თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ თვითმკვლელობა ანუ სუიციდი

პოსტის ავტორი: tekla2007 თარიღი: Dec 11 2008, 06:07 PM

მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Dec 11 2008, 06:15 PM

tekla2007
თემას გადავიტან შესაბამის განყოფილებაში.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Dec 11 2008, 06:58 PM

ციტატა
მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას

ჩემი აზრით, სუიციდს ნორმალური ჯანმრთელობის (ფსიქიკის) მქონე ადამიანი ვერ ჩაიდენს.
მე მას აღვიქვამ როგორ ავადმყოფობას.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 11 2008, 10:29 PM

ციტატა(tekla2007 @ Dec 11 2008, 05:07 PM) *

მოგესალმებით ყველას ეს არის ჩემი სადიპლომო თემა და ძალიან გთხოვთ მომეხმაროთ მართმადიდებლური ლიტერატურის მოძებნაში სადაც ამ თემაზე რაიმე იქნება დაწერილი და მომწეროთ თქვენი აზრით როდის მიდის ადამიანი ამ მდგომარეობამდე და რატომ? წინასწარ გიხდით მადლობას



მეც მაინტერესებს. კარგი თემა მიუციათ) მე ვფიქრობ რომ სუიციდზე ადამიანი მიდის უიმედობის გამო, როცა მომვალს "ბნელი" თვალით უყურებს, ეშინია მომავლის, ყველა და ყველაფერი თავის წანააღმდეგ განწყობილად ეჩვენება... შეიძლება სირცხვილის ეშინია, შეიძლება დაკისრეული პასუხისმგებლობის... ამაყ ადამიანებს მოსდით, თუ რაიმე ისე არ გამოსდით ცხოვრებაში როგორც სურთ... ადამიანის უფრო ეშინიათ ვიდრე ღმერთის.
ვფიქრობ სულიერად ჯანმრთელები წმინდანები არაიან, დანარჩენები იწმინდებიან და ზოგიერთს კი არც დაუწყია ეს "პროცესი" და არც აპირებს - ეს ბოლოები ჩემი აზრით უპრო არიან საპრთხეში.

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 12 2008, 12:37 AM

როცა სასოწარკვეთილია ადამიანი,კარგვს იმედს და უბრალოდ ვერ ხვდება რატო ცხოვრობს,რა არსებით მნიშვნელობა აქვს მის არსებობბას,ალბათ მაშინ იღებს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას,რაც თავისთავად საშინელებაა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 12 2008, 04:25 AM

ციტატა
ჩემი აზრით, სუიციდს ნორმალური ჯანმრთელობის (ფსიქიკის) მქონე ადამიანი ვერ ჩაიდენს.

მაგ ლოგიკით, მაშინ არც იუდას ჩაუდენია უდიდესი ცოდვა და არც ეკლესიაა მართალი წესს რომ არ უგებს smile.gif
სინამდვილეში კი სავსებით შესაძლებელია ეს ჩაიდინოს სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის მქონემაც, სხვადასხვა მიზეზია, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო...
მომყავს სხვადასხვა წყაროები ( ჩემს პოზიციას ზოგი აქ გამოთქმული აზრი ბოლომდე არ ეთანხმება ან დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ მაინც იყოს )
"
თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა, რამეთუ სიცოცხლე ღმერთის მოცემულია და მხოლოდ ღმერთსა აქვს უფლება მისი წართმევისა. თვითმკვლელისათვის ლოცვა არ შეიძლება, ეკლესია მათ არ იხსენიებს და არც წესის აგების ნებას რთავს, მათი ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალვა და ჯვარის აღმართვაც კი დაუშვებელია. ასეთი სიმკაცრე იმით აიხსნება, რომ თვითმკვლელმა გადაიგდო თავისი ჯვარი, უარყო მისი სიმძიმე, ღმერთის შეწევნის იმედი დაკარგა და უგულებელყო უფლის გამოუთქმელად მოწყალე მზრუნველობა ყოველივე კაცისათვის, უფალმა ხომ თქვა, "თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიანო"(მათე, 10, 30). მკურნალობაზე უარის თქმა, ექიმის დარიგების განზრახ უგულებელყოფა, საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, ზედმეტი ღვინის სმა, თამბაქოს წევა, წამლების ბოროტად გამოყენება, ნარკომანია და საერთოდ, საკუთარი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის არად ჩაგდება იმავე თვითმკვლელობის სახესხვაობებია. სხეულის სულის ტაძარია, ასევე, როგორც მთლიანად კაცია სული წმიდის ტაძარი, ხოლო წმ. წერილი ამბობს: "რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან"(1 კორ. 3, 17)."

http://www.orthodox.ge/index.php?id=damckebtatvis/doc10.php

კითხვა: შეიძლება თუ არა თვითმკვლელობას მივაკუთვნოთ ყველა ის შემთხვევა, როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რომელიც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია?

პასუხი: გააჩნია, რას იჩნევს ადამიანი უმაღლეს ღირებულებად. ქრისტე მაცხოვარი ღვთისთვის ანუ სახარებისთვის ანუ მოყვასისთვის სულის დადებას სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას უწოდებს.

არის ერთი კერძო შემთხვევაც „როცა ადამიანი შეგნებულად სწირავს საკუთარ სიცოცხლეს... (იმისათვის) რაც მას უმაღლეს ღირებულებად მიაჩნია“: როდესაც დედკაცს ძალადობას დაუპირებენ და უბიწოების შენარჩუნების მიზნით მოიკლავს თავს, ამას თვითმკვლელეობა კი არა, ბიბლიური იოსებისეული უბიწოება ეწოდება. ვხვდები, რომ, სამწუხაროდ, ასე რიგად მომრავლებული მეძავები და მრუშები, ისეთები, ვინც ჯეიმზ ჯოისის ენით რომ ვთქვათ „სიამოვნებით ნებდებიან მოძალადეებს“, ძალზე „არაპროგრესულად და არაცივილიზებულად“ მიიჩნევენ ჩვენს შეხედულებას და კიდევ ერთხელ გამოაცხადებენ მართლმადიდებელ ეკლესიას კონსერვატიულად, ხოლო სამღვდელოებას „ბნელეთის მოციქულებად“.

ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო!

კითხვა: თვითმკვლელობა ამორალურია, ვინაიდან ზიანს აყენებს სხვა ადამიანებს, საზოგადოებას მთლიანად, რას გვეტყოდით ამის შესახებ?

პასუხი: იმას, ჩემო კეთილო, რაც აქამდე მოგახსენეთ.

კითხვა: თვითმკვლელობის ძალდატანებითი აკრძალვა ყოველთვის მისაღებია, თუ ცალკეულ შემთხვევებში?

პასუხი: თვითმკვლელობა, გარდა ხსენებული ერთი კერძო შემთხვევისა, ყოველთვის მიუღებელია.

კითხვა: ევთანაზიის გადაწყვეტილება თავისი ბუნებით ირაციონალურია და უკვე დაწყებული სულიერი დაავადების ერთ-ერთი გამოვლენაა, სულიერად დაავადებულნი კი არ განიკითხებიან. თქვენი აზრი ამის შესახებ.

პასუხი: „ევთანაზიის გადაწყვეტილებას თავისი ბუნებით ირრაციონალურად“ სულაც არ მიიჩნევენ ვთქვათ, პრაგმატული და რაციონალური გონების მქონე ამერიკელები. აი, რას წერს ამ საკითხის კომენტირებისას ლანს მოროუ ჟურნალ „ტაიმში“: ძნელი წარმოსადგენი არაა ჩემთვის ახალი გულმოწყალებისა და რაციონალიზმის საზოგადოების აღმოცენება, რომელშიც ჰუმანური შეწევნის ერთგვარი სისტემა განტვირთავდა საზოგადოებას უიმედო ტარპერებისაგან (განუკურნელი ავადმყოფებისაგან) და ამ უკანასკნელთ გაამგზავრებდა უკეთეს ქვეყანაში (ანუ საიქიოში - დეკანოზი ა.მ.). ბოლოს და ბოლოს რა ხეირია მათგან, მათი შენახვა კი ფული ღირს. ებედურ მარაზმატებზე მთელი ქონება იხარჯება, მაშინ როცა ლომის წილი მოდის მათზე ისედაც გაბერილი სამედიცინო ხარჯებისა, მათი სიცოცხლე კი უსიხარულო და უღიმღამო რჩება. არ ვვარდები რა უკიდურესობაში, შემიძლია წარმოვიდგინო საზოგადოების გაჩენა, რომელშიც ეფექტურობისა და ვარგისიანობის გათვალისწინებით სავსებით რუტინულად დამკვიდრდება გევორქიანის მეთოდი.

ქრისტიანებს არ შეგვიძლია ვილოცოთ თვითმკვლელთათვის, გარდა ჩვენგან ხსენებული კერძო შემთხვევისა და მაშინ, როცა სულიერად დაავადებული ადამიანი, რომელიც ვეღარ ფლობს თავისფალ ნებას, იკლავს თავს. ევთანაზიის გადაწყვეტილებას კი სულიერად ჯანმრთელი ადამიანი იღებს და ხელს აწერს შესაბამის საბუთზე თანხმობის ნიშნად. ხოლო თუ სულირად დაავადებულს გამოსცინცლავს ექიმი თუ ახლობელი ხელმოწერას, ჯერ ერთი, რა იურიდიული ძალა აქვს ასეთ ხელმოწერას და განა ექიმი და ახლობელი უფრო მეტად არ არიან კაცისმკვლელნი და განა რითიმე განსხვავდებიან ნაცისტებისაგან.

http://www.orthodoxy.ge/skhva/evtanazia.htm

პოსტის ავტორი: tekla2007 თარიღი: Dec 12 2008, 04:51 PM

ციტატა(milana @ Dec 12 2008, 12:37 AM) *

როცა სასოწარკვეთილია ადამიანი,კარგვს იმედს და უბრალოდ ვერ ხვდება რატო ცხოვრობს,რა არსებით მნიშვნელობა აქვს მის არსებობბას,ალბათ მაშინ იღებს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას,რაც თავისთავად საშინელებაა

დიდი მადლობა

არის ამის შესახებ მართმადიდებლური ლირერატურა ანუ რას ამბობენ წმინდა მამები როდის მიდის ამ მდგომარეობამდე ადამიანი?

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 15 2008, 03:08 PM

ციტატა(tekla2007 @ Dec 12 2008, 03:51 PM) *

დიდი მადლობა

არის ამის შესახებ მართმადიდებლური ლირერატურა ანუ რას ამბობენ წმინდა მამები როდის მიდის ამ მდგომარეობამდე ადამიანი?

უიჰ :blush:
სამწუხაროდ არა sad.gif მომიტევეთ
ისე აქ ჩემზე საკომოდ ბევრის მცოდნე ადამიანები არიან და მათ თუ მიმართავ თხოვნით დაგეხმარებიან smile.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 28 2008, 10:30 AM

ციტატა(Маиа @ Dec 11 2008, 10:29 PM) *

მეც მაინტერესებს. კარგი თემა მიუციათ) მე ვფიქრობ რომ სუიციდზე ადამიანი მიდის უიმედობის გამო, როცა მომვალს "ბნელი" თვალით უყურებს, ეშინია მომავლის, ყველა და ყველაფერი თავის წანააღმდეგ განწყობილად ეჩვენება... შეიძლება სირცხვილის ეშინია, შეიძლება დაკისრეული პასუხისმგებლობის... ამაყ ადამიანებს მოსდით, თუ რაიმე ისე არ გამოსდით ცხოვრებაში როგორც სურთ... ადამიანის უფრო ეშინიათ ვიდრე ღმერთის.
ვფიქრობ სულიერად ჯანმრთელები წმინდანები არაიან, დანარჩენები იწმინდებიან და ზოგიერთს კი არც დაუწყია ეს "პროცესი" და არც აპირებს - ეს ბოლოები ჩემი აზრით უპრო არიან საპრთხეში.

აბსოლიტურად საწინააღმდეგო აზრი მაქვს smile.gif არ გამოვრიცხავ რომ მსგავსი შემთხვევის გამო იკლავდეს ადამიანი თავს, მაგრამ მთლად ასეც არ არის smile.gif
იუდას თვითმკვლელობის საკითხიც სხვანაირად მესმის huh.gif sad.gif

პოსტის ავტორი: kikina თარიღი: Apr 13 2009, 12:30 AM

ხალხო დამეხმარეთ არის რამე მათ დასახმარებლათ?

პოსტის ავტორი: kikina თარიღი: Apr 13 2009, 12:35 AM

არის თითქოს განსაზგვრული წესი მათ
ვის გთხოვთ მიპასუხოთ რა იცით ამის შესახებ

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Apr 13 2009, 12:38 AM

წამიერი სულიერი მდგომარეობაა ალბათ თვითმკვლელობის სურვილი,

ისევე როგორც ბედნიერება...


პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Apr 13 2009, 02:06 AM

პირად ლოცვებში მოხსენება და მათი სახელით სიკეთის კეთება არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია მათთვის.


პოსტის ავტორი: kikina თარიღი: Apr 13 2009, 02:45 AM

როგორც გამიგია არის რაგაც დგე მათვის პირადათ ეკლესიური თუ იცი ამის შესახებ რამე?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 13 2009, 03:30 AM

ციტატა
როგორც გამიგია არის რაგაც დგე მათვის პირადათ ეკლესიური თუ იცი ამის შესახებ რამე?

მაგაზე იყო დაწერილი,

გამიგია, რომ არის ერთი დღე, როცა შეიძლება თვითმკვლელს ეკლესიაში დავუნთოთ სანთელი და ვილოცოთ მისი სულისთვის, როდის?

მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს არც ერთი დღე, როცა თვითმკვლელთა და მოუნათლავთა სულებისთვის ლოცვა და სანთლის დანთება შეიძლება. იესოს სიყვარული ნებაყოფლობითია. იგი ამბობს, ვისაც უნდოდეს, შემომიდგესო… თუ ადამიანი სიცოცხლეში არ მივიდა ქრისტესთან და, სასოწარკვეთაში მყოფს, უფალი არ გაახსენდა, გარდაცვალების შემდეგ როგორღა უშველის… თქვენი შეკითხვა ალბათ დაკავშირებულია ხალხში გავრცელებულ ცრურწმენასთან, თითქოსდა თვითმკვლელებისათვის სანთლის დანთება და წირვაში მოხსენიება შეიძლება 19 სექტემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის მოხსენიების დღეს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ეს მხოლოდ ცრურწმენაა. თვითმკვლელთა სახელზე მხოლოდ მოწყალების გაცემა შეიძლება გაჭირვებულთათვის. ამის გაკეთება კი ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ.

http://www.kvirike.ge/index.php?m=static&s=54

ნუ ახლა მე პირადად თუ შემეკითხებით პასუხი დასაზუსტებელია, რადგან თუ პირად ლოცვებში მოხსენება შეიძლება ( და ასეცაა) მაშინ სანთელს დავანთებ თუ კანდელს, ამას არა აქვს რაიმე აკრძალვა, ეკლესიის მიერ აკრძალულია ანუ ლოგიკურად არ ხდება წირვაში მოხსენიება იმისა, ვინც არ წარმოადგენს მის წევრს ( მოუნათლავი, თვითმკვლელი) , ხოლო 19 სექტემბრის ცრურწმენის შესახებ სწორად წერია, ჩვენთან ვრცელდებოდა აპოკრიფი მთავარანგელოზის ფრთის ჩაყოფის და ა.შ. ეს ზღაპარია და არაფერი აკავშირებს ეკლესიის სწავლებასთან.

შეჯამების სახით, პასუხი ასეთია: ეკლესიურ მსახურებაში, წირვაში მოხსენიება, საკურთხ-პანაშვიდი, საფლავის კურთხევა და ა.შ. სხვა მღვდელმსახურებები მათზე არ აღესრულება;
ხოლო პირადი ლოცვა ( სანთლით თუ უსანთლოდ და ა.შ.), მოწყალების გაცემა ყოველთვის შეიძლება.

იხარე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 13 2009, 03:44 AM

http://church.ge/index.php?showtopic=6222&hl=

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Apr 13 2009, 10:43 AM

ციტატა(KAIROS @ Dec 12 2008, 05:25 AM) *



სიცოცხლე ღმერთის მოცემულია და მხოლოდ ღმერთსა აქვს უფლება მისი წართმევისა.

მსჯელობაში დაშვებული ძირითადი შეცდომებიდან ერთ-ერთია შეცდომაა "ვინც ზედმეტს ასაბუთებს, ის არაფერს არ ასაბუთებს. " ამ შეცდომის ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ ზოგიერთ ბერძენ ფილოსოფოსს დაუშვებლად მიაჩნდა თვითმკვლელობა, რადგან ადამიანს არ აქვს უფლება წაართვას საკუთარ თავს ის, რაც თვითონ არ მოუპოვებია, მაგრამ თუ ასე ვიმსჯელებთ, ადამიანს არც იმის უფლება აქვს, ფრჩხილები დაიჭრას და თმა შეიკრიჭოს a075.gif და თუ რაიმე დებულებიდან მცდარი შედეგი გამოდის, მაშინ ეს დებულებაც მცდარი ყოფილა smile.gif

დანარჩენში გეთანხმები tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 13 2009, 11:14 AM

ციტატა
დანარჩენში გეთანხმები

ეს ლა ჭკვიანი ბაიაა smile.gif

საქმე იმაშია ჩემო კარგო, რომ დებულება
ციტატა
ადამიანს არ აქვს უფლება წაართვას საკუთარ თავს ის, რაც თვითონ არ მოუპოვებია

არ ვრცელდება ფრჩხილებზე და თმებზე და ა.შ. რაზეც ხელმწიფება აქვს ადამიანს, ისევე როგორც კომბოსტოზე და ჯიხვზე და ა.შ. მაგრამ ის ვრცელდება ადამიანის სიცოცხლეზე (საკუთარიც და სხვისი, გამონაკლისია თავდაცვითი ომი თუმცა ისიც ცუდია უარესის ასაცილებლად)რაც კი ღვთის მადლის მიერ მონიჭებულია და ამ მადლის უარყოფაა სწორედ რომ ცოდვა, დანარჩენზე ითქვა, რომ მიეცა ადამს სამსახურებლად.

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Apr 13 2009, 01:44 PM

KAIROS

ციტატა
19 სექტემბრის ცრურწმენის შესახებ სწორად წერია, ჩვენთან ვრცელდებოდა აპოკრიფი მთავარანგელოზის ფრთის ჩაყოფის და ა.შ. ეს ზღაპარია და არაფერი აკავშირებს ეკლესიის სწავლებასთან.

მე სიმართლე მეგონა unsure.gif ამასთან დაკავშირებით რაღაც ფურცლებიც მქონდა, იესოს ლოცვაზეც ეწერა და ამაზეც. 10 ეგზემპლარად გაამრავლეთ და დაარიგეთო, მაგრამ მგონი იქ 21 თუ 22 სექტემბერი იყო fiqri.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 13 2009, 01:54 PM

KAIROS

ციტატა
არ ვრცელდება ფრჩხილებზე და თმებზე და ა.შ. რაზეც ხელმწიფება აქვს ადამიანს, ისევე როგორც კომბოსტოზე და ჯიხვზე და ა.შ. მაგრამ ის ვრცელდება ადამიანის სიცოცხლეზე (საკუთარიც და სხვისი, გამონაკლისია თავდაცვითი ომი თუმცა ისიც ცუდია უარესის ასაცილებლად)რაც კი ღვთის მადლის მიერ მონიჭებულია და ამ მადლის უარყოფაა სწორედ რომ ცოდვა, დანარჩენზე ითქვა, რომ მიეცა ადამს სამსახურებლად.

გააჩნია რა კუთხით შევხედავთ biggrin.gif

:სოფისტი:


წმინდა მამაები არაფერს ამბობენ?

და როცა თავს გაწირავ სხვისთვის ეს თვითმკვლელობაში არ შედის? biggrin.gif ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ, თავს იკლავ განზრახ , რადგან იცი, შეგნებულად იცი, რომ მიდიხარ სასიკვდილოდ, ოღონდ სხვისთვის..

თუ თვითმკვლელობა ისაა მაინცდამაინც, შუბლში რომ იარაღს მიიჯენ, ან მტკვარში რომ გადახტები, ან თავს რომ ყულფში გაჰყოფ, ან ფანჯრიდან რომ გადახტები, ან მაჯებს რომ გადაიჭრი...

ანუ, ვფიქრობ საზღვრებია გასავლები.. თუ მე მეშლება? unsure.gif ვისწავლი მაინც რაღაცას და მცდარად არ მეცოდინება rolleyes.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 14 2009, 04:23 AM

ციტატა
და როცა თავს გაწირავ სხვისთვის ეს თვითმკვლელობაში არ შედის?

ახლა უნდა გავიაზროთ ცოტა
ცოდვა თვითმკვლელობა განსხვავდება არ ცოდვა ან მადლი-თვითმკვლელობისაგან,
1. არცოდვა თვითმკვლელობა არის მაშინ როცა ადამიანი შეურაცხადია და შესაბისად იგი ცოდვად არ შეერაცხება
ასევე არაა ცოდვა, როცა ქალი/მონაზონი ან არამონაზონი საკუთარი სიწმიდის დასაცავად წირავს თავს, რაც ხშირად ხდებოდა დედათა მონასტრების აკლების დროს.
2. მადლი თვითმკველობაა ისეთი მარტვილობა როცა ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სწირავს სხვის გადასარჩენად, როცა მაგალითად ბომბს ეფარებოდნენ სხეულით ან როცა თავს იფეთქებდნენ, რათა სახელმწიფო საიდუმლოება არ გაეცათ და ა.შ.
3. ცოდვა თვითმკვლელობას ვანსხვავებთ მოტივირებით, ანუ როცა ადამიანი სიცოცხლეს ესალმება უიმედობის, ურწმუნოების, სასოწარკვეთილების, მოყირჭების და ა.შ. მიზეზის გამო, რაცაა სწორედ ღვთის გმობა.

გასათვალისწინებელია რომ გარდა ზემოთ ნახსენები ცოდვების გამო ( უსასოობა, ურწმუნოება,მოყირჭება და ა.შ.) თვითმკვლელობა (როცა საღ გონზეა ადამიანი და საკუთარი თავისუფალი ნებით მოქმედებს ) უპატიებელია იმიტომაც , რომ ადამიანის სიკვდილი თანადროულია უმძიმესი ცოდვისა-მკვლელობისა და ამიტომაც სინანულის დროც არ რჩება...

საშინელებაა სუიციდი...

ციტატა
10 ეგზემპლარად გაამრავლეთ და დაარიგეთო

ამასაც სადაც წაიკითხავ, ე.ი. გაბოლებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 14 2009, 12:23 PM

KAIROS
ხო მაინც დაგაწერინე biggrin.gif rolleyes.gif

:იხტიბარს არ ვიტეხავსმაილი:


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 01:14 AM

თვითმკვლელობამდე როგორ მიდის ადამიანი?
ჯერ ევლინება განსაცდელი, თუმცა ის ამას სხვა რამეს არქმევს,იმიტომ რომ ის არ დადის ეკლესიაში, ის ფიქრობს რომ არავის სჭირდება და ზედმეტია ამქვეყანაზე, წარუმატებელია მისი ცხოვრება, და ამის შემდეგ ის ყველაფერს ხაზს გადაუსვამს არ ფიქრობს ღმერთზე, არც ახლობლეზე, არც ნათესავებზე და იკლავს თავს...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 15 2010, 01:37 PM

მაინტერესებს რამდენად მართალია,თუ ვინმემ იცის:ბოლნისში ტაძარში თავი მოუკლავს, უფრო სწორედ ჩამოუხრჩვია ვიღაცას გუშინ გავიგე

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 15 2010, 02:04 PM

???

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 15 2010, 02:59 PM

არავინ იციით....თუ მორიგი ჭორია?

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 16 2010, 02:06 PM

მაინტერესებს რამდენად მართალია,თუ ვინმემ იცის:ბოლნისში ტაძარში თავი მოუკლავს, უფრო სწორედ ჩამოუხრჩვია ვიღაცას გუშინ გავიგე

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Nov 14 2010, 03:53 AM

ჩემი შეხედულება სუ სხვანაირია თვითმკვლელობაზე. ბევრი ადამიანისგან მომისმენია დეპრესიული აღიარებები და ფიქრი თვითმკვლელობაზე და მეც მქონია ცხოვრებაში მომენტი როცა მიფიქრია ამაზე. სწორედ ამიტო ვფიქრობ მაქ უფლება ვთქვა რამე. ვაღიარებ თვითმკვლელობამდე მიდის სუსტი ადამიანი, რომელიც დაჩაგრა ცხოვრებამ მაგრამ სისუტე არ ნიშნავს დამნაშავეობას. ალბათ პირიქით, სუსტი ადამიანი ვერ ჩადის დანაშაულს, ამის გამბედაობა არ ყოფნის მას. გარდა ამისა ბევრის უფიქრია თვიტმკვლელობა და ვერ განახორციელა. გაუჭირდა. (მათ სორის მეც) თავი მოიკლა ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაოა ჭირდება. ასეც არ იყოს, ადამიანს, რომელსაც არ წამს ღმერთი და იქაურ ცხოვრებას არ აღიარებს, თავის მოკვლაც გაუჭირდება. ვერ დათმობს ადვილად სიცოცხლეს. აი ადამიანი, რომელსაც იქაური ცხოვრებისა სწამს და სჯერა, რო აიარებს სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას, და ფიქრობს რო ამ ცხოვრების დამთავრებით ყველაფერი არ მთავრდება, ის უფრო ადვილად დათმობს აქაურ ცხოვრებასაც. სწორედ ამიტო ვფიქრობ თვითმკვლელობა უფრო მორწმუნეობას ამტკიცებს და არა ურწმნოებას. თავს იკლავს ადამიანი რომელსაც ღმერთთან მიეჩქარება და აქ აღარ უნდა, რომელიც ფიქრობს რო ამ ცხოვრებით ყველაფერი არ მთავრდება. თავს იკლავს გაჭირვებული და საწყალი ადამიანი, რომლისთვისაც ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია. სწორედ ამიტო მისი კიდე ჯოჯოხეთში მოხვედრა ალბათ ბოროტებაა და არ შებრალება. ჩემს ნებაზე რო იყოს მე შევიბრალებდი ასეთ ადამიანს და არ გავწირავდი ჯოჯოხეთისავის. ნუთუ უფალი ჩემზე კეთილი არ არის?

პოსტის ავტორი: OMEGACURE თარიღი: Feb 14 2011, 10:15 AM

KAIROS მე როგორც ვიცი პატრიარქმა წესის აგების უფლება სამღვდელოებს 2 ჯერ მისცა... 1-1 ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანია რომელმაც თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე... ქრისტიანულ სასაფლაოზეა დაკრძალული... ჯანმრთელი ადამიანი იყო ყოველ მხრივ.... და მიპასუხე 1 მიზეზი რატომ მისცა ილია მეორემ წესის აგების კურთხევა? და თუ კურთხევა მისცა..


1 და 2 ადამიანს თუ მისცეს წესის აგების უფლება.. რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.. მე ვფიქრობ რო იმ ოჯახებს შურით არ უნდა უყურებდეს სხვა ოჯახები... რომლებმაც დაკარგეს "ოჯახის წევრი" (ები) თვითმკვლელობით... (შეიძლება თქვან შურზე რამე... მაგრამ სხვა დედას რომლის შვილმაც თავი მოიკლა... გულში ყოველთვის ექნება რაღაც ისეთი შეგრძნება... როგა ეცოდინება რო მის შვილს წესი არ აუგეს და ვიღაცა ისევ იმ ქალაქში ახლოს ცხოვრობს ისევ დედა... რომელმაც ანალოგიური შემთხვევით დაკარგა შვილი... მაგრამ წესი აუგეს... წესის აგება მაგ შემთხვევაში ოჯახისთვის ძააან დიდი იმედია... გააძლიერებს უფრო ადამიანის სულს და რაღაცის იმედს მისცემს ამ ცხოვრებაში....

და შეგიძლიათ მიზეზი მითხრათ... 1 გამონაკლისი თუ დაუშვეს... სხვებს რატო არ აძლევენ უფლებას... ან გამონაკლისი რა საჭიროა საერთოდ... ადამიანია ხო... ვერ გააკონტროლა თავი ან წამიერად ძაან გაუჭირდა... სინდისის ქეჯნამ შეაწუხა და გადაწყვიტა რო სხვა გამოსავალი არ იყო... რატო არ უნდა აუგონ წესი :?


და კიდე 1 შეკითხვა...

წესის არ-აგების შემთხვევაში ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ სად მიდის...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2011, 10:39 AM

OMEGACURE

ციტატა
და მიპასუხე 1 მიზეზი რატომ მისცა ილია მეორემ წესის აგების კურთხევა? და თუ კურთხევა მისცა..



ეს შეკიტხვა კაიროს დაესვა, მაგრამ მაინც ვიტყვი მოკლედ, პატრიარმა კონკრეულდ შემთხვევაში, რა კურთხევა გასცა, ეს კაიროსმა ან სხვა ვინმემ როგო უნდა იცოდეს. იყო ალბათ, რაღაც განსკაურებული საფუძველი.

წესის აგება არავის არ აცხონებს

პოსტის ავტორი: OMEGACURE თარიღი: Feb 14 2011, 10:41 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 14 2011, 10:39 AM) *

OMEGACURE
ეს შეკიტხვა კაიროს დაესვა, მაგრამ მაინც ვიტყვი მოკლედ, პატრიარმა კონკრეულდ შემთხვევაში, რა კურთხევა გასცა, ეს კაიროსმა ან სხვა ვინმემ როგო უნდა იცოდეს. იყო ალბათ, რაღაც განსკაურებული საფუძველი.

წესის აგება არავის არ აცხონებს



ეს ვერ გავიგე :-ს

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 14 2011, 11:27 AM

OMEGACURE

ციტატა
ადამიანია ხო... ვერ გააკონტროლა თავი ან წამიერად ძაან გაუჭირდა... სინდისის ქეჯნამ შეაწუხა და გადაწყვიტა რო სხვა გამოსავალი არ იყო


ეს ძალიან დიდი მიზეზია ჩემთვის, ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში ხდება ისეთი რამ,
რომ დაფიქრებაც კი არ შეუძლია, ფიქრის ძალაც არა აქვს, ვერც საზღვრავს თუ რა მოჰყვება მის საქციელს.
უბრალოდ უნდა რომ გაქრეს სამუდამოდ, რომ აღარ გრძნობდეს ტანჯვას, საშინელ გულის ტკივილს და გამოსავალს მხოლოდ სიკვდილში ხედავს.
მესმის ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხის, მართლა მესმის sad.gif

პოსტის ავტორი: OMEGACURE თარიღი: Feb 14 2011, 11:56 AM

ნაინა


მაგიტომ მაინტერესებს რატო "არ' უგებენ წესს...
ეგ მიზეზი გასამართლებელია იმისათვის რო წესი აუგონ მიცვალებულს.... თვითმკვლელობით ვინც დაამთავრა სიცოცხლე.. თუნდაც იმათ მაინც რომელთა თვითმკვლელობის მიზეზი არ იციან

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2011, 11:59 AM

OMEGACURE

ციტატა
ეს ვერ გავიგე :-ს



წესის აგება თიტქოს ამშვიდებს ჭირისუფალსო, შენ ტქვი და ამაზე გიპასუხე, ეგ არ აცხონებს ადამიანს. ზუსტად წესის აგებაზე და არსზე ალბათ კაიროსი ან აფხაზი გეტყვის რამეს, მაგრამ ჩემთვის სხვა დატვირთვებთან ერთად, ეგ ლოცვაა გარდაცვლილი ადამიანისთვის. კიდევ ერთი ლოცვა, სასუფევლის დამკვიდრებისთვის, ცოდვათა შენდობისთვის და აშ ანუ წესის აგება სასუფელვლის კარებს არ ხსნის და თუ მოხდა მასზე ამ წესის შესრულება, ვინ ამას არ ისახურებს, რა ამით რო? სასუფევლის კარები ავტომატური ხომ არაა, ამ ლოცვის გაგონებაზე იხნსებოდეს.

კონკრეტულ შემთხვევებში, რომელ თვითმკვლელს დაერთო ნება წესის აგების და რატომ,ამაზე ცვენ ვერ ვიმსჯელებთ, რადგან, არ ვიცით მოკლულის სულიერიმდგომარეობა იმ წუთას რა მოხდა და აშ. ასე, რომ არ ღირს ჩაძიება. თვითმკვლელსაც შეავარგოთ ერთი ტუნდაც ზედმეტი ლოცვა. რად უნდა ამას შური.

პოსტის ავტორი: OMEGACURE თარიღი: Feb 14 2011, 12:10 PM

მხევალი ნინო
გასაგებია... და კიდე 1 მაინტერესებს...
გარდაცვლილზე როცა ლოცულობენ და ლოცულობენ რო მარადიულ სასუფეველში... სამოთხეში მოხვდეს.... თუ 40 დღის შემდეგ სული ღმერთთან მიდის და მოკლედ რომ ვთქვა ან ჯოჯოხეთში უშვებენ სადაც სამუდამოდ დარჩება... ან სამოთხეში.... რა მიზეზით ლოცულობენ გარდაცვლილზე თუ ის უკვე იქაა სადაც უნდა იყოს... ჩვენი ლოცვა რამეს უშველის?... მაგალითად სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ...?

მხევალი ნინო
და შურზე იმას ვგულისხმობდი რომ მაგალითად 2 ადამიანმა მოიკლა თავი... მეზობლები იყვნენ ერთმანეთის.. 2 ვეს ყავდა დედა... 1-1 დედის შვილს წესი აუგეს... მეორეს არა... იმ მეორის დედა უფრო გულდაწყვეტილი დარჩება... და შურიც არ ქვია მაგას.. რა დავარქვა არ ვიცი.... მაგრამ ეგეთი რაღაც არ შეიძლება... უდნა მისცეს ეკლესიამ ოჯახს რაღაც იმედი და რწმენა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2011, 12:17 PM

OMEGACURE

ციტატა
უდნა მისცეს ეკლესიამ ოჯახს რაღაც იმედი და რწმენა...



იმედს და რწმენას წესის აგება აძლევს? უფრო ჯობია ღმერთის კაცთმოყვარეობაზე იფიქრო...

პოსტის ავტორი: OMEGACURE თარიღი: Feb 14 2011, 12:23 PM

მხევალი ნინო
ეგ გასაგებია მაგრამ ერთს ერთი უნდა მიუმატო ორი რო მიიღო... ანუ ღმერთის თავმოყვარეობაზე ფიქრი დააიმედებს ადამიანს რომელსაც ახლო ადამიანი გარდაეცვალა? არ უნდა ჰქონდეს იმედი რო იმ ადამიანის სული მშვიდადაა...?

პოსტის ავტორი: Heinrich von Sinsheim თარიღი: Feb 14 2011, 01:38 PM

ციტატა
ცოდვა თვითმკვლელობა განსხვავდება არ ცოდვა ან მადლი-თვითმკვლელობისაგან,

ეს გასაგებია, მაგრამ ამაზე თუ შეგიძლია პასუხის გაცემა:
ხშირი იყო, რომ ქვეყნების პირველი პირები თავს იკლავდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად დემეტრე II-ს შემთხვევაც თვითმკვლელობაა და გასაგებია, რომ ეს შენს მიერ ნახსნები " მადლითვითმკვლელობაა" და ამისთვის ის წმინდანად შერაცხეს, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა წაგებული ომის შემდეგ პირველი პირი თავს იკლავს, რომ აიცილოს ტყვეობა და ამ მხრივ მაინც პატივი შეუნარჩუნოს სამშობლოს. ( რადგან როცა ქვეყნის პირველი პირი დატყვევებულია, ეს რა თქმა უნდა მთელი ერისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია ) მაგალითად, (შეიძლება ეს მაგალითი ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ მგონი არა უშავს, თუ გეებთან და კომუნისტებთან მიმართებაში დემოკრატები ხართ, აქაც დემოკრატები იყავით) წაგებული ომის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა გერმანელი ერის წინამძღოლმა რაიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელმაც ამით თავიდან აიცილა ტყვეობა და გერმანელი ხალხის კიდევ უარესი შეურაცხყოფა, სწორად გამიგეთ, მე არა ვამბობ შეიძლება თუ არა ჰიტლერი ცხონდესთქო, მაგრამ ასეთი შემთხვევები ხშირი იყო და მე უბრალოდ ყველაზე ახლო წარსული გავიხსენე. ეს თვითმკვლელობაც მერწმუნეთ სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია, ოღონდ ისეთ მდგომარეობაში, როცა ადამიანს სხვა არაფერი შეუძლია. მაინტერესებს მაინც ცოდვად ითვლება თუ არა სუიციდი ამ შემთხვევაში. kitxva.gif g.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 14 2011, 08:04 PM

OMEGACURE

ციტატა
ნაინა


მაგიტომ მაინტერესებს რატო "არ' უგებენ წესს...

არც მე ვიცი sad.gif

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Dec 23 2011, 12:59 PM

ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა - თქვენი რელიგია რო ამბობდეს, ვინც თავს მოიკლავს სამოთხეში მოხვდებაო მოიკლავდით თავს?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 23 2011, 01:09 PM

ციტატა
სეთი შეკითხვა მინდა დავსვა - თქვენი რელიგია რო ამბობდეს, ვინც თავს მოიკლავს სამოთხეში მოხვდებაო მოიკლავდით თავს?

biggrin.gif biggrin.gif უფრო წვეტიან კითხვას მოვიფიქრებდი მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 23 2011, 04:31 PM

ციტატა
ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა - თქვენი რელიგია რო ამბობდეს, ვინც თავს მოიკლავს სამოთხეში მოხვდებაო მოიკლავდით თავს?

მე კი ასეთი რამე მინდა გითხრა,რომ ჩვენი რელიგია არაა ლოგიკის სახელმძღვანელო.მასზე არ ვმსჯელობთ ამგვარად:
,,დავუშვათ...რომ...იქნებ...შეიძლება..."

ეს ამოცანა არაა.რომ თუ ერთი ფორმულით არ იხსნება მეორეთი ვსინჯოთ.
ჩვენი რელიგია მონურ მორჩილებას და საზიანოს კი არ გვაძლევს,არამედ თავისუფლებას და ყოველივე სასარგებლოს.
აქედან გამომდინარე თავი მოიკალიო მართლმადიდებლურ სახარებაში არ სეიძლება ეწეროს არც ერთ დროსა და ეპოქაში,რადგან თვითმკვლელობა საკუთარი უსუსურობის გამომხატველი და ,,ლაჩრობის"მაგალითია.
ჩვენი რწმენა კი სიძლიერეზე და ვაჟკაცობაზეა დაფუძნებული და აქ არ გამოიყენება:იქნებ,ნეტა,რატომ,...
ჩვენ რჯულში უპირველესად ის კი არაა რაც რომელიმე არსებას ესიამოვნება არამედ უპირველესად ის თუ რაც ჩვენთვისაა სასარგებლო.
თვითმკვლელობა კი საზიანოა.აი ამის გამო არ ყოფილა,არაა და არც იქნება დაშვებული მართლმადიდებლობაში უსუსურობის ეს გამოხატულება...

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 23 2011, 06:22 PM

ციტატა(peritoniti @ Dec 23 2011, 12:59 PM) *

ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა - თქვენი რელიგია რო ამბობდეს, ვინც თავს მოიკლავს სამოთხეში მოხვდებაო მოიკლავდით თავს?

აბა რაა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikoloza1997 თარიღი: Aug 6 2012, 07:44 PM

ბერი გაბრიელი ამბობდა თითოეულ ჩვენგანს განსაცდელი ჩვენი ძალების გათვალისწინებით გვევლინებაო. და რიავიცი რიავიცი ისე წესის აგება ხომ არ არის ყველაფერი ოცდაოთხი საათი ილოცე მისთვის ევედრე ღმერთს ვინც ამდენი მილიარდი ადამიანი გამოგვტაცა სატანას იმ ერთსაც დაეხმარება ასე რომ გულს ნუ გაიტეხთ გაეცით მოწყალება მის სახელზე აკეთეთ სიკეთე და ღმერთი იხსნის მას

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Sep 21 2012, 06:12 PM

ციტატა
რადგან თვითმკვლელობა საკუთარი უსუსურობის გამომხატველი და ,,ლაჩრობის"მაგალითია.
ჩვენი რწმენა კი სიძლიერეზე და ვაჟკაცობაზეა დაფუძნებული და აქ არ გამოიყენება:იქნებ,ნეტა,რატომ,...

მერე განა ადამიანი თუ სუსტია და რამე პრობლემა ვერ გადალახა განა ეს დანაშაულია?! ვფიქრობ ადამიანი მისი სურვილებით, მისწრაფებებით უნდა ფასდებოდეს და არა შესაძლებლობებით. ძლიერი ადამიანი შეიძლება ბოროტი იყო და მიზანი ბოროტება ქონდეს, ავისკენ მიისწრაფვოდეს. სუსტი ადამიანი, შეიძლება ვერ მიაღწიოს მიზნამდე მარა სიკეთისკნე და სიყვარულისკენ მიილტვოდეს. განა დანაშაულია მისი სისუსტე?! ამიტო ადამიანი უნდა შეფასდეს იმითი თუ რა სურს, რა არის მისი მიზანი, რისკენ მიილთვის, რა ამოძრავებს მას და არა ის თუ რამდენი შეუძლია მას!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 23 2012, 10:14 PM

peritoniti

ციტატა
მერე განა ადამიანი თუ სუსტია და რამე პრობლემა ვერ გადალახა განა ეს დანაშაულია?!

დანაშაული ისაა, სიცოცხლეს რომ უდიერად ექცევა smile.gif

არის შემთხვევები, როცა სილაჩრე დანაშაულია, დიახ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2012, 12:55 AM

ქევანა
+1986 %

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Oct 22 2012, 05:02 PM

ქევანა

ციტატა
დანაშაული ისაა, სიცოცხლეს რომ უდიერად ექცევა smile.gif

არის შემთხვევები, როცა სილაჩრე დანაშაულია, დიახ

მომწონს ასეთი ხედვა, ასეთი შეფასება. საინტერესოა. მაგრამ იცი რა. მე თუ შემიძლია სუსტ ადამიანს გავუგო, შევიბრალო, შევიცოდო და აქედან გამომდინარე ვაპატიო მისი დანაშაულიც, დანაშაული რომელიც მას გამოუვიდა სისუსტიდან გამომდინარე და არა ბოროტი სურვილებიდან გამომდინარე, თუ მე ვახერხებ ეს მას ვაპატიო, მიუტევო. რატო უფალი არ აკეთებს ამას? ნუთუ უფალი ისეთი გამგებიანი და მიმტევებელი არ არის როგორც მე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 23 2012, 01:30 AM

peritoniti
რავა ხარ თუ იცი?
როდის უნდა შევხვდეთ მე და შენ?

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Oct 23 2012, 03:10 PM

A.V.M
გაუმარჯოს, მიხარია შენი გამოჩენა. მე ბათუმში ვარ ახლა, თბილისში აღარა ვარ. თბილისში როცა ჩამოვალ შეგეხმიანები და შევხდეთ, გამიხარდებოდა შენთან შეხვედრა, შენი პირადად გაცნობა!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 23 2012, 09:15 PM

peritoniti

ციტატა
მე თუ შემიძლია სუსტ ადამიანს გავუგო, შევიბრალო, შევიცოდო და აქედან გამომდინარე ვაპატიო მისი დანაშაულიც, დანაშაული რომელიც მას გამოუვიდა სისუსტიდან გამომდინარე და არა ბოროტი სურვილებიდან გამომდინარე, თუ მე ვახერხებ ეს მას ვაპატიო, მიუტევო. რატო უფალი არ აკეთებს ამას? ნუთუ უფალი ისეთი გამგებიანი და მიმტევებელი არ არის როგორც მე?

ეს სიტყვაზე ამბობ რომ შეგიძლია გაუგო და შეიცოდო, სინამდვილეში არ შეგიძლია smile.gif სანამ არ დადგები ფაქტის წინაშე, მანამდე ყველაფერი არის ცარიელი თეორია და ბლა–ბლა smile.gif სიტყვით ყველა მაგარია

ღმერთი სწორედაც რომ მიმტევებელია და ჩვენზე უფრო მიმტევებელი smile.gif სიკვდილის მერე არავინ იცის რა ხდება, ასე რომ მე თავს ვერავის ცხონებაზე ვერ დავდებ, ეგ მეორე.

ახლა მესამეც, მე მაგალითად ძალიან სუსტი ვარ, ზოგჯერ სასოწარკვეთილებაც მიპყრობს, მაგრამ თავს მაინც არ მოვიკლავ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ნაგავი ცხოვრება იყოს, სული ტკბილია, სიცოცხლე ტკბილია და ადამიანი მას ებღაუჭება ყველანაირად smile.gif)) მათ შორის მეც smile.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 24 2012, 02:16 AM

peritoniti
ბათუმში ხო არ გადახვედი საცხოვრებლად?
აუცილებლად შემეხმიანე . შევთანხმდეთ და ვისაუბროთ...

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Oct 24 2012, 10:16 AM

A.V.M
კი, ბათუმში ვარ, აქეთ გადმოვედი. ისე მე ბათუმელი ვარ, თავიდანაც აქეთ ვცხოვრობდი! შეგეხმიანები როცა მოვხდები თბილისში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 25 2012, 03:04 AM

ციტატა
კი, ბათუმში ვარ, აქეთ გადმოვედი. ისე მე ბათუმელი ვარ, თავიდანაც აქეთ ვცხოვრობდი! შეგეხმიანები როცა მოვხდები თბილისში

მე ქობულეთელი ვარ ნახევრად კაძახო!
biggrin.gif
(რომ მცოდნოდა მანდედან იყავი საფხულში გნახავდი) ეგ არაფერი.მერე გამოსწორდება.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 4 2013, 08:11 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 23 2012, 02:30 AM) *

peritoniti
რავა ხარ თუ იცი?
როდის უნდა შევხვდეთ მე და შენ?

მე უკვე არაერთხელ მოვინდომე შენი ნახვა. თბლისში რამდენიც ჩამოვედი იმდენი დაგიტოვე პირადი წერილი, ჩემი ნომრებიც დაგიტოვე რო შეგძლებოდა დამკავშირებოდი, მაგრამ შენ არცერთხელ არ შემეხმიანე. ნომრები დაგიტოვე და შენ ტელეფონზე 1 სმს არ მომწერე ნიშნად იმისა რო ჩემი ნომერი ჩაინიშნე და რომ შენი ნომერიც მცოდნოდა მე! და ყველა ჩემი თბილისში ჩამოსვლა დარჩა უპასუხოდ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2013, 09:37 PM

peritoniti
biggrin.gif
ბოლო პმ ნახე?

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Jan 5 2013, 11:46 AM

კი, ვნახე. მაგრამ PM-ში კი არა, ტელეფონზე მოგეწერა სმს. ხომ იცოდი ჩემი ნომერი?! მეც ჩავინიშნავდი შენ ნომერს. მქონოდა, რა მოხდებოდა.? ან იმ PM-ში შენც მოგეწერა შენი ნომერი, მინდოდა მცოდნოდა. დაგირეკავდი, დავილაპარაკებდით, გავცვლიდით 1-2 სიტყვას! მინდოდა მომეწერა - "დილამშვიდობისა - გფარავდეს უფალი!" მაგრამ ვერ მოგწერე რადგან ნომერი არ მითხარი!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 12:05 PM

"თუკი თითოეული თვითმკვლელობა ეშმაკისთვის ნამღერი საბედისწერო სიმღერაა სულისა, მაშინ ყველა სიმღერა გაერთიანებულია ერთი ლაიტმოტივით - ეს ლაიტმოტივია იმედის დაკარგვა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:21 AM

"თვითმკვლელს დაკარგული აქვს სასოება ღვთისა, არ ესმის ცხოვრების საზრისი, ჯვარი არ უტვირთია, განკითხვაშია, გაბოროტებულია, ღმერთის წინააღმდეგ ამხედრებულა და უფლის მოცემულს უკან ახლის სახიერ ღმერთს."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Aug 16 2017, 02:39 PM

ნაწყვეტს მოვიყვან რემარკის ნაწარმოებიდან "შავი ობელისკი"
• ერთი ქალი, რომლის ქმარმაც თავი მოიკლა ეუბნება ლუდვიგს (საფლავის ქვებს ყიდის):
" - მღვდელი ნებას არ გვრთავს, რომ ჩემი ქმარი ეკლესიის ეზოში დავასაფლავოთ. ამბობენ რომ ეკლესიის ეზოში, კურთხეულ მიწაზე, მისი დასაფლავება არ შეიძლება (თვითმკვლელობის გამო)
- კი მაგრამ, ეგ ხომ სისულელეა! - ამბობს ლუდვიგი - ეს კაცი ხომ პირიქით, ორმაგად კურ-თხეულ მიწაზე უნდა დასაფლავდეს?! დალხინებული ადამიანი თავს არასოდეს იკლავს. ასე-თი რამ რატომღაც ყოველთვის პატიოსან ადამიანებს ემართებათ, რადგან ისინი გამოსავალს ვერ პოულობენ; აი, უღირსები კი ყოველთვის ახერხებენ თავის დაძვრენას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 03:37 PM

peritoniti


- რატომ იკრძალება თვითმკვლელის მოხსენიება წირვის დროს, როდის უშვებენ გამონაკლისს ან რატომ არის თვითმკვლელობა მკვლელობაზე უფრო დიდი ცოდვა?

- თვითმკვლელის მოხსენიება არ შეიძლება. ოდითგანვე ასე იყო. თვითმკვლელს იმ სასაფლაოზეც კი არ კრძალავდნენ, სადაც მართლმადიდებლობაში აღსრულებულნი განისვენებდნენ. თვითმკვლელი ღვთის გმობაშია, სულიწმინდის გმობაშია. კაცმა თუ მოიპარა, დაუბრუნებს, წაართვა - უკან მისცემს, შეურაცხყოფა მიაყენა - შეურიგდება, ფიზიკურად დააზიანა - წამალს მიუტანს, აწყენინა - პატიებას სთხოვს, მაგრამ კაცი თუ მოკლა, ვეღარ გააცოცხლებს.

ხომ საზარელია ადამიანის მკვლელობა, - მისი მონანიება მაინც შეიძლება, მაგრამ თავს თუ მოიკლავ, პატიებას ვეღარ ითხოვ. ღვთის გმობით გადახვალ მარადიულობაში და თან წაიღებ მომაკვდინებელ ცოდვას. ამიტომაც არის, რომ ასეთი ადამიანი არათუ წესის აუგებელი რჩება, იმ სასაფლაოზეც არ იმარხება, სადაც სხვებს კრძალავენ.

გამონაკლისები შეიძლება დავუშვათ, როცა ადამიანი ლაბილური ფსიქიკისაა ან შეურაცხადია (რაც სამედიცინო დასკვნით დასტურდება). ასეთ თვითმკვლელს, თუ ის მონათლული იყო, ეკლესია წესს უგებს.

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Aug 16 2017, 04:15 PM

marine
სულ ერთიდა იგივეს რატომ იმეორებთ. კი გასაგებია ეგ ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, მართალია, ხდება მასაცე, მაგრამ ყოველთვის არ არის ასე. ხშირად თვითმკვლელობა პირიქით, უდიდეს რწმენას მიუთითებს. მე მაგალითად თავი ვერ მოვიკალი იმიტომ რომ რწმენა არ მქონდა, არ მწამდა ღმერთი. ვშიშობდი რომ ჩემი გარდაცვალებით ცხოვრებას, იქეთ სადღაც სხვაგან, ვერ გავაგრძელებდი (თუნდაც ჯოჯოხეთში) ეს გარანტია რომ მქონოდა უკვე შევძლებდი. გარდა ამისა მე უფალთან მინდოდა, მასთან მიმეჩქარებოდა, ვფიქრობდი მხოლოდ ის იყო ვინც გამიგებდა და გვერდში დამიდგებოდა. მაგრამ რწმენა არ მეყო რომ უფალი ნამდვილად არსებობდა. აი ეს რო მქონოდა ვიზამდი. ხომ ყოფილა ისტორიაშიც, ზუსტად არ მახსოვს, მღვდლებს რომ სჯიდნენ და თავს კლავდნენ ისინი მადლობით ხვდებოდნენ რომ ტქვენ ასე უფალთან გვიშვებთო. გარდა ამისა რემარკის წიგნში მოყვანილ ფრაზაში მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი რომ თვითმკლველობა ვინც ჩაიდინა იმას რატომ არ იხსენიებენ, აქ ხაზგასასმელია ისიც რომ თვითმკვლელობამდე მიდის პატიოსანი ადამიანი, მართლა ის ვინც ცხონებისა დაფასების ღირსია. მე მაგალითად რომ გავიგებ ასეთ რამეს ადამიანზე ზალიან მებრალება, მეცოდება,დიად თანავუგრძნობ და რომ სემეძლოს სამოთხის კარსაც გავუხსნიდი. მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ რომ მე ვერ აღმოვჩნდი მის გვერდით, რომ მე ვერ დავრჩი ის ადამიანი ვისთანაც ის ნახავდა რაღაც შვებას და დაეხმარებოდა ძალა ეპოვა ამ ცხოვრებაში. ნუთუ ღმერთი ჩემზე მეტად სანდო და კეთილი არ არის და იქ სადაც მე შემიძლია გავუგო ადამიანს, ჩავწვდე მის განცდებს და მივუტევო მას, ამას უფალი ვერ ახერხებს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 06:34 PM

peritoniti

"...ცხოვრება წარმოადგენს უფრო მეტს. ის არის ღმერთის საჩუქარი და მადლი. ცხოვრება ეკუთვნის შემოქმედს და ადამიანს აქვს ვალდებულება, როგორც "კარგ მეურნეს", რომ შეინარჩუნოს ეს მადლი, დაიცვას "როგორც ტალანტი", ღირსეულად გაამრავლოს თავისი ცხოვრების მიზანდასახულობით, რომელშიც ის მოიყვანა შემოქმედმა...

ეკლესია ჩვენ გვასწავლის: ცხოვრება არის საჩუქარი ღმერთისა და ერთი მთლიანობა ენერგიული, ცოცხალი, მოქმედი კავშირებისა. ვცხოვრობ - ნიშნავს და იტყვის: ვმოქმედებ და ვურთიერთობ. ღმერთი არის სახე ცხოვრებისა, იგივე ცხოვრება, ჭეშმარიტი სიცოცხლე, წყარო ცხოვრებისა..."

/ლევან ბუკია, "ცხოვრების აზრი და მნიშვნელობა"/



"სიკვდილს ნუ იჩქარებთ: ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლეც კი წამია მხოლოდ მარადისობასთან შედარებით. თქვენი თავიც და თქვენი ამქვეყნიური მსხემობის ჟამიც უფლის ნებას მიანდეთ, თვითონ კი ეს დრო იმისთვის გამოიყენეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წარუვალი სიკეთე უყოთ თქვენს მშობელს...

წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისკენ მიჰყავს ისინი, ვინც ამ მწუხარებებს ჯეროვნად დაითმენს"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


"...სულიწმინდის გმობა ვერც ამქვეყნად ეპატიება, და ვერც - იმქვეყნად...

უნდა განიცადო, შენში დავანებული სიკეთის შეურაცხყოფა თვოთონვე უნდა აწონო და კარგად დაიმახსოვრო, რომ როგორც გეტკინა, შენ ისე აღარ ატკინო სხვას..."


"და თავის მოკვლა მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფაა? განა, სიამაყეს აყოლილი, როცა შენში ყველაფერ წმინდას და ღვთიურს ანადგურებ, სულიერი თვთითმკვლელობა არ არის? რაშია განსხვავება? ორივე შემთხვევში ეშმაკსაა დამონებული გული და გონება... "

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 11:06 PM

მოტივი

ერთხელ გადახტა და გაფრინდა
ერთხელ ფიქრებს ტყვია ესროლა
და საკუთარ შუბლს მოახვედრა
ერთხელ შესცურა, მოეწონა და იქ დარჩა
ერთხელ ცას თოკი გამოაბა და ზედ აცოცდა
როცა იკითხეს - რატომ რატომ რატომ რატომო -
ასიათასი პასუხის მიღმა,
ერთხელაც კი ვერ წაიკითხეს
მოპასუხე თვითმკვლელ ღიმილში
ჩაწერილი სიტყვა „იმიტომ“.

/თათია მთვარელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:12 AM

"ჩვენ დროში, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა დეპრესიული მდგომარეობები, ნერვიული აშლილობები, რაც გამოწვეულია მატერიალური სიდუხჭირით, გაჭირვებული ცხოვრებით. მიზეზი ამ ყოველივესი არის სულიერი წონასწორობის დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა. რას ნიშნავს დარღვევა ფსიქიკაში? რომ ადამიანმა დაკარგა სულიერი სიმშვიდე, სასოება იმისა, რომ ცხოვრება გამოსწორდება და უკეთესი იქნება.
ქრისტიანი ვალდებულია სასოება, იმედი არ დაკარგოს. ადამიანი, რომელიც ღმერთის გარეშე ცხოვრობს, რჩება საკუთარი ძალების, ადამიანური ძალების იმედად და ვეღარ უმკლავდება მთელ რიგ პრობლემებს, რომლებიც რეალურად ცხოვრებაში არსებობს. საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ყოველთვის ვარდება დეპრესიაში, ვერ ხედავს ხსნას და გამოსავალს. ხსნა და გამოსავალი მხოლოდ უფალშია".

/მამა მათე ვაშაყმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 10:07 AM

"საშინელი ცოდვაა თვითმკვლელობა. იგი პროტესტია ღვთის ნების წინააღმდეგ და სულიწმინდის გმობად ითვლება. თვითმკვლელი, თუ იგი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, საბოლოოდ წარიწყმედს სულს. მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება".

/"თვენი" წიგნი 25, გვ.83/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:13 PM

"მამა პაისისთან ერთხელ რუსეთიდან ჩამოსული პონტოელი ბერძენი მივიდა. საცოდავს საბერძნეთში სამუშაო ვერ ეშოვა და თავის მოკვლას აპირებდა. მამა პაისისთან საუბრის შემდეგ უკან დაიმედებული დაბრუნდა. მან თქვა: ახლა თუნდა მთა გადამეღობოს გზაზე, გვერდზე გადავდგამ და გზას გავაგრძელებო. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:24 AM

სასოწარკვეთილებითი განცდების მძაფრ სურათს ვხვდებით მამა იოანე მასლოვის სულიერი შვილის ნაამბობში:

"ერთხელ, აღდგომის მსახურებაზე, მჭმუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს - არავის ვჭირდები, რისთვის ვცხოვრობ-მეთქი და ა.შ. მესმოდა, ეს აზრები მტრისაგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი მათ თავიდან მოცილებას და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი. მინდოდა მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ ყველას თავს არიდებდა. დრო იყო მძიმე, დევნიდნენ, რადგან მასთან ბევრი ხალხი მიდიოდა.

საღამოს, მსახურების შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: - რა გინდოდაო? ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ყურადღებით შემომხედა და მითხრა: ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა. მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, გაიხარებს, ყველას ცდუნება რომ შეეძლოს; ნუ მოუსმენო.

მამა იოანეს თვალებმა რენტგენივით გამანათა. ვგრძნობდი, სრულად ხედავდა, ესმოდა, რა ხდებოდა ჩემში, თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მქონდა ნათქვამი. რაღაც წავიბუტბუტე, მაგრამ არ მომისმინა. ნუ მიაქცევ ყურადღებასო, მითხრა, დამლოცა, მაგრად ჩამიკაკუნა თავში და გამშორდა. უეცრად ცრემლი წამსკდა, მაგრამ ეს ცრემლი უკვე შვებისა იყო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:28 AM

- სასოების უქონლობას სასოწარკვეთილებამდე მივყავართ, რომელსაც მამები განსაკუთრებით დიდ ცოდვად მიიჩნევენ...

- ეს მართლაც უმძიმესი ცოდვაა. ფარული, ღრმა, შინაგანი ფესვების მქონე ცოდვა. ის შინაგანი რწმენის მოკლებით იწყება. რწმენა, რომ ღმერთი მოსიყვარულე, მზრუნველი, მოწყალეა, იცვლება საპირისპიროთი: მოსიყვარულე მრისხანედ წარმოგვიდგება, მზრუნველი - სასტიკად, მოწყალე - ულმობლად. ადამიანი კარგავს ყოველგვარ იმედს და მისთვის ცხოვრებას აზრი ეკარგება. აი, სადამდე მივყავართYსასოწარკვეთილებას. მისი ყველაზე მძიმე გამოვლინება კი, როგორც იცით, თვითმკვლელობაა, როცა ადამიანი არ იტოვებს უკან დასაბრუნებელ გზას და ყოველგვარი სულიერი საუნჯის გარეშე მიდის იმქვეყნად. სასოწარკვეთილება ცოდვათა ცოდვაა - მას ღვთის გმობამდე მივყავართ, რაც მრუშობას, პარვას, ცილისწამებასაც კი აღემატება.

- რა არის სათავე ამ ცოდვისა?

- მამები სასოწარკვეთილების ორ ძირზე საუბრობენ - ურწმუნოებასა და ღვთის სიძულვილზე. სასოწარკვეთილს ან არ სწამს უფლის არსებობა და ფიქრობს, რომ თავის მოკვლით სასტიკ სინამდვილეს თავს დააღწევს, ან უარესი - სწამს, რომ არსებობს სხვა, მარადიული ცხოვრება, არსებობს ღმერთი, მაგრამ მაინც გმობს მას. სასოების დაკარგვით ადამიანი თავისი შინაგანი არსებიდან აძევებს უფალს, ეს კი, ფაქტობრივად, ღვთის მკვლელობაა.

/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:27 AM

"სასოწარკვეთილების წინააღმდეგ მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. თუმცა ხანდახან, როცა დაღლილი ხარ და უფრო მოგეჯარება შავბნელი ფიქრები, ლოცვაზე მეტად დასვენებაა მიზანშეწონილი. ასეთ დროს ლოცვამ შეიძლება უფრო გადაღალოს, გამოფიტოს კაცი. თუ დაისვენებ და შემდეგ ილოცებ, მაშინ ორივე საშუალება ერთად იმოქმედებს და ეს დიდი წინაპირობა იქნება იმისა, რომ დაცხრეს სასოწარკვეთილების შემოტევა.

ზოგჯერ, მჭმუნვარე აზრების მოძალებისას, საუკეთესოა გონების გადართვა წიგნის კითხვაზე, გართობაზე, მეგობრებზე, რაიმე საქმიანობაზე. უსაქმურობისას ჩვენი ცნობიერება უფრო გახსნილია შავბნელი ფიქრებისთვის, უფრო მეტი დრო ეთმობა დაბრკოლებებზე, გაჭირვებაზე ფიქრს.

ხანდახან დიდი სარგებლობა მოაქვს სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან შეხვედრას, საუბარს, მისგან რჩევა-დარიგებების მიღებას ან, უბრალოდ, ერთად დროის გატარებას. ასეთ დროს კაცი გახალისდება, უბრუნდება იმედი, რწმენა ღვთისა. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა თავისთავად გმუხტავს დადებითად, გაფიქრებინებს: თუ ისინი უძლებენ განსაცდელს, სიმშვიდით ხვდებიან სიძნელეებს, განა თავად არ ძალგიძს ეს? ე.ი. შეუძლებელი არაფერია.

სასოწარკვეთილებითი განცდების განქარვებას ხელს უწყობს წმინდანთა, გამორჩეულ ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრების კითხვა. მათი ცხოვრება ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მძიმე გაჭირვებაშიც კი პიროვნული სიდიადის შენარჩუნება.
დაბოლოს, სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა და განსაცდელთაგან თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ყოველივეს აღსარებაში თქმა, რადგან ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება და სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:42 AM

"არაღვთიური სასოწარკვეთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:03 PM

"თავგანწირვის დროს ადამიანი სიყვარულით ამარცხებს სიკვდილს, თვითმკვლელობის დროს კი მარცხდება სიკვდილისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2018, 11:10 AM

“მე ვიყავი მოწამე, რა მკაცრად ისჯებოდნენ, საშინელი სიკვდილითაც კი, იმ საეკლესიო კანონების დამრღვევნი, რომლებიც კრძალავს ერეტიკოსთა და თვითმკვლელთა მოხსენიებას.

სოჭში ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელიც გამოირჩეოდა მდაბალი ხასიათით, მცირედის მეტყველებით და ლოცვის სიყვარულით. ის ხშირად ჩამოდიოდა გუდაუთასა და სოხუმში. ქსოვაც შეეძლო და ცდილობდა, ტაძრისთვის რაიმე გაეკეთებინა. მისი სულიერი მამა არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. მაგრამ ამ მონაზონს ერთი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც სულიერ მამასაც კი უმალავდა.

მამამისმა, რომელიც მას ძალზე უყვარდა, უცნობი მიზეზების გამო შინ თავი ჩამოიხრჩო. მონაზონმა შვილმა მას დაუსწრებლად წესი აუგო, თუმცა მღვდლისთვის არ უთქვამს, რით მოკვდა მამამისი, თან მიცვალებულისთვის ფსალმუნების კითხვა დაიწყო. მრავალი წლის შემდეგ საშინელი ამბავი მოგვიტანეს - იმ მონაზონს თავი ჩამოეხრჩო. მაგიდაზე იდო მისი გულსაკიდი ჯვარი. თურმე თვითმკვლელობა ორჯერ უცდია. პირველად თოკი გასწყვეტია და უფალს გადაურჩენია, მაგრამ გულიდან ჯვარი მოუხსნია და ხელახლა ჩამოკიდებულა თოკზე. რა საშინელი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა ამ მონაზონს ეშმაკისგან, რომ მას შემდეგ, რაც თოკი გაუწყდა, ღვთის წინაშე შენანების მაგიერ ეშმაკის ნების ასრულება ისურვა!

განსაკუთრებით ჯავრობდა სულიერი შვილის დაღუპვას მამა კონსტანტინე: - რომ მცოდნოდა, მამამისმა თავი მოიკლა, მაშინ უფლის სახელით ავუკრძალავდი მასზე ლოცვას, მაგრამ დამიმალაო. ღვთის ნების ურჩობამ იგი ეკლესიის ურჩობამდე მიიყვანა და აღსრულდა წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ლოცვა მისი ცოდვად შეერაცხა. არასოდეს მსმენია, ამ მონაზონს კაცთაგან ვინმე განეკითხა, მაგრამ მან თავის სულში ეკლესია განიკითხა, თვითმკვლელთა მიმართ უმოწყალოდ ჩათვალა და მოისურვა, მამა სიცრუის გზით გადაერჩინა. თვითონაც დაიღუპა ამ საბედისწერო ცოდვით.”



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 06:51 PM

"უკიდეგანო სიყვარული ჰქონდა ვინმე დუნ რიჩის. ავსტრალიაში ერთ-ერთ კონცხზე იყო რაღაც მაგიური ადგილი, რომელიც ცნობილი იყო თვითმკვლელობებით. იჯდა ეს კაცი კონცხის ამ ადგილზე, სადაც ძალიან ხშირად ყოფილა სუიციდის შემთხვევები და როდესაც დაინახავდა პოტენციურ თვითმკვლელს, შინ ეპატიჟებოდა ფინჯან ყავაზე და ესაუბრეობოდა.

ასეთი გზით მან ოთხასამდე ადამიანი იხსნა თვითმკვლელობისგან. მეტი საქმე არ ჰქონდა ამ ადამიანს. პენსიონერი იყო, ადგა და იპოვა ეს შესანიშნავი გზა და საშუალება ადამიანთა ხსნისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:35 PM

"თვითმკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვაა. ეს არის სულმოკლეობის გამოვლენა ღვთისადმი. ეს არის სიმდაბლე და უსუსურობა. ასეთებზე ეკლესიაში არც კი ლოცულობენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:12 PM

"სასოწარკვეთილების წუთებში გახსოვდეთ, რომ ღმერთი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 12:07 PM

"...ხარ სასოწარკვეთილებაში, ცხოვრებისეულ პრობლემებს ვეღარ უძლებ, ფიქრობ, რომ ძალიან უიღლბოდ წარიმართა შენი ცხოვრება... იწყებ ლოცვას და უკვე იცვლება შენი შინაგანი მდგომარეობა. ასე რომ, ლოცვის საშუალებით სასოწარკვეთილებითი, დეპრესიული ზრახვები შეიძლება სასიკეთოდ წარმართო".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 08:32 PM

"არაეკლესიური ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან ის დამოკიდებულია ადამიანებზე და ხშირად ყველა ადამიანი გამოეცლება მას ხელიდან და შვებას, ხსნის გზას ვეღარ პოულობს. ეკლესიურმა იცის, რომ ყველაზე დიდი მეგობარი უფალია, რომელიც ყოველთვის მზადაა ხელი გამოგვიწოდოს და გადაგვაჩინოს"

/მამა კახაბერ შურღაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 01:26 PM

"კითხვა: ყველა თვითმკვლელობა ითვლება თუ არა ცოდვად?

პასუხი: თავის მოკვლა უდიდესი ცოდვაა და ის მიუტევებელია. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თვითმკვლელობა გმირობის ტოლფასია. მაგალითად, ქრისტიანობაში დაშვებულია შეგნებული თვითმკვლელობა, რომელიც ჩადენილია საკუთარი ღირსების დასაცავად მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დასაღწევად. ასეთი მაგალითები ისტორიულად არსებობს."

"კითხვა: ვიცი, რომ თვითმკვლელისთვის ეკლესია არ ლოცულობს, მას არც წესს უგებენ და არც ლოცვებში იხსენიებენ. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ასეთი ადამიანის სულიც ხომ ითხოვს შველას. როგორ ვაქციოთ მას ზურგი?

პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით ჩაიდინა ადამიანმა თვითმკვლელობა. თუ ეს აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა ან ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანია, მაშინ მასზე ეკლესია ლოცულობს და წესსაც უგებს, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს უფალს, კარგავს ღვთის რწმენას, იმედს და თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, ასეთ ადამიანზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ადამიანის ცხონება და გადარჩენა მისივე მონაწილეობით ხდება. ასეთი ადამიანის სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2019, 11:21 AM

"კითხვა: გარდამეცვალა საყვარელი ადამიანი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, თვითმკვლელობაც კი ვცადე. ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ აღარაფერი მშველის. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თვითმკვლელობაზე ფიქრით თქვენ თავად უფალს უარყოფთ – ეს უმძიმესი ცოდვაა და თავს უფრო მძიმე მდგომარეობაში იგდებთ. თქვენი გარდაცვლილი ახლობელი კვლავ ითხოვს თქვენგან დახმარებას და ამაზე იფიქრეთ. გაეცით მის სახელზე მოწყალება, აკეთეთ ბევრი სიკეთე, ილოცეთ და ასე პოვებთ სიმშვიდეს."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 03:05 PM

"სინანული და არა სასოწარკვეთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:10 PM

"ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდები თავს იკლავენ და იღუპება ადამიანის სული. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი საცხოვრებელი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2020, 03:29 PM

როგორ გადაარჩინა ლოცვამ კაცი თვითმკვლელობას

"ერთ შაბათ დღეს, სანამ მღვდელი სახლში დაბრუნდებოდა, გადაწყვიტა ცოლისთვის დაერეკა. იყო საღამოს 10 საათი, ცოლი ტელეფონს არ პასუხობდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მან კვლავ აკრიფა სახლის ნომერი და ცოლმა მაშინვე უპასუხა. მღვდელმა ჰკითხა: - რატომ არ მპასუხობდი ზარზე? - არავითარი ზარი არ შემოსულა, - უპასუხა ქალმა.

ეს შემთხვევა ყველას დაავიწყდებოდა, რომ არა ორშაბათს ტაძარში, მღვდლის მოსასვენებელი ოთახის ტელეფონზე შემოსული ზარი.

აღმოჩნდა, რომ რეკავდა კაცი, რომელმაც მღვდელს აუწყა: - შაბათს მის ტელეფონზე ტაძრის ამ ნომრიდან განხორციელდა ზარი, რომელსაც კაცმა არ უპასუხა. მღვდელს გაახსენდა შაბათის ინციდენტი და კაცს მოუბოდიშა, სახლში ვრეკავდი და ნომერი შემშლიაო. მაშინ უცნობმა მამაკაცმა მღვდელს უამბო:

შაბათს საღამოს თავის მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ მანამდე ღმერთს მივმართე: - თუკი შენ, ღმერთო ახლა მისმენ და გსურს, რომ ეს არ ჩავიდინო, მაშინ მომეცი ნიშანი და ზუსტად ამ მომენტში გაისმა ტელეფონზე თქვენი ზარი, ტელეფონის ეკრანზე კი დაეწერა: - "ყოვლადწმიდა სამება". მე გაოგნებული ვუყურებდი ტელეფონს და ვერ გავბედე მეპასუხა ზარზე (ტაძარი, სადაც ეს მღვდელი მსახურობდა, იყო ყოვლადწმინდა სამების სახელობის და როგორც ჩანს, სატელეფონო ბაზაში ეს ნომერი ყოვლადწმიდა სამების სახელით იყო დარეგისტრირებული)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 06:54 PM

"სუიციდის ზრდა ქვეყანაში ნაწილობრივ განპირობებულია მოზარდების აზარტულ თამაშებში ჩართვით"

/დეკ. ანდრია ჯაღმაიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:28 PM

"ნეტარმა ავგუსტინემ თქვა: "თვითმკვლელი ადამიანს ჰკლავს", ანუ თვითმკვლელი მკლელს უთანაბრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:35 PM

"ღმერთმა სიცოცხლის სიყვარული იმისთვის ჩაგვინერგა, რათა თვითმკვლელობას განგვარიდოს და არა იმიტომ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებას ვეტრფოდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2020, 08:28 PM

"ეშმაკს უხარია! კიდევ ერთი მსხვერპლი - საბრალო თვითმკვლელი, რომელიც მისი სამუდამო მონაპოვარი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2020, 03:08 PM

"ამჟამად კი, ისე მძლავრობს თვითმკვლელობის ცოდვა, რომ მასზე ყურადღება უთუოდ უნდა შევაჩეროთ. პირველ ყოვლისა, დავიმახსოვროთ, რომ არა მარტო თვით აღსრულებული აქტი, არამედ ფიქრიც კი საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაზე უდიდესი ცოდვაა. ფიქრი თავის მოკვლაზე ამბოხია ღმრთის წინააღმდეგ, რადგან არა კაცი, არამედ ღმერთია სიცოცხლის მომნიჭებელი; ურწმუნოებაა, რადგან თვითნებური განზრახვაა ღმრთის ნების გათვალისწინების გარეშე; სიმხდალეა, რადგან სასოწარკვეთა და შიშია ცხოვრებისეულ განსაცდელთა გადაულახავობის გამო; ეგოიზმია, რადგან თვითმკვლელს არავის მიმართ სიყვარულის დაკარგვის შიში არ აფერხებს; გონების დაბნელებაა, რომელიც შურით, სიძულვილით, უმიზნო ცხოვრებით, შურისძიების გრძნობით და სხვა ამგვარ მძიმე ცოდვათა მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული.

ამიტომ ეკლესია თვითმკვლელისთვის არ ლოცულობს, რადგან მან უფლისგან განშორებით განაჩენი თავის თავს თვითონვე გამოუტანა. რა თქმა უნდა, შემზარავია ხვედრი თვითმკვლელისა, მაგრამ მას მხოლოდ და მხოლოდ თვით ადამიანის თავისუფალი არჩევანი განაპირობებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 08:53 PM

"შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 11:10 AM

,,ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება, გარდა სულიწმინდის გმობისა”, ამბობს უფალი.
თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობაა, შენ თავს რომ არ უტოვებ ცხოვრების გაგრძელების შანსს.
საიქიო ცხოვრების და ღმერთთან ყოფნის საშუალებას.
თვითმკვლელობა არ არის მხოლოდ იარაღის გასროლა, ან ხეზე თოკის ჩამოკიდება, ან ხიდიდან ნახტომი. ღმერთის გარეშე, მისი მცნებების გარეშე არსებობა, უკვე თვითმკვლელობის მცდელობაა.
ჩამქრალი თვალები, უსიცოცხლო ყოფა, გაყინული ღიმილი, უმიზნო ხეტიალი, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ინერციით დინების მიყოლა, ხელის ჩაქნევა, დეგრადირებული აზროვნება, ნიჰილიზმი, მუდმივი დეპრესია, უმადურობა, სრული სიბნელისკენ მიდის... სამუდამო დასასრულისკენ..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 10:09 PM

"თავის მოკვლა ქართველებს სამარცხვინოდ მიაჩნდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2020, 10:41 PM

"თუ ადამიანს სანუგეშოს ვერაფერს ეტყვი, თვითმკვლელობამდე მაინც არ მიიყვანო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 03:37 PM

„მოქალაქეობრივი გმირობის“ წოდება ადამიანებისადმი სიყვარულისათვის!

"ამ რამდენიმე წლის წინ ავსტრალიის „მოქალაქეობრივი გმირობის“ წოდება მოიპოვა იმხანად 85 წლის დონ რიჩიმ.

დონ რიჩი მაშველია, მაგრამ ის ჩვეულებრივ სამაშველო სამსახურში არ მსახურობს – თითქმის ნახევარი საუკუნეა ადამიანთა სულების სამსახურში დგას.

ნახევარი საუკუნის წინ, გაზეთის კითხვისას, იგი მოულოდნელად წააწყდა ერთ შემაძრწუნებელ სტატისტიკურ ციფრს, რამაც გულის სიღრმემდე შეძრა.
სიდნეისთან, უოტსონსის ყურის თავზე აღმართული ავადსახსენებელი ქარაფი „The Gap“ თურმე მაგნიტივით იზიდავდა თვითმკვლელებს. ყოველ წელს 50–ზე მეტი ადამიანი მიდიოდა ამ ქარაფებთან, რათა იქიდან თავის მოსაკლავად გადაშვებულიყვნენ წყალში.

დონმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, თუნდ მცირე ნაწილი გამოეხსნა უეჭველი სიკვდილისაგან – მიატოვა სამსახური და უოტსონსის ყურის მახლობლად დასახლდა.

როგორც კი დაინახავდა ჩაფიქრებულ და მელანქოლიურ ფიგურას, რომელიც ამკრძალავ ზღუდეებზე გადაალაჯებდა, მაშინვე მისკენ მიემართებოდა –გამოელაპარაკებოდა უცნობს, ჩაიზე ან ლუდზე დაპატიჟებდა, დაუყვავებდა, მოეფერებოდა და შედეგად, ზოგს ადვილად დაიყოლიებდა, ზოგის დახსნაც ძალით უხდებოდა.

ხუთი ათეული წლის მანძილზე დონ რიჩმა ოფიციალური მონაცემებით 160–ზე მეტი ადამიანი იხსნა უეჭველი სიკვდილისაგან – არაოფიციალური მონაცემებით კი ციფრი 400–საც უწევს.

„ვინ იცის, რამდენ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი!“–ჰყვება დონ რიჩი –„ბედნიერებაა იმის შეგნება, რომ „იქიდან “ მობრუნებულ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა“.
დონ რიჩის საქციელი ნებისმიერ ადამიანს აფიქრებინებს, რომ შესანიშნავია, არსებობდეს სრულიად უცნობი პირი, რომელსაც შეუძლია, შენი სატკივარი გულთან მიიტანოს – აკი, ზოგჯერ კეთილი სიტყვა და ღიმილიც საკმარისია, რომ გადაათქმევინო თვითმკვლელობა სიცოცხლეზე ხელჩაქნეულ ადამიანს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 10:35 PM

"ახალგაზრდებში ესოდენ მომატებული სუიციდის, აგრესიისა და ძალადობის ფონზე სკოლებში ეკლესიის დაბრუნება არის ერთადერთი ყველაზე უფრო საშური საქმე, რასაც უჩვენოდ არავინ გააკეთებს".

/ჟურნალ "ქვაკუთხედის" რედაქტორი ხათუნა საგინაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 08:48 PM

"თვითმკვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურებოდა და მასში ბედნიერებას ეძიებდა. კერპი - ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს, ხშირი შეხებისგან კი ოქრო სცილდება. იქნებ სწორედ ამიტომაცაა თვითმკვლელთა დიდი ნაწილი ლოთებსა და პოეტებს შორის".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 02:20 PM

"თვითმკვლელობა - საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმინდის გმობაა, რადგანაც სულიწმინდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და - არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს "მიტევება". მიუტევო ცოდვილს ცოდვანი - ნიშნავს დაუბრუნო მას მთელი მთლიანობა ცხოვრებისა, ახლიდან აჩუქო სიცოცხლე. მაგრამ, თუკი ვინმეს ცხოვრება არ სურს, ეზიზღება და სძულს სიცოცხლე, უფალს მეტი არაფერი აქვს მისთვის მისაცემი და იგი შლის მას სიცოცხლის წიგნიდან".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 06:30 PM

"თვითმკვლელობის ძირითადი სამი მიზეზი არსებობს:
1. როცა გონზე მყოფი, სასოწარკვეთილების მიზეზით იკლავს თავს.
2. როცა ჯადოს, შიშის ან სხვა მიზეზით, ბოროტისგან შეპყრობილი ადამიანი ვერ აკონტროლებს მის მოქმედებას.
3.როცა ადამიანი მოძალადისგან, პატიოსნების შენარჩუნების მიზნით იკლავს თავს. მაგალითად გაუპატიურების წინ, ან როცა ადამიანს აიძულებენ მეგობრისა და სამშობლოს ღალატს, გაცემას.
მეორე და მესამე შემთხვევების დროს შესაძლებელია მიცვალებულის სულის საოხად, გარდაცვლილ ადამიანს ეკლესიური წესის მიხედვით გადაეხადოს პანაშვიდები, აეგოს წესი და მათზე შესრულდეს მოძღვრის მიერ ეკლესიური წესით გათვალისწინებული ყველა მოქმედება. ასეთივე მიდგომა შეიძლება ისეთ თვითმკვლელზეც, რომელიც ცხოვრებაშივე შეურაცხადი იყო (თუმცა იშვიათად, რომ ასეთმა თავი მოიკლას).
მეტად სამწუხარო და სავალალოა, როცა გონზე მყოფი ადამიანი, სასოწარკვეთილების, ან პროტესტის მიზნით იკლავს თავს. რადგან ეშმაკს ასეთი ადამიანი დაუყოვნებლივ მიჰყავს ჯოჯოხეთის საშინელ სატანჯველში.
ამ დროს ეკლესიური წესის მიხედვით არ შეიძლება წესის აგება, პანაშვიდის გადახდა, გარდაცვლილის სახელის მოსახსენებელში ჩაწერა, ეკლესიისა და მოძღვრის მეშვეობით რაიმე მოქმედება გარდაცვლილის სულის საოხად.
თვითმკვლელის ჭირისუფალს ეკლესია მხოლოდ მოწყალების გაღებას ურჩევს გარდაცვლილის სახელზე. სანუგეშოდ მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: საერთოდ რომ არაფერს აზრი არ ჰქონდეს, მოწყალების გაცემასაც არ ურჩევდნენ".

/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 05:17 PM

"შევარდნაძის პერიოდში ერთ ახალგაზრდას მატერიალურად ძალიან გაუჭირდა - ლამის თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული. არავინ ჰყავდა დამხმარე. ეკლესიის ეზოში ხვდება [სალოსი] კატია და ეუბნება, - თავი რას ჩამოგიკიდია, ნუ გეშინია, მოფრინავენ შენი "საროჩკები"! რა "საროჩკები", რის "საროჩკები" - გაოგნებული უსმენდა კატიას. მეორე დღეს იტალიიდან ჩამოუვიდა ნახმარი ტანსაცმლის ორი დიდი ფუთა. აღმოჩნდა, რომ იტალიაში მყოფი მისი მეგობარი სამუშაოზე მოწყობილიყო და მას გამოეგზავნა. გაყიდა ამ ახალგაზრდამ ეს ფუთები და სული მოითქვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2021, 01:07 PM

"გაუპატიურებულ ბავშვზე მერე ბიძებმა იძალადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ...
რაზე გვაქვს პრეტენზია?! არა, ვიცოდეთ მაინც, რომ ნადირები ვართ და გამოქვაბულს დავუბრუნდეთ...
ყველას მოგვეკითხება, თუ ამაზეც გავჩუმდებით!...

მარაზმში ვცხოვრობთ...
ბავშვი, რომელიც გააუპატიურეს, თავს იკლავს და ბაბუა ამბობს, ცოდვა გამოისყიდაო...
ასე მგონია, ქრისტეს მოძღვრებას კი არა, ძველ აღთქმას და კიდევ იმის იქით, ქვის ხანაში არსებულ წარმართობას ვეთაყვანებით...
ბავშვზე იძალადეს, სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, სწორედ იმიტომ, რომ უფრო დიდ ზეწოლას ვერ გაუძლებდა...
თვითმკვლელის საქციელი კი ოჯახის წევრმა შეაქო...
ძალიან მინდა ეს მდგომარეობა კარგად გაანალიზოთ და აღიქვათ...
რისთვის ვართ საერთოდ... რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ ეკლესიებს ვაშენებთ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ...
ამაზე გაჩუმება უფრო დიდ შეცდომებს გამოიწვევს...
მეუფენო, მამანო, მორწმუნენო, ურწმუნონო, ამაზე დავფიქრდეთ... ამ ტრაგედიას შევებრძოლოთ...
უკვე ჩიხიც არ ქვია, აღარც ფსკერი და სიბნელე, ჯოჯოხეთში ვართ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 06:59 PM

"ადამიანი, რომესაც სძულს, არის მკვლელი და, რა თქმა უნდა, თვითმკვლელიც, რადგან სიძულვილით იგი თავის სულს კლავს"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:20 PM

"მთავარი სიცოცხლის წყურვილია, დანარჩენს გაუძლებ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 09:35 PM

"დაკარგული ფული უმნიშვნელო დანაკარგია, დაკარგული დრო - დიდი დანაკარგი, დაკარგული სული (სასოწარკვეთის შედეგი) - ყოველივეს დაკარგვას ნიშნავს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:44 PM

"თვითმკვლელია იგი, ვინც თავს მარადიული ცხოვრების ღირსად არ გახდის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 10:10 PM

"ომის დროს არ იყო იმდენი თვითმკლელობა, რამდენიც ახლა, ჩვენ მშვიდობიან დროს!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 03:44 PM

"თვითმკვლელობა მკვლელობათაგან ყველაზე მეტად არღვევს რჯულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:20 PM

"ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ადამიანებმა მიმართეს სუიციდს იმ მიზეზის გამო, რომ დიდი მოშურნეობით შეუდგნენ გონიერ ლოცვას და აღმოჩდნენ სრულიად მოუმზადებელნი ამისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 12:47 PM

"ფაქიზი სულის მქონე, ღვთისმოსავ და მგრძნობიარე ადამიანებს სიფრთხილე მართებთ, იმიტომ, რომ ეშმაკი თავის კუდს ახვევს მათ გარშემო, რომ კიდევ უფრო მგრძნობიარენი გახადოს ისინი და მოწყინებამდე და ღმერთო დაიფარე და - თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ისინი".

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2022, 07:05 PM

"სასჯელი მკვლელობისათვის - თვითმკვლელობაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 03:04 PM

"თვითმკვლელებად ითვლებიან ისინი, ვინც თავშეუკავებელი ცხოვრებით - ნაყროვანებით, თამბაქოს მოწევით, ლოთობითა და სხვა გარყვნილებით ინადგურებენ ჯანმრთელობას"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 11:40 AM

"იქნებ ვინმემ ვერ გაუძლო მწუხარების სიმძიმეს და თვითმკვლელობა განიზრახა, გონებით მიაგნო საშუალებას თავისი სატანჯველი ამ გზით შეეწყვიტა და ფიქრობდა, რომ ამით გულს ატკენდა თავის მაჭირვებელს?! შეინანეთ უფლის წინაშე!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 10:15 PM

"გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის "ოჯახებში" გაზრდილ ადამიანებს აქვთ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. ასეთ ადამიანებში ძალიან მაღალია სუიციდური მიდრეკილებების მაჩვენებელი. კვლევამ დაადგინა, რომ ასეთ ადამიანებს შორის ბოლო პერიოდში სუიციდის მცდელობა ჰქონდა დაახლოებით 24%-ს. შესადარებლად აღვნიშნავთ, რომ იმავე პერიოდში ნორმალურ ოჯახებში აღზრდილ ახალგაზრდებში სუიციდის მცდელობა არ აღემატება 5%-ს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:15 PM

"თვითმკვლელთა ასაკი, უმეტესწილად, 35 წელზე დაბლაა და ეს ნიშანდობლივია. ეს ის ასაკია, როდესაც ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ადგილი და სწორი მიდგომა ცხოვრებისადმი. ის ან აკეთებს ამას, ან ვერ უძლებს და მიდის ამ ცხოვრებიდან. იმის თქმა მინდა, რომ თვითმკვლელი მხოლოდ ის არ არის, ვინც საკუთარ სხეულს ანადგურებს, არამედ ისიც, ვინც უარს ამბობს საკუთარი თავის შეცნობაზე, განვითარებაზე და ამ უარს გამოხატავს პროტესტის სხვადასხვა ფორმით: ნარკოტიკი, აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ცხოვრების ფუჭად გაფლანგვა. ეს ფარული თვითმკვლელობაა, უბრალოდ, ნელი მოქმედების ნაღმია"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 09:34 PM

"ტოლსტოი ამბობდა, თოფს ვმალავ, როდესაც ტყეში მივდივარ, რომ თავი არ მოვიკლაო"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:52 PM

"ქარს მოჰქონდა მის სულში შორეული ხმა, რომ თვითმკვლელობა დიდი ცოდვაა"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:48 PM

"შემაშფოთებელია სუიციდის ზრდის ტენდენცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2018-2019 წლების მონაცემებით, ყოველ წელს მსოფლიოში 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ასი წლის წინ კი ეს ციფრი 8-10-ჯერ ნაკლები იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:02 PM

"თვითმკვლელთა შორის მხოლოდ 10%-ია ფსიქიკურად დაავადებული. დანარჩენები კი ფსიქიკურად ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ ჰქონდათ პიროვნული კრიზისი. უფრო სავალალო კი ის არის, რომ ერთ ჩადენილ სუიციდს ოცი თვითმკვლელობის მცდელობა ეფარდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 06:12 PM

"ერთ მდიდარ პეტერბურგელ ქალს ერთი წლის ბიჭი ჰყავდა. ერთხელ ბავშვი ავად გახდა. აღარაფერი შველოდა. ფაქტობრივად ბავშვის ბედი გადაწყვეტილი იყო. მაშინ დედამ მოძღვარ იოანე კრონშტადტელს სთხოვა, ელოცა მისი მომაკვდავი შვილის გამოჯანმრთელებისთვის. ბერმა წირვა აღავლინა. დედის საბედნიეროდ ბავშვი გამოკეთდა.

გადიოდა წლები... დედა ტკბებოდა შვილის ცქერით. მეცხრამეტე წელში რომ გადადგა, ვაჟს ქალიშვილი შეუყვარდა. მან კი არ უპასუხა მის გრძნობას. ვაჟი დეპრესიაში ჩავარდა, ძლიერ განიცდიდა უპასუხო სიყვარულს, ბედს ვერ ეგუებოდა, მაგრამ ამით არაფერი იცვლებოდა - ქალიშვილმა ის არ შეიყვარა.

ამჯერად დედა უკვე უძლური იყო რამე ეშველა მისთვის. გულგატეხილმა ვაჟმა... თავი მოიკლა.

"დღემდე ვერ მიპატიება ჩემი თავისთვის, რატომ დავიხსენი მისი სიცოცხლე მამა იოანეს მეშვეობით", - მოთქვამდა უბედური დედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 01:28 PM

წმ. ნიკოლოზმა გადაარჩინა თვითმკვლელი

"მგონი არ არსებობს მორწმუნე ადამიანი, რომელსაც არ დახმარებია წმ. ნიკოლოზი.

ჩვენ შეგვემთხვა ასეთი რამ: შეგვატყობინეს, რომ ჩვენი ნაცნობი აპირებდა თავის მოკვლას. ჩვენ მეზობელ ქალაქში ვიყავით, დაახლოებით 40 კმ-ში. ჩემი ქმარი სასწრაფოდ გაემართა იქ. მე კი დავემხე წმ. ნიკოლოზის ხატის წინ და დავიწყე მხურვალე ლოცვა, რათა მას გადაერჩინა ეს უბედური ადამიანი...

წუთები გადიოდა... როგორც აღმოჩნდა, ჩემმა ქმარმა მიუსწრო: თავის მოკვლის რამოდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - იარაღმა არ გაისროლა (ეს კაცი იყო მონადირე), შემდგომ კი თავის ჩამოხრჩობის მცდელობისას ჩამოწყდა თოკი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 01:55 PM

"მატრონამ [მოსკოველი] გააფრთხილა: "არასოდეს თქვათ, სიცოცხლე აღარ მინდაო, თვითმკვლელობის ფიქრიც კი უნდა მოინანიოს ადამიანმა, ყველა წყენა და განსაცდელი უნდა მოითმინოთ და ღმერთი თქვენც მოგითმენთო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 07:59 PM

"მოგვითხრობს ოპტინელი მუშა ნიკოლაი "ი".: "ცხოვრებაში ისეთი საშინელი ცოდვა ჩავიდინე, რომ გადავწყვიტე, თავი ჩამომეხრჩო. მივდიოდი ოპტინაში ტყე-ტყე და მთელი გზა ვტიროდი. იეროდიაკონმა ვლადიმირმა რომ შეიტყო, რა მჭირდა, მითხრა: "სასწაფოდ მამა ვასილისთან [ახალმოწამე, ოპტინელი] უნდა მიხვიდეო" და მასთან სენაკში მიმიყვანა.

მამა ვასილი მაშინ სენაკში თავის ბერულ კაბას რეცხავდა და შინაურულად იყო ჩაცმული - ძველი, მუხლებზე გადაკერებული ჯინსები და მოხერის სვიტერი იმდენად გაცვეთოდა, რომ ლამისაა გამჭვირვალე გამხდარიყო. 15 წუთი ვისაუბრეთ. მახსოვს, მამა ვასილიმ მითხრა: "თუ შეგიძლია - აპატიე შენს თავს, და თუ არ შეგიძლია - წადი". კიდევ ვილოცეთ. მისგან იმდენად გახარებული გამოვედი, რომ ვიდექი და ვიცინოდი! 15 წუთის წინ ვინმეს რომ ეთქვა, გაიცინებ და ცხოვრების სიხარული დაგიბრუნდებაო, არ დავიჯერებდი. ახალ კი შევხაროდი ბერს - მშობლიურ ადამიანს! ჩემი ორმოცწლიანი ცხოვრების განმავლობაშია ასეთი ლამაზი ადამიანი არ შემხვედრია.

ამის მერე აღსარებას მამა ვასილის ვაბარებდი, გადავწყვიტე მეთხოვა, რომ სულიერ შვილად მივეღე. მაგრან სანამ ვთხოვე, მამა ვასილი გარდაიცვალა. მას მერე თვენახევარი მონასტერში ვეღარ მივდიოდი, სულ ვტიროდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 07:41 PM

"რატომ მოსდის ადამიანს თავში ასეთი ფიქრი, რომ მე გინდა თუ არა თავი უნდა მოვიკლაო! რატომ იღუპავს სამუდამოდ თავის სულს? იმიტომ, რომ, როგორც იტყვიან, ეშმაკს მიყიდა სული. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩემო კარგებო. ეს არ არის ადვილი საქმე, ამას ვერ მოერევა ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანი"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 07:56 PM

"ძალიან გახშირდა თვითმკვლელობები, ანუ ეშმაკისათვის სულის მიყიდვა"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2023, 06:37 PM

" - გერონდა, ზოგიერთი ადამიანი, შეხვდება თუ არა ცხოვრებაში რაიმე სირთულეს, მზად არის, თავი მოიკლას.

- ეს ეგოიზმია. თვითმკვლელთა უმეტესობა ყურს უგდებს ეშმაკს, რომელიც შთააგონებს მათ, რომ თვითმკვლელობით ბოლო მოეღება მათ შინაგან ტანჯვას. ასეთი ადამიანები ეგოიზმის გამო იკლავენ თავს. აი, მაგალითად: თუ ადამიანმა რაიმე მოიპარა და შემდეგ ეს ქურდობა გაცხადდა, ქურდი შეწუხებულია იმით, რომ სახელი გაუტყდა და ნაცვლად მონანიებისა და აღსარებისა, რომ სული მარადიული ტანჯვისგან იხსნას, თავს იკლავს. სხვა თავს იმიტომ იკლავს, რომ პარალიზებული შვილი ჰყავს. "რატომ უნდა მყავდეს მე პარალიზებული ბავშვი?" - ამბობს ასეთი ადამიანი და სასოწარკვეთაში ვარდება; მაგრამ, თუ ბავშვის ავადმყოფობა მისი ბრალია და იგი ამას გრძნობს, უნდა მოინანიოს. როგორ შეიძლება თავის მოკვლა და ბავშვის უპატრონოდ დატოვება? განა ამის შემდეგ მისი დანაშაული ბავშვის წინაშე არ დამძიმდება?

- ხშირად გვესმის, რომ ადამიანმა თავი მოიკლა, რადგან სულიერად ავადმყოფი იყო.

- სულიერად ავადმყოფებს, რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ, რადგან მათი გონება წესრიგში არ არის. ასეთ ადამიანს შეიძლება ღრუბლების გროვამაც კი აუფორიაქოს სული. მაგრამ იმ თვითმკვლელებზე, რომლებიც არ არიან სულიერად დაავადებულნი, ეკლესია არ ლოცულობს, ისევე როგორც არ ლოცულობს გარდაცვლილი ერეტიკოსებისთვის. მათ მღვდელი კვეთისას არ იხსენიებს და არ იღებს მათ სახელზე ნაწილებს, რადგან ეს ადამიანები თვითმკვლელობით უარს ამბობენ სიცოხლეზე, სძულთ იგი. სიცოცხლე კი ღვთის საჩუქარია. ასეთი ადამიანები თითქოს სახეში ახლიან უფალს ამ საჩუქარს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2023, 07:23 PM

"დროის უქმობასა და უდებებაში ფლანგვა, მემთვრალეობა და ღრეობა ადამიანთა მოდგმის საერთო სირცხვილია, შეიძლება ითქვას, რომ იგი ნებაყოფლობითი სიგიჟეა, გახანგრძლივებული თვითმკვლელობაა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:49 PM

"ათონის მთის ერთი ბერი გვიამბობს: "სამხედრო სამსახურის დამთავრებამდე, შვებულებით, მამა პაისთან [ათონელი] მივედი. ჩემს პირად საკითხებზე ვესაუბრებოდი და შემდეგ ჩემი მეგობრის შესახებ ვუამბე. მას დაქორწინება უნდოდა ერთ გოგონაზე, მაგრამ გოგონას მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. ჩემი მეგობარი ისე განიცდიდა ამ ამბავს, რომ თავის მოკვლა სურდა. ათონიდან შინ დავბრუნდი. რამდენიმე დღეში მეგობარს შევხვდი და მითხრა: "ვცდილობ ჩემი თავი გავანადგურო, მაგრამ არ შემიძლია, რაღაც მიშლის ხელს".

სამხედრო სამსახურის შემდეგ გადავწყვიტე ათონზე დამკვიდრება და ბერად აღკვეცა. იმ დროს კიდევ შევხვდი მამა პაისს, ჩემს მეგობარზე მკითხა. მე კი მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მამა პაისი მთელი ამ დროის განმავლობაში მისთვის ლოცულობდა. სწორედ მისი ლოცვები უშლიდა ხელს თავის მოკვლაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2024, 07:46 PM

"პანაგუდაში" ერთი აღელვებული ახალგაზრდა მოვიდა, ხელში თოკი ეჭირა: "ან დამეხმარები მამაო და ან თავს ჩამოვიხრჩობ, შენს წინაშე". მამა პაისმა [ათონელი] არქონდარიკისკენ წაიყვანა და დიდხანს ესაუბრა. ახალგაზრდა გახარებული და სიმშვიდით სავსე სახით გაშორდა მას. მამა პაისი თავად იყო მშვიდი და დამამშვიდებელი, ბევრჯერ შეარიგა ბავშვები მშობლებთან, ცოლ-ქმარი, დირექტორები - თანამშრომლებთან, და ყოველი სული, ვინც მას უახლოვდებოდა ღმერთთან სიახლოვეს გრძნობდა, მაგრამ უპირველესად მამა პაისი საკუთარ თავს ამშვიდებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 08:00 PM

"არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.

ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2024, 11:42 AM

"როცა ცხოვრობ პრინციპით "მიიღე ცხოვრეისგან ყველაფერი" - ყველაფერი შენთვისაა შექმნილი, ისარგებლე, გაიხარე, არაფერზე დაფიქრდე. განაგდე ეჭვები, შენ სამყაროს ცენტრი ხარ, ყველაფერი შენთვისაა, არ ჩაიციკლო პრობლემებზე, ებრძოლე სირცხვილის გრძნობას და კომპლექსებს - ასეთი განწყობით ადამიანი მალევე იქანცება და "ცვდება".

ის თითქოს ერთვება დაჩქარებული ცხოვრების რიტმში - ყველაფერი გასინჯოს, ყველაფერი მოასწროს, და შედეგად,ისე, რომ ვერ გაიგებს ცხოვრების ნამდვილ სიხარულს, ცხოვრების ნაგავსაყრელზე ხვდება, სულიერად და ხორციელად დანგრეული, ან ცხოვრებას თვითმკვლელობით ამთავრებს, ჰგონია რა, რომ ამით დაასრულებს ყველა უბედურებას. ვერც კი ხვდება, რომ ამით მარადიულ მწუხარებაში უშვებს საკუთარ სულს. რაც ყველაზე საშინელია - ასეთ ადამიანებს ხომ უკვე ვერავინ უშველის - ეკლესია არ ლოცულობს თვითმკვლელებზე. მათ არ უგებენ წესს და ცალკე მარხავენ კიდეც, რამეთუ მათ ხელყვეს შემოქმედის მთავარი ჯილდო - საკუთარი ცხოვრება, თავად ღმერთიც შეიძულეს და მისი მოწყაელბაც, რა საშინელებაა ჯოჯოხეთი. უსინათლობა, უნუგეშობა, უსიყვარულობა... ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 09:19 PM

"თვითმკვლელთა საფლავებიდან მათი და მათი გამცრუებელი ქვეყნის შემოქმედი ღმერთისადმი წყევლის შავი ალი ვარდება. ეს - ეშმაკისადმი ლოცვაა. თვითმკვლელების საფლავებზე მარადიული ღამეა. ამ საშინელი სამარხებიდან სიცივე ამოდის სწორედ ისე, ყინულოვანი ხელი რომ კუმშავს იმის გულს, ვინც უეცრად ღრმა და უძირო უფსკრულის კიდეზე აღმოჩდნება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2024, 07:36 PM

"სიკვდილის ყველაზე ტრაგიკული სახეობაა - თვითმკვლელობა. თვითმკვლელი საკუთარ თავს ცოცხალთა სიიდან შლის, მაგრამ მკვდრებსაც არ სურთ მისი მიღება. ძველად თვითმკვლელებს სასაფლაოზეც არ მარხავდნენ, მათ საფლავებს არ ასხივოსნებდა ჯვარი, საფლავის ქვაზე სანთელს არ ანთებდნენ. მათ სადღაც, გზის განაპირას, ადამიანის საცხოვრებლისაგან მოშორებით მარხავდნენ და როგორც კეთროვნებს, ისე გაურბოდნენ"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)