IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მზის ამოსვლამდე, წაკითხვის შემდეგ შეასაფასებლი!
Misha Songulashvili
პოსტი Oct 1 2009, 12:16 AM
პოსტი #1


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მზის ამოსვლამდე

აგვისტოს ომის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების, საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის ოფიციალური პირების ურთიერთობა, რომლის ქოლგის ქვეშ რუსული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც თავად ამბობენ, ,,დიალოგში~ ჩაებნენ და რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ზრუნავენ. ილია II თბილი იუმორით, ნოსტალგიით, მეგუბრულად ესაუბრება ხოლმე რუსული დელეგაციების წევრებს და გულისტკივილის გამოხატვასაც არ აყოვნებს, როცა საქართველოში რუს ჟურნალისტებს არ უშვებენ.
თავის მხრივ, რუსეთის ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების ავტოკეფალიას და მათ ინკორპორაციასაც არ აპირებს. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მსურველებს ეს ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტად მიაჩნიათ და რუსეთის ეკლესიასა და ხელისუფლებას საქართველოსადმი დამოკიდებულების კუთხით ერთმანეთისგან მიჯნავენ.
ისიც არის, რომ როგორც არ უნდა ვუტრიალოთ, რუსული ხელისუფლების განწყობის შეფასებაში ერთი მხრივ, ხელისუფლების და საზოგადოების დიდი ნაწილის, ხოლო, მეორე მხრივ, პატრიარქისა და მის ირგვლივ შემოკრებილი ინტელიგენციის, აშკარა წინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე. საქართველოსა და მისი პრეზიდენტისთვის რუსეთი თავის პრეზიდენტიანად ოკუპანტია (რაც ფაქტის კონსტატაციაა), მეორე მხრივ, მედვედევი მიხეილ სააკაშვილს ,,პოლიტიკურ გვამს~ უწოდებს და მისი რეჟიმის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს, ამ ფონზე კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსადმი კეთილგანწყობილია.
რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მოსკოვის საპატრიარქოსთან და რუს ექსპერტ- ინტელიგენტებთან საერთო ენის გამონახვა არ უწირს? ეს ურთიერთობა ლოგიკურ ახსნას ექვემდებარება და მას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
რა თქმა უნდა, მათ შორის უმთავრესია ერთმორწმუნეობა. მაგრამ ასე დავსვათ საკითხი. ოსებიცა და აფხაზებიც მართლმადიდებლები არიან, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო სამშვიდობო მისიაზე ამ ასპექტით ნაკლებად საუბრობდა და რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, ილია მეორემ, 1990 წელს, საგანგებო ბრძანებით, ყველა ქართველის მკვლელი ,,ერის მტრად~ გამოაცხადა, რაც აფხაზებმა და ოსებმა მეტისმეტად მტკივნეულად აღიქვეს. თანაც ეს იმ დროს მოხდა, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოსურ მოსახლეობას ავიწროებდა და უკიდურესად ნაციონალისტური, აფხაზების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა იყო გაჩაღებული. ფაქტია, რომ მაშინ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ხმა არც მართლმადიდებელი ოსების დასაცავად აღუმაღლებია და არც მართლმადიდებელ აფხაზებთან დიალოგზე ზრუნვავდა.
ეს იმას მიუთითებს, რომ ერთმორწმუნეობაში თეოლოგიურის გარდა, სხვა შინაარსის ამოკითხვაც შეიძლება. ამ წრილში ერთმორწმუნეობას შეხედულებებისა და ისტორიული გამოცდილების მთელი კომპლექსი განსაზღვარავს, რაც საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ საქართველოსა და რუსეთის საპტრიარქოები ერთ იდეოლოგიურ ველში არიან მოქცეული და ერთი და იგივე ისტორიული მემკვიდრეობით საზრდოობენ.

ისტორიიდან
1943 წელს სტალინი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს შეხვდა და პრივილეგიების სანაცვლოდ საბწოეთში ,,პატრიოტული სულის,, გაღვიძების საქმეში მხარდაწერა მოსთხოვა. ბელადმა მოსკოვის მიტროპოლიტ სერგის პატრიარქის ტიტულის დაბრუნების უფლება მისცა და ამასთანავე მიუთითა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც უნდა ეღიარებინა. ამის შემდეგ ეს ეკლესიები საბწოთა კავშირში მოქმედ ზოგიერთ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად ანტიფაშისტურ კოალიციას შეუერთდნენ, რომელიც მოგვიანებით ,,მშვიდობის გავრცელების მისიაში~ გადაიზრდა. შედეგად ეკლესიებს, ერთი შეხედვით, მართლაც მეტი თავისუფლება მიეცათ: გაიხსნა ტაძრები, ამოქმედდა სემინარიები, გამოიცა საეკლესიო წიგნები, ეპისკოპოსებმა მანქანებით დაიწყეს სიარული, თუმცა, მეორე მხრივ, უფრო და უფრო მეტად მოექცნენ ხელისუფლების კონტროლისა და იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რამაც საბოლოოდ, ფაქტობრივად, ეკლესიის სახელმწიფო აპარატის ნაწილად გადაქცევა გამოიწვია. ,,ჩვენს წინაშე შემდეგი ამოცანა დგას: მღვდლის ახალი ტიპის აღზრდა! მღვდლების შერჩევა და განაწილება პარტიის საქმეა~. აცხადებდა კონსტანტინე ხარჩევი, სსრკ-ს მინისტრთა საბწოს რელიგიურ საქმეთა თავჯდომარე.
1920-იან წლებში ამბროსი ხელაიასთან ერთად დევნილმა კათალიკოს – პატრიარქმა კალისტრატემ 1949 წელს, ასეთი შინაარსის წერილიც კი გაუგზავნა ბელადს: ,,კაცთა შორის რჩეულო! ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება, ალბათ ამის ღირსი არა ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ, საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებული სარწმუნოებრივ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის, ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით: იოსებ ქართველს, მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის კალისტრატე კათალიკოზ-პატრიარქისაგან,, (ს. ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში. გვ. 188-189)
ომის დროს და ომის შემდეგ სტალინის ფორმალურად სოციალისტური იდეოლოგია შინაარსით სულ უფრო იმპერიულ-ნაციონალისტური გახდა. როგორც იდეოლოგიური სტრატეგია იგი სამ ელემენტს აერთიანებდა: ნაციონალიზმის გაძლიერებას, ანტიდასავლური ფრონტის გაშლას და ბრძოლას კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ. მისმა ტოტალიტარულმა ხასიათმა ბუნებრივად მოიცვა უკლებლივ ყველა სფერო, მათ შორის, რელიგიაც. საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები სტალინის პროექტის ნაწილად იქცნენ, რაც სსრკ-ს პრივილეგირებულ ერებში ნაციონალიზმის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 1947-1949 წლებში საბწოეთში იწყება ბრძოლა ,,უჯიშო კოსმოპოლიტიზმის~ წინააღმდეგ, რომელიც საბოლოო ჯამში ანტისემიტიზმის მორიგი ტალღით დასრულდა. ,,კოსმოპოლიტი ებრაელი~ კაპიტალისტური დასავლეთის ჯაშუშად და სტალინიზმის მთავარ ,,მტრის ხატად~ გადაიქცა.
რუსეთსა და საქართველოში ეკლესიებმა სწორედ ამ გარემოში განაახლეს და განავითარეს თავიანთი საქმიანობა. ამავდროულად ისინი აცხადებდნენ, რომ იდეოლოგიურად, კომუნიზმი და მართლმადიდებლობა არ ეწინააღმდეგებიან ერთიმეორეს, რომ ისინი მხოლოდ რწმენით არიან სხვა და სხვა. ეკლესიის ეს კურსი რუსეთის იმჟამინდელი პატრიარქის სერგის დამსახურებით, სერგიანელობის სახელითაა ცნობილი.

რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები საერთაშორისო ასპარეზზე ერთი მხრივ, საბწოთა კეთილდღეობისა და მეორე მხრივ, ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები ხდებიან და სწორედ ამ მისიით წევრიანდებიან ეკუმენურ ორგანიზაციებშიც. შინ კი დაშვებული ნაციონალიზმისა და ნაციონალური ტრადიციების აღდგენის ,,სულიერ,, ცენტრებად ყალიბდებიან.
ეკლესიისა და საბწოთა ხელისუფლების ურთიერთობის სტალინის მიერ განსაზღვრული, თავისი ფორმით ბიზანტიური მოდელი საბწოთა კავშირის დაშლამდე უცვლელი დარჩა. ეს ტრადიცია რუსეთში დღესაც განაპირობებს ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას, ხოლო საქართველოში ის ნებისმიერი ხელისუფლებისადმი ზოგადი ლოიალობის, თანადგომის დეკლარირებაში ვლინდება. ნაწილობრივ ამ გამოცდილებითაა ნასაზრდოები რელიგიური ნაციონალიზმიც და ანტიდასავლურობაც, ისევე როგორც ქართველ და რუს ხალხთა ძმობის საბწოური იდეალები, რასაც დღეს ერთმორწმუნეობას უწოდებენ.
ამ იდეოლოგიურ ველში დაიწყო მოღვაწეობა საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ილია მეორემაც. მან მოსკოვში, ზაგორსკში დაამთავრა სასულიერო სემინარია და აკადემია, მოსკოვშივე მიიღო სამღვდელო ხელდასხმა. უკვე მღვდლობაში 1960-იანი წლებში აშშ-სა და საფრანგეთში მივლენილი პირველი საბწოთა რელიგიური დელეგაციების წევრი ხდება. ასეთ საეკლესიო ვოიაჟებში, როგორც დასვლეთში მოღვაწე მართლმადიდებელი სასულიერო პირები იხსენებენ, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისთვის სანდო ადამიანებს უშვებდნენ და მათ გარკვეული ,,სახელმწიფოებრივი~ დავალებების შესრულებაც უწევდათ. ილია II-ს 1979 წელს, ეკლესიათა მსოფლიო საბწოს თანაპრეზიდენტად ირჩევენ. 1986 წელს კი მშვიდობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საბწოთა ხელისუფლება მას ხალხთა მეგობრობის ორდენით აჯილდოებს. 1977 წელს საქართველოს კატალიკოსის ინტრონიზაციაში რუსეთის იმჟამინდელი პატრიარქი პიმენი მონაწილეობს, ხოლო 1991 წელს იგივეს აკეთებს ილია II უკვე რუსეთში, ალექსი II-ის ინტრონიზაციისას. ნიშანდობლივია, ისიც, რომ პატრიარქი სიმპატიითაა გამსწვალული სტალინის პერსონისადმი. ამგვარი დამოკიდებულებით უნდა იყოს ნაკარნახევი საპატრიარქოს ,,ცნობადი სახის~, ადრე საპატრიარქოს რადიოსა და ტელივიზიის ხელმძღვანელის, ახლა კი ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერის გიორგი ანდრიაძის სტალინისადმი კეთილგანწყობაც:
,,ლენინსა და სტალინს შორის, რომ განსხვავების დიდი უფსკრულია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოსკოვში დღესაც ცენტრალურ მოედანზე ასვენია „დიდი ბელადის“ ნეშტი. სტალინის ცხედარი კი დაწვეს და დღემდე მკვდარის სახელსაც არ ასვენებენ. სწორედ სტალინის სახელს უკავშირდება ანტიქრისტიანი კომუნისტების განადგურება, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის რეაბილიტაცია და საქართველოს მართლმადიდებელი საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარება”. (წწწ.მედიანეწს.გე/გეო/ნეწს/48283.ჰტმლ)
საბწოთა რეჟიმისა და ეკლესიის ურთიერთობაზე საუბრისას ცხადია გვერდს ვერ ავუვლით კგბ-ს თემას. საქართველოში ამ მხრივ რაიმე ღირებული დოკუმენტაცია ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, ვინაიდან კგბ-ს არქივები გასაჯაროებული არ არის. მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოშიც საბწოთა ეპოქის ყველა სასულიერო პირი, ზოგი ნებით, ზოგი აუცილებლობის კარნახით თანამშრომლობდა ათეისტური ტოტალიტარიზმის ამ ეპიცენტრთან. რუსეთსა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ეს ფაქტი დაფარული არ არის. 1991 წელს დისიდენტმა მღვდელმა გლებ იაკუნინმა გამოაქვეყნა იმ სასულიერო პრების სია, რომლებიც ,,დავერბოვკებული~ იყვნენ სპეცსამსახურების მიერ, მათ შორის აღმოჩნდა რუსეთის ახლანდელი პატრიარქი კირილეც სპეცსახელით ,,მიხაილოვი~ და მისი წინამორბედიც, სპეცსახელით ,,დრაზდოვი~. არც საქართველოს ეკლესიაში და არც საზოგადოებაში ეს თემა, ერთადერთ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, საჯარო განხილვის საგნად არ ქცეულა. ზვიად გამსახურდიას მომხრე პუბლიცისტმა ირაკლი გოცირიძემ 1993 წელს გაზეთ იბერია-სპექტრში იმ სასულიერო პირების სია და დოსიეები გამოაქვეყნა, რომლებიც კგბ-სთან თანამშრომლობდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პატრიარქიც, სპეცსახელით ,,ივერიელი~. ამ დოსიეების ავთენტურობის შესახებ ძნელია რაიმეს თქმა. საკითხი საგულდაგულოდაა დაგმანული და მივიწყებული, რაც ალბათ იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ საპატრიარქოსთვის ეს მნიშვნელოვანი და მტკივნეული რამ უნდა იყოს.
ეს ეპიზოდები მხოლოდ მეტისმეტად მცირე ნაწილია საბწოეთში ეკლესიის ტრაგიკული ისტორიიდან, მაგრამ მათი მეშვეობით საშუალება გვეძლევა ავხსნათ რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების, საპატრიარქოსა და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობის მიზეზი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საბწოთა პერიოდის რელიგიურ ლიდერების ჰარმონიული ურთიერთობა, პირობითათ, 1943 წლით განსაზღვრული ტრაციაა, მით უმეტეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაცა და ეკლესიაც სულ უფრო მეტად ეფლობიან სტალინიზმის წყვდიადში.

ანტიდასავლური ნაციონალიზმი

სტალინიზმის გავლენა მართლმადიდებელი ელესიების ღირებულებით ორიენტაციებსა და იდეოლოგოირ კონსტრუქციებშიც შეიძლება ამოვიკითხოთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საერო ნაციონალიზმის გაძლიერება თავიდანვე ანტირუსულ-ანტიიმპერიალისტური მიმართულების იყო, საეკლესიო სივრცეში ნაციონალიზმი უფრო ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ ტენდენციებს ამჟრავნებდა. ეს დღესაც ასე რჩება. ,,ჰკითხეთ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რატომ უჩივიან სულის სიცარიელეს? რატომ არ აძლევთ შვებას ეს ე.წ. კულტურა? რატომ აოცებთ საქართველოში ჩამოსულ “ცივილიზებულ” ადამიანებს ის უბრალო ადამიანური სითბო და სიწრფელე, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა ქართველებს? რატომ გვაოცებს ჩვენ, ქართველებს, ლიბერალიზმის მიმდევართა და მათ წიაღში აღზრდილ ადამიანთა სიცივე და გულგრილობა უბრალო ადამიანურ ურთიერთობებში? (ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯაშვილი. ჟურნალი “კრიალოსანი”, #3 აპრილი, 2005). შეცდომა იქნებოდა ეპისკოპოსის სიტყვების გულუბრყვილო ემოციად მიჩნევა _ რეალობა ის არის, რომ ეს ,,გენერალური,, განწყობაა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.
როგორც ქართული, ასევე რუსული ფუნდამენტალისტური ნაციონალიზმისა და ანტიდასავლურობის ,,მეტატექსტი~ ისტორიის აპოკალიპტური ხედვაა. მისი კონსტრუქცია დახლოებით ასეთია: ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტე, რომელიც ებრაული წარმოშობისა უნდა იყოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რელიგიურად გააერთიანებს მსოფლიოს. უნიფიკაციის ინსტრუმენტებია გაერო, ევროპის საბწო, ევროკავშირი, ნატო, მსოფლიო ბანკი, ეკუმენური ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობას ფარულად მასონურ-სიონისტური გლობალისტური კორპორაციები წარმართავენ, ცენტრით აშშ-ში. გლობალიზაცია ანტიქრისტესკენ მიმავალი პროცესია, რომლის კონკრეტული იდეოლოგიური განზომილებებია ე.წ. დასავლური ღირებულებები: ლიბერალიზმი, მოდერნიზმი, დემოკრატია და ადამიანის უფლებების კონცეფცია. მათი გავრცელებით ანტიქრისტეს იდეოლოგები გზას უკაფავენ ,,აპოკალიპტური მხეცის~ გაბატონებას: ,,ანტიქრისტე მოგვევლინება, როგორც დიადი რეფორმატორი და კაცობრიობის გამაერთიანებელი. ამ გაერთიანების წინამორბედს წარმოადგენს ე.წ. შენგენის შეთანხმება, მიღებული 1985 წ. ქ. შენგენში და ხელმოწერილი მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების მიერ..... სისტემა “შენგენი” ანტიქრისტიანული ძალების მიერ გამოიყენება ერთიანი მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური და სულიერი დიქტატურის მომზადების მიზნით.... ებრაელ მასონებს სურთ ჯერ მსოფლიო ომი გააჩაღონ, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო თავიანთი მეფის – მოშიახის ძალაუფლებას დაუმორჩილონ.... ბერი პაისი ათონელი მსოფლიო ომზე წერდა:... ებრაელები, რომლებსაც ექნებათ ევროპული ხელისუფლების ძალა და დახმარება, გათავხედდებიან და უსირცხვილოდ ქედმაღლურად შეეცდებიან ევროპის მართვას.``( ახალი რომის იმპერია. მხეცის საიდუმლო. მღვდელი ანდრეი გორბუნოვი. ჟურნალი “ქვაკუთხედი”N8 (27), სექტემბერი, 2008 ).
მაგრამ ანტიქრისტესა და წეშმარიტებისგან განდგომილ დასავლეთს წინააღმდეგობას გაუწევს საქართველო და რუსეთი როგორც ერები, რომლებიც ,,მხეცის~ ბეწედს არ მიიღებენ. საქართველო და რუსეთი შეურყვნელად, მინარევების გარეშე შეინარჩუნებენ მართლმადიდებლობას. სამოქალაქო სივრცე კი გლობალიზმის ელემენტებისგან გაიწმინდება. მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, საქართველოში/რუსეთში სამეფო/სამოდერჟავიე უნდა აღდგეს. ზოგიერთი ვერსიით, რუსეთი საკრალური სივრცეა და მის მისიაში ასევე საკრალური, მაგრამ პატარა საქართველოს დასავლური ექსპანსიისგან დაცვა შედის ,,.... აღსანიშნავია, რომ რუსებს თავიანთი ქვეყნის სამხრეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი საზღვრები ჩაბარებული აქვთ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატებისათვის, ხოლო საკუთრივ სამხრეთ საზღვარი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმსობლის ხატისთვის. ამიტომ ეს ხატი ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრების მფარველიც არის``(ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. ,,ქვაკუტხედი~ 2008, #8.) .
რაც უნდა უცნაურად მოჩანდეს, მართლმადიდებელი სტალინსტები ამ კონტექსტშიც ხედავენ ხოლმე სტალინის როლს. მათი აზრით, მან აღმოსავლური მარტლმადიდებლური სამყარო დასავლეთის/ანტიქრისტეს გაბატონებისგან გადაარჩინა. ასახელებენ ასევე ანტიქრისტეს ვინაობასაც (ერთერთ ანტიქრისტედ გაზეთმა ,,ერმა და ბერმა~ 2004 წელს ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი გამოავლინა).
ამ აპოკალიპტურ პრიზმაში ხდება ნებისმიერი მოვლენის განხილვა. იქნება ეს ნატოს ჯარების ოპერაცია კოსოვოში, ევროპის კონსტიტუციის შემუშავების პროცესი, პალესტინა-ისრაელისა ომი თუ ენერგოსადგურის მშენებლობა თურქეთში. მაგალითად, საეკლესიო ჟურნალ ,,ქვაკუთხედის~ რედაქცია რადიკალურად ანტიდასავლური და პრორუსული ტექსტით გვაწვდის აგვისტოს ომის ,,თეოლოგიას~: ,,ალბათ ბევრმა ვიცით საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ნაკლებად გაგვიანალიზებია ის, თუ ქართველი მეფეების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელთაც მუხლები ჰქონდათ “გადატყავებული” ლუდოვიკოთა სასახლეებში წყალობის მოლოდინში, უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის და მიუხედავად რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ისტორიული ჩარხი კიდევ ერთხელ, თითქოს უალტერნატივოდ შემობრუნდა დასავლეთისაკენ და სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?! ..... ყველა გონიერი ხელისუფლება აცნობიერებს იმ პრაგმატულ რეალობას, რომ რუსეთი ღვთაებრივი განგებულებით არის მათი ძლიერი მეზობელი და ამას სათანადო ანგარიშს უწევენ.. იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და “ბუჩქების” იდეოლოგიას?!... მსოფლიოს ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი, როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ არა, უწინარესად სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში ზნეობითა და მართლმადიდებლობით ძლიერი. ~ (რედაქტორის გვერდი “ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N8 (27), სექტემბერი, 2008. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით)

ანტილიბერალიზმი

რელიგიური ნაციონალიზმი აპოკალიპტურის გარდა იდეოლოგიური და მორალური თვალსაზრისითაც ვერ ეგუება ლიბერალიზმს. იგი მისთვის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ იდეოლოგიად განიხილება, ზნეობრივ რელატივიზმთან არის გაიგივებული და ასოცირებულია საყოველთაო თანასწორობისა და ზღვარგადასული ნებადართულობის პრინციპებთან..
იმავე პუბლიკაციაში ეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი წერს: ,,დიდი საფრთხის წინაშე დგას საქართველო. ქართველ ხალხს თვალსა და ხელს შუა აცლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სახელმწიფო რელიგიად, ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მკვიდრდება ლიბერალიზმი. დიახ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მარქსიზმის ადგილს ახალი სახელმწიფო იდეოლოგია _ ლიბერალიზმი იმკვიდრებს. ამ იდეოლოგიას აქვს პრეტენზია, რომ იყოს არბიტრი ყველა საკითხში, მათ შორის სახელმწიფოებრივ საკითხებშიც. ჩვენ გვატყუებენ, თითქოს იბრძვიან ჩვენი უფლებებისათვის, თავისუფლებისათვის, სინამდვილეში კი, ცოდვის მონობასა და სიცრუეს _ “მარადიულ ღირებულებებად” ამკვიდრებენ. ამ ახალი სახელმწიფოს რელიგიის უმაღლესი ქურუმები საზღვარგარეთიდან მართავენ პროცესებს, შიგნით კი ბოკერიები, გვახარიები, ნაირა გელაშვილები, ბუღაძეები, ზურაბაშვილები...``
რელიგიური ნაციონალიზმისთვის ადამიანის უფლებათა კონცეფცია მიუღებელია როგორც იდეოლოგიური სისტემა, რომლის ფუნდამენტს ცოდვით დაცემული ადამიანის ნებასურვილი წარმოადგენს. ეკლესია აქცენტს კოლექტივზე, მრევლზე, ერთსულოვნებაზე, კულტურულ უფლებებზე უფრო აკეთებს და ნეგატიურად აფასებს სისნდისის, რელიგიის, აღმსარებლობლობის, თავისუფლებას. ,,რას ნიშნავს სინდისის თავისუფლება”? - კითხულობს ეპისკოპოსი სტეფანე - უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის განთავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს “თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!” “სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა.``
,,სინდისის თავისუფლება~ ორი მთავარი მოტივითაა მიუღებელი: ერთი მხრივ, ადამიანი, რომელიც მართლმადიდებლობაზე ხელს იღებს, სულს წარიწყმედს, ხოლო, მეორე მხრივ, კარგავს ნაციონალურ იდენტობას. ქართული რელიგიური ნაციონალიზმი ფაქტობრივად იმეორებს დოსტოევსკის ცნობილ ფორმულას: ,,მართლმადიდებელი – ესეიგი რუსი~, ოღონდ შებრუნებულად ,,ქართველი _ ესეიგი მართლმადიდებლი~. იმის გამო, რომ საქართველოში არსებობენ მაგალითად, ქართველი იეჰოვას მოწმეები, მთავარ დამნაშავედ ამაში, რა თქმა უნდა, რელიგიის თავისუფლების ლიბერალურ პრინციპსა და მის გეოგრაფიულ წარმომავლობას მიიჩნევენ.
ლიბერალიზმის საპირისპიროდ ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი მართლმადიდებლობა უნდა გახდეს, ,,მართლმადიდებლური აზროვნება - ეს არის ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ ცოდნა, არ არის მხოლოდ დოგმატები, არ არის მხოლოდ სწავლება...” (,,საპატრიარქოს უწყებანი~12.03.05) ამბობს პატრიარქი და აყალიბებს შეხედულებას ეროვნულ-მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისთვის მიუღებელ იდეოლოგიაზე ,,დადგა ისეთი დრო, როცა ლიბერალიზმი შემოვიდა ევროპაში და იქიდან მთელს მსოფლიოში გავრცელდა; წარმოიშვა მოძრაობა ,,თანასწორობის~ მოთხოვნით. ეს სათქმელად ძალიან ადვილია, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან ძნელია. როგორ შეიძლება თანასწორობა იყოს ოჯახში? როგორ შეიძლება თანასწორობა იყოს საზოგადოებაში? ოჯახს უნდა ჰყავდეს თავი; საზოგადოებაში და ნებისმიერ ადგილზე უნდა იყოს უმცროს-უფროსი~ (საპატრიარქოს უწყებანი 3-9. 12. 04).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარა უნდა იყოს, რომ დასავლეთი როგორც ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებათა კონცეფციის სამშობლო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხო და სახიფათო ადგილია.

ანტდემოკრატიულობა

რელიგიური ნაციონალიზმი სამოქალაქო ხელისუფლების დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ვერ ეგუება ადვილად, ვინაიდან მისთვის ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო ღმერთია. გარდა ამისა მიიჩნევა, რომ როგორც ღმერთია ერთპიროვნული მმართველი, ასევე მეფეც ერთპიროვნულად უნდა განაგებდეს სახელმწიფოს. ღმერთმა თავის დროზე საქართველოს ბიბლიური წარმომავლობის სამეფო საგვარეულო გამოურჩია. საქართველო რომ გაბრწყინდეს, ამ დინასტიიდან უნდა აღიდგინოს მონარქი, რომელიც იქნება ღვთივცხებული.
მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიაში მონარქს ეკლესიის გარე ეპისკოპოსის, მისი სოციალური მცველისა და ზღუდის ფუნქცია აქვს მინიწებული. მონარქიაში განხორციელებულია საეკლესიო და საერო ურთიერთობების მიწიერი იდეალი _ სიმფონია. აქ საერო და საეკლესიო სფეროები გაუმიჯნავია და ეკლესია საზოგადოებრივი, სახელმწიფო, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. დემოკრატიული წყობა კი ადამიანური წარმომავლობისაა და თუკი მას ლიბერალიზმიც ემატება, იგი სეკულარიზაციის ანუ ეკლესიისა და სახელმწიფოს, ეკონომიკის, კულტურის, საჯარო სივცის გამიჯვნის პოტენციის მატარებელია. შესაბამისად, ლიბერალური დემოკრატია ამ სფეროებზე ეკლესიის (ზე)გავლენის დასუსტებას მოასწავებს.
კათალიკოს პატრიარქის სიტყვებში ადვილად იკითხება ანდიდემოკრატიული და ანტისეკულარული პოზიცია ,,ადრე ხალხს აერთიანებდა მეფე, ეკლესია, კულტურა. ახლა მხოლოდ ეკლესია დარჩა...`` (,,საპატრიარქოს უწყებანი~ 3-9. 12. 04). ამ ფორმულიდან ისე გამოდის, რომ მეფის კურთხევამდე საქართველოს სახელმწიფოებრივ-კულტურული სხეული ფაქტობრივად ეკლესიის არსებობის ამარაა დარჩენილი. ისიც ცხადია, რომ ეკლესიის გულმოდგინე ზრუნვა მონარქიის აღდგენაზე, დემოკრატიისა და სეკულარიზაციის, შესაბამისად, დასავლური დროის საწინააღმდეგოდ მიედინება.


ანტიეკუმენიზმი

რელიგიურ ნაციონალიზმი ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანებისკენ სწრაფვას _ ეკუმენიზმს მასონურ-სიონისტური შეთქმულების ნაწილად განიხილავს. იგი ,,ერესთა-ერესად~ არის შეფასებული და მას ანტიქრისტეს რელიგიას უწოდებენ, რაკი თვლიან, რომ კონფესიების გაერთიანება სწორედ მომავალი ანტიქრისტეს სტრატეგიაა. ამ კუთხით, დასავლეთი დიდი განდგომილების, ერესების, ეკუმენიმიზმის სამშობლოცაა, რომლის ექსპანსიას, რა თქმა უნდა, კედელი უნდა აღუმართო წინ.
მაგრამ საბწოთა პერიოდში, 1960-იანი წლებიდან, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები აქტიურად მონაწილეობდნენ ეკუმენურ შეხვედრებში, ეს დაშვებული და იძულებითი ,,ბოროტება,, იყო, რადგან დასავლეთში ისინი საბწოთა პროპაგანდის კომპონენტს წარმოადგენდნენ. საბწოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკლესიას საბწოური მშვიდობისა და სამოთხის პროპაგანდისტის ფუნქცია ჩამოშორდა. იგი საერთაშორისო მტრულ, ,,მწვალებლურ~ გარემოცვაში საკუთარ ადგილს ვეღარ აგნებდა და აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საპატრიარქოს ეკუმენური ორგანიზაციების დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
ეკუმენური მოძრაობიდან საპატრიარქოს გამოსვლა რუსულ-ქართული ურთიერთობების ასპექტითაც საინტერესო მოვლენაა. 1997 წელი საქართველოში ის დროა, როცა ქვეყნის საგარეო კურსის რეორიენტაცია მიმდინარეობდა. მას გეზი უკვე დასავლეთისკენ ჰქონდა აღებული, ხოლო ეკლესიამ ამას დასავლურ რელიგიურ სამყაროსთან დიალოგზე სრული უარით და ,,ანტისექტანტური~ პროპაგანდის გაძლიერებით უპასუხა.
1997 წელს მოსკოვის საპატრიარქომ ეკლესიათა მსოფლიო საბწოში დასვა ორი საკითხი. პირველი თანალოცვის პრაქტიკას უკავშირდებოდა. რუსეთის ეკლესია აპროტესტებდა საბწოში სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიებისთვის თანალოცვის პროგრამულ ნაწილს. ანუ მას სურდა, რომ შეხვედრების პროგრამიდან ამგვარი პრაქტიკა ამოეღოთ. მეორე საკითხი კი გადაწყვეტილებათა მიღების წესთან იყო დაკავშირებულლი. ეკლესიათა მსოფლიო საბწოში გადაწყვეტილებები ხმების უმრავლესობით მიიღებოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ 300-ზე მეტი პროტესტანტული ეკლესია, რომელიც გაწევრიანებული იყო საბწოში ყოველთვის ახერხებდა ტავისი პოზიციების დაცვას ხმების თვალსაზრისით მცირერიცხოვან (14 მართლმადიდებელი ეკლესია იყო იმ დოისათვის საბწოში) მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. ამ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში რუსეთის ეკლესია საბწოს დატოვებით იმუქრებოდა, მას მხარი აუბეს საქართველოს, სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიებმაც, სწორედ მათ, ვინც რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და საბწოთა პერიოდში არჩეული მეთაურები ჰყავდათ. საბოლოოდ, ეკლესიათა მსოფლიო საბწოსა და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის დატოვება მხოლოდ საქართთველოსა და ბულგარეთს მოუწია, თუმცა ეს უკანასკნელი ახლა უკვე დაუბრუნდა ეკუმენურ მოძრაობას.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Oct 1 2009, 12:29 AM
პოსტი #2


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ანტიეკუმენიზმს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ძლიერი ფუნდამენტალისტური საყრდენი აღმოაჩნდა. საქართველოს მონასტრული ცხოვრების აღორძინება ორი ბერის, იოანე შეყლაშვილისა და ლაზარე აბაშიძის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათ ბეთანიის მონასტერი აამოქმედეს. მონასტრის ანტიეკუმენური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ყველა სხვა მონასტერი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მღვდლები და მრევლის უდიდესი ნაწილი მოექცა. მაგრამ ანტიეკუმენიზმისა და იზოლაციონიზმის მთავარი იდეოლოგი მაინც რაფალ კარელინი იყო _ საქართველოში მოღვაწე, რუსული წარმოშობის არქომანდრიტი, რუსეთისა და საქართველოს ფუნდმენტალისტურ წრეებში დღესაც ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული მოძღვარი (მისი ქადაგებებსა და სტატიებს ყოველკვირეულად აქვეყნებს ,,ჯორჯიან თაიმსი~).
ეკუმენიზმისგან ჩამოშორებით საქართველოს ეკლესია დასავლური ქრისტიანობის სივრცეს მოწყდა, თუმცა ეკლესიაში ფუნდამენტალისტურ ჯგუფებს პროტესტი არ გამოუთქვამთ 2004 წელს, საქართველოს საპატრიარქოს გაწევრიანების გამო დსთ-ს რელიგიათა საბწოში, რომლის ცენტრი მოსკოვშია. ამ პანეკუმენურ ფორუმში ე.წ. დასავლურ: კათოლიკურ და პროტესტანულ ეკლესიებს რუსეთმა მონაწილეობის უფლება არ მისცა. ეს ლოგიკური უნდა იყოს, რადგან ქართულ და რუსულ მართლმადიდებლობას, ისევე როგორც დუგინისეულ ევრაზიულ იდეოლოგიას, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს პოზიციებსაა ამოფარებული, დღეს უფრო იოლად შეუძლიათ ისლამთან საერთო ენის გამონახვა, ვიდრე დასავლურ ქრისტიანობასთან: კათოლიციზმთან და პროტესტანტულ სამყაროსთან.
დსთ-ს რელიგიათა საბწოში გაერთიანებით, საქართველოს საპატრიარქო მიგვანიშნებს, რომ ის მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთ რელიგიურ და იდეოლოგიურ ე.წ. ევრაზიულ სივრცეში იმყოფება, რომლის საზღვრები საბწოთა საზღვრებს ემთხვევა და დასავლეთის წინააღმდეგ მოკავშირედ ხშირად ისლამურ სამყაროსაც განიხილავს.
და ბოლოს, საქართველოს და რუსეთის ელესიები ერთი და იგივე დროით განზომილებაშიც ,,მყოფობენ~. 15 ავტოკეფალიიდან მხოლოდ რუსეთის, საქართველოს, სერბეთისა და იერუსალიმის (ანუ ისევ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესიების) საპატრიარქოები არ იყენებენ ე.წ. გრიგოლის კალენდარს, რომლის მიხედვით, შობა 25 დეკემბერს აღინიშნება. ჩვენი ეკლესია ამ მნიშვნელოვანი ასპექტითაც მოწყვეტილია დასავლურ დროით კონტინუუმს. გრიგოლის კალნედრის არაღიარებაც ესქატოლოგიური აპოკალიპტური არგუმენტებით არის გამაგრებული. ითვლება, რომ თუ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ,,კათოლიკეებივით~ 25 დეკემბერს დაიწყებენ შობის აღნიშვნას, ესეც ანტიქრისტეს მოახლოების ერთერთი ნიშანი იქნება. ხუთიოდე წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 25 დეკემბერი სინანულის დღედ გამოცხადდა.

ხიდი

,,საეკლესიო ურთიერთობები _ დღესდღეობით ერთადერთია, რაც ჩვენს ქვეყნებს აახლოებს. ამ ურთიერთობებს მოფრთხილება სწირდება: ჩვენ, ჩვენს ხალხებს უნდა ვუჩვენოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს ერთი რწმენა აკავშირებს, რომელიც ღვთის შეწევნით უნდა გაძლიერდეს~ (მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახური. 21 ივლისი), განაცხადა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ პატრიარქ კირილესთან შეხვედრის დროს.
ვფიქრობ, რომ რუსულ და ქართულ ეკლესიებში არსებული ანტიდასავლური განწყობებისა და იდეოლოგიური ვექტორის გამო ,,ერთმორწმუნეობის გაღრმავება~ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული იზოლაციონიზმის გაძლერების, დუგინისეულ ევრაზიულობაში გამოკეტვისა და საბწოური კოლონიალიზმის დროში დაბრუნების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ის კი, რაც მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და ოსეთის საეკლესიო დამოუკიდებლობის არაღიარებასთანაა დაკავშირებული, ქართველებისთვის რუსული ,,უტკაა~. აფხაზეთსა და ოსეთში რუსეთის ეკლესია მხოლოდ ფორმალურად არ არის წარმოდგენილი, რეალურად კი, ამ თემების ცხოვრებას პატრიარქი კირილე და ფსბ განაგებენ. მოსკოვისთვის გაცილებით დიდი და ძვირფასი შენაძენი, აფხაზი და ოსი მართლმადიდებლები კი არა, რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოა _ ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და ანტილიბერალური ინსტიტუცია ჩვენს სამშობლოში.
ოსური და აფხაზური მართლმადიდებლობის ცნობით, რუსეთმა საქართველოს ეკლესიის საწეთმპყრობელს რაღაც მკვეთრი, საპროტესტო ნაბიჯის გადადგმა უნდა აიძულოს. არა მგონია, ეს სვლა მისთვის მომგებიანი იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც მისი სულიერი შვილი რეზო ჩხეიძე ამბობს, მზის ამოსვლამდე ჯერ მეზობლისკენ გახედვას ასწავლის თავის მრევლს.

ბექა მინდიაშვილი

ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”, სექტემბერი, 2009


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 02:15 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ილია II თბილი იუმორით, ნოსტალგიით, მეგუბრულად ესაუბრება ხოლმე რუსული დელეგაციების წევრებს და გულისტკივილის გამოხატვასაც არ აყოვნებს, როცა საქართველოში რუს ჟურნალისტებს არ უშვებენ

დემაგოგია ნომერი 1
არ ყოფილა ისე, რომ პატრიარქს იმიტომ დაწყდა გული, რომ რუსები არ შემოუშვეს, არამედ იმიტომ რომ ჟურნალისტები არ შემოუშვეს, ესეც დემაგოგიების სიის დასაწყისია!

ციტატა
საქართველოს საპატრიარქო სამშვიდობო მისიაზე ამ ასპექტით ნაკლებად საუბრობდა და რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. უფრო მეტიც, ილია მეორემ, 1990 წელს, საგანგებო ბრძანებით, ყველა ქართველის მკვლელი ,,ერის მტრად~ გამოაცხადა,

დემაგოგია 2
რადგან პატრიარქს იქ არც აფხაზები უგულისხმია და არც ოსები, არამედ მან ძმათაშორისი შესაძლო ომის წინააღმდეგ გაილაშქრა

დემაგოგია 3
სრულიად ცალმხრივადაა და მიკერძოებულად არის წარმოდგენილი უწ. და უნეტ. კალისტრატეს დამოკიდებულება სტალინისადმი, ასევე პატრიარქის უამრავი მოწოდება და ლოცვა აფხაზ და ოსი ხალხისადმი ნახსნებიც არსად არის და სირცხვილი ბექას!

დემაგოგია 4
კიდევ ერთი სირცხვილი ბექას, რადგან ის მეუფე სტეფანეს სრულიად მისაღებ სიტყვებს, რომ უცხოელები გაოცებას ვერ მალავენ ქართული სულის სითბოს გამო, რაც ასეა , მეც ამდენი წელია აქ ვცხოვრობ უცხოეთში და ათობით გაოცებული უცხოელი მინახავს ჩვენი ხალხის კულტურითა და სულით, ბექა კი ამას პოლიტიკურ მანტიას ასხამს, შემდეგ სიტყვების თამაშით ლიბერალიზმის წინააღმდეგ გალაშქრებას ანტიევროპულად აღიქვამს, არადა თავად ევროპის გულში, ყველა პაპი სულ ამაზე წერს და ამაზე ჩივის, ლიბერალიზმი ქრისტიანობის წინააღმდეგ, ამას ბ.ნი ბექა არ ამბობს და დემაგოგიაც გამოცხვა!

დემაგოგია 5
პატრიარქის პოზიცია არის მისი პოზიცია და მონარქიის მხარდაჭერა, არ ითვლება პრორუსულ პოზიციად ან ანტიდასავლურად, ბ.ნ ბექას აქაც ავიწყდება რომ ევროპის უამრავი ქვეყანა მონარქიულია!

დემაგოგია 6
სრულიად უადგილო იყო 25 დეკემბრის სინანულის დღის და ძმა მართლმადიდებლების (ვინც ამ დღეს აღნიშნავენ) და არამართლამდიდებლების შობა, ბ.ნი ბექა აქაც ივიწყებს, რომ საპატრიარქო ამ დღეს ულოცავს ვინც მას ზეიმობს ოფიციალური ეპისტოლეებით, და არ გააჩნია რაიმე საბუთი, რომ სინანულის დღე იმიტომაა, რომ შობაა სხვაგან, ანუ ჩვეულებრივი და რიგითი დემაგოგია.


მთელი წერილი თავისი აზრით, შინაარსით და მიზნით არის დემაგოგია და მტრობა ჩვენი ეკლესიისა, მტრობა რაც ეყრდნობა სატანისეულ ხერხს, ანუ ნახევარადსიმართლის გამოყენებას ბოლოში სიმცდარის გამოსათქმელად, და ასე ვითომ ფაქტებს დაყრდნობილი ბექა, ბოლოში სრულიად შეცდომაში შეყავს მკითხველი და ფსბ და კგბ აგენტად გვიცხადებს ეკლესიას და საპატრიარქოს, მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანი პოზიცია დაიკავა, დიალოგში, როგორც ცხინვალში (ესეც დაავიწყდა ბ.ნ ბექას) პირველი შევიდა და ჩვენი სამშობლო კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირებისაგან იხსნა (ესეც დავიწყებია თურმე)...

სისულელე და დემაგოგიაა მიშა ეგ რაც დადე, პირადად ვიცნობ ბექას და გული მწყდება, მისი ნიჭი ეკლესიას უნდა მოხმარებოდა და არა მასთან ბრძოლას, საწყენია ნამდვილად!

იხარეთ;

კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Oct 1 2009, 03:16 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



"ერთმორწმუნე" პატრიარქი (ამის პატრიარქობა არ გაიშვა!)
http://www.newsland.ru/News/Detail/id/336834/cat/42/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 1 2009, 12:34 PM
პოსტი #5


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



Misha Songulashvili, საბოლოო ჯამში რისი თქმა გინდა ამ წერილით?
ციტატა
ანტიდასავლური ნაციონალიზმი
ნაციონალიზმი და კარგი ცხოვრება სადაა, მაგრამ ანტიდასავლური იდეოლოგია საჭიროა რამაა ამ ცხოვრებაში yes.gif რუსეთი პირდაპირ გვყლაპავს და ქართველ კაცს პირდაპირ მოსულ მტერთან არასოდეს ეშლებოდა ურთიერთობა. დასავლეთი ჩუმად და ლამაზად გვღუპავს ჩვენივე ხელით და ეკლესიის მეტი ხმის ამომღები არავინაა.

ლიბერალიზი კარგი გგონია თუ როგორაა საქმე?

სტალინს კიდევ თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს ბოლომდე a075.gif ისტორია მეც ვიცი, მაგრამ ისტორიამ გარეგნული ფაქტები იცის, სიღრმეში ბევრი რამ შეიძლება იმალებოდეს.

და პატრიარქებზე ლაპარაკის დროსაც სიფრთხილე ჯობია, გასაშვებია თუ არა, მაგის მიუხედავად.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 1 2009, 12:40 PM
პოსტი #6


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ზარნაშო
რა ბექა? ohmy.gif მაგაზე წერენ უკვე დიდი ხანია, პატრიარქ კირილეს მხრიდან უცნაური განცხადებები მაინც არ გსმენია? მე მაინც ვთვლი, რომ ორმაგ პოლიტიკას გვეთამაშებიან


ამჯერად კაიროსს ვეთანხმები biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 1 2009, 01:12 PM
პოსტი #7


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 1 2009, 01:40 PM) *

ზარნაშო
რა ბექა? ohmy.gif
მიშა უნდა დამეწერა, შევცდი

ის ბმული არ მინახავს ისე.

ციტატა
მაგაზე წერენ უკვე დიდი ხანია, პატრიარქ კირილეს მხრიდან უცნაური განცხადებები მაინც არ გსმენია? მე მაინც ვთვლი, რომ ორმაგ პოლიტიკას გვეთამაშებიან
არ მსმენია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგას არ აქვს მნიშვნელობა. რუსეთის თამაში იმათ იციან, მე სხვა რამეებზე გავამახვილე ყურადღება იმ პოსტში.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Oct 1 2009, 01:15 PM
პოსტი #8


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ზარნაშო
შენი პოსტები თუ ნიშნავს რომ ანტიდასავლური კურსის აღება და რუსეთისკენ სწრაფვა არის სამშობლოს ღალატი მე გეთანხმები...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Oct 1 2009, 01:23 PM
პოსტი #9


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



ციტატა(Misha Songulashvili @ Oct 1 2009, 02:15 PM) *

ზარნაშო
შენი პოსტები თუ ნიშნავს რომ ანტიდასავლური კურსის აღება და რუსეთისკენ სწრაფვა არის სამშობლოს ღალატი მე გეთანხმები...
ანტიდასავლური კურსის აღება არა, მაგრამ რუსეთისკენ სწრაფვა (პოლიტიკური, გინდა სახელმწიფოსი, გინდა ეკლესიის) - კი. ანტიდასავლური კურსის აღება მუშტის ღერებით კი არ უნდა მოხდეს, მათი გამხრწნელ-დამადებილებელი გავლენისგან თავდაცვა უნდა ვისწავლოთ. მეგობრობის საწინააღმდეგო არავისთან მაქვს, ოღონდ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ავტოკეფალია და კულტურული თვითმყოფადობა ხელშეუხებელი უნდა იყოს.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Oct 1 2009, 02:06 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



ჯამათა კარგი კაცია


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Oct 5 2009, 01:36 AM
პოსტი #11


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



არ წამიკაითხია ბოლოდე ეს სტატია, მხოლოდ თვალი გადავავლე და რადგან 100 ჯერ ნათქვამის ხელახალი გადამღერება დავინახე სურვილი დამეკარგა სრულად წაკითხვის. ახლა ანტი დასავლელობას და ანტი ლიბერალობას ვერავინ დამაბრალებს თუ ნამუსი გააჩნია biggrin.gif მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბექა მინდიაშვილი არის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელსაც რეალურად არც სერიოზული თეოლოგიური განათლება გააჩნია და არც სოციოლოგიაში გლიჯავს, ამბიციები აქვს იცოცხლე biggrin.gif ამიტომ ესეთი დემაგოგი პაიკები დასავლეთს უფრო დიდ ჩირქს ცხებენ ქართველების თვალში, ვიდრე უღრმავებენ დაახლოვების სურვილს, რაც მათ ჰქონიათ...მაგრამ მეორეს მხრივ არც მეორე მხარე უნდა დაგვავიწყდეს, სადაც უფრო ბნელა, რაც ამ ფორუმზეც აქტიურია

რომ ვამბობ ბნელათქო, აქ არ ვგულისხმობ რომ მარტო ერთ მხარეს ბნელა, მეორე მხარესაც სიბნელეა biggrin.gif

მართლა გულდასაწვეტია, რომ მასობრივი გაუნათლებლობა ესე გვჩაგრავს და კატასტროული ტემპით მიგვაქანებს უკუნეთისკენ, ხოლო ბედნიერი ერი დაკამყოფილი სახით გაიძახის, რომ ყელა დაიღუპება და ივერია გადარჩება.

ეჰ...


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 5 2009, 02:43 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ექა მინდიაშვილი არის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელსაც რეალურად არც სერიოზული თეოლოგიური განათლება გააჩნია და არც სოციოლოგიაში გლიჯავს, ამბიციები აქვს იცოცხლე ამიტომ ესეთი დემაგოგი პაიკები დასავლეთს უფრო დიდ ჩირქს ცხებენ ქართველების თვალში, ვიდრე უღრმავებენ დაახლოვების სურვილს


გეთანხმები სიკვდილ, ბნელა იქაც, ბნელა აქაც...

გვირაბში კი ვართ, მაგრამ ხედავს ვინმე სინათლეს ბოლოში?..


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი