თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ქართული და უცხოური სამზარეულო

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 29 2007, 11:02 PM

თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 29 2007, 11:22 PM

ხინკლის ცომი რომ იდეალური იყოს რაარის ამისთვის საჭირო? smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 29 2007, 11:40 PM

(კოპიო მეზობელი თემიდან)

ხორციანი ბლინები ანუ სულთანური

კაი, მაშინ ასე: (მე "თვალით" ვღებულობ პროდუკტებს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოდის)

2-3 კვერცხი, რძე 2 ჭიქა, ფქვილი მაქსიმუმ 500 გრამი, გატარებული ხორცი 1კგ (hackfleich gemischt, Lydl-ის ყველას ჯობია, 2 ცალი), მარილი, შავი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოტა ოხრახუში თუ საშუალებაა, 2 საშუალო ზომის თავი ხახვი.

ბლინი (როგორც ფრანგული crepes , მაგრამ უშაქრო):

ავთქვიფოთ კვერცხი, ცოტა მარილი დავამატოთ და ოდნავ შემთბარი რძე, შემდეგ თვალის ზომით ნელნელა ჩავამატოთ ფქვილი, ისე რომ ოდნავ გასქელდეს, რადგან ბლინი თხელი უნდა იყოს, სისქე ცომის როგორ გაგაგებინო არ ვიცი, დაახლოებით ბანანის ნატურალური წვენები რომ იყიდება იმ სითხელის უნდა იყოს, კარგად ავთქვიფოთ, გავაჩეროთ ასე 10 წუთი და მერე კიდევ ერტხელ მოვურიოთ. მანამდე ტაფა უნდა გახურდეს, პატარა ყავის ჭიქაში მოამზადე ზეთი, ძალიან ცოტაა საჭირო. ცხელ ტაფას ოდნავ მოუსვი ეს ზეთი, თუ გაქვს ფუნჟი სამზარეულო უკეთესია იმით მოსმა. დაასხი ცომი ამ ტაფას, მაგრამ ძალიან ცოტა, რაც ძირს დაუფარავს , მერე ატრიალე ტაფა და რაც ზედმეტია უკან გადმოასხი. შეიწვება ეს ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან, ასე გააგრძელებ ბოლომდე, ცალკე თეფშზე კი ეს ბლინები auf einandern stappeln.

ფარში:

ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, ძალიანნწვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავამატოთ ხორცი და კარგად მოვშუშოთ, შევკაზმოთ მარილით, წიწაკით და ხმელი სუნელებით, ოხრახუშის შემთხვევაში კი, როცა ეს ფარში დამზადდება, სულ ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გადმოვდგათ ცოტა გასაცივებლად.

დამზადებული ბლინები ავიღოთ და უმ მხრიდან დავადოთ ფარში, თვალით შეაფასე რაოდენობა, ერთი სუფრის კოვზი ალბათ ან ცოტა მეტი, გააჩნია ბლინის სიდიდეს. შევახვიოთ, ეს გასაგებია როგორ და შევწვათ ან ღუმელში, ან ოდნავ ზეთიან ტაფაზე, gelegentlich umdrehen auf aller seite. და ესაა smile.gif

ბლინები ცოტა სახლაფორთოა, თუ პირველად აკეთებ, მარა რამდენიმე რომც გაფუჭდეს, მერე მაინც გამოვა, მიხვდები მეთოდს, მთავარია ტაფა იყოს ძალიან ცხელი.

არ ვიცი რამდენად წარმატებულად აგიხსენი,მაგრამ ეგებ გამოგივიდესsmile.gif

პ.ს. ქინძს ქვია koriander, ოხრახუში კი petersilien.


ესეც მეორე კოპიო

სამარხო შოკოლადი

თუ ნათიას აინტერესებდა? smile.gif მაშინ აადუღე წყალი ტაფაში, ცალკე ჭიქაში სჰაქარი და კაკაო შეურიე (მწარე კაკაო) , ცოტა თბილი წყალი დაასხი, აურიე კარგად და ამ ადუღებულ წყალში შეურიე, ურიე დიდხანს, სანამ არ გასქელდება, მერე ალუმინის ფოლიეზე დაასხი ან ფორმებში ცაასხი და გააცივე. ვსიო, ვანილიც შეგიძლია დაამატო. კარგია ვიშნის ჩამატებაც,ან დაფილეტებული ფორთოხლის. ზემოდან კი ნიგოზი ან ნუშიც შეიძლება.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 29 2007, 11:44 PM

staywhite

ციტატა
თუ ნათიას აინტერესებდა? მაშინ აადუღე წყალი ტაფაში, ცალკე ჭიქაში სჰაქარი და კაკაო შეურიე (მწარე კაკაო) , ცოტა თბილი წყალი დაასხი, აურიე კარგად და ამ ადუღებულ წყალში შეურიე, ურიე დიდხანს, სანამ არ გასქელდება, მერე ალუმინის ფოლიეზე დაასხი ან ფორმებში ცაასხი და გააცივე. ვსიო, ვანილიც შეგიძლია დაამატო. კარგია ვიშნის ჩამატებაც,ან დაფილეტებული ფორთოხლის. ზემოდან კი ნიგოზი ან ნუშიც შეიძლება.


დავაციტატე რომ ადვილად ვიპოვო

მადლობა!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Nov 30 2007, 12:29 AM

:ნერწყვიგადავყლაპესმაილი:


ქათმის ფილე მოშუშეთ, დაამატეთ ხახვი მარილი და შავი წიწაკა, სოკო და ცოტა ხანი ცხლად შეფუთეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და მაიონეზი. გემრიელად მიირთვით

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 30 2007, 01:58 AM

ხორციანი ღვეზელი "ნიანგი"


IPB-ს სურათი

ცომისთვის
1. 1 თერთმეტი გრამიანი საფუარის პაკეტი
2. 2 სუფრის კოვზი შაქარი
3. ცოტა მარილი
4. ერთი კვერცხი
5. 250 მლ თბილი რძე
6. ერთი სუფრის კოვზი ზეთი
7. 500 გრ ფქვილი



გულსართი
1. ერთი პატარა თავი კომბოსტო
2. 2-3 თავი ხახვი
3. 500 გრამი ფარში
4. მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი

1. დიდ ჯამში ავურიოთ ყველაფერი ერთად: კვერცხი, მარილი, თბილი რძე, საფუარი, შაქარი, მარილი, ზეთი, 500 გრ ფქვილი და მოვზილოთ ჩვეულებრივი ცომი, შემდეგ შევინახოთ გასაფუებლად.

2. ვამზადებთ გულსართს. ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა მოვთუშოთ. დაჭრილი კომბოსტო, ხახვი, ფარში (წიწაკა და მარილი გემოვნებით):

IPB-ს სურათი

3. ვაბრტყელებთ ცომს, ვუსწორებთ გვერდებს კბილანებიანი დანით (როგორც სურათზეა გამოსახული), ხოლო ჩამოჭრილი ცომის ნაწილები შემდეგ გამოგვადგება.

IPB-ს სურათი

4. შემდეგ გადაგვაქვს ცომი ცხიმწასმულ და "კალკიან" "ჟარონაზე" (ქართულად როგორ არის ვერ გავიხსენე biggrin.gif) და შუაში ვდებთ გულსართს.

IPB-ს სურათი

5. ჩავჭრათ ცომი კუთხიდან 3-4 სანტიმეტრის სისქის ზოლებად, გულსართამდე, შემდეგ დავიწყოთ მისი დაწნა, ისე რომ დაუწნავი დარჩეს პირველი და ბოლო ნაწილები.

IPB-ს სურათი

6. ზედა მხრიდან კეთდება თავი, ქვედა მხრიდან კუდი.

IPB-ს სურათი

7. ცომის მორჩენილი ნაწილებიდან გამოვწერწოთ თვალები და თათები.

IPB-ს სურათი

8. მარკრატლით ჩავუწრათ "ეშვები".

IPB-ს სურათი

9. ტანიც დავუსეროთ მაკრატლით.

IPB-ს სურათი

10. ღუმელში ვაცხობთ 200 გრადუსზე, შეწითლებამდე. გამოცხობამდე 10 წუთით ადრე ჩვენს "ცხოველუკას" (biggrin.gif) წავუსვათ კვერცხი და ცოტა ხნით დავაბრუნოთ ღუმელში




დაა ჩვენი ნიანგიც გამოცხვა biggrin.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Nov 30 2007, 06:31 PM

staywhite
მადლöბა დიდი
შენი რეცეპტით გავაკეთე სულტანიკები და ახლა ცივდება 18:00ზე წირვას გამოვუყვანთ biggrin.gif

შეპირებული სურათები
IPB-ს სურათიშემთბარი რძე


IPB-ს სურათიბანანის წვენის სისქის და ცომის სისქის შედარება biggrin.gif



IPB-ს სურათივერც ქინძი და ვერ ოხრახუში ვერ ვიპოვე მაღაზიაში და მერე რომ ვიკითხე აქ ყოფილა ორივე biggrin.gif


IPB-ს სურათიფინალი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 30 2007, 07:49 PM

გენეზის, ნუ ბიჭი ხარ საჩუქარი smile.gif მალადეც, კარგად გამოიყურება.

კატ,

აქ უკვე აულაგებიათ შენი პოსტი kann sein spürren enthalten-ო რომ გეწერა კითხვა და რომ დაგპირდი მეც დავადგენ თქვა. მოკლედ, მე წლების განმავლობაში ვყიდულობ მაგ საშობაო პრიანიკებს და ამბებს, და იყო მუდამ მაგ წარწერის გარეშე, დღეს დავათვალიერე და გავვოგნდი: თითქმის ყველას აწერია მასე blink.gif როგორც ჩანს ალერგიული ვინცაა იმათთვის თავის დაზღვევის მიზნით. დღეს საღამოს ვკითხავ მარკოს მესინჯერში მაგის თაობაზე, რადგან თვითონაც ყიდულობდა მაგ პროდუკტს ადრე. ახლა კი რაც ვნახე Lydl-ში მაგ წარწერების გარეშე:
ტკბილეული, რაც აუცილებელია ტვინის უჯრედებისთვის, შეიძლება ჩაენაცვლოს შემდეგი:

1.Müsli Riegel (Apfel, Nut und Almonds, Cranberries) - კანფეტების განყოფილებაში,

2. ქიშმიში

3. Drops - სხვადასხვა ხილის, კანფეტებში ესეც,

4. Nougat pillows (Crown Field) - Getreidekissen mit 40% Nougatcremefüllung, მუსლების და ქელოქსების განყოფილება,

5. Nuss Sterne (Favorina) - საშობაო პრიანიკებთან.

გარდა ამისა, გირჩევთ უდროობის გამო რომ სწრაფად დაამზადოთ, კარგია კარტოფილის სალათი დამზადებული ზეთსა და ძმარზე (თევზთან მაგალითად ) , ოღონდ თუ დამიჯერებთ მირთმევის წინ ცოტა მიკროველეში გაათბეთ:
(Vitakrone ) Kartoffelsalat mit Essig und Öl, დევს ღია მაცივრის განყოფილებაში.

დანარჩენებს სხვაგანაც ვნახავ და დავწერ.

პ.ს რეცეპტებს მერე განვათავსებ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 2 2007, 07:20 PM

staywhite
ნან დიდი მადლობა, ეხლა ვნახე ეს პოსტი, ამოვიბეჭდავ 2kiss.gif
მამაო რას იტყვის ნეტა.

ხოდა ოთხშაბათს გავაკეთებ აჯაფსანდალს, მეც გადავუღებს სურათებს და გაჩვენებთ biggrin.gif biggrin.gif :მიმბაძველი_სმაილიკი:

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 4 2007, 03:27 AM

კატ,

არ ვიყავი ადგილზე და დამაგვიანდა პასუხი.

ვკითხე მარკოს, და მიუხედავად იმისა რომ იგივე პროდუკტს ადრე არ ეწერა , რომ შესაძლებელია შეიცავდეს რძის და კვერცხის "კვალს", რის გამოც ვიყენებდით, რახან ახლა აწერია აღარ გამოდგებაო, ანუ რაც თვალნათლივ წერია იმაზე თვალს ვერ დავხუჭავთ.

გირჩევ ისე ფინიკის ხურმა და ხმელი ატმის ჩირები გასინჯო, ისინიც შეასრულებენ აუცილებელი ტკბილეულის როლსsmile.gif კარგია ლეღვიც, კალციუმსაც შეიცავს და რა იცი, თხილამურების დროა და რომ რამე ძვლები ფორმაში იქნებიან rolleyes.gif როცა დრო მექნება, სხვაგანაც ვნახავ, უბრალოდ ახლა ძალიან გაჭედილში ვარ.

დავწერ ერთ სამარხო რეცეპტს უცხოეთში მყოფთათვის(ალბათ, საქართველოშიც გამოდგება) :

1.დავჭრათ ბოსტნეული წვრილად, მაგალითად ცუკინი (ყაბაყი), პომიდორი, ბადრიჯანი, შეიძლება ბულგარული წიწაკაც, ასევე "გაროხი" ნახევარი კოლოფი. ზეთიან ტაფაში მოვხრაკოთ ხახვი, ეს ბოსტნეული ჩავამატოთ და კარგად მოვშუშოთ (შეიძლება პამიდვრის სოუზიც ჩავასხათ). ამ მოთუშულ ბოსტნეულში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და წყალგაცლილი რიგატონი, ან პენნე (შეიძლება ნებისმიერი მაკარონის სახეობაც) და კარგად ავურიოთ, ვშუშოთ ცოტა ხანი და შევკაზმოთ სანელებლებით, მაგ. ცოტაოდენი ორეგანო, წითელი წიწაკა და ხმელი ოხრახუში.

2. შემწვარ თევზის ფილეტებს კი ძალიან უხდება კარტოფილის სალათი (ზეთით და ძმრით, მწვანე ხახვით შეკაზმული, წიწაკა შავი), ასევე ბრინჯი ან შემწვარი კარტოფილი.

კარტოფილზე დამზადებულ "ბაილაგე"-ს (მისაყოლებელი) მე ვამზადებ სხვადასხვანაირად:

ა) მოხარშული კარტოფილი რგოლებად დავჭრათ (არც ისე წვრილად) და ზეთში ან მარგარინში კარგად მოვხრაკოთ, თავი ხახვი დავაჭრათ, ასევე მწვანე ხახვი, მწვანილეულობა , წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

ბ) გათლილი მთლიანი კარტოფილები დავანახევროთ და კარგად მოვხარშოთ მარილიან წყალში, ბოლოს წყალი გადავწუროთ, შევკაზმოთ წიწაკით, მარილით, მწვანილი, ზემოდან დავასხათ ცოტა დამდნარი მარგარინი (მცენარეული).

გ) კარტოფილი დავთალოთ და დავჭრათ შუაზე, ასევე რამდენიმე სტაფილო. მოვხარშოთ ერთად , წყალი ამოვაშროთ ან ამოვღვაროთ და დავამატოთ დაფქვილი "muskatnuss",შავი წიწაკა , კარგად ავზილოთ, ანუ პიურე გავაკეთოთ ამ მასით (არავითარ შემთხვევაში მიქსერი არ გამოიყენოთ, მხოლოდ სამზარეული საჭყლეტი "კოვზი"). სურვილის მიხედვით შეიძლება ცალკე ტაფაში ზეთში მოხრაკული აწითლებული ხახვის დამატებაც.

ასევე კარგ გემოს აძლევს თევზს წალკე დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარგად შებრაწული ხახვის გარნიტური.

პ.ს. ამ პოსტს ნუ გააიგივებთ მარხვაში გემოთმოყვარეობასთან, რადგან ხანდახან აუცილებელი ხდება საკვების შეცვლა, განსაკუთრებით ვისაც რთული სამსახური აქვს, დრო არ აქვს, ან ბავშვები ყავს, იმათ ვერ მოვთხოვთ მხოლოდ პურზე და წყალზე იყვნენ, გარდა ამისა უცხოეთში მყოფთათვის, როგორც კატემ ადრე აღნიშნა რაღაც დაშვებებიც არის. ამის გამო გთხოვთ, ნუ მიმაწერთ იმათ სიაში, ვინც გემოთმოყვარეობას ვერ სტოვებს მარხვაშიც კიsmile.gif არის სამსახურები , რომელიც აუცილებელს ხდის საკვების მრავალფეროვნების და ვიტალიტეტის აუცილებლობას.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 6 2007, 04:39 AM

staywhite
მადლობა ნანა, ეხლა ვნახე ეს პოსტი smile.gif

ხოდა, ჩემი შეპირებული აჯაფსანდალის სურათებს დავდებ, ხვალ მივუწერ ტექსტსაც biggrin.gif
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
guten Appetit!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 04:46 AM

ზუსტად ჩემეული "პრიპასებია", კატ smile.gif

ზუსტად არ ჩანს სურათზე, რეჰანს ურთავ ხოლმე (ბაზილიკუმ ანუ) ? ისე, კატ, მე ბოლოში ფხვნილი რომაა "შპაგეტი ნაპოლი" იმას ვურევ და ძალიან კაი გემოს აძლევს, მაგ სოუზში ბევრი ჩვენებური სანელებლებია და ძლიერ ემსგავსება ქართულს, გარდა ამისა ასქელებს ცოტათი.

პ.ს. ისე, ჩვენს მაგ პურს გეახლებითsmile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 6 2007, 04:50 AM

ეს რა გემრიელი თემა ყოფილა აქ tongue.gif

არა გოგოები რო ყოჩაღები გვყავს ქე ვიცოდი მარა, თათარაშვილი თუ ეგეთი Yოჩაღუნა იყო არ ვიდოდი.... rolleyes.gif ან საიდან უნდა მცოდნოდა მამენტ მარა wink.gif ნიანგი ისე აპეტიტნად გამიყურება როოოოოოოო rolleyes.gif rolleyes.gif მომინდა sad.gif

k@the

ქეთ, მაგარ! rolleyes.gif

მარა ნაღდად კიტრია ეგ მანდ თუ მეშლება???? tongue.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 04:52 AM

ლიკა,

კატეს მაგივრად გაგცემ პასუხსsmile.gif კიტრს რომ გავს ისაა ცუკინი, მგონი ქართულად ყაბაყი ქვია, ანუ ყაბაყის ერთი ჯიში. ჩვენთან უფრო თეთრებია. გოგრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.

პ.ს კატ, ტაფა მომეწონა შენი , ვაფანატებ სამზარეულო ნივთებზე biggrin.gif მაგარია, ტაფაც და შენი აჯაფსანდალიც.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 6 2007, 04:55 AM

staywhite
და აჯაფსანდალს ყაბაყი რად უნდა? პირველად გავიგე მართლა smile.gif მანდ აკეთებთ ეგრე თუ საერთოდ ეგრე კეთდება?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 05:01 AM

აქ ვაკეთებთ თათი ასე smile.gif უხდება ძალიან, გარდა ამისა, რა თქმა უნდა აქ ცოტა ასიმილაციას განიცდის ჩვენი სამზარეულო, მე პირადად ჩემი საკუთარი რეცეპტები მაქვს, ზოგი მეთოდი გადმოვიღე მედიტერანული, შვეიცარიული და ფრანგული სამზარეულოდან, ხშირად, ჩვენებური პროდუქტის არ არსებობის ბრალიცაა ასე "უცხო" პროდუქტის გამოყენება და ასე შემდეგ. სხვა გზა არაა smile.gif მაგრამ, მერწმუნე რომ ძალიან კარგად ხდება ეს ამბავი და შესაშური კერძების რეცეპტები ყალიბდება smile.gif

პ.ს. მე მაგალიტად ფრანგული აჯაფსანდალი smile.gif რატატუი ქვია, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ცივად მიირთმევენ, ემსგავსება ჩვენსას, მაგრამ ბოსტნეული არის ძალიან პატარა კუბიკებად დაჭრილი. ასევე იტალიური ანტიპასტი-ც ჩვენებურს მაგონებს.

პ.პ.ს. თათარაშვილი smile.gif თუ შეიძლება სურათები სხვა სერვერზე ატვირთე, აქედან ძალიან უჭირს ამ გვერდს გახსნა, რამეთუ არ იტვირთება ეგ სურათები დროზე. მადლობა, თუ მოახერხებ რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 7 2007, 06:50 PM

ციტატა(staywhite @ Dec 6 2007, 01:46 AM) *

ზუსტად ჩემეული "პრიპასებია", კატ smile.gif

ზუსტად არ ჩანს სურათზე, რეჰანს ურთავ ხოლმე (ბაზილიკუმ ანუ) ? ისე, კატ, მე ბოლოში ფხვნილი რომაა "შპაგეტი ნაპოლი" იმას ვურევ და ძალიან კაი გემოს აძლევს, მაგ სოუზში ბევრი ჩვენებური სანელებლებია და ძლიერ ემსგავსება ქართულს, გარდა ამისა ასქელებს ცოტათი.
პ.ს. ისე, ჩვენს მაგ პურს გეახლებითsmile.gif


შაშკულავი არ ქვია თეთრ რეჰანს(ბაზილიკუმს)? არა, ოხრახუშს ვუშვები და ეგ ბაზილიკუმი არც პიცაზე მიყვარს დიდად და არც პესტო-ში მაკარონზე biggrin.gif
მე მიყვარს წვენიანი აჯაფსანდალი და ძირში წყალს ვუსხავ ხოლმე ცოტას 2kiss.gif

likka
გაიხარე madlioba.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Dec 7 2007, 08:20 PM

ციტატა
პ.ს. მე მაგალიტად ფრანგული აჯაფსანდალი რატატუი ქვია

უყურე შენ, ხედავთ რას ნიშნავს რატატუი ohmy.gif

ყაბახით აჯაფსანდალი გამიგია.. ზოგჯერ ბადრიჯნის მაგიერ უშვება დედა.. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 8 2007, 02:46 PM

გავმხიარულდი biggrin.gif

ფორცა პასტა!

არადა რა გემრიელია, და რა ნოყიერი ( ცოტა ზედმეტიც tongue.gif sad.gif biggrin.gif) , ბოსტნეულით, თევზით.... ნამ, ნამ biggrin.gif

პ.ს.

ციტატა
სამარხო შოკოლადი


სამარხვო ხინკალი, სამარხვო მწვადი, სამარხვო ხაჭაპური biggrin.gif მაგრად ჟღერს smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 9 2007, 09:25 PM

"იანსონის ცდუნება" (Janssons frestelse) შვედეთიდან

დრო: საათნახევარი
4 კაცზე


მასალა: 10 საშუალო ზომის კარტოფილი
2 ცალი ხახვი
თევზი ანჩოუსი
3 dl ნაღები
საფანელი
2სუფრის კოვზი კარაქი


დაჭერით კარტოფილი და ხახვი წვრილ გრზელ ნაჭრებად. ფაიფურის საცხობ ქვაბს (თუ რავიცი რა ქვია smile.gif ) წაუსვით კარაქი და ზედ ფენებად დააწყვეტ კარტოფილი, თევზი და ხახვი, ისე რომ რამდენიმე ფენა გამოვიდეს ქვაბის პირამდე და ბოლო ფენა კარტოფილი იყოს. ბოლოს, დაასხით ნაღები (შინაურ პირობებში, თბილისში რძე ან რძეში გარეული არაჟანიც მიდის, თუ ნაღებს ვერ იშოვით biggrin.gif ) ბოლოს თავზე მოაყარეთ საფანელი და და დააწყვეთ რამდენმე თხლი ნაჭერი კარაქი.
შედგით ღუმელში ერთი საათით სადამ ზედა ფენა კარგად და არ დაიბრაწება და ასეთი არ იქნება

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 9 2007, 10:35 PM

ქეთი.

ციტატა
AND MEATBALLS


BTW meatballs შვედურია Kottbullar (შოთბულარ ანუ) და მართლა მაგარი რამეა yes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 29 2008, 10:34 PM

ხშირად მარხვის დროსაც გვაქვს ხოლმე რაიმე დღესასწაული, იქნება ეს რელიგიური თუ საერო, როგორც დაბადების დღე, ან პატარის გაჩენა ან მსგავსი სიტუაციები, როცა სტუმრები გვეწვევიან . მიუხედავად მარხვისა, ყველა ჩვენგანს სურს და უხარია კარგად დახვდეს სტუმარს, ასიამოვნოს რაც შეიძლება. მე მინდა აქ დავწერო რამდენიმე სამარხო რეცეპტი, რომელიც ზემოთ აღწერილ შემთხვევებში იქნებ რომელიმე თქვენგანს გამოადგეს.
(ასევე პატარების მარხვისათვის მისაჩვევად მოტივაციისთვის შეიძლება სუფრის ერთგვაროვნებას რომ მოვერიდოთ)

ტოლმა

2 თავი ხახვი წვრილად დაჭრილი,
4-5 ცალი საშუალო ზომის პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,
3-4 ასევე წრილად დაჭრილი პომიდორი,
ბრინჯი , მსხვილად გატარებული ნიგოზი (ბრინჯის და ნიგოზის რაოდენობა თქვენ თვითონ გემოვნებით აირჩიეთ),
1 თავი საშუალო ზომის ცხელ წყალში მოთუთქული კომბოსტო.

ფაქტიურად, ყველაფერი ისე როგორც ჩვეულებრივი ტოლმისთვის საჭიროა, ოღონდ ფარშია განსხვავებული და მზადდება შემდეგნაირად:

1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვხრაკოთ, ჩავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მოვშუშოთ ცოტა ხანი, შემდეგ კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი და ვხრაკოთ კიდევ ცოტა ხანი. შევკაზმოთ ცოტა ხმელი ქინძით, წიწაკა,მარილი, 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი,ცოტა დაკეპილი ოხრახუში. გადმოვდგათ გასაცივებლად.

ამასობაში ფოთლებად გავარჩიოთ მოთუთქული კომბოსტო. გავახვიოთ ფარში ჩვეულებრივ, როგორც ტოლმა. მანამდე კი ქვაბში ოდნავ ზეთში მოვხრაკოთ დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილი პომიდორი ან პომიდვრის წვენი, მიღებულ სოუზში ჩავალაგოთ შეხვეული ტოლმები და დავფაროთ ადუღებული წყლით, ზუსტად ისევე როგორც ჩვეულებრივი ტოლმის შემთხვევაში. მოხარშვის შემდეგ კი სოუზი შევკაზმოთ ( ქონების შემთხვევაში) დანაყილი მწვანე ქინძით, ნოირით,
(არ აწყენს აგრეთვე უნგრული გულაშის ან შპაგეტი ნაპოლის სოუზის ფხვნილის ჩამატება) მარილით. ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ოხრახუში და მწვანე წიწაკა.

შეიძლება კომბოსტოს გარდა აგრეთვე ბულგარული წიწაკა, გამოგულული ბადრიჯანი ან ყაბაყი გამოვიყენოთ, ოღონდ ფარშის ჩატენვის შემდეგ ღია მხარე ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილას ფქვილში, ან ჩვეულებრივ პურის ან მჭადის ფქვილში. მე ჩამოთვლილ ბოსტბეულთაგან ყველას ვიყენებ ერთად და ძალიან გემრიელი გამოდის.



IPB-ს სურათი


სამწუხაროდ არ ვიცი თუნფიშს ქართულად რა ქვია Thunfisch.

"შაპიცა" თუნფიშით

(სურათზე 1-ით აღნიშნული)

ფენოვანი ცომი,
თუნფიშის კონსერვი,
პატარა თავი ხახვი,
2-3 მჟავე კიტრი,
2-3 მწვანე ზეითის ხილი,
ხმელი დაფქვილი წიწაკა,
მარილი.

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 3 მმ სისქის (გერმანიაში ვინც ხართ, გამოიყენეთ "Blaetterteig", ამიტომ გაბრტყელება აღარ დაჭირდება, მხოლოდ შუაზე თუ გაჭრით ) . თუნფიშის კონსერვი ცხრილში გავწუროთ, გადავიტანოთ თასში და შევურიოთ წვრილად დაკეპილი მჟავე კიტრი, ხახვი, ზეთის ხილი,წიწაკა და მარილი (სურვილის შენთხვევაში ნიორიც შეიძლება , ოგონდ ზედმეტად ნუ გამოიყენებთ არ უხდება).

გაბრტყელებული ცომი კვადრატებად დავჭრათ და ფარში შევახვიოთ, ესეიგი, ისე შევახვიოთ, რომ მივიღოთ ნახევარწრეები უკვე შეხვეული "შაპიცები", გვერდები კი მაგალითად ჩანგლის ჭვერით მოვალამაზოთ, სურათზე ჩანს დაახლოებით როგორი ფორმა უნდა ქონდეს.

დამზადებული შაპიცები მოვათავსოთ ზეთწასმულ "ჟარუნაზე" ( ვერ ვიხსენებ ქართულად რა ქვია) და ღუმელში შევწვათ შეწითლებამდე.



თევზის მაჭკატები

(სურათზე 2-ით აღნიშნული)

ზღვის თევზის ფილეტი ანუ ძვლებისგან გატავისუფლებული თეთრი ხორცი,
კარტოფილი 5-6 ცალი,
ხახი, ნიორი, შავი წიწაკა, პურის ფქვილი,ცოტა დაფხვნილი ორცხობილა.
სანელებლები, ოხრახუში.

მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი, დავჭყლიტოთ ისე როგორც პიურე, ჩავამატოთ მარილი, წიწაკა ( სასურველია სულ ოდნავ მუსკატის კაკალსაც თუ ჩავახეხავთ)
,შევურიოთ ძვლებისგან გატავისუფლებული თევზის მოხარშული ხორცი და კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 კბილი წვრილად დაკეპილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანე ოხრახუში (შეიძლება გამხმარი მწვანე ოხრახუშიც), კიდევ ავურიოთ ეს ყველაფერი. შემდეგ დავამგრვალოთ პატარა ბურთულებას, გავაბრტყელოთ ისევე როგორც კატლეტი, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (პანიერმელ) და ცხელ ზეთიან ტაფაზე შევწვათ.



კარამელის ნამცხვარი

300 გრამი შაქარი,
300 გრამი წყალი,
300 გრამი დაქვილი ნიგოზი,
300 გრამი მცენარეული ზეთი,
18 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
1 სუფრის კოვზი სოდა.

1 ჭიქა (100 გრამი) შაქარი ცხელ ტაფაში დავადნოთ, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს, დავასხათ 3 ასეთივე ჭიქა წყალი და ცოტა ხანს ვურიოთ.მერე გადმოვდგათ და გავაცივოთ. შემდეგ გადავასხათ დიდ თასში, ჩავამატოთ დარჩენილი შაქარი, ზეთი, ნიგოზი, სოდა და კარგად ავურიოთ, შემდეგ კი ჩავაყაროთ ფქვილი და კიდევ ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. დავასხათ ზეთმოსმულ "ფიქფიტაზე" და ღუმელში გამოვაცხოთ.

გავაცივოთ და დავჭრათ კვადრატებად ან რომბებად, როგორც გსურთ, თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა ან სურვილისამებრ ისევ დაფქვილი კაკალი,ან ნუში, ან თქვენ თვითონ რასაც ირჩევთ. საზეიმო პირობებში მე ვიყენებ მწარე შოკოლადის ფილებს , ანუ ე.წ. საზარეულო შოკოლადს, რომელიც რძეს არ შეიცავს, მოკლედ, ამ შოკოლადისგან ვამზადებ გლაზურს- უბრალოდ ვადნობ მას ტაფაზე და ნამცხვარს დაჭრამდე ზემოდან ვასხამ, ჩანგლით წვერით შეიძლება ტალღების ან რაიმე ფიგურების დახატვაც, ეს უკვე თქვენი ფანტაზიაა.ძალიან აუცილებელ შემთხვევებში შეიძლება სოიოს რძეზე დავამზადოთ აგრეთვე მოხარშული კრემი და შოკოლადის ერთად კომბინაციაში მოვრთოთ ეს ნამცხვარი და ტორტის სახეც მივცეთ, ან გამოვიყენოთ მზა პუდინგის ფხვნილი, რომელსაც წყალზე დავამზადებთ (იხ. სურათი).


(სურათზე უკრემოდ და მეორე კი კრემიანი)

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Sep 5 2008, 03:46 PM

ეს გემრიელი თემა როგორ მივივიწყეთ, არა??

აბა, გურმანებო, გამოცოცხლდით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 5 2008, 05:00 PM

კაი,ლიკა, მე გავაგრძელებ 2kiss.gif

სერბული სამზარეულოს სამეფო კერძი, რომელიც ჩვენს ზაზას (კანუდოსელი) ისე მოეწონა, რომ სუფრაზე ზედახორა იყო ,მარა სხვა რამის გასინჯვა არც უცდია მაგის გამო smile.gif

კარაჯორჯის შნიცელი



Карађорђева шницла

500 გრამი ხბოს ხორცი (გამოდგება ძროხის ახალი,ნაზი ხორციც)
100 გ (ხაჭო)? (გერმანულად Frischkäse ქვია,ახალი ყველი თარგმანში,მაგრამ ხაჭოს გავს.სამწუხაროდ არც რუსულად არ ვიცი)
დაფხვნილი ორცხობილა (როგორც ჩვეულებრივი შნიცელისთვის)
2 კვერცხი
ზეთი,წიწაკაა, მარილი,
თხლად დაჭრილი რამდენიმე ცალი "ვიჩინა".

ხორცი თხელ დიდ შნიცელებად დავჭრათ და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა,წავუსვათ ჯამში მანამდე კარგად არეული Frischkäse, დავადოთ ვიჩინის თხელი ნაჭერი, შემდეგ დავახვიოთ (დავაგორგვალოთ), კბილის საჩიჩქნი ხის ღეროებით შევკრათ გვერდები.ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხის გულში და შსმდეგ ორხობილას ფხვნილში. ფართო ტაფაზე ზეთში ჩვეულებრივი შნიცელივით ყველა მხრიდან შევწვათ. სერვირებისას ცხადია ვაცლით ხის ღეროებს, გარნირებას ვუკეთებთ ნახევარი ლიმონის ან ლიმეტის (Limette) ნაჭრით. მიირთმევენ ყველა სახის კარტოფილთან ერთად, იქნება ეს კლასიკური შემწვარი კარტოფილი, მოხარშული და მერე შემწვარი კარტოფილი, პიურე თუ რაც გვსურს.სოუზი საკუთარი სურვილით რასაც აირჩევთ.კლასიკურ ვარიანტში კი სოუზი არ ახლავს.

ასევე ჩვენი გემოვნების მიხედვით, რა სახის გარნიტურიც გვსურს. სურათი ცოტა უხარისხოა:

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=384&i=karast3.jpg


ამ სურათში კი ზაზას წინ უდევს კარაჯორჯების თეფში (სხვა ხორცეულობასთან ერთად: ჩევაპჩიჩი,კატლეტები,ინდაურის
ფილეები), პროტესტის მიუხედავად კიდეც გავატანე smile.gif


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=515&i=zazaeu8.jpg

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 5 2008, 05:03 PM

უი სამზარეულოზე გამახსენდა. მარტო ვარ სახლში და მიწის თხილი როგორ მოვხალო მასწავლეთ რა sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 5 2008, 05:07 PM

ესეც სხვა კუთხიდან გადაღებული იმ დღის სუფრა:

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=382&i=sunp0001bs8.jpg

პ.ს. ნამცხვრების გარეშე, ეგენი მერე იყო biggrin.gif

syd

ციტატა
უი სამზარეულოზე გამახსენდა. მარტო ვარ სახლში და მიწის თხილი როგორ მოვხალო მასწავლეთ რა sad.gif



გაახურე თუჯის ტაფა (თუ არ გაქვს ,სხვაც შეიძლება ) და გარჩეული მიწის თხილი დაყარე ზედ, პა ხოდუ ურიე,რომ აპიწკინდება გადმოდგი და მზადაა smile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Sep 5 2008, 05:22 PM

staywhite
რაღაც ძაან იამი უნდა იყოს rolleyes.gif

მიწის თხილზე გამახსენდა, ჩინურ სამზარეულოში იყენებენ ხშირად, თანაც ისეთ რამეებში ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია.... tongue.gif ამაწინათ გეახელით რაღაც, მგონი ქათმის ხორცის გუმბაო ერქვა, და უნდა ავღნშნო, რომ ძალიანაც უხდებოდა... IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 24 2009, 11:36 PM

ვაიმე რა კარგი თემააა ohmy.gif
მადლობა ნან 2kiss.gif

ნებისმიერი გურმანის (ქალს არ დავწერ, ფემინისტების მეშინია laugh.gif ) ოცნება: კარგი სამზარეულო (თავის კომპლექტიანა)
user.gif

აი კაიროსმა რომ იმ თემაში ნამცხვრების სურათი "გვესროლა", იმის რეცეპტი თუ შეიძლება, რომ დადოთ smile.gif

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Jan 24 2009, 11:45 PM

კარგი თემაა მეც ვთანხმები. rolleyes.gif
ხოლო თქვენის თანხმბით მინდა დავდო სურათი ჩემი გაკეთებული სადღესასწაულო სალათა. (ჩემი ფანტაზია)- იმედია მოგეწონებათ
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/134784/

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 25 2009, 06:01 PM

ნან, რა მინდა გკითხო biggrin.gif

მაიონეზზე მეუბნებიან, რომ არისო მზარეულის "შეცდომის" გამომსწორებელი საშუალება (გემოს მხრივ), არადა მე მიყვარს მაიონეზით გაფორმებული კერძები, უზომოდ... user.gif

ხოდა, ნუთუ ასე ცუდია მაიონეზი? unsure.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 25 2009, 06:36 PM

natiko
ლამაზია ნამდვილად smile.gif

ციტატა(subterranean @ Jan 24 2009, 08:40 PM) *

მაიონეზზე მეუბნებიან, რომ არისო მზარეულის "შეცდომის" გამომსწორებელი საშუალება (გემოს მხრივ), არადა მე მიყვარს მაიონეზით გაფორმებული კერძები, უზომოდ... user.gif



ქეთ 2kiss.gif

სახელი "მაიონეზი" (ორიგ.Mayonnaise) სავარაუდოდ უკავშირდება კუნძულ მალორკას ქალაქ მაონს ( Mahon ) . ზუსტად არავინ იცის , მაგრამ არსებობს ერთ-ერთი ასეთი ვერსია: წელი არ მახსოვს როდის , მაგრამ ბრიტანელებმა ფრანგი ჰერცოგი რიშალიეს არმიის შეტევის შედეგად დათმეს პორტი მაიო , გაიმართა ზეიმი და აქ იქნა პირველად მომზადებული ეს სოუზი, რომელსაც ამ დღის არსანიშნავად მაიონეზი (თარგმ. მაიონური) დაარქვეს. მეორე ვარიანტი ისაა, რომ მაიონეზი ღარიბმა ხალხმა მოიგონა უბრალო კერძებისთვის უკეთესი გემოს მისანიჭებლად . ალბათ , შენ ეს ვერსია გითხრეს smile.gif უბრალო იმიტომ, რომ მაიონეზი მზადდება კვერცხის გულის, ზეთის, ცოტა მდოგვის და ძმრის ნარევისაგან. სახლში დამზადებული მაიონეზი მეტად გემრიელია სხვათა შორის. ოღონდ ტექნიკა აქვს თავისი და ამ შემადგენლობის მხოლოდ ერთმანეთში შერევა სასურველ შედეგს არ იძლევა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 25 2009, 07:06 PM

Bosanski lonac

(თარგმანში: ბოსნიური ქვაბი)

1,5 კგ ხორცი (საქონლის,სულერთია რომელი,ნარევიც შეიძლება)
3 ცალი დიდი კარტოფილი,
1 ცალი ბადრიჯანი,
2 დიდი ბულგარული წიწაკა,
2-3 თავი ხახვი,
1 თავი საშუალო ზომის კომბოსტო,
2-3 სტაფილო,
2-3 პომიდორი,
პომიდვრის წვენი 1 ჩაის ჭიქა (მეტიც შეიძლება),
ნიორი,მარილი,წიწაკა,
სანელებლები (გულიაშისთვის),
1-2 ს/კოვზი თეთრი ღვინო,
ოხრახუში და ნიახური,

ხორცი დავჭრათ ბრტყელ და ვიწრო ნაწრებად, ბოსტნეული დავჭრათ დიდი ზომის
ნაჭრებად,ფაქტიურად დავყოთ 4-4 ნაწილად. ავიღოთ ღრმა ქვაბი,ჩავასხათ მცენარეული ზეთი,მოვხრაკოთ ხახვი. შემდეგ ჯერ ჩავაწყოთ ხორცის ის ნაწილები,რომლებსაც ძვალი აქვს,თუ უძვლოა მაინც ხორცის ფენაა პირველად. ზემოდან მოდის დიდ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო, შემდეგ კიდევ ხორცის ფენა მოდის,მას მერე კი კარტოფილი,მერე ხორცი კიდევ, შემდეგ ფენაზე კი სტაფილო,კვლავ ხორცი და ზემოდან ბულგარული, პომიდორი და ბადრიჯანი. დავაყაროთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაკეპილი ნიორი,სანელებლები, ნიახური, ჩავასხათ ღვინო და პომიდვრის წვენი. დავასხათ ადუღებული წყალი იმდენი, რომ ეს მასა დაფაროს და ოდნავ გადააჭარბოს. ქვაბს დავახუროთ ჰერმერტულად და ვხარშოთ.დუღილს რომ დაიწყებს, მხურვალებას დავუწიოთ და ისე ვხარშოთ ხორცის მოხარშვამდე.

სუფრაზე იდგმება ქვაბით და მანამდე კი ვაყრით წვრილად დაკეპილ ოხრახუშს.

პ.ს. შეიძლება ასევე ჩანახივით დიდ ქოთანშიც დამზადდეს.

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img144/bosanskilonackw5.jpg/1/


******

სპეციალურად ქეთინოსთვის, როგორც მაიონეზის მოყვარული kiss1.gif

ჩემი სალათი smile.gif , ფორუმელი მეგობრები, ვინც ჩემთან იყვნენ, დააგემოვნეს და ძალიან მოეწონათ>

6 - ცალი კვერცხი,
3-4 საშუალო ზომის კარტოფილი,
4-5 სუფრის კოვზი "გაროხი",
1 ცალი დიდი ზომის სტაფილო,
1/2 - ვაშლი ,
4-5 მჟავე კიტრი,
მწვანე ხახვი, ოხრახუში, შავი დაფქვილი წიწაკა, მარილი,
მაიონეზი გემოვნებით,
იუგურთი ან არაჟანი გემოვნებით,
(ქონების შემთხვევაში "Kapern" , ეს არის ერთ-ერთი მცენარის დამწნილებული ბუტკოები, გერმანიაში მყოფებმა იციან , იყიდება პატარა ქილებში)

კარტოფილს, კვერცს და სტაფილოს ვხარშავთ და გაცივების შემდეგ, უკვე გაფცქვნილ კარტოფილს და სტაფილოს წვრილ კუბიკებად ვჭრით ფაიფურის თასში. კვერცხის ნახევარს ვჭრით ასევე წვრილად , მეორე ნახევარს კი ვაცლით გულებს და მხოლოდ ცილას ვჭრით წვრილად. გათლილ ვაშლსაც ასევე წვრილად დაჭრილს ვამატებთ, ემატება გაროხი და ასევე 2 სუფრის კოვზი "Kapern" , წვრილად აკეპილი მჟავე კიტრი. ამას ყველაფერს ვამატებ იუგურთს ან არაჟანს, ასევე მაიონეზს, წიწაკას, მარილს და კარგად ავურევთ. სულ ბოლოს ემატება წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. სალათი მზადაა . სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მწვანე წიწაკა ძალიან წვრილად ავკეპოთ და დავამატოთ.

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Jan 25 2009, 07:17 PM

ციტატა
სპეციალურად ქეთინოსთვის, როგორც მაიონეზის მოყვარული

მადლობა 2kiss.gif
გადამაქ ყველა რეცეპტი ვორდში, ავტორების სახელების შეყვანით biggrin.gif yes.gif

ციტატა
ასევე 2 სუფრის კოვზი "Kapern"

და ეს არ ვიცი არის თუ არა აქ საქართველოში, შემცვლელი თუ აქვს? unsure.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 25 2009, 07:24 PM

ქეთინო

ციტატა
და ეს არ ვიცი არის თუ არა აქ საქართველოში, შემცვლელი თუ აქვს?

დამავიწყდა მჟავე კიტრი smile.gif ჩავასწორებ ახლა. კაპერნს კი არ აქვს შემცველი, მაგრამ არაა ისე მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად იყოს smile.gif წამომასვლელი რომ იქნება, გამოგიგზავნი და დააგემოვნე აბა kiss1.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 25 2009, 07:28 PM

ესეიგი: კარტოფილი, ყველი, ხახვი და ყველი...


წვრილად დავჭრი ხოლმე კარტოფილს, ბლომად ზეთში ვწვავ ხოლმე, მერე ხახვს ვუმატებ ოღონდ არც ისე წვრილად დაჭრილს...

მანამდე კვერცხს ამთქვიფავ ხოლმე და ყველს ვყრი შიგნით ასევე, არც ისე წვრილად დაჭრილს ( ოთხკუთხედებად ) biggrin.gif

კართოფილი და ხახვი რომ შეიწვება კარგად, ზეთს ვამატებ კიდევ ხოლმე ( კაი წვნიანი რომ იყოს ) და ვასხავ ხოლმე ამ ყველიან კვერცხს და სულ ურევ და ურევ, ურევ და ურევ...

თითქმის ფაფასავით უნდა გამოვიდეს და ყველი არ უნდა დაინანოთ და მარილს მე მაგალითად საერთოდ არ ვაძლევ ხოლმე თუ ყველი კაი მარილიანია... მერე უნდა გადმოიღო და ჭამო... ხო კიდევ ერთი დეტალი ჯობია ხელით წამოთ როგორც ლობიო, რომ მერე თითები გაილოკოთ smile.gif

ჩიჟიბიჟი ტარზანულად tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Feb 5 2009, 02:13 PM

მარტივი და გემრიელი: მოხარშეთ მთლიანად კარტოფილი, გაფცქვენით და მრგვლად დაჭერით, შემდეგ დამარილებული ქაშაყი აიღეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, ეს ყველაფერი ერთ თეფშზე მოაქციეთ, დააწერით ხახვი, მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი (კარტოფილს სჭირდება biggrin.gif)

ვუალა.. შეგიძლიათ მიირთვათ biggrin.gif ოღონდ ხელით, ჩანგლით ეს შეუძლებელია.. თან თუ ლუდს მიაყოლებთ, შესანიშნავი იქნება a075.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Feb 5 2009, 02:39 PM

ქეთინო

რა ჯობია კარტოფილსო - ვამბობ მე tongue.gif ხოდა, იმდღეს მოვიწადინე სახლში და ე.წ შვედური "გამომცხვარი კარტოფილი" მოვიმზადე, თავს ვასიამოვნე რა biggrin.gif

მოკლედ მსხვილ-მსხვილ კარტოფილებს კარგად გარეცხავთ, კააააარგად, მერე მუნდირიანსვე შუაზე გაჭრით სიგრძეზე ოღონდ, წაუსვამთ მარილს (ქართულ რეალობაში სვანური მარილი ჯობია tongue.gif ) და ოოოოდნავ ზეთმოსმულ ცხელ ე.წ. ჯარონაზე დადებთ ღუმელში. დრო და დრო გადაამობრუნეთ რომ კარგად დაიბრაწოს და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ რომ დარბილდეს... ვისაც უყვარს ზემოდან თითო-თითო წვეთი ზეთი დააპკურეთ დაჩხვლეტილ ადგილებში, ძალიან უხდება.... ასე 15-20 წუთის შემდეგ მზად უნდა იყოს...

ცალკე აიღებთ ერთ ფინჯან არაჟანს, დაუმატებთ 2-3 კბილ გახეხილ ან გატარებულ ნიორს, მარილს (სვანური აქაც უკეთესია) და ცოტა შავ პილპილს და შეგიძლიათ კარტოფილთან ერთად მიირთვათ smile.gif


სწრაფად, მარტივად, გემრიელად ქვია ამას biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 5 2009, 02:39 PM

არ ვიცი ვინმე ნამყოფი თუ ხართ მაგრამ ვინც ნამყოფი იქნება დამეთანხმება ბერნძებს აქვთ მაგარი ცუდი სამზარეულო ვაიმე რა საშინელება იყო sad.gif ერთხელ კუს ხორცი მაჭამეს (კი მომეწონა მარა მაინც biggrin.gif biggrin.gif) დამთხვევა ის დავინახე ერთი და გამიხარდა რო biggrin.gif ბულგარულ წიწაკას რო ეძახიან იმას ბრინჯით რო ტენიან ეგ და 3 პორცია დავიმატე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Feb 7 2009, 03:36 PM

მარტივი და გემრიელი კიდე სხვაც ვიცი biggrin.gif

მოშუშული კომპოსტო

გჭირდება:
ერთი საშუალო ზომის თავი კომპოსტო
ხახვი, მწვანილი (ძირითადად ოხრახუში და სხვაც - სურვილისამებრ)
ზეთი, მარილი, ერთი ცალი სტაფილო
ქვაბი biggrin.gif

ჯერ ქვაბში ზეთში მოხრაკავ წვრილად დაჭრილ ხახვს, შემდეგ დააჭრი სტაფილოს, მწვანილს და კომპოსტოს და შემოდგამთ ცეცხლზე... ყურადღება მიაქციეთ და პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწვას, როცა დაიწყებს ფერის შეცვლას სადღაც მოვარდისფროსკენ ანუ რო მოიშუშება ... გადმოდგით, გადმოიღეთ თეფშზე და ვუალა.. მიირთვით.. შეგიძლიათ მაიონეზიც მოასხათ biggrin.gif

პ.ს. ამის სხვადასხვა ვარიაციების შეიძლება, იქიდან გამოდინარე თუ რას დაუმატებ გემოსთვის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 16 2009, 09:03 PM

თოლმა ვაზის ფოთოლში 4ever!

რეცეპტი დაწერეთ რაა smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Feb 16 2009, 09:35 PM

ეხლავე smile.gif
ე.ი. ნახევარი კილო ფარში უნდა აურიოთ ხახვთან და მწვანილთან, ბრინჯთან, პილპილთან, მარილთან და ცოტა წყალთან ერთად. კარგად აურიეთ. ვაზის ფოთლებს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი და გააჩეროთ რამოდენიმე საათი, როცა გაცივდება ფრთხილად უნდა გაწუროთ, შემდეგ ჩვეულებრივი წესით უნდა გაახვიოთ. ქვაბის ძირზე დაალაგეთ კომბოსტოს ფოთლები და ფენა-ფენად დაალაგეთ გახვეული ტოლმები, მერე პომიდორი ან წყალში გახსნილი ტომატი მოასხით ზემოდან, დაადეთ მძიმე თეფში ან რამე მსგავსი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, ნელ ცეცხლზე უნდა ხარშოთ დაახლოებით საათნახევარი.შეგიძლიათ მიირთვათ ნივრიან მაწონთან და არაჟანთან ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Feb 16 2009, 09:49 PM

შენ რა ჯიგარი ხარ იცი? ახლა რამდენს ასწავლე იცი და რამდენი გააკეთებს ამ დღეებში. მაგარიააა.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 16 2009, 10:43 PM

გინდათ ერთი რეცეპტი? მე მიყვარს ძალიან, გემრიელია და თან უცხოც smile.gif

ხოდა ვიწყებ:
წვრილად დაჭრით ღორის ხორცს, საკმაოდ თხელი და პატარა ნაჭრები უნდა იყოს, დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქის ფენად დააწყობთ ეგრეთ წოდებულ ,,ჟარონაზე'' ოღონდ ცხიმი არ უნდა, ღორის ხორცი ისედაც ცხიმიანია. მოაყრით დაჭრილ ხახვს, გატარებულ ნიორს, ოღონდ ბევრი არაა საჭირო, ადგილ-ადგილ მოაყარეთ, უცხო სუნელს, მარილს, შავ პილპილს, დაფქულ ქინძს, ახალი ქინძი ან რაიმე მწვანილი არ სჭირდება.
აიღებთ რამოდენიმე მოზრდილ კარტოფილს, გაფრცქვნით, თხლად დაჭრით ,,ჩიპსების'' ფორმით და ხორცს დაგააწყობთ ზემოდან, ისე რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს, დაგჭირდებათ ორი ფენა კარტოფილი, ფენასა და ფენას შორის მოაყრით მარილს და სუნელებს, (ხახვი აქ არ სჭირდება, ხახვი მარტო ხორცის ზემოთაა საჭირო), ასევე კარტოფილის ზედა ფენასაც მოაყრით მარილს და სუნელებს.
გავამზადებთ ზემოდან მოსასხმელს:
თანაბარი რაოდენობის არაჟანს და მაიონეზს ავურევთ ერთმანეთში, ოღონდ მასა ბლომად უნდა გავაკეთოთ, ჩავაყაროთ გახეხილი ყველი, იმერული აჯობებს, ნაკლებ მარილიანი. (აქ მაზარელას ვიყენებ იმერული ყველის მაგივრად)
ამ გამზადებულ მასას გადავუსვავთ სქელ ფენად კრემივით,
ღუმელს დავაყენებთ დაახლოებით 300 გრადუსზე და ოდნავ მაღალზეც შეიძლება.
შევდგავთ გახურებულ ღუმელში და დაველოდებით დაახლოებით 40-45
წუთი, რომ გამოცხვება (ზემოდანაც უნდა იყოს კარგად გადაბრაწული) ცხელსვე დავჭრით ოთხკუთხელ ნაჭრებად, როგორც აჩმა-ხაჭაპურს.
სუფრაზე მიიტანთ ცხელს, თითო ნაჭერი, ანუ ერთი პორცია ერთ ადამიანზეა გათვლილი.

მე კი მომწონს, ძალიან გემრიელია, თუ არ დაგეზარებათ თქვენც გააკეთეთ და მოგეწონებათ თუ არა მოგვწერეთ შედეგებიც.

აბა წარმატებები smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 16 2009, 10:45 PM

კაი ცხორი კაი წყაროს წყალი და ისეთ გემრიელ ხაშლამას მოვხარშავ თითებს ჩაიკვნეტთ. laugh.gif

პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Feb 16 2009, 11:01 PM

კუბდარის რეცეპტები არავის ნებავს? rolleyes.gif whistling.gif

პოსტის ავტორი: @ninonino@ თარიღი: Feb 26 2009, 06:30 PM

tustusa-gogo
აუ კი გამოუშვი რა yes4.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Feb 26 2009, 08:17 PM

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი საჭმელი wub.gif
IPB-ს სურათი
შეგიძლიათ არ შემახსენოთ, რომ საწამლავია tongue.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 26 2009, 09:54 PM

ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2)

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით.

ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.
მასალა:

ბულგარული წიწაკა - 2 კგ.
ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით
პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა

biggrin.gif დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ biggrin.gif tongue.gif

კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი (1)

მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში.
მასალა:

ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
წიწიბურა - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 4-5 თავი
მწვანე ხახვი - 2-3 ძირი
ნიორი - 2-3 კბილი
ოხრახუში, ქინძი, კამა - გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
თეთრი პური - 200 გ.
ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა
ორცხობილას საფანელი - 1 ჭიქა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 26 2009, 09:57 PM

.:Lela:.

ციტატა
დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ

ლელ, სამარხვო კერძების თემა ცალკე უნდა იყოს და იქაც დაწერე 2kiss.gif

ნაინა-ს რეცეპტი მომეწონა 2kiss.gif ფრანგულ კიშს გავს (Quiche ) , ოღონდ იქ ხორცის ნაცვლად ლორი გამოიყენება და მწვანილეულობიდან პრასი smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 26 2009, 10:03 PM

ციტატა(.:Lela:. @ Feb 26 2009, 09:54 PM) *

ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2)

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით.

ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.
მასალა:

ბულგარული წიწაკა - 2 კგ.
ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით
პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა

biggrin.gif დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ biggrin.gif tongue.gif


ჩვენს კაფეტერიაში ამაზე საყვარელი საჭმელი ჩემთვის არ არსებობს, თან ოთხშაბათ და პარასკევს გვიკეთებენ განრიგის მიხედვით rolleyes.gif
ჩემს გოგოებს არ მოსწონთ (საერთოდ ბრინჯს არ ჭამენ) და "იხვის ტოლმა" შეარქვეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 26 2009, 10:08 PM

იოანა
ცივი ტოლმებიც აქვთ ბერძნებს smile.gif ისე, მეც არ ვარ ბერძნული სამზარეულოს მოტრფიალე, ერთადერთი რაც მომწონს შემწვარი პეპერონია ნივრით და ზეითუნის ზეთით შეზავებული.

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Feb 26 2009, 10:14 PM

ციტატა(იოანა @ Feb 26 2009, 10:03 PM) *

"იხვის ტოლმა" შეარქვეს biggrin.gif

laugh.gif biggrin.gif მაგარიააააააა,მე საერთოდ უპრობლემო ადამიანი ვარ საჭმლის მხრივ biggrin.gif ყველაფერს ვჭამ biggrin.gif


ნანა

კაი რომ გაიხსნება გადავიტან მერე smile.gif a025.gif



კარტოფილის კატლეტი (3)

კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან.
მასალა:

კარტოფილი - 2 კგ.
პური - 200-300 გ.
ხახვი - 4-5 თავი
ზეთი შესაწვავად - საჭირო რაოდენობით
ოხრახუში, ქინძი, კამა - ორ-ორი ძირი
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
დაფქული ორცხობილა - 1 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2 კბილი

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Feb 26 2009, 10:31 PM

ციტატა(staywhite @ Feb 26 2009, 10:08 PM) *

იოანა
ცივი ტოლმებიც აქვთ ბერძნებს smile.gif ისე, მეც არ ვარ ბერძნული სამზარეულოს მოტრფიალე, ერთადერთი რაც მომწონს შემწვარი პეპერონია ნივრით და ზეითუნის ზეთით შეზავებული.


ხორციც და ზეთიც ძალიან აქტუალურია ბერძნულ კერძებში.
საერთოდაც, გასაოცრად ბევრ ზეთს იყენებენ და ბევრი ქართველი ვერ გუობს smile.gif


პოსტის ავტორი: tustusa-gogo თარიღი: Feb 26 2009, 10:33 PM

ისე არ გეწყინოთ და ამუშავდა ქვეცნობიერი a075.gif მარხვა იწყება და გასტრონომიული თემები აქტუალური გახდა biggrin.gif tongue.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 26 2009, 11:40 PM

staywhite

ციტატა
ნაინა-ს რეცეპტი მომეწონა ფრანგულ კიშს გავს (Quiche ) , ოღონდ იქ ხორცის ნაცვლად ლორი გამოიყენება და მწვანილეულობიდან პრასი

მადლობა ნან, რომ მოგეწონა ჩემი რეცეპტი kiss1.gif

საკმაოდ გემრიელი რამეა მართლა, ჩემებს ძალიან უყვართ და ხშირადაც მიწევს გაკეთება 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 2 2009, 09:47 PM

ერთი, თქვენ შემოგევლეთ და კაი მეგრული აჯიკის რეცეპტი მინდა
ერთხელმ ვჭამე კინაღამ თითები მივაყოლე, პოვიდლოსავიტ გადავუსვი პურზე, დესერტ ნუ...

მადლობა ინ ედვანს

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 2 2009, 11:26 PM

ციტატა(Giorgi- @ Mar 2 2009, 09:47 PM) *

ერთი, თქვენ შემოგევლეთ და კაი მეგრული აჯიკის რეცეპტი მინდა
ერთხელმ ვჭამე კინაღამ თითები მივაყოლე, პოვიდლოსავიტ გადავუსვი პურზე, დესერტ ნუ...

მადლობა ინ ედვანს


არ მოტყუვდე.

არ იცის ყველამ მაგის გაკეთება, ჩვენ მაგალითად ძირითადად ვყიდულობთ ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Mar 3 2009, 12:23 AM

სოიოს ჩახოხბილის რეცეპტი მითხარით რაააა... დედაჩემი უნდა გავაკვირვო biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 3 2009, 12:27 AM

Tarzana
უი, დედაჩემი აკეთებს, ხოლმე და მეც გამიკეთებია tongue.gif საკმაოდ გემრიელია. იყიდება სოიო, უნდა დაალბო კარგა ხანს, და მერე ჩვეულებრივად, როგორც ე.წ. "ოსტრი" პამიდვრის ჩახოხბილში მოხარშავ და ეგაა smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Mar 3 2009, 12:30 AM

Giorgi-
მშრალი აჯიკა რომაა სუნელებით შეზავებული ეგ გინდა მგონი არა?


პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Mar 3 2009, 12:31 AM

ციტატა(likka @ Mar 3 2009, 12:27 AM) *

Tarzana
უი, დედაჩემი აკეთებს, ხოლმე და მეც გამიკეთებია tongue.gif საკმაოდ გემრიელია. იყიდება სოიო, უნდა დაალბო კარგა ხანს, და მერე ჩვეულებრივად, როგორც ე.წ. "ოსტრი" პამიდვრის ჩახოხბილში მოხარშავ და ეგაა smile.gif



სადამდე უნდა ვალბო? mellow.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 3 2009, 01:13 AM

ციტატა
სადამდე უნდა ვალბო?

სადამდე და სანამ არ გახმება biggrin.gif

სადამდე უნდა ალბო და სანამ არ დარბილდება, ჯამში ჩაყრი და ადუღებულ წყალს დაასხამ, ეგრევე გაფუვდება ამიტომ ცოტა დიდში ჩაყარე, მერე მიხვდები რა თვითონ, ძააან ფაფასავით კი არ უნდა გახდეს, დარბილდება და მერე პამიდორთანე ერთადაც ხო უნდა ხარშო, ხოდა იმ კონდიციამდე მიიყვანე რა რო საინტერესო იყოს მერე ჭამა biggrin.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Mar 3 2009, 01:28 AM

სოიო არასდროს არ მიჭამია tongue.gif არანაირი სახით

ციტატა(Giorgi- @ Mar 2 2009, 09:47 PM) *

ერთი, თქვენ შემოგევლეთ და კაი მეგრული აჯიკის რეცეპტი მინდა
ერთხელმ ვჭამე კინაღამ თითები მივაყოლე, პოვიდლოსავიტ გადავუსვი პურზე, დესერტ ნუ...

მადლობა ინ ედვანს

მშრალს არა და "სველს" აკეთებს დედაჩემი, იდაყვებსაც მიაყოლებ IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 3 2009, 12:13 PM

ნაინა
subterranean
გიორგი

რაშია საქმე იცი? მშრალი და სველი მე არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ვჭამე და ღამეები მესიზმრება...

ბულგარული წიწაკისგან იყო თუ არ ვცდები, არც მწარე, არც მჟავე, არც მშრალი არც სველი... აი, ისეთი, რომ გასინჯავ და მიხვდები, რომ შენს ცხოვრებას აზრი აქვს... პირდაპირ ნირვანას რომ იწვევს

მართლა დაწერეთ რა ვინმემ

tongue.gif






იოანა

ციტატა
არ მოტყუვდე.

არ იცის ყველამ მაგის გაკეთება, ჩვენ მაგალითად ძირითადად ვყიდულობთ ხოლმე


არა, აჯიკაზე ტყუილი არ მოსულა მე რამდენადაც მახსოვს...

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Mar 3 2009, 01:55 PM

ციტატა(Giorgi- @ Mar 3 2009, 12:13 PM) *

ნაინა
subterranean
გიორგი

რაშია საქმე იცი? მშრალი და სველი მე არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ვჭამე და ღამეები მესიზმრება...

ბულგარული წიწაკისგან იყო თუ არ ვცდები, არც მწარე, არც მჟავე, არც მშრალი არც სველი... აი, ისეთი, რომ გასინჯავ და მიხვდები, რომ შენს ცხოვრებას აზრი აქვს... პირდაპირ ნირვანას რომ იწვევს

მართლა დაწერეთ რა ვინმემ

tongue.gif
იოანა
არა, აჯიკაზე ტყუილი არ მოსულა მე რამდენადაც მახსოვს...

კი ეგეც ბულგარულის იყო

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 22 2009, 07:16 PM

ააა დამეხმარეეეეთ sad.gif

1) Баскайолла ეს რა სახის პიცაა და ინგლისურად როგორ იქნება სახელი? sad.gif

და

2) appetizer ქართულად "საუზმედ" შეიძლება გადაითარგმნოს? აბა მადის აღმძვრელი კერძები დავარქვა? რაღაც არ მომწონს და... rolleyes.gif

და 3)-ც Calzone ქართულად როგორ იქნება? smile.gif რუსები თარგმნიან მგონი ასე - Закрытая пицца
sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 22 2009, 10:46 PM

ქევანა
წესით პიცის სახელები არ ითარგმნება, ამიტომ გამოიყენე ყველგან მათი ორიგინალური სახელი smile.gif

ციტატა
appetizer

წესით არც ამას თარგმნიან, მაგრამ თუ მაინცდამაინც გსურს თარგმნო, მე პირადად ქართულად ვერ ვპოულობ ადექვატურს , იქნებ სხვებმა იცოდნენ.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: May 22 2009, 10:50 PM

ციტატა
appetizer

მადისაღმძვრელობუნები IPB-ს სურათი ან მადაიზერები არ წავა? IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2009, 12:29 AM

staywhite
likka

2kiss.gif მადლობა, გავითვალისწინებ

არა რა, ასეთი თემაც გვინდა, კულინარიულ სიტყვათა ლექსიკონი smile.gif



პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 23 2009, 12:38 AM

ქევანა
თუ მაინცდამაინც უნდა თარგმნო, კაიროსს კითხე. და მადისამღმძვრელს რაც შეეხება, ანუკას, ეგ ფრანგების მოგონილია biggrin.gif ან კიდევ ფორუმ.გე-ზე კულინარიაში დასვი კითხვა , იქ მაგარი სასტავია smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2009, 04:02 AM

ციტატა
ქევანა
თუ მაინცდამაინც უნდა თარგმნო, კაიროსს კითხე

ვაა, უბრალოდ შემოვიხედე ( მოშიებულზე biggrin.gif )

და ხედავ შენ აქაც მე biggrin.gif

რა ხდება აბა ვის რაში ვჭირდები? ჰო, ისე მომიწევს ამ ყველაფრის დაგემოვნება იმეიდა smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2009, 11:45 AM

KAIROS
ამაში მჭირდებით კაიროს მასწ, 2kiss.gif
რჩევა შეგიძლიათ მომცეთ?

ციტატა
1) Баскайолла ეს რა სახის პიცაა და ინგლისურად როგორ იქნება სახელი?

და

2) appetizer ქართულად "საუზმედ" შეიძლება გადაითარგმნოს? აბა მადის აღმძვრელი კერძები დავარქვა? რაღაც არ მომწონს და...

და 3)-ც Calzone ქართულად როგორ იქნება? რუსები თარგმნიან მგონი ასე - Закрытая пицца


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2009, 03:59 PM

ციტატა
Calzone ქართულად როგორ იქნება? რუსები თარგმნიან მგონი ასე - Закрытая пицца

smile.gif
კი ზუსტად თუ თარგმნი გამოდის "წინდა" / ნუ ნასკი რა biggrin.gif მაგრამ ძალიან არაგემრიელად ჟღერს ასე / იმიტომ ეს ერთგვარი ღვეზელივითაა, წაგრძელებული და ნახევრადსავსე მთვარესავით, მოკლედ აი თქვენ სურათი, როგორ მზადდება კალცონე:

IPB-ს სურათი

რომ ჩამოვალ შევამოწმებ ქევან იცოდე როგორ ისწავლე biggrin.gif

იხარე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 23 2009, 04:05 PM

მე-5 სურათში მშვენივრად გამოიყურება biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2009, 04:17 PM

ციტატა
Баскайолла

ეს კი ძალიან რუსულადაა სახელი smile.gif
არადა ქვია Boscaiola რაც ზუსტი თარგმანით ნიშნავს " ტყის პიცცას" , იმიტომ რომ აქ ხშირად გამოიყენბენ ტყის სოკოს და მსგავსებს, იგი არის სოსისთან ერთად ყველაზე ხშირად, ტყის, ბუნების ატმოსფეროს ქმნის რა smile.gif

IPB-ს სურათი



ციტატა
appetizer

ესეც არაა იტალიური სახელი, იტალიურად ქვია Aperitivo რომელიც არ განეკუთვნება საუზმის დროს მისართმევს, არამედ სადილის და ყველაზე უფრო ხშირად ვახშამის წინ, მადის აღმძვრელ, მომზადებელ, ანუ პირდაპირი თარგმნითი "გამხსნელ" ანუ შესავალ ანალკოჰოლურ და ასევე მცირე ბუტერბროდებს, ან თხლად დაჭრილ პროშუტოს ან ყველს, ასევე ზეთისხილის ზეთს და სხვასხვა გემრიელ სასუსნავებს, წესით ეს ყველაფერი იმიტომაა , რომ მოემზადოს ორგანიზმი საჭმელის მისაღებად, თუმცა თქვენი მონა-მორჩილი ყოველგვარი ზედმეტი მომზადების გარეშეც შესანიშნავად მიირთმევს ამ შესავალსაც და მერე ყველაფერ სიკეთეს რაც თეფშების მიხედვით მოყვება biggrin.gif

აი სურათები:

მრავალსახოვანი მადის აღმძვრელები

IPB-ს სურათი

და გემრიელი სასუსნავები smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 23 2009, 04:59 PM

KAIROS
მადლობა smile.gif
ძალიან დამეხმარე
საქმე იმაშია, რომ რუსულიდან ინგლისურზე ვთარგმნი მენიუს და იქ სხვადასხვა სამზარეულოს კერძების N რაოდენობის დასახელებაა თავისი ინგრედიენტებით biggrin.gif

ეხლა ქართულადაც მოუნდათ და ნუ ამაზე არამგონია პრობ იყოს, რაღაც რაღაც დასახელებები არ ითარგმნება ხო smile.gif

პ.ს. ვიყავ ფორუმის კულინარიის განყოფილებაში, მაგარი მზარეულები არიან შესანიშნავი რეცეპტებით biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 19 2009, 10:52 PM

ინაინას თხოვნით თემა ში ->

http://church.ge/index.php?showtopic=4498&pid=509732&st=25&#entry509732

აქ ვატავსებ რამდენიმე რეცეპტს, სურათებიც გადმომაქვს:

უნგრელი ქალი - მაჯარიცა

სურ.1-ზე მარცხნივ არის ტორტის მაჯარიცა-ს ნაჭერი (*” Мађарица” ნიშნავს ”უნგრელ ქალს” , მაგრამ რატომ ქვია ამ ტორტს,ეს არ ვიცი) . მარჯვნივ კი ე.წ. ლოკოკინები ანუ пужица -ები :

http://img261.imageshack.us/i/54084252.jpg/
სურ.1

600 გ პურის ფქვილი ავურიოთ 1 ცალ ნამცხვრების ასაფუებელ ფხვნილში (თუ არ გვაქვს კლასიკურად : სოდა და ძმარი), 50 გ კარაქი, 2 ც კარგად ათქვეფილი კვერცხი, 200 გ შაქარი , 200 გ არაჟანი შევურიოთ, ოდნავ მარილი. კარგად მოვზილოთ ეს ცომი, სასურველია ოდნავ ცივ სამზარეულოში და გაცივება აღარ დაგვჭირდება შემდეგ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, ხელზე არ უნდა გვეწებებოდეს. უკვე გამზადებული ცომი დავყოთ 5 ნაწილად, დავაგორგვალოთ და გავიყვანოთ ცალკ-ცალკე ფენებად. ისე რომ "ჟარონაზე" ბოლომდე განთავსდეს, დაახლოებით 30x40 სმ. ჟარონას მოვაყაროთ ოდნავ ფქვილი ან დავაფაროთ ნამცხვრის საცხობი ქაღალდი და ეს გაყვანილი ფენები თითოეული გაზქურაში შევწვათ. გამოცდილებით 200 გრადუს მხურვალებაზე სჭირდება 10-15 წუთი. თუმცა, ჯობია ყურადღების მიქცევა დროულად, რომ არ დაიწვას.

კრემად ესაჭიროება ჩვეულებრივი ე.წ. მოხარშული კრემი. ჩვეულებრივი წესით დაამზადეთ მოხარშული კრემი , გადმოდგით, კარგად აურიეთ, რომ არ დაკურკუშდეს. დადგით გასაცივებლად. ჯობს თავიდანვე გადაიტანოთ ემალის თასში და ისე გააცივოთ. გაცივებულ კრემში ჩავამატოთ 200 გ კარაქი, სასურველია უკვე ათქვეფილი, 50 გ მწარე კაკაოს ფხვნილი და ვანილი გემოვნებით. საბოლოოდ კი სურვილის მიხედვით 3 ცლ (ცენტილიტრი) რომი . ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ.

4 ცალ შემწვარ ფენას წავუსვათ საბოლოოდ მიღებული კრემი და ზედა ფენა ჯერ უკრემოდ დავტოვოთ. გავაჩეროთ მინიმუმ 6 საათი ასე (მეტიც შეიძლება), დავფაროთ ალუმინის ფოლიით. ბოლოს ზედა ფენაც გავკრემოთ სერვირებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. ზემოდან კი მოვასხათ შოკოლადის გლაზური.

ბაიადერა

სურ.2-ზე მარცხნივ წითელი 1-ით ავღნიშნე ჩემთვის ყველაზე გემრიელი ნამცხვარი Бајадера - ბაიადერა:

http://img188.imageshack.us/i/48612946.jpg/
სურ.2

300 გ შაქარი,
300 გ "შავი" შოკოლადი (ნამცხვრების, დასადნობი , კუვერტურა),
125-150 გ (საუზმისთვის განკუთვნილი ) მარგარინი ,
12 სუფრის კოვზი წყალი,
150 გ დაფქვილი ნიგოზი,
150 გ დაქვხვნილი "პეჩენია",
ვანილი გემოვნებით, თუმცა ზედმეტი არ უხდება.

ავადუღოთ წყალი პატარა ქვაბში, ჩავამატოთ შაქარი და ისევ ოდნავ წამოვადუღოთ. გადავდგათ ცეცხლისგან და შევურიოთ მარგარინი. როცა მარგარინი დადნება, ჩავყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი და ნიგოზი. ავზილოთ კარგად, მივამატოთ ვანილი და კიდევ ავზილოთ.
მიღებული მასა გავანახევროთ, ერთს შევურიოთ 2 ს/კ კაკაო და კარგად ავზილოთ.

ჟარონაზე გავაბრტყელოთ კაკაოიანი ნაწილი და ზემოდან დავაბრტყელოთ ღია ფერის დარჩენილი მასა და კარგად მოვასწოროთ.

ცალკე ქვაბში დავადნოთ შოკოლადი . ამ ყველაფერს ზემოდან გადავასხათ. გავაცივოთ და სასურველი ფორმით დავჭრათ. არის სამარხო ნამცხვარი, თუ მარგარინი მცენარეულია.

პ.ს. დანარჩენებსაც დავწერ.

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 20 2009, 12:07 AM

ციტატა(staywhite @ Jun 20 2009, 12:56 AM) *

დაარეცეპტე , ლიკა biggrin.gif 2kiss.gif

უხ, მოვქექავ ერთი თუ სადმე უწერია, თორე ზის ეხლა და ნახევრას სძინავს და ვერ შევაწუხებ tongue.gif

მონკლედ "ზანგის ქალი" ნანასთვის mze.gif

2 ჩ/ჭ შაქარი
1/2 ჭიქა კაკაო ავურიოთ ერთმანეთში
5 კვერცხითა და 1 ჭიქა შაქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავუმატოთ 100 გრამი გამდნარი მარგარინი, 0,5 მაწონი, 1 ჩ/ჭ სოდა ძმრით. ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში და გავყოთ შუაზე და გამოვაცხოთ


კრემი: 1 "სგუშონი" მოხარშული.
200 გრ. მარგარინი ამოვიყვანოთ და დავუმატოთ 1 ცალი არაჟანი და 1 ცალი "სგუშონი" და 1ჭ. ნიგოზი (დაჭრილი), ვანილი, 1ჭ შაქრის პუდრა და 2 კოვზი კაკო.



(სურათი არ მაქვს - სორით tongue.gif )

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 20 2009, 12:38 AM

staywhite

ციტატა
Бајадера - ბაიადერა:

შენ გაიხარე ნან, ეს მართლა მაგარი გამოვიდა, გემრიელი ძალიან, თან იოლიც.

ნამეტანი ხშირად მიწევს ნამცხვრების გამოცხობა, გამოვიხრუკე, ხოდა დამხატა პირდაპირ ბაიადერამ biggrin.gif

ეხლა ჩემი საყვარელი (და არა მარტო ჩემი) ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ.

1,5 ჩ/ჭ შაქარი
2 კვერცხი
200 გრ მაწონი
200 გრ გატარებული ნიგოზი
1 ჩ/კ სოდა ძმრით
ვანილი
1 ჭ ფქვილი

ეს ერთი ფენაა

მეორე ფენაში ინგრედიენტები იგივეა, ოღონდ ნიგოსის მაგივრად ვამატებთ 4-5 ჩ/კ კაკაოს.

მესამე ფენის ძირითადი ინგრედიენტებიც იგივეა, ოღონდ გატარებული
ნიგოზის ან კაკაოს მაგივრად ვამატებთ წვრილად დაჭრილ და მოხალულ ნიგოზს.

ესე იგი ვაცხობთ ცალ-ცალკე სამ ფენას.

კრემი:

კარგად ამოვიყვანთ 300 გრამ კარაქს, ნელ-ნელა დავუმატებთ 2 ცალ მოხარშულ სგუშონს.

ფენებს ძალიან თხლად ჩამოვაჭრით გვერდებს და დავაქუცმაცებთ წვრილად.

შემდეგ წავუსვავთ კრემს სამივე ფენას და ზემოდან მოვაყრით დაქუცმაცებულ მასას, შემდეგ კი მოვაყრით გახეხილ შოკოლადს.

შოკოლადის გარეშეც შეიძლება ისე.

ხო მართლა, ნამცხვარს ჰქვია ,,ჩემპიონი'' და ძალიან გემრიელია.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2009, 01:18 AM

ნაინა
იცოცხლე, ნინ 2kiss.gif
გავახარებ დედამთილს ამ რეცეპტით smile.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 20 2009, 02:18 AM

ცეზარის სალათა , გავართულე ცოტა და შესაბამისად გავაგემრიელიეsmile.gif

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

1. მოხარშეთ ქათმის ფილე და შემდეგ დაჭერით წვრილ ნაწილებათ, პირველი ფენა
2. უმი კიტრი და პოამიდორი ესეც წვრილად დაჭრილი, მომდევნო ფენებად
3. ცოტა უმი ხახვი (აუცილებელი არაა)
3. ლორი
4. გახეხილი ყველი, კარგი იქნება ორი სახის: ყვითელი და თეთრი
5. ხრაშუნა პურის ნაწილები, შესაძლებელია სუნელებიანი ხრაშუნაც
6. სალათის ფურცლები
7. სოუსი - მაიონეზი გაურიეთ წყალში, ისე რომ ბლანტი მასა შენარჩუნდეს და გაურიეთ დანაყული ნიორი გემოვნებით

მარილს არ საჭიროებს

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 03:16 AM

Ligia

ციტატა
ცეზარის სალათა , გავართულე ცოტა და შესაბამისად გავაგემრიელი

ჩათვალე რომ ქმრის (ან საქმროს) გული მოგებული გაქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 20 2009, 04:20 AM

ციტატა(ბადრი @ Nov 20 2009, 04:16 AM) *

Ligia
ჩათვალე რომ ქმრის (ან საქმროს) გული მოგებული გაქვთ smile.gif


ვიცი biggrin.gif

კაცები გული კუჭზე გადის, ქალებისა კი საყიდლებზე ე.წ. "შოპინგებზე" biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 20 2009, 04:22 AM

ციტატა(Ligia @ Nov 20 2009, 02:18 AM) *

ცეზარის სალათა , გავართულე ცოტა და შესაბამისად გავაგემრიელიეsmile.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

1. მოხარშეთ ქათმის ფილე და შემდეგ დაჭერით წვრილ ნაწილებათ, პირველი ფენა
2. უმი კიტრი და პოამიდორი ესეც წვრილად დაჭრილი, მომდევნო ფენებად
3. ცოტა უმი ხახვი (აუცილებელი არაა)
3. ლორი
4. გახეხილი ყველი, კარგი იქნება ორი სახის: ყვითელი და თეთრი
5. ხრაშუნა პურის ნაწილები, შესაძლებელია სუნელებიანი ხრაშუნაც
6. სალათის ფურცლები
7. სოუსი - მაიონეზი გაურიეთ წყალში, ისე რომ ბლანტი მასა შენარჩუნდეს და გაურიეთ დანაყული ნიორი გემოვნებით

მარილს არ საჭიროებს


დავიჯერო ამას შენ აკეთებ ?! blink.gif


პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 20 2009, 04:30 AM

ციტატა(sable @ Nov 20 2009, 05:22 AM) *

დავიჯერო ამას შენ აკეთებ ?! blink.gif



yes.gif და არა მარტო მაგას

თან ეგ აჯაფსანდალია უკვე biggrin.gif რადგან გადმოგებულია თეფშზე და არეულია სოუსში და ჭამის პროცესშია

დაწყობილ დალაგებული მაცივარში დევს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 20 2009, 04:40 AM

ციტატა(sable @ Nov 20 2009, 05:36 AM) *

ხოო თუ ჩინელების მაგათმა იციან ეს ნაირნაირად გაწყობა. :ნერწყვისმმოსვლისსმაილიკი:

მშია! tongue.gif


არა ნაირნაირად გაწყობილი არ არის, უბრალოდ ეს ისეთი ჯიშის სალათაა, ფენად უნდა იყოს დადებული თითოეული ინგრედიენტი , გადმოღების დროს ირევა რა , თან სოუსი, ხრაშუნები და სალათის ფურცლები ცალკე მაქვს, რომ მხოლოდ გადმოღების დროს გავურიო, საერთოდ ეგეც ასეა , ხრაშუნებს დაასველებს ბოსტნეული და დაალბობს , და სოუსი კიდევ გაიჯღინთება


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 20 2009, 08:17 PM

ციტატა(Ligia @ Nov 20 2009, 06:38 PM) *

იცის ბატონო როგორ არ იცის, მაგრამ ხომ არის ისეთი შემთხვევები სადაც პრიზები მხოლოდ პირველ ადგილზე მყოფებს ხვდებათ)

კარგი , შენც მიამატე კიდე მაღაზიები შენს ბიუჯეტს biggrin.gif


იგივე არ თქვი ახლა შენ? ახალი რა თქვი? rolleyes.gif რომელ ბიუჯეტს? პარლამენტმა რო არ დამიმტკიცა წელს? tongue.gif

ციტატა(Ligia @ Nov 20 2009, 06:50 PM) *

ხო ახლა ხინკალს თუ გამიკეთებ და მომართმევ უარს როგორ გეტყვი biggrin.gif
და მოთუშულ სოკოს თუ მაჭმევ კიდე biggrin.gif


ხინკლის მეტი და მწვადის და ჩაშუშულების მეტი კი არ ვიცი მეე tongue.gif ეს მე რო ვიცი , სხვამაც მინდა იცოდეს, მითუმეტეს მანდილოსანმა.


http://www.radikal.ru

ამით, რომ საქმე კეთდებოდეს.(თუმცა ბევრი რუსის ქალი დაბრმავებულა ასეთი "შაშლიკით")
აა ბატონო ჩემი შემწვარი მწვადი, კაი მაცდურია, თან როდესაც შენი სოფლის ვენახების წალამზეა შემწვარი და მშობლიური სიო დაჰკრავს, სულ სხვა გემოს აძლევს.

რეცეპტი დავწეროო? მაინც ვერ გაჩითავთ ვანთურ სამწვადეს და აზრი არ აქვს tongue.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 21 2009, 01:05 AM

ციტატა(Amuza @ Nov 20 2009, 09:17 PM) *

იგივე არ თქვი ახლა შენ? ახალი რა თქვი? rolleyes.gif რომელ ბიუჯეტს? პარლამენტმა რო არ დამიმტკიცა წელს? tongue.gif
ხინკლის მეტი და მწვადის და ჩაშუშულების მეტი კი არ ვიცი მეე tongue.gif ეს მე რო ვიცი , სხვამაც მინდა იცოდეს, მითუმეტეს მანდილოსანმა.
http://www.radikal.ru

ამით, რომ საქმე კეთდებოდეს.(თუმცა ბევრი რუსის ქალი დაბრმავებულა ასეთი "შაშლიკით")
აა ბატონო ჩემი შემწვარი მწვადი, კაი მაცდურია, თან როდესაც შენი სოფლის ვენახების წალამზეა შემწვარი და მშობლიური სიო დაჰკრავს, სულ სხვა გემოს აძლევს.

რეცეპტი დავწეროო? მაინც ვერ გაჩითავთ ვანთურ სამწვადეს და აზრი არ აქვს tongue.gif


ვაიმე ეს შენი შემწვარი მწვადიააააა? blink.gif
ეგ რომ არ ვიცოდი


პოსტის ავტორი: lelie თარიღი: Jan 6 2010, 02:18 PM

ხაჭაპურის რეცეპტი უნდა ჩემს ამერიკელ მეგობარს, ისეთს რომელსაც არც უჭამია არასდროს. რა ყველი ვურჩიო, რომელია ამერიკაში ისეთი ყველი იმერულ ხაჭაპურზე რომ "წავიდეს" ან ღუმელი თუ ზემოთ... მოკლედ თუ გაქვთ ამერიკაში გამოცდილი რეცეპტი დაპოსტეთ, ქართულად ან იდეალურ შემთხვევაში ინგლისურად

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 6 2010, 02:36 PM

lelie
ბერძნული Feta და ცოტა იტალიური Mozarella გადაურიოს და კარგი გამოდის. თუმცა აირღუმელის ხაჭაპურს, მე მოცარელლას არ ვუშვები, არ ჭირდება. smile.gif




პ.ს. ეს თემა არ გინდათ ჩემ განყოფილებაში გამოუშვათ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lelie თარიღი: Jan 6 2010, 03:13 PM

k@the
გაიხარე მადლობა smile.gif ალბათ მაინც ღუმელი უნდა ვურჩიო, ტაფაზე მოუხერხებელი იკნება იმათთვის.

შენი განყოფილება რომელია? ვეწვევი დიდი სიამოვნებით smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 6 2010, 05:06 PM

lelie
მოუხერხებელი არაა ტაფაზე, უბრალოდ მეტი დრო უნდა და წვალება smile.gif, ამიტომ მეც ღუმელისას ვარჩევ ხოლმე ხშირად.

ამ განყოფილებას ვგულისხმობდი, შემოიხედე smile.gif http://church.ge/index.php?showforum=12

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 6 2010, 05:14 PM

ციტატა(k@the @ Jan 6 2010, 03:36 PM) *

lelie
ბერძნული Feta და ცოტა იტალიური Mozarella გადაურიოს და კარგი გამოდის. თუმცა აირღუმელის ხაჭაპურს, მე მოცარელლას არ ვუშვები, არ ჭირდება. smile.gif
პ.ს. ეს თემა არ გინდათ ჩემ განყოფილებაში გამოუშვათ? rolleyes.gif


ეგ ფეტა ყველები მლაშეებია და არ სჭირდება ცოტა დალბობა? უნდა ვცადო ერთი მეც
და ღუმელში რამდენი ხანი დასჭირდება?


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 6 2010, 05:22 PM

Ligia
არა, დალბობა არ ჭირდება, ყველა მლაშე არაა. ისე მე ვყიდულობ ხოლმე თურქულ ყველს, ფეტას გავს, მაგრამ უფრო მსუბუქია და ის ძალიან უხდება ხაჭაპურს, მაგრამ მარტო lidl - მაღაზიების ქსელში მივაგენი, ალბათ სხვაგანაც იქნება. დაახლოებით 40 წუთი უნდა ხოლმე აირღუმელში. დროჟის ცომიანს არ ვაკეთებ აირღუმელში, მაწვნის ცომით.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jan 18 2010, 01:30 AM

Noodles (ნუდლსი) კრევეტებით (აღმოსავლური სტილის კერძი)

http://www.radikal.ru

აიღებთ ნუდლსს, მაკარონის მსგავსი რამეა, ოღონდ სხვანაირი გემოსი, იყიდება ყველა სუპერმარკეტეში, აღმოსავლურ სამზარეულოებში მოწონთ

მოხარშავთ ჩვეულებრივად როგორც მაკარონს, მარილს დაამატებთ გემოვნებით
ცალკე მოთუშავთ კრევეტებს ტომატის საწებელში, (კეჩუპში არა) ,
გადავურევთ ერთმანეთში,
და სიუსად დავამატებთ შაქრიან მაიონეზს ცოტა წყალში გარეულს,
ცოტა ცხარე წიწაკას თუ დაამატებთ მგონი უკეთესი გამოვა (ამას აკლია აე მქონდა),

გემოთი გამოვა მოცხარო-მოტკბო და სულ ცოტა მარილიანი კერძი

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Feb 26 2010, 12:41 AM

გამარჯობა ნანა,


გადავწყვიტე ამ ნამცხვრის გამოცხობა, ოღონდ ვერ მივხვდი "პეჩენია", რომელი უნდა გამოვიყენო აქ გერმანიაში, რაკი ღნიშნე სამარხვო ნამცხვარია, იქნებ მირჩიო რომელი "პეჩენია" უნდა გამოვიყენო ამის გამოსაცხობათ-.

მადლობა
მაია


ბაიადერა

ვგულისხმობდი ნანა, პოსტიბი ამერია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)