IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

210 გვერდი V « < 160 161 162 163 164 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 4 2021, 12:10 PM
პოსტი #3221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„1922 წელს წმინდა ანას სკიტის ერთმა ძმამ საკუთარი მამა მოიყვანა, სახელად იოანე, რომელიც მონაზვნობაში იოაკიმე გახდა. მისმა ვაჟმა, ანტონიმ მას აუხსნა: რადგანაც წერა-კითხვა არ იცი, ერთი თითი მოკეცე და თქვი, "უფალო", მეორეს მოკეცვისას - "იესო", მესამეზე - "ქრისტე", მეოთხისას - "ძეო", მეხუთეზე კი "ღვთისაო".

მან ხელისგული აჩვენა და უთხრა: - ვაშლის აღებით ჩვენ მთელი ხელისგულით შევცოდეთ, ამიტომაც, დაე, ყველა თითი დაგვეხმაროს ლოცვაში. მაშინ მოვიპოვებთ ცხონებასო.

მამა იოაკიმე უსიტყვოდ ემორჩილებოდა თავის ვაჟს და მალევე მოუკლებლად ლოცვის ნიჭი მოიპოვა. ამასთან, მას მოუკლებელი ცრემლთა დენის ნიჭიც მიეცა. მისი სიმდაბლე იმ საფეხურამდე ავიდა, რომ ყველაზე ახალგაზრდა მონაზონთა დანახვისასაც კი მათ ნაფეხურებს კოცნიდა.

სკიტელმა მამებმა გადაწყვიტეს, გამოეცადათ, მისი ცრემლები მართლა სიმდაბლისმოყვარებისა და საკუთარი ნების მოკვეთისაგან თუ მოდიოდა. მათ უთხრეს: "მამაო იოაკიმე, როცა სასაფლაოს ჩაუვლი, მიცვალებულებისგან კურთხევა აიღე. თქვი: "მაკურთხეთ, მამანო". მამა იოაკიმე, შვილი მორჩილებისა, ასეც მოიქცა, სასაფლაოს კარებს მიუახლოვდა, შეჩერდა და ლოცვა დაიწყო: "მაკურთხეთ, მამანო". მაშინვე გარდაცვლილთა ძვლები ამოძრავდნენ, ერთმანეთს მიეხეთქნენ და გარკვევით მოისმა ხმა მიწიდან: "უფალმა გაკურთხოს, მამა იოაკიმე". უკან მამები მიჰყვებოდნენ, რომელთაც თქვეს: "ვაი ჩვენ, რომ აქ სიყრმიდანვე ვიღვწით, მაგრამ ასეთ მადლს ვერ მივაღწიეთო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 5 2021, 12:28 PM
პოსტი #3222


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნური ღვაწლი განისჯება არა მხოლოდ სხეულის, არამედ გონების ვნების გამოც“

/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 6 2021, 12:26 PM
პოსტი #3223


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მორჩილება - ეს არის განსაკუთრებული ურთიერთობა მწყემსსა და დასამწყესს შორის, და ეფუძნება ღრმა ნდობას, ურთიერთპატივისცემას, სიმდაბლეს, ლოცვას, ღვთის სიმართლის ძიებას“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2021, 12:13 PM
პოსტი #3224


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზონმა ისე გონივრულად უნდა დაიცვას მარხვა, თითქოს სხეულში ას წელიწადს დარჩენა ჰქონდეს გადაწყვეტილი; ისე უნდა მოთოკოს სულიერი მოძრაობანი: დაივიწყოს წყენანი, დაუტევოს დარდი, არად ჩააგდოს მწუხარება და დანაკარგი, თითქოს ყოველდღე სიკვდილს აპირებდეს“

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2021, 11:54 AM
პოსტი #3225


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რა თქმა უნდა, ბერი არასდროს ამბობს: „მე ვიხსნი მსოფლიოს“. იგი ლოცულობს სამყაროს გადარჩენაზე საკუთარი ცხონებისათვის ლოცვის პარალელურად. ხოლო, როცა სახიერი უფალი გაიგონებს მის ლოცვას, დაეხმარება სამყაროს. ბერ არ ამბობს: „მე გადავარჩინე სამყარო“. არამედ - „ღმერთმა იხსნა ქვეყნიერება“. ბერმა ისეთ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს, რომ ლოცულობდეს: „ღმერთო ჩემო, მე ნუ გადმომხედავ, მე ნუ შემიწყალებ. იზრუნე ქვეყნიერებაზე, შეიწყალე იგი“. ბერი ასე ლოცულობს არა იმიტომ, რომ თავად არ საჭიროებს ღვთის მოწყალებას, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მიმართ უდიდესი სიყვარული აქვს“

/წმ. პაისი მთაწმინდელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 9 2021, 12:19 PM
პოსტი #3226


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იღუმენის მეშვეობით უნდა გაიგო ნება ღვთისა და ამის მიხედვით მოიქცე და არა შენ თვითონ აიჩემო რაღაც“.

/ღირსი სილუანე ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2021, 11:58 AM
პოსტი #3227


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ძია ნიკოლოზს ერთი ვნება ჰქონდა: თამბაქოს წევა.
„საუბედუროდ ეს ვნება დამრჩა, მეუბნებოდა ძია ნიკოლოზი, - რათა ჩემივე მიზეზით, არად ჩამეგდოს ღმერთმა და ადამიანებმა. მას თავი დავანებე, - უფალს ჩემზე ეტყვის მაცდური, - ის აბოლებს და ამიტომაც ჩემიაო“.
ვკითხე:
-როდესმე მონასტრის შიგნით თუ მოგიწევია.
-არასოდეს შვილო, ყოველთვის გარეთ გავდივარ, გალავნის ბოლოში. ვინაიდან კარიბჭის თავზე გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელმაც ბევრჯერ მანუგეშა. ხოლო თამბაქოს კვამლი ჩვენი რწმენის საგანძურის გარშემო არ უნდა ტრიალებდეს.
მამა ფილოთეოსმა ბევრჯერ შესთავაზე მონაზვნად აღკვეცა, რაზეც ის პასუხობდა: „არა, სიგარეტით ვერ შევუდგები ღვთისთვის მიძღვნილი ცხოვრების გზას. მონაზონს ყოველთვის ხელში სკვნილი უნდა ეპყრას და ლოცულობდეს. მე თვითონვე გეტყვით, როდის ვიქნები მზად მონაზვნის სამოსის ჩასაცმელად“.
მრავალი წლის შემდეგ, როცა მისი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა, ღმერთმა ჯილდოდ ამცნო, თუ როდის გარდაიცვლებოდა. მან მოუხმო იღუმენს თავის ოთახში და უთხრა: „მამაო, ორმოცი დღის მერე მოვკვდები. მონაზვნად აღმკვეცე, რათა მომავალ ცხოვრებაში თქვენ არ განგეშოროთ, ძველი მამებისგან გამიგია, რომ საუკუნო სასუფეველში მონაზვნები ერთ ადგილას იქნებიან, ხოლო ერისკაცები სვა ადგილზე“.
დიდი გულშემუსვრილებით აღიკვეცა მონაზვნად. მისი წინასწარმეტყველების არავის სჯეროდა, მაგრამ მეორმოცე დღეს მართლაც გარდაიცვალა,რათა მიღო საზღაური თავისი შრომისა. მისი დაკრძალვისას გამოუთქმელი კეთილსურნელება იგრძნობოდა. ხალხი, ვინც მისი ცხედარი საფლავში ჩაუშვა, ამბობდა: „თუ ჩვენი არ გჯერათ, ხელებზე გვისუნეთო“.
ბერდიდმა გვიბრძანა, აღმოსავლეთით მივბრუნებულიყავით და მუხლი მოგვეყარა. ლოცვის დასრულების შემდეგ სამარე მიწით ამოავსეს. ყველას გვჯეროდა, რომ უფალმა ის ღირს მამათა დასში შერაცხა.
მისმა ლოცვამ განგვამტკიცოს ჩვენ სიმდაბლესა და წმინდა, უჩინარ მსახურებაში. ამინ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2021, 12:33 PM
პოსტი #3228


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„უდაბნოში განმარტოებული არ უნდა ნანობდეს სოფელზე, რომელიც მან დატოვა; ერში ცხოვრებისათვის მოწოდებული კი არ უნდა ამბობდეს, რომ აქ ცხონება შეუძლებელია!“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2021, 12:05 PM
პოსტი #3229


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქვათ. ჰაერი გაივლის ჩვენ სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გულში“.

/წმ. სილუანი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2021, 12:10 PM
პოსტი #3230


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნებმა, რომელთაც აღთქმა დადეს ჯვრისა და სახარების წინაშე, დაიცვეს განა სიწმინდით ყველა თავისი სამონაზვნო აღთქმა? ახლა, მონასტერთა ნაკლებობის გამო ზოგიერთი შეგნებულად, ხოლო ზოგიც გაუცნობიერებლად ცდილობს სამონაზვნო აღთქმის ტვირთვის შემდეგაც იცხოვროს ამა სოფლად, ოჯახშიც კი. სამწუხაროდ, ჩვენი ცხონების მტრისგან წაქეზებულთა შორის არსებობს აზრი, რომ მონაზონი ერში - არ არის იგივე, რაც მონასტერში, რომ მისთვის აუცილებელი არ არის ყველა სამონაზვნო აღთქმის მკაცრად დაცვა. ასე ხომ მხოლოდ უგუნურს შეუძლია ლაპარაკი. სადაც არ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა პირობებშიც უნდა მოხვდეს იგი, თუ სამონაზვნო აღთქმა მიუღია და მათ არ იცავს, ფიცის გამტეხია“.

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2021, 12:34 PM
პოსტი #3231


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მორჩილება არის ყოველგვარი განსჯის უარყოფა განმსჯელი გონების მიერ."

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2021, 11:45 AM
პოსტი #3232


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ქრისტეს ნათლით კელიას ფერი აქვს შეცვლილი და მოღვაწეს ერთგვარი „ფხიზელი აღფრთოვანება“ ეუფლება, ის უხილავ ღმერთს ხედავს. „ღმერთი სინათლეა, - წერს წმინდა გრიგოლ ახალი ღვთისმეტყველი, - და მისი გამოსახულება ერთგვარი ნათელია.“ წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ დროს მონაზონი ღვთაებრივ წმინდა ნათელს ჭვრეტს... და ეს მახარებელი სანახაობაა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2021, 12:10 PM
პოსტი #3233


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ის ალბათ არასდროს იფიქრებდა მონაზვნობაზე…
ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელმაც გამოუცხადა, რომ მონასტერში უნდა წასულიყო…
ჰოდა, ძალიან პატარა ასაკში დაადგა მამა ელია ბერობის ურთულეს აღმართს…
როგორ შეელეოდა მარტოშვილის გაშვებას დედა, ბევრიც არ უფიქრია და ისიც მონასტრის კარებს მიადგა…
ალბათ, ღმერთზე მეტად შვილის სიყვარულით აღიკვეცა მონაზვნად… ასე ხომ შვილთან უფრო ახლოს იქნებოდა…
რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა…
მამა ელიას ცხვირსახოცი სთხოვა, დამიტოვეო…
შეიძლება ამოუხსნელიც იყოს, რას ნიშნავს შვილისთვის დედა რომ დედაოც ხდება… რათ გინდა დედაო ჭუჭყიანი ცხვირსახოციო, უკითხავს მამა ელიას… მომენატრები და შენს სურნელს გულში ჩავიკრავო…
ახლა, ნახევარი საათის წინ დედა მართა გარდაიცვალა, მამა ელია მიუახლოვდა დედის ჯერ კიდევ თბილ სხეულს და მას ხელში შვილის ცხვირსახოცი ეჭირა…“

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2021, 10:56 AM
პოსტი #3234


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისკენ!“

/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2021, 11:46 AM
პოსტი #3235


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ღვთის მადლით, ღვთივკურთხეული მონაზვნები ახლაც არსებობენ. დედამიწა თავისი არსებობით ამ დალოცვილ ასკეტთა არსებობას უნდა უმადლოდეს. ცოდვის სიბნელეში ჩაფლულ თანამედროვე სამყაროს ნათელს ისინი ფენენ“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2021, 12:31 PM
პოსტი #3236


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„როგორც უმარილო ხორცს უმალ დაესევა მატლი და სიმყრალის გამო ყველა ერიდება, ხოლო მოეყრება რა მარილი, მაშინვე მოშორდება არაწმინდება, რადგან მარილი თავისი ბუნებით მაშორებელია მატლისა და სიმყრალისა, ასევეა ის მონაზონიც, რომელმაც თავი მიუძღვნა ქვეყნიური საქმეებისათვის ზრუნავს, არ ზის თავის სენაკში ღვთის შიშით გარემოცული და არ ეწევა სამონაზვნო საქმეს - მარხვასა და ლოცვას, რომელიც მარილია სულისა, ასეთი წამხდარია შინაგანად და აღვსებულია მრავალი სიმყრალითა და ბოროტი გულისთქმებით; ამიტომაც გაურბიან მას ანგელოსნი ღვთისა სიმყრალის, ამაო გულისთქმებისა და დაბნელებულ ვნებათა გამო, რომელიც დამკვიდრებულია მის სულში. ასეთში დაღოღავენ მატლები, რომლებიც გაჩენილია ბნელი ძალებისა და ბოროტ გულისთქმებისგან, ბუდობენ მასში, ჭამენ და განლევენ მას. ხოლო თუკი მონაზონი მალე მოეგება გონს და მიენდობა ღმერთს, მაშინვე დაუბრუნდება მას სული სახიერი და კაცთმოყვარე და ვნებები და ყოველი სიმყრალე უჩინო შეიქნება“.

/ღირსი ზოსიმე პალესტინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 20 2021, 09:51 AM
პოსტი #3237


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს“

/წმ. ბარსანოფი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2021, 11:17 AM
პოსტი #3238


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„დედა სარას ოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდა მრუშობის ზრახვები და არასოდეს უთხოვია, რომ ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, არამედ ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ ამ ბრძოლის გასაძლებად გამძლეობა და მოთმინება ებოძებინა“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2021, 11:32 AM
პოსტი #3239


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან სულიერი ბრძოლა ჰქონდა. ბერმა, სხვათა შორის, უთხრა მას: „ნუ გაგიკვირდება ის, რაც გემართება. ხედავ, როგორი მოხუცი ვარ; სამოცდაათი წელია, ამ სენაკში ვცხოვრობ და საკუთარი სულის ცხონებისათვის ვზრუნავ; ამ სიბერეშიც ვებრძვი განსაცდელსა და თავდასხმებს ზრახვებისაგან“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2021, 12:37 PM
პოსტი #3240


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქალაქში მცხოვრებსაც შეუძლია, მიბაძოს მეუდაბნოეთა სიბრძნისმოყვარეობას“


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

210 გვერდი V « < 160 161 162 163 164 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი