9 აპრილის ტრაგედია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
9 აპრილის ტრაგედია |
T I K O |
Apr 30 2008, 01:49 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
არაგველი
მოვძებნე ის წიგნი და ეს ლექსიც ანათემა ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული, მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, - მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა, სისხლი დალია და დამშვიდდა. დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა, წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, - მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა, ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა. ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული, ნატვრა აუსრულეს ბატონებს, დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური, მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს. ლოცვა და გალობა არ გვაცალეს, ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს, ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს, კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს. ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი, მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს, ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით, სული ამოგვხადეს და დაგვცინეს. შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი, ავად გაგვითენეს შავი დღე, თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით, ”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ. ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის, რომელი მსაჯული და რა ციხე, ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი, ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს. მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს, ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან, მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს, ცეცხლი დალიეს და...ჰაიდა! მიდის მიმავალი. მოდის მომავალი. ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს, ღმერთო, სამართალი რომ არ არი, სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ. ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა, მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,- მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა, დარჩა თბილისი და ატირდა. დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს, ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, - ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე, ბორგავს გონიო და სამშვილდე... ”მუმლი მუხასაო... მუმლი მუხასაო... გარსა ეხვეოდაო... მარადის მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო...” გულს მფხანს ქართველების ღაღადი. ჩანგო, იბერიის პანაშვიდო, როგორ შეგეხები თითებით, მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო, ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?! ალბათ ღამე უნდა გავათენოთ, მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, - ისე არ მოკვდება საქართველო, დედა არ უტიროს ჯალათებს! მორის ფოცხიშვილი 24 აპრილი 1989წ. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
orthodox-georgia |
May 17 2008, 06:54 PM
პოსტი
#22
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ტკივილი მართლაც დიდია... ისინი ჩემს თავისუფლებას შეეწირნენ ისინი ახალი საქართველოს გმირები არიან -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
Misha_kartveli |
Jun 2 2008, 08:57 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 |
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში მართლაც უდავოდ გამორჩეული დღეა, როდესაც ქართველებმა კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ დიადი მიზნისთვის ერთად დგომა შეგვიძლია, ამ დღეს სრულიად სხვა ელფერი შესძინა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც ტრეგედიიდან ორი წლისთავზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს 9 აპრილს დაღუპულთა სულები. -------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
tamara |
Jun 2 2008, 05:40 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
tamara დარიშხანი მძიმე მეტალია, უძლიერესი შხამი და ორგანიზმში სიკვდილის შემდეგაც რჩება. ნაპოლეონის თმის ანალიზმა დაარწმუნა მეცნიერები მისი დარიშხანით მოწამვლის შEსახებ. არ გამიკვირდება რომ იგი შვილსაც გადაცემოდა პლაცენტარული გზით ღმერთო აცხონე 9 აპრილის მსხვერპლნი ალბათ ასეა, ფაქტია, რომ დარიშხანის რაღაც ნაერთი გამოიყენეს... ოდესმე უნდა ჩატარდეს მაღალი დონის ლაბ.კვლევა. და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. |
veriko7 |
Jun 2 2008, 05:59 PM
პოსტი
#25
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
ეს დღე ყველა ჩვენგანისათვის მაგალითი უნდა იყოს, დღესაც ძალიან ჭირდება საქართველოს გმირობა...მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით უმეტესობა ქართველობისა დამახინჯებულად აზროვნებს, პატრიოტიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვა ჰგონიათ...აი რა მაწუხებს ყველაზე მეტად
|
Lego |
Jun 2 2008, 06:06 PM
პოსტი
#26
|
ირადონ ჯგუფი: Members პოსტები: 418 რეგისტრ.: 10-October 07 მდებარ.: მეზობელთან წევრი № 2,940 |
ერთ-ერთი დაღუპულთაგანი ჩემი ნათესავი იყო. ღმერთმა აცხონოს ყველას სულები.
-------------------- [i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i] |
მატასი |
Apr 9 2009, 11:04 PM
პოსტი
#27
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა ყველა გარდაცვლილს....
ჩემი მამიკოც მოიწამლა მაშინ... ძალიან დიდ ხანს გაყვა თავის ტკივილები... თითქმის სულ სტკიოდა... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
likka |
Apr 9 2009, 11:11 PM
პოსტი
#28
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
იმდროს ორივე, მამაჩემი და განსაკუთრებით, ბიძაჩემი, ბეწვზე გადაურჩნენ სიკვდილს. დედაჩემი და ბიცოლაჩემი, ორივე ფეხმძიმედ იყო მაშინ. ივნისში ქეთი დაიბადა, ჩემი ბიძაშვილი, ნოემბერში ჩემი ძმა, გიო ...
-------------------- ეჰ...
|
sable |
Apr 10 2009, 03:08 AM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ისე ეს დღე ტრაგედიის დღეს იყო საქართველოსთვის და სიხარულისაც როდესაც ქვეყანამ ოფიციალურად დააღწია თავი 70 წლიან მონობას, ეს უკანასკნელი რატომღაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე არადა არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ არა უფრო მნიშვნელოვანი 1989 წ. ტრაგედიასთან შედარებით.
ამიტომაც იყო რომ გამსახურდიამ იმ დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა ის უდიდესი გამარჯვება რაც ქვეყანამ 1991 წლის 9 აპრილს მოიპოვა და რასაც ცოტა დაგვიანებით მაგრამ ყველას გილოცავთ! ამ დღეს რეალურად მათი დაწყებული საქმე დამთავრდა და დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
ქავთარაძე |
Apr 10 2009, 12:37 PM
პოსტი
#30
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა გამსახურდიამ ამ კაცის სახელის გაგონებაზე ცუდად ვხდები :@ |
ana.anu |
Apr 10 2009, 07:58 PM
პოსტი
#31
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 7-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,790 |
უდაოა ის,რომ 9აპრილს დაღუპულები,ჩვენს თავისუფლებას შეეწირნენ...
"9აპრილის წამებულთა სულები,დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში,რამეთუ აღსრულდა ნება მათი,აღსრულდა ნება ქართველი ერისა!!!გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!გვფარავდეს გმერთი!!!" ამ სიტყვებს რამდენჯერაც უნდა მოვუსმინო,ჟრუანტელი მივლის და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები,რომ ძალა მხოლოდ ერთობაშია... |
ანანო |
Apr 10 2009, 09:27 PM
პოსტი
#32
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
პატარა ვიყავი სამწუხაროდ არაფერი მახსოვს
1 წლის ვხდებოდი მაგრამ ვიდეოების ყურებისას სულ მბურძგლავს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
Belief |
Apr 18 2009, 05:59 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
3 წლის ვიყავი ბევრი არაფერი მახსოვს . 20 კაცი დაიღუპა და ის შავი დროშების ფრიალი მახსოვს და გლოვის დღეები მახსოვს . საბედნიერდ ჩემი არცერთი ნაცნობი და ახლობელი არ დაშავებულა.
თუმცა ბევრი ადამიანი დაიღუპა და ისინი არიან სწორედ ქართველის ხალხის გმირები და სულისკვეთების გამომჟღავნებლები არ ვიცი რა ვუწოდო ამ თავგანწირვას რომელიც მათ ჩაიდინეს. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
tamara |
Apr 18 2009, 06:59 PM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
|
Belief |
Apr 18 2009, 07:38 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
tamara
ვერ ვხვდები რუსთაველის ჩატეხილი ფილები რა შუაში იყო? -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
tamara |
Apr 18 2009, 09:04 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
Belief
ამ ადგილას დაიღუპნენ ადამიანები |
Belief |
Apr 21 2009, 04:03 PM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
tamara
კი ბევრ ადგილას დაიღუპა მაგრამ ვფიქრობ არ არის საჭირო რავიცი. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
tamuna_18 |
Apr 21 2009, 11:55 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 118 რეგისტრ.: 11-March 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,624 |
ყველაზე მეტად ვიდეო კადრებში მაშინებს და მაშფოთებს არა! არა !<<< ხალხის პასუხი უწმინდესის კურთხევაზე
-------------------- "ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
|
უჩა |
Apr 21 2009, 11:58 PM
პოსტი
#39
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
tamuna_18
ხო მართალი ხარ. აუ მე მეუფე იოანეს ინტერვიუ წავიკითხე 9 აპრილზე გაზეთში ისიც მაშინ უწმიდესთან ერთად იყო და აუ რავი ისე აქვს ყველაფერი მოყოლილი და ახსნილი რომ აუ ცრემლებს ვერ შეიკავებ რა... -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
tamuna_18 |
Apr 22 2009, 12:00 AM
პოსტი
#40
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 118 რეგისტრ.: 11-March 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,624 |
ესე მგონია რამდენჯერაც უწმინდესს "არას! "ვუპასუხებთ.. იმდენი 9 აპრილი გვექნება..
და ღმერთმა დაგვიფაროს ! -------------------- "ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი