IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბიძია თომას ქოხი
კანონისტი
პოსტი Aug 4 2008, 12:15 PM
პოსტი #41


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



M.M.
ციტატა
მიშა მაგარია და ეგეთები არ გვინდა ახლა!

ბიჭს ცხოვრებაში მგონი პირველად წამოცდა "მიშა მაგარიაო" და აცალე კაცო
e025.gif

ისე, მართლა მაგარი ხარ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tuchlik2
პოსტი Aug 4 2008, 02:00 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 168
რეგისტრ.: 27-March 08
წევრი № 4,334



thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif thumbs.gif
ძალიან მაგარია ყოჩაღ wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Aug 4 2008, 02:16 PM
პოსტი #43


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



M.M.
დასავლეთიდან არ მიმიღებთ სტუმარს? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ძალიან კარგია smile.gif


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 4 2008, 06:59 PM
პოსტი #44


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



M.M.

მე არ მომცემ რამე როლს?

რამდენი ხანია მიცნობ და რამე გამომიძებნე biggrin.gif kiss1.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 5 2008, 12:26 AM
პოსტი #45


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



როლის მსურველები რიგში ჩაეწერეთთთთთთთთ biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Aug 5 2008, 12:54 AM
პოსტი #46


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



ისა ტალონიანებს რამე ბლატები გვაქვს? ან თეთრ ბილეთიანებს? rolleyes.gif

....ან ფუფალებს.. tongue.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 5 2008, 09:26 AM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მომწონს ეს თემაააა biggrin.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 5 2008, 10:18 AM
პოსტი #48


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



იმედია გაგრძელება მალე იქნება. smile.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 5 2008, 10:38 AM
პოსტი #49


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



5




წინა თავში მომხდარი და შემდეგ მოსახდენი ამბები რომ კარგად გაიგოთ, რამდენიმე სიტყვას გეტყვით ფორუმის განძის შესახებ.
ქოხში მომხდარი ქურდობიდან სამი წლით ადრე, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, ბიძია თომა სათევზაოდ გაეშურა. მას საკუთარი ნავი არ ჰქონდა და ხან Nanio-ს თოვლივით თეთრი "უმა თურმანი" გაჰყავდა ზღვაში, ხან M.M.-ის კუპრივით შავი "კონდოლიზა რაისი". ნავების პატრონებს თვითონაც არ რჩებოდა ვალში: Nanio-სა და M.M.-ის ოჯახები კვირაში რამდენჯერმე მიირთმევდნენ მის მიერ მირთმეულ თევზს. ახლაც "კონდოლიზა რაისი" მიჰყავდა, როცა ზღვაში რაღაც მოცურავე სგანს მოჰკრა თვალი. ჯერ იფიქრა, potiabesbaia იქნება თავისი "მალთაყვათიო", მერე, ანძა რომ ვერ დაუნახა, გულში შიში შეეპარა: მესამე მსოფლიო ომის შემდეგ სანაპირო ზოლში კიდევ იყო შემორჩენილი აუფეთქებელი საზღვაო ნაღმები. შიშს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ცოტა ახლოს მიაცურა ნავი. მოტივტივე საგანი ხუთი ერთმანეთზე მიმაგრებული მეტალოპლასტმასის კასრი აღმოჩნდა, ერთი შუაში, დანარჩენი ოთხი მის გარშემო. ბიძია თომამ სათითაოდ მიუკაკუნა ხუთივეს. განაპირა კასრები ცარიელები იყვნენ, ეტყობა მხოლოდ ტივტივას მოვალეობას ასრულებდნენ, შუა კასრში კი რაღაც იყო. თემომ მთელი ეს კონსტრუქცია ბუქსირზე აიყვანა და ნაპირისაკენ გასწია.
კასრი სოფლის მთავარ მოედანზე გაიხსნა სახალხოდ. თითქმის მთელი სოფელი იქ იყო თავმოყრილი. ამოღებული საგნების სიას siomani ადგენდა admin-ის დავალებით. აი, ასეთი სია გამოვიდა:
"1) ფორუმ church.ge-ს დიპლომი ყველაზე აქტიურ უცხოელ მომხმარებელს.
2) მადლენ ოლბრაითის პორტრეტი 40X50.
3) საცურაო აუზის აბონიმენტი და სარეკლამო ბროშურა ინგლისური წარწერით: "არსად ისე არ ბანაობენ, როგორც ჩვენთან! ლაგუნა-ვერე, ბოსტონის ფილიალი".
3) მინი დისკები ირინა ლაეგროვას სიმღერებით, 8 ცალი.
4) ძვირფასი ხის ზარდახშა თავისი გასაღებით.
5) დაბეჭდილი კონვერტი.
კასრის დანარჩენი სივრცე სავსეა ბატიბუტით"
ზარდახშის გახსნამდე წერილის წაკითხვა გადაწყვიტეს. წერილის წაკითხვა და ინგლისურიდან გადმოთარგმნა ქეთუს დაეკისრა. აი რა ეწერა მასში:
"მე სასიკვდილოდ ვარ დაჭრილი, დღეს საღამომდეც ვერ მივატან ალბათ. ჩემი გემის ეკიპაჟს ბოლო დავალებას ვაძლევ, მათ უნდა მოიტანონ ეს კასრი საქართველოს ნაპირამდე და church.ge-ს ადმინისტრატორს გადასცენ. ამ ფორუმზე მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების საუკეთესო საათები. გემზე სერიოზული თავდასხმის შემთხვევაში კასრს ზღვაში გადააგდბენ, თვითონ კი მოწინააღმდეგეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებიან. დაე ზღვის დინებამ მაინც მიიტანოს ეს კასრი დანიშნულების ადგილამდე. შიგ არის მთელი ჩემი ქონება, რაც კი ამ გემზე თან მქონდა (ნუ, ფორმა და პირადი იარაღი უკანასკნელ გზაზე გამაცილებენ, პიჟამა, ჩუსტები და მეორე წყვილი საცვალი გასარეცხი იყო). ეს ზარდახშა თავისი შიგთავსით ერთმა ინდუსმა გადმომცა თავის დროზე, მე კი ჩემ საყვარელ ფორუმს ვუტოვებ.
თუ კასრი სხვა ვინმემ იპოვა და ფორმელებს არ გადასცა, იმას ამოუწყდეს ოჯახი, იმას გაუხმეს ყველაფერი, იმას ჩამოუვიდეს თიაქარი ჩემსავით, იმის მანქანა არ გაძღეს ბენზინით, იმისი კუბო ვნახე ადრე და მალე!!!

ჯონათან ჯ. ჰენქილერი, აშშ სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი, ფორუმზე OLDFISH"
წერილის თარგმნა რომ დაასრულა, ქეთუს უკვე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. არც სხვები იყვნენ ნაკლებ დღეში. ზარდახშა პირთამდე ბრილიანტებით აღმოჩნდა სავსე. სენატმა გადაწყვიტა, ეს საგანძური გადაემალათ და მხოლოდ ფორუმის 50 წლის იუბილეზე გაეხსნათ და ნაწილი ქველმოქმედებისთვის მოეხმარებინათ, ნაწილი ფორუმის საჭიროებისთვის. გადამალული საგანძურის ადგილსამყოფელი ერთ დაშიფრულ წერილში აღნიშნეს, რომელის ბიძია თომას გადაეცა საპატიოდ, როგორც საუნჯის პირველაღმომჩენს. ეს წერილი მოიპარა სწორედ მხევალი ნინოს ნიღბიანმა ქურდმა.


ხვალიდან სამუშაოზე გავდივარ, ამიტომ მალ-მალე ვეღარ მოგაწვდით ხოლმე ახალ თავებს. ორი დღე ვიმუშავებ, ორი დღე დავისვენებ.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 5 2008, 10:53 AM
პოსტი #50


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ბიძია თომა სახლისკენ გაეშურა ფულის ასაღებად. სტუმარმა ცოტა ხანს დაიცადა, მერე მხევალი ნინოს ნიღაბი მოიძრო



ვაიმე, რა სასაცილოა, აქაც კი ნიღბით ვარ .

მაგარი ხარ , გენაცვალე 2kiss.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Aug 7 2008, 02:26 AM
პოსტი #51


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



მიშ რა მაგარი ხარ ნუუუsmile.gif
ერთი ადგილი განსაკუთრებით მომეწონაsmile.gif kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
veriko7
პოსტი Aug 8 2008, 10:54 PM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 887
რეგისტრ.: 30-April 08
წევრი № 4,695



M.M
აი მესმის ტალანტი... laugh.gif laugh.gif laugh.gif ძალიან ბევრი ვიცინე....აჩვენეთ ეს კაცი მსოფლიოს და ომი აღარ იქნება 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 13 2008, 10:43 AM
პოსტი #53


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



გავიღიმოთ მტრის ჯინაზე



6




ბიძია თომა დაზაფრული ჩამოვიდა ქოხიდან. რაღა ქნას ახლა? გაამხილოს ეს დანაკარგი თუ თავად ეცადოს წერილის პოვნას? თუ გაამხელს, მთელი სოფელი დატრიალდება, მაგრამ თან ამხელა სანერვიუულო გაუჩნდება ხალხს. სოფლის საკრებულოდან მომავალ mogzaura-ს მოჰკრა უცებ თვალი.
- სალამი ბიძია თომა, როგორ ხარ?
- არა მიშავს, ვარ რა... რა ხდება, რაზე ბჭობდა სენატი?
- დიდ გეგმას გადავხდეთ, დავამატეთ და დავხვეწეთ რაღაცეები.
დიდი გეგმის ხსენებაზე ბიძია თომას მთლად წაუხდა გუნება. კაპიტან ჰენქილერის საგანძური მაშინვე რომ არ გამოიყენეს, ამის მიზეზი მარტო ის არ იყო, რომ 50 წლის იუბილესთვის უნდოდათ საზეიმოდ გაეხსნათ. ახელა ქონებას გონივრულად უნდოდა გამოყენება, ამიტომ სენატმა დაიწო მუშაობა ე. წ. დიდ გეგმაზე, რომელშიც სოფლის საჭიროება, ფორუმელთა სურვილები და იდეები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო გათვალისწინებული. დიდი გეგმა წლიდან წლამდე იზრდებოდა და იხვეწებოდა. და აი, იუბილემდე 8 წლით ადრე, მთელი ეს გეგმა ერთ წუთში ჩაიფუშა. იქნებ მოახერხონ წერილის მოძებნა? ბოროტმოქმედმა ის რომც ვერ გაშიფროს, დიდი ვერაფერი შეღავათია: უიმისოდ ფორუმელებიც ვერ იპოვიან განძის ადგილსამყოფელს.
ბიძია თომამ გადაწყვიტა ჯერ კანონისტი ენახა და გაეგო, მართლა მან ჩამოიყვანა თუ არა ფსევდო მხევალი ნინო. გზაზე m16-ის სახლთან უნდა გაევლო. ეზოს ჭიშკარი ღია იყო, წელზემოთ გახდილი m16 გულმოდგინეთ ვარჯიშობდა გირებით. ვარჯიშის დროს ჭიშკარს ყოველთვის ღიად ტოვებდა ხოლმე, რომ გამვლელებს დაენახათ როგორ იბურცებოდნენ მის შიშველ სხეულზე კუნთები. ის იყო მთავარი გზიდან გადაუხვია, რომ ნათიას "კოლხოზნიკის" ხმა შემოესმა. ფეხს აუჩქარა, შეხვედრისთვის თავი რომ აერიდებინა. რა პირით შეხედოს თვალებში, ნათია ხომ სულმოუთქმელად ელოდა, როდის შეავსებდა საქველმოქმედო ფონდს კაპიტან ჰენქილერის ბრილიანტების გაყიდვიდან შემოსული თანხა. მალე კანონისტის სასახლის გალავანიც გამოჩნდა. გალავანზე დამონტაჟებული კამერა ბიძია თომასკენ შეტრიალდა და ჭიშკარი თავისით გაიღო.
- კაი გამარჯობა შენი! - გამოეგება მასპინძელი.
- გაგიმარჯოს დავით, როგორ ხარ? დღეს ჩამოხვედი?
- ჰო, დღეს ჩამოვედი დილით.
- ისევ გიორგი გიზის ხო მძღოლად? ახლა სადაა?
- სახლში გადავიდა თავისთან. S a l l y მეჩხუბება, შენ გადამკიდეს ლამისაა ქმარი სახეზე დამავიწყდესო. შინაურს უფრო ვენდობი, თორემ კი ეკუთვნის პენსია.
- მარტო ჩამოხვედით?
- კი, რა იყო?
- რაღაც მაინტერესებდა. ისა, სოფელთან გზაზე ვინმე ხომ არ შეგხვედრიათ აქეთკენ მომავალი?
- ვიღაც ქალი იყო ჯიპით. რა მოხდა, არ მეტყვი?
- აუ, როგორ გამოიყურებოდა ის ქალი?
- სურათს განახებ ბარემ, ტელეფონით გადავუღე. თუ გინდა გადმოგიწერ. მაგარი ქალი იყო და მაგარი მანქანა.
- ოხ შე ბებერო მუსუსო! გადმომიწერე, ოღონდ ჩემ ტელეფონს ინფრარედი გაუფუჭდა გუშინწინ.
- რად მინდა კაცო, ბლუთუსით გადმოგიწერ.
ბიძია თომამ ტელეფონი ამოიღო და რაღაც მანიპულაციებს შეუდგა.
- შენც, ბლუთუს?! - შესძახა ცოტა ხანში.
- რა იყო?
- ბლუთუსიც გაფუჭდა.
- არა უშავს, MMS-ით გამოგიგზავნი. ეხლა მითხარი რა მოხდა, ისე აქედან არ გაგიშვებ.
ცოტა ხნის ყოყმანის მერე ბიძია თომამ გადაწყვიტა მისთვის ყველაფერი ეამბნა.
- ოღონდ არავის უთხრა! ხალხი გადაირევა. admin-ს გული აწუხებს, პროგრამისტთა საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი რო აიღო და სიხარულით ინფარქტმა დაარტყა, იმის მერე. ვერ გადაიტანს ამ ამბავს.
- დარდი ნუ გაქვს, არ ვეტყვი. ხვალ ქალაქში უნდა წავიდე. იქიდან საუკეთესო გამომძიებელს გამოვგზავნი. დამნაშავის მოძებნაში დაგეხმარება, თან მეორე მიმართულებითაც იმუშავებს, იქნებ წერილის გარეშეც ვიპოვოთ საგანძური. აქ ყველას ეცოდინება, რომ შენი სტუმარია. ეჭვი რომ არ გამოიწვიოს, ინფორმაციის შეგროვებაში შენ დაეხმარები. მოკლედ, წადი ახლა და არაფერზე ინერვიულო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Aug 13 2008, 11:20 AM
პოსტი #54


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



M.M.
ციტატა
გავიღიმოთ მტრის ჯინაზე

smile.gif
გაიხარე. კარგი რომ გააგრძელე. დავიღალეთ ამდენი საშინელების კითხვით და მოსმენით. განტვირთვა კარგია. a075.gif smile.gif



პ.ს. მომავალში ბუჩქის ან ხის როლი მაინც შემახვედრე biggrin.gif


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Aug 13 2008, 07:31 PM
პოსტი #55


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა
- ისევ გიორგი გიზის ხო მძღოლად? ახლა სადაა?
- სახლში გადავიდა თავისთან. S a l l y მეჩხუბება, შენ გადამკიდეს ლამისაა ქმარი სახეზე დამავიწყდესო. შინაურს უფრო ვენდობი, თორემ კი ეკუთვნის პენსია.



huh.gif laugh.gif



მიშას შემოვევლე,მასეთ როლს თუ მაკისრებდი, მაგას მერჩივნა 20 წლის ასაკშივე მოგესწრაფებინა ჩემთვის სიცოცხლე და დაუოჯახებელი გაგესტუმრებიე საიქიოში a075.gif



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 14 2008, 12:32 AM
პოსტი #56


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა(S a l l y @ Aug 13 2008, 07:31 PM) *

huh.gif laugh.gif
მიშას შემოვევლე,მასეთ როლს თუ მაკისრებდი, მაგას მერჩივნა 20 წლის ასაკშივე მოგესწრაფებინა ჩემთვის სიცოცხლე და დაუოჯახებელი გაგესტუმრებიე საიქიოში a075.gif


ასეთი კატასტროფულად დაცემული და განადგურებული რეპუტაცია თუ მქონდა შენს კარზე არ მეგონა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ასეთ კომენტარს ადამიანი, ამ რუსული ოკუპაციის ფონზე MM-ს რომ კულახმეტოვის მეუღლის როლი მიეცა იმაზე არ დაწერდა... biggrin.gif biggrin.gif laugh.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 14 2008, 02:22 AM
პოსტი #57


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ჰე, ჰე, კაია მიშა, შენ გაიხარე,
ქართველ კაცს იუმორი შველის ყოველთვის.
ასე გააგრძელე mpua.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Aug 18 2008, 11:41 PM
პოსტი #58


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



Bიძია თომა თავის აპარტამენტებს მოფერებით ქოხს ეძახდა... უყვარდა ასე სახელების გადაკეთება. მაგალითად ქოხის წინ გადაჭიმულ ბასეინს-რუის წყალს, პორტიეს-მოურავს, ლიმნიან ტეკილას-ხელადა ღვინოს, ავტოფარეხს-საჯინიბოს... და ამდაგვარად ილამაზებდა მოსაწყენ გარემოს...
ზაფხულის სიცხეს გამოქცეული მეგობრები მისი სტუმართმოყვარეობის (სტუმართმოყვარეობა-კოიკა 30 ლარი) ჩრდილს აფარებდნენ თავს...
აქვე იყვნენ ბავშვობის (ბავშვობა-ფორუმი) მეგობრები: მუხრანბატონი გიორგი (ადმინი), ტრაქტატისტი დავითი (კანონისტი), ჟამთააღმწერელი ნათია (ნათია), დიდოსტატის მარჯვენა გიორგი (გიორგი), ვარკსვლავმთრიცხველი ზაზა (კანუდოსელი), არაბი ქეთევანი (k@the)(არაბი იმიტომ რომ ციფრები გამოიგონეს მაგათ biggrin.gif), გააზატებული გლეხი (გლახა) მეფის ასული სალომე (sally)(კონსტანტინე გამსახურდიას მიხედვით tongue.gif)... და სხვა მრავალ საინტერესო პიროვნებები... რომელთაც გზადაგზა ჩამოვთვლი...

ყოველ დილით ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თანამეინახეები, ბიძია თომასთან ერთად რუისწყლის პირას მდუმარედ ფიქრობდნენ (იზაგრებოდნენ) საამურად მცხუნვარე მზის ქვეშ... მირონით (მზისდამცავიკრემი) გაპოხილი შუბლი უბრწყინავდა საქართველოს მომავალ თაობას... მაინც რამხელა მადლი (შიმშილი) იგრძნობოდა მათში?!... ხელგაშლილ მასპინძელს უხაროდა ამდენი მშვენიერი ახალგაზრდის (კლიენტების) ხილვა... საქართველო (ბიძია თომა) გაბრწყინდება...


IPB-ს სურათი ბიძია თომას ქოხი


პ.ს. ვინც უარყოფითი გმირი გამოვიდა მაპატიოს ამ ჯერზე... შემდეგში ვეცდები ყველა პერსონაჯი გავათანაბრო biggrin.gif
პ.პ.ს. იქნებ გაგრძელებაში წამეხმაროთ smile.gif)


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 19 2008, 12:15 AM
პოსტი #59


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Genesis
ხოხ, გენო, შენც დაიწყე მეზღაპრეობა?
ისე, გამოგდის ხო იცი biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 20 2008, 11:13 AM
პოსტი #60


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



7




ბიძია თომას ღამე ცუდად ეძინა და დილაადრიან გამოღვიძებულმა გათენებამდე გასწია სათევზაოდ. სენატის კლდესთან მისულს ყველა ნავი ადგილზე დახვდა, ჯერ არავინ გასულიყო ზღვაში.
- დილა მშვიდობისა, ბიძია თომა! - შუქურიდან გადმოსძახა ვეშაპომ - ასე ადრე რამ გამოგიყვანა?
ვეშაპო უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა და მუშაობდა აქ. ძლიერი ნისლის დროს, როცა შუქურის მძლავრი პროჟექტორის სინათლეც კი რამდენიმე ასეულ მეტრში იკარგებოდა, მესაჭეებს ვეშაპოს კრიმანჭულის ხმაზე მოჰყავდათ ხოლმე გემები. ბიძია თომამ თევზაობას გული ვერ დაუდო და მალევე გამობრუნდ აუკან. ქოხში აღარ ასულა, პირდაპირ სახლი შევიდა და კანონისტის გამოგზავნილ სპეციალისტს დაელოდა.
- სალომე, ჰაი სალომე! - გაიძახოდა ::სალომე::-ს სახლის წინ ლილიანა - სალომე ხარ თუ სამგლე, რით ვერ გამაიხედამ დროზე? სალომეე!
- რა იყო ქალო, რაშია საქმე?
- მაწონი ხო არა გაქ გასაყიდი? ჩემი გოგოჲთვინ მინდა. ტყუპები შეეძინა, თავისი რძითა ზდის. კარგი კვება ჭირდება და ჩვენ აქედან ვამარაგებთ სოფლი პროდუქტებითა.
- მაგაზე ფულს არ გამოგრთმევ, ორი ლიტრა მაქ და გუუგზავნე ჩემი სახელით, მომიკითხე თან.
ამ დროს ორღობეში უცნობი მანქანა შემოსრიალდა და მათთან მიახლოებისას გაჩერდა.
- უკაცრავად, ბიძია თომა სად ცხოვრობს, ვერ მეტყვით?
- ამ გზას გაყევით პირდაპირ და ღობეზე ქოხმიდგმულ ეზოს რომ დაინახავთ, იქ ცხოვრობს.
უცნობმა მადლობა გადაუხადა და მანქანა დაძრა. ქოხთან მისულმა მხარზე კოკაშედგმული ანა_ანა დაინახა შინისკენ მიმავალი.
- ქალბატონო, ესაა ბიძია თომას სახლი?
- კი ესაა.
სტუმარმა მანქანა გააჩერა და ფანჯრიდან დაიძახა:
- მასპინძელო!
- რომელი ხარ მანდა?
- კანონისტის მეგობარი ვარ, გეტყოდათ ალბათ, რომ უნდა ჩამოვსულიყავი.
ბიძია თომამ სასწრაფოდ გაუღო ჭიშკარი და მანქანა ეზოში შემოუშვა. სტუმარი ორმოცდაათიოდე წლის მელოტი, ღიპიანი და სათვალიანი კაცი იყო, პატარა ულვაშებით. საბჭოთა პერიოდის ბუღალტერს წააგავდა. "რაღაც არ გავს სუპერგამომძიევბელს, მაგრამ ნაადრევ დასკვნებს ჯობია მოვერიდო" - გაიფიქრა ბიძია თომამ. კანონისტის თქმით, ეს უშიშროების თანამშრომელი იყო, რომელსაც არაერთი უიმედო საქმე ჰქონდა გახსნილი.
- ოთახში შემობრძანდით, ბატონო...
- ბონდო, კონტრიძე ბონდო.
სტუმარს სუფრა უკვე გაშლილი დახვდა. სადილის შემდეგ მისთვის გამოუოფილ ოთახში გავიდა და მასპინძელსაც თავისთან უხმო. ფორუმის განძის ამბავი და დაშიფრული წერილის დაკარგვის დეტალები თავიდან რომ მოისმინა, კეისიდან ბლოკნოტი და კალამი ამოიღო და რაღაცეების ჩანიშვნას შეუდგა.
- ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა, ანუ ვინ იცოდა განძის შესახებ. ეს იყო ან ამ დასახლების მკვიდრი, ან კაპიტან ჰენქილერის გემზე მომსახურე, ან კიდევ სხვა ვინმე, რომელიმაც ეს ამბავი ფორუმელისგან ან გემის ეკიპაჟის წევრისგან შეიტყო.
- გემის ეკიპაჟი? მაგრამ "მობი დიკი" ხომ ჩაიძირა III მსოფლიო ომის დროს, იმიტომაც გადააგდეს განძი ზღვაში, თორემ პირადად მოიტანდნენ.
- გემი მართლაც დაიღუპა, ამაზე უტყუარი ცნობები გვაქვს, მაგრამ თუ გიფიქრიათ, რატომ ჩაუშვეს ზღვაში ხუთი ერთმანეთზე მიმაგრებული კასრი, როცა იმ ნივთების გადასარჩენად ერთიც საკმარისი იყო? ალბათ ეს კონსტრუქცია ტივის მოვალეობას ასრულებდა, რომლითაც ერთმა ან რამდენიმე კაცმა თავს უშველა, ან ეცადნენ მაინც.
- ქურდი აშკარად იცნობდა ნინოს და ფორუმის ცხოვრებასაც, თორემ ასე ადვილად ვერ გამაბრიყვებდა. შინაურის ხელი ურევია ამ საქმეში. სურათზე აღბეჭდილი მანქანის მფლობელის ვინაობა დაადგინეთ?
- დავადგინეთ, მაგრამ მანქანა მოპარული იყო. ბოროტმოქმედმა ის გამოიყენა და მიაგდო მერე. ქალის ვინაობა ჯერ ვერ დავადგინეთ. თან კარგად არც ჩანს სურათზე. ახლა დაგიწერთ გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა მოახდინოთ მეზობლების გამოკითხვა. სოფლის ტოპორუკას უკვე გავეცანი, სად ვინ ცხოვრობს ჩვენთვის საინტერესო არეალში, ესეც მითხრა ბატონმა დავითმა. დეტალებს თქვენთან დავაზუსტებ.
ბიძია თომამ ბლოკნოტიდან ამოღებული ფურცელი გამოართვა და აივანზე გამოვიდა აზრების მოსაკრებად. როგორია, რომელიღაც ფორუმელი მოღალატეა და ახლა მის გაოაშკარავებას უნდა ეცადოს. ორღობეში განუყრელი სამეული - salamura-tamta, Revaz და Satevari მოდიოდნენ და მხიარულად მოიმღეროდნენ:
ა იმ მთაზედა ზღნარჩვები
ბუდობენ, არ იშლიანო...

გზაზე მომავალი ირაკლი და მატასი რომ დინახეს, მაშინვე სხვა სიმღერა წამოიწყეს:
ჰარალო,
რად გინდა ქალი ლამაზი?

- ეჰ, აბა მართლა რად მინდოდა, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, მომატუა ჭკუაში და თავი მომაყვანინა. - ღიმილით თქვა ირაკლიმ და მეუღლე გულში ჩაიკრა.
ორღობე მალე დაცარიელდა. ბიძია თომა ფიქრებიდან გამოერკვა და სახლში შებრუნდა. ხვალ მძიმე დღე ელოდა.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 07:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი