრისტიანს, თუკი თვალს შეავლებს ამ გადაცემას? პირველი ის, რომ ადამიანს პრივატული, კერძო ცხოვრება საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს. ანუ მისი ცხოვრების ყოველი წუთი, მომენტი კამერის ქვეშ ექცევა და ეს შემდეგ საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ხდება. უმეტეს შემთხვევაში, პროექტში მონაწილე ადამიანების მანერა, მეტყველება, ქცევა მაინცდამაინც დახვეწილ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, მეტიც, ზოგჯერ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიუღებელია. არადა, ამას ყოველდღიურად ძირითადად მოზარდები უყურებენ.

- ეს პროექტი ფინანსურად ძალიან წარმატებულია, ე.ი. ის, რაც ფინანსურად წარმატებულია, შეიძლება ითქვას, სულისთვის საზიანოა?

- გადაცემა დიდ აუდიტორიას იკრებს. ახალგაზრდები უყურებენ შეუფერებელ ქცევას, ლაპარაკს, მოქმედებას. დააკვირდით, რა გაღარიბებული ლექსიკითა და ჟარგონით საუბრობენ პროექტის მონაწილენი. ხშირად გოგონებსა და ბიჭებს შორის ურთიერთობები არ შეეფერება ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას. აქ ყოველგვარი ზღვარია დაკარგული, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები. მამაკაცის მიმართ ქალს უფრო მეტი მოწიწება, მამაკაცს კი მეტი თავდაჭერა და სულგრძელება მართებს. თუმცა დღევანდელ ეპოქაში ყველანაირად ცდილობენ, ამგვარი დამოკიდებულებები გაქრეს. პროექტში ისეთი ატმოსფერო იქმნება, თითქოს ეს ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებული საცდელი ობიექტები არიან, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან. აქ მიდის დაუნდობელი ბრძოლა პირველობისთვის. რაც დრო გადის, ამ ბრძოლაში ახალგაზრდები უფრო მიუღებელ ხერხებს იყენებენ. ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ეს პროექტი არის თამაში, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი ისაა, საზოგადოების ცნობიერებაში ჩამოყალიბდეს სტერეოტიპი, რომ ცხოვრებაც მგლური კანონებით იმართება, ადამიანი უნდა იბრძოდეს პირველობისთვის და დაუნდობლად უსწორდებოდეს მოწინააღმდეგეს. ხშირად გაგვიგია პროექტის მონაწილეთაგან, ჩემი ძმაკაციც რომ იყოს, აქ არ დავინდობო, ამ აზრს წამყვანებიც აწვდიან და ხშირად უმეორებენ მათ. მოთამაშეები კი თავს იწონებენ, რომ თვითონაც ამ ცნობიერებისა გახლავან. ამ პროექტში უხამსობის სცენებიც გვახსოვს: მიიყვანეს მეძავი და პირდაპირ ეთერში აჩვენეს თამაშის ერთ-ერთ მონაწილე ბიჭთან მისი ურთიერთობა. ეთერში თქვეს, რომ იგი უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი იყო, სინამდვილეში კი თბილისელი „შესაბამისი პროფესიის“ მქონე გოგონა აღმოჩნდა.

- ახალ პროექტში ცოლ-ქმარი მონაწილეობს...

- ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ადამიანური ცხოვრების რაც შეიძლება მეტი დაფარული მხარე გამომზეურდეს. ალბათ, მალე სექსუალურ ურთიერთობებსაც აჩვენებენ. სხვათა შორის, ეს პროექტი უცხოეთიდან არის გადმოღებული, მაგრამ პროვინციულ წაბაძვას და მდარე იმიტაციას წარმოადგენს. მიმდინარეობს ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვა, ახალი, დროებითი ფასეულობების ჩანაცვლება, ამ გაურკვეველი შოუს მონაწილე მისაბაძი მაგალითი ხდება ბევრი ახალგაზრდისთვის. ის მისთვის ახალი, დროებითი კერპია. აქ ძალიან მზაკვრული გეგმაა ჩადებული: ახალგაზრდობას თვალსაწიერიდან, გონებიდან აცლიან ჭეშმარიტ გმირებს და მის ადგილზე ფსევდო-გმირები ჩნდებიან. მათი მეტყველება, საქციელი, ჩაცმულობა ხდება მისაბაძი ახალგაზრდისთვის და არა ჩვენი გმირები, სამშობლოსა და ეკლესიისთვის თავდადებული ადამიანები. გადაცემა მუდმივად კონფლიქტზეა აგებული. ცდილობენ, ყოველთვის კონფლიქტები აჩვენონ: გოგონა რომ უტლიკინებს ენას ბიჭს, ბიჭი კი შეურაცხყოფას აყენებს მას, მაყურებლისთვის მოწოდებული ქვეტექსტი კი ისაა, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა.

- საეკლესიო სიწმინდეების გამოჩენას ახალგაზრდების ოთახებში რით ახსნით?

- სიწმინდეების ადგილი იქ არ არის, თუ თამაშის მონაწილენი ხატებთან სიგარეტს მოსწევენ, თავისუფლად მოიქცევიან, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ორი რამის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება. მახსოვს, პირველი ეროტიკული ქართული ფილმის პრეზენტაციის შესახებ კინოს სახლში (ბზობა დღეს დაამთხვიეს), ერთმა კინომცოდნემ სიამაყით დაწერა, რომ ადმაიანებს ხელში ბზა ეჭირათ და აი, ეს არის სწორედ კარგი, რომ ამ ორი რამის შეთავსება შეიძლებაო. ე.ი. ადამიანი ეკლესიაში გამოივლის, ბზას იყიდის და მერე ეროტიკულ ფილმს ნახავს. და, თითქოსდა, ეს არის ცხოვრება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით.

- აპირებს თუ არა საპატრიარქო ამ პროექტის მიმართ თავისი პოზიციის გამოხატვას?

- „ჯეობარის“ წინა პროექტის დროს ეკლესიის ოფიციალური პოზიცია გამოითქვა. ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას ნეგატიური შეფასება მისცეს. ჩვენი ეკლესია მუდმივად საუბრობს ამ თემაზე. მღვდლები ქადაგებენ ტაძრებში, ჩვენს გაზეთებში იბეჭდება ამაზე მასალები, რადიოში ამაზე ვსაუბრობთ.

ეს სულის გამომფიტავი გადაცემებია და ძალიან გვაწუხებს იმ ახალგაზრდების ბედი, ვინც ამ ღირებულებებზე გაიზრდება. ასეთ „რეალურ შოუებზე“ აღზრდილ ადამიანებს არ შეაწუხებთ, საქართველოს აფხაზეთი დაუბრუნდება თუ არა. გვეყოლება თუ არა ჯანსაღი საზოგადოება და ა.შ. ეკლესიური ცხოვრება, კარგი პოეზია, ლიტერატურა, კინო - აყალიბებს ქვეყნისთვის გამოსადეგ ადამიანს. ხოლო რაც „ჯეობარში“ ხდება, ესაა სოციალური დარვინიზმი. დარვინის გადარჩევის თეორიის თანახმად, გადარჩება ის, ვინც ძლიერია. თუკი ეს ასეა, მაშინ სადღა რჩება ადგილი ქრისტიანული მორალისთვის? რას გვასწავლის სახარება, რას გვასწავლის მამათა ცხოვრებები? როგორ უნდა გავუმართოთ ხელი უძლურს, გაჭირვებულს, მოყვასს? ჯერ კამერის გარეშეც არ შეიძლება ცოდვის ჩადენა და კამერის წინ ხომ მთელ ქვეყანას შენი ცოდვის თანაზიარს ხდი. ის, რაც ცოტა ხნის წინ სამარცხვინო იყო, ახლა ჩვეულებრივი, მისაღები ხდება. და ამგვარად დეგრადირდება საზოგადოებრივი ცნობიერება.

P.S. ინტერვიუს ჟურნალ „რეიტინგში“ დაბეჭდვის შემდეგ „ჯეობარში“ მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ სპექტაკლის დადგმის გეგმებსაც ადგენდნენ, რომელშიც თავად ჯეობარელებს უნდა ეთამაშათ (საბოლოოდ დაიდგა თუ არა სპექტაკლი, ჩვენთვის უცნობია). როგორც ჟურნალ-გაზეთები გვატყობინებებ, ტელემაყურებლები „ჯეობარის“ ცქერისას ინტიმური სცენების მოწმენიც ხდებიან. იყო შემთხვევა, როდესაც აბაზანიდან გამოსული გოგონა ტელემაყურებლის წინაშე აბსოლუტურად შიშველი წარდგა. ასე რომ, გადაცემის ორგანიზატორების ტაქტიკა გასაგებია - უხამსობის „დოზების“ გაზრდით საზოგადოება, თანდათან, შეაჩვიონ მიუღებელს... გადაწიონ ზღვარი დასაშვებისა. ახალგაზრდობის გარყვნას მშობლების თვალწინ ცდილობენ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 2006 წ.






ვისაუბროთ ამ თემის შესახებ...



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2006, 01:28 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,872
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გუჯა

ნამდვილად აქტუალური თემაა..

სამწუხაროდ რეალურ შოუს, რომელიც სავსეა სიშიშვლით, უხამსი სიტყვებით, უზრდელობით, ნორმალური ადამიანისათვის მიუღებელი საქციელით, უყურებს ახალგაზრდა თაობა, რომელთა ცნობიერებაც ჩამოყალიბების პროცესშია და ცუდ ზეგავლენას განიცდის..

ისინიც კი, ვინც ამ შოუს არ ადევნებს თვალს, ძალაუნებრად მაინც ხედავს დღის განმავლობაში გაშვებულ სარეკლამო რგოლში გაშიშვლებულ მონაწილეებს და მათ უზნეო საქციელს..

სავალალო ისაა, რომ თავად მონაწილეებს ჰგონიათ, რომ ისინი მისაბაძები არიან..

ალბათ, რეალური შოუს ავტორებს სურთ ახალგაზრდობის დეგრადაცია, რათა მათი სულიერება გაირყვნას და გადაგვარდეს..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 4 2006, 10:23 PM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მნათე
ზურა ცხოვრებაძე ამ ინტერვიუში თავისას არაფერს ამბობს. ის ეკლესიის სწავლების ფონზე განიხილავს ყველაფერ იმას, რაც ხდება ჯეობარში. ამიტომ მის პოზიციას (თანამდებობას რომ თავი დავანებოთ) თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ეკლესიის პოზიცია. ის, რომ მგლური კანონებით ცხოვრება, დაუნდობლობა და გარყვნილება არ შეეფერება ეკლესიის სწავლებას, ზურა ცხოვრებაძეს არ მოუგონია biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 4 2006, 10:34 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
ზურა ცხოვრებაძე ამ ინტერვიუში თავისას არაფერს ამბობს. ის ეკლესიის სწავლების ფონზე განიხილავს ყველაფერ იმას, რაც ხდება ჯეობარში. ამიტომ მის პოზიციას (თანამდებობას რომ თავი დავანებოთ) თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ეკლესიის პოზიცია. ის, რომ მგლური კანონებით ცხოვრება, დაუნდობლობა და გარყვნილება არ შეეფერება ეკლესიის სწავლებას, ზურა ცხოვრებაძეს არ მოუგონია


პაპის დოგმატს მაგონებს tongue.gif laugh.gif

პ.ს გეთანხმები tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 5 2006, 12:29 AM
პოსტი #5


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მნათე @ Dec 4 2006, 11:54 PM) *

შორს შორს laugh.gif

კარგი, ხუმრობა იქით იყოს, მართლა საინეტერსოა. აი, პირადად შენ უყურებ რეალურ შოუს? რომელიმეს მაინც?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 5 2006, 12:31 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კარგი, ხუმრობა იქით იყოს, მართლა საინეტერსოა. აი, პირადად შენ უყურებ რეალურ შოუს? რომელიმეს მაინც?


შენ როგორ გგონია ? laugh.gif ადამიანი რომელიც 16 საათს კომპიუტერთან ატარებს რეალურ შოუს როგორ უყურებს? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 5 2006, 12:33 AM
პოსტი #7


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მნათე @ Dec 5 2006, 12:31 AM) *

შენ როგორ გგონია ? laugh.gif ადამიანი რომელიც 16 საათს კომპიუტერთან ატარებს რეალურ შოუს როგორ უყურებს? biggrin.gif

მაშინ შენზეა ნათქვამი: ''ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო'' თუ რაღაც მსგავსი biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Dec 5 2006, 12:44 AM
პოსტი #8


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ჩემი აზრით 21-ე საუკუნეში ვერ აკრძალავ რეალურ შოუებს, მაგრამ ისე მაინც გააკეთონ რომ ბავშვებმა ვერ უყურონ. საზგვარგარეთ ასეთი შოუები სპეციალურ საკაბელო არხებზე გადის.
მოკლედ მაგარი უაზრობაა ეს ჯეო-ბარი. ერთმანეთის ქიშპობა და ინტრიგები აუტანელია ყველაფერს რომ თავი დაანებო.


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 5 2006, 12:46 AM
პოსტი #9


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(_MATASI_ @ Dec 5 2006, 12:44 AM) *

ჩემი აზრით 21-ე საუკუნეში ვერ აკრძალავ რეალურ შოუებს, მაგრამ ისე მაინც გააკეთონ რომ ბავშვებმა ვერ უყურონ. საზგვარგარეთ ასეთი შოუები სპეციალურ საკაბელო არხებზე გადის.
მოკლედ მაგარი უაზრობაა ეს ჯეო-ბარი. ერთმანეთის ქიშპობა და ინტრიგები აუტანელია ყველაფერს რომ თავი დაანებო.

''ამტანი'' ხომ რას ამბობ, იმ დღეს შევესწარი, სადრაც სიბნელეში ისხდნენ, საათი რატომ გააჩერეთო თუ რაღაც მაგდაგვარი blink.gif ნეტა ამ ყველაფრად ღირს ეს ფული, ასე რომ იზიანებს ეს ხალხი თუნდაც ნერვულ სისტემას?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Dec 5 2006, 01:12 AM
პოსტი #10


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



QUOTE
პ.ს რატომაა ზურაბ ცხოვრებაძე ეკლესიის აზრი, ვერ მეტყვით?

დებილო ზურა ახმოვანებს პატირიარქის და წმინდა სინოდის აზრს... ვითომ ვერ ხვდება ეხლა...
და ისე უწმინდესმა სამებაში ქადაგებაზე თქვა ნუ უყურებთო wink.gif

მე ჩემმა მოძღვარმა ამიკრძლალა და მიზეზად და მისახელა ისა, რომ ჯეობარი და საერთოდ ყველა რეალითი შოუ ანადგურებს ეროვნულ თვისებებსა და მენტალიტეტს...

თამარი
ეჰ თამარ სამწუხაროდ ფულის სიყვარული ბევრს ღუპავს, ფულისთვის დედა შვილს ყიდის... sad.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 5 2006, 01:14 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დებილო ზურა ახმოვანებს პატირიარქის და წმინდა სინოდის აზრს... ვითომ ვერ ხვდება ეხლა...
და ისე უწმინდესმა სამებაში ქადაგებაზე თქვა ნუ უყურებთო

მე ჩემმა მოძღვარმა ამიკრძლალა და მიზეზად და მისახელა ისა, რომ ჯეობარი და საერთოდ ყველა რეალითი შოუ ანადგურებს ეროვნულ თვისებებსა და მენტალიტეტს...


ხო ვთქვი შე აყლაყუდავ ვხუმრობ ინტრიგანი ვარ თქო tongue.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 5 2006, 01:18 AM
პოსტი #12


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დავით ივერიელი @ Dec 5 2006, 01:12 AM) *

დებილო ზურა ახმოვანებს პატირიარქის და წმინდა სინოდის აზრს... ვითომ ვერ ხვდება ეხლა...
და ისე უწმინდესმა სამებაში ქადაგებაზე თქვა ნუ უყურებთო wink.gif

მე ჩემმა მოძღვარმა ამიკრძლალა და მიზეზად და მისახელა ისა, რომ ჯეობარი და საერთოდ ყველა რეალითი შოუ ანადგურებს ეროვნულ თვისებებსა და მენტალიტეტს...

თამარი
ეჰ თამარ სამწუხაროდ ფულის სიყვარული ბევრს ღუპავს, ფულისთვის დედა შვილს ყიდის... sad.gif

დედა,ე ს რა მოკრძალებული ბიჭი ყოფილა,ახლაც არ ამომდის თვალებიდან biggrin.gif
ჰო, მართალი ხარ ისე


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 5 2006, 01:21 AM
პოსტი #13


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(მნათე @ Dec 5 2006, 01:19 AM) *

შენზე, კაიროსზე და კანუდოსელზე აბოდებს laugh.gif

რა იცის მაგან, ვინ ვარ biggrin.gif
რა მოკრძალებულად დააკაკუნა, როგორ წყნარად შემოვიდა ოთახში, უჰ, თავლიდან არ ამომდის biggrin.gif
შეადარე ახლა ეგეთი და ჯეობარელი ახალგაზრდები ერთმანეთს smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Dec 5 2006, 02:16 AM
პოსტი #14


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



თამარი
ბოდიში თუ რამე ცუდად გამომივიდა... ღმერთმა განგვსაჯოს ყველა wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Dec 5 2006, 10:48 PM
პოსტი #15


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ზირაბ ცხოვრებაძე საპატრიარქოს აზრს აფიქსირებს და რა არის ამასში საკამათო?

ამტანი საერტოდ მაგარი საშინელებაა იმ ვირტხებს გვანან ექსპერიმენტებს რომ ატარებენ


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Dec 6 2006, 12:21 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



მართლაც ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა რეალური შოუბეი და მიზეზი სამწუხაროდ მაღალი რეიტინგია რომელითაც სარგებლობენ ეს შოუები, რაც უფრუ გულ დამწყვეტელია რომ მეტი წილი ახალგაზრდები არიან მაყურებლები ამ ყველაფრის.
და ხარჯავენ დროს, ამ არა ჯანსაღ ტელე გადაცემებში .


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Dec 6 2006, 12:45 AM
პოსტი #17


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(დავით ივერიელი @ Dec 5 2006, 02:16 AM) *

თამარი
ბოდიში თუ რამე ცუდად გამომივიდა... ღმერთმა განგვსაჯოს ყველა wink.gif

blink.gif რა ცუდად, რაზე იხდი ბოდიშს?
მართლა საოცრად მოკრძალებულად იქცეოდი, როცა გნახე და ეს აღვნიშნე blink.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Dec 6 2006, 05:28 PM
პოსტი #18


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ეს შოუები და არა მარტო ეს ( საერთოდ ტელევიტორს ვაბშვების უმეტესობას არ აყურებინებენ აქ) რისიც მე დიდად მომხრე ვარ. უმეტესობა გადის კომერციულ ტელეარხებზე, რასაც ვერ აკრძალავ, სამწუხაროდ აწაც მარალი რეიტინგი აქვს. მშობლების უმეტესობა ცდილობენ ოჯახში არსებული პრობლემების შესახებ არ შეატყობინონ თავიანთ შვილებს, არათუ ვიღაცის დაძაბული ურთიერთობა მოახვიონ თავს.
უკეთესი არ იქნებოდა ის თანხები, რომელიც ამ შოუების მომზადება ჯდება, რაიმე შემეცნებით გადაცემებს მოხმარდეს, რაც ყველასთვის უფრო საინტერესო იქნება, ცოდნას შეძენს ადამიანს.თუნდაც სხვა ტელეკომპანიების მიერ მომზადებული გადათარგნონ და გაუშვან ეთერში. ან ჩვენიუ ჯურნალისტები ცოტა მეტად დაიტვირთონ და მოამზადონ პირადად გადაცემები, ნუთუ ასე ცოტა თემაა საინტერესო?


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lelenika
პოსტი Jan 26 2007, 05:24 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 120
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 912



ამჟამად რეალური შოუების ბუმია,მაგრამ ეს შოუები ყოვლად უხარისხოა და რაც მთავარია არანაირი მორალის მატარებელი არაა..მაგრამ ჩვენი ერი გვიან მიხვდება ამას..20 30 წლის წინ მოსკოვში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ცენტრალურ ადგილას ააგეს მინს ოთახი სადაც ქალი და კაცი ცხოვრობდნენ მგონი ეს რეალურ შოუზე უარესიაsmile.gifდა ისინი იქ გარკვეული დროსი მანძილზე ცხოვრობდნენ..ამას დიდი ამბავი მოყვა და მალე მიხვდა რუსეთი რომ ამით ერს ღუპავდნენ..სამწუხაროდ ჩვენ სხვის შეცდომებზე იშვიათAდ ვსწავლობთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jan 26 2007, 05:35 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



მე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინაარმდეგე ვარ რეალური შოუების, მაგრამ მგონია, რომ რაც ბევრს ვისაუბრებთ მაგაზე, რეკლამა გამოგვივა და მეტი არაფერი
მე პირადად არ ვუყურებ და მორჩა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 08:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი