თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართული გვარების წარმომავლობა

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Jun 15 2007, 01:54 PM

მე რადგან გახლავართ ბოლქვაძე აგიხსნით ვინ იყვნენ ბოლქვაძეები და საიდან მოდიან ისინი.

ბოლქვაძენი


,,ბოლქვაძე-ისეთი ძმებია, ბოლს ქვაზე ადენენო", იტყოდნენ ოდესღაც , სისხლით ნათესავ ადამიანებზე, რომელნიც ძველი ქართული ტრადიციიდან გამომდინარე "დიდ ოჯახად" ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში, ბოლსქვაზე - ბოლქვაძედ გადაუგვარდათ მათ შტამომავლობას.

როგორც კვლევა გვიჩვენებს ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი , ოდითგანვე ძირითადად კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში (ბოლქვაძეთა საგვარეულოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიის კვლევა გრძელდება, რომელიც გამოიცემა წიგნად, სავარაუდოთ 2008 ჭ.)
წეპირსიტყვიერი გადმოცემით, ბოლქვაძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე XII-XIII საუკუნეებში მოიხსენებიან.

ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურნი.

1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ.

1761 წლის მამია გურიელის წყალობით წიგნიდან გადასახადებისაგან განთავისუფლებულან ჩეხედელნი აზნაური ბოლქვაძენი ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.

აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი როგორც გურიის სხვადასხვა მხარეში ასევე იმერეთშიც. იმ ავბედობის ჟამს, როდესაც აჭარა საქართველოსგან მოწყვეტილი თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდა, აქ ბოლქვაძეთა გვარი როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი აღებად და ბეგებად (ანზაურებად და თავადებად) იწოდებიან და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობენ. აჭარაში, თურქების ბატონობის დროს (XVII-XIXსაუკ.) Aწარის მკვიდრ ძირძველ ქართულ გვართა შორის არის ბოლქვაძეთა გვარი, რომელთაც გვარი არ გამოუცვლია და მათ თავისი ღვაწლი მიუძღვით ქართულ ეროვნულ-კულტურული ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში.

blink.gif huh.gif
საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შედეგად რუსთა ბატონობის რეჟიმის დამკვიდრების წინააღმდეგ ბოლქვაძენი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ებმეიან და სხვადასხვა დროს აფეთქებული აჯანყებების ერთ-ერთ ხელმძღვანელებად ითვლებიან.

1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის მღელვარების დასაწყნარებლად დამსჯელი რაზმით ჩამოსული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პრუზირევსკი.

1841 წელს გურიის სხვადასხვა მხარეში დაწყებულ ხალხთა მღელვარებას აზნაური აბესა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში, ორგანიზებულად ერთალად შეკრა აჯანყებულები და სასტიკად დაამარცხა რუსთა ჯარო პოლკოვნიკ ბრუსილოვისა...

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა.

ღმერთისა და საქართველოსათვ ის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აზნაურნი ბოლქვაძენი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო საშქარში, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავადთა და აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში ასევე იმერეთშიც.

ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთსი. სამცხე-ჯავახეთსი, ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში (ქიზიყი,შირაქი) ოდიშში...

განსაკუთრებით კომპაქტურადაა დასახლებული: თბილისის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ადიგენის მხარეებში. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანის საერთო რიცხვი 1991 წლის არასრული მონაცემებით 11 000 -ს აჭარბებს.

ქ. ბათუმში 2006 წლის 8 იანვარს დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს განურჩევლად მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა...

ღმერთმა ამრავლოს და ადიდოს გვარი ბოლქვაძეთა და ყოველი გვარი საქართველოსი

ნიაზ ბოლქვაძე

ბოლქვაძეების საგვარეულოს გერბი


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Jun 16 2007, 12:53 AM

http://geogen.ge ძალიან კარგი საიტია სადაც გაეცნობით უამრავ გვარს smile.gif შეიძლება რომელიმე თქვენთაგანმაც შეიტყოს თქვენს გვარზე რაიმე

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jun 16 2007, 11:48 AM

ჩემი გვარი იმერეთიდან მოდის ქუტირიდან,სხვა დანარჩენი ინფორმაცია არ მაქვს

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 16 2007, 09:18 PM

მე თურმანიძე ვარ, ჩემი გვარის შესახებ ასე თუ ისე ვიცი smile.gif აჭარელი ვარ ალბათ ყველას გაგიგონათ თურმანიძეები მეფის კარზე განთქმული ექიმბაშები იყვნენ smile.gif დღესაც არის წამალი "თურმანიძის მალამო".

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2007, 01:17 AM

a-l-e-q-s-a-n-d-r-e

ციტატა
ბოლქვაძენი

თურქეთში ბოლქვაძეები არიან ყადი-ოღლები.

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 18 2007, 12:52 AM

ჩემ გვარზე დიდი არაფერი ვიცი. ერთი ისა რომ კახური წარმოშობისაა, მაგრამ ჩემი დიდი წინაპრები ქართლში ცხოვრობდნენ.
ჯანგულაშვილი ვარ და ვინმეს თუ რაიმე ცნობა გაქვთ დიდად გამახარებთ smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 18 2007, 01:12 AM

di_onise

ციტატა
აუ ჩემ გვარზე დიდი არაფერი ვიცი. ერთი ისა რომ კახური წარმოშობისაა, მაგრამ ჩემი დიდი წინაპრები ქართლში ცხოვრობდნენ.
ჯანგულაშვილი ვარ და ვინმეს თუ რაიმე ცნობა გაქვთ დიდად გამახარებთ

სამების საპატრიარქო გუნდის რეგენტი სიმონ ჯანგულაშვილი.
ისე, სიმონი ნათლობის სახელია და სინამდვილეში არის - ჯიქი ჯამბულის ძე ჯანგულაშვილი - სოფელი ტაბახმელადან. IPB-ს სურათი

ალბათ მაქეთ უნდა მოიძიო, ტაბახმელასაკენ.

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 18 2007, 01:15 AM

ვეშაპო

ვიცი კი ტაბახმელაშიც ბევრნი ვართ, მაგრამ როგორც ვიცი კახურია ეს გვარი წარმოშობით და ეგ მაინტერესებს. ისე სხვაგანაცაა ცოტ-ცოტა გაბნეული
wink.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 18 2007, 01:21 AM

ციტატა(ვეშაპო @ Jun 17 2007, 02:17 AM) *

a-l-e-q-s-a-n-d-r-e

თურქეთში ბოლქვაძეები არიან ყადი-ოღლები.



სხვათაშორის აჭარაში ბოლქვაძეებს ყადი-ოღლები-თაც მოიხსენიებენ

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 18 2007, 01:50 AM

ციტატა
ჩემი გვარი უძველესია თავადური გვყავდა კარგი მამულისშვილები ნუ ერთი შადიმანი გამოგვერია ცუდად


მე ისეთი მოკრძალებული გვარის ვარ, არ მეგონა აქ საერთოდ თუ შემოვიხედავდი, მაგრამ ამ პოსტს ვერ ავუქცვიე გვერდი.

მარიტა,

ბარათაშვილი უბრალოდ თავადური გვარი კი არა ერთერთი უდიდესი გვარია საქართველოში.

რაც შეეხება შადიმანს, ამას ალბათ გიორგი სააკაძის კინოდან ამბობ, თორემ სინამდვილეში დააკონკრეტეო რომ იკითხო, არაფერი ისეთი არ გაუკეთებია იმ კაცს, რასაც სხვები არ აკეთებდნენ!

მე ძალიან გული მტკივა, როდესაც კარგი გვარის ხალხი არ აქცევს თავის ჩამომავლობას ყურადღებას, ამიტომ აუცლებლად უნდა გამოარკვიო მთელი შენი წინაპრები და ასევე გადასცე შთამომავლობას, ვალდებული ხარ )))

იცოცხლე!

ისე, გენელაოგიური ხე მაქვს ბარათაშვილების, თუ არ გაქვს ან გინდა შეადარო, დამიკავშირდი.

ციტატა
სხვათაშორის აჭარაში ბოლქვაძეებს ყადი-ოღლები-თაც მოიხსენიებენ


ალბათ ერთერთი ბოლქვაძე მოსამართლე ანუ ყადი გახდა ჰა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2007, 10:43 AM

გუშინ ტელევიზორში თქვეს და პირველად მოვისმინე, რომ გელაშვილების ერთი შტო ღუდუშაურებიდან მოდის, რამაც ძალიან გამახარა smile.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 18 2007, 03:00 PM

წურწუმიებზე არაფერი იცით.?


პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 18 2007, 03:09 PM

::სალომე::
დედით ჯაყელი გახლავართ smile.gif ალბათ გეცნობათ ეს გვარი. მე ძალიან მიხარია რომ მემნა და ბოცო ჯაყელები იყვნენ...და კიდევ ბევრი კარგი ადამიანი იყო ჯაყელიsmile.gif (იხ.საქართველოს ისტორია)

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Jun 18 2007, 09:42 PM

ხუციშვილი

ანუ ხუცესების შვილი
მემგონი კარგი გვარი მაქვს

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 19 2007, 10:54 AM

მე გურული ფოცხიშვილი ვარ!:) ჩემი გვარის წარმოშობა ასეთია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომიყვენ: თურმე ადრე სანადირააძეები ვიყავით, მერე, რომელიღაც ჩვენ წინაპარს თავისი ბატონი მოუკლავს და გაქცეულა........ არვიცი სად იმალებოდა, მაგრამ გვარშეცვლილი კი დაბრუნებულა უკან. ამ კაცს მამუკა ერქვაო

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jun 19 2007, 10:58 AM

მე სოლოღაშვილი ვარ, აი ჩემი გვარის ისტორია:

"ესენი არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინა-პარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელითაც მიიღეს მამადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და აირან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა."

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jun 20 2007, 05:13 PM

http://imageshack.us
აბაშიძეების საგვარეულო გერბი

http://imageshack.us
argutashvilebis sagvareulo gerbi

http://imageshack.us
avalishvilebis sagvareulo gerbi

http://imageshack.us
amilaxvrebis sagvareulo gerbi

http://imageshack.us
andronikashvilebis sagvareulo gerbi

მე თვითონ გოგებაშვილი ვარ, წარმოშობით მესხეთიდან ვართ, საგვარეულო გერბიც გვაქვს და თურმე საგვარეულო კარის ეკლესიაც გვქონია, მაგრამ ეხლა არ ვიცი არსებობს თუ არა ეს ეკლესია,სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Alterego თარიღი: May 3 2013, 03:13 PM

ეკლესიურად ჩვენი გვარი არის წმინდა,ამიტომაც მოინათლნენ საეკლესიო აზნაურებდ გაბუნიები! სოლომონ 1 ტახტიდან ჩამოაგდეს, რის შემდეგაც შეკრიბეს 1000 ფიცის კაცი და ტახტზე დააბრუნეს, ერთ-ერთი ფიცის კაციდან გაბუნია იყო. ეს წერია პირთა ანოტირენულ ლექსიკონის მე-2 ტომში. ასევე წერია 1578 წელს პირველად გაბუნიას გვარი გამოჩნდა, მე-16 საუკუნის მე-2 ნახევარი, გახშირდა მე-12 და მე-13 საუკუნეებში სულის კაცები, ესეიგი ბიჭვინთისა და გელათის ეკლესიების მამები, ანუ სულის კაცები - სოციალური მდგომარეობა-იოანე ბატონიშვილი. ამ წიგნში გაბუნიები მოხსენებულია არა ტახტის აზნაურები, მე-5 საუკუნიდან ურიისტანის გაბაიდები, ოდიშის მკვიდრები იყვნენ, სოფელი ბანძაიმერეთში მათი რაოდენობა 6400 კაცია, გიორგი ჭყონდიდელი-გაბუნია ტახტის აზნაურები, დიდნი აზნაურნი, პირველი იყო თეოფანე გაბუნია და მერე მისი შვილი გიორგი ჭყონდიდელი, ეს ვახუშტის წიგნში წერია, დადიანები გაბუნიას ქალებს თხოულობდნენ ჯიშისა და სილამაზის გამო-ეს თედო სახოკას წიგნშია.ასევე კაც გაბუნიებს ნიკაპი ჩაჩხვლეტილი აქვს.
ავგუსტ კეისარი ტახტზე გაბუნიას -გაბ-ინიას ბრძანებით ავიდა იმ დროს სენატორი ყოფილა, ესეც წერია ენციკლოპედია ,,ბრიტანიაში: საჯაროში არის.
არის ასეთი დღესასწაული ჭვენიერობა, აღდგომის მეორე კვირას ესეც ჩვენი გვარის დღეობაა.
ხოლო ურისტანი არის: "ქვემო ნაწილი პალესტინისა - ურიასტანი, შედარებით გალილეასთან, არის ხმელი, უნაყოფო კლდიანის ნიადაგით, ხოლო გალილეა ფრიად ნაყოფიერია". ვინმეს ებრაელები არ გეგონოთsmile.gif) ისე ეს ის ადგილია სადაც მაცხოვარი იშვა და გაიაზრდა (თითქმის იქვეა).

გაბუნია - ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი გვარია. 1995 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საპასპორტო მონაცემებისა და მეტრიკული ამონაწერის მიხედვით, საქართველოში (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით) დაფიქსირდა 6389 სული. ქვეყნის მასშტაბით ამ გვარს 46-ე ადგილი უჭირავს (იხ. ა. სილაგაძე, ა. თოთაძე, 1997, გვ. 52, 282). გაბუნიები ცხოვრობენ ბანძაში (68 კომლი), გეზათში (43), სუჯუნაში (17), ორსანტიაში (12), ჩხორიაში (11), ქვ. ქვალონში (9), ნაჯახაოში (8), დიდ ნეძში (7), მარანში (7), შამგონაში (7), თამაკონში (6), კურზუში (6), წალენჯიხასა (6) და ა. შ. (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ. 65).
გაბუნია - გეგუთი, დიხაშხო, ზედა ბაში, ინაშაური, სამტრედია, საქარა, უკანეთი, ღორეშა, შუამთა, ჩხერი, ჭალატყე, ჭყვიში

გაბუნია – წალენჯიხა, ბანძა, გეზათი, სუჯუნა, ორსანტია, ჩხორია, ქვემო ქვალონი, ნაჯახაო, დიდი ნეძი, მარანი, შამგონა, თამაკონი, კურზუ, მენჯი, ლექაჯიე

ინფორმაცია მოპოვებულია:
გაბუნია – კაცია [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV]
გაბუნია – გვ. 43, 52 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I]; გვ. 18, 157 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი II]

ლეგაბ(უ)ნე ტყე-ფერდობების სახელწოდებაა ახუთში, ოწყარიის მარცხენა ნაპირას; საგაბუნიო უბანი იყო აბედათის თემის საკრებულოში (ლექაჯაიე), რომელსაც დღეს ეწოწონეს (საწოწონავო) ეძახიან. ეს უბანი უწინ კინტირაიების გვარით ყოფილა დასახლებული, რომლებიც ბანძელი გაბუნიების ყმები ყოფილან (იხ. პ. ცხადაია, 2000, გვ. 65). ეგაბუნე (საგაბუნიო) გაბუნიების დასახლებაა სოფელ ბანძაში, მდ. აბაშის მარცხენა ნაპირას. ბანძელი გაბუნიები ფაღავების აზნაურები იყვნენ (იხ. ო. სოსელია, III, 1981, გვ. 190; ი. კეკელია, 2007, გვ. 36).

აკად. ს. ჯანაშიას გაბუნია ორმაგი სუფიქსაციით წარმოქმნილ გვარად მიაჩნდა, სადაც გამოყოფდა გაბ- ფუძეს და -უნ (საერთო ქართველური -ან სუფიქსის მეგრული ვარიანტი) და -ია სუფიქსებს. (ს. ჯანაშია, III, 1959, გვ. 41). გ. ელიავას ვარაუდით გაბუნია გაბის პატრიარქალული ძირიდან უნდა მოდიოდეს (გ. ელიავა, 1998, გვ. 15).

გაბუნია იხსენიება XVI საუკუნის ერთ საეკლესიო საბუთში, საიდანაც ვიგებთ, რომ გეგუთში მცხოვრებ იოვანე გაბუნიას ემართა ქუთაისის საყდრის ბეგარა (საბუთი თარიღდება 1578 წლით) (ქსძ, III, 1970, გვ. 291). 1628 წლის საბუთში გვხვდება საქუჩულორიოში მცხოვრები გაბუნია (იხ. პალ, I, 1991, გვ. 587).

ბანძელი გაბუნიების გადმოცემით, ისინი სვანეთიდან ჩამოსახლებული გაბიანები არიან (შდრ. გაბუევი, გაბულდანი, გაბუნიძე, გაბია). გვარის ეტიმოლოგიის შესახებ ხალხური განმარტება ასეთია - „გაბუნიავა კეკეია დო ფაღვა“ შკას გააბუნია“ (გაბუნია კეკელიასა და ფაღავას შუაა გაკიდულიო), ე. ი. კეკელიას ძმობას ეფიცება, ფაღავას კი - ყმობასაო (ი. კეკელია, 2007, 37).

გაბა, გაბანი, გაბე, გაბი, გაბილა, გაბინოლა, გაბიონი, გაბო, გაბოლია, გაბრიელა, გაბრია, გაბრიე, გაბრიო, გაბრუ, გაბუ, გაბუია, გაბულა, გაბული და გაბულია მეგრული პირსახელებია (ა. ჭანტურია, 2006, გვ. 22-23). ადვილი შესაძლებელია, რომელიმე მათგანი გვარ „გაბუნიას“ ამოსავალი ძირი გამხდარიყო.

პირადად ჩემი შტო მეთორმეტე საუკუნიდან გეგუთშია, რაც ნიშნავს რომ ისინი კარგა ხნის იმერლები არიან, შესაბამისად მეცsmile.gif)
თამარის დროს ყველაზე კარგი ცხენოსნები, სასულიერო პირები, ბაზიერები და მონადირეები, კარგი ფიზიკური აღნაგობის მქონენი და საორგანიზაციო ნიჭით დაჯილდოვებული ლაზათიანი ხალხი ყოფილან. ამიტომაც მეფეს ისინი გადმოუსახლებია და მის სასახლესთან ახლოს დაუსახლებია, რასაც არაერთი წყარო ადასტურებს!
უქარქაშო ხმლებში ერთ ადგილას მოხსენიებულია ლიტერატურული (ფანტაზიური) მომენტი, სადაც თითქოსდა ძაღლში გაცვლილი მეგრელები ვყოფილვართ, რაც რასაკვირველია მოგონილია და ნაწარმოების გაფორმებაა მხოლოდ და მხოლოდ! ასე შესაძლებელია თქვენი ნებისმიერი გვარიც მოხვედრილიყო და ამაზე აგებულიყო შემდეგ ის რაც ხშირად მიმეორებენ სიცილ-ხარხარითsmile.gif)
თავდაპირველად ყველა აზნაურები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ვინც გამოავლინა კარგი მენეჯერული ნიჭი და გააფართოვა თავისი ქონება, იმათ უკვე სხვა სოციალური სიბრტყე ესაჭიროებოდათ, ასე და ამდაგვარად წარმოიშვა თავადები, ანუ "თავისმაგვართა შორის უფრო მეტი ქონების მფლობელები". შესაბამისად მათი სოციალური სტატუსიც გაიზარდა და ერთით მაღლა აიწია, თუმცა ყველა სათავადოში აუცილებლად "ჭკუის მკიოთხავი" სააზნაუროც გახლდათ.

პ.ს. დაწერეთ თქვენც რა ინფორმაციაც გაგაჩნიათ თქვენს გვარზე, მგონი საინტერესო იქნება

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 13 2013, 07:54 PM

მე ხურდა ფულის გორისა ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:38 PM

"ცნობილია, რომ ქართული გვარსახელების "-ან" და "-ურ" დაბოლოებები უფრო ძველია "-შვილთან" და "-ძესთან" შედარებით".

/"კარიბჭე" N14, 2009, გვ. 52/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 11:35 AM

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მთელი ხევი ერთი დიდი მონასტერია... აქაურებს ეამაყებათ, რომ მოხევეები და შიოლა ღუდუშაურის შთამომავლები არიან. მაგალითად, ფირანა ღუდუშაურის შთამომავლები ფირანიშვილები არიან, ბარძუკასი - ბარძუკაშვილები, აქია ღუდუშაურისა - აქიაშვილები. ღუდუშაურის გვარიდან მოდიან ჯაბანაშვილები, სამუკაშვილები, გელაშვილები, ჯანუყაშვილები... ეს ყველაფერი სოფელ სნოს მკვიდრმა, სტეფანწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა ლია ფირანიშვილმა მიამბო."

/"კარიბჭე" N1, 2009, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2017, 10:11 AM

"გელაშვილები იმდენი არიან და იმდენგან ცხოვრობენ, რომ შეუძლებელია, ყველა ისინი ერთი წინაპრის, ერთი ვინმე გელას შთამომავლებად მივიჩნიოთ. საკუთარი სახელი "მგელა", "გელა" ხომ ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საქართველოში და სავსებით შესაძლებელია, ერთნაირი ჟღერადობის გვარსახელები დამოუკიდებლად წარმოშობილიყო სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მხარეში. ამდენად, აუცილებელი არ არის, მაგალითისთვის, იმერელი და მოხევე გელაშვილები ერთმანეთის ბიძაშვილებად ჩავთვალოთ, თუმცა არც ამის უარყოფა შეიძლება.

გელაშვილთა გვარსახელით გაერთიანებულ გვარმოდენილობებს შორის იმერელი და წარმოშობით იმერელი გელაშვილები ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი ზემო იმერეთში, ძირულას ხეობაში, სოფელი ნადაბური ყოფილა. გადმოცემით, იმერ გელაშვილებს მონაწილეობა მიუღიათ გელათის ტაძრის მშენებლობაში და ასევე გადმოცემით, გელათის წმინდა გიორგი ყოფილა გელაშვილთა უპირველესი სალოცავი. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია და დოკუმენტურად არ დასტურდება.


გელაშვილები ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი (რიგით მესამე) გვარია საქართველოში."


/"კარიბჭე" N8, 2008, გვ.43-44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 09:36 AM

"საქართველოში ყველა გვარს თავისი საგვარეულო სოფელი, ადგილის დედა და სალოცავი აქვს. თუ ის გვარი ნამდვილად ქართული და ტრადიციულია, აუცილებლად ექნება თავისი სოფელი".

/მეცნიერი ლევან ფრუიძე
"კარიბჭე" N22, 2008, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:18 AM

"სიძველის მიხედვით, ლაბაძეთა გვარი ერთ-ერთი იშვიათ გვართაგანია იმერეთსა და მთელ საქართველოში".

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2017, 11:34 AM

"გვარის აქტიურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ფირცხალავები ხელს აწერენ საქართველოს დამოუკიდებლობის ორივე აქტს. 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერს მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი სამსონ ფირცხალავა, 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტს კი უზენაესი საბჭოს დეპუტატი კოტე ფირცხალავა.
ისტორიამ ასე ინება. XX საუკუნეში ორჯერ ფირცხალავათა გვარის თითო წარმომადგენელი აღმოჩნდა იქ, სადაც ერისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდებოდა."

/"კარიბჭე" N3, 2008, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:51 AM

"ქვლივიძე გლეხი ყოფილა. ერთხელ იმერეთიდან მომავალ სვიმონ მეფეს კავთისხევში გამოუვლია, მისდგომია ერთ ოჯახს. გამოსულა ქვრივი დედაკაცი და მეფისთვის სუფრა გაუშლია. მეფეს უკითხავს, სად არიან მამაკაცებიო. საომრად არიან, რომ ჩვენი მეფე სვიმონი იყოს კეთილად და მტერმა არ გადაგვლახოსო. მეფეს არაფერი უთქვამს. მეორე დღეს მეფეს ქვლივიძეებისთვის ძღვენიც გამოუგზავნია და აზნაურობაც უბოძებია."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ. 36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:29 AM

"მთაში ამბობენ, "ჭირვეულობა რიგით არისო". გავიდა დრო და ჭართლელი გიგაურები გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, ხოლო ერთ დროს ძლიერი ხუციანიძეთა გვარი ლეკების დაცემისას ერთიანად გაწყდა. ერთი ფეხმძიმე რძალი გადარჩენილა მხოლოდ და გიგაურებს შეუფარებიათ. ამ რძალს ვაჟი შეეძინა - ხუციანიძეთა ამოწყვეტილი გვარის ხელმეორედ გამრავლების ერთადერთი იმედი. ბიჭი გიგაურთა ერთი განშტოების - ჩიტაურთა ოჯახში იზრდებოდა. მომხდარა ისე, რომ ამ ბიჭს, ახალწამოზრდილს, წისქვილში ხუციანიძეთა ძველი მეტოქეების, ლალიაშვილთა გვარის კაცი მოუკლავს. ფეხზე დამდგარა თემი, ლალიაშვილები შურის საძიებლად შემართულან. ახლა კი მართლა უნდა გათავებულიყო ხუციანიძეთა გვარი. მაგრამ მათ ხომ თავის დროზე დახმარების ხელი გაუწოდეს გიგაურებს. ახლა კი ხუციანიძეებს უჭირდათ.

ჩიტაურ-გიგაურები ლალიაშვილთა სალოცავში მივიდნენ. ის ბიჭი, უკანასკნელი ხუციანიძეც მიიყოლეს და ლალიაშვილებს ხატის წინაშე უთხრეს: ამ ბალღს აქამდე ჩვენ ვზრდიდით, ახლა თქვენთვის მოგვიბარებია. ცივმა წყალმა ან თბილმა პურმა რომ აწყინოს და რამე დაემართოს, მაინც თქვენ დაგაბრალებთ და საგიგაუროსთან გექნებათ საქმეო. გაჭრა ამ სიტყვამ - "მობარებული მგელმა იცისო", ლალიაშვილებმა დაინდეს მოსისხლე და აღარ აღიგავა პირისაგან მიწისა გვარი ხუციანიძეთა. დღევანდელი ხუციანიძეები გიგაურთა წყალობით გადარჩენილ იმ ერთ ბიჭზე მოდიან.

გიგაურთა და ხუციანიძეთა შორის ძმობა ხომ უკვე იყო და ამას დაემატა ნათელმირონობა ხუციანიძეთა და ლალიაშვილთა შორის. ეს გვარები ერთმანეთში ქალს არ ათხოვებდნენ."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ. 52/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:48 AM

"მეფარიძე" ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი გვარსახელების ტიპს მიეკუთვნება. საფიქრებელია, რომ გვარსახელი მეფარიძე რამდენიმე გვარმოდენილობას აერთიანებს, როგორც, მაგალითად: მჭედლიშვილები, მენაბდიშვილები, მესტვირიშვილები, მექვაბიშვილები, მეცხვარიშვილები, მეშვილდიშვილები და სხვანი მრავალი მჭედლის, მენაბდის, მეცხვარისა და მემშვილდის შთამომავლები არიან. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა მეფარის - ფარის მკეთებელი ოსტატის შვილებს მეფარიძეობა გაუგვარდათ, თანაც ეს ალბათ მანამდე მოხდა, სანამ ჩვენში თოფ-დამბაჩა ფართოდ გავრცელდებოდა და ქართული ფარი თავის მნიშვნელობას დაკარგავდა."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 12:45 PM

"გვარსახელის ფორმა "გოგალაძე", ძველი ფორმით - "გოგალასძე", ქართულ გვართა შორის ერთ-ერთი უძველესია. ტბეთის სულთა მატიანეში იხსენიებიან გიორგი და მიქაელ გოგალასძენი: "სულსა გოგალასძისა გიორგისა და მისსა მეუღლესა ნათელისა შეუნდვენ ღმერთმან"; "სულისა გოგალაძისა მიქაელისა შეუნდვენ ღმერთმან". მეცნიერები ტბეთის სულთა მატიანის ცალკეულ მოსახსენიებლებს პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით ათარიღებენ. მიჩნეულია, რომ გიორგი გოგალასძისა და მისი მეუღლის ნათელის სულთა მოსახსენებელი XIII საუკუნის ჩანაწერია, ხოლო მიქაელ გოგალასძის სულის მოსახსენებელი უფრო გვიან - XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე შეუტანიათ სულთა მატიანეში."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:28 AM

"ქართველებსა და ქართველ ებრაელებს 600-ზე მეტი საზიარო გვარსახელი გვაქვს".

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:17 PM

"...აქ მეუფის კურთხევით, გვარი წყევლის , კვეთებულის ლოცვებს ვკითხულობთ..."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:42 PM

"გოგიძეთა თავდაპირველი და უმთავრესი სალოცავი ლეჩხუმში, ცაგერში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაა.

გოგიძეთა გვარიდან ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ: იმერეთის სოფელ ქვილიშორის მღვდელი მათე გოგიძე (1810-1850), თელავის ფერისცვალების დედათა მონასტრის მონაზონი მართა გოგიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი შალვა გოგიძე, მესხეთის თეატრის რეჟისორი კახა გოგიძე და სხვანი."

/"კარიბჭე" N26, 2010, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 08:00 PM

"ჩიხარეშის, სოფელ დაბიშის "ოქონდაბიშის" ეკლესიის კედელზე გამოსახული არიან ყიფიანთა საგვარეულოს წევრები, თუმცა წარწერებში ისინი "ღიბიანებად" იწოდებიან. გადმოცემით, ეკლესია "კახეთიდან" გადმოსახლებული ყიფიანების საგვარეულო სალოცავი ყოფილა. იქვე, ეზოში ყიფიანების სასაფლაოა. ცოტა ზემოთ, ფერდობზე, მათი ნამოსახლარია."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.27/

პოსტის ავტორი: ჯუღელი თარიღი: Feb 6 2018, 05:23 PM

გვარი ჯუღელი მომდინარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკად ჯუღისის ხეობიდან; ჯუღისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ჯუღისის ხეობიდან ჩამოსახლდა იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, ჯუღელის გვარის ფუძემდებელი წინაპარი "ჯუღისელი" და იწოდა, როგორც ჯუღელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2018, 09:22 AM

გერბი მემკვიდრეობის განმასხვავებელი ნიშანია, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომლებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავს. გერბებია: სახელმწიფო, საგვარეულო, სამიწაწყლო (ქალაქების, ოლქების), გერბები სპეციალური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა-ჰერალდიკა შეისწავლის. ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, ნუმიზმატიკისა და პალეოგრაფიის ისტორიული მეცნიერების დამხმარე დარგია, იგი გვეხმარება გერბიანი ძეგლების შესწავლაში. გერბები გამოისახებოდა - ფულზე, დროშაზე, ფარზე, ბეჭდებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, იარაღზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, ხელნაწერებზე, წიგნებსა და სხვ. საქართველოში ჰერალდიკური ძეგლები წარმართობის დროიდან არსებობს (ჩვენს წელთააღრიცხვამდე) ფულზე ემბლემად ფრთიანი მზე გვქონდა, უფრო ადრე კოლხეთის სიმბოლიკაში ხარის კულტი იყო ისევე, როგორც ასურეთში, სირიასა, ეგვიპტესა და ბაბილონში.

სვეტიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ახლაც არის უძველესი წარმართული ტაძრიდან გადმოღებული ხარის თვალთა ირგვლივ ამოტვიფრული სპირალის სამი კონცენტრული წრე - მზისა და სიცოცხლის სიმბოლო, რომელსაც ვხვდებით მზის ციკლის ღვთაებრივ გამოსახულებაზე ძველი წელთააღრიცხვის მე-8 საუკ. ბრინჯაოს ბალთებზე. ხეთურ საკულტო დანიშნულების საგნებზე, საბრძოლო საჭურველსა და საოჯახო თიხის ჭურჭელზე. ზოგჯერ სიმბოლიკა ლამაზ ლეგენდებსაც ბადებს. მაგ. სვეტიცხოვლის აღმშენებლის - არსაკიძის მოკვეთილი ხელის შესახებ. ნამდვილად კი მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარზე ეს ემბლემა (ხელი გონიოთი) მშენებლობის მნიშვნელობისა არის. ცნობილია, წინათ შუმერებს გერბად ჰქონდათ ლომისთავიანი არწივი, ვენეციას - გველი, რუსეთში ქალაქ ვლადიმირს - ლომი, ბრიანსკის - ქვემეხი, ვარშავას - ქალთევზი ხელში მახვილითა და ფარით. თბილისის ემბლემა დღეს - ქალია, რომელსაც ერთ ხელში მეგობრისათვის ღვინით სავსე თასი უჭირავს და მეორეში მტრისათვის მახვილი. ჰერალდიკაში პირველად ფერებს ჰქონდა მნიშვნელობა, ასე მაგ. ოქროსფერი ნიშნავდა სიმდიდრეს, ძალას, ერთგულებას, სიწმინდეს, მდგრადობას, ვერცხლი - უდანაშაულოს, ცისფერი - ლამაზს, გარკვეულს, მწვანე - იმედს, უხვს, თავისუფალს, წითელი - მამაცს, შავი - კდემამოსილს, განათლებულს, მოწყენილს. ცხოველებიდან ცხენი ითავსებდა - ლომის გამბედაობას, ძაღლი - ერთგულების სიმბოლო იყო, კატა - დამოუკიდებლობის, დათვი - თავაზიანობის, მგელი - სიავის, გაუმაძღრობის, ხარი - მიწის ნაყოფიერების, ცხვარი - სიმშვიდის, ირემი - მებრძოლის სიმბოლოა, რომლის წინ მტერი მირბის. ფრინველებიდან არწივი - ძალაუფლების და დიდსულოვნების სიმბოლოა, მამალი - ბრძოლის, ყვავი - დიდხანს ცხოვრების, პელიკანი - მშობლების და ბავშვების სიყვარულის, წერო - სიფხიზლის, პეპლები - ცვალებადობის, გველი - მუდმივობის, ფენიქსი - უკვდავების.

აქ წარმოდგენილია ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი. მისი კომპოზიცია მეტად რთულია. ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო გადმოცემაში ქართველი ბაგრატიონები თავისი წარმოშობით და სისხლით დავით წინასწარმეტყველსა და თვით მაცხოვარს ენათესავებიან. ამას მოწმობს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გერბი. ეს არის წრეში ჩახატული გვირგვინი ჯვრით და ორ ანგელოსს შუა, მათ ქვემოთ სამოქალაქო და სამხედრო ძლიერების სიმბოლოები კვერთხი და ხმალი გადაჯვარედინებული, მარჯვნივ შურდული, მარცხნივ ლირა, ქვემოთ შუაში კვართი ქრისტეს პერანგი უკანა ფეხებზე დამდგარ ლომებს უჭირავთ. ლომის ფეხებთან სასწორია და სახელმწიფო ძლიერების სიმბოლო - ბირთვი ჯვრით. აღსანიშნავია, რომ ბაგრატიონები თავს ბიბლიური მეფის დავითის შთამომავლებად სთვლიან. ამაზე მიუთითებს გერბის სიმბოლოც - მეფსალმუნე მეფის დავითის ჩანგი და შურდული, რომლისგანაც ნატყორცნი ქვით, ბიბლიური თქმულების თანახმად, დავითმა განგმირა გოლიათი. გერბის გარშემო წრეზე ასომთავრულით სწერია: "ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებით და არა შეურაცხყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა მუნთა", ხოლო გერბის შუა ნაწილში კვართის გარშემო: "გამიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი". აღნიშნული გერბის წარწერა გვამცნობს, თითქოს, ბაგრატიონთა მეფობა ქვეყნად დავით წინასწარმეტყველის მიერ არის დადგენილი, რომელსაც ქრისტეს კვართზედაც აქვს წილი, რაც ბაგრატიონთა დინასტიის სიმტკიცეზე მიგვითითებს.

იმდენად მნიშვნელოვანია ქართულ ჰერალდიკაში "ქრისტეს კვართი", რომ გერბზე მისი აღბეჭდვის უფლება, გარდა მეფისა, მხოლოდ სამეფო გვარის ერთ განშტოებას ჰქონდა, კერძოდ, მუხრან ბატონებს, ბაგრატიონ გრუზინსკებს, რომელთა ზეწოდება ("გრუზინსკი") რუსეთში მიიღეს და როგორც ვახტანგ მეექვსის შთამომავალთ, ცხადია, ეს პრივილეგია მემკვიდრეობით შემორჩათ.

/FB/






პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 07:45 PM

"ჩვენი გვარის [მიქელაშვილების] დევიზია: "რაც უფრო მეტ იცი, მით მეტი შეგიძლია".

/"კარიბჭე" N7, 2011, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2020, 09:36 PM

"ბედისმწერლიშვილები"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 292/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 04:43 PM

"საქართველოს ხელისუფლებამ კი გაუთვიცნობიერებელი ადამიანების კონსულტაციით ოფიციალური და არაოფიციალური, იურიდიული და არაიურიდიული დოკუმენტებიდან მამის სახელი ამოიღო, როგორც არაქართული მოვლენა, რუსებისაგან ქართველთათვის თავს მოხვეული. რუსები ქართველებს სამწევრიან ანთროპონიმიულ მოდელს თავს ვერ მოახვევდნენ იმიტომ, რომ რუსეთში გვარსახელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძალიან გვიან გაჩნდა, მთელი ათი საუკუნის განმავლობაში საქართველოში რუსების შემოსვლამდე მთელ რიგ საბუთებში პიროვნებანი სახელთან და გვართან ერთად მამის სახელითაც არიან ჩაწერილი. ვფიქრობთ, მამის სახელმა კუთვნილი ადგილი უნდა დაიბრუნოს. საჭიროა ისტორიული ტრადიციის აღდგენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 309/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2022, 06:14 PM

"ისტორიულად ჩამოყალიბდა ქართველი ხალხის ანთროპონიმული მოდელიც. ქართველები იმ ხალხებს შორის ვართ, რომლებიც მემკვიდრეობით სახელს (გვარსახელს) უკვე მრავალი საუკუნეა რომ ატარებენ. ქართული გვარსახელი, რომელიც დოკუმენტურად VII საუკუნიდან არის დადასტურებული, არავისგან ნასესხები არაა, მას თავისი განვითარების ხანგრძლივი გზა აქვს განვლილი. იგივე შეიძლება ითქვას საერთოდ ქართულ საკუთარ სახელთა სისტემაზე ანუ ანთროპონიმულ მოდელზე".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 292/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 06:10 PM

"[ხევსურეთში] გვარის შიგნით შეცოდების შემთხვევაში, მთელი გვარი შეიყრებოდა და გამოითვლიდა ნათესაობის მუხლებს შემცოდე ქალ-ვაჟს შორის. თუ ნათესაობა შორს წასული იყო, გვარი გაიყრებოდა, შედარებით ახლო ნათესაობის არსებობის დროს კი ძმობას გაყრიდნენ: დამნაშავეს ძაღლს მოუკლავდნენ და მამა-ძმობის გაყრას გამოაცხადებდნენ, შემდეგ კი სასაფლაოზე ვაჟის ახლობელი მიცვალებულის საფლავს გათხრიდნენ, წვივის ძვალს ამოიღებდნენ, ორად გატეხდნენ, ერთ ნატეხს ერთ მხარეს გადააგდებდნენ, მეორეს - მეორე მხარეს და დაიძახებდნენ: "დღეის ამას იქით ჩვენ გაყრილი ორთ გვარითადაც, ძვალითადაც". ბოლოს სალოცავ ჯვარში ქვის სამანს ჩადგამდნენ და გვარი სამუდამოდ გაიყრებოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 276/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 07:47 PM

"იოანე გედევანიშვილის წიგნში მეკობრის მნიშვნელობით "ყურსანდია" მოხსენიებული. ეს სიტყვა თურქულიდან არის ნასესხები. ამ ენაში იტალიური "კორსარი" "კურსანდის" ფორმით გვხვდება. საფიქრებელია, რომ ამავე ძირიდან უნდა მოდიოდეს მეგრული გვარი "კორსანტია".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 61/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)