თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ რელიგიური ფუნდამენტალიზმი

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 12 2009, 08:00 PM

რა აზრის ხართ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე? ანუ მოგწონთ თუ არა, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, მაინტერესებს თქვენი აზრი. არსებობს ისლამური ფუნდამენტალიზმი, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი, ოლსტერის პროტესტანთტა ფუნდამენტალიზმი და სხვა მრავალი. თუ გინდათ ინფოს დავდებ უფრო დაწვრილებით. რას ფიქრობთ? ნუ გასაგებია, ისლამურს გმობთ, მართლა მიუღებელია მათი საომარი სულისკვეთება & co. laugh.gif მაგრამ მოგწონთ თუ არა თუნდაც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 08:07 PM

subterranean

კაცო, სათაურსა და პოსტს შორის ნონსენსია თუ მეჩვენება? ნუთუ გამბედაობა არ გეყო გეთქვა, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი პოლიტიკურ იდეოლოგიას გვარიანად კრეჭს და ვაიმე რა გვეშველებაო? :gigi:

ფუნდამენტალიზმი არის გარკვეული ჭეშმარიტად მიჩნეული ცნობიერების გაქვავება, რომელიც უცხოა ქრისტიანობისთვის. მხოლოდ ჩაუხედავ პირს შეუძლია მოეჩვენოს რელიგია ფუნდამენტალიზმად.

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 12 2009, 08:13 PM

ციტატა(მნათე @ Jan 12 2009, 08:07 PM) *

subterranean

კაცო, სათაურსა და პოსტს შორის ნონსენსია თუ მეჩვენება? ნუთუ გამბედაობა არ გეყო გეთქვა, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი პოლიტიკურ იდეოლოგიას გვარიანად კრეჭს და ვაიმე რა გვეშველებაო? :gigi:

ფუნდამენტალიზმი არის გარკვეული ჭეშმარიტად მიჩნეული ცნობიერების გაქვავება, რომელიც უცხოა ქრისტიანობისთვის. მხოლოდ ჩაუხედავ პირს შეუძლია მოეჩვენოს რელიგია ფუნდამენტალიზმად.

რელიგია ფუნდამენტალიზმად არ მომჩვენებია და მე არ დამირქმევია ეს სახელი, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგია სახელწოდებით რელიგიური ფუნდამენტალიზმი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 12 2009, 08:15 PM

ციტატა
რელიგია ფუნდამენტალიზმად არ მომჩვენებია და მე არ დამირქმევია ეს სახელი, არსებობს კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგია სახელწოდებით რელიგიური ფუნდამენტალიზმი


პოლიტიკური ფუნდამენტალიზმი და რელიგიური განსხვავდება ერთმანეთისგან - იდეოლოგია ნამდვილად არის, ოღონდ ყოველთვის და უმეტესად როდია პოლიტიკური...

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 12 2009, 08:29 PM

პოლიტიკურ ფუნდამენტალიზმზე არ ვსაუბრობ! რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის პოლიტიკური იდეოლოგია. პოლიტიკური ფუნდამენტალიზმი რა შუაშია საერთოდ, ამა-თუ-იმ ფუნდამენტალიზმ"ებ"ზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და მე კონკრეტულზე გავხენი თემა. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი არ შეიძლება პოლიტიკურ იდეოლოგიად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ცოტა უჩვეულოა ის რომ რელიგიურ დოქტრინებს შეუძლია პოლიტ. იდეოლოგიის ჩამოყალიბება თავისი ტრადიციული დამოკიდებულების გამო რომელიც ამა-თუ იმ საკითხზე აქვს. მიუხედავად ამისა, რელიგიურ ფუნდამენტალიზმს სრულიად სამართლიანად უწოდებენ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რადგან იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა აქვს, თუნდაც მთავარი თემები, როგორიცაა ანტიმოდერნიზმი და სხვა. თანაც სხვა იდეოლოგიებს რომ შევადაროთ-კონსერვატორებს მოსწონდათ და მოსწონთ რელიგია, იმიტომ რომ სოციალური შემაკავშირებლის როლი აკისრია და იმ არასტაბილურობის საფრთხეს ამცირებს, რომელიც კონსერვატორებს მაგრად აშინებთ და რელიგიური ფუნდამენტალიზმი რელიგიურ იდეებს კი არ იყენებს როგორც რაღაც დოქტრინების შესალამაზებელ და გასამყარებელ საშუალებას, არამედ პირიქით, საკუტარი პოლიტ. აზროვნება აქვს აგებული ამ რელიგიურ იდეებზე. რავი : ) : P

პოსტის ავტორი: agnosticos თარიღი: Jan 15 2009, 05:59 PM

მართლმადიდებლური კონსერვატიზმი ხომ მრავლად არის საქართველოში. ფუნდამენტალიზმმა კი მართლმად. ეკლესიის გარკვეულ წევრებში ღრმა ფესვები გაიდგა, ვეჭვობ...

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 19 2009, 12:26 PM

ციტატა(agnosticos @ Jan 15 2009, 05:59 PM) *

მართლმადიდებლური კონსერვატიზმი ხომ მრავლად არის საქართველოში. ფუნდამენტალიზმმა კი მართლმად. ეკლესიის გარკვეულ წევრებში ღრმა ფესვები გაიდგა, ვეჭვობ...

მე მგონია, რომ ეგ მართლმადიდებლური კონსერვატიზმი თავისი მიზნების მისაღწევად ახალი მემარჯვენეობის სახელის ქვეშ იმალება.

პოსტის ავტორი: kaTakmeveli თარიღი: Jul 1 2009, 05:37 PM

სამწუხაროდ საქართველოში არც მართლმადიდებლური კონსერვატიზმია და არც ფუნდამენტალიზმი. არცერთი ევროპელი და ამერიკელი კონსერვატორი ვერ აიტანდა იმ გარყვნილებას და სამსართულიან დედის გინებას რომელიც ქართული ტელევიზიით გადაიცემა.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 1 2009, 05:40 PM

რას უშვება ეს განათლება ამ ხალხს?! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jul 2 2009, 01:48 AM

მნათე

ციტატა
კაცო, სათაურსა და პოსტს შორის ნონსენსია თუ მეჩვენება? ნუთუ გამბედაობა არ გეყო გეთქვა, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი პოლიტიკურ იდეოლოგიას გვარიანად კრეჭს და ვაიმე რა გვეშველებაო? :gigi:

კაჟდი პანიმაეტ ვმერუ სვაეი ისპორჩენნოსტიო, გაიგეეე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Do Kamo თარიღი: Nov 11 2009, 01:07 AM

სად არის ფუნდამენტალიზმი საქართველოში? ნამდვილი და შესანიშნავი ფუნდამენტალიზმი არის ირანში, რომლის წყობაც საუკეთესოა დღევანდელ მსოფლიოში და საკმაოდ მოქნილი (არავითარ "ცნობიერების გაქვავებაზე" და მსგავს სისულელეებზე არაა საუბარი), მათ შორის რელიგიურ საკითხებში.

საქართველოში არის პროვინციალიზმის ზეიმი, ზედაპირულობა, ბოკერიები რამიშვილები სააკაშვილები ივერიელები და მსგავსი სუბიექტები. biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 11 2009, 01:24 AM


ისე, მართლა, ჯერ ფუნდამენტალიზმის ზუსტი და ამომწურავი განმარტება დადეთ აქ
და მერე - მისი მკაფიო (თუნდაც არამკაფიო) ნიშნები საქართველოში.
სიამოვნებით მოგისმენთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)