IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საინგილოს ქართველები, საინგილოს ქართველი მოსახლეობის უფლებები
kakeli
პოსტი Apr 15 2010, 10:02 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 13-April 10
წევრი № 8,618



1999 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში 14 877 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 35 ათასს შეადგენს. ბელაქნის, ზაქაღალისა და კახის რაიონებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის შექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
საინგილოს ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შორის მთავარი ადგილი უკავია რელიგიურ საკითხს. მხოლოდ კახის რაიონში და მის სოფლებში არსებობს 10-ზე მეტი ეკლესია. ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ მოსახლეობას ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მათ წეილობით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ... განსაკუთრებით მწვავედ დგას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გიორგობის რელიგიური დღესასწაული სახალხო დღესასწაულად აქციოს. ასევე მიმდინარეობს მასობრივი კამპანია, რომ თითქოს ქურმუხის ეკლესია ალბანური ტაძარია. მიმდინარე წლის მარტში კახის რაიონის გამგეობას ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიების ქურმუხის ეკლესიაში ჩატარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ეს გადაიფიქრეს. სამომავლოდ, მათ დაგეგმილი აქვთ ქურმუხის ეკლესიის გვერდით მეჩეთის მშენებლობა.
აღნიშნული ფაქტები საინგილოს ქართველი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას იწვევს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი May 6 2016, 07:46 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთმანეთს ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას: დაგიმადლას, შეგეწივას დიდ საყდარ..."

/არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი