IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, რომელი მეტია?
კანონისტი
პოსტი Nov 3 2006, 02:19 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ძალიან საინტერესო თემა გამახსენდა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ smile.gif

საქმე ისაა, რომ ჩემ წიგნში ("საეკლესიო სამართლის საკითხები") იერარქიაზე საუბრისას ეს საკითხები ვრცლად და მკაფიოდ არ მაქვს განხილული

უპირველესად სახელწოდებები:
მთავარეპისკოპოსი, ანუ არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχί.. - მთავარი, επί.. - ზემოთ, ზედა, σκόπος - მხედველი) მიტროპოლიტი (ბერძნ. μητρός - დედისა πολίτης - ქალაქური)

ჩვენში დღეს არსებული წესით მიტროპოლიტი უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე მთავარეპისკოპოსი

თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსული ეკლესიის გავლენა

საქმე ისაა, რომ ბერძნულენოვან ეკლესიებში (და უწინ ჩვენს ეკლესიაშიც) უმაღლესი სამღვდელმთავრო ხარისხი არის მთავარეპისკოპოსი, შემდგომ იყო მიტროპოლიტი, ხოლო ყველაზე დაბალი - ეპისკოპოსი. ეს შემორჩენილია უძველეს ეკლესიათა სამეთაურო ტიტულატურაში - მსოფლიო პატრიარქი და კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი და ა.შ.

მიტროპოლიტები, როგორც წესი ჰყავდა ბიზანტიის იმპერიაში შემავალ სამთავროთა ეკლესიებს, მათ სამიტროპოლიტოები ერქვა. სამიტროპოლიტოებში გაერთიანებული იყო საეპისკოპოსოები. სამიტროპოლიტოები კი, თავის მხრივ, ქმნიდნენ სამთავარეპისკოპოსოს. სამთავარეპისკოპოსო ზოგ შემთხვევაში ერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში რამდენიმე იყო (მაგ. მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინოპოლის, კრეტის, ელადის (ამჟამად ავტოკეფალური) სამთავარეპისკოპოსოები), ან მხოლოდ ერთი (მაგ. მცხეთის სამთავარეპისკოპოსო).

როგორც წესი მცირემრევლიან ეკლესიებში სამთავარეპისკოპოსო პირდაპირ საეპისკოპოსოდ იყოფოდა (მაგ. ჩვენში).

მიტროპოლიტის აღმატებული ხარისხი უკავშირდება რუსეთის ეკლესიას. ამ ეკლესიის მეთაური ისტორიულად იყო კიევის მიტროპოლიტი. რამდენადაც ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტის ტიტულს ატარებდა, ეს "ჩაითვალა" აღმატებით ხარისხად, ვიდრე მთავარეპისკოპოსი. ამიტომაც, სლავური ტრადიციის ყველა ეკლესიაში მიტროპოლიტები ითვლებიან ყველაზე მაღალი სამღვდელმთავრო ხარისხის პირებად და მათ აქვთ პატივი თეთრი ფერის კუნკულ-ბარტყულის ტარებისა.

თუ დავაკვირდებით ავტოკეფალურ ეკლესიათა სამეთაურო ტიტულებს, ბერძნული ტრადიციის ეკლესიებში (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი, საქართველო, კვიპროსი, საბერძნეთი, ალბანეთი) შეინიშნება შავი ფერის კუნკულ-ბარტყული და მთავარეპისკოპოსის ტიტული, ხოლო სლავური ტრადიციის ეკლესიებში (რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, ამერიკა) თეთრი ფერის თავსაბურავი და მიტროპოლიტის ტიტული.

ერთი მცირედი კურიოზიც მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია საბერძნეთში იმყოფებოდა და უწმიდესმა გააცნო ადგილობრივ მეთაურს ჩვენი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ბერძნებმა თავისთავად მთავარეპისკოპოსები უფრო საპატიო ადგილას დააყენეს...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 11 2007, 05:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სლავურში აქვს - კლობუკი.


ხოოოდა, მანდ არის რაცხა არეული, საინტერესოა ძველ ქართულში რა შესატყვისი ქონდა. . . რაცხა 'ბარტყული' ვერ წარმომიდგება არაქართულად laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 10 2007, 08:16 PM
პოსტი #3


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ბურტყული მგონი ძველქართულს ძალიანაც გავს smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 10 2007, 10:27 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



მიტროპოლიტი უფრო მეტია ვიდრე მთავარეპისკოპოსი!ამასწინად ივერიაზე ხომ აჩვენეს თუ როგორ აკურთხა უწმინდესმა ეპისკოპოსები და თუ არ ვცდები ერთ-ერთი მთავარეპისკოპოსიც კი იყო მიტროპოლიტებად!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 10:47 PM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Jul 10 2007, 06:27 PM) *

მიტროპოლიტი უფრო მეტია ვიდრე მთავარეპისკოპოსი!ამასწინად ივერიაზე ხომ აჩვენეს თუ როგორ აკურთხა უწმინდესმა ეპისკოპოსები და თუ არ ვცდები ერთ-ერთი მთავარეპისკოპოსიც კი იყო მიტროპოლიტებად!


საბერძნეთში პირიქითაა


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Jul 10 2007, 11:32 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა(ზებედე @ Jul 10 2007, 11:47 PM) *

საბერძნეთში პირიქითაა

ჰოო არ ვიცოდი სხვათა შორის,მე ისე საერთოდ არ მიყვარს ამ წოდებებზე ყურადღების მიქცევა თუმცა შენთან ვაპირებდი იმის დაპოსტვას რომ მეუფე კალისტრატე ერთ-ერთი პირველთაგანი გახდა მიტროპოლიტი.


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 11 2007, 01:01 AM
პოსტი #7


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მართა @ Jul 10 2007, 08:23 PM) *

რატო ცუდია მიტროპოლიტობა? აუ მეთქი შევახარბებთქო რავა არაფერში არ მიმართლებს tongue.gif


აჰა შენ და დამანებე თავი biggrin.gif
IPB-ს სურათი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი Jul 27 2007, 12:07 AM
პოსტი #8


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



მიტროპოლიტიც და მთავარეპოსკოპოსიც, ერთი მადლის მატარებლები არიან.(სამღვდელმთავრო)
ასევე, დეკანოზიც და არქიმანდრიტიც მადლით ერთნი არიან.(სამღვდელო)
ხოლო მღვდელმთავართა სხვადასხვა ტიტულს არა აქვს დიდი მნიშვნელობა.


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი May 6 2008, 03:07 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



საინტერესო საკითხია. მაგრამ ჩვენს ეკლესიაში უკვე დამკვიდრებული ტრადიციაა მიტროპოლიტის მთავარეპისკოპოსზე აღმატებული ხარისხი.
საინტერესოა, სანამ ჩვენი ეკლესია ავტოკეფალიას დროებით დაკარგავდა, თუნდაც მე-17, მე-18 საუკუნეებში როგორ იყო მღვდელთმთავართა იერარქიული წყობა საქართველოში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 6 2008, 09:20 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
ერთი მცირედი კურიოზიც მოხდა აღნიშნულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი ეკლესიის დელეგაცია საბერძნეთში იმყოფებოდა და უწმიდესმა გააცნო ადგილობრივ მეთაურს ჩვენი მიტროპოლიტები და მთავარეპისკოპოსები, ბერძნებმა თავისთავად მთავარეპისკოპოსები უფრო საპატიო ადგილას დააყენეს...

საბერძნეთში პატრიარქი რო აირჩიეს ორივე კანდიდატი მიტროპოლიტები იყვენ როგორც ვიცი ხო? ესეგი იიქაც მიტროპოლიტია აღმატებული...


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი May 9 2008, 08:52 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ადრე მთავაეპისკოპოსი უფრო მეტს ნიშნავდა(III_IVს.). მერე შეიცვალა თანდათანობით რამ გამოიწვია ზუსტად ეს ძნელი სათქმელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი May 15 2008, 10:19 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



იქნებ სქიმისა და დიდი სქიმის განმარტებაც დაწეროთ რა...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 21 2008, 09:55 PM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



იდეაში უცილობლად მთავარეპისკოპოსი!
რადგან მიტროპოლიტი არის ეპისკოპოსი მეტროპოლისა, დიდი ქალაქის, ხოლო მთავარეპისკოპოსს კი იმიტომ ეწოდება მთავარი, რომ მთავარია უფროსია თუმცაღა პატივით, სამწუხაროდ რუსებმა შეცვალეს და მერე ჩვენ ვინ შეგვეკითხა ისე იქნა გადმომღერებული და ასეა რომ ჩვენთან პირიქითაა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rarara
პოსტი Sep 24 2008, 02:15 AM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,277



"კანონისტ"-ს სერიოზულად ესმის საკითხი!!! მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი ხარისხი არ არის!!!! მხოლოდ ტიტულია და არანაირ წოდებრივ უპირატესობას არავის ანიჭებს!!! ყველანი ეპისკოპოსები არიან, მათ შორის პატრიარქიც - უპირატესი თანასწორთა შორის!!! ნუ აუკუღმართებთ საქმეს!!! 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მიტროპოლიტის ტიტული საერთოდაც არ ფიგურირებდა ეკლესიაში!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 24 2008, 03:55 AM
პოსტი #15


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი ხარისხი არ არის!!!! მხოლოდ ტიტულია და არანაირ წოდებრივ უპირატესობას არავის ანიჭებს!!!

რათქმაუნდა არ არის ხარისხი, მაგრამ არის პატივი იმ ხარისხში smile.gif
ხომ დაიწერა? smile.gif
ციტატა
მთავარია უფროსია თუმცაღა პატივით,

განა პატრიარქიც და ახალნაკურთხი ეპისკოპოსიც თანაბარი ეპისკოპოსებია? smile.gif სუპერ ინტერ პარეს ჩემო კარგო აქაც მუშაობს smile.gif ისე რაღაც ანერვიულებული ჩანხარ, რა იყო აქ სანერვიულო? რაც შეეხება მიტროპოლიტის შემოსვლის თარიღს, ნამდვილად საინტერესოა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rarara
პოსტი Sep 24 2008, 11:00 AM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,277



დიახ, თანაბარი ეპისკოპოსები არიან!!! ხოლო პატივისა და დიდების ძიება ამა სოფლიური საცდურია . . . ისე, თქვენ მართლა ნუ ნერვიულობთ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 24 2008, 12:46 PM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხოლო პატივისა და დიდების ძიება ამა სოფლიური საცდურია

smile.gif
ის რომ პეტრემ ილაპარაკა როგორც სულთმოფენობის შემდეგ, ასევე პირველ კრებაზე, ის რომ ის იყო თავი მოციქულთა, და მისი სახით ჩააბარა მოციქულებს უფალმა სამწყსო "სიმონ იონასო... მწყსნე ცხოვარნი ჩემნიო" რითი ახსნი? smile.gif საერთოდ აქ პატივი-ს სხვა გაგებაა მეგობარო, ის ამქვეყნიური კი არა, არამედ სხვა, აი წარმოიდგინე არიან 12 ძმები სხვადასხვა ასაკის, აქედან მხოლოდ ერთია უფროსი,ჰოდა, პატივით ისაა აღმატებული, ეს ნიშნავს რომ ის არაა მამა, ანუ არაა სხვა აღმატებული იერარქიის, არამედ არის უფროსი ძმა, და ესაა საპატივცემულო, პატივი გვავალდებულებს ასევე განსაკუთრებული მოწიწებით მოვექცეთ სრულიად უცხო მოხუცებულ ან უბრალოდ ასაკით უფროსს ადამიანს. მიუხედავად იმისა არის ის თუ არა ჩვენი ნათესავი... ამ ყველაფერს კი არაფერი აკავშირებს რაიმე "პატივ-დიდებასთან"... ეკლესიისათვის იერარქია ისევე ბუნებრივია, როგორც აბსოლუტურად ყველა ქმნილისათვის, ანგელოზებიდან დაწყებული , იერარქია კი არის ხარისხობრივი და არის პატივით,ანუ როცა ხარისხი ერთიდაიგივეა ( უკვე გავიგეთ, რომ ეს სიტყვა არ უკავშირდება მიწიერ "პატივს და დიდებას"), ეკლესიაში ასეთი ტრადიციაც არსებობს, როდესაც ერთად დგებიან თუნდაც ხარისხით ერთიდაიგივე მთავარეპისკოპოსები, წინ ის დგება, ვინც უფრო ადრე ეკურთხა ( თუნდაც ერთიდაიგივე დღეს, მაგრამ მაინც პირველი ) .... ვფიქრობ ახლა უფრო გასაგებია რაზე გესაუბრები smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rarara
პოსტი Sep 25 2008, 12:40 AM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,277



იერარქია გასაგებია!!! ხარისხიში ყველა ეპისლოპოსი თანაბარია!!! პატრიარქიც ეპისკოპოსია, რომელიც კრებამ აირჩია პატრიარქად!!! ძნელი გასაგებია???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 25 2008, 12:48 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



rarara

ძახილისნიშნებით რას გამოხატავთ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 25 2008, 02:05 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ხარისხიში ყველა ეპისლოპოსი თანაბარია

აშკარად ნაწერიდან აზრის გამოტანა მაგრად გიჭირს smile.gif
ციტატა
ნ თუნდაც ხარისხით ერთიდაიგივე მთავარეპისკოპოსები, წინ ის დგება, ვინც უფრო ადრე ეკურთხა ( თუნდაც ერთიდაიგივე დღეს, მაგრამ მაინც პირველი

ციტატა
წარმოიდგინე არიან 12 ძმები სხვადასხვა ასაკის, აქედან მხოლოდ ერთია უფროსი,ჰოდა, პატივით ისაა აღმატებული, ეს ნიშნავს რომ ის არაა მამა, ანუ არაა სხვა აღმატებული იერარქიის, არამედ არის უფროსი ძმა, და ესაა საპატივცემულო



პ.ს.
გამოცდილება მეუბნება ( შენი სასვენი ნიშნების სიხშირე-სიზედმეტიდანაც, და ბოლო დროს ქცევა-ვორნებიდანაც ჩანს), რომ ვერ გაიგებ მაინც, ჰოდა, მნათე ეტკბილსიტყვავე აწი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 12:37 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი