არის თუ არა მსახიობობა ცოდვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არის თუ არა მსახიობობა ცოდვა |
zeppelin |
Nov 27 2008, 10:57 AM
პოსტი
#1
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
A-არის თუ არა მსახიობობა ცოდვა? ამ საკითხთან მიმართებაში, სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ამჯერად, თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის სიონის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი (ლასურაშვილი).
_მამა დავით, რას გვეუბნებიან თეატრის შესახებ სჯულის კანონი და წმინდა მამები? _შემიძლია რამდენიმე ციტატა მოვიყვანო სჯულის კანონიდან. Aაი, რა წერია მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებში. Mმე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონი 51: “წმიდა და მსოფლიო კრება გმობს სახუმარო სანახაობებს, სანადირო სანახავს და მგოსანთა როკვას. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს, თუ სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი _ უზიარებელი იყოს.” კართაგენის საეკლესიო კრება, კანონი 63: ” ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისგან გათავისუფლება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”. Aამ საკითხის შესახებ საეკლესიო კრების კანონები კიდევ არაერთია. რაც შეეხება ამ კრებებებამდე და კრების შემდეგ მოღვაწე მამებს, ისინი კიდევ უფრო ფართოდ საუბრობენ იმის თაობაზე, თუ საერთოდ, რა არის თეატრი. Aაი, რას ამბობს, მეხუთე საუკუნის ერთ-ერთი წმინდა მამა, ნეტარი ავგუსტინე: “ერთი რამ კი ვუწყი, რომ პავლე მოციქული არ ქურდობდა, სახლებს არ ტეხდა, არც ავაზაკი ყოფილა, არც მსახიობი, არც მაჭანკალი, არამედ უცოდველად და პატიოსნად შრომობდა, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანთა საყოფაცხოვრებო მოთხოვნილება.Aასე მუშაკობენ მჭედლები, მშენებლები, თერძები, მიწათმოქმედნი და მსგავსნი ამათნი”. Aანუ ქმედებათა ჩამონათვალში, რომლებსაც პავლე მოციქული არ აკეთებდა ე. ი. დასაგმობია, ერთი-ერთი მსახიობობაც არის. ასევე, გავიხსენოთ, მე-19 საუკუნის, თითქმის ჩვენი თანამედროვე წმინდა მამის, ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები: “ამჟამად ყველანი მთელი სულით გარყვნილებისკენ მიისწრაფიან, უწოდეს ამას “ცხოვრებით ტკბობა”, ქრისტიანობაში ყოფნა, მასთან დაბრუნება კაცობრიობისათვის შეუძლებელი შეიქმნა. ამისათვის აუცილებელია მთლიანად დატევება გარყვნილებისა, საკუთარი ნების დაქვემდებარება მკაცრი ქრისტიანული ზნეობისადმი. იგი კრძალავს არაოდენ სიძვას, არამედ ყველაფერს, რაც სულში ვნებებისადმი დამონებას გვინერგავს, _ ასეთია: თეატრი, ცეკვა, ბანქო და სხვა სატანური თამაშობანი. აგრეთვე წარმართული ლიტერატურა. Qქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან სრულ განდგომას დაცემული ბუნებისგან..” ასევე მე-19 საუკუნის წმინდა მამა, თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: “გაიხსენეთ, რა ემართება სულს თეატრში და სპექტაკლის შემდეგ. თურქებს არა აქვთ თეატრი, ისინი თეატრს ოპიუმით ცვლიან. ოპიუმი და თეატრი ერთი და იგივეა (სულისთვის). თეატრი სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა და გონიერია კაცი, რომელიც იქ არ შედის. თეატრი ჩვენ დასავლეთიდან გადმოვიღეთ. დასავლეთით გვსჯიდა და კვლავაც დაგვსჯის უფალი. ჩვენ კი ეს ვერ გაგვიცნობიერებია”. Aაქვე, კვლავ თეოფანე დაყუდებული წერს: “თეატრები მთავრობის მიერ დაშვებულია მათთვის, რომელნიც ცხოვნებას არ ეძიებენ-რათა არ მიეცნენ უბოროტეს რამ მანკიერებას. ცხოვნების მოსურნეთათვის არის ეკლესია, სადაც არა წარმოსახვით, არამედ ჭეშმარიტად, უფალი, ანგელოზნი და წმინდანნი ურთიერთობენ ჩვენთან, ხოლო ფული, რომელიც თეატრში უნდა დახარჯო, უმჯობესია გაჭირვებულთ დაურიგო”. წმინდა მამებს თეატრისა და სანახაოების მიმართ უარყოფითი დამიკიდებულება ჰქონდათ, რომლებიც წარმოსახვის ძალას ავითარებენ და მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ვნებებთან.. წმინდა იოანე ოქროპირი თეატრს ვნებების მასწავლებელს, ვნებების სამჭედლოს უწოდებდა. _თუ უხამსი და ვნებების აღმძვრელი სცენები არ იქნება? _Aაქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესია გმობს მხოლოდ ცუდ, უხამს ან რელიგიური თვალსაზრისით, მკრეხელურ როლებს და შეიწყნარებს მისაღებ როლებს, იქნება ეს შემეცნებითი ხასიათის თუ სხვა,Aარამედ ეკლესია თავად მსახიობობის პრინციპს უარყოფს. წმინდა მამები თეატრალურ დადგმებს სასარგებლოდ და საზიანოდ არ ყოფდნენ. ისინი გმობდნენ თვით მეთოდს ჭეშმარიტების იმიტირებისას, სინამდვილის გათამაშებას დაEეს სწავლება არ არის ახალი. თუ თეატრი მიუღებელია ეკლესიისთვის ე. ი. მიუღებელია ყველასთვის. სამყაროში არ არსებობს ეკლესიის წიაღში აღმოცენებული, მართლმადიდებლური თეატრი. ეკლესიის მიერ დაგმობილია მსახიობობა, როგორც ჭეშმარიტების იმიტირება და არა კარგი და ცუდი როლი. _ასეთი მოსაზრების გათავისება იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც წლების მანძილზე ამ სფეროში მოღვაწეობს, საკმაოდ ძნელი იქნება. ამავე დროს, მსახიობობა პროფესიაა, რითაც ადამიანები ოჯახებს არჩენენ. _ამ ადამიანებს ოდესმე, ვიღაცამ უნდა განუმარტოს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, ეკლესიისთვის მიუღებელია. ხოლო ამის შემდეგ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათზეა დამოკიდებული. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. თეატრი არსებობდა, არსებობს და ალბათ, იარსებებს. Uურწმუნო და მორწმუნე ადამიანებიც არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ.Uურწმუნო და მცირედმორწმუნე ადამიანები დადიან თეატრებში და სანახაობებზე, მორწმუნე ადამიანები კი მიდიან იქ, სადაც უფალი ეგულებათ, მიდიან ეკლესიაში და ღმრთის მცნებებს იმარხავენ (ასრულებენ). _მაგრამ ზოგიერთი მსახიობი დღეს ეკლესიის წევრია.. _ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუკი მივედით ქრისტეს ეკლესიაში, ეკლესიის სწავლებას ჩვენ უნდა მოვერგოთ და არა პირიქით _ეკლესიის სწავლება მოვირგოთ ჩვენ. თუკი გვექნება მართლმადიდებლური ცნობიერება, უნდა დავიჯეროთ და მივიღოთ ეკლესიის სწავლება, რომელიც დამტკიცებული და დადგენილია და რომელსაც ვერცერთი ადამიანი ვერ შეცვლის, თუნდაც ის სასულიერო პირი იყოს. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელზეც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს, “რაოდენ გულსატკენი სანახავია ქრისტიანი, რომელმაც არ იცის, რა არის ქრისტიანობაო”. _შეიძლება, მსახიობს მოძღვარმა ზიარებაზე უარი უთხრას? _რასაკვირველია, არავის აქვს უფლება ეკლესიაში მოსულ, მონანულ ადამიანს, მათ შორის, მსახიობსაც, ვინმემ ზიარებაზე უარი უთხრას.. მას, უბრალოდ ეკლესია აფრთხილებს რომ ის, რასაც თავისი ცხოვრებით აკეთებს, არის ცოდვა და უნდა შეეცადოს, ნელ-ნელა შეიცვალოს პროფესია და ცხოვრების წესი. მართალია, ძალიან ძნელია მათი ამ მდგომარობიდან გამოსვლა, მაგრამ თუკი ადამიანს კარგად განუმარტავ, რატომ არის ეს ცოდვა, ის დაფიქრდება და შეეცდება ეკლესიის სწავლებისადმი დამორჩილებას. _და თუ მსახიობობას არ მიატოვებს, მის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ექნება ფასი? Q_რასაკვირველია, ადამიანი, რომელიც ეკლესიაშიც დადის და მსახიობობს კიდეც, ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი. Qქრისტიანი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, როგორსაც წმინდა წერილში თავად მაცხოვარი და მოციქულები გვეუბნებიან. Aაი, რას წერს თეატრის შესახებ ცნობილი ფრანგი რეჟისორი ჟან-ლუი ბარო წიგნში “ფიქრები თეატრზე”: “ უკანასკნელ წლებში ბევრს ლაპარაკობენ თეატრალურ ტყუილზე, სიცრუეზე. თითქოს აქტიორი ქმნის ილუზიას და ამიტომ მისი თამაში მოტყუებაა. თავის მხრივ, მოტყუებულიც ემორჩილება წარმოდგენას და მაშინაც კი, როცა იჯერებს იმას, რასაც უყურებს, მაინც ტყუილის ტყვეობაშია.Dსულ ერთია, აქტიორზე ვლაპარაკობთ თუ მაყურებელზე. Oორივე შემთხვევაში ყბადაღებული პარადოქსი ორი მატყუარას თანამონაწილეობის შედეგია.” იგივე ავტორის წიგნში ასევე ვკითხულობთ, “არსებობისთვის მუდმივი ბრძოლით გართული ადამიანი მიმართავდა ჯერ ცეკვას, შეძახილს, სიმღერას, შელოცვას, ბრძოლის იმიტაციას იმისათვის, რომ მის სხეულში გადასულიყო თავისი წინაპრებისა და მტრების ძლიერება.Eეს იყო არაჩვეულებრივი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯადოქრული სანახაობა.. ..სხეულის ველური მოძრაობები, შეძახილები,სიმღერები, როკვა, ნახატები, ნიღბები, ქანდაკებები, ჭრელი მოხატულობა, თავისებური ნელსაცხებლები, შელოცვა, დოლის ბაგა-ბუგისა და ტრიანგლების ბრახუნისა და ზანზალაკების ჟღარუნის მეშვეობით, გამხმარი გოგრისგან გაკეთებული ჩხარუნებისა და ერთმანეთს შეხლილი სხეულების ხმით, მდგომარეობა სიშმაგისა, ტრანსისა, შეშლილობისა _ყოველივე ამას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ლიტერატურასთან, დაკავშირებული იყო მხოლოდ ადამიანთან. სწორედ მიბაძვასთან და გარდასახვასთან დაკავშირებულ ამ სანახაობებში უნდა ვეძებოთ თეატრის პირველწყარო”.… ეს ადამიანი საკუთარ განცდას გულწრფელად წერს და არა იმ განზრახვით, რომ თეატრი მართლმადიდებლობის შუქზე ამხილოს.Eეს პიროვნება, რეჟისორი წლების მანძილზე წარმოებული დაკვირვების შედეგად მივიდა ასეთ დასკვნამდე. თუ სად აქვს თეატრს სათავე. _რაც შეეხება სცენაზე წმინდანთა განსახიერებას, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? _თანამედროვე პერიოდში იმდენად გაკადნიერდნენ თეატრის სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომ სცენაზე წმინდანთა “გაცოცხლებაც” მოიწადინეს. Aაი რას წერს ასეთ საქციელზე ისევ ჟან-ლუი ბარო: “როგორც ცნობილია, “ლაზარეში” ობე, (რომელიც სპექტაკლის რეჟისორია) იესოს ალაპარაკებს.Mმე მგონია, მაყურებელი ვერ ეგუება თეატრში ქრისტეს. ჩვენც გვეშინია ამ როლისა. ჩვენ ვერ დავძლიეთ პიესის კულმინაციური სცენა, სადაც ლაზარე და იესო ერთმანეთს ესაუბრებიან. Aამგვარ ნაწარმოებებს იკაროსის ბედი ელით! ისინი იწაზე ეცემიან და იმსხვრევიან!” საერთოდ, თეატრი მკრეხელობაა და მით უფრო, სცენაზე ან ფილმში წმინდანთა გათამაშება ხომ საშინელი მკრეხელობაა. _ ეკლესიაში მოღვაწე ზოგიერთ სასულიერო პირს მიაჩნია, რომ თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს მხოლოდ ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებაა. _თქვენს ჟურნალში, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ერთ-ერთი სასულიერო პირი, სამწუხაროდ, აღნიშნავს, -მსახიობობა რომ ცოდვაა, ეს ერთეული სასულიერო პირების მოსაზრებააო.Mმე მოვიყვანე ციტატები სჯულის კანონიდან, მეტის მოყვანაც შეიძლება. ვფიქრობ, ამ სასულიერო პირმა, თქვენივე ჟურნალის ფურცლებიდან, ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ მან შეცდომაში შეიყვანა მკითხველი და არასწორად განმარტა პავლე მოციქულის, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერილი სიტყვები. კერძოდ, სასულიერო პირის თქმით, მსახიობობის ნიჭიც ადამიანს უფლისგან აქვს ბოძებული, რაც ყველას არ შეუძლია. მკრეხელობაა პავლე მოციქულის სიტყვების ამდაგვარი განმარტება. არ შეიძლება, მსახიობობა ამ სიტყვებით გავამართლოთ.. რასაკვირველია, რასაც სიკეთის ნიჭი ჰქვია, ღვთისგანაა. ყველა სიკეთე უფლისგან მოდის, მაგრამ ღმერთი ადამიანს ცოდვისკენ არასდროს მოუწოდებს. ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის მრუშობის, მამათმავლობის, ქურდობის ცოდვა და ამ გზით ოჯახებსაც არჩენენ. Bბევრს ეს არ გამოსდის. Eე. ი. ღვთისგან აქვთ ბოძებული ამ უმძიმესი ცოდვების ჩადენის ნიჭი?! ეკლესიაში სასულიერო პირები იმისთვის ვართ დადგენილი, რომ მრევლს ღვთის სიტყვა მივაწოდოთ და ამ დროს, უკვე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების მიწოდება აბსოლუტურად საზიანოა მრევლისთვის. საერთოდ, ეკლესიაში მოღვაწე პირების ნააზრევი მისაღებია მანამ, სანამ ის წმინდა წერილში, სჯულის კანონსა და წმინდა მამათა გადმოცემებში მოცემულ ნააზრევს შეესაბამება. თუ თანხვედრა არ იქნება და ვინმე მათგან განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებს, მაშინ ის სასულიერო პირი, საკუთარ ნააზრევს თავად დააყენებს ეკლესიური ცნობიერების მიღმა, რომელიც მცდარი და ეკლესიის მრევლისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. ქრისტიანებს უნდა განემარტოთ ის, თუ რა არის ეკლესიის სწავლება. Uუფრო მეტსაც გეტყვით, სჯულის კანონში ასეთი რამ წერია, რომ მომავალ სასულიერო პირს ანუ სამღვდელო კანდიდატს აღარ აქვს უფლება, მიიღოს ხელდასხმა ანუ გახდეს სასულიერო პირი, თუკი მან ცოლად შეირთო მსახიობი ქალი, თუნდაც ის ქალი ქალწული იყოს. _დღეს ეს კანონი მოქმედებს? _სჯულის კანონის არცერთი მუხლი გაუქმებული არ არის. _დალოცეთ, მამაო, ჩვენი ქვეყანა. _ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს მრავალჭირნახადი დაDამჯერადაც, ესოდენ შეჭირვებული ჩვენი ქვეყანა! თუკი ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი ღვთის სჯულსა და სწავლებას მივუბრუნდებით და არამხოლოდ გარეგნულად, შინაგანადაც ქრისტიანები ვიქნებით, უფალი წყალობას მოგვივლენს და უკეთეს მდგომარეობაში გადაგვიყვანს. Aასევე, ღმერთმა დალოცოს და აკურთხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს მსახიობობს, მაგრამ სურს თავისი ცხოვრება ქრისტეს ეკლესიას დაუქვემდებაროს და მისი წმინდა სწავლების მორჩილი იყოს. ეფემია წიკლაური |
მნათე |
Nov 27 2008, 11:00 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ძვირფასო მამაო
გვშია. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ქავთარაძე |
Nov 27 2008, 11:01 AM
პოსტი
#3
|
დაურეგისტრირებელი |
|
zeppelin |
Nov 27 2008, 11:02 AM
პოსტი
#4
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
პასუხი მამა დავითის ინტერვიუს
.... მამა დავითის აზრით თეატრი მკრეხელობაა ხოლო მსახიობობა ცოდვაა, ამის ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს კართაგენის საეკლესიო კრების კანონი 63: “ხუმარათა ან მსახიობთა შესახებ, თუ ქრისტიანები გახდებიან ისინი, უნდა ვითხოვოთ ისიც, რომ თუ ვინმე მსახიობთა დასის წევრი გაქრისტიანებას მოისურვებს და თავდაპირველი ბიწისაგან გათავისუფლდება, არავინ აიძულოს ის, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ ხელობას”. ეს კანონი 10 საუკუნემდეა დაწერილი. მამა დავითი არ აკონკრეტებს თუ რისთვის მიიღო კართაგენის საეკლესიო კრებამ ეს კანონი, და რა ედო საფუძვლად ამ კანონების მიღებას. მსახიობთა შესახებ საეკლესიო კანონები იმ ეპოქაშია შექმნილი, როდესაც მსახიობები წარმართები ანუ არაქრისტიანები იყვნენ, ხოლო წარმოდგენები და ცეკვები წარმართული, ან ეროტიკული სცენებისგან შედგებოდა, და ჯამბაზები ქრისტიანებს დასცინოდნენ. ამ კონკრეტული უარყოფითი ფაქტების გამო მიიღეს წმ. მამებმა ასეთი საეკლესიო კანონები, ცხადია 5-ე 10-ე საუკუნის თეატრალური წარმოდგენები და ცეკვები განსხვავდება დღევანდელი თანამედროვე თეატრალური სპექტაკლებისგან და ცეკვებისგან. რომელიმე მკრეხელური სპექტაკლის გამო არ შეიძლება ყველა თეატრალური სპექტაკლი აკრძალო, მამა დავითის აზრით კი ყველა თეატრი მკრეხელობაა და მსახიობი ვერ იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი, ხოლო მსახიობმა თუ ეკლესიაში დაიწყო სიარული პროფესია უნდა შეიცვალოსო… სამწუხაროდ ასე ფიქრობენ მამა დავითის თანამოაზრე- მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები და მათი სასულიერო პირები. ჩვენდა საბედნიეროდ ასე არ ფიქრობს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია 2 და ქართველი სამღვდელოების უმეტესი ნაწილი. უწმინდესი დადის სპექტაკლებზე და კონცერტებზე, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ხელოვანებთან-მსახიობებთან და მუსიკოსებთან. მამა დავითის დაპირისპირება ხელოვნებასთან განაპირობებს მის დაბალ ინტელექტუალურ დონეს. მსახიობობა, ისევე როგორც მუსიკა ან მხატვრობა ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭია. თუ საქართველოში ყველა ხელოვანი თავს დავანებებთ - მუსიკოსობას, მსახიობობას, ქართულ ცეკვა-სიმღერას, დავხურავთ თეატრებს და საკონცერტო დარბაზებს, და მამა დავითის მსგავსად “მართლმადიდებლებლურად” ვიაზროვნებთ, მკითხველმა თავად განსაჯოს ვინ იქნება ჩვენი მომავალი თაობა – მართლმადიდებელი ქრისტიანები თუ ცივილიზაციას მოწყვეტილი დეგრადირებული ერი! ------------------------------------------------------------- გუჯა მარდალეიშვილი, მუსიკოსი მევიოლინე. ჟგუფ “ქუჩის მუსიკოსების” წევრი. ეს ორივე სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ გუმბათში |
მნათე |
Nov 27 2008, 11:07 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Nov 27 2008, 11:22 AM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ამაზე სულ მამა თეოდორეს პასუხი მახსენდება (იმავე კითხვაზე):
სანამ მსახიობებს განვიკითხავთ, იქამდე გავიხსენოთ, რომ ყველა ჩვენგანი ერთგვარი მსახიობია ამ ცხოვრებაში, არის სხვა და თავს სხვად აჩვენებს. ამიტომ, განკითხვა ჩვენიდან დავიწყოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Nov 27 2008, 11:57 AM
პოსტი
#7
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ციტატა თავის მოსაზრებას გვიზიარებს თბილისის სიონის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა დავითი (ლასურაშვილი). უი, ჩემი მოძღვარია...-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Ismail |
Nov 27 2008, 12:10 PM
პოსტი
#8
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
რავიცი რავიცი... რაც ჩვენს უწმინდესს ჩვენი სახელოვანი და სახელგანთქმული და პატივცემული და საყვარელი მსახიობები დაუფასებია და შეხვედრია და დალაპარაკებია და მადლობა უთქვამს და დაულოცია...
რაღაც ამ ყველაფერს მაინცდამაინც იმის ელფერი არ გადაჰკრავდა, რომ თითქოს ამ დაფასებების და შეხვედრების და დალაპარაკებების და მადლობების მიზანი მხოლოდ მსახიობებისადმი სიბრალული და მათი მსახიობობისადმი თავის დანებებინების სურვილი ყოფილიყოს... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ლეონტი |
Nov 27 2008, 02:35 PM
პოსტი
#9
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
მე ვეთანხმები საეკლესიო კრებების დადგენილებებს.
რომლებისც გასაგებია თავის დროზე არ სრულდებოდა და ეხლა ხომ სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. კანონისტმა აღნიშნა რომ ჩვენ ყველა მსახიობები ვართ, რაც მართალია. ის ვინც არ მსახიობობს , მძიმე და უცნაური პიროვნებად წარმოჩნდება. და საზოგადოებასი უჭირს არსებობა. ამიტომ სანამ მსახიობს განვიკითხავთ თავს ჩაუღრმავდეთ. და მივხვდებით რა გლახათაა საქმე. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
neo |
Nov 27 2008, 03:56 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
რა მაინტერესებს იცით, ეკლესიურად მაცხოვრებელი მსახიობების რამდენი პროცენტია ტქვენი აზრით ? საერთოდ არიან ესეთები ?
-------------------- www.cordesign.ge
|
თამარი_ცქნაფო |
Nov 27 2008, 04:01 PM
პოსტი
#11
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რა მაინტერესებს იცით, ეკლესიურად მაცხოვრებელი მსახიობების რამდენი პროცენტია ტქვენი აზრით ? საერთოდ არიან ესეთები ? კი, მე ვიცნობ ასეთებს. სხვათა შორის, საპატრიარქოს რადიოში მსახიობები კითხულობენ ტექსტებს. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვიცი, რომ ზოგი ეკლესიურია -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მნათე |
Nov 27 2008, 04:34 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რა მაინტერესებს იცით, ეკლესიურად მაცხოვრებელი მსახიობების რამდენი პროცენტია ტქვენი აზრით ? საერთოდ არიან ესეთები ? მე ეკლესიურად მაცხოვრებელი ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ჩემ ცხოვრებაში -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Nov 27 2008, 04:59 PM
პოსტი
#13
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
zeppelin
მსახიობობა გინდა და გიშლიან ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
neo |
Nov 27 2008, 06:30 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა კი, მე ვიცნობ ასეთებს. სხვათა შორის, საპატრიარქოს რადიოში მსახიობები კითხულობენ ტექსტებს. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვიცი, რომ ზოგი ეკლესიურია ჰოდა აბა საკამათო აღარაფერია ... ცოდვის არსი არ არის ,,მოქმედებაში" , არამედ - ,,მოტივში"... მტავარი არ არის რას აკეტებ, მტავარია რატომ აკეთებ... ციტატა მე ეკლესიურად მაცხოვრებელი ვერც ერთი ადამიანი ვერ ვნახე ჩემ ცხოვრებაში შეეცადე იმ კითხვას უპასუხო ხოლმე რაც არის დასმული -------------------- www.cordesign.ge
|
მნათე |
Nov 27 2008, 09:15 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა შეეცადე იმ კითხვას უპასუხო ხოლმე რაც არის დასმული შევეცდები, თუ კითხვა მეტ-ნაკლებად სრულყოფილი იქნება. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თერალ ი |
Nov 28 2008, 09:09 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
რო ვიხსენებ
ჩვენს მსახიობებს, რეჟისორებს .... სულ რამდენიმე, მათ შორის ვინც, ბოლომდე პატიოსანი იყო თავის თავთანაც, ოჯახთან და საქართველოსთან. მაგრამ, ამ გაზარმაცებულ სამყაროში, ხალხს კითხვა რო ეზარება, კინო, თეატრი და მსახიობობა დიდი იარაღია, ორლესულა სამართებელი, "დაჟე ბრიტვა". თუ ფრთხილად არ მოეპყარი დაგსერავს და დაგასახიჩრებს. ილიამ და აკაკიმ ქართული თეატრი იმიტომ აღადგინეს, რომ ეროვნულობა არ დაკარგულიყო იტალიური ოპერების, რუსული თეატრების და ცირკების მოზღვავების ფონზე. მაგრამ, გაიხსენეთ ქართული დასის წევრების ოჯახური ..... და მიხვდებით რაოდენი პიროვნული და ოჯახური ტვირთი აიღო ამ ხალხმა თავის თავზე .... |
jijikoi |
Mar 11 2009, 10:07 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 9-March 09 წევრი № 6,616 |
პატრიარქიც ესწრება ხოლმე საქველმოქმედო აქციებს ოპერაში ან თეატრში სადაც მრავალი მსახიობი თუ მომღერალი გამოდის და რა გამოვიდა მაშინ ვერ გავიგე? კინოც ცოდვა ყოფილა მაშინ ბალეტიც ოპერაც და ა.შ .. ნუ ერთი სიტყვით ძაან ძნელია ამის გარჩევა რა
|
ქავთარაძე |
Mar 11 2009, 10:13 PM
პოსტი
#18
|
დაურეგისტრირებელი |
jijikoi
ციტატა სულ რამდენიმე, მათ შორის ვინც, ბოლომდე პატიოსანი იყო თავის თავთანაც, ოჯახთან და საქართველოსთან. თქვენ ხაართ პატიოსანი საკუთარ თავთან |
Ligia |
Mar 12 2009, 12:23 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მურმან ჯინორიაა მაგალითად მნათეს სიტყვებით ეკლესიური ადამიანი
ცოლიც დადის და პატარა შვილიც დაყავთ დანარჩენი არ ვიცი, მე რასაც ვხედავ ის დავწერე |
მატასი |
Mar 12 2009, 12:32 PM
პოსტი
#20
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ციტატა სანამ მსახიობებს განვიკითხავთ, იქამდე გავიხსენოთ, რომ ყველა ჩვენგანი ერთგვარი მსახიობია ამ ცხოვრებაში, არის სხვა და თავს სხვად აჩვენებს. ამიტომ, განკითხვა ჩვენიდან დავიწყოთ ჯინორია მართლა დადის პლეხანოვზე, ერთ პატარა ტაძარში მსახიობსაც გააჩნია ისე -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი