ფერარა-ფლორენციის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერარა-ფლორენციის |
mr_morrison |
Feb 25 2007, 01:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
თუ ვინმეს გაქვთ ამ საეკლესიო კრების შესახებ სტატიები გთხოვთ ატვირთოთ
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
marine |
Jul 10 2020, 02:18 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,923 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"XV საუკუნის სიგელ-გუჯრებში მანგლელ-თბილელ ეპისკოპოსებად მოსხენიებულნი არიან იოანე და გრიგოლი. იოანე მანგლელ-თბილელ ეპისკოპოსად მოხსენიებულია 1432-1440, 1441 წლებში, ხოლო გრიგოლი - 1442 წელს. ვფიქრობთ, სწორედ ეს ეპისკოპოსები ესწრებოდნენ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას", - ბრძანებს ისტორიკოსი ო. ჟუჟუნაძე ნაშრომში: "XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისთვის".
იგივე ავტორი რუსული, ბერძნულ-ლათინური და ქართული წყაროების შეჯერებით ადგენს, რომ ფლორენცია-ფერარას კრებაზე საქართველომ გააგზავნა სამი წარმომადგენელი: თბილის-მანგლისის ეპისკოპოსები - გრიგოლი და იოანე და წარჩინებული თავადი, რომლის სახელი უცნობია. მისი მიზანი, როგორც ჩანს, იყო ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დადება თურქეთის წინააღმდეგ, მაგრამ კრებაზე გამოჩნდა, რომ რომის პაპი მუქარითა და იძულებით მოითხოვდა კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების თავისი ეგიდის ქვეშ გაერთიანებას. ამასთანავე, მუსულმანებისგან მართლმადიდებელი ქვეყნების დაცვის არავითარ გარანტიას არ იძლეოდა. ხანგრძლივი კამათისა და ფიზიკური ზეწოლის შედეგად უმრავლესობა იძულებული გახდა, ხელი მოეწერა გაერთიანების აქტისთვის, მხოლოდ უმცირესობამ, მათ შორის ქართველებმა, ხელი არ მოაწერეს სამარცხვინო შეერთებას. ერთ-ერთი პირველი წარგზავნილი, ეპისკოპოსი გრიგოლი განერიდა ძალადობას, გაიქცა კრებიდან და დაბრუნდა სამშობლოში. მეორე ეპისკოპოსმა - იოანემ გადაიცვა მათხოვრის სამოსი, აიღო საქართველოდან წაღებული ფული, მიმოდიოდა იტალიაში და ყველგან ქადაგებდა პაპ ევგენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ამხელდა მის ცოდვებს. თავადმა კი პაპის დაჟინებულ მოთხოვნებს ბრძნული პასუხი გასცა. ამგვარი იყო მართლმადიდებელ ქართველთა აღმსარებლობა. სამწუხაროდ, ჩვენში სათანადო პატივით არ არიან დაფასებული ათონზე, ივერონში, ლათინთაგან მოწვეტილი ივერიელნი, ფერარა-ფლორენციის კრებაზე წმინდა მარკოზ ეფესელის თანამებრძოლი ქართველი მღვდელმთავარნი." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2024 - 08:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი