IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სწავლაჲ სტეფანე მონაზონის
აკაკი
პოსტი Dec 26 2011, 08:15 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



IPB-ს სურათი
- წმ. ანტონი დიდი -

- სწავლაჲ სტეფანე მონაზონისა

1. ყოვლის პირველად, შვილო, დაუტევე სოფელი და ქუეყანაჲ შენი; დაუტევენ ნათესავნი შენნი და განიშორე შენგან ყოველი ზრუნვაჲ და ღუწოლაჲ ამის სოფლისაჲ, რაჲთა გულისჴმა-ყო დაფარული.

2. აიღე საფარველი გულისა შენისაგან, რაჲთა კეთილად ხედვიდე; დაუტევე შეძრწუნებაჲ, რაჲთა იხილო უხილავი.

3. იყავ შეკრძალულ გულითა შენითა, რაჲთა გულისჴმა-ჰყო საყოფელი შენი რაჲმეთუ სრულ არს ვითარცა მტკიცჱ საზრდელი გაქუნდინ გულისჴმის-ყოფაჲ კეთილისათჳს და ბოროტისა, რაჲმეთუ ესე არს შეკრძალულებაჲ გულის-აჲ.

4. შვილო, გეშინოდენ ღმრთისა და დაუტევე ამპარტავანებაჲ, სიბოროტჱ და შური და თავის-მოთნებაჲ; დაუტევე ძჳრისსიტყუაჲ და მრავალმეტყუელებაჲ.

5. დაუტევე გულის-თქუმაჲ საჭმელთაჲ და გულის-თქუმაჲ თუალთაჲ; დაუტევე უკეთურებაჲ, ორგულებაჲ, გულის-სიტყუაჲ დაუტევე დრტჳნვაჲ და შეძრწუნებაჲ.

6. შვილო, ნუ იყოფი უგუნურ, არამედ დაუტევე ნებაჲ შენი; ნუ განსცხრები და იცინი უდებად.

7. ნუ ვის შეურაცხჰყოფ კაცსა, და ნუ იძლევი ყოვლითა საქმითა; დაუტევე ბოროტი ჩუეულებაჲ.

8. და განიშორე ცუდი მწუხარებაჲ და ნუ იურვი; დაუტევე უმეცრებაჲ და ნუ იქმნები სულმოკლე, რაჲთა არა დაეცე ბრძოლასა მტერისასა.

9. შვილო, იყავ წრფელ ყოველთავე სიტყუათა შენთა, რაჲმეთუ ღმერთსა სიტყუაჲ წრფელი უყუარს.

10. განიშორე გულის-თქუმაჲ ბოროტი და ნუ იყოფი აღტაცებულ, არამედ მოიპოვე კეთილი სირცხჳლი; და ნუ იყოფი უსმ, რაჲთა არა მოჰკუდე; დაუტევე გულის-წყრომაჲ.

... აკლია....

50. და შეიმოსე შიში ღმრთისაჲ, რაჲმეთუ შიშმან ღმრთისამან განწმიდის სული ცოდვისაგან და ყოვლისაგან ბოროტისა.

51. რომელმან მოიპოვა შიში ღმრთისაჲ, მან მოიპოვა მადლ დიდი; რომელსა აქუს შიში ღმრთისაჲ, მას აქუს საუნჯჱ დაუსრულებელი, რაჲმეთუ შიშმან ღმრთისამან იჴსნის სული ცოდვათაგან და შიშითა ღმრთისაჲთა მოიქცევიან ყოველ

52. შვილო, ჯედ სენაკსა შენსა და გეჴსენედ სარჩელი წინაშე შენსა, და ყავ ნაყოფი ცხორებისაჲ; შეიმოსე სწავლულებაჲ ღმრთისაჲ და მრავალნი მტერნი დასთრგუნნე.

53. ნუ იყოფი უსწავლელ, არამედ გეშინოდენ ღმერთისა და დაიცვენ მცნებანი მისნი.

54. ნუ მიუდგ ნებასა შენსა და ნუ ჰმონებ დიდებასა კაცთასა და განიშორე შენგან თავის-მოთნებაჲ, რაჲთა არა განაბნინეს ღმერთმან ძუალნი შენნი.

55. და ყოველი საქმჱ შენი იყავნ ღმრთისათჳს, და მიგაგოს შენ ღმერთმან საქმეთა შენთაებრ.

56. შვილო, განიწმიდენ საქმენი შენნი, რაჲთა ღმერთმან ადრე ისმინოს შენი. ისწრაფე და განიცადე თავი შენი წარდგინებად ღმრთისა; ნუ უდებ ჰყოფ თავსა შენსა და დასდროებ დღითი დღედ,

57. და განგეშოროს ჟამი შენგან და იბრალებდე თავსა შენსა ურგებად.

58. გამცნებ შენ, შვილო, ნუ ხუალ კაცისა თანა უდებისა და გულ-მწყრალისა, რაჲთა არა დაეცე; ნუ ეზიარები ძჳრის მეტყუელსა კაცსა და მოშურნესა; ნუ იყოფი კაცისა თანა უგუნურისა და მრავალმეტყუელისა, რაჲმეთუ მშჳდთა; დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ; ნუ იყოფი კაცისა თანა შემაწუხებელისა, და ნუ იყოფი მის თანა რომელსა აქუნდეს სიყუარული დედათა თანა; და ნუ იყოფი უმცირჱსისა შენისა თანა, რაჲთა არა გარეუკუნიქცე უმცირჱსსა მას.

59. უკუეთუ გინდეს თანამოყუარჱ, გაქუნდინ კაცი სარწმუნოჲ და სარგებელი სულისა შენისაჲ, კაცი ღმრთისმოყუარჱ, რომელი განშორებულ იყოს საწუთრო-ჲსა ამისგან ამაოჲსა, რაჲმეთუ საწუთროჲსა ამისგან განიხრწნებიან კაცნი ურთიერთარს; ნუ იყოფი კაცისა თანა რომელსა აქუნდეს შფოთი ამის სოფლისაჲ,

60. არამედ ჰყუარობდ გლახაკთა და უცხოთა და მდაბალთადა ღმრთისმოყუარეთა და რომელნი იმარხვიდენ მცნებათა ღმრთისათა და რომელნი ღმრთისათჳს გლახაკ იყვნენ, და შეიმოსე ჯუარი ქრისტჱსი, და რომელნი შემოსილ იყვნენ მადლითა ღმრთისაჲთა და აქუნდეს საცოჲ პირსა მათსა.

61. შვილო, იყავ მოყუარე ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა და დაიცვენ მცნე-ბანი მისნი.

62. და ნუ გაქუნ სასოებაჲ კაცისა თანა საჴმრისათჳს ჴორცთაჲსა, რაჲთა იყო აზნაურ; მიუტევე ზრუნვაჲ შენი უფალსა, და უფალმან იზრუნოს შენთჳს ყოველივე; და იყავნ სასოებაჲ შენი ღმრთისა მიმართ, შვილო, რაჲმეთუ იგი არს შესავედრებელი შენი და იგი არს მფარველი შენი და განმამტკიცებელი გულისა შენისაჲ და წინამძღუარი და შემწჱ შენი.

63, შვილო, ნაყოფი გამოიღე ღმრთისა რომელ იგი არს სიმტკიცჱ გულისა შენისაჲ, და ცეცხლ არს იგი შენ შორის და დაწუნის ყოველნი გულისსიტყუანი შენნი; ბოროტნი.

64. შვილო, მიეახლე ღმერთსა, და მოგეახლოს შენ; ისმინე მისი და მან ისმინოს შენი; მიივლტოდე ღმრთისა, და მან დაგიფაროს შენ და გასწაოს შენ სათნოებაჲ ღმრთისაჲ და გულისჴმისყოფაჲ და გიძღოდის შენ გზათა მისთა.

65. წარიმართე გული შენი ღმრთისა, და მან შეგიწყნაროს შენ; და იყავ მოკიდებულ მისა დღე და ღამე, რაჲმეთუ იგი არს მაცხოვარი შენი; იშუებდ ღმრთისა მიმართ, და მან მოგცეს შენ ყოველი თხოვაჲ გულის-ა შენისაჲ; უკუეთუ რასმე ითხოვდე ღმრთისაგან და დაგაყოვნოს, ნუ სულმოკლე იქმნები, რაჲმეთუ ღმერთმან გამოცადის კაცი ვითარმე მოთმინე იქმნეს, არამედ სულგრძელებით ითხოვდ ყოვლითა გულითა შენითა, და მოიღო.

66. შვილო, უკუეთუ სჯდე სენაკსა შენსა, გაქუნდინ იწროჲ ბჭჱ შენ თანა; უკუეთუ სჯდე ტაბლასა, გეჴსენედ; მცნებაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არა უპატიო ჰყო მადლი შენი, რაჲთა იყო განსუენებულ; და ნუ გძულნ ჭირი და შრომაჲ, რაჲთა გაქუნდეს სიხარული და განსუენებაჲ, რაჲმეთუ დიდითა ჭირითა ცხოვნდების კაცი.

67. შვილო ჩემო, გასწაო გზაჲ ცხორებისაჲ და სრბაჲ მართალი; ნუ იყოფი გულარძნილ, არამედ იყავ შენ წრფელ ყოველთა საქმეთა შენთა; ნუ მიუდგ; ყოველთა გულის-სიტყუათა შენთა და საქმეთა, არამედ იმარხევდ წმიდათა წერილთა, და რჩული ღმრთისაჲ გაქუნდინ გულსა შენსა ყოველსა ჟამსა, ვითარცა დავით იტყჳს: "არა თუმცა რჩული შენი ძრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა"; და მერმე იტყჳს: "ვიხარებდე მე სიტყჳთა შენითა"; სიტყუაჲ ღმრთისაჲ იყავნ სიტკბოება შენი, ვითარცა დავით იტყჳს:"რაჲმეთუ ტკბილ არიან სასასა ჩემსა, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა".

67/1. რაჲმეთუ დავით პირი არს ყოველთა მოყუარეთა და მოშიშთა ღმრთისათაჲ; შვილო ჩემო, ისმინე მისივე დავითისი, ვითარ იგი დაიმდაბლა თავი თჳსი და თქუა: "ძაღლი მკუდარი ვარი მე და რწყილი"; და მერმე ისმინე ვითარ იგი ღაღადებს და იტყჳს: "ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ, და არა მოვაქციო ვიდრე არა მოვასრულნე იგინი".

67/2. რაჲმეთუ დავით ჴორციელთა მტერთა ჰბრძოდა და განძლიერდებოდა ღმრთისა მიერ; იცოდა რაჲმეთუ ღმერთი ჰბრძოდა მის წილ და მადლი იგი რომელ აქუნდა მის მიერ; და შენცა, შვილო ჩემო, განიმტკიცე გული შენი და იტყოდე: "ვდევნნე მტერნი ჩემნი, ვეწიო მათ და არა მოვაქცინე", (ბოროტნი გულისთქუმანი რომელნი გბრძვანენ შენ), "ვაჭირო მათ და ვერ უძლონ დადგომად; დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა; შთამაცუა მე ძალი ბრძოლასა"; რაჲმეთუ ღმერთი არს განმაძლიერებელ კაცისა ბრძოლასა შინა მტერისასა, რაჲმეთუ თქუა უფალმან შემდგომთა თჳსთა რაჲმეთუ: "მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და არა რაჲ გავნონ თქუენ".

67/3. ნუ სადა იტყჳ ვითარმედ მოციქულთა ხოლო მისცა ძალი უფალმან, რაჲმეთუ თქუა უფალმან: "რომელსა თქუენ გეტყჳ ყოველთა ვეტყჳ".

.... აკლია ....

84. ჴორცი მისი "პური ესე არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს", რომელ არს სიტყუაჲ მისი, რჩული და მცნებაჲ და ბრძანებანი მისნი. "და მომიტევენ თანანადებნი ჩუენნი", რომელ არიან ცოდვანი ჩუენნი მისა მიმართ, "ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა"

85."და ნუ შემიყვანებ ჩუენ; განსაცდელსა, უფალო, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რაჲმეთუ შენი არს სუფე-ვაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ". რაჲმეთუ ღმერთი არს განმაძლიერებელი მოყუარეთა მისთაჲ, ვითარცა წერილ არს: "უფალმან მოსცეს ძალი და სიმტკიცჱ ერსა თჳსსა"; და მერმე იტყჳს: "უკუეთუ მომცნეთ გულნი თქუენნი, მე მიქცე თქუენ ძალი ჩემი".

86. შვილო, უკუეთუ გიყუარდეს ღმერთი ყოვლითა გულითა შენითა, მოგცეს შენ სული ჭეშმარიტებისაჲ, რაჲმეთუ სული ჭეშმარიტებისაჲ მიანიჭეს მოყუარეთა მისთა.

87. სიხარულით მიიღეს სასყიდელი თჳსი.

88. უკუეთუ ვერ შემძლებელ ხარ მუშაკობად, იქმენ მსგავს დავითისა და იტყოდე: "მონაჲ შენი ვარ, მეცნიერ მყავ მე და გულისჴმავყვნე მცნებანი შენნი".

89. უკუეთუ არცა მონა იქმნე, სულთითქუემდ და იტყოდე: "დავშუერი ღაღადებითა ჩემითა"; რაჲმეთუ მონამან რომელმან იცინ ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა ქმნეს იგი, იზღვიოს ფრიად, რაჲმეთუ რომელი იგი დაედვა მას მრავალნი ცხორებისაგან განეშორნეს; რაჲმეთუ ვითარცა ფრიადი გულისჴმის-ყოფაჲ მოვიპოვოთ, ეგრეცა ფრიად შევიძინებდეთ.

90. შვილო ჩემო, გამოიძიე; სათნოებაჲ მარიამისი, ვითარ იგი მან გამოირჩია კეთილი ნაწილი; ესე არს კეთილი ნაწილი რაჲთა გრწმენეს ღმრთისაჲ და გიყუარდენ სიტყუანი ღმრთისანი სმენად ვითარცა მარიამს, და რაჲთა იმარხვიდე მცნებათა მისთა, და რაჲთა იყო ტკბილ და წრფელ და სწავლისმოყუარე, და რაჲთა შეიმოსო ჯუარი ქრისტჱსი და იყო უბიწო და ძლიერ ყოვლითა.

91. შვილო, იყავ წმიდა გულითა შენითა და შეკრძალულ პირითა შენითა; იყავ ტკბილ ყოველთა მიმართ კაცთა; იყავ უზრუნველ და მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი.

92. იყავ დამცველ შინაგან და გარეშე, და ნუ ვის განიკითხავ და ნუცა აიძულებ; შვილო, განიშორენ შენგან ყოველნი ზრუნვანი და საქმენი ქუეყანისანი, რაჲმეთუ კაცი მოცალჱ და უზრუნველი მას ილოცავნ, უგალობნ და ადიდებნ მას, და ყოვლადვე მორტყმულ არიედ წელნი მისნი, და სანთელი მისი აღნთებულ არნ, და ბრწყინვალებითა შემოსილ არნ, და ... ზეთი ჭურჭელსა მისსა, და ძლიერ არს ღმრთისა მიერ, და წინააღმდგომ არს ეშმაკთა მიმართ, და გამოაქუს ნაყოფი ღმრთისაჲ, და განსასუენებელი არს [...]; სახლი არს აღშჱნებული; სულგრძელ არს და მშჳდ, და მდაბალ არს და მზრუნველ ღმრთისა.. და უზრუნველ სოფლისაგან; იხარებს და იშუებს ღმრთისა მიმართ [...]; დიდი სიმდაბლჱ და მადლი მოუპოვებიეს მშჳდობაჲ და მყუდროებაჲ გარემოადგან მათ; წარსრულსა მას დავიწყებს და მომავალსა დაიღუწის; განუძუარცავს ძველი იგი კაცი; ხჱ არს ნაყოფისა კეთილისა გამომღებელი [...]საჲ, და კარავი არს,[..]. და მეცნიერ არს კეთილისა და ჭეშმარიტ ყოვლითა საქმითა; მარილი არს შეზავებული; სიტყუაჲ მისი სასწორით არს და არა მიდრკების მარჯულ არცა მარცხლ; და ნათელ არს შინაგან-ცა და გარეშე-ცა; თესლია დათესული კეთილსა ქუეყანასა, გამომღებელი ასეულისა ნაყოფისაჲ; ძლიერ არს ვითარცა ლომი, და სრულ არს ყოვლითავე საქმითა.

93. შვილო ჩემო, ესევითარი ესე სათნოებაჲ და ნაწილი მოიპოვე, და ნუ რას; საქმესა იღუწი თჳნიერად ღმრთისა, რაჲმეთუ ესე არს უკეთჱსი ნაწილი, რომელი არა ვინ მიგეღოს შენგან; შვილო, იქმენ მსგავს მარიამსა და საქმეთა მისთა.

94. უკუეთუ ვერ შემძლებელ ხარ მარიამისებრ, იქმენ ვითარცა მართაჲ, რაჲმეთუ ზრუნვიდა ღმრთისასა, და მსახურებდა წმიდათა.

95. შვილო, გამოირჩიე თჳსითა გონებითა სათნოებაჲ კეთილი და სრული, და იყავ მოთმინე მათ ზედა, და სრულიად წარიმართე გული შენი ღმრთისა, და ნუ გარემიიქცევი, არამედ გულისჴმაჰყოფდ; ყოვლადვე, ღაღადებდ და იტყოდე: "არა ვსცე ძილი თუალთა ჩემთა არცა განსუენებაჲ ჴორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი".

96. რაჲმეთუ კაცი რომელი ეძიებნ ღმერთსა არა დაცხრის ვიდრემდის ისმინოს; მისი ღმერთმან, რაჲმეთუ წერილ არს: "ამან გლახაკმან ჴმა-ყო უფლისა მიმართ; უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი".

97. იხილე: უკუეთუ ვინმე გლახაკ იქმნეს ღმრთისათჳს, ღმერთმან ადრე ისმინოს მისი.

98. არა გასმიესა ესე, რაჲმეთუ: "სასუფეველი ღმრთისაჲ მსგავს არს კაცსა რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა; და რაჟამს პოვის, მეყსეულად წარვიდის და განყიდის ყოველივე რაჲცა აქუნ, და მარტოჲ ხოლო იგი მარგალიტი პატიოსანი მოიყიდის".

99. უკუეთუ ვინმე თქუას: "რაჲთა მოვიყიდო არაჲ მაქუს, ანუ რაჲ დაუტეო?", <...> "წარვედ შენ, დაუტევე ბოროტი ნებაჲ გულის-ა შენისაჲ, რაჲთა მოიყიდო პატიოსანი იგი მარგალიტი, რომელ არს სული შენი". შვილო, დაუტევე ყოველი გულის-თქუმაჲ შენი ბოროტი, რაჲთა მოიპოვო ღმერთი, დასაბამი ყოველთა კეთილთაჲ, ვითარცა წერილ არს რაჲმეთუ: "ნაწილი კეთილი მოუღებიეს რომელთა მე უყუარ; საუნჯჱ მათი აღვავსო კეთილითა"; და მერმე იტყჳს: "მე მომიპოეთ უფროჲს; ოქროჲსა და ქვათა პატიოსანთა, რაჲმეთუ ჩემი ნაყოფი უმჯობჱს არს ვეცხლისა რჩეულისა". შვილო, მოიპოვე გულისჴმისყოფაჲ, ვითარცა წერილ არს რაჲმეთუ: "ჩემი არს მეცნიერებაჲ და ჩემი არს ძლიერებაჲ"; და მერმე რაჲმეთუ: "მეცნიერებაჲ საქმითა მომპოვნებელ არს კეთილსა".

100. მოიპოვე მეცნიერებაჲ და ნუ იყოფი უგუნურ, რაჲმეთუ კაცი გონიერი შეიძინებნ ყოველსავე კეთილსა და განიშორებნ ყოველსავე ბოროტსა, რაჲმეთუ მომპოვნებელი კეთილისაჲ არს საქმითა თჳსითა,

101. ვითარცა მესათხევლემანღა გამოიღის თევზი, და კეთილი იგი გამოარჩიის თჳსა, ხოლო ხენეში იგი განაბნიის, ვითარცა წერილ არს.

102. იყვენით მეცნიერ კეთილისათჳს და უმეცარ ბოროტისათჳს, რაჲმეთუ არიან ვინმე ბოროტისათჳს მეცნიერ და კეთილისათჳს უმეცარ; ესენი არიან რომელნი ხედვიდეს კეთილსა და დაუტევეს, და [..]ოდეს ბოროტსა და ვიდოდეს მას შინა; შვილო, იყავ გონიერ ყოვლისავე [...], და ყოველი კეთილი რომელი იხილო თუალითა შენითა დაიმარხე გულსა შენსა, და ყოველივე ბოროტი განიშორე შენგან, და ღმერთმან შემუსროს ეშმაკი ქუეშე ფერჴთა შენთა, რაჲმეთუ ყოვლადვე ბუნებაჲ; კაცისაჲ ბოროტსა შინა დგას სიყრმით თჳსითგან.

103. შვილო, შეიწყნარებდ ყოველსავე კეთილსა და წინაჲთ გულისჴმა-ჰყოფდ კეთილსა წინაშე ღმრთისა და კაცთა, ვითარცა წერილ არს რაჲმეთუ:"წარმოიტყუენნე ყოველნი გონებანი მორჩილებად ქრისტჱსად".

104. შვილო, უკუეთუ განსდევნნე გულისსიტყუანი ბოროტნი, ივლტოდიან შენგან; უკუეთუ სჯდე სენაკსა შენსა,
დაიმორჩილენ გულის-სიტყუანი შენნი; უკუეთუ ეუფლო გულსა შენსა, ეუფლო ყოველთა ვნებათა შენთა, ვითარცა წერილ არს რაჲმეთუ: "ყოველი ჩემდა ჯერ არს, არამედ მე არა ჴელმწიფობ[...]"; შვილო ნუ იყოფი უგუნურ [...] მომავალად ადგილითი ადგილად.

105. არამედ რაჟამს გამოხჳდე სენაკით შენით, პირველად შეიკრძალე გონებაჲ შენი და მიჰხედე, რაჲთა გულითა წმიდითა გამოხჳდე და შეხჳდე, რაჲმეთუ ნაყოფი კაცისაჲ არს ერთობაჲ სიწმიდისაჲ

106. შვილო, დაიცევ თავი შენი ორგულებისაგან, რაჲმეთუ მრავალნი დაეცნეს ამისისა სარწმუნოებისაგან და ფრიად ჰბრძავს ესე მორწმუნეთა. შვილო, უკუეთუ გულითა წმიდითა განხჳდე მოყუსისა თანა გინათუ მარტოდ საქმისათჳს ჴორცთაჲსა, და მოიწიოს შენ ზედა ჭირი და განსაცდელი რაჲმე, ნუ სულმოკლე იქმნები ნუცა შეორგულდები, რაჲმეთუ გამოიცადების კაცი ყოვლითავე საქმითა, და ყოველთა ადგილთა მახენი დადგმილ არიან. შეიკრძალე თავი შენი, რაჟამს გამოხჳდოდე სენაკით შენით, რაჲთა [!] არა უმეცრებით გამოხჳდე და შეჰვარდე საფრჴესა ეშმაკისასა და გევნოს ფრიად. უკუეთუ შეხჳდე ქალაქად, შეიკრძალენ თუალნი შენნი. რაჲთა არა განსაცდელი მოიღო სენაკად შენდა და დიდითა ჭირითა ღაღადებდე და არა ვინ ისმინოს შენი, რაჲმეთუ არიან საქმენი რომელნი შევლენან გულსა კაცისასა, თუალნი შეიყვანებენ და მისგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, ვითარცა იტყჳს უფალი რაჲმეთუ: "გულისაგან გამოვლენან გულისსიტყუანი ბოროტნი".

107. შვილო, ეკრძალე თავსა შენსა და გულის-სიტყუათა შენთა, რაჲთა იყო თავის-უფალ და რაჲთა იყო წმიდა ყოვლითავე, რაჲმეთუ ღმერთსა წმიდაჲ უყუარს, და იტყჳს: "წმიდა იყვენით, რაჲმეთუ მე წმიდა ვარ", და მერმე: "წმიდათა რომელთა შორის განი-სუენებს", და რაჲმეთუ: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რაჲმეთუ მათ ღმერთი იხილონ", და რაჲმეთუ: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა", და მერმე: "მშჳდობასა ჰყოფდეთ ყოველთა მიმართ სიწმიდით, რაჲმეთუ არა ვის უხილავს ღმერთი". ვიცით, უკუეთუ ნაყოფი ღმრთისაჲ გამოიღოს კაცმან, ღმერთმან განწმიდოს იგი, რაჲმეთუ წერილ არს რაჲმეთუ: "ყოველმან რტომან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი ჩემ თანა, მოიკუეთოს იგი; ხოლო რომელმან ნაყოფი გამოიღოს, განწმიდოს იგი, რაჲთა უმრავლჱსი ნაყოფი გამოიღოს".

108. შვილო, ეკრძალე რაჲთა მარადის; დაადგრე სიწმიდით ყოვლითა გულითა შენითა, და რაჲთა იყო უბიწო ყოვლადვე, ვითარცა ყრმაჲ ჩჩჳლი, რომელთათჳს უფალმან თქუა რაჲმეთუ:

"ესევითართა დაიმკჳდრონ სასუფველი ღმრთისაჲ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Dec 29 2011, 05:36 PM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



აკაკი
აკაკი, ვერ მოვიძიე სტეფანე მონაზონის ცხოვრება. ეს წმიდა ანტონი დიდის დაწერილია? იქნებ წყაროც მიუთითო.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Dec 30 2011, 06:24 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არა წმ. ანტონი დიდის ფოტო, მხოლოდ იმიტომ დავდე, რომ მონაზვნური გვერდია და ....

ეს არის სტეფანე მონაზონის დაწერილი... მის მიერ გადმოცემული სწავლებაა

და ცხოვრება ვერც მე ვიპოვე ....

Stephani Monachi Thebensis - Epistula
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/c...eo/gh/gh107.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jan 5 2012, 09:02 PM
პოსტი #4


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



საინტერესოა.... იყოს, იმედია ვინმე მცოდნე გამოჩნდება, ვინც გვეტყვის სტეფანე მონაზვნის შესახებ...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი