IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს???
†სერგი†
პოსტი Nov 28 2013, 12:34 AM
პოსტი #61


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



მასეთი ლოგიკით შმაგი ერთად ერთია რომელიც ჭეშმარეტებას ფლობს... ეგ და რასელი იქნებიან მარტო სასუფეველში და ჭადრაკის თამაშში ამოხდებათ სული (იქაც) biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 28 2013, 09:14 AM
პოსტი #62


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



როგორ მოხდა აქმდე რომ არ დაწერა რამე... ველოდებით შმაგის თავისი უნივერსალური ლოგიკით და თეოლოგიის ცოდნით როგორ აგვიხელს თვალებს biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ellisabed
პოსტი Dec 23 2013, 05:20 PM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 22-December 13
წევრი № 13,479



არარსებიბს ცოდვა რომელიც ღვთის მიმტევებლობას აღემატება...უკანასკნელ ჯამს მოსულს უფალი პიველ ჯამს მოსულისგან არ გაარჩევს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 23 2013, 10:55 PM
პოსტი #64


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Nov 27 2013, 03:29 PM) *

esre ars cheshmariteba
კი არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მარა ისეთი დამიწერე გვერდით თემაში მარტო მე დამტოვე პასუხის გარეშეო, რომ გული მომილბა biggrin.gif

ისე კი ძალიან ვრცელ საკითხს მეკითხები და ორი სიტყვით ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებ, პოლემიკისთვის არ გიწერ.

მოკლედ, როდესაც ადამიანის, კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორია და მისი საღვთისმეტყველო შინაარსი. როგორც შესაქმისეული უწყება გვეუბნება ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. სხვა თვისებებთან ერთად, მართლმადიდებლური სწავლებით, ის ფლობდა უხრწნელებას, უკვდავობას და ტკიბილგანუცდელობას, ანუ იყო ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ანუ ის მკვიდრობდა რა სამოთხეში, რომელიც განშორებული იყო ყოველგვარ დაშლადობასა და ხრწნადობას, ამის შესაბამისად ადამიანიც იყო უხრწნელი და უკდავი, უფრო კი პირიქით, რადგან ადამიანი ასეთი იყო, ამის შესაბამისად მისი საცხოვრებელიც უხრწნელი იყო, ანუ საცხოვრებელი და მცხოვრები შეესაბამებოდნენ ურთიერთს.

რამდენადაც მოხდა ადამიანის ცოდვით დაცემა, და ადამიანური ბუნება გარდაიქმნა უხრწნელებიდან ხრწნად მდგომარეობაში, უკვდავობიდან მოკვდავ მდგომარეობაში და ტკივილგანუცდელობიდან ტკივილგანმცდელ მდგომარეობაში, ცხადია, რომ ხრწნადი და მოკვდავი ადამიანი უხრწნელ და უკვდავ გარემოში ვერ იცხოვრებდა, ანუ სამოთხე სრულიად შეუსაბამო იყო ადამიანის მდგომარეობისა. ანუ შესაქმის წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი გამოაძევა სამოთხიდან, მაგრამ ეს გამონათქვამი პირობითია, რეალურად კი ადამიანი სამოთხეში ვეღარ შენარჩუნდებოდა, ანუ სამოთხე მისთვის დაიკარგა.

ძალიან მოკლედ ეს გახლავთ ადამიანის ცოდვით დაცემისა და მისი სამოთხიდან გამოდევნის ისტორია.

რატომ ხდება აუცილებელი უფლის განკაცება?

როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, რამდენადაც ცოდვით დაცემულ ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გამოხსნა (ანუ გამარჯვება ბოროტებაზე), ანუ საკუთარი თავის გარდაქმნა კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში, და რამდენადაც ადამიანი ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას (ამიტომაც მოხდა მისი დაცემა), შესაბამისად მას კიდეც რომ შეძლებოდა საკუთარი თავის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა, ეს გამოხსნა კვლავ არამყარი იქნებოდა, ანუ კვლავ იქნებოდა (მისი ცვალებადობის თვისებიდან გამომდინარე) იმის საფრთხე, რომ ადამიანი დაეცემოდა. ეს არ შეეძლო ანგელოზსაც, რამდენადაც ისიც, როგორც ქმნილება, ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას.

გარდა ამისა, როგორც ღვთისმეტყველთა მთლიანობა მიუთითებს, გამოხსნა აუცილებლად იმის მიერ უნდა მომხდარიყო, ვინც დაეცა, ანუ ადამიანს თავად უნდა დაემარცხებინა ბოროტება, გამომდინარე ყოვლადსამართლიანობის პრინციპიდან. ღმერთს რა თქმა უნდა შეეძლო ერთი სიტყვით მოესპო ბორტება, დაეხსნა ადამიანი, ანუ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ეს იქნებოდა აგრეთვე არსამართლიანიც, ანუ ბორტებას მიეცემოდა საბაბი თქმისა, რომ თუკი ადამიანი დაეცა არამძლავრებითად, ანუ მისივე უნიათობით (ეშმაკი ოდენ შემაცდენელია), რატომ მოხდა გამოხსნა მძლავრებითად.

აქედან გამომდიანრე, გამოხსნა რომ მყარი ყოფილიყო, ანუ კვლავ დაცემის საფრთხე რომ მოსპობილიყო, და აგრეთვე სამართლიანობის პრინციპიც რომ დაცული ყოფილიყო, უფრო კი ადამიანის თავისუფალი ნება, თვით ყოვლად უცოდველი, ბუნებით უცვალებელი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი. ანუ ძე ღმერთი პიროვნება, რომელიც მარადიულად ფლობს საღვთო ბუნებას, ამავე ჰიპოსტასში იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი, ერთარსი კაცობრიობისა. ანუ ის არ არის პიროვნულად ადამიანი, არამედ პიროვნულად ღმერთი, რომელიც ფლობს საღვთო ბუნებას და ადამიანურ ბუნებას, ანუ ის არის ღმერთკაცი, საღვთო ბუნებით ერთარსი მამისა და სულისა, ხოლო ადამიანური ბუნებით ერთარსი კაცობრიობისა.

მაცხოვარმა მიიღო ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნება, ყოველგვარი ცოდვისა და ბიწის გარეშე, ანუ ის ადამიანური ბუნება, რომელიც იყო ხრწნადი (ვგულისხმობ შიმშილის, წყურვილის, დაღლის და სხვა თვისებებს), მოკვდავი და ტკივილგანმცდელი, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე, ყველა გარდაცვლილი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა, რამდენადაც სამოთხის კარი ადამიანისთვის დახშული იყო, ანუ ჯოჯოხეთისეული ბოროტება მძლავრობდა ადამიანის სულზე და ყოველი ადამიანის სულს სწორედ ის იტაცებდა. აი სწორედ ამიტომ ვეთაყვანებით ჯვარს და მივაგებთ უდიდეს თაყვანისცემას, რომ სწორედ ჯვარზე მოხდა ის, რამაც ეს "ტრადიცია" დაარღვია, რამდენადაც აღესრულა რა მაცხოვარი ჯვარზე, ბოროტებამ ვეღარ იმძლავრა მაცხოვარზე და აღმოჩნდა იგი განგმირული, ანუ დაირღვა მისი მძლავრება და ის ძალაუფლება, რაც მას ქონდა მთელი ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანზე.

და რამდენადაც მაცხოვარი ბუნებით იყო ერთარსი კაცობრიობისა, თუნდაც ერთი ადამიანური ბუნების მქონე პიროვნების გამარჯვება ბოროტებაზე ნიშნავს იმას, რომ უკეთურება დამარცხებულია ადამიანთან.

ამის შემდეგ კი არის აღდგომა, რა დროსაც მაცხოვარის ადამიანური ბუნების გარდაქმნა ხდება კვლავ თავდაპირველ, ანუ სამოთხისეულ მდგომარეობაში. რამდენადაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში შეუსაბამო იყო სამოთხისეულ ყოფასთან, ამიტომ ხდება მისი კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში გარდაქმნა, რომ ის უცხო არ იყოს სამოთხისთვის, ანუ მისი ბუნებითი სამშობლოსთვის (სხვათაშორის ამიტომ დგას ადამიანი ლოცვისას აღმოსავლეთით მიბრუნებული, როგორც მისი ბუნებითი სამოშობლოსკენ მომზირალი (შესაქმისეული სიტყვებით სწორედ აღმოსავლეთით იყო სამოთხე). ხოლო კვლავ რატომ რჩება ადამიანი ამ ხრწნად მდგომარეობაში, ამას თავისი განგებულებითი მიზანი აქვს და ეს სხვა საკითხია, ისე კი ადამიანური ბუნება გამოხსნილია და მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში გარდაიქმნება, როგორშიც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ.

ერთიც, მართალია მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ყველა ცხონებულია, ყველა გამოხსნილია, მაგრამ ყველა ცხონებული არ არის და ამაშია სწორედ საღვთო სამართლიანობა, რომ რამდენდაც ადამიანმა თავისუფალი ნების გამოვლინებით უარყო შემოქმედი, ასევე თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს მასთან დაბრუნება, ანუ ადამიანმა პიროვნულად უნდა იღვაწოს და ინდომოს ცხონება.

თუ რამე გაუგებრად არის დაწერილი, დაზუსტება შესაძლებელია.



მაცხოვარმა გამოიხსნა , არა ადამიანური ბუნება , არამედ ადამიანი! დავით რა არის ეს ადამიანური ბუნება ერთი გამაგებინე თუ ღმერთი გწამს! biggrin.gif ღვთაებრივი ბუნება ვიცით , მაგრამ ადამიანური ბუნება??? ასეთი რამ საღვთო წერილში არსად წერია. პავლე მოციქული აღნიშნავს რომ ადამიანი შექმნილია ღვთი_ სამებრ , ის მიმსგავსებულია ღმერთთან! ასევე ანგელოზებძეც პირდაპირ წერია ბიბლიაში რომ ისინი ღმერთები არიან, ანუ ღვთისმსგავსნი და შესაბამისად არც ანგელოზური ბუნება არ არსებობს! ნუ ყოველ შემთხვევაში საღმრთო წერილში მსგავსი არაფერი გვხვდება რომ ადამიანური და ანგელოზური ბუნება არსებობს

ზემოთ სწორად აღნიშნე , რომ ადამიანი უნდა გამოხსნილიყო ადამიანის მიერ , დიახ ეს ასეა! თვალი თვალის წილო ხო გაგიგია.,,, ანუ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერთკაცი აშკარად ჩრდილავს ადამს , რა არა? blink.gif

პავლე მოციქული ებრაელთა ეპისტოლეში აშკარად საუბრობს რომ იგი (ქრისტე ) ყველაფერში უნდა გამოცდილიყო, რათა მიმსგავსებოდა თავის ძმებს! რანაირად გამოიცდებოდა ქრისტე თუკი მასში ღვთაებრივი ბუნებაც მძლავრობდა? განა საღვთო ბუნების შეცდენა შესაძლებელია? ან ღმერთის გამოცდა როგორ შეიძლება უცნაურია?! მაგრამ თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ, რომ ქრისტე მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , რასაც მე ვამბობ , ანდა უფრო სწორად საღმრთო წერილი, მაშინ უკვე გასაგებია რომ კაც ქრისტეს მართლაც უნდა ესწავლა მორჩილება და ის მართლაც უნდა გამოცდილიყო . ებრ 5:8. სხვათაშორის ჩემი და მამა იაკობის სურათი რომ დევს , სწორედ მაგ მომენტში ვსაუბრობდით ამ საკითხზე , მე ვამბობდი რომ ქრისტე მხოლოდ ადამიანი იყო დედამიწაზე ყოფნისას და ამაზე საპასუხოდ მამაომ კოლოსელთა 2;9 მომიყვანა , უფრო სწორედ აღარ ახსოვდა რომ ეს კოლოსელებში ეწერა და მე მივუთითე რომ ამას ეძებდა ( ლელუაშვილს ეცინებოდა) რომ ჩემ თავს მე თვითონ მოვუძებნე საპირისპირო არგუმენტი biggrin.gif

კოლოსელთა 2:9 ში აღნიშნულია რომ მასში ანუ ქრისტეში მკვიდრობს ხორციელად , ღვთაებრივობის მთელი სავსება! და ჰოი ღმერთმანი რომ ეს ჩემს წისქვილზე ასხავს წყალს ! რატომ? იმიტომ რომ ადამიანური ბუნება არ არსებობს როგორც ვამბობ და შესაბამისად ქრისტეში _ კაც ქრისტეში მთლიანად მძლავრობდა ღვთაებრივი ცოდნა და გონება , რადგან იპოსტასი ხომ უცვლელია ! იესო ქრისტე , გუშინ და დღეს თავადი არს უკუნისამდეც! ესეიგი ქრისტე არასოდეს შეცვლილა და არც შეიცვლება

კოლასელთა 2;9 ხშირად მოყავთ ხოლმე იმის საჩვენებლად რომ ქრისტეში თითქოს ღვთაებრივი ბუნება იყო დამკვიდრებული! დიახ ეს ასეა , მაგრამ იქ პავლე ცოდნის სავსებაზე , ღვთაებრივი სიბრძნის სავსებაზე საუბრობს , რაც რათქმაუნდა ქრისტეში მთლიანად იყო დავანებული რადგან ის იგივე იპოსტასი იყო , ოღონ ადამიანი!

მოდი ყურადღება მივაქციოთ ფსალმუნნის 48 :8 ს და 9 ს აქ საუბარია რომ ძმას ანუ ადამიანს 9არასრულყოფილს ცოდვით დაცემულს) არ შეუძლია ადამიანის გამოხსნა და 9 მუხლი _ძვირია მათი სულის (სიცოცხლის ) გამოხსნა,

კაცო საქმე სიკვდილ სიცოცხლეზე იყო მიმდაგარი და უცებ მართლმადიდებლობა ამტკიცებს რომ ქრისტე სულაც არ მომკვდარა! მხოლოდ ხორცი მოკვდა და ეს ხორცი ანუ სხეული , თავად მაცხოვარმა აღადგინაო!

თუ ქრისტე არ მომკვდარა , მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა , რადგან როგორ გამოიხსნა ქრისტემ სხვა სულები , თუკი თავად თავისი სული არ გაუწირია? blink.gif როგორ გამოგვისყიდა ქრისტემ თუკი მისი ძვირფასი სისხლი , რომელშიც სიცოცხლე იყო არ დაღვრილა? როგორ უპასუხა მან აბელის მართალ სისხლს რომელიც მას შეჰღაღადებდა , თუკი თავისი სისხლი ანუ სიცოცხლე არ გაუწირია მისთვის?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანი და არა რაღაც არარსებული _ ადამიანური ბუნება! ერთი მუხლი მაინც მანახე რომ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება და თუ თავზე არ ჩამოვიმხო მთელი ბიბლია! blink.gif

პასტორი რასელის სიტყვები კვლავ ძალაშია _ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნითი უკუნისამდე!

ციტატა(†სერგი† @ Nov 28 2013, 12:34 AM) *

მასეთი ლოგიკით შმაგი ერთად ერთია რომელიც ჭეშმარეტებას ფლობს... ეგ და რასელი იქნებიან მარტო სასუფეველში და ჭადრაკის თამაშში ამოხდებათ სული (იქაც) biggrin.gif

ნამდვილად არ მინდა რომ მარტო რასელთან ერთად ვიყურყუტო ზეციერ სასუფეველში! არამედ ჩვენ ყველანი ერთად მე შენ დავითი გურამი და სხვანი ყველამ შევსვათ ქრისტეს სასმისიდან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 24 2013, 11:37 PM
პოსტი #65


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 25 2013, 09:05 AM
პოსტი #66


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



esre ars cheshmariteba
შემოვა აფხაზი და გიპასუხებს biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 26 2013, 10:36 PM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(G_saxva @ Dec 25 2013, 09:05 AM) *

esre ars cheshmariteba
შემოვა აფხაზი და გიპასუხებს biggrin.gif

მიპასუხებს დავითი იმიტომ რომ ამოვიცანი უკვე მისი ნამდვილი სახე! დავითი ნამდვილი ქრისტიანია! wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 27 2013, 08:53 AM
პოსტი #68


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



esre ars cheshmariteba
დანარჩენი აქ მყოფი ხალხი არაა? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Dec 27 2013, 04:31 PM
პოსტი #69


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(†სერგი† @ Nov 28 2013, 12:34 AM) *

ეგ და რასელი იქნებიან მარტო სასუფეველში და ჭადრაკის თამაშში ამოხდებათ სული (იქაც) biggrin.gif


ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

ნამდვილად არ მინდა რომ მარტო რასელთან ერთად ვიყურყუტო ზეციერ სასუფეველში! არამედ ჩვენ ყველანი ერთად მე შენ დავითი გურამი და სხვანი ყველამ შევსვათ ქრისტეს სასმისიდან smile.gif


მშვიდად იყავი, მარტო არ იქნები, საკითხავი ისაა, სად არ იქნები მარტო biggrin.gif

P.S.
დალევაზე უარს არ ვიტყვი, მაგრამ ჭადრაკზე უკაცრავად და არცისე კარგი მოთამაშე ვარ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Dec 27 2013, 04:56 PM
პოსტი #70


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

ზემოთ სწორად აღნიშნე , რომ ადამიანი უნდა გამოხსნილიყო ადამიანის მიერ , დიახ ეს ასეა! თვალი თვალის წილო ხო გაგიგია.,,, ანუ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერთკაცი აშკარად ჩრდილავს ადამს , რა არა? blink.gif

არ ჩრდილავს, ადამიანი იდეაში ღმერთკაცი უნდა გახდეს... ნუ ბოლომდე ვერ გახდება, მაგრამ მაქსიმალურად შეუძლია მიუახლოვდეს ღმრთკაცობას. (Limit (ადამიანი, დრო მიდის უსასრულობისკენ)=ღმერთკაცს )

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

მაგრამ თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ, რომ ქრისტე მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , რასაც მე ვამბობ , ანდა უფრო სწორად საღმრთო წერილი, მაშინ უკვე გასაგებია რომ კაც ქრისტეს მართლაც უნდა ესწავლა მორჩილება და ის მართლაც უნდა გამოცდილიყო.

არა, უფრო სწორედ შენ ამბობ მაგას...
ღმერთკაცი რომ იყო, სულაც არ ნიშნავს რომ არ უნდა გამოცდილიყო, გამოცდა მხოლოდ ღმერთს არ სჭირდება. ღმერთკაცს კი...

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

და ჰოი ღმერთმანი რომ ეს ჩემს წისქვილზე ასხავს წყალს ! რატომ? იმიტომ რომ ადამიანური ბუნება არ არსებობს როგორც ვამბობ და შესაბამისად ქრისტეში _ კაც ქრისტეში მთლიანად მძლავრობდა ღვთაებრივი ცოდნა

აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი წისქვილი აქვს ყლვე ადამიანს და იმას ფიქრობს, როგორმე მის წისქვილზე მეტი წყალი ასხამდეს....
ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

კოლასელთა 2;9 ხშირად მოყავთ ხოლმე იმის საჩვენებლად რომ ქრისტეში თითქოს ღვთაებრივი ბუნება იყო დამკვიდრებული! დიახ ეს ასეა , მაგრამ იქ პავლე ცოდნის სავსებაზე , ღვთაებრივი სიბრძნის სავსებაზე საუბრობს , რაც რათქმაუნდა ქრისტეში მთლიანად იყო დავანებული რადგან ის იგივე იპოსტასი იყო , ოღონ ადამიანი!

რაც შენ ახლა აქ აღწერე ზუსტად ეგაა ღმერთკაცი...
ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

კაცო საქმე სიკვდილ სიცოცხლეზე იყო მიმდაგარი და უცებ მართლმადიდებლობა ამტკიცებს რომ ქრისტე სულაც არ მომკვდარა! მხოლოდ ხორცი მოკვდა და ეს ხორცი ანუ სხეული , თავად მაცხოვარმა აღადგინაო!

რას ლაპარაკობ, თუ კაცი ხარ... როდის იძახიან ერთი მართლმადიდებლები არ მომკვდარაო? გააჩერე ნებისმიერი და გეტყვის ქრისტე ჩვენთვის მოკვდაო... სწორედაც რომ მოკვდა, მაგაზე არავინ კამათობს.
ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

მხოლოდ ხორცი მოკვდა

აი ამას ამბობენ მართლმადიდებლები და რა არის ამაში გასაკვირი, ადამიანიც მასე არაა? მარტო ხორცი კვდება...

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

თუ ქრისტე არ მომკვდარა , მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა , რადგან როგორ გამოიხსნა ქრისტემ სხვა სულები , თუკი თავად თავისი სული არ გაუწირია? blink.gif როგორ გამოგვისყიდა ქრისტემ თუკი მისი ძვირფასი სისხლი , რომელშიც სიცოცხლე იყო არ დაღვრილა? როგორ უპასუხა მან აბელის მართალ სისხლს რომელიც მას შეჰღაღადებდა , თუკი თავისი სისხლი ანუ სიცოცხლე არ გაუწირია მისთვის?

გილოცავ, შენ დაამტკიცე ის რასაც მართლმადიდებლებიც ამტკიცებენ, ქრისტე მოკვდა და ჩვენთვის დაღვარა სისხლი...
ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 23 2013, 10:55 PM) *

კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანი და არა რაღაც არარსებული _ ადამიანური ბუნება! ერთი მუხლი მაინც მანახე რომ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება და თუ თავზე არ ჩამოვიმხო მთელი ბიბლია! blink.gif

მე ვერ ვანახებ და ანახეთ ვინმემ რა biggrin.gif მერე სურათი გადაიღე და დადე, მაგრად მაინტერესებს თავზე ჩამომხობილი ბიბლიით როგორი იქნები, იქნებ მერე ჩაწვდე მის ჭეშმარიტ არსს? rolleyes.gif

P.S. ბოდიშს ვიხდი სადმე თუ ზედმეტად ვიხუმრე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 27 2013, 10:55 PM
პოსტი #71


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(MIRDAT @ Dec 27 2013, 04:56 PM) *

არ ჩრდილავს, ადამიანი იდეაში ღმერთკაცი უნდა გახდეს... ნუ ბოლომდე ვერ გახდება, მაგრამ მაქსიმალურად შეუძლია მიუახლოვდეს ღმრთკაცობას. (Limit (ადამიანი, დრო მიდის უსასრულობისკენ)=ღმერთკაცს )
არა, უფრო სწორედ შენ ამბობ მაგას...
ღმერთკაცი რომ იყო, სულაც არ ნიშნავს რომ არ უნდა გამოცდილიყო, გამოცდა მხოლოდ ღმერთს არ სჭირდება. ღმერთკაცს კი...
აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი წისქვილი აქვს ყლვე ადამიანს და იმას ფიქრობს, როგორმე მის წისქვილზე მეტი წყალი ასხამდეს....

რაც შენ ახლა აქ აღწერე ზუსტად ეგაა ღმერთკაცი...

რას ლაპარაკობ, თუ კაცი ხარ... როდის იძახიან ერთი მართლმადიდებლები არ მომკვდარაო? გააჩერე ნებისმიერი და გეტყვის ქრისტე ჩვენთვის მოკვდაო... სწორედაც რომ მოკვდა, მაგაზე არავინ კამათობს.

აი ამას ამბობენ მართლმადიდებლები და რა არის ამაში გასაკვირი, ადამიანიც მასე არაა? მარტო ხორცი კვდება...
გილოცავ, შენ დაამტკიცე ის რასაც მართლმადიდებლებიც ამტკიცებენ, ქრისტე მოკვდა და ჩვენთვის დაღვარა სისხლი...

მე ვერ ვანახებ და ანახეთ ვინმემ რა biggrin.gif მერე სურათი გადაიღე და დადე, მაგრად მაინტერესებს თავზე ჩამომხობილი ბიბლიით როგორი იქნები, იქნებ მერე ჩაწვდე მის ჭეშმარიტ არსს? rolleyes.gif

P.S. ბოდიშს ვიხდი სადმე თუ ზედმეტად ვიხუმრე...

არა პრობლემი არაა! იხუმრე რამდენიც გინდა kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2017, 08:40 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(vaxushti13 @ Oct 31 2013, 08:03 PM) *

როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს???


ნათლობის წინ უნდა თქვას აღსარება და ყველა ცოდვა მოინანიოს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 03:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი