IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> მზრუნველობას მოკლებული ბავშვები
poposa
პოსტი May 3 2007, 06:50 PM
პოსტი #1


poposa
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-May 07
მდებარ.: shveicaria
წევრი № 1,828



გამარჯობა!

მე ქეთი ვარ და სულ ახლახანს აღმოვაჩინე ეს საიტი. ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია ასეთი კარგი ახალგაზრდები რომ გვყავს კიდევ საქართველოში. ვნახე თქვენი ექსკურსიის სურათები და აღფრთოვანებული ვარ. მეც მინდა თქვენთან ერთად. სამწუხაროდ მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ 2 თვეში დავბრუნდები და იმედია გნახავთ .მოკლედ, ახლა რაც ამ თემის გახსნას და მიზეზს შეეხება.

როგორც უკვე ავღნიშნე, საქართველოში არ ვარ. უკვე მე-6-ე წელია შეიცარიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ. 14 წლის ვიყავი, აქეთ რომ წამოვედი და 6 წელი საქართველოს და ჩემი ოჯახის ნატვრაში გავატარე. არდადეგებზე ჩამოვდივარ. აქ სტიპენდიით ვცხოვრობ, ხან ვმუშაობ და თავი გამაქვს, საკმაოდ წარმატებულადაც მქონდა კარიერული საქმეები, მაგრამ მოხდა ისე, რომ შარშან ყველაფერი ამერია, ფინანსურად გამიჭირდა, პროფესიაშიც რაღაც ცვლილებები მოხდა. მოკლედ, თავდაყირა დამიდგა ყველაფერი, მაგრამ ღვთის რწმენა არასოდეს დამიკარგავს და მჯეროდა, რომ გამოვიდოდი სიტუაციიდან. დავწერე სტიპენდიებზე წერილები და დავაგზავნე. საბუთები რომ გავაგზავნე, ჩემს მეგობარს უთხარი: თუ მომივიდა სტიპენდია, ზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს დავეხმარებითქო. გავიდა 2 თვე და თბილიში ყოფნისას გავიგე, რომ სტიპენდია მივიღე. სულ რაღაც ერთი კვირა მქონდა დარჩენილი თბილისიდან წამოსვლამდე და ვიფიქრე, ზაფხულში რომ ჩამოვალ, მერე მივხედავ ამ საქმესთქო... გამოფრენის წინა დღეს ჩემს ოჯახში აგმოჩნდა ქალი, რომელიც ეხმარება ზრუნველობა მოკლებულ ბავშვების ფონდს, სახელწოდებით "პირველი ნაბიჯი" და მითხრა, რომ დღეს თეატრში ეს ბავშვები წითელქუდას სპეკტაკლს მართავენ და თუ სურვილი მექნებოდა შემეძლო მივსულიყავი (დროებამ გააშუქა ეს სპექტაკლი, შეიძლება ნახეთ კიდეც). მივედი და რა ვნახე, ცრემლი ვერ შევიშრე თვალზე ისეთი საცოდაობა და ამავ დროს სიხარული იყო იმის ნახვა, როგორ ცდილობდნენ ავადმყოფი ბავშვები სპექტაკლის თამაშს. იმ საღამოს გადავწყვიტე რომ ჩემი სტიპენდიის გარკვეულ ნაწილს მათ დაურიცხავ და ეს იმ საღამოსვე გავაკეთე. ზუსტად დღეს, როდესაც თქვენს საიტს ვათვალიერებდი, დამირეკეს თბილისიდან და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადამიხადეს. ამ ზარის შემდეგ გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა. თბილისში რომ ჩამოვალ, კიდევ მინდა მისვლა იმ ბავშვებთან და მცირეოდენი საჩუქრების მიტანა.

უბრალოდ, აზრად მომივიდა, თუ სურვილი გექნებათ, შემომიერთდით და ზაფხულში ერთად ვესტუმროდ ბავშვებს. არ არის აუცილებლად ფინანსური დახმარება ალბათ საჭირო. ვეცდები გარკვეული თანხა ჩამოვიტანო რომ საჩუქრები გაუკეთოთ, ვინც შეძლებს , შეუძლია საჩუქრების ყიდვაშიც დამეხმაროს, მაგრამ ვისაც არა, შეიძლება ორგანიზაცია გაუკეთოთ გავასეირნოთ, ან რამე ისტორული ძეგლი ვანახოთ, თუნდაც საჩუქრებზე ერთად ვიაროთ... მოკლედ, მინდა რამე ისეთს გაუკეთო ორგანიზება, რითაც გავახალისებთ და მათ სიცოცხლეში ბედნიერების ნაპერწკალს შევიტანდით. ესაა და ეს იმედია დიდი წერილი არ გამომივიდა ძალიან...

გკოცნით ყველას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
takusha
პოსტი May 3 2007, 07:08 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,397



მოხარული ვარ ეს თემა რომ გახსენი ქეთი,რითაც შევძლებ გვერდში დაგიდგები ,ბავშვები ძალიან მიყვარს და ჩემთვის დიდი პატივია მათთან ურთიერთობა.ხშირად მატერიალური დახმარება იმდენად დიდ სიხარულს არ ანიჭებს ადამიანს რამდენადაც მას სულიერად გააძლიერებ და ანუგეშებ,სითბოს აჩვენებ.შენს გვერდში მიგულე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 3 2007, 07:11 PM
პოსტი #3


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



გაიხარე ქეთი,ძალიან კარგი იდეააsmile.gifსხვათაშორის, ჩვენმა ფორუმელებმა ასეთი აქცია ერთხელ უკვე მოაწყეს.ზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შეხვდნენ,ტანსაცმელები მიუტანეს,ფული შეაგროვეს და რაღაც საჩუქრები უყიდეს,ძალიან კარგადაც მოილხინეს ერთმანეთთან თამაშით, და მოკლედ ორივე "მხარე" ბედნიერი დარჩა.მე, სამწუხაროდ,მაშინ ფორუმის წევრი არ ვიყავი და არ ვყოფილვარ მათთან ერთად... მოგვიანებით იდეაც გაჩნდა,რომ ამ ბავშვების მოსანახულებლად კიდევ წავიდოდნენ.წარმოიდგინე რა გახარებულები დარჩებიანი ისინი ასე რომ მოხდეს.ხოდა მოკლედ ასე ხშირად რომ განმეორდეს ძალიან კარგი იქნება,დახმარების გარდა ჩვენ მათ სითბოს ვაჩუქებთ და დავანახებთ,რომ ვიღაცას ისინი ძალიან უყვარს და ახსოვსsmile.gif
როცა ჩამოხვალ, შეგვატყობინე, რამე მოვიფიქროთ და მოვახერხოთ ფორუმელებმა ერთად...


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poposa
პოსტი May 3 2007, 07:25 PM
პოსტი #4


poposa
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-May 07
მდებარ.: shveicaria
წევრი № 1,828



ციტატა(takusha @ May 3 2007, 07:08 PM) *

მოხარული ვარ ეს თემა რომ გახსენი ქეთი,რითაც შევძლებ გვერდში დაგიდგები ,ბავშვები ძალიან მიყვარს და ჩემთვის დიდი პატივია მათთან ურთიერთობა.ხშირად მატერიალური დახმარება იმდენად დიდ სიხარულს არ ანიჭებს ადამიანს რამდენადაც მას სულიერად გააძლიერებ და ანუგეშებ,სითბოს აჩვენებ.შენს გვერდში მიგულე.



laugh.gif ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის laugh.gif

აუცილებლად შეგეხმიანებით თბილისში რომ ჩამოვალ და მივიფიქროდ რამე smile.gif

ციტატა(sofi89 @ May 3 2007, 07:11 PM) *

გაიხარე ქეთი,ძალიან კარგი იდეააsmile.gifსხვათაშორის, ჩვენმა ფორუმელებმა ასეთი აქცია ერთხელ უკვე მოაწყეს.ზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შეხვდნენ,ტანსაცმელები მიუტანეს,ფული შეაგროვეს და რაღაც საჩუქრები უყიდეს,ძალიან კარგადაც მოილხინეს ერთმანეთთან თამაშით, და მოკლედ ორივე "მხარე" ბედნიერი დარჩა.მე, სამწუხაროდ,მაშინ ფორუმის წევრი არ ვიყავი და არ ვყოფილვარ მათთან ერთად... მოგვიანებით იდეაც გაჩნდა,რომ ამ ბავშვების მოსანახულებლად კიდევ წავიდოდნენ.წარმოიდგინე რა გახარებულები დარჩებიანი ისინი ასე რომ მოხდეს.ხოდა მოკლედ ასე ხშირად რომ განმეორდეს ძალიან კარგი იქნება,დახმარების გარდა ჩვენ მათ სითბოს ვაჩუქებთ და დავანახებთ,რომ ვიღაცას ისინი ძალიან უყვარს და ახსოვსsmile.gif
როცა ჩამოხვალ, შეგვატყობინე, რამე მოვიფიქროთ და მოვახერხოთ ფორუმელებმა ერთად...



laugh.gif ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია biggrin.gif

თბილისში რომ ჩამოვალ, შეგეხმიანებით და ერთად მოვიფიქროდ რა და როგორ გავაკეთოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 07:29 PM
პოსტი #5


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



იცით რა მაინტერესებს?...


მინდა რომ ერთ-ერთი ბავშვი მოვნათლო

თუ ნათლია ვიქნები ხომ გაგომატანენ ხოლმე?


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 3 2007, 07:30 PM
პოსტი #6


დაურეგისტრირებელი









poposa
შენს გვერდში მიგულე smile.gif ბავშვი ქე ვარ მარა ისე მიყვარს ბავშვები, ვერც წარმოიდგენთ.
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 07:33 PM
პოსტი #7


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



მინდა რომ ზოპარკში, ცირკში თეატრში წავიყვანო და თავი მიტოვებულად არ იგრძნოს

მე მინდოდა ჩემს ოჯახში აგვეყვანა ასეთი ბავშვი, მაგრამ მამაჩემი უარს ამბობს

ხოდა ვიფიქრე, მოვნათლავ მეთქი და სახლშიც რომ მოვიყვან მამასაც შეუყვარდება და ჩვენ გავზრდით თქო

თქვენ რას მირჩევთ?


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poposa
პოსტი May 3 2007, 07:40 PM
პოსტი #8


poposa
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-May 07
მდებარ.: shveicaria
წევრი № 1,828



ციტატა(nino varadashvili @ May 3 2007, 07:33 PM) *

მინდა რომ ზოპარკში, ცირკში თეატრში წავიყვანო და თავი მიტოვებულად არ იგრძნოს

მე მინდოდა ჩემს ოჯახში აგვეყვანა ასეთი ბავშვი, მაგრამ მამაჩემი უარს ამბობს

ხოდა ვიფიქრე, მოვნათლავ მეთქი და სახლშიც რომ მოვიყვან მამასაც შეუყვარდება და ჩვენ გავზრდით თქო

თქვენ რას მირჩევთ?


ჩემო კარგო, ძალიან დიდი მადლობა ჯერ გამოხმაურებისთვის და იმისთვის რომ ასეთი რამისთვის მზად ხარ.
მონათვლა შეიძლება თუ არა ვერ გეტყვი, მაგრამ გაგიგებ თუ კი გინდა. საფხულში რომ ჩამოვალ, მერე რომ მონათლო შეიძლება? მეც მინდა თქვენთან ერთად ყოფნა...
მოკლედ, გაგიგებ აუცილებლად თუ შეიძლება და მოგწერ smile.gif
გკოცნი tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 07:42 PM
პოსტი #9


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



poposa
დიდი მადლობა

მე არ ვიცი საქართველოს კანონში როგორ წერია

ნათლიობით ნათესაობაზე

ერთხელ ვიყავი ჩვილ ბავშვთა სახლში და

ბავშვის საჭმელები ავიტანე
ოფიციალურად გააფორმეს ყველაფერი


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poposa
პოსტი May 3 2007, 07:42 PM
პოსტი #10


poposa
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-May 07
მდებარ.: shveicaria
წევრი № 1,828



ციტატა(ქავთარაძე @ May 3 2007, 07:30 PM) *

poposa
შენს გვერდში მიგულე smile.gif ბავშვი ქე ვარ მარა ისე მიყვარს ბავშვები, ვერც წარმოიდგენთ.



მეც ბავშვი ვარ tongue.gif ჩვენ, ბავშვებს თუ მოგვაფიქრდება ასეთი რამ, თორე დიდების იმედზე ჩემი მტერ იყოს smile.gif მიხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ tongue.gif tongue.gif laugh.gif laugh.gif cool.gif rolleyes.gif wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 07:42 PM
პოსტი #11


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



სახელი, გვარი და მიტანილი პროდუქტი ჩაიწერეს


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poposa
პოსტი May 3 2007, 07:43 PM
პოსტი #12


poposa
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 3-May 07
მდებარ.: shveicaria
წევრი № 1,828



ციტატა(nino varadashvili @ May 3 2007, 07:42 PM) *

poposa
დიდი მადლობა

მე არ ვიცი საქართველოს კანონში როგორ წერია

ნათლიობით ნათესაობაზე

ერთხელ ვიყავი ჩვილ ბავშვთა სახლში და

ბავშვის საჭმელები ავიტანე
ოფიციალურად გააფორმეს ყველაფერი



კი, ოფიციალურად ჩემთანაც ყველაფერს აფორმებენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 07:45 PM
პოსტი #13


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



ოღონდ ბავშვებს არ მიმაკარეს, ან ცნობა გინდა რომ ჯანმრთელი ხარ, ან აქ უნდა შეგამოწმოთო, ეს დაახლოებით 5-6 წლის წინ იყო

ამ კვირას მინდოდა წასვლა, მაგრამ ვირუსი მაქვს, იქით კვირას თუ უფლის ნებაც იქნება... ავალ და ვნახოთ


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 3 2007, 07:48 PM
პოსტი #14


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ნინო კარგი იქნება თუ ამაზე მამაოს გაესაუბრები.რა თქმა უნდა,ჯერ ერთი იმ ბავშვს უნდა კითხო უნდა თუ არა რომ მოინათლოს(ხო იცი დაძალება არ შეიძლება,მით უმეტეს თუ დიდია და აცნობიერებს ასეთ რაღაცეებს),ან შენ იყო მისი ნათლია.რაც შეეხება ბავშვის გამოტანებას,ალბათ ეს საკითხი წინასწარ მათ ზედამხედველთან უნდა მოაგვარო.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 07:49 PM
პოსტი #15


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



sofi89
ახლა მე არ მყავს მოძღვარი

და ჩვილი ბავშვის მონათვლე მინდა


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 3 2007, 08:02 PM
პოსტი #16


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
sofi89
ახლა მე არ მყავს მოძღვარი

და ჩვილი ბავშვის მონათვლე მინდა

მაშინ ვფიქრობ,ძალიან კარგია თუ ასე იზამ.ამაზე მეტი მადლი რა იქნება, თუ ვიღაცას დაეხმარები სწორ სულიერ გზაზე დადგომაში.ბედნიერებაა,როდესაც ვიღაცაზე იზრუნებ, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად.
თუ დაზუსტება გაინტერესებს ამ საკითხის,და რახან მოძღვარი არ გყავს,შეგიძლია აქ გახსნა ეგ კითხვა. და როგორც გითხარი კარგი იქნება წინასწარ მათ შეუთანხმდე... გაიხარე,კაი გოგო ხარsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 3 2007, 08:04 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რაც ბავშვებს შეეხებათ wub.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino varadashvili
პოსტი May 3 2007, 08:05 PM
პოსტი #18


nolllllmnmmn
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 5-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 398



ჩემი მოძღვარი 18 დღის წინ გარდაიცვალა...

და ახლა ძალიან მიჭირს

ვფიქრობ, უარს არ მეტყოდა..


--------------------
"იყავნ ნება შენი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი May 3 2007, 08:27 PM
პოსტი #19


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ბავშვებო მეც მაქვს კაი იდეა
მე ასეთი იდეაც მომივიდა,მავშვების ნამუშევრების გამოფენა მოგვეწყო და ასევე შეიძლებოდა აქ ჩვენი ფორუმელების ნამუშევრებიც გამოგვეფინა და თუ რათქმაუნდა წინააგმდეგები არ იქნებიან და რაიმე ვთქვათ გაიყიდოს ის თანხა ისევ ამ ბავშვებისთვის გადაგვერიცხა


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamari_irakli
პოსტი May 3 2007, 08:57 PM
პოსტი #20


tako
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 151
რეგისტრ.: 24-March 07
წევრი № 1,477



ციტატა
უბრალოდ, აზრად მომივიდა, თუ სურვილი გექნებათ, შემომიერთდით და ზაფხულში ერთად ვესტუმროდ ბავშვებს.


ძალიან დიდი მადლობა ასეთი წერილისთვის. მე პირადად მქონია ურთიერთობა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან და ვიცი მათთვის რას ნიშნავს თუნდაც ერთი, უბრალო ადამიანის ყურადღება.აუცილებლად გამითვალისწინე თუ რაიმეს დააპირებთ. უფალი შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში.
თაკო

ციტატა
მინდა რომ ერთ-ერთი ბავშვი მოვნათლო

თუ ნათლია ვიქნები ხომ გაგომატანენ ხოლმე?


როგორც ჩემთვის არის ცნობილი,ბავშვების გამოყვანა მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაციის საშუალებით არის შესაძლებელი
(და საკმაოდ რთულია)


--------------------
ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th April 2024 - 03:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი