თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ რამდენიმე შეკითხვა მაქვს

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 20 2012, 01:20 AM

პერველ რიგში მოგესალმებით ყველას... რაც შეეხება შეკითხვებს

1) დავუშვათ ადამიანის სული მოხვდა სამოთხეში, ექნება თუ არა მას იქ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა?(თუნდაც დარდი იმისა რო მისთვის საყვარელი ადამიანი ამ დროს ჯოჯოხეთში იტანჯება, ან ამ ქვეყანაზე მისი რომელიმე ახლობელი ცოდვილ ცხოვრებას ეწევა) ანუ აღწევს თუ ვერა სული სამოთხეში სრულ ნეტარებას?

2)გარდაცვლილის სულს რომელიც დავუშვათ ჯოჯოხეთშია ლოცვებით უმსუბუქდება რამე სატანჯველი?

3)ძველი სჯულით მამათმავლობა დაშვებული იყო??? ანუ ადამი, ევა, კაენი, აბელი... და გაგრძელებას ვერ ვპოულობ..

დიდი ბოდიში ჩემი თუ რამე უმეცრულად მაქ დაწერილი....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2012, 01:58 AM

vaxushti13
ჯერ გეტყვი ძმა , რომ ამ განყოფილებაში მოძღვარი პოსტავს მხოლოდ , მაგრამ რაღაც შემოთავაზება მაქვს შენთან .
ფორუმზე მოძღვარი მხოლოდ პასუხს სცემს კითხვებს და არ შედის არანაირ პოლემიკაში . (კარგ გაგებას ვგულისხმობ რა თქმა უნდა ამ სიტყვის ) ხოდა შენი კითხვები ისეთია , რომ ერთი პასუხით ვერანაირად შემოიფარგლება და აუცილებლად მოითხოვს გაგრძელებას . არ გინდა ჩვენ ვისაუბროთ მასზე ? (ანუ ღია ფორუმი ჩავერთოთ) ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება .
თან-(რამდენიმე ხანია ინტერნეტთან შეხება არ აქვს მამაოს და რამდენიმე დღე სავარაუდოდ არც ექნება)

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 20 2012, 11:00 AM

A.V.M
პრობლემა არ არის... მაშინ თქვენ თქვენი აზრი გამოთქვით ჩემ შეკითხვებთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 21 2012, 01:39 AM

vaxushti13
კი ბატონო.
დავიწყოთ ძალიან მარტივად და გზადაგზა გავართულოთ.

1-

ციტატა
დავუშვათ ადამიანის სული მოხვდა სამოთხეში, ექნება თუ არა მას იქ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა

სამოთხესთან დაკავშირებით დაუკმაყოფილებლობის თქმა ცოტა არ იყოს და უცნაურია.
ციტატა
ანუ აღწევს თუ ვერა სული სამოთხეში სრულ ნეტარებას?

რა თქმა უნდა სრულ ნეტარებას ვერ აღწერს.

2-
ციტატა
გარდაცვლილის სულს რომელიც დავუშვათ ჯოჯოხეთშია ლოცვებით უმსუბუქდება რამე სატანჯველი?

მართლმადიდებლური სწავლებით კი.

3-
ციტატა
ძველი სჯულით მამათმავლობა დაშვებული იყო???

არაბუნებრივი ქმედება არცერთი სჯულით არ იყო დაშვებული.
ციტატა
ანუ ადამი, ევა, კაენი, აბელი... და გაგრძელებას ვერ ვპოულობ..

ვერ გავიგე.
გენეალოგია გავაგრძელო?

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 21 2012, 08:12 AM

A.V.M

ციტატა
ვერ გავიგე.გენეალოგია გავაგრძელო?


რა ვერ გაიგე შე კაცო: ადამს და ევას კაენი და აბელი თუ ყავდათ ვაჟები, მარტო ამ ვაჟებისგან როგორ გაგრძელდა მოდგმაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 21 2012, 06:39 PM

ხო ეგ მაინტერესებს

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 21 2012, 07:14 PM

ციტატა
რა ვერ გაიგე შე კაცო: ადამს და ევას კაენი და აბელი თუ ყავდათ ვაჟები, მარტო ამ ვაჟებისგან როგორ გაგრძელდა მოდგმაო


ეს კითხვა კიდევ ისმის?

შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. (დაბ. 5.4)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 22 2012, 01:07 AM

ციტატა

რა ვერ გაიგე შე კაცო: ადამს და ევას კაენი და აბელი თუ ყავდათ ვაჟები, მარტო ამ ვაჟებისგან როგორ გაგრძელდა მოდგმაო

თუ უნდა სახელებსაც ვეტყვი , კაენ-სეითის ცოლებისა და მათი შვილებისა.
(საინტერესოა რომ აქაც დაარღვია რაღაც წესი კაენმა)

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 22 2012, 10:22 AM

ანუ და ძმებს შორის იყო ხომ კავშირი? (სექსუალურს ვგულისხმობ)

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 22 2012, 08:50 PM

vaxushti13

შენ მართლა გჯერა, რომ ეს ყველაფერი ბუკვალურად უნდა გაიგო, ან მათ გარდა სხვა არავინ არსებობდა მიწაზე?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 22 2012, 09:24 PM

Atm@n
სხვას ვის უნდა ეარსება მიწაზე. მაშინ და-ძმას შორის ცოლ-ქმრობა აკრძალული არ იყო. ეს მრავალი საუკუნის შემდეგ აიკრძალა მოსეს რჯულით. ასე რომ ადამის შვილმა სეთმა ცოლად თავისი და შეირთო. მოსეს მიერ ებრაელებისათვის მიცემული რჯულით საბოლოოდ აიკრძალა და-ძმას შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა.

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 22 2012, 09:27 PM

ციტატა
სხვას ვის უნდა ეარსება მიწაზე.


რამდენი წლის წინ იყო ეგ ამბები?

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 22 2012, 09:39 PM

Atm@n
ქვეყნის შექმნიდან საეკლესიო სწავლებით (ჩვენი ეკლესიის მიხედვით) გასულია 7616 წელი.

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 22 2012, 09:42 PM

zaz

ციტატა
ქვეყნის შექმნიდან საეკლესიო სწავლებით (ჩვენი ეკლესიის მიხედვით) გასულია 7616 წელი.


სერიოზულად?

და თქვენ გჯერათ ამის (ყველას ვეკითხები)? huh.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 22 2012, 09:46 PM

ხო აბა მეცნიერების მილიარდობით წლები დედამიწის არსებობის არის დასაჯერებელი. მასე დარვინიც ამბობდა ამ მილიარდობით წლებში მაიმუნისგან წარმოიშვა ადამიანიო.

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 22 2012, 09:49 PM

zaz

დარვინი სხვა თემაა და ეგ თეორია კრეტინიზმია, მაგრამ 7616 წელი? კაი თუ გინდა 100 000 თქვი... ხუმმრობთ ხალხო? მართლა გჯერათ ამის? რომელ საუკუნეში ხართ?

არ მჯერა რომ ამის უმეტესობას გჯერათ და მომკალი თუ გინდა smile.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 22 2012, 09:56 PM

Atm@n
ეს მართლმადიდებლური ფორუმია. თუ ადამიანი მართლმადიდებელია საეკლესიო სწავლებას უნდა დაუჯეროს. საეკლესიო სწავლებით 7616 წელია გასული. ამ მოსაზრებას უარყოფს თანამედოვე მეცნიერება. მაგრამ მეცნიერებას რა უტყუარი ხერხი აქვს გაზომოს დედამიწის მილიარდიანი ასაკი?
ასე რომ თუ ადამიანი მორწმუნეა თანამედროვე მეცნიერების აყოლით საეკლესიო სწავლებაზე უარს არ იტყვის.

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Nov 22 2012, 09:57 PM

მდააააჰ... კაი ხო...

პოსტის ავტორი: vaxushti13 თარიღი: Nov 22 2012, 10:51 PM

ახალი თემის გახსნა არ მინდა და ამავე თემაში დავწერ თუ არ მიწყენთ....
ჩემთვის პირადად და კიდევ ბევრისთვის მამა გაბრიელი არის წმინდანი, თუმცაღა ასე ვთქვა დაკანონებული არ არის ეკლესიის მიერ.... შეიძლება თუ არა რომ მამა გაბრიელის ხატი მედოს სხვა ხატების გვერდზე რომელთა წინაშე ვლოცულობ ხოლმე....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 22 2012, 11:22 PM

ციტატა
ანუ და ძმებს შორის იყო ხომ კავშირი? (სექსუალურს ვგულისხმობ)

კი...იყო...

ციტატა
მაგრამ 7616 წელი? კაი თუ გინდა 100 000 თქვი... ხუმმრობთ ხალხო? მართლა გჯერათ ამის? რომელ საუკუნეში ხართ?

არ მჯერა რომ ამის უმეტესობას გჯერათ და მომკალი თუ გინდა

კარგი ატმან ახლა.
თქვენ იმის გჯერათ რომ წინა ცხოვრებაში დათვი , ხვლიკი . მეფე , დედოფალი , სირაქლემა და ბეგემოტები იყავით . მერე რეინკარნაციით,საუკუნეების შედეგად საუკუნეების ადამიანები გახდით .
და ის არ გჯერათ და ხუმრობას ეძახი რომ დედამიწა მოცემული წლებია რაც არსებობს?
biggrin.gif   biggrin.gif   biggrin.gif
(ისე თუ გაინტერესებს , ეკლესია არ უარყოფს რომ თუნდაც შესაქმის 6 დღეში 6 მილიონი წლები იგულისხმება. უბრალოდ ეს არ აინტერესებს . სხვა რამეა უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მას იკვლევს)


vaxushti13
ციტატა
ჩემთვის პირადად და კიდევ ბევრისთვის მამა გაბრიელი არის წმინდანი,

კი ბატონო....
ციტატა
თუმცაღა ასე ვთქვა დაკანონებული არ არის ეკლესიის მიერ

ასე ვთქვათ კი.
ციტატა
შეიძლება თუ არა რომ მამა გაბრიელის ხატი მედოს სხვა ხატების გვერდზე რომელთა წინაშე ვლოცულობ ხოლმე....

კი ბატონო...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)