IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> როგორ უნდა შევინარჩუნოთ უფლის ხსოვნა, ყველგან და ყოველთვის
აბე
პოსტი Sep 18 2012, 10:18 PM
პოსტი #1


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



"ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ." (პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი მე-10, მუხლი 31).

ეს ყველამ კარგად ვიცით და ისიც გვესმის, რომ ეს იმის გამო კი არ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ბატონი არ უნდა განვარისხოთ და მადლობა ვთქვათ იმაზეც, რაც გვაქვს, რათა არ წაგვართვას ყოველივე სიკეთე და სიხარული, რაც დღემდე ჩვენთვის მოუმადლებია და თავს მომატებული რისხვა არ დაგვატეხოს განსაცდელების სახით. არამედ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ეს სიცრუე!, ღმერთს ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა და ის სიძნელეები და პრობლემები, რასაც გვიგზავნის, ისევე ჩვენ გვჭირდება, რათა გვქონდეს ჩვენთვის მონიჭებული თავისუფალი ნების რეალიზების საშუალება, ვინაიდან, თუკი არჩევანი არ არსებობს, არ არსებობს ადამიანის ნების თავისუფლებაც, ვინაიდან იგი იძულებულია დაემორჩილოს ერთადერთ მოემულობას, არ აირჩიოს იგი ცუდსა და კარგს შორის. ამიტომ, ეს უფრო მეტია და გაცილებით და შეუდარებლად უფრო მეტია უპრობლემო და ნეტარებით აღსავსე ცხოვრებაზე, ვინაიდან ჩვენი დიდი წინაპრის, ადამისაგან განსხვავებით, ჩვენ გამოცდილების მიღების საშუალება გვეძლევა, რაც ხდება მტკიცე გადაწყვეტილების საფუძველი, ვიყოთ სიწმინდეში, სიყვარულში და სიხარულში, ყოველივე დროებითი სიხარულის სანაცვლოდ. ამიტომ, ამ ყოველივეს ხსოვნისას გულანთებული ვმადლობთ უფალს ამ მადლისთვის და ვადიდებთ მას!

მაგრამ ასეთ მდგომარეობას დიდ ხანს ვერ ვინარჩუნებთ. ჩვენი ამგვარი სულისკვეთება ნელ-ნელა იცვლება ხოლმე და თითქმის საბოლოოდ ქრება ჩვენში. ამას ე.წ. სულიერი ჩავარდნები მოჰყვება ხოლმე. მერე ისევ ყველაფერს თავიდან გავიაზრებთ და ა.შ. ერთმანეთს ადგილს უთმობს ჩვენი სულიერი ჩავარდნისა და ფეხზე დგომის პერიოდები.

ამაზე ალბათ ბევრი ქადაგება მოგვისმენია, ბევრი რჩევა მიგვიღია.
ვისაუბროთ ამ თემის გარშემო.

პ.ს. მე დიდი ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ და შეიძლება არაერთხელ უკვე განიხილა ფორუმელთა ნაწილმა ეს თემა. გთხოვთ არ დახუროთ, რადგანაც სათქმელი ამ თემაზე ყოველთვის იარსებებს მისი მუდმივი აქტუალურობიდან გამომდინარე. იმედი მაქვს საინტერესო მსჯელობა გაიმართება.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 18 2012, 11:03 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



აბე
ციტატა
 როგორ უნდა შევინარჩუნოთ უფლის ხსოვნა, ყველგან და ყოველთვის

გულში, რომელიც გამოვა გარეთ და გამჟღავნდება საქმეებით


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Sep 19 2012, 12:52 AM
პოსტი #3


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ქევანა @ Sep 18 2012, 11:03 PM) *

აბე

გულში, რომელიც გამოვა გარეთ და გამჟღავნდება საქმეებით


ხოდა როგორ?
როგორ მოვახერხოთ, რომ გული სულ ეგრე იყოს?
რა უნდა ვქნათ ამისთვის?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 19 2012, 02:00 PM
პოსტი #4


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



აბე
მართალი ხარ, შემ მეკითხები როგორო და მე გპასუხობ სად..

როგორ და თავმდაბლობით. რაც უფრო ხშირად ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას, მით უფრო ვრწმუნდები რომ გონიერი ადამიანი თუ პატიოსანი, პასუხისმგებლობით სავსე და თავმდაბალიცაა, მაშინ მისთვის ადვილია საკუთარი თავის კონტროლი : )

სახარებიდან არის, მოექცევი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ, ჩვენ მას ხშირად ვივიწყებთ, ხშირად ვივიწყებთ ჩვენ როგორ გვინდა რომ მოგვექცნენ, არ ვაყენებთ ჩვენ თავს სხვების ადგილას და ამიტომ მოგვდის უხეში შეცდომები. მე ასე ვფიქრობ მოცემულ მომენტში smile.gif როდესაც მეორე ადამიანის კანში შეძვრები, მისი თვალებით შეხედავ სამყაროს, გაუგებს მას და უფრო სამართლიანი იქნები მის მიმართ, ანუ უფრო სამართლიანად განსჯი. განა რატო განკაცდა უფალი? ხომ შეეძლო მოსულიყო ღვთაებრივი ბუნებით?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Sep 19 2012, 11:03 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



უფლის მუდმივი ხსოვნა, რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის ყველაზე კარგი საშუალება რაიმე მოკლე ლოცვაა, მათ შორის იესოს ლოცვა.ლოცვა რომ გამოუვიდეს კაცს დარწმუნებული უნდა იყოს რომ მის ყოველ სიტყვას უფალი ისმენს, განა სადღაც შორს ცაში მყოფი, არამედ ყველგან მყოფი, რომელიც იქვეა მასში, მის გულში.კაცი თუ არ დამდაბლდა ლოცვა არ მიეცემა, რომც მიეცეს მალე დაკარგავს, რადგან ამპარტავანს მადლის განცდა უფრო დიდ ამპარტავნებაში ჩააგდებს და მთლად გაუბედურდება.ახალ ღვინოს ძველ ტიკებში არ ასხამენო, ამაზეა ნათქვამი.3 ჯერ ისეთი რაღაც განვიცადე ლოცვისას, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა, გახარებულმა სხვებსაც გავანდე და იმის მერე აღარაფერი განმიცდია, წესიერად ვეღარ ვლოცულობ. ვფიქრობ ისევ რომ განვიცადო მსგავსი, უეჭველად დიდ ხიბლში ჩავვარდები.ალბათ ღმერთი ჩვენდა სასიკეთოდ არ გვაძლევს ესე ადვილად ჭეშმარიტ ლოცვას.ან თუ მოგვცემს თავიდან, მერე განგვეშორება, რომ მუდამ ვეძიოთ და დავიმსახუროტ, უკვე ბრძოლებში გამოცდილებმა და დამდბლებულებმა.ღმერთი რომ ჭეშმარიტად გვიყვარდეს, მუდამ მასზე ვიფიქრებდით და მუდმივი განცდა გვექნებოდა უფლის. მადლობა ღმერთს რომ არიან ისეტები, ვინც მოუკლებლად, განუწყვეტლად ადიდებენ უფალს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 19 2012, 11:55 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ის, რაც ხახაბოელმა აღნიშნა, მეც ვფიქრობ, რომ ერთადერთი საშუალებაა... ჯერჯერობით ვერაფერს დავამატებ, წინა პოსტში უკვე გადმოცემულია სათქმელი.

გეთანხმები.. მეც მინდა რომ ასეთი ვიყო... მაგრამ არაფერს ვაკეთებ... უკვე ვხედავ, რომ მეტად შეუმჩნევლად ძალადობს ის, ვისაც ადამიანთა მოდგმის დაღუპვა აქვს განზრახული... აი აქაა საჭირო ლოცვა და მარხვა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Sep 21 2012, 08:12 PM
პოსტი #7


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა
3 ჯერ ისეთი რაღაც განვიცადე ლოცვისას, რომ მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა, გახარებულმა სხვებსაც გავანდე და იმის მერე აღარაფერი განმიცდია, წესიერად ვეღარ ვლოცულობ.


იმედია, რაც შენ განიცადე, არ იყო ილუზია ხიბლისგან წარმოშობილი.
მეც მქონია ეგეთი შემთხვევა.
იქნებ ასე იმიტომაც ხდება, რომ შემდგომში სულ გაიხსენო ხოლმე, როგორ შეეხო უფალი შენს გულს?... და ესაა უფლის ხსოვნაც.

ჰო, ჰო, ზუსტად ეგ არის მთავარი! შენ მართალი ხარ მეგობარო! სიტყვა ხსოვნა ნიშნავს განცდილის ხშირად გახსენებას და არა ინფორმაციის ხშირად გახსენებას....

უფალი ალბათ ყველას გულს ეხება, მაშინვე, როდესაც ადამიანი ამის საშუალებას მისცემს მას და შემდეგ ადამიანმა ყოველდღიურად და ყოველწამიერად უნდა გააკეთოს არჩევანი: ან ის, რაც განიცადა მაშინ, ან ეს - მიწიერი სიტკბოება....


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 21 2012, 09:43 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აბე
რავა ხარ აბე!
სხვაგან არ იხედები და აქ მოგიკითხავ.biggrin.gif

(მოკლედ ვინც ამ კაცს არ იცნობთ ბევრი რამე დაკარგეთ რა...)!
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Sep 22 2012, 09:30 AM
პოსტი #9


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა
რავა ხარაბე!
მომწონს "ხარაბე" biggrin.gif
არ გაგიკვირდეს, პედანტი ვარ biggrin.gif

კარგად ვარ გურამ, აი ახლა გავდივარ, სახლში რო დავვბრუნდები მერე დავწერ როგორც ვარ და ამ თემასაც განვავრცობ, რომელიც გავხსენი... smile.gif

ციტატა
სხვაგან არ იხედები და აქ მოგიკითხავ.biggrin.gif
ხო, ჯერ მეტს ვერ ვახერხებ biggrin.gif


ციტატა
(მოკლედ ვინც ამ კაცს არ იცნობთ ბევრი რამე დაკარგეთ რა...)!
biggrin.gif
ეხლა მე ამპარტავნული თავმდაბლობით უნდა დაგიწერო ხო "ხო გითხარი გურამ, ნუ დაწერ ჩემზე ესეთებს თქო" biggrin.gif

მიხარია, რომ ჩემში რამდენიმე საათიანი ურთიერთობის შემდეგ დაინახე შენთვის ასე ძლიერ მოსაწონი ასპექტები. მინდა გითხრათ, რომ მეც თითოეულ თქვენგანში, ზოგში მეტად და ზოგში ურთიერთობის სიმცირის გამო ნაკლებად, ვხედავ ანალოგიურს. ეს ნორმალურია. ყველანი ღვთის ხატებას ვატარებთ და ცოდვების გარდა ამასაც ვავლენთ ხოლმე. smile.gif იმედი მაქვს უფრო კარგად გაგიცნობთ და უფრო უკეთესად დავინახავ თქვენი სულების მარგალიტებს. kiss1.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 03:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი