ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსით დახატული სურათი..., სურათები ლექსების თანხლებით... |
*ნინო* |
Aug 1 2009, 04:38 PM
პოსტი
#441
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
გმოვიდოდი სახლიდან გარეთ,
მკერდგაღეღილი წვიმაში, ქარში ვიცინოდი თუ ვტიროდი მწარედ, მე სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ.. რა დამავიწყებს წუთებს ტკბილ-მწარეს, როცა თვალები გეძებდნენ ხალხში გეტრფოდი შენ და ვუმზერდი მთვარეს როს სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ.. ძველი ტკივილი რამ განმიახლა, როგორ ვეწამე და როგორ დავშრი და შენ არ იცი, არ იცი ახლაც რომ სიგიჟემდე მიყვარდი მაშინ... |
MARI-MARIKO |
Aug 2 2009, 01:52 AM
პოსტი
#442
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
ნონააა!! კეთილი იყოს შენი შემოერთება ჩვენთან! წერე და გაგვახარე!
|
neo |
Aug 2 2009, 12:51 PM
პოსტი
#443
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დროის ბოლო წვეთი
ვიღაცა მოდიოდა, ვიღაცა მიდიოდა, დრო კი უსვენებლად, ნელნელა მირბიოდა ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაცა მიყვარდა დღედაღამ ფიქრებში, ცხრა მთასთასთან მიმყავდა ვიღაცა უწყვეტად სულ ჩემზე ლოცულობდა ვიღაც კი ცდუნების ხერხებსაც პოულობდა ვიღაცამ თავის გაწირვაც მომთხოვა ვიღაცამ თავი გაწირა ჩემთვის გაწირა და გულში იისფრად მოთოვა ეს თოვლი მას შემდეგ სულ ლაღად მერთვის ვიღაცა დღედაღამ მენატრებოდა ვიღაც კი მნატრულობდა ხერთვისს ვიღაცა სულ მუდამ ერს მექაჩებოდა ვიღაც კი მიმეტებდა ბერთვის მზე ადი – ჩადიოდა, დრო გადი - გადიოდა, და სისხლის ბოლო წვეთი, წურწურით გამდიოდა ხორციც გავიხადე, ცისკენ გავეშურე მადლის ნაკადულებს წყურვილით დავეშურე -------------------- www.cordesign.ge
|
ნანინა |
Aug 2 2009, 12:59 PM
პოსტი
#444
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
*ნინო*
მაგარი ლექსია.... -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნონა |
Aug 2 2009, 06:17 PM
პოსტი
#445
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონააა!! კეთილი იყოს შენი შემოერთება ჩვენთან! წერე და გაგვახარე! მადლობა მარიკო, წვიმა როგორ მოვა, ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა... მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა. გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება... სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება. მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად, გთხოვ და... ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება. მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა... თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი... თუნდაც გამებუტე... მოდი, ჩამეხუტე. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
MARI-MARIKO |
Aug 5 2009, 01:08 AM
პოსტი
#446
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
მადლობა მარიკო, წვიმა როგორ მოვა, ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა... მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა. გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება... სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება. მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად, გთხოვ და... ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება. მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა... თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი... თუნდაც გამებუტე... მოდი, ჩამეხუტე. ჩემო კარგო ეს ვისიააა? ზანგურს გავს თითქოს ააა? |
MARI-MARIKO |
Aug 5 2009, 02:38 AM
პოსტი
#447
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
ლამაზი სული ანათებს კაცში, ეს ერთი ციცქნა ციცინათელა, ვით ბრილიანტი ათას კარატის ამშვენებს სხეულს ძალზე ძლიერად. ნაზი გრძნობებით აღვსილი გული და სხივთა ფერით ნაქარგი ზეცა აკიაფებულ მნათობებს სულში, ვერ ჩამობერტყავს ცხოვრების სევდა. ლამაზი სული ასხივოსნებს კაცს... ძლიერი არის მისი ნათება... ეს ბრწყინვალება ყველას არ ხვდება, სხივს გიწილადებს? შენშიც დარჩება (მ. მიროტაძე) |
ნონა |
Aug 5 2009, 10:16 AM
პოსტი
#448
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ჩემო კარგო ეს ვისიააა? ზანგურს გავს თითქოს ააა? ავტორი ნიკა ჩერქეზიშვილია და მე ზანგურ პოეზიას საერთოდ არ ვიცნობ ჰოდა ეგ კომპლიმენტი იყო თუ მინიშნება ლექსი რეპის სურნელს მაყნოსინებსო?! ჩემს შინაგან წყობას ლექსის იდეა კარგად შეეხმიანა და ... მომწონს! -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
უჩა |
Aug 5 2009, 11:04 AM
პოსტი
#449
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ჩემი ნენე და დედაშენი
დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენეი - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენეი - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენეი - მიუძღვება გუთანს, დედაშენს, - ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე - ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ, ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ ქარში, ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენეი - წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი - მხოლოდ თვალებს მალავს. ჩემი ნენეი - წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი - ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი - ეშმაკის გზას იბედებს ჩემი ნენეი - სამოთხის გზას გაშლის დედაშენი - თორმეტ აბორტს იკეთებს ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში... ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!... ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს. ესეც ვიდეოვერსია. http://www.myvideo.ge/?video_id=542111 -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ნონა |
Aug 5 2009, 11:35 AM
პოსტი
#450
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ჩემი ნენე და დედაშენი უჩა მე ძალიან მომწონს როის ეგ ლექსი და საერთოდაც კარგად წერს ეგ ბიჭი გვეიმედება რომ იცოდე და კარგადაც კითხულობს საკუთარ ლექსებს -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
ლურჯი ბუ |
Aug 5 2009, 11:43 AM
პოსტი
#451
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
ჩემი ნენე და დედაშენი
უჩა უძლიერესი ლექსია! -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
MARI-MARIKO |
Aug 5 2009, 08:11 PM
პოსტი
#452
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
მ. მიროტაძე ღამეში: ღამეა მშვიდი და მთავერ სევდიანი, იწყება ღამეში ჩემი ხეტიალი მუზების ქალღმერთს ვეწვევი ნაღვლიანი ვთხოვ რომ მაპატიოს უქმად ხეტიალი. ციდან წამოვა წვიმა ცრემლიანი იასამნის ბუჩქთან მივალ დარდიანი სადღაც შორიდან დაჰქროლებს ქარიშხალი და იასამნის ყვავისლ მომაყრის შფოთიანი. ქარო ნუ მიღრენ როგორც ავზნიანი, გიჯობს ვიმეგობროთ თუ ხარ დარდიანი პაემანს დამინიშნავ მოვალ ცრემლიანი თვალებს ამომიშრობ კოცნით ვნებიანით ცხოვრების ბილიკს მივყვები დარდიანი იქნებ გამილღვეს გული თოვლიანი ღამე იწურება ღამე სევდიანი ალბათ მეყოფა ამდენი ხეტიალი! |
MARI-MARIKO |
Aug 10 2009, 01:43 AM
პოსტი
#453
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
M.M. ეს ჩემი ექსპრომტებია! ადრე ერთ ადამიანთან ვკაფიობდიასე ექსპრომტად! ნიჩიერი და საინტერესო პიროვნება იყო! ხოდა კაფიათა გადარცჰენილი ნაწილის მცირე ფრაგმენტია! იმედია არ მიწყენთ VAJI:--shens gverdit rom damajinaaa vin gaclida amden leqsebs?bagit bages dagixshobdi, shemogxvevdi dzlier xelebs:) trpobis neqtars gagemebdi siyvarulis nairperebs! GOGO-bagit bages nu shemaxeb, tumc tkbilia albat,mainc tavi sheikave, machikchike nazad, galobit ki shen damatkbe gagixdebi vardad,kocnit guls nu shemogoneb, ver shevirgeb wamlad!! VAJI- sheni sisuste magijebs, mainc qali xar euli,movindomeb da mogtaplav, gavxdebi sheni rcheuli. QALI-sheni taplobis rai vstqvaa? enit vera xar bulbuli, yvavivit tavze damchxavi, gagshavebia bumbuli!! VAJI-droa ukve rom damnebde! moisrole leqsi gverdze, kapiobit ver momwvdebi, haaa?? maqsimum shua welze! QALI- denebebas bevrs indomeb,magram ar maqvs sawadeli,shua welze qamar geyos! ar xar chemtvis sasurveli!!! VAJI-modi sarecels gagiyop,me ver giwuneb qalada! tumca bevri myavs kekluci gars maxvevian parada!! QALI-msurvelebi tu bevri gyavs? rad metanebi avada? an chems tavs ragasa chivi? tavs ratom iqeb dzalada? vajo shen shensas ar ishli! mainc agrdzeleb kamatsa?!! shensavit rogor vikvexo?-"msurveli midgas jarada?!!" yelze uceb ar dagadges shen irmis xorci dzvalada! VAJI- msurvelebi ki bevri gyavs, upro diacad qceulni! aba machvene vina gyavs chemebr vajkaci rcheuli? QALI-magas me rad meubnebi? mat sheerkine qebuli,mere shegxdeva tu dzalgidzs, cas moxsna varskvlavt krebnuli, guls daibnio jildod daa, mec shemwvde rogorc rcheuli!! VAJI- gamoachino vekveto! rogorc arwivi yvavebsa! gorad dagiyri kacunebs! davayrevineb tavebsa! |
MARI-MARIKO |
Aug 10 2009, 01:58 AM
პოსტი
#454
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
მ.მ-მიროტაძე!!! VAJI-tavi mixurs nabaxusevs, sisxli yviris dzargvebidan, mxolod sheni sitbo minda mshvenieri qalebidan! QALI:-zogjer iseti civi xar da mkacri rogorc zamtari, rom chems gazapxuls shenamde ver vagwev amit damprtxali! VAJI;-me kargad vici shen ra gxiblavs da ra gawuxebs, magram verasdros ver daagwev tavs chems marwuxebs! QALI- me damunjebas avirchevdi axla wyalobad! rom arasodes ar mogbezrdes chemi galob! VAJI- sheni galoba arasodes ar momwyindebashen roca galob bulbuloba mec ki mindeba! QA;LI-gaxsovs sizmari?/ shen gvirgvini gedga mepisa! shenc da samepos damekerget gagvidzebisas!! VAJI- gvirgvins ar vetrpi, me ugvirgvino mergos mepoba! sheni alersi , sheni sitbo jildod meyopa! QALI-ar mindixar! ar chagikrav kacsa meqaltanesasa! waxval imas daikvexeb xvevnas viyav qalisasa! sheni koleqciis wevri...! ar gavxdebi arcert wamsa! VAJI- o, ra kargia ra tkbili, broweulis kertebi, ra cudia ualersod ukacod rom berdebi! sul male albat gvian iqneba! dagewureba roca mtevnebi,agar shegxedav sxva gzas movnaxav sxva silamazes avedevnebi! QALI- tqven xom ras ambobt?!! wlebi ar gatovt..?aras gavneben warsult dgeebi?!ise dakargavt kacur shedzlebas, chiris pas VAJI-tavi mixurs nabaxusevs, sisxli yviris dzargvebidan, mxolod sheni sitbo minda mshvenieri qalebidan! QALI:-zogjer iseti civi xar da mkacri rogorc zamtari, rom chems gazapxuls shenamde ver vagwev amit damprtxali! VAJI;-me kargad vici shen ra gxiblavs da ra gawuxebs, magram verasdros ver daagwev tavs chems marwuxebs! QALI- me damunjebas avirchevdi axla wyalobad! rom arasodes ar mogbezrdes chemi galob! VAJI- sheni galoba arasodes ar momwyindebashen roca galob bulbuloba mec ki mindeba! QA;LI-gaxsovs sizmari?/ shen gvirgvini gedga mepisa! shenc da samepos damekerget gagvidzebisas!! VAJI- gvirgvins ar vetrpi, me ugvirgvino mergos mepoba! sheni alersi , sheni sitbo jildod meyopa! QALI-ar mindixar! ar chagikrav kacsa meqaltanesasa! waxval imas daikvexeb xvevnas viyav qalisasa! sheni koleqciis wevri...! ar gavxdebi arcert wamsa! VAJI- o, ra kargia ra tkbili, broweulis kertebi, ra cudia ualersod ukacod rom berdebi! sul male albat gvian iqneba! dagewureba roca mtevnebi,agar shegxedav sxva gzas movnaxav sxva silamazes avedevnebi! QALI- tqven xom ras ambobt?!! wlebi ar gatovt..?aras gavneben warsult dgeebi?!ise dakargavt kacur shedzlebas, chiris pasadac ar egirebit!:) axla rbilad vtqvi chemi satqmeli, jer mirchevnia cota dagindot, radgan kacuri girsebebistvis bevri ramaa kidev sachiro!!! VAJI- qalo ra xar amistana?!sastiki da amayi? wyenas arvis apatieb risxvas cecxlad daayri, ra gaqvs ase mimzidveli, an suli an sxeuli, rom giyureb vinc shegxeda darcha gijad qceuli, ginda mec rom gamagijo? matkbob rogorc taplia, me sigije rom icode arc ushenod maklia!xoda cecxlze navts nu asxav!keklucob tavs mayvareb torem simwrit nanax namuss uceb me chamabareb:)shemovagwev shens wiagshi da shevigrdznob shens sitbos,mtlad gshtantqav da mtlad gamogcli, amogwurav mtel sitkbos! QALI-- teqstebi xvevna bglardzunis paqiz suls ver minanaveb, masshi mzis wnulad gebmul suls zecisken ver miaqanebs:( me mashin upro vmagldebi roca garijrajs madareb, roca gvtiuri sityvebit zgapris bilikze matareb,roca chemdami daweril sityvas, woni vit oqrosa, tu bajagloshi ar avleb ar ajen enis bolosa! VAJI- qalav! shentan kapioba sariskoa dzalze dzneli, magram ver vtmob pirvcelobas tavmomwone qutateli!:) |
MARI-MARIKO |
Aug 10 2009, 02:39 AM
პოსტი
#455
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
ძალიან ბევრი ყოფილა ეს რაღაც ნაწილიც კიი უკაცრავად!
|
::სალომე:: |
Aug 10 2009, 10:31 AM
პოსტი
#456
|
ფანცქვალა :D ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 |
ჩემი ნენე და დედაშენი დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენეი - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენეი - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენეი - მიუძღვება გუთანს, დედაშენს, - ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე - ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ, ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ ქარში, ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენეი - წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი - მხოლოდ თვალებს მალავს. ჩემი ნენეი - წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი - ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი - ეშმაკის გზას იბედებს ჩემი ნენეი - სამოთხის გზას გაშლის დედაშენი - თორმეტ აბორტს იკეთებს ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში... ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?!... ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს. ესეც ვიდეოვერსია. http://www.myvideo.ge/?video_id=542111 ჩემი უსაყვარლესი ლექსიაააააა... -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
MARI-MARIKO |
Aug 10 2009, 09:22 PM
პოსტი
#457
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
არ დამიჯერო, მე სიყვარული დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს! როგორ იხსნება ყველა სარკმელი და სული როგორ მღერის ალილოს. მე სიყვარული დარდი მეგონა... ის არ ყოფილა, თურმე სულ სხვაა! მადლი ყოფილა! მადლი ყოფილა, მე კი მეგონა, - ზეცის რისხვაა! მე სიყვარული ცრემლი მეგონა მონატრების და გადავიწყების... არ მოგეშვება, ვიდრე არსებობ, ვიდრე კვარივით არ დაიწვები! მე სიყვარული ზარი მეგონა, გამოტირება საკუთარ სულის, როცა, ვითარცა უბელო თეთრონს, ვერ დაიოკებ ურვას და წყურვილს. ო, რა ამაოდ გელოდი. თურმე, და რა შორსა ხართ გზანო განვლილნო... არ დამიჯერო, მე სიყვარული დღემდე არ ვიცი, როგორ ყვავილობს! |
MARI-MARIKO |
Aug 18 2009, 03:43 PM
პოსტი
#458
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 178 რეგისტრ.: 16-October 08 წევრი № 5,814 |
არ ვიცი ვისია სამწუხაროდ ტირი? _ჰო,ვტირი... _მერედა რატომ? _ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ. _გიყვარს? _ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა _ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვადარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება: _რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია? _დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია... _პატარა ქალო ნუ გადამრიე, აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია. _გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად... უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული: _მარტო ის გიყვარს? _ მკითხა ჭადარმა. _მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს. |
უჩა |
Aug 29 2009, 10:51 AM
პოსტი
#459
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
მოდი აქ ვიდეოების ბმულებიც დავდოთ ისიც ხომ ლექსით დახატული სურათია.
მერე შეილება ლაივ ვიდეოების ჩასმის ფუნქციაც დაემატოს ფორუმს და ისინი ჩავსვათ ხოლმე. ჯერ ესე დავიწყოთ. http://www.youtube.com/watch?v=k_Ux1NrPBkk -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
კესო |
Aug 29 2009, 01:14 PM
პოსტი
#460
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 |
უჩა
გენაცვალე გულში ერთი კაი აჭარელი გოგო უნდა გამოგიძებნო რაა ძალიან გამახარე -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th April 2024 - 07:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი