IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ალილო, ალილოს ტრადიცია
Andria
პოსტი Dec 10 2006, 08:46 PM
პოსტი #1


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



გაუმარჯოს, ალილოს ტრადიციასთან დაკავშირებით ან სურათები ან რაიმე ისტორია, თუ გაქვთ გთხოვთ გამომიგზავნოთ ამ მისამართზე: anadiradze@yahoo.com ჩემი მეგობარ ამერიკაში ამ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციას მართავს და თუ შეგიძლიათ გთხოვთ დაგვეხმაროთ...


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 10 2006, 09:23 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ყოველი შობის ღამეს, ალბათ ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე მთელ ერს ამცნობდნენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი ზრდასრული მამაკაცები თუ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდა ყმაწვილები ალილოს გალობით, როგორც ამ ხალხურ სიმღერას ხალხში უწოდებდნენ, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს (ალილუია - ვადიდოთ ღმერთი) - მთელი ქვეყნის გასაგონად, მაღალ ხმაზე უგალობდნენ:
„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)
„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)
„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)
ვინ მოსთვლის რამდენი საუკუნე ქართველი ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ წინაპრებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით დიდი საიდუმლო, მომავალი, მარადიული, მარადიული ხსნის საწინდარი უნდა გაენდოთ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.
ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლების გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა.
შუასაუკუნეების გადმოცემის თანხმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად.
ნინო ღამბაშიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 1 (103), 2001 წ.



--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 10 2006, 09:35 PM
პოსტი #3


დაურეგისტრირებელი









მარიამი
მმაგარიაა ფორუმელები ხო არ გამოვიდეთ ალილოზე? biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Dec 10 2006, 09:50 PM
პოსტი #4


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ციტატა(ქავთარაძე @ Dec 10 2006, 10:35 PM) *

მარიამი
მმაგარიაა ფორუმელები ხო არ გამოვიდეთ ალილოზე? biggrin.gif

აზრები მოგაწვა? biggrin.gif


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 10 2006, 10:09 PM
პოსტი #5


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(ქავთარაძე @ Dec 10 2006, 09:35 PM) *

მარიამი
მმაგარიაა ფორუმელები ხო არ გამოვიდეთ ალილოზე? biggrin.gif

კარგი აზრია smile.gif კვართებსაც თუ ვიშოვით, კიდევ უფრო კარგი იქნება rolleyes.gif მგონი საიდანაც იწყება მსვლელობა, იქ არიგებენ. ალბათ ცოტა ადრე უნდა მიხვიდე, რომ შეგხვდეს smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toko_dvali
პოსტი Dec 10 2006, 10:27 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 9-December 06
წევრი № 660



ციტატა
კარგი აზრია კვართებსაც თუ ვიშოვით, კიდევ უფრო კარგი იქნება მგონი საიდანაც იწყება მსვლელობა, იქ არიგებენ. ალბათ ცოტა ადრე უნდა მიხვიდე, რომ შეგხვდეს


მართლა კარგი აზრია და სად ტარდება ალილო და როდი??? თუ შეგიძლია შემატყობინეsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 10 2006, 10:33 PM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









მარიამი
კარგი იდეაა smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Dec 11 2006, 12:32 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



შესანისნავი იდეაა, მეც ყოველთვის მინდოდა ალილოში მონაწილეობის მიღება, მოდით დავნერგოთ ჩვენს ფორუმელებშიც ეს ტრადიცია და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninore
პოსტი Dec 11 2006, 02:40 AM
პოსტი #9


ნაყინი ჩემი ტკივილია!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,849
რეგისტრ.: 8-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 418



მე ვარ ერთხელ ნამყოფი ალილოზე, ოღონდ ადრე sad.gif და ძალიან გამიხარდება თუ მოვახერხებთ და წავალთ smile.gif


--------------------
თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!

თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს!

თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს!

თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს

და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 11 2006, 02:45 AM
პოსტი #10


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კარგი იდეაა
იქნებ ერთად წავიდეთ მართლა

ძალიან სასიამოვნო ალილოში მონაწილეობა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Dec 11 2006, 10:19 AM
პოსტი #11


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ახლახანს ვიყავი ლაზურ საიტზე. www.lazuri.com

იქ წერია დღევანდელი რიცხვი - 11 Xristana, Tutacxa

ლაზები ხომ მაჰმადიანები არიან, მაგრამ აშკარაა, ეგ სიტყვა დეკემბერს - ქრისტეშობისთვეს აღნიშნავს.

იყო დრო, ისინიც ალილოობდნენ!


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Dec 11 2006, 03:36 PM
პოსტი #12


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



პატარა რომ ვიყავი სოფელში მეც მივლია ღამეს ალილოზე და ძაან კარგ მოგონებად დამრჩაsmile.gifმართლა კაი იქნება ალილოზე წასვლა


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Dec 11 2006, 03:56 PM
პოსტი #13


დაურეგისტრირებელი









mogzaura
ვისთან ერთად? შენ ნიკა და 1 ტაშტი და ვითომ დოლია არა? biggrin.gif


შეხვეწილი
აბა რა ეგენი სუფთა სისხლის ქართველები არიან wink.gif მეგრელები და ეგენი ძაან გვანან
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Dec 11 2006, 07:08 PM
პოსტი #14


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ციტატა(ქავთარაძე @ Dec 11 2006, 03:56 PM) *

mogzaura
ვისთან ერთად? შენ ნიკა და 1 ტაშტი და ვითომ დოლია არა? biggrin.gif
შეხვეწილი
აბა რა ეგენი სუფთა სისხლის ქართველები არიან wink.gif მეგრელები და ეგენი ძაან გვანან

რა ვისთან ერთად კახეთში დავდიოდი ხოლმე როცა პატარა ვიყავი ნიკა რა შუაშია


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Andria
პოსტი Dec 12 2006, 06:28 AM
პოსტი #15


God bless Georgia
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 71
რეგისტრ.: 29-August 06
მდებარ.: Cincinnati, Ohio, USA
წევრი № 120



ალილოს სურატები ხომ არავის მოგეპოვებათ, ძაან მჩირდება და მაგარი მადლობელი ვიქნები თუ ვინმე გამომიგზავნი ამ მისამართზე: anadiradze@yahoo.com


--------------------
IPB Image
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Jan 2 2007, 07:33 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



აბა ვინ მიდის შობას ალილოზე? მე წავალ ალბათ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 4 2007, 05:43 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ხალხო!

უწმიდესის კურთხევით ტრადიციული ალილო თბილისში დაიწყება კვირას, 7 იანვარს, 12:00 საათზე თსუ-ს I კოპუსიდან.

აბა ვინ მოდიხართ???


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 4 2007, 06:09 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(კანონისტი @ Jan 4 2007, 01:43 PM) *

ხალხო!

უწმიდესის კურთხევით ტრადიციული ალილო თბილისში დაიწყება კვირას, 7 იანვარს, 12:00 საათზე თსუ-ს I კოპუსიდან.

აბა ვინ მოდიხართ???

მე მოვდივარ smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 4 2007, 06:10 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
აბა ვინ მოდიხართ???

კანონისტი
ალექსანდრე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Jan 4 2007, 08:28 PM
პოსტი #20


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



მეც წამოვალ


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი