თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ "გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2015, 09:29 PM

ვისაუბროთ გულის ფენომენზე, თუ როგორია ის მართლმადიდებლურ რელიგიაში, ჩვენსავე გულებში, შემოქმედებაში და ა.შ. smile.gif


" გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!"


/წმიდა გაბრიელ ბერი/


"ერთმანეთისადმი გულის ჩუქება, რომ შეიძლებოდეს ძალიან ცოტა თუ გაიმეტებდა, მაგრამ შეეცდებოდა სხვისთვის ამოეძრო და მოყვარე ადამიანისთვის იგი მიეძღვნა. ისე, თეორიულად ამ მეთოდს ხშირად მივმართავთ. გულს ვინმე თუ გვატკენს მაშინათვე ლანძღვითა და ,,რკინის ენით" ამოვაძრობთ მფეთქავ გულს, გავანადგურებთ და ქუჩაში შემხვედრთ მივართმევთ. ადვილად ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს. გული ისეთი ძვირფასია, იქ მფეთქავი ,,სიყვარულის სისხლი" მუდმივად უნდა გადავუსხათ ერთმანეთს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

„ცხელი გულის სხივი“

/ელგუჯა მაღრაძე/


***

შენი სითბო
მომენატრა
ხელების,
შენი გული მინდა
გულთან ვიგულო,
ზედაშე ხარ ქვეყნად
ფერთა ფერების,
თვით ღიმილზე
ჩამოღვრილო
მზის გულო.

/აჩიკო ჯოჯიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2015, 09:23 PM

ენის წვეტით შეფასებული, გულის სარკე ვერ იქნება. გულს მუდამ სიყვარული უნდა: მიჩუქნია თქვენთვის!

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 08:58 PM

"ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს, როგორც საკუთარ თავთან, ისე ბოროტთან. თუ ნამდვილად გვსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ:

1) არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი,

2) გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა,

3) განუწყვეტლივ ვიღვაწოთ,

4) გამუდმებით ვილოცოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 09:19 PM

"გულუკუღმართი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 07:49 PM

"ისწავლე სამყაროს დანახვა გულის თვალით, რადგან მხოლოდ გული ხედავს იმას,რაც მთავარი და არსებითია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 12:43 PM

Из сердца, на котором начертан крест Христов, не исходит ничего злого, и в него нет доступа бесам.

Святитель Лука (Войно-Ясенецкий)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 03:43 PM

"კავშირი უფალთან შეგვიძლია ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, გარეგნულად უფალთან ვერანაირად დავამყარებთ კავშირს. რა ტექნოლოგიებიც არ უნდა გამოიგონოს ადამიანმა, როგორი საფრენი საშუალებებიც, ღმერთამდე ვერასოდეს მივა, ღმერთთან დამაკავშირებელი გზა ადამიანის გულზე გადის"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:17 PM

„გულში ელვასავით გამკრთალი და გონების ქურაში გადატეხილი“

/ელგუჯა მაღრაძე/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:43 PM

„გული - ბრძოლის ველი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 05:02 PM

"მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც შეგვიძლია სამყაროს მოვწყდეთ - ეს ჩვენი გულია. თუმცა ეს ადგილი ჩვენი სულის მყუდრო ბინად რომ იქცეს ის უნდა გავწმინდოთ"

/ბერი ერომლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 06:05 PM

"რა არის წმინდა გული? - მდაბალი, შემუსვრილი, უზაკველი, უბრალო, უღალატო, მიმნდობი, უეჭველი, უბოროტო, კეთილი, უანგარო, მტრობისა და შურისგან თავისუფალი"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2015, 02:36 PM

"ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2015, 09:22 PM

"როგორც საკუთარს ისე ჩაიკემსავს გულში"

"გულის სარკეა ეს ქვეყანა და თუ ამ სარკეში საკუთარ ორეულს გადახედავ, გარწმუნებთ რომ ყველაფერი კარგად იქნება!"

/მწერალი ინგა გოგიბერიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2015, 10:00 PM

"მოწყალე გული სტოვებს ადამიანს ადამიანად!.."

/მწერალი ირმა კიკოლიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2015, 11:00 PM

"ურთიერთგულგანდობილი"

/ელგუჯა მაღრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2015, 07:06 PM

"გულდაუნჯებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 04:56 PM

გული ადამიანს ერთი აქვს – როცა ის ეძებს დროებითს, მაშინ ივიწყებს მარადიულს. როცა კი მიმართავს მარადიულს და უღრმავდება მას, მაშინ ივიწყებს დროებითს და აღარ ადარდებს ის. ორმაგ საზრუნავს – დროებითსა და მარადიულზე, ორმაგ სიყვარულს – დროებითისა და მარადიულისა ვერ იტევს გული. აუცილებლად აღვსილია ის ორიდან ერთით – ან დროებითით ან მარადიულით.

წმინდა ტიხონ ვორონეჟელის სენაკური წერილებიდან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:19 PM

"გული ხელით მიჭირავს,
გთხოვ მოდი,
წაიღე, გამათავისუფლე
ამ სიმძიმისგან..."



"ჩემი ნეკნი მოგეცი,
მხოლოდ გულის სანაცვლოდ..."


/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 08:29 PM

"თავის კალივაში მამა პაისი [ათონელი] ღრმა უდაბნოში ცხოვრობდა, ვინაიდან გული მისი ვნებებისგან დაიცალა და გონებით მყუდროება მოიპოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 08:52 PM

„იყო რა აღუძვრელი გულით, მისი გარეგნული კაცი ესაუბრებოდა ადამიანებს, შინაგანი კაცი კი ღმერთს“

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 04:00 PM

"გულის ყანა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 04:48 PM

"მზე წმინდა წყალში აირეკლება; ზეცა კი წმინდა გულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 09:51 PM

"ვისაც გულისკარი გახსნილი ჰქონდა უფლისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 10:15 PM

"ერთხელ, მამა პაისი [ათონელი] ხელსაქმობდა. ვიღაცამ კუტიკარზე დარეკა. ბერმა სარკმლიდან გაიხედა. კართან ახალგაზრდა კაცი იდგა, ბერი არ გავიდა, მერე სამჯერ მივიდა სარკმელთან და ყურადღებით ათვალიერებდა მოსულს.

რამდენჯერმე გაიმეორა: "წადი, ბიჭო, წადი გზა მშვიდობისა" და იქვე მყოფ მონაზონს აუხსნა: - ეგ რომც მივიღო, არაფერი გამოვა, რადგან გული საღორედ გადააქციაო ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 10:15 PM

"გულიც დახშული იყო ღვთის სიტყვის მისაღებად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 08:28 PM

"გულის შემუსვრილების გარეშე ვნებათაგან გათავისუფლება შეუძლებელია; ხოლო გული სამი რამის დათმენით შეიმუსრება: ძილის, საჭმლისა და სხეულის განსვენების მოკლებით".

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 10:41 PM

"მამა პაისის [ათონელს] ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:18 PM

"უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, მას მხოლოდ ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 10:21 PM

"ყურადღება ქმნის ადამიანს სიყვარულად. ვერაფერი ვერ შეედრება მოწესრიგებულ გულს. გისურვებთ, იობის მოთმინებას, დავითის გმირობას, მოსეს მორჩილებას, აბრაამის სტუმართმოყვარეობას. ვინც ეს სახელები იცის, დაე მათი მსგავსი ცხოვრებით აღბეჭდილიყოს წამკითხველთა სული. უფალმა გაგიმთლიანოთ გული სიყვარულით".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 12:53 PM

"სიცოცხლე ბოლო წამია და ამ წამში მაინც ჩავტიოთ ერთმანეთის გული".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:11 PM

"და დაბნელდა მათი უგონო გული"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:31 PM

„ღმერთი არის ჩვენი გულისგული“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:43 PM

"ზეცის მიმართ მოდრეკილი გულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 07:02 PM

„შენს წინაშეა გადაშლილი ჩემი გულიცა და მეხსიერებაც“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:46 PM

"დაე, ჩემი ძმების გულიდან, როგორც სასაკმევლედან, ამოიკმეს შენდამი საგალობელიც და გოდებაც"

/წმ. ნეტარი ავსუტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 06:58 PM

"ვინც განიწმინდა გული, სულმოკლეობასაც სძლია"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 10:27 PM

"გული წმინდაა, მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნიური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათაწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:30 AM

"ეშმაკეული გულისთქმანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 12:09 PM

„ყველაფერში ფხიზლად მყოფი გონება მაშინ მოახერხებს გულში მოკალათებას, როცა სულიწმინდის მადლით მოხდება ნეტრებისა და ლოცვისმიერი სითბოს გადაცემა“

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 05:34 PM

"ჰკურნავდა მათ გულებს საკუთარი ღრმა რწმენის სალბუნით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2015, 09:25 PM

"მომრავლდა მანქანები - მომრავლდა საზრუნავი. მანქანები და რკინის ნივთები მართავენ ადამიანებს და მასაც მანქანად აქცევენ. ამიტომაა, რომ ადამიანებს გულები რკინად ექცათ"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 12:19 PM

"გული, რომელიც ლოცვასთან არის შეუღლებული, ის ადგილია, სადაც მადლი მიწას უერთდება - არა მარტო ადამიანს, არამედ სამყაროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 05:48 PM

"ზეციურ სასიძოს უძღვნეს გულის მთელი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2015, 10:58 PM

"უფალი რომელიც მის გულს ჭვრეტდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2015, 05:28 PM

"თქვენი გული თანდათან დაწმინდავდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 12:22 PM

"ეშმაკს უწმინდური გული სჭირდება, რომ შიგ დაბინავდეს, უფალს კი ნათელი გული, რომ ადვილად შეგამჩნიოს და მოვიდეს შენთან, რათა მოგიტანოს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 09:23 PM

"თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს, რათქმაუნდა, უბრალოდ ეს არ მიიღწევა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 12:32 PM

"ნება გულიდან მოდის, გულს კი რწმენა კვებას. გული ადამიანის ორგანიზმის მამოძრავებელია, მასში იბადება ყოველი გრძნობა, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, სიბრალული... და განა ჩვენი ნება არ არის, როგორ გამოვკვებავთ გულს? დაავადებული გული სულსაც ბილწავს, ამიტომ საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, გამოვარკვიოთ რა სურს საკუთარ "მეს".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 10:47 PM

"ადამიანი კვდება და ერთვება დედამიწას, მაგრამ ის, რაც გულში მოიხვეჭა, ანუ სიკეთე ან ბოროტება, თან მიჰყვება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 11:01 PM

"უფალი მოვა შენთან მხოლოდ მაშინ, როცა შენს გულში მისთვის იქნება სუფთა და შეუბღალავი ადგილი".

/ღირსი ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 09:21 PM

"მარხვა, ლოცვა, მოწალების საქმეები, ხშირი აღსარება და ზიარება არის საშუალებები გულის განწმენდისა ცოდვებისაგან და ღვთის მადლის მოხვეჭისა".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 09:32 PM

"მისსავ გულშია გამოტარებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 09:59 PM

"გულდაცხრომა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2015, 07:22 PM

"მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ამბობს, რომ ღვთისაკენ გზა არის გზა გარედან შიგნით, საკუთარი გულისკენ და საკუთარ გულიდან ღვთისაკენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 08:10 PM

"ისე გასასტიკებოდა გული სულიერად ბრმადმყოფს, ამან უარესად გააგულქვავა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 08:37 PM

„გულნი - კი დიდი მოთმინებისთვის გამზადებულნი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 02:14 PM

" - როგორი მსხვერპლია შენი ღმერთისთვის სათნო?

- წმინდა გული, წრფელი გრძნობა და ჭეშმარიტი სიტყვა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 03:26 PM

"მან თავისი "გულის თვალები" მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მიაპყრო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 10:33 AM

"ჩვენი უფლის გული სისხლმდინარეა ჩვენს გამო, თუ როგორებად ვიქეცით და როგორ ვცილდებით მას".

/მამა ელპიდე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 12:03 PM

"გადავსებულია მათი გულები არამიწიერი სიხარულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 08:16 PM

გული ანუ "კარდია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 06:55 PM

"ერთხელ მოწყალე ღვთის თითი შეეხო მის გულს და სინანულში ჩავარდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:05 PM

"გულის მდგომარეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 03:11 PM

"მის გულში აღდგომის სიხარული ტრიალებდა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 07:47 PM

„და რადგან მის გულში ღვთაებრივი სიყვარული ანთებულიყო, წარმავალი საგნები აღარ აღელვებდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 08:32 PM

"თუ თქვენს გულში არ ცხოვრობს უფალი, ის გული ყოველთვის გეტყვის მაცდურს, საეშმაკოს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, რას გეუბნებათ თქვენი გული და მიხვდებით, რისი საყდარია ის - უფლის თუ ეშმაკის".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 10:34 PM

"მაშინ მოვიხდი ხოლმე სკუფიას, მდაბლად მოვიდრეკ თავს და ვეუბნები ქრისტეს: დამკარი გულზე კვერთხი შენი მოწყალებისა-მეთქი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2015, 10:39 PM

"უცნაური გაჯიუტებეული წინააღმდეგობა გულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2015, 09:36 PM

"ეადვილება ღვთისადმი ლოცვა გულს, როცა კუჭი საჭმლით არ არის ამოვსებული, მაშინ გულწრფელი სარწმუნოება ადვილად შედის მასში".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2015, 10:15 PM

"ისეთი გულის სიწმინდეს მიაღწიე, რომ დავითივით ღმერთს მუდამ შენს თვალთა წინაშე ხედავდე"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2015, 10:25 PM


"გული მსუბუქია, სულიერია, როცა ადამიანი მარხულობს"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:17 AM

"ტაძარში, ღვთის წინაშე მოსიყვარულე გულით თუ გინდა წარდგომა, მანამდე შინ და ადამიანებთან ურთიერთობისას მუდმივად უნდა ვაწრთობდეთ მას სიყვარულში"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:47 AM

„დაე, შეეზილოს ჩემს გულს უბოროტობის ნელსაცხებელი!“

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 11:01 PM

"ბავშვის გული მგრძნობიარე და გულისხმიერია, და როცა ჩვენ ჩვენს გულს, უფლის მცნებების გულისთვის, ვაძლევთ ბავშვებს, ისინი თავის გულს მოგვცემენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:13 PM

"თუკი რამ დიადი და ნამდვილი შექმნილა ამქვეყნად, შექმნილა ტანჯვისა და გულის ცეცხლის საფასურად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:32 PM

"რამდენი ჭრილობაც ჩემს გულზე არის,
იმდენი ყვავილი მომირთმევია"

/ბესიკ ხარანაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 10:23 PM

"მალე გული თბება და გამოსცემს ცრემლს, დიდებისმეტყველებას და მადლიერებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 06:38 PM

"ხშირად გონება გულში ჩაეშვებოდა და ერთი მთლიანობა ხდებოდა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 07:29 PM

„ლოცვის სიუხვის გამო მისი გული კეთილსურნელებს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 07:43 PM

„უეცრად ვიგძენი, რომ ჩემი გული ღუმელივით აგუზგუზდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 07:54 PM

„გულს მიკრული გონება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 1 2016, 10:00 PM

"გულია ღმერთთან და მოყვასთან შეხვედრის ადგილი, სიყვარულში ცემს უფლის გულიც".

/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 07:59 PM

"ადამიანურად მღელვარე გული მოქმედებს ღირსეულებში, გულძვირობით დაკარგული დრო კი არასდროს ანაზღაურდება".

/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 12:12 PM

"ადამიანის ცხოვრების ცენტრს გული წარმოადგენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 05:09 PM

"გული თავად მონაწილეობს ლოცვაში, ანუ თავად ლოცულობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2016, 08:14 PM

"როგორ მოვიქცე, როცა არ შემიძლია მოვიშორო გულის ფარული არაწმინდებანი?

თუკი გაქვს არაწმინდა გული, მაშინ, დაე, ენა მაინც გქოდეს წმინდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანემ".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:28 PM

"ადამიანს ხომ აქვს ხუთი გრძნობის ორგანო, მეექვსე არის იტუიცია (გუმანი), გული არასოდეს გიღალატებს. გული არასდროს მოგატყუებს, ყოველთვის გეუბნება, ეს არ გააკეთოო".

/არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 12:45 PM

"როდესაც წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი აწამეს და მისი გული გააპეს, იმდენად უყვარდა ღმერთი, რომ მის გულში იესო ეწერა. სიყვარულით იყო აღბეჭდილი ქრისტეს სახელი მის გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2016, 05:41 PM

"გული ის ადგილია, სადაც ადამიანის მთელი ცხოვრება ჯამდება. გული შეიძლება გახდეს ადამიანის ღმერთთან შეხვედრის საიდუმლო ველი, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ადამიანის შინაგანმა ხმამ უთხრას ღმერთს: "არ მინდიხარ".

"გამოცხადებაში" ქრისტემ თავისი თავი დაკეტილ კართან მდგომ მგზავრს შეადარა. მგზავრი აკაკუნებს, მასპინძელს შეუძლია გაუღოს ან არ გაუღოს კარი ღმერთს. ქრისტე ამბობს: "უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაი და განაღოს კარი, და შევიდეს მის თანა" (გამოცხ. 3,20), ანუ "მე მოვიხილავ მის სულს ჩემი მადლით", "და ვჭამო მის თანა სერი" (იქვე), ანუ "მასთან ერთად გავიყოფ სიხარულს".

რა სიხარულია ეს სიხარული? ადამიანის ქრისტესთან შეხვედრისა და შეერთებისა, სულიწმინდით აღვსებისა. ყოველ ჩვენგან აქვს უფლება უთხრას ღმერთს: "მინდიხარ" ან "არ მინდიხარ" - ამაში მდგომარეობს ადამიანის დიდებულება და თან უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.

ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. ეს დიდი და საშინელი ნიჭია. ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, ეს თვისება რომ გვაკისრებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2016, 05:56 PM

„სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ“

/წმ. ევსუქი ხუცესი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 12:42 PM

"ღმერთმა ისე ბრძნულად შექმნა ადამიანის გული, რომ ის ამქვეყნად ვერასოდეს ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 01:37 PM

"ღმერთი ცხადდება გულში და იქ შეიცნობს მას ადამიანი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 11:05 PM

"ღმერთს გული გრძნობს და არა - გონება"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 09:43 PM

"თავად არც კი იბერტყავენ გულს უწმინდურებისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2016, 01:18 PM

"გულო ჩემო, ნუ დასცხრები,
აასრულე ნება ღვთისა,
რისთვის ჩაგდო საგულეში,
იმსახურე იმისთვისა".

/არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2016, 01:51 PM

„ადამიანის გული პატარა ეკლესიაა, რომელსაც იგი მუდამ თან დაატარებს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 10:49 PM

"თავდადებისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე შეუძლებელია უფლის გულში მიღება. ის ხომ იბადება ჩვენს გულებში და ჩვენი სული ხდება ბაგა ღვთის განკაცებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2016, 11:47 AM

"ბედნიერების გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, გულზე გადის. გული, რომელიც გამზადებულია ღვთის სასუფევლისთვის და ნეტარებით ჭვრეტს ამ სიდიადეს, ბედნიერია, რადგანაც თავისუფლდება მატერიალურ ცოდვათა ტყვეობიდან, რადგანაც მატერიალური ანუ მოქმედებითი ცოდვისაგან განთავისუფლება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შინაგანად ამარცხებს უკეთურ ზრახვათა შემოტევას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2016, 12:09 PM

„გულში ჩერდება ყველაფერი, რაც შედის სამშვინველში და გულის საშუალებით გადის ყველაფერი, რაც შედის გარედან.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 11:52 AM

"თუ გულში ღრმა გრძნობაა უფლისა, გონებაც არ გაგეფანტება. როცა ონკანი მოშვებულია, წყალი შეუჩერებლად მოედინება, როცა დაკეტავ, წყალი შეწყდება. ასეა გონებაც; მასში სხვადასხვა აზრი მოედინება დაუსრულებლად. დაკეტეთ და შეწყდება. სწორედ ონკანის დაკეტვას ჰგავს გულში წმინდა გრძნობების გაღვიძება და შენარჩუნება.
ღვთის ხსოვნა და შემუსვრილი გული ფიქრებს არ განაბნევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 10:46 PM

"როდესაც გული ხარობს, სახეც მხიარულია".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2016, 11:22 AM

"გულის გარდა არ მქონია სიმდიდრე,
ისიც ერთ დროს, მე შენს გულში გადავრგი".

/პოეტი ანდრია სინაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 11:00 AM

"ის კი არ არის მთავარი, გარეგნულად რას აკეთებს ადამიანი, არამედ გულში, შინაგანად რას იქმს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 11:12 AM

"გული ერთადერთი გრძნობის ორგანოა, ამასთან ძალზე ნატიფი და უნივერსალური".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2016, 10:32 PM

"გულკლებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2016, 11:01 PM

***
გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,
მერე სიყვარულის კალო მალეწინე.

გულო გამიძელი, გულო მაპატიე,
სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,
ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,
ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე.

მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,
ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,
მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,
სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია.

ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,
ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე.

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2016, 11:57 AM

"კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!

სული - ანთებული, წრფელი!

გული მართალი და გულზე

მართლად დადებული ხელი!"

/მურმან ლებანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2016, 11:12 AM

"კვლავ დავესესხები წმიდა იოანე ოქროპირს, რომელიც პავლე მოციქულზე საუბრობს. წარმოიდგინეთ მოგიზგიზე ალი, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს, კოსმოსის მთელ სივრცეებს განკვეთს და ღმრთის საყდრამდე ადის ეს უზარმაზარი ცეცხლი, კოცონი. ასეთი იყოო პავლე მოციქულის მხურვალე გული, ღმრთის სიყვარულით სავსე. ასეთები იყვნენ წმინდანები. თუ ისინი, ჩვეულებრივი ადამიანები, ამგვარნი იყვნენ, მაშინ ჩვენც შეგვიძლი ვიყოთ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2016, 06:53 PM

"იმგვარი შფოთი და ტკივილი უნამცეცებდა გულს, სურდა, მთელ ძალით ეყვირა, ებღავლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2016, 11:29 AM

"შენი გული უფალს კეთილსურნელებას უნდა უკმევდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 10:56 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტე ერთხელ იშვა დედამიწაზე და მარად იშვება ჩვენ გულებში, საჭიროა, მხოლოდ გაუღო გულის კარი და წარმოთქვა: "ჰე, მოდი, უფალო იესო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 02:46 PM

"გრძნობიერ ურთიერთობებში თუ გული არ გაგითბა, გული არ მონაწილეობს, ამ ურთიერთობებს, უბრალოდ, აზრი არ აქვს. ცივი გონებით ბავშვს ვერ მოეფერები, გულში ვერ ჩაიკრავ. გული უნდა მონაწილეობდეს ლოცვის დროს. უფალი გვასწავლის, სასუფეველი თქვენს გულში ეძებეთო. შავით თეთრზე წერია. რას ნიშნავს სასუფეველი? - იმ ადგილს, სადაც ყველაზე ძლიერად არის ღმერთის მადლი თავისი სიდიადით. ესე იგი ღმერთი გულში უნდა ვეძებოთ. ამიტომ ლოცვის დროს უნდა ვეცადოთ, შემოვზღუდოთ გული ლოცვით, მსხვერპლად მივიტანოთ, მსხვერპლი შევწიროთ უფალს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 04:11 PM

„ჩვენი გული მუდმივად უნდა იყოს მიკრული ღმერთზე“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 10:37 AM

"როგორ დაიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?"

/ღირსი სისოი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 09:28 AM

"გულგაფაქიზებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:45 AM

"ამგვარად, სული ჩემი მიილტვოდა ჩემი ბერდიდისაკენ. სიმართლეს გეუბნებით! და გული ჩემი მის გულთან ერთად იყო. მას თან დავყავდი, თავიდან ტაძარში შევიდოდით, იქიდან კი ერთად მივდიოდით სამუშაოდ. დიახ, მე მას ვგრძნობდი! ის, რომ მივეჯაჭვე ჩემს მოძღვარს და გული ჩემი მის გულს მიეწება, ამან გამწმინდა (მაკურთხა) მე და დიდი სიკეთე მომიტანა. ის უდიდესი წმინდანი იყო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 12:09 PM

„მგუდავდა გულისშემუსვრილება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:45 AM

"გული რომ არ მიეწებოს, არაფრად უნდა თვლიდე ნივთს. მაგრამ თითქოს არ გაქვს; გყავს, მაგრამ თითქოს არ გყავს. თვით ადამიანებთან ზედმეტი გრძნობისმიერი ურთიერთობაც კი დამღუპველი და საზიანოა ადამიანისათვის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:04 PM

"გულისმიერი ტანჯვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 03:15 PM

"მზარდი წყურვილისგან გულმილეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 07:37 PM

"სწორედ გულის გასასტიკება უნანელი ცოდვების ნაყოფია, ანუ სრული სიბნელე სულში".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2016, 11:09 AM

"გულიდან - ყოველი ზრახვის საგანძურიდან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2016, 02:29 PM

"გულისმიერი რწმენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2016, 07:59 PM

"მეც მივიღე ის კუთხე, როგორც ჩემი მშობლიური. განსაკუთრებულია კახი ჩემთვის, ჩემი სამღვდელო მსახურების პირველი ადგილი, სადაც გული ჩავდე, რომლის სუსტი ფეთქვაც მესმის".

/არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2016, 10:12 PM

"როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი ღმრთის მცნებებით, საკუთარ გულს დავეკითხოთ; ამას რომ ვაკეთებ, ეს მოეწონებოდა უფალს? ან პირდაპირ კითხო, უფალო, შენ ეს მოგეწონება? ან, უფალო, რა მოგეწონება? ყოველთვის ღმრთის წინაშე ვიდოდეთ. ამას ჰქვია გონებით მუდმივად გულში დგომა უფლის წინაშე".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2016, 10:25 PM


„გული უფალთან კავშირის ყველაზე ძლიერი საშუალებაა. შენი გონებით, შენი აზროვნებით იყო აქ და ყოველთვის ეკითხებოდე: უფალო, რა გავაკეთო. ესაა განცდა იმისა, რომ ყოველთვის უფლის წინაშე ხარ - მოეწონება, თუ არ მოეწონება. უმთავრესი კრიტერიუმი ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი გადაწყვეტილებებისა, ჩვენი შეფასებისა (თუ არ შეაფასე, ისე როგორ დაიწყებ მოქმედებას), უნდა იყოს - უფალს ეს მოეწონებოდა თუ არა, უფალი როგორ გააკეთებდა, რას მოიმოქმედებდა ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო, როგორ ეტყოდა“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 11:42 AM

"ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებ".

/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 11:52 AM

„როდესაც წმინდანი [ეგნატე ღმერთშემოსილი] ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა... წარმართებმა გაჭერეს იგი, ნახეს, რომ გულის ორივე მხარეს ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული - „იესო ქრისტე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 01:33 PM

"თუ გულში ვგრძნობთ სიცივეს, ეშმაკისგანაა, რამეთუ ეშმაკი ცივია. მოვუხმოთ ღმერთს, მოვა და გაათბობს ჩვენს გულს სრულყოფილი სიყვარულით არა მარტო ღვთისადმი, არამედ მოყვასისადმიც. სითბო კი გაანადგურებს სიკეთის მოძულის ეშმაკეულ სიცივეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 02:59 PM

"უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა, შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც მშვიდობა და სიყვარული მოგიტანა. იგი სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, არ უნდა შენი სიმდიდრე, სახელი და დიდება, მისთვის მხოლოდ შენი გულია ძვირფასი, მორწმუნე და სათნო გული, რომლის "სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 11:00 AM

"ადამიანის გულში ერთადერთი ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს; და როგორც ხშირად გვითქვამს, იმას, ვინც ღმერთთან ერთად დაეტევა ჩემს გულში, ვისაც ღმერთი ინებებს, რომ თავისთან ამყოფოს, მხოლოდ ის შეიძლება დაეტიოს ასევე გულში".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:58 PM

"გულმტკივნეული სიყვარულით სავსე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 09:32 PM

"მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა გადმოცემის მიხედვით, მართლმადიდებლური სულიერების ყურადღების ცენტრად პიროვნების გული და გონი გვევლინება. ადამიანის განკურნებაში გადამწყვეტი როლი სწორედ პიროვნების ამ არსობრივმა შუაგულმა უნდა ითამაშოს. უფალმა ბრძანა: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5:8).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 11:00 PM

"საგულმტკივნეულოა"

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2016, 02:15 PM

“შეწევნის მისაღებად ადამიანს გულში მიმღები მომართული უნდა ჰქონდეს, რათა სხვისგან შეტყობინება მიიღოს. ვისაც გულში მიმღები გამორთული აქვს, მათთვის ღმერთს უნდა შევევედროთ, რომ მათ ეს მიმღები ჩაურთოს, უკვე შემდეგ უნდა გადავცეთ უფლის ღვთაებრივი სიტყვა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 11:04 AM

"ადამიანის გულს ასეთი თვისება აქვს, თუ იგი უმანკო, წმინდა სიყვარულითაა სავსე, განშორება უფრო ძვირფასს ხდის იმას, ვინც უყვარს და ამრიგად, ხორციელი განშორება სულიერად კიდევ უფრო დაახლოებს მასთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:21 PM

"გული გართულია მიწიერ მღელვარებათა შინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 12:54 PM

"ჩვენი შემუსვრილი გულები სიხარულით სავსე მდუმარებაში აღმოიტყორცნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2016, 11:16 PM

"ტაძრის, ათასჯერ ფეხქვეშ გათელილი იატაკი უფრო სუფთაა, ვიდრე ჩემი გული..."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 11:52 AM

"ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 12:13 PM

"სწორედ ამ პერსპექტივაში ბრძანებს ნიკოდიმოს მთაწმინდელი, სისხლი მთელ სხეულში გულიდან ნაწილდება, რადგან გულია ადამიანის ბუნებითი ცენტრი; აგრეთვე ეს არის არაბუნებითი ცენტრი, რადგან იქ მკვიდრობენ ვნებები, ამავე დროს, აქ არის ზებუნებრივი ცენტრი, რადგან ღვთაებრივი მადლის ქმედების პროცესი სწორედ გულში მიმდინარეობს. ამ აზრის მტკიცებულებას კი წმინდა წერილი წარმოადგენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 01:22 PM

„ადამიანებს გააჩნიათ თითქმის უმოქმედო ან ქვეცნობიერად მოქმედი გულის მეხსიერება. რომელიც გონისმიერი ლოცვის შედეგად აქტიურდება და ღმერთის უწყვეტად დახსომება ამგვარი ლოცვის შედეგად ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ადამიანის ყველა დანარჩენი კავშირის მოწესრიგებას“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 02:04 PM

"უფალი გვასწავლის, რომ რაც ჩვენს გულში აღარ ეტევა, ის ვლინდება ჩვენი ბაგეებიდან, ჩვენი საქმეებიდან. რამე ბოროტებას ვაკეთებთ? - ჩვენი გულიდან გამომდინარეა. რამე სიკეთე კეთდება? - ჩვენი გულიდან გამომდინარეა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:06 AM

"ჩვენ კარგი ამბების მახარობლობას დავეჩვიეთ. არ გვინდა გული ვიტკინოთ , არც სხვებს ვაწყენინოთ, რათა არ შეგვიძოლონ".

/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 12:52 PM

"საკუთარი გულის სიღრმეში აღძრული სულიერი და ხორციელი საცდურების დახვეწილი ქსელების შეგრძნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 11:13 AM

70. "შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე" - შედედებული რძესავით იქცა მათი გული, ხოლო მე "შჯულსა შენსა ვიტყოდე" - გულის ფუნქცია არის გაუჩერებელი მუშაობა, რათა ადამიანმა იცოცხლოს, შედედებული რძე კი არის უმოძრაო მასა, ასე იქცა მათი გულიო. სულიერ გულზეა აქ საუბარი. სწორედ სულიერი გულით შეიცნობს ადამიანი ღმერთს და ის, ვისი გულიც შედედებული რძის მსგავსადაა, ვისაც სულიერი გული უმოქმედო აქვს, ვინც ღმერთს ვერ შეიცნობს თავისი გულით, ასევე ვერ გცნობენ, უფალო, შენ ამპარტავანნი, რომლებიც მე სიცრუეს მაბრალებენო. ხოლო მე შენს სჯულს ვიტყოდე, შენს სჯულს ვქადაგებდე და აღვასრულებდე, უფალოო".

/ფს. 118/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 08:17 PM

„ყველაფერი წარმავალია და დარჩება მხოლოდ ის, რაც გულში გვაქვს. რას წავიღებთ უფალთან, სიყვარულს თუ სიძულვილს? - აი, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2016, 11:56 AM

"გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2016, 11:45 AM

"თუ გული წმინდას და ზეციურს არ შეიგრძნობს, მაშინ ის სუნთქავს არაწმინდა, ამღვრეული, ხორციელი სურვილებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2016, 10:47 AM

"უფალი ამბობს, "შვილო, მომეც გული შენი". თუკი აქ წმინდა, სუფთა გული დახვდება, ღმერთი უშურველად აავსებს მადლით. პირობითია, მოღვაწეობის რა სახეს აირჩევს ადამიანი. ღმერთი ყველათვის ერთი და შეცნობადია, ყველასთვის აბსოლუტურად მისაღებია და ყველასთვისაა".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 07:55 PM

„ - ეს ღმერთშემოსილი ვინღა არის? - გაიკვირვა იმპერატორმა.

- ის, ვინც ქრისტეს გულით ატარებს!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 08:23 PM

„ორგანოთა ურთიერთკავშირი - სწავლა მამა ტიმოთესი:

„ვინაითგან არა დავიცავთ ენასა ჩუენსა და მუცელსა, ვერცა გულსა დავიცავთ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:47 PM

"გულში ქრისტეს სიყვარულის ცეცხლი აენთო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 03:02 PM

"მისტიკური განცდების ცენტრი ადამიანის გულია, მადლის მოქმედებით იგი ცვილივით რბილდება".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:32 PM

"ეკლესიური გულით მიხვდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:04 AM

"გაბრწყინების ნაყოფია მობრიალე გული, გულის გონიერი თვალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:24 PM

"ცოდვის ყველა ფესვი ადამიანის გულშია. თუ კაცი საკუთარ გულში მოიგებს შინაგან ბრძოლას და განიწმინდება, მაშინ მთელი სამყარო იქნება წმინდა".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 11:16 PM

"თუ გულმა სიწმინდე და უბოროტობა მოიპოვა, ასეთი გული თვითონ დაიწყებს ღმერთის ძებნას, მოისურვებს ღმერთთან ყოფნას, იტირებს ღმერთის წინაშე და მასში, როგორც საკუთარ სახლში, შევა მადლი".

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 01:42 PM

"გევედრები, სანამ კიდევ ხორცში ხარ, ნუ მოადუნებ შენს გულს, რამეთუ, როგორც მიწათმოქმედს არ შეუძლია იმედი იქონიოს მინდორში ამოსული თავთავისა, რადგან არ იცის, იქიდან რას მიიღებს, სანამ მას არ შეინახავს თავის სულში, ასევე კაცს არ ძალუძს, მოადუნოს გული, ვიდრე სუნთქავს და ღვთის სული უდგას ნესტოებში (იობ. 27,3). არ იცის მან, რომელი ვნებით გამოიცდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომაც არ უნდა მოადუნოს გული, სანამ შეუძლია სუნთქვა. მაგრამ მართებს, შეღაღადოს უფალს შეწევნა და წყალობა".

/აბბა ისაია განდეგილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2016, 10:24 PM

"ცოდვათა გამო გულწრფელად შეძრული გული სისხლის ცრემლებით უტირის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2016, 11:51 AM

"ადამიანი ისე გაივლის ხოლმე თავის ცხოვრების გზასა, ისე დაჰლევს ხოლმე თავის სიცოცხლეს, რომ ერთხელაც არ ჩააგდებს თავის თვალს გულში იმის გამოსარკვევად, თუ რისთვის ვიყავ, რისთვის ვარ და რა გამიკეთებიაო".

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 10:10 PM

"თუ კაცი შეძლებს, გულით ღმერთთან იყოს, გულში უფალი ჰყავდეს - ქვეყანაზე ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს".

/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 03:31 PM

"გულს თავისი დანიშნულება აქვს, მას შეუძლია უდიდესი სიყვარულიც დაიტიოს და უდიდესი სიძულვილიც, მაგრამ ამას გონება უნდა განსაზღვრავდეს. გონება ერთგვარი ფილტრია - ფილტრავს იმ რეალობას, იმ გრძნობებსა და აზრებს, რომლებიც ჩვენში შემოდის და შემდეგ უშვებს გულში. ამიტომაც არის, რომ თუ გონებაში ცოდვიან აზრს გავივლებთ, ცოდვად არ გვეთვლება, მაგრამ თუ გონებაში შემოსულ უკეთურ აზრს გულში ჩავუშვებთ, ცოდვის ჩადენამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩება. ასევე ხდება კეთილი, ღვთივსათნო აზრის შემთხვევაშიც".

/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 09:00 PM

"გულისა და გონების ჭიდილია მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კი ოქროს შუალედის პოვნა უნდა შევძლოთ. ეს არის სწორედ "გონიერი გული", რომელიც სოლომონმა ითხოვა ღვთისგან".

/პოეტი ვაჟა ოთარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2016, 05:57 PM

"მზე წმინდა წყალში აირეკლება, ზეცა კი წმინდა გულში".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 11:42 AM

"თითოეული ჩვენგანის გული საშინაო (სახლის) ეკლესიააო".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 07:49 PM

"გულდამთბარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 10:51 PM

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს, მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს“.

/ილია II/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 11:44 AM

"ის, რაც ჩვენს თავს ხდება, კი არ ქრება, არამედ ჩვენი გულის ხსოვნაში ინახება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2016, 10:31 PM

"დაე, გული შევაწებო შენს მოწყალე ხელს".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 08:42 PM

"გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ბიწიერებისაგან გათავისუფლება. ხოლო გული სამგვარი თავშეკავებით შეიმუსრება - ძილისაგან, საკვებისა და ხორციელი განსვენებისაგან".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2016, 09:50 PM

"ჩვენ ყველას გვტკივა გული და განკურნება გვჭირდება. გულის პოვნა და მისი კურნება ცხონების პოვნის ტოლფასია".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2016, 10:09 PM

"ერთმა ბერმა ჰკითხა ამბა ტიმოთეს: "როგორ დავიცვა ჩემი გული? და მამამ უპასუხა: "როგორ დავიცავთ ჩვენს გულს, როცა ღია გვაქვს ენა და კუჭი?".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2016, 11:23 AM

"იესო ქრისტეს სახელის მოხმობით გულის ჰაერში სიხარული და სიმშვიდე ისადგურებს, მისი სრული განწმენდა კი ქრისტეს ძალით ხდება".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2016, 11:49 AM

"განწმენდილი გულის ადამიანს სახეზე სიხარული აქვს აღბეჭდილი, კეთილხმოვანი ლოცვისას და საუბრისას მისი ენა ტკბილმოუბარია, "გულში სიკეთესა და უკვდავ მცენარეებს აღზრდის ადამიანი, მას სახე მომღიმარი აქვს, ლოცვისას კეთილხმოვანია და ყველასთან სასიამოვნოდ საუბრობს".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2016, 12:02 PM

"გარდა იმისა, რომ გონების სიწმინდე დავიცვათ, წარმოსახვები განვაგდოთ, და გული სუფთა გვქონდეს, საჭიროა ენისა და კუჭის მოთოკვა. მრავალსიტყვაობა და გემოთმოყვარეობა აბინძურებს გონებას და შემდეგ - გულს, რადგან გონება გულის მასაზრდოებელია".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2016, 11:35 AM

"ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ როცა გული განიწმინდება, მასში მუდმივად სრულდება საღმრთო ლიტურგია და გალობა აღევლინება უფლისადმი".

/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 11:10 PM

"ჩვენი გული მეტად მცირეა, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ზედმეტმა შეაღწიოს მასში; ის მხოლოდ ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა საზრდოობდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 04:08 PM

"ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რათაც ჩუენი გული შეგჯერებოდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 10:11 PM

"აღდგომის ტაძარმა ახლანდელი სახე მიიღო 1149 წელს. მან სრულიად დაკარგა პირველეული ბერძნული ბაზილიკის სახე, მაგრამ ლათინური ჯავშნის ქვეშ სცემს ცხელი მართლმადიდებლური გული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 02:24 PM

"ლოცვისას რამდენი ზეციური ნაპერწკალი გამოიფრქვევა ადამიანის გულიდან!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:29 PM

"ენას სჭირდება მუდმივი კონტროლიორი, ვინც ენას მოთოკავს, იგი თავის თავს სრულად ფლობს, შეუძლია გული კეთილი ზრახვებით მართოს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:27 AM

"როგორ უნდა მიაღწიოს გულმა სიღრმეს? გულისთვის სიღრმის მინიჭება მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანის ხელშეწყობით, ადამიანის ბრძოლის მეშვეობით. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ! ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას ვცდილობთ, ვიტანთ სიძნელეებს, მწუხარებას და ეს ფასეულია: ამ წუთებში გული სიღრმეს აღწევს, რათა ყველა დაბრკოლება დაინგრეს და ადამიანს შეეძლოს შეჰღაღადოს და უხმოს ღმერთს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 12:42 PM

"თუმცა გულის გასაღები ჯოჯოხეთში იჭედება, მაგრამ ყველაზე ვერ სჭრის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2016, 09:20 PM

"მათ სიხარული ედგათ გულებში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:18 PM

"შორიდან გვიწევს იმაზე ფიქრი, რაც ძალიან ახლოს, ჩვენს გულში იავნანას მსგავსად ნანობს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:37 PM

"თითოეული ადამიანის გული თავისებურად ხედავს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 09:42 PM

"მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ჩვენდამი სიყვარულის ნიშანს - თავის ხორციელ წყლულებს გვაჩვენებს. მაშინ ჩვენც, შვილო, მისი სიყვარულისთვის მწუხარებისგან მტკივანი და დასისხლიანებული ჩვენი გული ვუჩვენოთ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 02:25 PM

"სწორედ გულშია ჩაბუდებული ცოდვებისადმი ჩვენი ყოველგვარი მიდრეკილება, ანუ გულია ცოდვილ გულისთქმათა მთავარი შესაკრებელი, გონება კი ცოდვის მხოლოდ მეორეხარისხოვან თანაშემწედ გვევლინება და გულის ბრძანებებს - გულის კარნახს - ემორჩილება უსიტყვოდ. სწორედ გულშია ჩვენი სურვილების სათავე: გულიდან და არა გონებიდან მომდინარეობს, როგორც უფალი ამბობს, ბოროტი გულისთქმები"'.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 10:07 PM

"გულში მშვიდობა, სიხარული და იესო ქრისტესადმი სიყვარული უფეთქავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:53 PM

"მდუმარე ლოცვით - შენი გული უფალს კეთილსურნელებას უნდა უკმევდეს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2016, 05:35 PM

"მამები კიდევ ერთ საოცარ რამეს გვასწავლიან - სასუფეველი გულში ეძებეთო, გულის სენაკში ჩაკეტვა და სასუფეველში ყოფნა ერთი და იგივეა, სასუფეველში გასასვლელი გულიდან არისო. გული ის ადგილია სამყაროში, საიდანაც ჩვენს პიროვნულ მეს გასვლა და ღმერთთან დალაპარაკება შეუძლია. როცა გვიხარია, ხომ გული გრძნობს? როცა გვეშინია, ამასაც ხომ გული გრძნობს? ე.ი. გულს აქვს უნარი, სულიერი მდგომარეობა ხორციელად დააფიქსიროს. ამიტომ ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობას გონებითაც და გრძნობითაც ვსწავლობთ, ჩვენთვის შეუცნობლად იქმნება პირობა, რომ ღმერთი არ დავკარგოთ. მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ჩვენი მიზანი ღმერთი - მამა, ძე და სული წმიდაა. ამინ!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2016, 10:42 AM

"რწმენის ძალით, ჯვრითა და იესოს სახელით გულის მთები გადაადგილდება, ანუ სატანა, რომელიც მთასავით აწევს გულს".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2016, 09:53 PM

"ღმერთი იმას გვაძლევს, რასაც ჩვენი გული და არსება ითხოვს. გული განიკითხავს, გული განსჯის, გული ლოცულობს, გული წყევლის, გული პოულობს, გული რეკავს, გული ითხოვს და გულს ეძლევა..."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2016, 01:38 PM

"ო, ერთადერთო კეთილო პატრონო შენი ხოდაბუნის - ჩემი გულისა".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 10:08 AM

"ასე გამოდის, რომ ჩვენი გული ზეცაა. რაკიღა მამა, ძე და სულიწმინდა ჩვენშია. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის გული და ზეცა არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეში მკვიდროს ყოვლადწმინდა სამება. თუ მორწმუნე ხარ, შენში სამება უნდა მკვიდრობდეს. ასე განმარტავს უფალი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 10:29 AM

"თვით ჩვენი გულიც კი, იმდენად ჩვენი საკუთრება არ არის, რამდენადაც ღმერთისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 12:40 PM

"რა შეიძლება, უფრო ახლოს იყოს შენთან, ვიდრე გული, რომელიც აღსარებას გეუბნება და შენდამი რწმენით სულდგმულობს?"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 08:11 PM

"იმედები უფალსა და ღვთისმშობელზე დავამყაროთ, გულმოდგინედ ვთხოვოთ მათ შეწევნა და ისინი ჩვენს გულებს ფერს უცვლიან".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 11:30 PM

"აქ, მიყრუებულ სოფელში, ველურ მთიან ქვეყანაში წმინდა იოანეს [ოქროპირი] იმდენი გულითადობა და სიხარული დახვდა, რომ მისმა დაქანცულმა გულმა შვება იგრძნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:08 PM

"ვის გულშიც რწმენა და სიხარულია, იმავ გულიდან ამოიფრქვევა ღვთისადმი მადლიერების ნაკადი".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 09:23 PM

"მხოლოდ ღმერთს ძალუძს ადამიანთა გულების შეცვლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2016, 11:59 AM

"ჩვენი ბრმა მიკერძოება ადამიანებისადმი ხშირად ღმრთის დაკარგვის მიზეზი ხდება. ერთი ადამიანი მეორისგან რაღაც კერპს ქმნის და მას ეთაყვანება, ხოლო კერპი შიგნიდან ვირთხებისა და თაგვების საბინადრო ხდება (ძველად, არცთუ იშვიათად, დამსხვრეულ კერპში თაგვების კვალს პოულობდნენ), ამიტომ გულის მიძღვნა არავისადმი არ შეიძლება, გარდა ღმრთისა. თუნდა ესენი იყვნენ შვილები, მშობლები, მეუღლეები, სულ ერთია - "ყოველი კაცი ცრუ არს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:18 PM

"გულის ტკივილის გარეშე, ღმერთთან შეხება არ შეიძლება".

/მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 09:36 PM

" - მაშ, რა იგულისხმება სიტყვებში, რომ წმინდა გულის ადამიანები იხილავენ უფალს?

- ღმერთის ხილვა ადამიანისათვის, ნიშნავს უფლის ხილვას მის ქმედებებში, გამოვლინებებში, ანუ უფლის დანახვას ყველგან და ყველაფერში. მაგალითად, როცა თვლიან, რომ ყოველივე მოვლინებული მათ ცხოვრებაში, ავიცა და კარგიც, არის უდიდესი წყალობა ან სასჯელი უფლისა. ხედავს ღმერთს, თავის თავში აღიქვამს და გრძნობს უფლის ზემოქმედებას, აი, სწორედ ეს არის უფლის ხილვა და არა ფიზიკურად დანახვა უფლისა".

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 01:29 PM

"თუ აქტიურად იღვწი საზოგადოების გაჯანსაღებისთვის, სულიერებისთვის, კეთილზნეობისთვის, გაინტერესებს ქვეყნის მომავალი, ეს ყველაფერი ისე რთულია დღეს, იმდენ ენერგიას და გულის სისხლს მოითხოვს, რომ აღმსარებლობას უთანაბრდება".

/დეკ. დავით ლონდარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:48 AM

"მეჩვენებოდა, რომ მან [სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)]მთელი ძალები თავისი სულისა, როგორც მზის სხივნი, შემოიკრიბა ერთ წერტილში - საკუთარ გულში. მისი გულის სინათლის ცენტრი იესო ქრისტეს სახელი გახლდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 09:30 PM

"ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი თანაგრძნობა არის რწმენა იმისა, რომ ქრისტე ცოცხალია! ეს არც სიცრუეა და არც მოჩვენება! ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტებაა. ქრისტე ცოცხალია და მაშასადამე, ჩვენც მარადიულად ვიცოცხლებთ!

"სადაც მე ვიქნები, თქვენც იქნებით", - ბრძანა მან.

და ჩვენც მასთან ვართ! განუშორებლად მასთან ვართ! ვერც ჯოჯოხეთი, ვერც სიკვდილი ვერ დაგვაცილებს მისგან! მასთანაა სიცოცხლე და უკვდავება".



/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:13 PM

"ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, სხვაგვარად დავკარგავთ ღმერთსაც და გულსაც".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 02:01 PM

"გულგაშლილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 01:22 PM

"გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ყალიბდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისაგან".

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 01:35 PM

"გულდახურულნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:02 PM

"გუი ისევ გაგიქართველდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:11 PM

"ღმერთი ყოველთვის უბრალო ხალხთან არის. უბრალონი კი ისინი არიან, ვის გულშიც არ არის ბოროტება".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:31 PM

"თუ ამ სოფელში ერთმანეთის აზრებს ვერ ვიგებთ, მომავალში ერთმანეთის გულებს დავინახავთ"

/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2016, 02:45 PM

"ღვთაებრივი სიყვარულით ავსებული გული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2017, 08:42 PM

"დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის, ქრისტეს სახელს.

მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძრის თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2017, 12:34 PM

"გრიგოლ პალამას მოჰყავს მაკარი დიდის სიტყვებიც: "გული მართავს ადამიანის მთელ არსებას, თუ მადლი ივანებს გულში, ის მეუფებს აზრებზე და სხეულის ნაწილებზე; სულის ყველა აზრი, თავმოყრილია გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2017, 12:47 PM

"არ უნდა გავაუფერულოთ ჩვენს გულში ბავშვობიდან მოყოლებული ფიქრების ცისარტყელა".

/ელენე ფიჩხაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2017, 08:42 PM

"გრიგოლ პალამას სიტყვებით გული წინამძღოლი ორგანოა, მადლის საბრძანებელია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 03:01 PM

"უფალი ცდილობს, ყველა ადამიანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშამრიტება".

/მამა ბასილი (მურმანიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2017, 07:23 PM

"ცოდვის ტყვეობიდან განკურნებაზე საუბრისას, უწინარესად ვგულისხმობთ ადამიანის ფსიქოფიზიკური ცენტრის - გულის განკურნებას. აქ საუბარი დაავადების გარე ფაქტორებს არ შეეხება, არამედ პიროვნების შინაგანი სრულყოფილებისა და გულთან დაკავშირებული თავისებურებების გაჯანსაღებას".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2017, 08:00 PM

"ნათელო ჩემი გულისა"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 12:33 PM

"ღმერთი ჩვენც ისე გვხედავს, როგორც ხელისგულზე. ღმერთი ხედავს, რა ხდება ჩვენს გულში".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 07:56 PM

"უფალო იესო ქრისტე! შენი უდიდესი ძალით გული ბავშვის გულად მიქციე და დამეხმარე, დავიჯერო, რომ შენშია მთელი ძალა, ამინ".

/იაპონელი ყაჩაღი ტოკისო ისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 08:18 PM

"გული მიანდე სავსებით უფალს და შენ სამოთხეს ქვეყნად იხილავ".

/ღირსი საბა განწმენდილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:20 PM

"გულგაგლეჯილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:53 PM

"გულის სულიერების განვითარება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2017, 12:59 PM

"გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 12:17 PM

"საგულმტკივნეულოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:10 AM

"სიყრმიდანვე იმარხავდა გულის სიწმიდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 10:04 PM

"დამახინჯებულ-გარდაქცეული გული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2017, 06:50 PM

"უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. ინებოს უფალმა, მისი ცეცხლი ეგრძნოს ჩვენს გულებს. გავმთბარიყავით და შეგვეცნოს ქრისტე ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენს დაზიანებულ გონებას წარმოუდგენია".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:41 PM

"ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას."

/მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:58 PM

"რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული."

/მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:24 PM

"ღმერთს გული გრძნობს და არა - გონება".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 12:33 PM

"უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს მწუხარების ჩანასახს იმაზე ფიქრით, რომ ის ოდესმე დამთავრდება. მხოლოდ ღვთისგან მომადლებული სიხარულია უცვლელი, მისგან დაპურებული გულია მარადის მაძღარი და მოდღესასწაულე, ვერავითარი დაბრკოლება წინ ვერ აღუდგება და ვერ შეაჩერებს მის ღვთაებრივ ზემოქმედებას".

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 04:28 PM

"ზეციური ტრაპეზიდან ადამიანის გულზე დაცემული ნამცეცი"

/მერაბ ონიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2017, 01:28 PM

"ადუღებულის გულით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2017, 01:39 PM

"სახე აღყვავილებულია - როცა გული ხარობს".

(ათონის პატერიკი, 84, 389)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 11:37 AM

"გული ცოდვის დროს განცდილ სიამოვნებებს შეგახსენებთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2017, 01:17 PM

"თუ გულის კარზე ცოდვა გიკაკუნებს, იცოდე, მასზე უწინ უფალმა მოგაკითხა, მაგრამ კარი მყარად დაკეტილი დახვდა. ცოდვა სიხარულით მიიღე, მაცოცხლებელი, "კეთილი სტუმარი" კი უკუაგდე და საკუთარი ნებით ვნებისგან ძლეულმა მას საცდური და დაბრკოლება უწოდე..."

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 06:10 PM

"ბავშვებმა უცნაური რამ შეამჩნიეს, ბავშვური დავა-კამათისას, არსენი [ღირსი პაისი ათონელი] ერთადერთი იყო, რომელსაც ერჩივნა, შეურაცხყოფილი თვითონ ყოფილიყო, ვიდრე ვინმესთვის გული ეტკინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:46 AM

"ნეტარია ადამიანი, რომლის გული ღვთის საკურთხევლად ქცეულა და იქ მარადის უფლის სადიდებელი წირვა აღევლინება. ვისაც წმინდა გული აქვს, იგი თავისი ცხოვრებით გამუდმებით ეზიარება ქრისტეს, ჭვრეტს, გრძნობს უფალს. ღმერთი უხილავია და მხოლოდ სუფთა სულის, წმინდა გულის ადამიანს შეუძლია განჭვრიტოს იგი. როგორც დაბურულ, ჭუჭყით დაფარულ სარკეში შეუძლებელია რამის დანახვა, ვიდრე არ გავწმენდთ, ასევე ვერც ცოდვის ხრწნილებით გაჟღენთილი გული იხილავს უფალს, თუ სულიწმინდის მადლით არ განიწმინდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:28 PM

"მან თავისი "გულის თვალები" მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მიაპყრო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 04:39 PM

"გული დამელია მკერდში მოლოდინით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 06:46 PM

"უთუოდ ლეგენდად დარჩება მისი მართალი გულის უბრალოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 03:45 PM

"ადამიანს ზოგჯერ აქვს კარგი სახე, გარეგნობაც, განათლებულია, მაგრამ გულით კოჭლია (არსებობს ღვთისმეტყველებაში ასეთი გამოთქმა) ანუ, გულისხმა დახშული აქვს, სანამ არ მოინდომებს ასეთი გულის გამრთელებას, მასში ვერ შედის უფალი, რომც შევიდეს, ასეთი გული უფრო დაიშლება, დაზიანდება, უფალი ადამიანთა გადასარჩენად მოვიდა ამქვეყნად და არ სურს უარესი დამართოს ვინმეს".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:24 PM

"და მართლაც, გული (ადამიანის) განუზომელი უფსკრულია", და "გულის სიწმინდეს მხოლოდ ქრისტეთი შეიძლება მიაღწიო" და წმინდა გული ამ დროს "ქრისტეს სამეფო პალატად" გადაიქცევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:35 AM

"ქრისტიანობა ადამიანის გულზე ორიენტირებული რელიგიაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:22 AM

"ატარებდე გულით ქრისტეს, გეშინოდეს, არ დაკარგო იგი და მასთან ერთად სულის სიმშვიდე; ძნელი იქნება თავიდან დაწყება. განშორების შემდეგ ქრისტესთან კვლავ შეერთების ძალისხმევა მრავალი მწარე ცრემლის ფასად დაგიჯდება. მთელი ძალით ჩაეჭიდე ქრისტეს, შეიძინე იგი, და არ დაკარგო მის წინაშე წმინდა კადნიერებით დგომის უფლება."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 09:52 PM

"შედით თქვენს გულში და იქ ქრისტე დაგხვდებათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 12:42 PM

"ღმერთი განიკითხავს გულთა და თირკმელთა ჩვენთა (ფსალ. 7,10). ის ისეთს ხედავს ჩვენს სულს, როგორიც ჩვენთვის დაფარულია. მაგალითად, ლოცვისას თუ ჩვენი გული მცირედით მოშორდება ღმერთს, ამ მცირეოდენი არაწრფელობის გამო ისჯება. ღმერთი თითქოს გვეუბნება: გამოსწორდი, ნუ გავიწყდები. როცა გამოსწორდები, გონებას და გულს ღვთისკენ მიაპყრობ და მასში განმტკიცდები - სული კვლავ აგიმსუბუქდება, თავს კარგად იგრძნობ. ასე არის მთელი ცხოვრება: მცირეოდენი უწესივრობა, მცირეოდენი უსჯულო (საწინააღმდეგო რწმენისა, იმედისა და სიყვარულისა) მოძრაობა გულისა და ღვთისგან მოვლენილი სასჯელი ამის გამო. გამოსწორდები, შეინანებ მთელი გულით, ღვთის მცნებებით განაგრძობ ცხოვრებას და კვლავ კარგად იგრძნობ თავს. ამაზე გასაგები რაღაა?"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

"ისეთ გულის სიწმინდეს მიაღწიე, რომ დავითივით ღმერთს მუდამ შენს თვალთა წინაშე ხედავდე."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 11:13 PM

"როდესაც იესო ქრისტე გულში შემოვა, მაშინ ცხოვრება იცვლება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:22 PM

"გული გართულია ბიწიერი მღელვარებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:47 PM

"გულის ნაზი განცდები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:00 PM

"ვინც გულში არ იტყვის: - ამქვეყნად ოდენ მე და ჩემი უფალი ვართო, მშვიდობას ვერასოდეს მოიხვეჭს".

/ღირსი ალონ მეგვიპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:14 PM

"ვინ იცის, ღმერთი რამდენჯერ მოგვიკაკუნებს გულის კარზე, ჩვენ კი ვპასუხობთ: "მაპატიე, ახლა არ მცალია, დაკავებული ვარ..." ანდა სულაც არ ვცემთ ხმას - არც კი გვესმის კაკუნი კარზე ჩვენი გულისა, ჩვენი გონებისა, ჩვენი ცნობიერებისა თუ სინდისისა - ჩვენი ცხოვრებისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 07:41 PM

"ღმერთმა იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის".

/წმ. ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 02:03 PM

"გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში; აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა. ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.
წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა. იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმუნი 50,12). გული - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26). წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი".
/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:33 PM

"როგორც მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ სიხარულით მოვუწოდებთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 10:43 AM

"უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:35 PM

"ჩვენი გონება იცვლება მაშინ, როდესაც მივდივართ ასკეზის მთავარ თემამდე - იცვლება ადამიანის გული. გულის ცვლილება კი დაკავშირებულია ქრისტიანულ ასკეზასთან - იგი იცვლება მაშინ, როცა გადალახავს უზარმაზარ უფსკრულს ზრახვებისა, ბრძოლისა, ცოდვების მონანიებისა, მეტანიებისა, თავის დამდაბლებისა, მორჩილებისა... როდესაც ამ ოკეანის მეორე ნაპირზე გადავა, გადაეშვება სიყვარულის ჩანჩქერში - ეკლესიური ცხოვრების დაუსრულებელ დღესასწაულში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სულიერ და ფიზიკურ, სხეულებრივ ბრძოლაშიც ნაწილობრივ ქრისტესმიერი გამარჯვება მოიპოვა."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:16 AM

"ქრისტესმიერი მშვიდობის გულიდან წართმევა შეუძლებელია"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:30 PM

"გარდაქმნილი გული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2017, 10:46 AM

"გონება იცავს გულს ლოცვით, ბრუნავს მასში გამოუსვლელად და გულის სიღრმიდან უგზავნის ღმერთს ლოცვებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 09:46 PM

"თუ კაცი თავშეკავებულია, მოკრძალებული, მრავლისმეტყველი არ არის, იგი ეშმაკისთვის უცნობი რჩება - ასეთი ადამიანის გულში შეღწევა მისთვის ძნელი ხდება".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:21 AM

"გულმესისხლე და უგულო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2017, 01:36 PM

"ლოცვისთვის გულის მდგომარეობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ვერ აღიწევა იგი ღმერთთან, თუკი მას რაიმე ვნება განხრწნის."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 10:26 PM

"ჩვენ მოგვეთხოვება ქერუბიმივით სუფთა გულით ვილოცოთ და ვესაუბროთ ღმერთს".

/წმ. გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2017, 01:26 PM

"ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა, მაგრამ ამ ორმოს ფსკერზეც აღწევს სინდისის ხმა".

/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:04 AM

"გულგაყინული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 02:53 PM

"სინანულის გარეშე მცხოვრები ადამიანის გული ქვასავით მაგარია".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:23 PM

"ადამიანის გულში თუ ღმერთი არ არის, მას მხოლოდ თანამოაზრეები უყვარს".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 02:02 PM

"ქრისტეს ნათელი რომ მივიღოთ და შევუშვათ გულში, საჭიროა, რამდენადაც შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ხილულ საგნებს. განვიწმინდოთ სული სინანულითა და კეთილი საქმეებით, ჯვარცმული მაცხოვრისადმი რწმენით. დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის ქრისტეს სახელს.
მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძარს თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს".

/ღირსი სერაფიმე საროველი
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2017, 11:15 AM

"გულისნადები სწორედაც რომ გულიანად უნდა დაწერო"

/მარიამ პაპაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 01:17 PM

"სულიერი ცხოვრება არის გულისმიერი და აზრობრივი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით ყველაფრის მიმართ, ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველაფრის მიმართ, რასაც ვუშვებთ ჩვენს გულში, რაც დაარღვევს ჩვენს შინაგან მშვიდობას. დაფანტული გული ცივი და ამღვრეულია. საკმარისია მან დაკარგოს სიმშვიდე, რომ მას ამათრახებენ სხვადასხვა აზრები. როცა ყურადღება გულშია კონცენტრირებული და შეურიგდება უფალს, მაშინ გულში დაისადგურებს სითბო და ნეტარება. ყურადღებისა და სიფხიზლის გულში შენახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღვაწლი, მარხვა და შრომა".

/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 01:50 PM

"გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2017, 11:06 AM

"სათნოება დაფარულია, საიდუმლოდ ამოიზრდება გულის სამალავში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2017, 12:01 PM

"ღმერთს ვინც პოულობს, სხვა რამისთვის გულში ადგილი აღარ რჩება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2017, 02:46 PM

"სად უნდა გაქცეოდა ჩემი გული ჩემსავე გულს?"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:02 AM

"ჩვენი გული ცივდება, რადგან ის ჩვენთვის არც ისე ბევრს ნიშნავს"

/დეკ. პავლე ქინქლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:34 AM

"განვიწმინდოთ სულიწმინდის მიერ მოცემული მადლით, იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდებით, რათა გულმა გადაყლაპოს უფალი და უფალმა - გული, რათა ეს ორი ერთად იქცეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:34 PM

"ის [სქემმონოზონი ანა] იყო თავისი ჯანმრთელი სიყვარულით გულუბერებელი"




"ღმერთო მოხედე ჩემ გულცრემლიან ნათქვამ ლოცვას"

/სქემმონოზონი ანა/

"გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო."

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 11:31 PM

"ადამიანმა უკეთური საქციელი რომ ინანოს, გული უნდა გაუთბეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 02:51 PM

"იმედი გულის დადებას, მინდობას ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:26 PM

"ადამიანს გულით ქვა დააქვს, განსაკუთრებით გულის გაქვავება დიდ მეგაპოლისებს ახასიათებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:13 PM

"გულსაც წავართვი თავის ბატონობა ჩემზედ და მე თვითონ შევიქენი მისი ბატონი და უფალიც"

/მაქსიმე შარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 11:33 AM

"ყოველი ადამიანი ამბობს იმას, რაც გულში აქვს. ასე რომ, სიტყვა ჩვენი გულის მდგომარეობას გამოხატავს".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 12:07 PM

"სულდაბურული და გულგაქვავებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 11:59 AM

"გულგაფაქიზებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:58 AM

"მისი დროგამოშვებითი მძიმე ოხვრა ისედაც გადარდიანებულ გულს მიკლავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 12:19 PM

"საკუთარი გული რომ უსურვო ადამიანს, იმდენად წმინდა უნდა იყოს ჩაკონება მოუნდეს."

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:38 PM

"ადამიანმა შეიძლება იცხოვროს თვალების, ხელების, ყურების გარეშე, მაგრამ გულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. რამხელა საჩუქარი გვიბოძა უფალმა: სული, გული და გონება. ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ, უნდა დავიცვათ გული, რათა სიცოცხლე ჩვენი დაცულ იქნეს".

/ირაკლი ლაშაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 03:24 PM

"ოხ, როგორ აჩქარდება ზოგჯერ გული, მისი გაშმაგებული ცემა არ ასვენებს ადამიანს, მთლიან სხეულს იყოლიებს თავისი დაუოკებლობით და მზად არის აცახცახოს ეს ციხე-სიმაგრე, რომელსაც სული მოუცავს და არ უშვებს, სანამ უფალი არ მოუხმობს თავისთან. ზოგჯერ კი რა წყნარია და სულსა რა მოსვენებულად ამყოფებს იმ ტაძარში, სადაც სულიწმინდას უნდა დაევანა. ნახეთ, რა საოცრებაა: გულს შეუძლია ადამიანის სხეული საპყრობილედ აქციოს სულისა, მას ასევე შეუძლია აქციოს ტაძრად მისი სულისა".

/ირაკლი ლაშაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:38 AM

"გული იყოს მხნე ქრისტეს სიყვარულით, გული იყოს განმტკიცებული ქრისტეს იმედითა და სასოებით და არცა საზღვარი ფიზიკური და არცა კარიბჭე სულიერი არ შეილეწება ხილული თუ უხილავი ბოროტისაგან."

/ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:27 PM

"ისე, რომ არც კი მეკითხებოდა, ახლობლებისაკენ თავად იხედებოდა ხოლმე გული, მათაან მაკავშირებდა რაღაც სათუთი და მშობლიური"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 09:43 PM

"ძალით ნუ მოვკლავთ ერთმანეთს, სანამ ცოცხალი ვართ, თბილი სიტყვით გავიხაროთ და ისედაც გაჭირვებულ ცხოვრებაში მეგობრებს ნუ მოვაკლებთ ჩვენს გულს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:06 PM

"ღვთის მადლის არსებობას გულში ე.წ. გულის შეხტომა ადასტურებს. გულის შეხტომა ნიშნავს, როცა "გული ხტის სიკეთის სიყვარულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 05:50 PM

"განწმენდილ გულში არანაირი ბუნებრივი ქმედება არ არის, იქ ღმერთი, როგორც ფიცარზე, ისე წერს თავის კანონს".

"გულის სიწმინდე არსებობს მაშინ, როცა ადამიანი იღწვის იმისთვის კი არა, რომ განიკითხოს მეძავი, ცოდვილი ან უწესო, არამედ ყველას უყუროს განწმენიდილი თვალებით".

/მიტროპოლიტი იორეთეოს ვლახოსი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)