თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ ახალი აღთქმა

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 9 2014, 06:31 PM

მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი?
2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას
რა არის ჭეშმარიტებება?
3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ"
4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის?
5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ?

(ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 10 2014, 11:27 PM

iohanan

ციტატა
1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი?

ძალიან ბევრი პასუხი შეიძლება ამას ჰქონდეს , მაგამ რაც ყველაზე მეტად მისასადაგებელი და დამაჯერებელი მომეჩვენა , იმას დაგიწერ და შემდეგ , მსჯელობა განვავითაროთ .
ებრაელებს , მიცემული ჰქონდათ უფლისგან რჯული , რომელიც უნდა დაეცვათ , თუმცა , ისინი საკუთარ ნაჭუჭში იყვნენ ჩაკეტილები . ამირომ , საჭირო გახდა მხსნელის მოსვლა ამ წიაღიდან . ერთის მხრივ იმიტომ რომ ძველი რჯული სრულეყო , მეორე მხრივ კი , ძველი ისრაელი შეეცვალა ახალი ისრაელით . ამას კი ვერავინ შეძლებდა სხვა , თუ არა ტომით ისრაელი .ამავდროულად , სათქმელიც არ უნდა ჰქონოდათ ებრაელებს , რომ სხვა წიაღიდან მოსულმა შეცვალა მათი აზროვნება და იძალავა მათზე . ზოგადად , იმდენად ჩაკეტილი იყო , იუდეველთა საზოგდოება , რომ თავისიანიც კი არ დაინდეს , რომელიც განსხვავებულს ასწავლიდა და ეს ხალხი , სხვა ეროვნების წარმომადგეელს როგორ და რაში დაუჯერებდა .

2-3 შეკითხვას , მიუთითე მუხლები და კონკრეტულად იმაზე ვიმსჯელოთ , გადახტომა-გადმოხტომა რომ არ გამოგვივიდეს . რომელი სახარების რომელი მუხლი გაინტერესებს ზუსტად , ეგ მითხარი და მსგავსები მომენტები, განხილვისას წამოვწიოთ .

ციტატა
4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის?

რა თქმა უნდა არიან და რა თქმა უნდა დაისაჯნენ .
ბევრი რომ არ გავაგრძელო და ისრაელის ისტორია რომ არ მოვყვე , ახ.წ. 69 წელი გაიხსენე , რომაელებმა ,,გუთანი გადაატარეს იერუსალიმს'' და სახელიც კი შეუცვალეს მას - ,,ელია კაპიტოლინა.'' მიწით დაფარეს იგი და შიგ მცხოვრებნი გაჟლიტეს .

ციტატა
5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ?

ეგ ცნება გარკვეულ ასპექტში პირობითობასა შეიცავს მაგრამ გიპასუხებ :
ა - იმიტომ რომ ასაკით ყველაზე უმცროსი იყო და სრულიად ბუნებრივია , ასაკით მცირესთან მაგდაგვარი დამოკიდებულება (ჩვენი ცხოვრება გავიხსენოთ თუნდაც , რა დამოკიდებულება გვაქვს ბავშვებთან და რა უფროსებთან)

ბ-ხორციელი ნათესავი იყო იესოსი იოანე , თან ძალიან ახლობელი .

გ-თავად იოანეს უყვარდა გამორჩეულად იესო . (და არა ისე ,,ფეთქებადად'') როგორც ეს გრძნობა პეტრეს ჰქონდა .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 11 2014, 12:10 AM

2 DA 3 შეკითხვა ეხება Mate 27-11 იoane 28-36,37,38

პოსტის ავტორი: irakli-irakli თარიღი: Apr 11 2014, 01:05 PM

იოანე უფლის საყვარელ მოწაფედ იმიტომ ითვლება რომ < მან უერთგულად უფალს გვერდიდან არ ცილდებოდა სულ მის სიახლოვეს Iყო < რOდესაც შეიძლებOდა რომ იგიც ეწამებინათ< მოეკლათ> იგI არ შეუშინდა ამ ყოველივეს> უკეთესი ახსნაც შეიძლება

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 11 2014, 08:21 PM

[quote name='A.V.M' date='Apr 10 2014, 11:27 PM' post='747882']
iohanan

ბ-ხორციელი ნათესავი იყო იესოსი იოანე , თან ძალიან ახლობელი .

იოანე ნათლისმცემელი არ იყო იესოს ნათესავი???//მარიამი და ელისაბედი იყვნენ დედიდაშვილები.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 11 2014, 11:28 PM

iohanan
ერთადერთი რეალური მიზეზი, რატომაც შეიძლება იოანე იესოს საყვარელი მოწაფე ყოფილიყო, ესაა ის, რომ თვითნ იოანეს უყვარდა ქრისტე სხვა მოწაფეებზე მეტად.

იესოს ხალხს ნათესავებად და არანათესავებად არ ყოფდა, მის გვერდით კი ბევრი ვიღაც იყო იოანეს გარდა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2014, 12:06 AM

ჩემი აზრიც ამგვარია რომ იოანე თავად გამოხატავს დიდ სიყვარულს მაცხოვრის მიმართ და აქედან გამომდინარე უწოდებს საკუთარ თავს საყვარელ მოწაფეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 01:55 PM

iohanan
ინტერნეტმა გაჭედა და ამის პასუხი ქვემოთ დევს .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 01:55 PM

ხო ლაბათ მასე იყო სხვა ახსნას ვერ ვხედავ.
მათეს სახარების თავი27 -11 და იოანეს სახარების თავი 28-36,37,38 რას ნიშნავს აქ უფლის სიტყვები პილატეს მიმართ "\შენ ამბობ" და რატომ არ პასუხობს პილატეს შეკითხვაზე "რა არის ჭეშმარიტება??"

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 02:01 PM

iohanan
[quote]იოანე ნათლისმც

iohanan

ციტატა
იოანე ნათლისმცემელი არ იყო იესოს ნათესავი???//მარიამი და ელისაბედი იყვნენ დედიდაშვილები.

შენ მე მოციქულებზე მელაპარაკებოდი და მოციქულებიდანვე გიპასუხე .
მიზეზიც გითხარი , რის გამოც ამ ეპითეტს განიკუთვნებს :

ა-იოანეს გამორჩეული სიყვარული იესოს მიმართ .
ბ-ხორციელი ნათესაობა იესოსი .
გ-ასაკის სიმცირე .

iohanan
მოვიცლი თუ არა , მაგ 2 კითხვაზეც დაგიწერ პასუხს .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 02:07 PM

A.V.M. ხო მეც მოციქულ იოანეს ვგულისხმობ ... როგორი ნათესავები იყვნენ???მე ვიცი რომ მარტო ნათლისმცემელი იყო ხორციელი ნათესავი...
იოანე მახარებელი-გალილეველი მეთევზის ზებედეს შვილი, ძმა წმიდისა მოციქულისა იაკობისი - See more at: http://www.orthodoxy.ge/tveni/maisi/08-ioane.htm#sthash.Y2XIrfJd.dpuf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 02:25 PM

iohanan
ზებედეს შვილი კი იყო იოანე , მაგრამ ამავდროულად სალომეას შვილიც იყო , სწორედ ამ შტოთი უნათესავდება იგი , იოსებ დამწინდველს და აქედან გამომდინარეობს იესოსთან ნათესაობა .

თუ გახსოვს , სალომეა რომ თხოვს იესოს , მისი ძეების ,,მაღალ თანამდებობაზე' დასმას მისი სუფევის მოსვლის შემდეგ , ერთ-ერთი მთავარი მიზეზი , ამგვარი ,,კადნიერებისა'' , სწორედ მათი ხორციელი ნათესობა იყო .
ანუ , სალომეა თხოვდა თავის ახლონათესავს , საკუთარი შვილების , ,,კარგ სამსახურებში'' მოწყობას . ბუნბრივი ვითარებაა აბსოლუტურად .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 02:53 PM

აა... გასაგებია გაიხარე!!!!!!!!!!!
ხო იმ ორი შეკითხვის პასუხსაც დაველოდები.....
შეკითხვები ჩემზე იყოს:დდდ

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 03:38 PM

ე.ი. ასე გამოდის წარმოშობით წმინდა იოსები იყო დავითის ტომიდან. მას ყავდა მეუღლე სალომეა, ოთხი ძე (იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა (არა ისკარიოტელი)) და ორი ქალიშვილი (მარია და სალომეა). მეუღლის გარდაცვალების შემდგომ რამდენიმე წელი ქვრივად ცხოვრობდა ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული მარიამის ცოლად შერთვამდე. ამ სალომეას შვილი იყო იოანე მახარებელი????????და...ამ ოთხი ძიდან რამდენი იყო იესოს 12 მოციქულს შორის???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 07:16 PM

iohanan
კი .
მაგ სალომეას შვილი იყო იოანე და იაკობი რომელთა მამა კი ზებედე იყო .
გახსოვს ალბათ სალომეას თხოვნა ქრისტესადმი , რომ დიდებით მოსვლის შემდეგ , თანამდებობებზე ყოფილიყვნენ მისი ძეები . სწორედ ნათესაური ფაქტორის გამო გამოიჩინა ეს ,,კადნიერება' მან .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 07:29 PM

იესოს ხორციელი ძმებიდან მხოლოდ იუდა და სვიმეონი(ორივე იოსების შვილი პირველი ქორწინებიდა) იყვნენ 12თაგანი???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 07:57 PM

iohanan
თორმეტთაგანი იყვნენ , იაკობი და იოანე , ზებედეს ძმები .
(გარდა ამისა , იაკობ , პირველი პისკოპოსიც იყო)

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 07:58 PM

მათე და იაკობი-ალფესი
იოანე და იაკობი-ზებედესი
იუდა და სვიმონ მოშურნე კანანელი-იოსების შვილები,იესოს ხორციელი ძმები
სვიმონ-პეტრე და ანდრია პირველ წოდებული-იონასი
ბართლომე
თომა
მატათა
ფილიპე
ისკაროტელი რომელმა "ჩაანაცვლა"??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 08:00 PM

iohanan
წილისყრის შემდეგ , იუდა ისკარიოტელი ჩაანაცვლა მატათამ , რომელიც ჩვენს ქვეყანაშია დაკრძალული .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 08:03 PM

ანუ იოსებ მართლის ორი შვილი იყო ხო 12 თგანი???ხო სწორად ჩამოვთვალე??

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 08:13 PM

იოსებ მართლის შვილიშვილებზე გესაუბრები .
ალომეა იყო იოსების შვილი და ამ სალომეას შვილები იყვნენ , იაკობ და იოანე .
ზებედეს ძენი . (ბოანერგეს - ქუხილის ძენი ) .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 08:21 PM

ზო ეგ კი გავიგე მარა სალომეას გარდა კიდევ 4 ძე ყავდა იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა და ამათზე გეკითხები აქედან რომლები იყვნენ????

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 08:25 PM

1-14. ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ.

რატომ უპასუხა იესომ ამგვარად :

ა– ვარ , რადგტან შენ ასე ამბობ .
ბ– მე კი არ ვამბობ ამას , არამედ შენ .


ციტატა
იოანეს სახარების თავი 28-36,37,38

იოანეს 28-ე თავი , შეგიძლია დამილინკო ?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 08:26 PM

ანუ პილატემ თავისი პირით აგიარა ასე გამოდის ხო???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 08:37 PM

iohanan
აღიარაო ვერ ვიტყვით , უბრალოდ , ,,სიმართლე წამოცდა.''

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 08:38 PM

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sruli/akhali/ioane/ioane-18.htm
28 დავწერე 18 ნაცვლად

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 08:46 PM

,,უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. - ''(ინ.18.38)

არ გეჩვენება რომ რიტორიკული კითხვაა ?
ადამიანს როდესაც მართლა აინტერესებს რამე და კითხულობს მას , ელოდება პასუხს . პილაემ კი კითხვა დასხვა და ეგრევე გავიდა გარეთ .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 09:03 PM

თუ სხვა არაპერი იგულისხმება აქ მაშინ გასაგებია,გამახსენდა პილმიდან ქრისტეს ვნებანი პილატეს სახე მართლა რა ზერელედ და სხვათაშორის კითხულობს...
ისე მაქვს წმ.სილუან ათონელის განმარტება წაკითხლი რომ პილატეს შეკითხვა არასწორადაა დასმული რა არა არამედ ვინ არის ჭეშმარიტება...და მერე უცბ ხვდები პასუხს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 09:10 PM

iohanan
რელიგიურ საკითხებზე თუ გექნება კითხვები დასვი ხოლმე და ვისაუბროთ ...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 09:27 PM

კაი.ეს გასაგებია...მადლობა რომ გამარკვიე,ახლა მარიამ მაგდალინელზე ( თუ მაგდალენა)ვისაუბროთ...ზოგი ამბობს, რომ მეძავი ,რომლიც იესომ გადაარჩინა ჩაქოლვას ისაა მაგრამ მემგონი ასე არაა////

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 09:40 PM

iohanan
ეგ მოსაზრება არის , ზოგი ეთანხმება , ზოგი არა .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 09:48 PM

მართა და მარიამის ეპიზოდი რომაა სახარებიდან ეს მარიამი მარიამ მაგდალინელია???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 09:53 PM

iohanan
არა .
ეგ მარიამი ბეთანიელია ...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 09:55 PM

ლაზარეს და რომელია??და ისიც თუ ენათესავებოდა???????

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 10:08 PM

ლაზარეს დაა მართაც და მარიამიც .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 12 2014, 10:13 PM

კრეტსაბმელის გახსნა რას ნიშნავს?????????

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 12 2014, 11:45 PM

iohanan
თითოეულ ქმედებას თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს ტაძარში .
ზოადად კი კრესაბმელი , ესაა გამყოფი – საკურთხეველსა და მრევლს შორის . ანუ – სასუფეველსა და დედამიწას შორის . კრეტსაბმელის გახსნა კი ამ ფონზე განიხილება როგორც , სასუფევლის კარების გახსნა , უბრალო ადამიანებისათვის .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 13 2014, 05:58 PM

წირვაზე რომ ამბობს კარნი კარნი სიბძნით მოხედენ და ფარდას რომ გადაწევს მაგას ნისნავს სიმბოლურად???

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 13 2014, 11:11 PM

iohanan
ისტორიულად , ამ დროს , ტაძრიდან გადიოდნენ ყველა ის პიროვნებებ , რომლებიც არ იყვნენ მონათლულნი . ტაძარს ტვებდნენ კათაკმევლები .
როგორც ვახსენეთ , კრეტსაბმელის გახსნა , სამოთხის კარების გახსნას მიუთითებს ალეგორიულად და სამოთხეს კი , როგორც ამას სწავლება გადმოსცემს , მონათლული ადამიანების გარდა , ვერავინ დაიმკვიდრებს .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 14 2014, 11:53 AM

A.V.M
გასაგებიააა...გაიხარე.
გავაგრძელებ..
1.ხარებას რატო აღვნიშნევთ ახლა და არა შობის წინ წესით ასე არ იყო???
2.რიდის იყო შობა? ვიცი, რომ ესაა 7 იანვარი ,მაგრამ არც 25 დეკემბერია.
3.აღდგომის შემდეგაა თუ არ ვცდები,იესო რომ ეკითხება პეტრეს (თუ არ მეშლება) სამჯერ გიყვარვარ???რას ნიშნავს ეს???

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 14 2014, 12:16 PM

ლუკა თავი 22 - 35,36,37,38 რას გულისხმობს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2014, 12:19 PM

1-საიდან იწყებ ათვლას გააჩნია . აპრილიდან დაიწყე ათვლა და შობის თარიღამდე მიხვალ .
2-ეგ საერთოდ სხვა საკითხია და სულ სხვა სამსჯელოა . უბრალოდ გეტყვი რომ , რაცაა 25 დეკემბერი ძველი სტილით , ისაა 7 იანვარი ახალი სტილით .
3-პეტრემ სამჯერ უარყო იესომ , აღდგომის შემდეგ კი ქრისტემ , სამჯერ დამოწმებით , მისი ერთგვარი რეაბილიტაცია მოახდინა .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 14 2014, 12:24 PM

ხო ეგ ვიცი ძველი და ახალი სტილით.
აუ მაგიტო კითხა???რა მაგარია ხანდახან რა მარტივადაა და რაგაც სირთულეს ვეძებ შიგნით!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 14 2014, 12:26 PM

iohanan
არც ხარების და არც შობის დრო რომელსაც ახლა ავღნიშნავთ არ არის ზუსტი და არ არის ის თარიღი როდესაც ეს მოხვდა. როდესაც მაცხოვარი იშვა სავარაუდოდ გაზაფხული იყო, მეცხვარეებს ცხვარი უკვე საოვრებზე ყავდათ ესეგი ბალახი უკვე ამოსული იყო.
რაც შეეხება მესამე კითხვას როდესაც მაცხოვარი სამჯერ ეკითხება პეტრეს "გიყვარ მე?" და პეტრე პასუხობს "იცი უფალო როდენ მიყვარ მე". ამ ქმედებით პეტრე კვლავ აღიარებს მაცხოვარს და გამოისყიდის დანაშაულს რომელიც სამჯერ უარყოფით ჩაიდინა, ამ შეთხევაში მან სამჯერ აღიარა მაცოხვარი.

უკეთესად გურამი აგიხსნის biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2014, 12:32 PM

შობის თარიღი , ,,ვაფშე'' სხვა თემაა და აქ არ ღირს მაგაზე საუბარი .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 14 2014, 01:59 PM

რამე კიდე საინტერესო დაწერეთ თავისუფალ დროს რა ძალიან მაინტერესებს ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 14 2014, 02:23 PM

iohanan
რა საკითხზე?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 14 2014, 05:57 PM

სახარებიდან
G_saxva

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2014, 11:04 PM

iohanan
ფორუმზე თემების მეტი რაა , გადახედე და რაც გაინტერესებს , დაპოსტე ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 15 2014, 11:57 AM

iohanan

ციტატა
სახარებიდან

ჩვენ ხომ არ ვიცით რა გაინტერესებს, რა იცი და რა არა? ამიტომ თავად უნდა დაწერო. მითუმეტეს უამრავი თემაა ფორუმზე.

iohanan
ციტატა
სახარებიდან

ჩვენ ხომ არ ვიცით რა გაინტერესებს, რა იცი და რა არა? ამიტომ თავად უნდა დაწერო. მითუმეტეს უამრავი თემაა ფორუმზე.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 15 2014, 12:25 PM

რადგან ახლა მძიმე კვირაა ,გავიხსენოთ რა მოხდა ამ კვირაში თითოეულ დღეს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 15 2014, 01:15 PM

ციტატა(iohanan @ Apr 15 2014, 12:25 PM) *

რადგან ახლა მძიმე კვირაა ,გავიხსენოთ რა მოხდა ამ კვირაში თითოეულ დღეს

მაგას სჯობს რაიმე კონკრეტული კითხვა დასვა და ამ კითხვაზე ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 15 2014, 06:31 PM

Iუდაზე ვისაუბროთ ,როდის გასცა ქრისტე ოთხშაბათს?ხუთშბათს ხომ იყო სერობა ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 15 2014, 07:31 PM

iohanan
ხუთშაბათს . სერობის შემდეგ .

ეს წაიკითხე :

http://seminarieli.wordpress.com/2013/04/27/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 16 2014, 01:57 PM

A.V.M
ძალიან საინტერესო იყო,მადლობა.
ე.ი. ოთხაბათს იუდამ გადაწყვიტა რომ გაეცა ქრისტე,და შეასრულა ხუთშაბათს სერობის შემდეგ...
მე მაინც იქედან ამოვდივარ რატომაა მარხვის დღე ოთშაბათი და პარასკევი...
პარასკევს აწამეს ქრისტე.
ე.ი იდუდამ მიიღო მხოლოდ ღვინო ქრისტეს სისხლი,და პური დამალა რომ ეჩვენებინა იუდეველებისთვის ან საერთოდ ამ მომენტში ის იქ არ იყო?!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 16 2014, 04:41 PM

ციტატა
ე.ი იდუდამ მიიღო მხოლოდ ღვინო ქრისტეს სისხლი,და პური დამალა რომ ეჩვენებინა იუდეველებისთვის ან საერთოდ ამ მომენტში ის იქ არ იყო?!

რა დამალა? იუდა იქ იყო და მიიღო პური და ღვინო ამ დროს შევიდა მასში ეშმაკი.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 16 2014, 10:02 PM

Aრა ასეთი ვერსიაა რომ იმიტო დამალა რომ ეჩვენბინა პურზე ამბობს ჩემი ხორციაოოო.ე.ი.ზიარების შემდეგ შევიდა მასში სატანა?


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 16 2014, 11:22 PM

iohanan
ახლ სახარების იმ ნაწილის მოძებნა არ შემიძლია არ მაქ თან ელ ვერსია და ხვალ დაგიდებ იოანეს სახარებას სადაც გარკვევით წერია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 17 2014, 12:02 AM

რა ხდება ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 17 2014, 09:36 AM

იოანე თავი 13
2 და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი.
თანამედროვე ქრთულით:
2 სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა,

იოანე თავი 13 26-30
26 მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე დავაწო პური და მივსცე, იგი არს. და დააწყო პური იგი და მისცა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა.
27 და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე.
28 ესე უკუე არავინ ცნა ინაჴით-მჯომარეთაგანმან იესუჲს თანა, რაჲსათჳს ჰრქუა მას.
29 რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.
30 ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.

თანამედროვე ქართულით:
26 იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს,
ისკარიოტელს.
27 ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.
28 მაგრამ ინახად მსხდომთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
29 ვინაიდან ზოგიერთს ეგონა, რაკი ყულაბა იუდას ებარა, იესო ეუბნება მას: იყიდე, რაც სადღესასწაულოდ გვჭირდება, ან კიდევ გლახაკთა გასაკითხადო.
30 ხოლო ის, ლუკმის მიღებისთანავე, გავიდა. და იყო ღამე.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 18 2014, 01:59 PM

გაიხარე! დიდი მადლობა ,მეც ასე ვიცი ...
ეს ამონარიდი ეწერა:
"განხილვას ნეტარი თეოფილაქტეთი დავიწყებთ , იგი ეყრდნობა ერთ გავრცელებულ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც იუდამ პური კი არ შეჭამა , არამედ დამალა რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა , რომ იესო პურს თავის ხორცს უწოდებს , სასმისის დამალვა კი უკვე ვეღარ შეძლო ."

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 22 2014, 08:57 AM

ციტატა(iohanan @ Apr 18 2014, 01:59 PM) *

გაიხარე! დიდი მადლობა ,მეც ასე ვიცი ...
ეს ამონარიდი ეწერა:
"განხილვას ნეტარი თეოფილაქტეთი დავიწყებთ , იგი ეყრდნობა ერთ გავრცელებულ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც იუდამ პური კი არ შეჭამა , არამედ დამალა რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა , რომ იესო პურს თავის ხორცს უწოდებს , სასმისის დამალვა კი უკვე ვეღარ შეძლო ."

რომ მოვიცლი აუცილბლად გადავხედავ ნეტარი თეოფილაქტრეს განმარტებას და აუცილებლად დავდებ.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 22 2014, 01:36 PM

ქრისტე აღსდგა!!!
1.მაინტერსებს ძმარი რატომ მისცეს ჯვარცმულ იესოს(წყლის ღირსიც კი არ გახადეს, თუ სხვა რამე იგულისხმბა?)
2.იესოს მიერ წრმოთქმული სიტყვა -"აღსრულდა" იუდას ეხება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 22 2014, 02:07 PM

iohanan
მაგ საკითხზე (ქრისტეს სიკვდილზე) ვამუშავებ ზუსტად თემას , და ამიტომ არ დავწერ ჯერ პასუხს ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 22 2014, 04:22 PM

Aააaa,მაშინ მოუთმენლად და ველოდებიიი!!!

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 22 2014, 04:22 PM

Aააaa,მაშინ მოუთმენლად და ველოდებიიი!!!

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 27 2014, 09:04 PM

„რომელსა არა აქუნდეს (მახვილი), განყიდენ სამოსელი თვისი და იყიდენ მახვილი“; ხოლო მოწაფეები მიუგებენ: „უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ“. რას ნიშნავს????????
პატერიკში წავიკითძე ეს ორი სათნოება მართალ სარწმუნოებას და კეთილ საქმეებს ნიშნავს ...რაიმე სხვა განმარტება არის??????????

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2014, 11:28 PM

ორი დანაკი , 2 დანას ნიშნავს ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 28 2014, 12:11 PM

Mერე ორი დანა რად უნდოდაsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 28 2014, 11:15 PM

iohanan
პასექის პერიოდი იყო , რომლის დროსაც კრავის დაკვლა ხდებოდა . რისთვისაც ბასრი და მჭრელი იარაღია საჭირო .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 16 2014, 11:42 AM

იუდაზე მანტერესებს ,წავიკითზე რომ ძალიან ცოდივლი კაცი ყოფილა...მამა მოუკლავს ,დედა ცოლად შეურთავს(ოგონდ არ იცოდა დედასმისი რომ იყო) და სხვა ბევრი...მართალია???

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 16 2014, 12:02 PM

ციტატა
იუდაზე მანტერესებს ,წავიკითზე რომ ძალიან ცოდივლი კაცი ყოფილა...მამა მოუკლავს ,დედა ცოლად შეურთავს(ოგონდ არ იცოდა დედასმისი რომ იყო) და სხვა ბევრი...მართალია???

მე არსად წამიკითხავს მსგავსი რამ.

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 16 2014, 12:35 PM

ციტატა(G_saxva @ May 16 2014, 12:02 PM) *

მე არსად წამიკითხავს მსგავსი რამ.

მე რამე მსგავსი წამიკითხავს, მაგრამ იუდაზე არ იყო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 16 2014, 03:07 PM

მოცძებნი იმ წიგნს და დავდებ ლინკს

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 16 2014, 03:36 PM

MREVLI.GE ზე იყი...აღარაა ეს საიტი?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 16 2014, 03:42 PM

iohanan
არ ვიცი არ ვიყენებდი მაგ საიტს ვერ ვიტყვი ამიტომ ვერაერს, მითუმეტეს სანდობააზე. გურამი შემოვა და განგვანათლებს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 16 2014, 04:42 PM

iohanan
ახლა არ ფუნქციონირებს , იმედია ამოქმედდება...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 16 2014, 06:02 PM

A.V.M
Dambloke?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 16 2014, 09:59 PM

iohanan
ჰა ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 16 2014, 10:04 PM

Shemashine

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 1 2014, 02:10 AM

რა შუაშია და ერთ კარგს თემას დავასრულებ ამ დღეებში და ავტვირთავ ...

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Jun 3 2014, 11:24 AM

სულ ვფიქრობდი რას წერს ასეთ დაუმთავრებელს მეთქი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 3 2014, 06:12 PM

http://church.ge/index.php?act=ST&f=21&t=5487&st=80#entry748960

დაპირებული თემა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2014, 06:46 PM

Krialosani
18 აგვისტო · რედაქტირებ

Krialosani
18 აგვისტო · რედაქტირებული
თაბორის მთა
ბიბლიაში პირველად იხსენიება როგორც ზაბულონის, ისაქარისა და ნეფთალემის ტომთა საზღვარის განმსაზღვრელი ადგილი. ამის შემდეგ თაბორის მთასთან განვითარებული მოვლენები უკავშირდება მსაჯულ დებორას ეპოქას. სწორედ ამ მთიდან დაძრავს ჯარს მხედართმთავარი ბარაკი და დაამარცხებს მტერს. გარდა ამისა, სწორედ ამ ადგილას დაიღუპებიან გედეონის ძმები მიდიამელი მეფეების, ზებეესა და სალმანას ხელიდან.
თაბორის მთა, თავისი განსაკუთრებული მდებარეობის გამო, ყოველთვის სტრატეგიულ ადგილად იყო მიჩნეული. ის ერთგვარად გამოყოფილია მთათა სისტემიდან და ამაყად დგას იზრეყელის ველზე. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ სახარებაში ფერისცვალების მთა სახელდებით მითითებული არ არის. როდესაც მახარებელი წერს, რომ იესო ქრისტე ავიდა მთაზე, დასახელება მთისა უკვე ზედმეტიც კი იყო, რადგან აქ მხოლოდ ერთი, თაბორის მთა უნდა იგულისხმებოდეს.
თავისი სტრატეგიული დანიშნულების გამო, თაბორის მთას არა მარტო ებრაელები, არამედ ისრაელის დამპყრობლებიც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ანტიოქე დიდის ეპოქიდან ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის დაქცევამდე თაბორის მთა მუდმივ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილას მიიტანა იერიში იუდეაში აჯანყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯან%E

ყებულმა ალესანდრემ (არისტობულეს უფროსმა ვაჟმა) და აქვე იქნა დამარცხებული. შემდგომში როდესაც იუდეამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თაბორის მთაზე არსებული სიმაგრე ახალი დამპყრობლის, რომის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, აბსოლუტურად უშედეგოდ. რომაელებს თავიდან თაბორის სტრატეგიული მნიშვნელობის დამცრობა არ უცდიათ, მაგრამ შემდეგ, როდესაც იმპერატორ ადრიანეს ეპოქაში იუდეველებმა ახალი აჯანყება წამოიწყეს, ეს უძველესი თავშესაფარი ებრაული სულისა, რომაელების მიერ პირწმინდად იქნა დანგრეული.
მაცხოვრის მიერ თაბორის მთის არჩევა ერთ ერთი უდიდესი სასწაულის აღსასრულებლად, ცხადია, ისევე, როგორც ყოველი მისი სიტყვა და ნაბიჯი, შემთხვევით არ მომხდარა. მისი მოწაფეების სულში თაბორის მთა იმ ეპოქალური მოვლენებით იყო დატვირთული, რაზეც ზემოთ უკვე ვსაუბრობდით (ცხადია, ვგულისხმობთ იმ მოვლენებს, რომელიც მაცხოვრის შობამდე მოხდა). ის სამი მოწაფე, რომელიც მაცხოვარს აყვა მთაზე, შეიძლება ითქვას, ძლიერ გამოირჩეოდნენ თავიანთი სულმხურვალებით. რომ არაფერი ვთქვათ პეტრეზე, გავიხსენოთ იოანე და იაკობი, რომლებიც თავიანთ მოძღვარს არაორაზროვნად სთავაზობენ სამარიტელთა სოფლების ზეციური ცეცხლით მოწვას. აშკარად ჩანს (არა მარტო ამ ადგილიდან), რომ მაცხოვრის მოწაფეები იმ ნაციონალური იდეებით იყვნენ აღტყინებულნი, რაც იმ დროის ნებისმიერი იუდეველისათვის დამახასიათებელი იყო (თუმცა, გამონაკლისის სახით პირდაპირ შეგვიძლია დავასახელოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისაგან იდგა შორს - ასე განსაჯეთ, იოანე ნათლისმცემელს არც ერთხელ არ აქვს გამოყენებული ფრაზა „დავითის ძე,“ მაშინ, როდესაც ეს ეპითეტი მესიასთან დაკავშირებით ყველაზე კარგად გამოხატავდა მესიანურ მოლოდინს). ამიტომაც, მაცხოვარი, როგორც ყოვლადბრძენი კურნალი, წმინდა იოანე ოქროპირისეული (თუმცა, არა მარტო მისი) სიტყვათა სტილი რომ გამოვიყენოთ, ნელ-ნელა ზეაღიზიდავს მოწაფეთა გონებას და თაბორის მიწიერი სტრატეგიული განცდისაგან სულიერი მზერის თაბორის მთაზე აღსრულებული მოვლენის გაშინაარსებისაკენ გადატანაზე მოუწოდებს. გავიხსენოთ, ვინ ეზრახებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვარს - ელია და მოსე - ეს ორი ნაციონლური გმირი ისრაელისათვის. ამიტომაც, რაღაცა აზრით გასაგები ხდება პეტრეს სურვილი თაბორის მთაზე დარჩენისა და მესიის მიწიერი გააზრების საცდურის წინაშე გონების წარდგენისა. აქედან კი ის იერუსალიმისაკენ უნდა წარემართოს და გავიხსენოთ ისიც, რომ სწორედ იერუსალიმია ის ადგილი, სადაც მესიამ თავი უნდა განაცხადოს. ამიტომაც, მაცხოვრის თაბორის მთაზე ფერისცვალებაში მოციქულებს უნდა დაენახათ ბრძოლის სულიერი გზა, რომელიც მესიანური მსახურების გამარჯვებას მოიტანდა და არა ბრძოლის მატერიალური მხარე, რაც აუცილებელ მარცხთან იყო წილნაყარი. ჩვენ ვიცით, რომ სანამ მაცხოვარმა თავისი მესიანური მსახურება აბსოლუტური გამარჯვებით არ დაასრულა, მოციქულებმა ვერ შეძლეს თაბორის სულიერი სტრატეგიის გაშინაარსება. პეტრე მოციქულმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ფერსცვალებამდე საოცარი სიტყვები მოისმინა ქრისტესაგან, მალევე, ფერისცვალების შემდეგ, თაბორის მთიდან ჩამოსული, უმკაცრეს სიტყვებს ისმენს ისევ თავისი ღვთაებრივი მოძღვრისაგან.
ამდენად, თაბორის მთა, როგორც მიწიერი სტრატეგებისათვის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, ასევე გაიაზრება ის სულიერი კუთხით, რადგან სწორედ ამ სიმაგრიდან ჩამოსული მესია მიიტანს საბოლოო და დამაქცეველ იერიშს ჯოჯოხეთზე, რითაც გამარჯვებას მოუტანს თავის ლაშქარს - ეკლესიას!
https://www.facebook.com/pages/Krialosani/929483233743938?fref=ts

ძალიან კარგი გვერდია , უძლიერესი ლექტორი აქცევს ყურადღებას და ხშირად თუ გაეცნობით , კარგი იქნება .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 25 2014, 01:07 PM

არ მოვსულვარ მშვიდობისთვის არამე დ ომისთვის მახვილს აიღებს მამა შვილის წინააღმდეგ...ზუსტად ღOგორაა ეს ფრაზა და საიდან

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 25 2014, 02:13 PM

iohanan

"ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა" (მათე 10.34-35).

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 25 2014, 02:21 PM

GAნმარტება?სხვა შAხერიბიდანაც დამიდე რა მაგ ამონარიდი

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 25 2014, 08:07 PM

Aუ დამიწერეთ რა ძალიან გთXოვთ მჭIრდება

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 25 2014, 10:23 PM

ეს ერთი განმარტებაა :

,,მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი:
წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)



ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა... არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა... მტერ-იყუნენ კაცისა სახლეულნი თვისნი...

მათე 10, 32-36

ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, ამ

ამიტომ იგი ღმერთს უნდა ემსახუროს, როგორც სულით, ისე ხორცით, რადგან სხეულიცა და სულიც, ორივე ღვთისგანაა შექმნილი; სულიცა და სხეულიც ისევე შეერთდებიან რა აღდგომისას, ერთად მიიღებენ შვებას საუკუნო ნეტარებაში. აი, რატომ უნდა მონაწილეობდეს ყოველგვარ კეთილ საქმეში ჩვენი სხეული, ანუ ჩვენი გარეგანი ადამიანი, სულთან ერთად, ჩვენს შინაგან ადამიანთან ერთად. თვით ჩვენი რწმენაც, უნდა გამოვლინდეს აღიარებაში, როგორც ბაგენით, ასევე საქმენით: „რამეთუ გულითა გვრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღვიარებთ საცხოვნებლად“ (რომ. 10,10) - ამბობს წმიდა მოციქული.

თუ ჩვენ ქრისტე გვწამს გულით, და ვადიდებთ მას წმიდა მცნებებით, მაგრამ გვრცხევნია, ან გვეშინია ამაზე ხალხთან ცხადად საუბარი, ჩვენ ასეთ დროს ვართ ცრუნი, მსახიობნი და სულმოკლე სიცოცხლისმოყვარულნი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გულებში ხალხის წინაშე შიში უფრო ძლიერია, ვიდრე რწმენა ქრისტესი. სულის კანონი ასეთია: „ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან პირი მისი“ (ლკ. 6,45). ვისაც ღმერთი მთელი გულით უყვარს. იგი ვერ დადუმდება თავის შეყვარებულზე. აი, რატომ იყო, როცა მაცხოვარი საქადაგებლად აგზავნიდა თავის მოციქულებს, როგორი უფლებით ჩააგონებდა მათ უშიშრად, გაცხადებულად ეღიარებინათ, სიტყვითაც და საქმითაც დაემოწმებინათ მთელი ქვეყნის წინაშე, რომ მათ ჰქონდათ მისი რწმენა, როგორც ჭეშმარიტი ღმერთისა, რომ ისინი არასოდეს განეშორებოდნენ მას, თავიანთ მხსნელსა და უფალს, ასეთი აღიარებისათვის სიკვდილითაც რომ მოეკლათ. ყოველმან, რომელმან - ამბობს უფალი, - აღიაროს ჩემდამო, ვინც მე მაღიარებს არა საკუთარი ძალით, არამედ ჩემივე მადლის დახმარებით, წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი ვცნობ მას ჩემი ერთგულ მიმდევრად, მარადიული ჯილდოს ღირსად, რწმენისა და აღიარებისათვის, წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, როცა დავჯდები დიდებაში მის მარჯვნივ, განსაკუთრებით კი ქვეყნად ჩემი მეორედ მოსვლისას, საყოველთაო განსჯისას.

„უფალი აქ ეუბნება არა მხოლოდ მოწაფეებს, არამედ ყველას. მას უნდა ყველას განბნევება. ღმერთი უფრო მეტად კეთილმოქმედებისთვისაა მზად, ვიდრე დასასჯელად, მაგრამ აქ ერთხელ იხსენებს ჯილდოს, ხოლო ორჯერ დასჯას, - რატომაა ასე? - რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მსმენელნი უკეთ გებულობენ დასჯის შიშს“ - ამბობს წმ. ოქროპირი. ამიტომ ნათქვამს: „გეშინოდეს მისა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეენისა შინა“, კიდევ დასძინა: და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, ვინც არ მცნობს მე ქვეყნიერების მხსნელად, მომირიდებს მეცა და ჩემს სწავლებასაც, ანდა შეიძლება იწოდებოდეს ჩემს მიმდევრად, სინამდვილეში კი მომაყენებს შეურაცხყოფას ცოდვილი საქმეებით, საკუთარი გადარჩენისათვის დაუდევრობით, წმიდა ეკლესიისგან განდგომით, რომელსაც მე დავაფუძნებ დედამიწაზე ადამიანთა ცხონებისათვის, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა. არ ვცნობ ჩემს მიმდევრად, ვეტყვი მას იმ დღეს: არ გიცნობ შენ. აი, რატომ ითმენდნენ ყოვლადქებულნი მოწამენი უსაშინლეს საწამებლებს და სიხარულით ღებულობდნენ სიკვდილსაც, ოღონდაც კი თავიანთი ბაგენი არ დაეძრათ ქრისტეს უარსაყოფად. ისინი კვდებოდნენ და თავიანთ სიკვდილში დღესასწაულობენ გამარჯვებას თავიანთ მდევნელებზე და სატანაზე - მათ მასწავლებელზე! და როცა იფიქრებ, რომ ეს გამარჯვებულები, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მებრძოლები იყვნენ არა მარტო სულითა და სხეულით ძლიერი მამაკაცები, არამედ დაუძლურებული მოხუცები და სუსტი ქალები, ნორჩი ქალწულები და ჩვილნიც კი, უნებურად კეთილი კრძალულებით იტყვი: საკვირველი ხარ, უფალო, და შენს წმინდანებშიც დიდია შენი მადლის ძალა, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი.

მაგრამ იმ დროს მოციქულებს, როგორც სულიერად ჯერ კიდევ განსამტკიცებელთ, შეეძლოთ ეფიქრათ: „ასე, შენ მოხვედი იმისათვის, რათა გააჩაღო დედამიწაზე საყოველთაო ბრძოლა?“ ამიტომ გულთამხილავი თავად აფრთხილებდს მათ და ეუბნება: ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა. როგორი ცეცხლოვანი სიტყვაა! როგორ გაისმა იგი მოულოდნელად ჩვენი უფლის ბაგეებიდან! განა შენ თავად არ ამცნე უფალო მოციქულებს რომ თითოეულ სახლში შესვლისას, ყველას მისალმებოდნენ მშვიდობით? განა ანგელოზებმა არ უგალობეს ღმერთის დიდებასა და ქუეყანაზე მშვიდობას? განა შენ არ გიწოდებდნენ ძველი წანასწარმეტყველები მეუფეს მშვიდობისა? ჭეშმარიტად შენა ხარ ჩვენი მშვიდობა, და აი შენ ამბობ რომ ქვეყნად მოხვედი არა მშვიდობის მოსატანად, არამედ მახვილისა! როგორ გავიგოთ შენი ეს სიტყვა?

ღვთინგანბრძნობილი განნმარტებლები ამაზე პასუხობენ შემდეგნაირად: „მახვილს იგი უწოდებს სიყვარულს მის მიმართ (ზიგაბენის სიტყვა), სიყვარულს, რომელიც მორწმუნეებს გამოყოფს ურწმუნოთაგან, რომელსაც უძლეველი ძალით ადვილად შეუძლია განაშოროს ხალხი, ყველაზე ძვირფასს - ქვეყნიურ სიყვარულს. სხვაგანაც, აჩვენებდა რა მის ძლევამოსილებას, თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქვეყანასა ზედა“ (ლკ. 12,49). - „მახვილი ნიშნავს რწმენის სიტყვას, - ამბობს ნატარი თეოფილაქტე, - რომელიც მოგვკვეთს ჩვენ ოჯახური ყოფისა და ახლობლებისაგან, როცა ისინი გვეწინააღმდეგებიან ჩვენ ღვთისმოსაობას საქმეში. მაცხოვარი აქ ამბობს იმაზე, რომ მათგან მოკვეთა ან გამოყოფა უმიზეზოდ კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენს რწმენას“. - „მაშინ განსაკუთრებით მკვიდრდება სიმშვიდე, - ამბობს წმ. ოქროპირი, როცა დაავადებული ნაწილი სხეულისა მოეკვეთება, როცა მავნე მოერიდება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ზეცა შეუერთდეს მიწას, ექიმიც მხოლოდ მაშინ ახერხებს სხეულის დანარჩენი ნაწილების გადარჩენას, როცა მათ არიდებს განუკურნებელ ასოს სხეულისა. თანამოაზრეობა ყოველთვის არ არის კარგი. ყაჩაღებს შორისაცაა თანხმობა. ქრისტეს სურდა, რათა ყველანი თანამოაზრენი ყოფილიყვნენ ღვთისმოსაობაში, მაგრამ რადგან ადამიანთა შორის მოხდა გაყოფა, ბრძოლაც აქედან გაჩნდა. მაგრამ ქრისტემ არ თქვა: მოვედი, რათა ბრძოლა მომეტანა, არამედ უფრო უარესი - მახვილი. მას უნდოდა მათი სმენა მიეჩვია უმკაცრესი სიტყვებისათვის, რათა ისინი ურთულეს მდგომარეობაში არ შერყეულიყვნენ. ახლა ვერავინ იტყვის, რომ ის პირფერობას იჩენდა, როცა მათ სიძნელეებს „მალავდა“.

არა მარტო მეგობრები და თანამოქალაქენი აღსდგებიან ერთმანეთის მიმართ, - ამბობს იგი. არამედ სისხლით ნათესავებიც კი: რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა, და ასული დედისაგან თვისისა, და სძალი დედამთილისაგან თვისისა, - „მე მოვედი, რათა განვაშორო ღვთისმოყვარულები ამ ქვეყნის მოყვარულთაგან, და დიდობისმოყვარენი სიმდაბლისმოყვარეთაგან. ბრძოლა იქნება არა მხოლოდ ოჯახის წევრთა შორის, არამედ მათშიც, რომლებიც შეერთებულნი არიან ჭეშმარიტი სიყვარულითა და მჭიდრო ძაფებით“ - ამბობს წმ. იოანე კიბისამღწერი. „მართალია ამის მიზეზი არ იყო ქრისტე, არამედ ადამიანური ბოროტება, და მაინც ამბობს იგი, რომ თავად არის ყოველივეს მიზეზი. ასეთი სახე გამოთქმისა დამახასიათებელია წმიდა წერილისათვის, რადგან სხვაგანაც არის ნათქვამი: „მისცა მათ ღმერთმა თვალები, რათა არ ხედვიდენ“. ასევე ამბობს აქაც. ამიტომ გვახსენებს წინასწარმეტყველებას, რომელიც მართალია ამ შემთხვევისათვის არ ითქვა, მაგრამ მასში იგივეა ახსნილი: და მტერ-იყუნენ კაცისა რომელსაც ჩემი სწამს, სახლეულნი მისნი, რომელთაც არა აქვთ ჩემი რწმენა ნათქვამით, მან გვაჩვენა ძალა და მხურვალება სიყვარულისა, რომელსაც ითხოვდა იგი, როგორც მან დიდად შეგვიყვარა ჩვენ, სურს, რომ ჩვენც ასევე შევიყვაროთ იგი. ასეთი სიტყვები მოციქულებსაც ამაღლებდა სულით: თუ თქვენი მოწაფენიც კი, ამბობდა უფალი, დატოვებენ ნათესავებს, შვილებსა და მშობლებს, წარმოიდგინეთ, როგორები უნდა იყოთ თქვენ, მასწავლებლები“. რათა ხალხმა არ თქვას შენზე, ყური მიუგდე მხოლოდ ღვთის ხმას და დაიცევ შენი სინდისი; უშიშრად აღიარე შენი წმიდა სარწმუნოება და ყოველივე ის, რასაც გიბრძანებს შენ უფალი, ამისათვის კიდეც რომ დაგცინოდნენ სხვები და ყოველგვარ ბოროტებას იქმოდნენ შენთვის.

რამდენი შემთხვევაა ეხლაც, როცა ქრისტიანმა მხნედ უნდა აღიაროს ქრისტე! არაფერს ვამბობთ იმათზე, რომელთაც ღმერთმა დაუდგინა ცხოვრება ურწმუნო წარმართებაში, ერეტიკოსებსა და სხვადასხვა მწვალებელთა შორის: ასეთებისათვის, ჩვენს დროშიც კი, არც თუ იშვიათად, მომზადებულია მოწამის გვირგვინები: მაგრამ რამდენია ჩვენს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევებიც, როცა სული ნაკლები რწმენისა, ურწმუნოებისა და ცრურწმენისა, გვაგდებს ისეთ განსაცდელში, როცა ჩვენ გვერცხვინება ქრისტესი, რაც მისგან განდგომას უდრის. აი, მაგალითად, უგუნური ხალხი, შენი თანდასწრებით, დასცინის სიწმინდეს, ბილწავს ყოველივე იმას, რაც წმიდა და ძვირფასია შენთვის; თუ შენ გაჩუმებული ხარ, შემწყნარებლურად ისმენ მათ საძრახის საუბარს, და გეშინია, რომ მათ შენც არ დაგცინონ, თუკი ამხელ, იცოდე, რომ შენ გრცხვენია ქრისტესი, და განეშორები მას... და შენ, საერთო ჩვევების გამო, მაგიდასთან ისე ჯდები, რომ არ გინდა გამოისახო პირჯვარი, თუ დღესასწაულზე, ღვთის ტაძრის ნაცვლად, მიდიხარ თეატრში, ან სხვა გასართობ ადგილებში, რათა არ დაგცინონ და გამოუსვლელად არ ჩაგთვალონ, იცოდე, რომ შენ ისევ გრცხვენია ქრისტესი და მას განეშორები... ნუ გეშინია, რომ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში იქმოდე და ამბობდე ღვთის სიმართლეს; იცოდე, რომ ღვთის ერთგული მონა არასოდეს არ უნდა გამრუდდეს სულიერებაში, რომ ქრისტეს, რომელიც მარადიული სიმართლეა, უყვარს სიმართლისმოყვარულნი, ამკობს მათ მარადიული დიდებით და აქებს მათ თავისი ზეციური მამის წინაშე.''

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 25 2014, 10:33 PM

Dა იგივე პრაზას Vხვდებით სხვა სახარებასშI

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2014, 01:00 AM

iohanan
სიტყვა გაინტერესებს თუ კონკრეტული მუხლის პარალელური ადგილი?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 26 2014, 12:01 PM

Xო პარალელური ადგIლი ერთMა მითXრა მაგრამ სხვა შIტყვებიტ დ. Vიპიქრე ალბათ რომელინე შAხარებაშI იქნებათQო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2014, 01:38 PM

მაგის პარალელური ადგილი , ესაა ლუკასთან,მე-12 თავში :
51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად. 52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან. 53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/luka9-16.htm#sthash.IRGsdcf0.dpuf

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 26 2014, 02:05 PM

IოანესთAნ არის მსგავსი? Dა რას ნიშNავს მოკლედ რო. MითXრა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2014, 11:18 PM

iohanan
იოანესთან ვერ ვიხსენებ .
იმ განმარტებაზე მოკლედ , მე რომ დაგიდე , როგორ გითხრა?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 27 2014, 02:36 PM

სხვა ღAგაც მინდოდა ....ბოლომდე Aრ მქონდა წაკიტხული Aხლა წავიკითXე და მივიღE ჩEმს კითXვაზე პასუხი...
Dიდი დიდი მადლობა!!!

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 27 2014, 10:36 PM

ციტატა(iohanan @ Apr 9 2014, 07:31 PM) *

მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი?
2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას
რა არის ჭეშმარიტებება?
3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ"
4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის?
5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ?

(ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა.

1) ებრაელი ერი იყო ღვთის რჩეული ერი, თანაც ამ ერიდან წარმოიშვა ყველა უცხოტომელი, პრაქტიკულად ყველა ჩვენგანი ებრაელი ერიდან მოდის . ღმერთმა ეს ერი ამოირჩია იმისათვის რომ ამ ერით კურთხეულიყო ყველა სხვა ერი, ანუ ღვთის სამეფოს _ ცათა სასუფეველს სწორედ ეს ერი და ამ ერის მეფე მაგ: საული , დავითი , და ა.შ თვით ციდკიაჰუმდე - ეს განასახიერებდა ვიდრე შილო მოვიდოდა ანუ იესუ ქრისტე . ვინაიდან ებრაელი ერი იყო ღვთის საკუთრება , რომელიც დაცული იყო მუსას რჯულით , ამიტომ მისგან გამოსული მოშია უნდა ყოფილიყო ებრაელი . ძალიან ბევრი მიზეზია კიდევ იმისა თუ რატომ მოვიდა ქრისტე ღმერთი ებრაელ ერში თანაც იუდას ტომში , ყველაზე მცირე ტომში და რატომ არ მოვიდა ვთქვათ მე 13 ტომიდან. თუმცა საღვთო წერილი საუბრობს 12 ტომზე , მაგრამ სინამდვილეში 13 ტომი იყო, ანუ ამ ყველაფერს ძალიან დიდი საღვთისმეტყველო არსი აქვს რასაც ალბათ ბოლომდე ვერცერთი ჩვენგანი ვერ გაიგებს.

2)როდესაც პილატე სვავს კითხვას თუ რაი არს ჭეშმარიტება?! ამ კითხვის პასუხს არ ელის, ის ზედაპირულად და ცინიკურად სვავს ამ კითხვას, ამიტომ უფლის მხრიდან აზრი აღარ აქვს რაიმეს მტკიცებას , რადგან ის კარგად ხედავს პილატეს გულს და იცის რომ მას არ აინტერესებს უფლის მოძღვრება. ასევე ქრისტე დუმს მაშინ როცა ასამართლებენ , რადგან იცის რომ მისი მტრები არიან სატანა ეშმაკის შვილები და ამიტომ იქ უკვე აზრი აღარ ქონდა , რადგან მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას ფეხქვეშ გათელავდნენ და შეურაცხყოფდნენ.

3)როდესაც იესო ამბობს _ შენ ამბობ, ამით ის ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას , რასაც მღვდელმთავრები, ფარისევლები და პილატე თავისდაუნებურად აღიარებს . ანუ როდესაც უფალი შეპყრობილია , ის იმდენად ძალმოსილია თავის სიტყვებში რასაც ამბობს , რომ ყველა მისი მოწინააღმდეგე ხვდება , რომ ის ჭეშმარიტად მესია და მეფეა ისრაელისა, ტუმცა მის მტრებს არ სურთ ამის აღიარება რადგან სძულთ უფალი და მათ სურთ რომ ჯვარს აცავან იგი.

4)როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ებრაელები არიან დამნაშავენი უფლის ჯვარცმაში , ამაში ის არ იგულისხმება რომ აფსოლუტურად ყველა ებრაელი დამნაშავეა.., საქმე იმაშია რომ ებრაელ ერს ძირითადად წარმოადგენდნენ , მათი წინამძღვარნი_ ფარისევლები , სადუკეველები, მწიგნობრები , მღვდელმთავრები და ა.შ მაღალი ფენა , რომელიც სახე იყო ებრაელი ერისა და სწორედ პირველ რიგში მათ როგორც მოძღვრებს და რჯულის მასწავლებლებს უნდა მიეღოთ ქრისტე მესიად... ვინაიდან მათ უარყვეს იესო , გამოდის რომ ამ ერმა უარყო ქრისტე...

5) საერთოდ იოანე მოციქული იყო იესოს ძმა , ანუ იოანე და იესო ერთად გაიზარდნენ და მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს , ასევე იუდაც მათი ძმა იყო და ანალოგიური ითქმის მასზეც. იესო კარგად იცნობდა იოანეს და მის გულს კარგად ხედავდა და ისიც იცოდა თუ რამდენად დიდი სიყვარული იყო იოანეში , თუმცა სახარება ჩვენ გვამცნობს რომ პეტრე მოციქულს უყვარდა ყველაზე ძლიერ უფალი, მაგრამ იესო ხედავდა იოანეს სიყვარულს და ფაქიზ გრძნობებს რაც მას გააჩნდა და რაც მას განასხვავებდა პეტრესგან რომელიც ფიცხი ხასიათის იყო. რათქმაუნდა უფალს ყველა მოწაფე ერთნაირად უყვარდა თვით იუდას ჩათვლით მაგრამ, საქმე იმაშია რომ უფალი ყველას გულს ხედავდა და ამიტომ მან უკეთ იცოდა თუ ვინ რა თვისების მატარებელი იყო . ასევე იოანეს სახარებიდან და მისი 3 ეპისტოლედან ყველაზე ძლიერად იგრძნობა თვისება _ სიყვარული , რომელიც აქვს უფალს ყველას მიმართ.

იესოს ბოლო ჟამის ეკლესია !!!! blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Aug 27 2014, 10:46 PM

ციტატა(afxazi @ Aug 25 2014, 03:13 PM) *

iohanan

"ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა" (მათე 10.34-35).

ანუ რატომ ბრძანებს უფალი ამგვარად? საქმე იმაშია რომ როდესაც ქრისტემ ამ ქვეყნად მოიტანა ნათელი ჭეშმარიტება, ბუნებრივია რომ მას და მის მიერ მოტანილ ჭეშმარიტებას იმწამსვე გამოუჩნდა მტერი და მოწინააღმდეგე... ანუ ზოგმა მიიღო ეს ჭეშმარიტება და ზოგმა არა , ამ კოტეგორიებში კი ბუნებრივია იყვნენ ის ადამიანებიც , რომლებიც ძალიან ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის , თვით ოჯახის წევრებიც კი, ანუ ეს განყოფა ხდება ავტომატურად ! ეს უფლის ბრალი კი არ არის არამედ ეს არის თავისთავადი მოვლენა რაც გამოივია უფლის მიერ მოტანილმა ჭეშმარიტებამ blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2014, 09:58 PM

iohanan
შმაგის უსმინე ხშირად , მაგარი კაცია და გაერთობი ხოლმე...biggrin.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 28 2014, 10:34 PM

შEიძLება ჟAმნების სწავლა დავიწყო Dა რთUლია?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 28 2014, 11:59 PM

iohanan
წაკითხვა /
არანაირად . მამა ბიძინას ტიპიკონი დაითრიე , გვერდზე ჟამნი დაიდე და მიყევი... ეგაა რა.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Aug 29 2014, 10:46 AM

Nუსხურად არ ოღონდ პირველკასელივით Bლუკუნით დამარცვლავს დ. Mერე რომ აერთIანებს სიტყვას ისე ვარ,დროშI რამდენ ხანს გრძEლდება ერთIს კითXვა დაახლოებით?(წესებს ვარღVევ ა. Aრ უნდა ვწრრდე Xოsmile.gif)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 29 2014, 10:56 AM

iohanan
ამ განყოფილებაშია რაა მაგაზე სასაუბრო .
ცალკეა ღვთისმსახურება ქვეგანყოფილებად და იქ ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 12:32 PM

"სიტყვა ლევიტელი, რაც ძველი აღთქმის ეპოქიდან მომდინაროებს, ახალ აღთქმაში იგივეა, რაც დიაკონი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2015, 10:47 PM

"როგორც მკვლევარებმა შეამჩნიეს, საინტერესოა ისიც, რომ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი არიან პირველი და ბოლო მოციქულები, თავად ქრისტეს მიერ მოწოდებულნი მოწაფედ, ანუ დასაწყისი და დასასრული თორმეტ დიდ მოციქულთა, ანი და ჰოე".

/ისტორიკოსი გაიოზ მამალაძე/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 31 2016, 01:20 PM

კრეტსაბმელის შუაზე გაყოფაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას.

კრეტსაბმელით წმიდათაწმიდა იყო განყოფილი წმიდისაგან (კარავში)

წმიდათაწმიდაში მხოლოდ მღვვდელმთავარს შეეძლო შესვლა მსხვერპლის შესაწირად და ისიც წელიწადში ერთხელ მხოლოდ. მღვდელმთავარი იყო ქრისტეს წინასახე , ანუ სანამ ჭეშმარიტი მღვდელმთავარი შევიდოდა ჭეშმარიტი კარვის წმიდათაწმიდაში , ესეიგი იესო ქრისტე სანამ თავის მსხვერპლს გაიღებდა უფლისთვის , მანამდე მღვდელმთავარს უწევდა ამის აღსრულება .

კრეტსაბმელი იყო ხორციელი სხეულის წინასახე რაც ხელს უშლიდა ცოდვილ ადამიანს წმიდათაწმიდაში ანუ სასუფეველში შესასვლელად. ამიტომ ქრისტეს მოსვლა და მისი მსხვერპლის გაღება ანუ იმ ადამიანური სხეულის გაღება რაც მას მოუწია , იას მიანიშნებდა რომ ეს ფარდა ანუ ქრისტეს ხორცი რომელიც შეიწირა , მთლიანად მოშორდა წმიდათაწმიდას , ანუ ქრისტეს მოწაფეები სიკვდილის შემდეგ ახალ ქმნილებებად იბადებიან რომელთაც ხორციელი სხეული აღარ აქვთ და შესაბამისად სასუფეველში შესვლა მათთვის უკვე სრულიად შესაძლებელია .

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:35 PM

"სახარებაში და სახარების მეშვეობით ადამიანი ხედავს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ისაა სინამდვილეში და ისეთს, როგორიც უნდა იყოს, როგორიც უნდა გახდეს მომავალში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 11:07 PM

"XIX საუკუნემდე რუსეთში არ გვქონდა ახალი აღთქმის რუსული თარგმანი, და ამდენად სახარების სიტყვა ხალხისთვის მიუწვდომელი ან ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. რუსულმა საზოგადოებამ სახარება რუსულ ენაზე მხოლოდ XIX საუკუნის 30-იან წლებში მიიღო".



პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 6 2016, 12:29 AM

ციტატა(iohanan @ Apr 9 2014, 07:31 PM) *

მოგესალმებით,გილოცავთ ხარების მრწყინვალე დგესასწაულს (დაგვიანებით)
მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1.რატომ იყო ქრისტე ებრაელი?
2.რატომ არ პასუხობს იესო პილატეს შეკითხვას
რა არის ჭეშმარიტებება?
3.რას ნიშნავს იესოს პასუხი მღდელმთავრების და პილატეს შეკითხვაზე - "შენ ამბობ"
4.არიან თუ არა ებრაელები დამნაშავენი ქრისტეს ჯვარცმაში და თუ კი თუ დაისაჯნენ ამისთვის?
5.იოანე ითვლება უფლის საყვარელ მოწაფედ?და რატომ?

(ბოდიშს გიხდით ბევრი შეკითხვისთვისsmile.gif )დიდი მადლობა.

1) ჩვენ ვიცით რომ უფალმა აღთქმა დადო აბრაამთან და მის შთამომავლობასთან , თუმცა მრავლობითში ნათქვამი შთამომავლობა გულისხმობდა ძირითადში მხოლოდ ერთ შთამომავალს , ეს კი იესო ქრისტეა . ებრაულში მრავლობითი , გამოხატავს გაძლიერებულ დიდებას ! მაგალითად ელოჰიმ _ღმერთები და ეხოდ და იახიტ _ ერთადერთი და ერთი . ანუ რჯულის 6:4 ელოჰიმი არის ეხოდი . ანუ ღმერთები არის ერთადერთი. ასევე აბრაამის ერთ შთამომავალტან იდება აღთქმა იესო ქრისტესთან და ვინაიდან აბრაამმა შვა ისრაელი ერი რომელნიც ებრაელები იყვნენ ბუნებრივია რომ სწორედ ებრაელტაგან მოვიდა მაცხოვარი იესო ქრისტე , კერძოდ იუდას შტოდან.

2)ჩვენ გვახსოვს შემთხვევა როცა იესოსგან იტხოვენ პასუხს თუ რომელი ხელმწიფებით იქმოდა ყოველივეს , მაგრამ იესომ პირიქიტ დაასწრო და თვითონვე კითხვით მიმარტა იოანეს ნათლობის შესახებ . პასუხის არიდებას მანაც პასუხის არიდებიტ უპასუხა . გვახსენდება იგავებში ჩაწერილი_მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია. პილატესთანაც იგივე ხდება ანუ აზრი აღარ ქონდა პილატესთვის ჭეშმარიტების ახსნას რადგან , პილატე მაინც არ შეიგნებდა ამას ისევე როგორც არ შეიგნებდნენ სინედრიონის წევრები , ამიტომ იესო კრავივით დუმს ყველა ბოროტეულის წინაშე .

3)სიტყვებით _შენ ამბობ ! იესომ დაამოწმა ყველა ის ჭეშმარიტება რასაც სატანა ბღაოდა იმათი პირით , ვინც ბრალს სდებდა მას. სატანა ეშმაკეული ადამიანითაც ბღაოდა რომ იესო ღვთის ძე იყო.

4) რათქმაუნდა ებრაელი ერი დამნაშავეა ქრისტეს ჯვარცმაში რადგან მათმა უმრავლესობამ და აგრეთვე უმაღლესმა საზოგადოებამ _ სინედრიონმა , ფარისევლებმა , მწიგნობრებმა , მღვდელმთავრებმა , სადუკეველებმა უარყვეს იესო ქრისტე . ებრაელები კი დაისაჯნენ იმით რომ ღმერთმა უარყო ისინი (მდიდარი) და მიიღო უბრალო ებრაელები და უცხოტომელები (ლაზარე) . ეს ყველაფერი ასრულდა ახ.წ აღ 70 წელს როცა რომაელებმა გაანადგურეს იერუსალიმის ტაძარი (შეწყდა მუდმივი შესაწირავი და დამკვიდრდა გატიალების სიბილწე ამ წმინდა სათაყვანო ადგილზე) და ამოხოცეს იუდეველები.

5) იესოს იოანე უყვარდა იმის გამო რომ მისი გული ყველაზე კარგად გრძნობდა უფლის სიყვარულს , რაც კარგად გამოჩნდა იოანეს სახარებიდან და მისი ეპისტოლეებიდან , რადგან უფლის დიად სიყვარულზე ყველაზე კარგად იოანე ამოწმებს. მოციქულებიდან კი პეტრეს უყვარდა ყველაზე ძლიერ იესო და სწორედ იესოს სიტყვები _ამათზე მეტად გიყვარვარო? ამას ადასტურებს . ასევე ამ კითხვის სამჯერ გამეორება არის იმის ნისანი რომ უფალმა პეტრეს აპატია 3 ჯერ უარყოფა .

პოსტის ავტორი: factorysaleoutlet თარიღი: May 12 2022, 12:17 PM

https://www.yeezyshoess.org.uk/
https://www.yeezyy.us/
https://www.yeezyy.us/
https://www.yeezys-350.com/
https://www.jordan-aj1.com/
https://www.jordan-aj1.com/
https://www.jordansuk.uk.com/
https://www.jordansuk.uk.com/
https://www.jordan4.uk.com/
https://www.jordan4.uk.com/
https://www.yeezy-s.us/
https://www.yeezy-s.us/
https://www.yeezyboosts.us/
https://www.yeezyboosts.us/
https://www.yeezyslidess.us/
https://www.yeezyslidess.us/
https://www.yeezysshoess.us/
https://www.yeezysshoess.us/
https://www.yeezy-boots.us/
https://www.yeezy-boots.us/
https://www.birkinbags.us.com/
https://www.yeezycrocs.us/
https://www.pandora-s.us/
https://www.pandora-s.us/
https://www.pandora-jewelryofficialsite.com/
https://www.pandora-jewelryofficialsite.com/
https://www.pandoracharmss.com/
https://www.pandoracharmss.com/
https://www.birkinbag.us/
https://www.birkinbags.us.com/
https://www.birkinbags.us/
https://www.birkinbags.us/
https://www.yeezysslides.com/
https://www.fakeyeezys.us/
https://www.michaelkors-handbags.com/
https://www.michaelkors-s.us.com/
https://www.michaelkors-s.us.com/
https://www.michaelkorsoutletsonline.com/
https://www.michaelkorsoutletsonline.com/
https://www.jordan-1.de/
https://www.raybans-outlet.us.com/
https://www.raybans-outlet.us.com/
https://www.raybans-outlet.us.com/
https://www.rolexswatches.us.com/
https://www.adidasyeezyonlinestore.us/
https://www.adidasyeezy-shoes.com/
https://www.adidasyeezy-shoes.com/
https://www.newyeezys.us/
https://www.raybans.uk.com/
https://www.raybans.uk.com/
https://www.raybansglasses.com/
https://www.raybansglasses.com/
https://www.ray-banoutlets.com/
https://www.ray-banoutlets.com/
https://www.nike-factorys.us.com/
https://www.raybans-sunglasses.us/
https://www.nike-factorys.us.com/
https://www.newyeezys.us/
https://www.raybans-sunglasses.us/
https://www.nikeonlienoutlet.com/
https://www.nikeonlienoutlet.com/
https://www.yeezysshoes.com/
https://www.niketrainers.uk.com/
https://www.niketrainers.uk.com/
https://www.yeezysshoes.com/
https://www.rolexs.us.com/
https://www.rolexwatches.uk.com/
https://www.pandorajewelrys.us/
https://www.pandoracharmss.us/
https://www.pandorajewelryusa.us.com/
https://www.travisscott-jordan1.com/
https://www.airsjordans.com/
https://www.jordan-11s.com/
https://www.jordans-11.com/
https://www.jordansshoes.org/
https://www.moncler-outlets.com/
https://www.off-white.us.org/
https://www.yeezy-450.com/
https://www.yeezys500.com/
https://www.nikeoutlet-factory.com/
https://www.jordans4s.com/
https://www.jordanretro4.com/
https://www.jordan-shoes.us.com/
https://www.yeezyyeezy.com/
https://www.yeezys-700.com/
https://www.yeezys-supply.com/
https://www.offwhiteshoess.com/
https://www.nflsjerseys.us.com/
https://www.fakeyeezys.us/
https://www.retro-jordan.com/
https://www.nikeair-jordan.com/
https://www.jordans-shoes.com/
https://www.yeezy350-v2.com/
https://www.adidasyeezys.com/
https://www.yeezyoutlet.us.com/
https://www.yeezy-700.us.com/
https://www.yeezyv2.us.com/
https://www.nike-outlets.com/
https://www.yeezy-shoes.us.com/
https://www.yeezyfoam-runner.com/
https://www.nikestoreoutlet.us.com/
https://www.nikeoutletfactory.us/
https://www.aj1.us.com/
https://www.uncjordan1.us/
https://www.jordan-13.us/
https://www.jordanaj1.com/
https://www.yeezy-supply.com/
https://www.yeezy-zebra.com/
https://www.jordan-5.us/
https://www.jordan1low.com/
https://www.air-jordans.us.org/
https://www.pandoracharms.uk.com/
https://www.adidasuk.uk.com/
https://www.adidasyeezyofficialwebsite.com/
https://www.yeezy350.us.com/
https://www.jordan1.uk.com/
https://www.supplyyeezys.us/
https://www.nikeshoes.cc/
https://www.nikeoutlet.uk.com/
https://www.pandoraoutlet.org/
https://www.air-jordan4.com/
https://www.adidas-yeezy.org/
https://www.air-jordan11.com/
https://www.air-jordan1.com/
https://www.nike-jordans.com/
https://www.jordan-1s.com/
https://www.pandorauk.uk.com/
https://www.nikejordan1.com/
https://www.jordan-1.org/
https://www.yeezyslides.us.com/
https://www.nikeairvapormax.us/
https://www.nikevapormaxflyknit.com/
https://www.airjordan1-mid.com/
https://www.yeezyadidas.de/
https://www.yeezy350.de/
https://www.nikes.us.com/
https://www.nikeoutletstoreonlineshopping.us/
https://www.yeezystore.us.com/
https://www.nflshopofficialonlinestore.com/
https://www.nikeuk.uk.com/
https://www.yeezy.uk.com/
https://www.yeezy350.uk.com/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)