ნ. დუმბაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნ. დუმბაძე |
ზარნაშო |
May 18 2008, 03:11 PM
პოსტი
#81
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ნოდარ დუმბაძისთანა მწერალი (იუმორისტი) არცერთ ქვეყანას არ ყავს. რაც შეეხება ''გასაუბრებას ღმერთთან'' მწერალს უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე დაწეროს ის რაც მას უნდა, შემდეგ ამას საზოგადოება განსჯის და მე არავინ მინახავს ''ზოგზოგიერთების'' გარდა, რომ ეს ნაწარმოები არ მოსწონდეს ყურადგებით წაიკითხეთ და დარწმუნდებით რომ ღმერთი აქ არაფერ შუაშია და ის იგავის მსგავსი ნაწარმოებია ფაქტიურად იგავია. თუ დააკვირდი, მე დუმბაძეს ვექომაგებოდი ამ თემაში, მაგრამ ყველაფრრის წერის უფლება არავის აქვს ნამდვილად. სხვა საქმეა, რომ შეცდომა ყვლას დმოსდის და უცოდველი არავიანა. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
tekla_ |
May 18 2008, 03:39 PM
პოსტი
#82
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 18-May 08 მდებარ.: ისლის სახლი. წევრი № 4,848 |
"დედა!
ჩემო საყვარელო დედა. წერილი და ამანათი მივიღე შენგან, წერილზე ლაქებია. გიტირია. რა მჭირს სატირალი? ომში ხომ არ ვარ?! გათავდეს ეს მეორე წელიც და ჩამოვალ. რომ იცოდე რა კარგად ვარ, აკი გწერდი კიდევაც, ძალიან კარგად ვარ-მეთქი, არც მწურია, არც მშია, არც მცივა, კინო არ მაკლია და ცეკვა. ყოველ კვირას მიშვებენ ქალაქში. ზღვა გვერდითა მაქვს და მთა. აქ ყველაფერი ერთადაა - ზღვაც, მთაც, ზამთარიც, ზაფხულიც, გაზაფხულიც და შემოდგომაც. მეგობრები კარგი მყავს და მეთაურიც, შენი შვილი პედრო შერბინა ყველას უყვარს, წარჩინებული მესაზღვრე ვარ. ჯერ ჯაშუში არ დამიჭერია. მაიორი ჩხარტიშვილი დამპირდა, თუ ორს დაიჭერ, ერთს სახლში გაგატან დედაშენთან, მარია პავლოვნასთანო. ჰა, დედი, რას იტყვი, ჩამოვიყვანო? ჩვენი ძაღლი დაბერდა უკვე, დავაბათ ეზოში და ვაყეფოთ და ვაყეფოთ. აქ ისეთი მეგობრები მყავს, სულ მზესა და მთვარეს ჩემზე იფიცებენ. იძახიან, ნეტავი დედაშენს, რა შვილი გაუზრდიაო, ჩვენ რომ შენისთანა შვილები გვყავდეს ჩვენ მშობლებს რა უჭირდათო. ადრეც გწერდი, ერთი ქართველია, ჯაყელი, მეორე ჩვენებური პარხომენკო, ჩვენმა კოლმეურნეობამ ბუღა რომ ჩამოიყვანა ჩერნიგოვიდან იმას ჰგავს, სურათს გიგზავნი. სამნი ვართ, შავი ჯაყელია, დანარჩენს მიხვდები. ეს საქართველო, თედორეს ქსენია რომ გიყვებოდა, ის არ გეგონოს, სულ ტყუილია დედა, ახლა რომ მაგონდება, მრცხვენია კიდევაც. ამ ჩაის და მანდარინს, პურს რომ სჭირდება ათი იმდენი შრომა უნდა, ღვინოს კიდევ მეტი. ქართველები თბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისთვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ, ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლასა და ჩასვლას მაყურებინებს- მზე უყვარს, ქსენია არ შემოუშვა სახლში, დედი, სულ ტყუილებს გიყვებოდა. ჯაყელს დედა არ ჰყავს, შენი სურათი ვაჩვენე, ასე მითხრა, სულ დედაჩემს ჰგავსო, ტყუილს ამბობ-მეთქი, რომ ვუთხარი ასე მითხრა- თვალებით ჰგავსო, ალბათ, მართლა ჰგავხარ, აბა ტყუილს არტომ იტყვის. დედას იფიცებს ხოლმე. როდესაც დედას იფიცებს მასინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქყვეყანა სიგიჯემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქყვეყანაა, მაგრამ ერთი ჩემს ტრამალზე მარბენინა ახლა, ერთი ჩემს პურის ყანაში მაგორავა. რომ იცოდე როგორ მენატრები! წინ ამანათი მიდევს, პურს ჩვენი ბეღლის სუნი აქვს, არაჟანს ჩვენი ძროხის სუნი, მურაბას - ჩვენი ალუბლის ბაღის სუნი, ხახვს- ჩვენი ბოსტნის სუნი, ძეხვს - ჩვენი სხვებსი სუნი და თვითონ ამანათს ჩვენი სახლის სუნი აქვს, სკოლიდან მომავალს, კვამლის სუნთან ერთად ნიავი რომ შემაგებებდა ხოლმე. ორი თვეღა დარჩა, ჩემი თბილო და ჩემი ტკბილო დედი. ჩამოვალ და ჩავაბარებ ინსტიტუტში. მომიკითხე მეზობლები. გკოცნი შენი შვილი პედრო შერბინა". -------------------- ბანანა თევზის ამინდი და იასამნის ხე მინდა სახლში, კიდევ ქოხის აშენება მინდა ბაობაბის კენწეროზე.
|
T.L. |
Jul 21 2008, 05:34 PM
პოსტი
#83
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ნოდარ დუმბაძეს 14ივლისს 80 წელი შეუსრულდებოდა, ის 56 წლის ასაკში გამოეცალა ოჯახს ხელიდან,იმ საკაში როცა ზოგს "მეორე სუნთქვა" ეხსნება და ახალ ცხოვრებას იწყებს.
ქეთევან დუმბაძე: -სევდიანი ისტორიით დავიწყებ, გარდაცვალების დღეს მამამ ამომხედა და მითხრა,მამა, გადი ოთახიდან უნდა მოვკვდე და არ მინდა მიყურო, შენთვის არ შეიძლებაო. მაშინ მე ორსულად ვიყავი, გვერდით ოთახიდან მესმოდა ყველაფერი, როგორ წვალობდა როგორ ეხვეწეოდნენ იქიმები ესუნთქა.. მაშინ არ ვიცოდი რომ მამაჩემი ამხელა ადამიანი იყო, ის რაც მე მამას პანაშვიდზე ვნახე,წარმოუდგენელი იყო,ამდენი ხალხი არავის დაკრძალვაზე არ მინახავს. მწერალთა კავშირიდან მზიურამდე გაჭედილი ხალხი იდგა და ტიროდა. ძალიან ახალგაზრდა, ცოცხალი,ხითხითა მამიკო გამომეცალა ხელიდან. “მზიურის” ჩასასვლელში დაიდგა ქვა, რომელსაც ეწერა: “აქ დაიდგმება, დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ძეგლი”. ჩემში გაორება მოხდა - იყო ნოდარ დუმბაძე და იყო ჩემი მამა ნოდარ დუმბაძე, ჩემთვის წლები დასჭირდა იმას რომ ეს ორი შეერთებულიყო. ოჯახში ის ზეიმი იყო! მამა იყო უასაკო ადამიანი, დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. მამაჩემი ჩემთან ერთად უსმენდა ჯენის ჯოპლინს, წარმოუდგენელია,არა? მასთან ეთად ვცურავდი, მასთან ერთად დავდიოდი კოდორზე და სათვზაოდ,ველოსიპედის დარებაც მამამ მასწავლა, მანქანის მართვა…. ამალობანას გულრიფშშიც ერთად ვთამაშობდით, მთელი ბავშვები მამას ვეძებდით ის კიდევ პალმებში იმალებოდა. მამა მინახავს ძალიან სერიოზულიც, მუშობის პროცესში, მთელ დღს მეგიბრებში ატარებდა, ღმის სიწყნარეში როცა ყველას გვეძინა ,მაშინ მუშაობდა. საოჯახო საქმეები დედას კისერზე იყო, მამას ტანსაცმელაც დედა ყიდულობდა. საბავშვო ლექსებს მამა ჩვენზე სინჯავდა, რომ დაწერდა გვიკითხავდა თუ მოგვეწონებოდა აქვეყნებდა თუარადა ხევდა და ყრიდა. სახლში მაქვს მამას ხელნაწერები, რომელებიც დაკუჭელი,დათხვრილია. ნაგვის ყუთიდან ვიღებდი და ვინახავდი. მამს პირველი მკითხველი დედა იყო. მე რომ გავთხოვდი და ჩემს წასაყვანად რომ მოვიდნენ ,ისე იტირა, კინაღამ სახლშ დავრჩი. როცა ნოდარი წერდა ჩვენ გვეძინა, მოკრძალებული კაბინეტი ქონდა, და ღამე როცა იქ შუქი ენთო ესეიგი მუშაობდა. მაგალითად “მე ბებია ილიკო და ილარიონი” სამზარეულოს მაგიდაზე აქვს დაწერილი. ხშირად ვისვენებდით გულრიფში, ამ სანაპიროს მამა სამოთხეს ეძახდა, მარადიულ დღესასწაულს უწოდებდა. ნოდარს ძალიან კარგიურთუერთობა ქონდა აფხაზებთან, მამამ გულრიფში ჩვენი სახლის კარზე “ნოდარ დუმბა” დაწერა, შაყირობდა, აფხაზური ძირი მაქვსო, ქართველებთან კი შყირობდა, საღებავი არ მეყო “ძე”-ც რომ მიმეწერაო. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
georgianeli |
Jul 22 2008, 11:55 AM
პოსტი
#84
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ნოდარ დუმბაძე, კარლო კალაძე, ევტუშენკო-ჩემი გულრიფშელი მეზობლები. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, თუ რა ლამაზად შესცქეროდნენ თავიანთ კოპწია სახლებთან ერთად ზღვას პირდაპირ თვალებში.
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
T.L. |
Jul 22 2008, 12:55 PM
პოსტი
#85
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ნოდარ დუმბაძე, კარლო კალაძე, ევტუშენკო-ჩემი გულრიფშელი მეზობლები. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, თუ რა ლამაზად შესცქეროდნენ თავიანთ კოპწია სახლებთან ერთად ზღვას პირდაპირ თვალებში. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
georgianeli |
Jul 22 2008, 04:20 PM
პოსტი
#86
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
არც დუმბაძისა და არც კალაძის შემოქმედებათა მეხოტბე ვარ პრინციპული მიზეზების გამო. უბრალოდ, ჩემი სახლი, ზღვა (100 მეტრიც რომ არ მაშორებდა), ჩემი წალკოტი მხარე და ბავშვობის ტკბილი წლები მომაგონდა...
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ზარნაშო |
Jul 24 2008, 10:57 AM
პოსტი
#87
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
არც დუმბაძისა და არც კალაძის შემოქმედებათა მეხოტბე ვარ პრინციპული მიზეზების გამო. უბრალოდ, ჩემი სახლი, ზღვა (100 მეტრიც რომ არ მაშორებდა), ჩემი წალკოტი მხარე და ბავშვობის ტკბილი წლები მომაგონდა... -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
georgianeli |
Jul 24 2008, 05:24 PM
პოსტი
#88
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ვხედავ, დუმბაძის შემოქმედება ძალიან გიყვარს (მძაგსოს ვერ ვიტყვი და არც ვაკადრებ ავტორს, რადგან ბევრი სითბო და მზე ამომიკითხავს მის ნაწარმოებებში). შესაბამისად, უკვე უნდა იცოდე პასუხი და არც ჩემზე ნაკლებად. მაგრამ რახან მეკითხები, მოიძიე-უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე ელოდები. ნეტშიც შეგიძლია გადააწყდე ჩემს პასუხს. ზოგიერთ მომენტზე კი უკვე ითქვა ამ თემაში.
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ზარნაშო |
Jul 25 2008, 01:51 PM
პოსტი
#89
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
ვხედავ, დუმბაძის შემოქმედება ძალიან გიყვარს (მძაგსოს ვერ ვიტყვი და არც ვაკადრებ ავტორს, რადგან ბევრი სითბო და მზე ამომიკითხავს მის ნაწარმოებებში). შესაბამისად, უკვე უნდა იცოდე პასუხი და არც ჩემზე ნაკლებად. მაგრამ რახან მეკითხები, მოიძიე-უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე ელოდები. ნეტშიც შეგიძლია გადააწყდე ჩემს პასუხს. ზოგიერთ მომენტზე კი უკვე ითქვა ამ თემაში. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
tuchlik2 |
Jul 31 2008, 12:26 PM
პოსტი
#90
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 168 რეგისტრ.: 27-March 08 წევრი № 4,334 |
როგორ გული მწყდება როცა ნოდარ დუმბაძეს, ამ საოცარ ადამიანს უღმერთობაში ადანაშაულებენ, ჩემო ძვირფასებო აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის პერიოდი როცა ეს მართლაც საოცრად კარგი და თბილი ადამიანი ამ ნაწარმოებებს ქმნიდა, მისი ყოველი ნაწარმოები უმკაცრეს ცენზურას გადიოდა, ამიტომ არის მასში ცოტაოდენი "მკრეხელობა" ისე ვერც ერთი ნაწარმოები მზის სინათლეს ვერ იხილავდა, შესაბამისად ვერ მოვიდოდა ჩვენამდე, ტყუილად გგონიათ რომ მას ღმერთი არ სწამდა, მე ნაკლებად ვიცი იმ დროინდელი მწერალი, რომლის შემოქმედებაში ამდენი რამ წერია ღვთის შესახებ (კარგს ვგულისხმობ), რამდენიც დუმბაძის ნაწარმოებებში, სამწუხაროა რომ დღევანდელი ახალგაზრდობა არ იზრდება მის შემოქმედებაზე და მოძველებულად მიაჩნიათ, განა ადამიანების სიყვარული, პატივისცემა უფროსებისა, ურთიერთ გატანა, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, თბილი და გულწრფელი იუმორი ის მცნებებია რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება და უფასურდება? მე არ ვიცი რამდენჯერ მაქვს მისი ნაწარმოებები წაკითხული მაგრამ ყოველი წაკითხვისას გულწრფელად ვტირი და გულწრფელად ვიცინი, იმიტომ რომ თვითონ ნოდარი იყო ასეთი გულწრფელი, ასეთი მხიარული და ამავე დროს ასეთი სევდიანი ადამიანი.
ძალიან გამიხარდა რომ გაიხსნა მისი საიტი და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გადაათვალიეროთ http://www.nodardumbadze.ge/ |
tatiusi |
Aug 4 2008, 01:36 AM
პოსტი
#91
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 26-July 08 მდებარ.: BaTuMiIiIiI წევრი № 5,403 |
მიყვარს ეს მწერალიიი!!!!! უმაგრესიი და ჩემიი უსაყვარლესი ნაწარმოებები აქვს დაწერილიიი!!!!
-------------------- ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალეე მე...
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეშეგვიწყალენ ჩვენ... |
butiko |
Sep 14 2008, 10:03 PM
პოსტი
#92
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 18-May 07 წევრი № 1,938 |
ხალხო რა აზრის ხართ ამ მწერალზე? აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია. მე მაგალითად მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ძალიან მომწონს მაგრამ ეს რომ წავიკითხე ცუდად გავხდი აბა დაწერეთ ნოდარ დუმბაძე ჩემის აზრით მორწმუნე ადამიანი იყო, მის ყველა ნოველაში თუ რომანში, გინდ მოთხრობაში ღმერთის სიყვარული კარგად იგრძნობა. შენ ალბათ საუბარი ღმერთთან გაქვს მხედველობაში, იქ უბრალოდ ადამიანზეა საუბარი რომელსაც არ სწამს და მაინც იწამებს ბოლოს. ჩემი აზრი ესეთია. ძალიან მიყვარს დუმბაძე მაგარია |
maikoo-84 |
Dec 5 2008, 02:27 PM
პოსტი
#93
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 26-November 08 წევრი № 6,002 |
დუმბაძე მაგარია და ეგეთ რაღაცეებს რაღა მარტო მაგაზე იძახით, რომ მკრეხელიაო. ეგრე სტალინიც იყო მორწმუნე მაგრამ არ იმჩნევდა ან ჩარლზ დარვინი რომ ავიღოთ ეგეც ყველაზე მაგარი მორწმუნე ადამიანი ყოფილა, მაგრამ ასე განაცხადა რომ ადამიანიო მაიმუნისაგან შეიქმნაო
ერთი მოთხრობის გულიზე ადამიანი არ უნდა განსაჯო თან როცა ის ადამიანი სხვის ფიქრებს და სხვის აზრებს გადმოგვცემს და არა საკუთარს. ის ამ მოთხრობით ღმერთს კი არა ჩვენ დაგვცინის ადამიანებს რომლებმაც ღმერთი უარყვეს და რაღაც კომუნისტურ იდეოლოგიაში გაცვალეს. ეკლესიები დაანგრიეს და ხატები შეურაცხეს და კიდე ბევრი მკრეხელური და უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს. დუმბაძე კი ამას პირდაპირ გვეუბნება. რა ასე არაა? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2024 - 07:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი