IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> გადადის თუ არა მშობლების ცოდვები შვილებზე?
marine
პოსტი Mar 29 2023, 07:08 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთ ჟურნალში ასეთი ამბავი გამოქვეყნდა, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან, სამოციან წლებში მოხდა. ორმა გოგონამ ერთმანეთი გაიცნო, დამეგობრდა და აღმოჩნდა, რომ მათი მშობლებიც ადრე იცნობდნენ ერთმანეთს. ერთერთის მამა სტალინური ეპოქის ბანაკის ზედამხედველი გახლდათ, რომელიც სასტიკად აწამებდა ხალხს, მათ შორის, მაშინ იქ მყოფ მეორე გოგონას მშობლებს. როდესაც კომუნისტურ ბანაკში ნაწამებმა ხალხმა შეიტყო, თუ ვის შვილს დაუმეგობრდა მათი ქალიშვილი, ელდა ეცათ, მაგრამ ჩათვალეს, შვილმა რა დააშავაო და თავის გოგონას არ აუკრძალეს ამხანაგთან ურთიერთობა. როცა გოგონები წამოიზარდნენ, ორივეს ერთი ვაჟ მოეწონა. ბანაკის სასტიკი ზედამხედველის შვილმა მისთვის, რომ მეგობარი გოგონასთვის ეჯობნა, იმ ბიჭს თავბრუ დაახვია და შესთავაზა, მოეკლა თავისი ამხანაგი. ორმა დამნაშავემ უდანაშაულო ქალიშვილი მძიმედ დაჭრა. ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ყველანაირი წარმომავლობის პირობებში იგი ვალდებულია წინ აღუდგეს დანაშაულის ჩადენის სურვილს, მაგრამ ის ბოროტი, მავნე მიდრეკილებები, რომლებიც მშობლებისგან მოსდევს, მაინც მოქმედებს მასზე, სხვებზე მეტად უძნელებენ ცხოვრებას. სტალინური ეპოქია ბანაკის სასტიკი ზედამხედველის შვილი, რომელსაც მაშინ, საბჭოთა ხანაში, უნდა ვივარაუდოთ არავითარი შეხება არ ჰქონდა ეკლესიასთან, რომ იქ დავანებულ მადლს დაეცვა იგი, ხომ მოსალოდნელი იყო, გაიმრუდებდა თავის ცხოვრებისეულ გზას. ცოდვა მართლმადიდებლური გაგებით შთამომავალთა რამდენიმე თაობას გადაეცემა. ცნობილი გამოთქმაა "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო". მართალია, როცა ადამიანი ინათლება, იგი ყველა ადრე თავის მიერ ჩადენილი თუ წინაპრების ცოდვისგან თავისუფლდება, მას უვკე აღარაფერი მოეკითხება, მაგრამ ის მიდრეკილებები, რომელიც შთამომავლობით გენეტიკურად გადეცემა, აღზრდისას მიღებული მავნე ჩვევები მასში მაინც რჩება. ის არ თავისუფლდება ამა თუ იმ ცოდვისკენ სწრაფვისგანაც და ამ მხრივ დაცემის რისკის სიდიდე, რა თქმა უნდა, სახეზეა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2023, 02:55 PM
პოსტი #62


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოგვითხრობს ბებო დოროთეა სოფელ ნოვო-კაზაჩიედან. მოგონება მისი ქალიშვილის, ტატიანას, მიერაა დადასტურებული:

"ერთხელ ჩემ ქალიშვილ ტანიასა და ექთანთან ერთად საავადმყოფოში წავედი. საშინელ სიცხეში ძლიერ მოგვწყურდა. ექთანმა შემოგვთავაზა: მოდი, ამ სახლში შევიდეთ, ნაცნობები ცხოვრობენო. მართლაც შევედით. უცებ შიშისგან დავიზაფრეთ, გრძელ სკამზე ჩემდაუნებურად დავეშვი, ვეღარც კი ვინძრევი: ღუმელზე, სამი შეშლილი გოგონა დაფათურობს. მელოტები, შემზარავები, იწიწკნებიან. ვერ მოვითმინე და დიასახლისს ვეკითხები: - "რა სჭირთ გოგონებს?!" - "ოჰ, - ამბობს, - ყრუ-მუნჯები და სულელები არიან, ექიმები შემოვიარეთ, მაგრამ რად გინდა? მედიცინა უძლურიაო, მეუბნებიან. ერთი ღვთივსულიერი ბერი ბანაკიდან ახალი დაბრუნებული იყო და სნეულებს კურნავდა. ეს რომ გავიგე, სასწრაფოდ მისკენ გავქანდი. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, უმალ ჩემს ქმარზე მითხრა - ეს ხომ მან დაანგრია ოპტინის უდაბნოს სამრეკლო და ზარები მიწაზე გადმოყარაო. "შენმა ქმარმა, - მეუბნება, - მთელი ქვეყანა დააყრუა და დაამუნჯა, ახლა გსურს, რომ შენი შვილები ლაპარაკობდნენ და ესმოდეთ?"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2023, 11:23 AM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვას მოსდევს საშინელი და მტკივნეული შედეგები ხშირად იმ წუთშივე, ზოგ შემთხვევაში კი ის მომვალ თაობებს გადაეცემა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2023, 05:29 PM
პოსტი #64


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვით გამოწვეულმა ავადმყოფობამ შეიძლება ისეთ ჟამს მოგვაკითხოს, როცა ყველაზე ჯანმრთელი გვგონია თავი, ან შთამომავლობას დავუტოვოთ ჩვენი ცოდვებისაგან ჩვენი სენი და ავადმყოფობა. დიახ, ეს ასეა, ჩვენს ცოდვას შთამომავლობა მოიმკის. ამაზე უნდა ვიფიქროთ და სანამ დროა, ნუ გადადებთ, დაუახლოვდით უფალს და განთავისუფლდით ცოდვებისაგან"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2023, 08:43 PM
პოსტი #65


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1955 წლის 18 ივნისს თბილისში შემაშფოთებელი ცნობა მოვიდა საგარეჯოდან. მოხუცი, საყვარელი მოძღვარი მამა ზაქარია დალბაშვილი წინა საღამოს თავის სახლში გაძარცვის მიზნით მოუკლავთ. განა რა სიმდიდრე უნდა ჰქონოდა მოძღვარს, რომელიც უკანასკნელ ლუკმას უპოვართ ურიგებდა. მძიმედ დაჭრილმა მამა ზაქარიამ მოასწრო ახლობლებისთვის მძარცველთა ვინაობის დასახელება, თუმცა ისიც ითხოვა, მათთვის ეპატიებინათ. ოჯახის წევრებმა საქმე მაინც აღძრეს, მილიციამ მძარცველები დააკავა, მაგრამ დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. მაგრამ მათ ღვთის რისხვა მალევე ეწიათ, თავდამმელთაგან ერთ-ერთს, რომელმაც უშუალოდ ესროლა მამა ზაქარიას, მცირე ხანში მეუღლე სიმსივნით გარდაეცვალა. გავიდა ხანი და ერთადერთი შვილი გაურკვეველ ვითარებში დაეღუპა, საბოლოოდ, თავადაც უკურნებელი სენით მოკვდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2023, 02:38 PM
პოსტი #66


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბოლოს, უფროსების დავალებით, არჩილ და მიშა ლაბაძეებმა ნათლობიდან მომავალი მღვდელი [ზაქარია აბრამიშვილი] (სადაც თავად არჩილის შვილი მონათლა) უდიდესი სისასტიკით გამოასალმეს სიცოცხლეს.

თანასოფლელები იხსენებდნენ, როგორ გაურბოდა მღვდელი მკვლელებს და თან ევედრებოდა, არ დაედოთ ცოდვა, არ მოეკლათ, არ დაეობლებინათა მისი შვილები. ნასვამმა მკვლელებმა კი მაინც დაუნდობლად სდიეს მამა ზაქარიას და ბოლოს მარგილით მოუსწრაფეს სიცოცხლე...

ახალი წელი თენდებოდა...

დილით სოფლის მცხოვრებლებმა მოძღვრის ნაგვემი და თავგაჩეჩქვილი სხეული იპოვეს.

მართალია, მკვლელები დასაჯეს და დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

არჩილს შვიდი შვილი ჰყოლია და შვიდივე მოჰკვდომია; მიშასაც ოთხი შვილიდან არც ერთი არ შერჩენია, მისთვის კი მატარებელს ორივე ფეხი გადაუჭრია და სიცოცხლის ბოლომდე დავრდომილი დატანჯულა.

მღვდელი მამა ზაქარია სოფლის სასაფლაოზეა დაკრძალული. საფლავის ქვას მისი მოკვდინების აღმწერელი ვრცელი წარწერა ფარავს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2024, 06:18 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმ წლებში, როდესაც ალბანეთში, ძველი ილირიის ტერიტორიაზე, დაიწყო უღმერთოს გავრცელება, მის ცბიერ მმართველს არ უნდოდა, რომ ეს მის საკუთარ ინიციატივად გამოჩენილიყო. მან ორგანიზება გაუწია ე.წ. მოძრაობას, რათა ყველასთვის ეჩვენებინა, თითქოს უღმერთობა ხელისუფლებიდან კი არა, ხალხისგან მოდიოდა. მას შემდეგ, რაც მან ხალხი ღვთისგან განდგომის ღვინით დაათრო, მათ თავიანთი სულიერი სიბრმავით თვითონვე დაიწყეს ყველაფრის განადგურება, რაც რწმენას შეახსენებდა.

ერთ სოფელში, როგორც ჩრდილოეთ ეპირელი ვასილი მიყვებოდა, სკოლა ეკლესიის გვერდით იდგა. მასწავლებელი იყო ბერძენი.

- ის დაუცხრომლად გვასწავლიდა, , რომ სჯობს, არ გვქონდეს რელიგია, ქრისტე, ეკლესია, რადგან ეკლესიის აკრძალვები ჩვენს ცხოვრებას წამებად აქცევს. იმდენად დამაჯერებლად გვიქადაგებდა, რომ ერთ დღეს შევცვივდით ეკლესიაში, ხატები ჩამოვხსენით და ნაგავივით ჩავყარეთ სატვირთო მანქანის ძარაში. ტვინი ისე გამოგვირეცხეს, ვერ ვხვდებოდით, რას ვაკეთებდით. მე თვითონვე ჩამოვხსენი ქრისტეს ხატი ეპისკოპოსის საყდრიდან და ჩავაგდე სახელმწიფო სატვირთო მანქანაში. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, თითქოს თავად ღმერთი ტოვებდა ჩვენს ქვეყანას. იმ წამს, როცა ხელები გავშალე ხატის ჩამოსახსნელად, ჩემი თვალები ქრისტეს თვალებს შეხვდა. მის მზერაში საყვედური ვიგრძენი, თითქოს მეუბნებოდა: "რა დაგიშავე, რომ მაძევებ აქედან?" მაგრამ გავიფიარე: "გინდა თუ არ გინდა, ჩემი ცხოვრებიდან წახვალ. სახელმწიფომ ბრძანა, რომ ალბანეთში შენი ხსოვნაც კი გაქრეს". გავიდა წლები, შევქმენი ოჯახი. როდესაც ჩვენი ქალიშვილი ევანგელია დაიბადა, ძლივს შევხედე თვალებში და ვთქვი: "ეს მზერა მეცნობა, მაგრამ საიდან, არ მახსოვს. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ევანგელია შობიდანვე ინვალიდი იყო, ერთ დედაბერთან წავიყვანე, რომელიც ხალხს ბალახებით მკურნალობდა. და როცა მან მითხრა, - ეს ღვთის რისხვაა, ის განუკურნებელიაო, გამახსენდა ქრისტეს მზერა ჩემი სოფლის ეკლესიის ხატიდან და მას მერე მშვიდობას ვერსად ვპულობ. მრცხვენია, შევხვდე საყვედურიან მზერას ჩემი ქალიშვილისას, ასე მგონია, მეუბნება: "მამიკო, მამათა სჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხვეს".

"აი, რა სასარგებლო ამბებს ხვდება ხოლმე მოძღვარი აღსარების მიღებისას"

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2024, 08:52 PM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,449
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1958 წელს სვიატო-უსპენსკის ლავრის ტროიცკის ტაძარში მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება, რომელიც მთლიანად შავებით იყო შემოსილი. ეს მოასწავებდა უბედურებას წმ. პოჩაევსკის ბორცვებზე.

1959 წელს სავანე დაარბიეს ათეისტებმა და 10 აგვისტოს ის დახურეს. ტაძრები შებილწეს. ბერებს მძიმე განსაცდელების დრო დაეწყოთ.

სული წმიდის ტაძარი საწყობად გადააკეთეს (!) ყოველთა წმინდანთა ტაძარი ფსიქიატრიულ კლინიკად აქციეს (!)

მაგრამ ღმერთი არასდროს არის შეურაცხყოფილი!

პოჩაევოს რაიკომის მდივანი პირადად იღებდა მონაწილეობას სავანის დახურვაში. ის გაკადნიერდა და შევიდა საკურთხეველში, საკუთარი ხელით დაიწყო ხატების ჩამოგლეჯა და მათ ფეხებით შედგა. ერთი ბერის კითხვაზე - ნუთუ არ ეშინია ღვთის რისხვის - მან უპასუხა: - თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ, დაე, წამართვას ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია.

იმავე დღეს ლვოვში ავტოქარხანაში "ლაზ" საინჟინრო-ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც მუშაობდა რაიკომის მდივნის ქალიშვილი ლუდმილა და რომელმაც ის-ისაა დაიწყო მუშაობა და ცხოვრების გზა ინსტიტუტის შემდგომ, აფეთქდა გოგირდმჟავას ბალონი. ამის შედეგად გოგონამ მიიღო სხეულის 95% დამწვრობა, რისგანაც გარდაიცვალა.

საღამოს, მონასტრის დახურვის და იქ მილიციის ნაწილის დატოვების შემდგომ, მამა თავის კაბინეტში გაემართა, სადაც ელოდა დეპეშა ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ. ორი დღის შემდგომ მდივნის ცოლი ჭკუიდან შეიშალა, ვაჟიშვილმა კი საფლავზე მოიკლა თავი ერთი კვირის შემდგომ.

უღმრთოები კიდევ სამი ათწლეული ბოგინობდნენ სავანეში. მაგრამ უფალს არც მაშინ მიუტოვებია იგი. ტაძრებში ღამ-ღამობით ისმოდა ანგელოზთა გალობა, - იხსენებდნენ თვითმხილველები.

1990 წლის 8 აგვისტოდან უფლის წმიდა სავანე კვლავ დაუბრუნდა ღვთისმსახურებას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th June 2024 - 11:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი