IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 185 186 187 188 189 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Jan 19 2023, 10:37 AM
პოსტი #3721


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„3.ისევე როგორც ბევრი სასმლის დალევა ჩვეუელბაზეა დამოკიდებული, ბევრ ძილსაც ჩვეულება განაპირობებს. ამიტომ მონაზვნობის დასაწყისში ამაზე განსაკუთებულად უნდა ვიზრუნოთ, რადგან შემდგომში ჩვეულების მოცილება ძნელია.
(ღირსი იოანე სინელი)

ძილის დროს ადამიანისთვის არ არის განსაზღვრული. ზოგადად, ძალების აღსადგენად ძილისთვის საკმარის დროს 4-5 საათი ითვლება, მაგრამ შესაძლოა, ადამიანმა ისე შეაჩვიოს ხანგრძლივ ძილს ორგანიზმი, რომ მას 10 საათიც არ ეყოს საამისოდ. როგორც წმინდა მამა გვეუბნება, „ბევრ ძილსაც ჩვეულება განაპიროებებს“; ამიტომაც ურჩევს მონაზვნებს, მოღვაწეობის საწყის ეტაპზე მიაქციონ ყურადღება ძილის რეჟიმს: თუკი თავს დიდხანს ძილს შეაჩვევენ, შემდგომში ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამ ჩვეულების დასაძლევად“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

„გსურს, მონაზონო, რათა ამოუხსნელი სახით გეჩვენოს ქრისტე ან უფლის დედა, დედოფალი ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, ყოველი წმინდანის სიხარული, ბრწყინვალება, სამკაული და კეთილსურნელება სამოთხისა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2023, 10:00 AM
პოსტი #3722


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „ნეტარია მონაზონი, რომელმაც შეინარჩუნა ის მოშურნეობა, თავიდან, მონასტერში მისვლისას რომ ჰქონდა. უნეტარესია ის, ვინც გაზარდა ეს მოშურნეობა“.

„გსურს, მონაზონო, რომ იხილო გონისმიერი თვალით ღვთის მადლი, რომელიც მსგავსია ელვისა, შენს სულში გაელვარებულისა? იხილო ისეთი, როგორსაც ხედავ ხორციელი თვალით ღრუბლებში ელვარეს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2023, 10:29 AM
პოსტი #3723


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ალმასი

„ბერმა სიკვდილის წინ მორჩილს გაანდო, რომ კელიისაკენ მომავალ გზაზე პატარა ქვვა დაკარგა. ერთი შეხედვით, ეს შეუმჩნეველი და უსახური ქვაა, მაგრამ მის შიგნით, უიშვიათესი სილამაზის ალმასია მოთავსებული. „ამ ალმასს შენ გიანდერძებ, შვილო ჩემო, - უკანასკნელი ძალით ჩაილაპარაკა ბერმა, - თუ მას იპოვი, ის ბედნიერებას მოგანიჭებს...“

ბევრი წელიწადი, დღე და ღამე გაატარა მორჩილმა ამ გზაზე, უამრავი ქვა დაამსხვრია, მაგრამ ალმასი ერთშიაც ვერ აღმოაჩინა. ხალხმა როგორღაც შეიტყო ბერის ანდერძის შესახებ და მორჩილს დაცინვა დაუწყო, ალბათ შეიშალაო.

ერთხელ დაღლილი და დაღონებული მორჩილი კელიისაკენ მიმავალ გზაზე ჩამოჯდა.

„როგორი გული მაქვს? თითქოს მის ნაცვლად უგრძნობი ქვა მიდევს, რომელსაც ბერის მიერ განწესებული მორჩილების შესრულების ძალაც კი არ შესწევს!“

ამ დროს მორჩილს გული გამალებით აუძგერდა, თვალებიდან მხურვალე ცრემლი წასკდა და მიხვდა, რომ საუბრისას ბერი ადამიანის გულს გულისხმობდა, რომელშიც სულიერი ცხოვრების ძვირფასი ალმასი უნდა ვეძიოთ“

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„უპირველესად ფასდაუდებელ განძს - მორჩილებას ეძიებდით, ბევრი მის გვერდით ისე ჩაივლის, რომ არც კი შეჩერდება“.


„გსურს, მონაზონო, რომ შენი მტრის, სატანას, ცბიერება გახადო უსარგებლო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2023, 11:44 AM
პოსტი #3724


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერდიდი ზ. ახლა დიდი ლავრის ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი მონაზონი, შუაღამიანის ლოცვაზე თავიდან ბოლომდე (ვიდრე „ლოცვითა წმინდათა მამათა ჩვენთათა“) იდგა გაჭიმული, ვითარცა სვეტი მოუდრეკელი თავის სტასიდიასთან და ღვთისმსახურებისას ერთხელაც არ გამოსულა წმინდა ტაძრიდან!“

„გსურს, მონაზონო, რომ სიხარულის მომნიჭებელი გლოვა არასდროს ტოვებდეს შენს გულს, ხოლო სულისმაცხონებელი ცრემლი - შენს თვალებს? ცრემლები რომლებიც თოვლზე მეტად ასპეტაკებს შენს სულს? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 23 2023, 10:04 AM
პოსტი #3725


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უთუოდ ისაა ჭეშმარიტი მონაზონი, ვინც წარემატა მღვიძარებაში, ხოლო ჭეშმარიტად მღვიძარე ისაა, ვინც გულით არის მონაზონი“

/წმ. ევსუქი ხუცესი/

„გსურს, მონაზონო, რომ, სადაც არ უნდა იმყოფებოდე და ცხოვრობდე, შენი აზრი ყოველთვის მშვიდი იყოს შენს სულიერ მოძრაობასთან დაკავშირებით, სინდისმა კი რომ არ გამხილოს ლოცვების გამო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2023, 11:22 AM
პოსტი #3726


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ცხოვრება მორჩილებას ეფუძნება. საკუთარ თავზე გამოვცადე მორჩილებაც და ურჩობაც. ორივე პირადად მაქვს გავლილი და დავინახე, რომ, როდესაც მონაზონი მორჩილებას ასრულებს, მშვიდად არის, სინდისი სუფთა აქვს და არ ქენჯნის“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, გაიგო, რომ შენმა სულმა შესვა ეს ცოცხალი წყალი, რომლითაც ქრისტე არწყულებს მათ, ვისაც ის უყვარს და იცავს მის მცნებებს მისივე საღვთო სასუფეველში დასაწინდად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2023, 10:03 AM
პოსტი #3727


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი და მისი მეგობარი

„ერთხელ ერთი განსწავლული და სულიერად გამოცდილი, უაღრესად ჭკვიანი და მრავალი მოწაფის მასწავლებელი ბერი მეგობარს ესტუმრა. მეგობარმა გადაწყვიტა სტუმარს სადილით გამასპინძლებოდა.

სუფრა გაუშალა და ფიქრობს: „ჭამოს და დალიოს, დააფასოს ჩემი მეგობრობა!“ მიირთვეს, დალიეს. მაგრამ მასპინძელი გულისწყვეტით ეუბნება ბერს: „ხედავ, შენ ბერი ხარ, მე - საერო პირი.

შენ ჩემთან მოხვედი, ჭამე და სვი. მე კი შენგან სულ სხვა საქციელს ველოდი, თავშეკავებისა და მარხვის მაგალითი უნდა მოგეცა! როგორც ჩანს, პატივს სრულებით არ მცემ!“ – „მე ჩემი სიყვარული მინდოდა მეჩვენებინა! - მიუგო ბერმა, - ვიფიქრე მასთან ერთად შევჭამ, დავლევ და ცოტას გავართობ-მეთქი.

ეს შენ არ მცემ პატივს და ჩემს სიყვარულს არ აფასებ!“ – „ჩემი გართობა საჭირო არ არის! რა იცი თავში რა აზრი მომივა! შენ კი ვალდებული ხარ, შენი აღთქმები შეასრულო!“ - უპასუხა მეგობარმა. „შენგან ამას არ ველოდი,არ მეგონა მონაზვნური ცხოვრების სწავლებას თუ დამიწყებდი! უშენოდაც ყველაფერი კარგად ვიცი!“ - უთხრა ბერმა. ასე დასცილდნენ ერთმანეთს“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„სამყაროსაგან განდგომილმა მხოლოდ ხსნის გზაზე იარე, არსად დაგაუხვიო და არც ერში დაიკარგები და რაც ბერში“.


„გსურს, მონაზონო, რომ არ გაება ეშმაკის ფარულ და მაღალ ბადეებში? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 26 2023, 12:34 PM
პოსტი #3728


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„წმინდა პავლეს მონასტერში ცხოვრობდა ბერდიდი ევდოკიმე, რომელიც, როგორც მეხამრიდი, იღებდა საკუთარ თავზე ერთი ძმის მრისხანების მეხსა და დაცინვებს. ის ამბობდა:

სჯობია, ძმა ჩემზე განიმუხტოს, ვიდრე სხვებზეო.

რაოდენ დიდსულოვანია ხოლმე სიყვარული, რომელიც საფარველი არის და ფარი!“


„გსურს, მონაზონო, თავად გახდე უფლის აღქმადი სამოთხე, ანუ მყისიერად შენს სულში იხილო სამოთხისეული მადლი? ანუ გსურს, თუ არა, რომ გახდე ცოცხალი ღმერთის ტაძარი და შეიმეცნო ის, თუ ჭეშმარიტად როგორ იქცა ასეთად? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2023, 11:17 AM
პოსტი #3729


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტერში მყოფ მოღვაწეს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარი ბრძოლები შეიძლება ჰქონდეს. თუ ახალმოსულებს ხორციელ ვნებებთან უხდებათ ბრძოლა, სულიერებაში წარმატებულ მოღვაწეებს ამგვარი ბრძოლები ამპარტავნობასა და სიამაყესთან უწევთ; ვინც სრულყოფილებას მიუახლოვდა, ვნებები არ აწუხებს და თითქმის არ სცოდავს. მას მხოლოდ განკითხვის ცოდვა თუ შეებრძოლება. თვითონ არ სცოდავს, მაგრამ იმ ცოდვების გამო, რომლებიც თავად მოიკვეთა, მოყვასს განიკითხავს“.


„გსურს მონაზონო, რომ სატანას შენი დანახვისას ეშინოდეს და ძრწოდეს შენ წინაშე? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 28 2023, 10:32 AM
პოსტი #3730


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„საერო ცხოვრების მიტოვება და მონასტერში წასვლა ადვილია, ხოლო სულიერი ხელმძღვანელის პოვნა ძალიან ძნელია, ძალიან ძნელი!“

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, ესაუბრო უხილავ სულებს, ოღონდ არა მხოლოდ მუდამ გონისმიერად და საიდუმლოდ, არამედ ზოგჯერ სულიერადაც, ანუ სულმა ისაუბროს უხილავ სულებთან ისე, როგორც თავად უხილავი სულები მეტყველებენ ერთმანეთთან? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2023, 10:16 AM
პოსტი #3731


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი და მისი ჩვევები

„ერთმა კაცმა საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა ადამიანები იხსნა. ის გადარჩა, ღვთიური მადლით აღივსო და ბერად აღიკვეცა. მაგრამ ზოგიერთ მავნე ჩვევას თავი მაინც ვერ დააღწია. იგი საუბრისას უხეშ გამონათქვამებს ხმარობდა. მოწაფეებმა, თავიანთი მოძღვრის მიბაძვა დაიწყეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეს მისი სიწმიდის ერთგვარი გამოხატულება იყო. თუმცა ამ მიმბაძველობიდან უხეში ფრაზების გარდა, ვერაფერი შეიძინეს“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შგონება:
„შეეცადე ბერისგან გადაიღო ყველაფერი ღვთიური და არა ადამიანური“.

„გსურს, მონაზონო, რომ ყოველთვის მოატყუო ის, ვინც ყოველთვის ცდილობს შენს მოტყუებას თავისი ცბიერებით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 30 2023, 11:55 AM
პოსტი #3732


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დიდ ლავრაში ცხოვრობდა მონაზონი ტარასი, აუღელვებელი, მშვიდი, ღვთისგან კურთხეული. მასზე მიყვებოდნენ, რომ მას როგორადაც უნდა მოქცეოდნენ, ყოველთვის თვინიერი და მშვიდი რჩებოდა (არა უგრძნობლობით, არამედ საკუთარი მოთმინებით). მაშინაც კი, როცა იატაკის ჩვარივით „გაწურავდნენ“, რათა მისი ბაჯაღლო მოთმინება ენახათ, ის სრულ უვნებელობას აჩვენებდა!“

„გსურს, მონაზონო, რომ წმინდა წერილის სიტყვა შენს ხორხსა და ენას ეჩვენოს თაფლზე უტკბესად, თანახმად წინასწრამეტყველის სიტყვისა: „რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის“? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2023, 11:44 AM
პოსტი #3733


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



13. ზარმაცი მონაზონი მრავალსიტყვაობაში გამოცდილია და გულმოდგინე, ხოლო წიგნის კითხვის დროს თვალებს ძლივს ახელს. (ღირსი იოანე სინელი)

იოანე კიბისაღმწერელი საუბრობს ზარმაცი მონაზვნის თვისებებსა და საქმეებზე. მცონარენიც აკეთებენ საქმეებს, მაგრამ მათი საქმეები არ არის ღვთის წინაშე მართალი. ზარმაც მონაზონს ლოცვის ხსნებაზეც კი ძილი ერევა, ხოლო მრავლისმეტყველების ან ამაო საქემთა კეთებისას ძილი საერთოდ არ ახსენდება.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

„გსურს, მონაზონო, იხარო, როდესაც შურისძიებას იხილავ შენს მტერზე, რომელმაც დააზიანა შენი გული თავისი ბილწი ისრებით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 1 2023, 11:23 AM
პოსტი #3734


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ადამიანი, რომელიც აქებს მოყვასს, ხოლო საკუთარ თავს განიკითხავს, სიწმინდის საზომს აღწევს. თუკი შენ სხვისგან ითხოვ, რომ მეტანია გაგიკეთოს და პატიება გთხოვოს, იმიტომ, რომ გაწყენინა, შენში რაღაც ვერ არის რიგზე, არ მიჰყვები მონაზვნურ გზას“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, დემონებს შორის გავლისას, ისე დააბრმავო მათი თვალები, როგორც წითელი წიწაკით აბრამვებენ მტრის თვალებს და ამგვარად დარჩე უვნებელი და დაუზიანებელი? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2023, 10:58 AM
პოსტი #3735


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორ ვიპოვოთ ქრისტე

„ოდესღაც ერთი ბერი ცხოვრობდა. ჭაბუკობისას სახარება წაიკითხა და გული ქრისტეს პოვნის სურვილით ისე ძლიერ აენთო, რომ წუთისოფელს განუდგა და მონასტერში წავიდა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ძმებთან ერთად და ყველა იმ სულიერი საქმის შესწავლას ცდილობდა, რაც აუცილებელია მონასტრული ცხოვრების წარმატებისთვის. მონასტერში მორჩილება და საკუთარი ნების უარყოფა ისწავლა, მაგრამ ქრისტე ვერ იპოვა. შემდეგ განმარტოებით დასახლდა, ლოცვა და მდუმარება შეითვისა, მაგრამ ქრისტეს კვლავ ვერ მიაგნო, მას საკუთარი გონება და ზრახვები თავს აბეზრებდა და უხერხულობას უქმნიდა. როდესაც ზრახვები განაგდო, მის გულში ადგილი მხოლოდ ქრისტესათვის დარჩა. როდესაც სურვილები მოთოკა, მას მხოლოდ ქრისტეს ნახვის სურვილი შემორჩა. როცა ვნებებს გაუმკლავდა, მასში მხოლოდ ქრისტეს სიყვარული ცოცხლობდა. ზეცას შესცქეროდა - ქრისტეს ხედავდა, მიწაზე დადიოდა - მეგზურობას ქრისტე უწევდა. სადაც იყო, ყველგან ქრისტეთი სულდგმულობდა. და ამ ბერისათვის, მთელ დედამიწაზე მხოლოდ ქრისტე არსებობდა. ხოლო გარდაცვალების შემდეგ, ზეცაშიც განუყრელად მასთან იყო“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

მოხუცი ბერის შეგონება:
„სულის სისავსე, რომელსაც ქრისტემ ფერი უცვალა, საუკუნო ცხოვრების დასაწყისია“.

„გსურს, მონაზონო, შეუტიო სატანის ურდოებს და მოიპოვო დიდებული გამარჯვებანი შენი მარადიული ხსოვნისათვის? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2023, 12:44 PM
პოსტი #3736


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„-უფალო, ასე საშინლად რატომ ვიტანჯები? - ერთხელაც ავადმყოფობის დრტვინვა დაიწყო სათნო ბერდიდმა, არტემ გრიგორიელმა.

მაშინ მას ქრისტე უფალი ეჩვენა, რომელმაც საკუთარი ხელნი და გვერდი უჩვენა და უთხრა:

-შეხედე, მე როგორ დავითმინე. შენ კი ჩემი სიყვარულისთვის არ ითმენ?“


„გსურს, მონაზონო, სულის სმენით მოისმინო ზეციური დიდებისმეტყველება და შეიმეცნო, გარკვეულწილად, საქმით. თუმცა კი, ნაწილობრივ ის, თუ როგორ ადიდებ შენს ზეციურ შემოქმედს, როდესაც მისი სასუფევლის ღირსი გახდები? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2023, 11:58 AM
პოსტი #3737


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მოწყინება ერთ-ერთი უმთავრესი ვნებაა, რომლის გამოც ხშირად უარყოფენ მონაზვნობის აღთქმას და ტოვებენ მონასტერს“

„გსურს, მონაზონო, საკუთარი თავი იხილო იქ, რის შესახებაც დაწერილია წმინდა წერილში და შეიმეცნო ის, რაც კალმის საშუალებით, გონებისთვის მიუწვდომელობის მიზეზით, ვერ გადმოგვცეს ეკლესიის მოძღვრებმა? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2023, 11:36 AM
პოსტი #3738


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„გინდ სიხარული გქონდეს, გინდ სევდა და მწუხარება, ეს არ უნდა გამოამჟღავნო, გარეგნულად არ უნდა ჩანდეს, არამედ შინაგანად უნდა განიცდიდე ამას. აი, ამას ნიშნავს მონაზონი“.

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

„გსურს, მონაზონო, რაც გესმის წმინდა წერილიდან სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ, საღვთო გამოცხადების მეშვეობით შეიმეცნო? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 6 2023, 11:37 AM
პოსტი #3739


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მჟავე ვაშლები

„ერთმა კაცმა ვაშლები იყიდა. გასინჯა - მჟავეზე მჟავეა! ჩაფიქრდა: „როგორ მოვიქცე? ხომ არ გადავყრი? მოდი ვაშლებს ნაცნობ ბერს ვაჩუქებ და თან კეთილ საქმესაც გავაკეთებ!“ მივიდა ბერთან ვაშლებით და ეუბნება: „ვაშლი მოგიკითხე. მიირთვი და მომიგონე!“ – „ტკბილი ვაშლია?“ - ჰკითხა ბერმა. – „ტკბილია, ძალიან ტკბილი!“ - დარწმუნებით მიუგო კაცმა. „მაშ ასეთი მჟავე სახე რატომ გაქვს?“ - ჩაიცინა ბერმა“.

/ბერი სვიმეონ ათონელი/

„გსურს, მონაზონო, რომ იხილო, თუ რაოდენ მშვენიერია ქრისტე, რომელიც „ადამის ძეთა უმშვენიერესი ხარ“? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2023, 11:36 AM
პოსტი #3740


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,940
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთმა მღვდელმა ჰკითხა სნეულ მონაზონს:

-ხომ ჯანმრთელად ხარ, მამაო, როგორ ხარ?

-არა მიშავს რა, კარგად ვარ. აი, ახალი სატანჯველი დამემატა. თუმცა, ეს საჭიროა. აბა, იქ, ზენარსთან, ხელცარიელი ხომ არ წავალ?“


„გსურს, მონაზონო, ყოველწამიერად განგმირო ის, ვინც ყოველწამიერად განგგმირავს შენ? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 185 186 187 188 189 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 8 მომხმარებელი (მათ შორის 8 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 05:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი