IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 14 15 16 17 18 >  
Reply to this topicStart new topic
> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Mar 5 2022, 03:20 PM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი III-ს ცოლად ჰყავდა ოსთა მეფის - ხუდანის ასული ბურდუხანი. ეს ქორწინება XII საუკუნის 50-იან წლებში მოხდა და მას პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა - ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. ერთხანს ცოლ-ქმარი უშვილოდ ყოფილან, რის გამოც ძალზე წუხდნენ. გარკვეული დროის შემდეგ "ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილკეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყვისი".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.417/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2022, 04:27 PM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსის გაძევების უმალ გამოჩნდნენ თამარის ქმრობის მსურველნი. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მეფეთა შვილები, ქრისტიანი და მუსლიმი უფლისწულები. ბევრი კანდიდატი ქმრობისა უარით გაისტუმრეს. თამარის პირველი ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ თამარის ქმრობის მონატრულმა მუტაფრადინმა ("სალდუხის ძის ძემან") მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, "დამგდებელმან მუჰამედისამან, სჯულისა ტკბილისამან" თავშეუკავებელი საქციელი ჩაიდინა - თვითონ მოვიდა საქართველოში, რომ საქმე თავად განერიგებინა. მას თან ახლდნენ მრავალი დიდებული, ხოჯაები და საჭურისები, მონები და მხევლები. მუტაფრადინმა მდიდრული ძღვენი ჩამოიტანა "თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა". ქმრობის კანდიდატი დიდებულებს პატივით მიუღიათ. იგი საქართველოში საკმაო ხანს დარჩენილა. ნადირობა და დროსტარება არ დაუკლიათ. თამარის ღირსად არ მიუჩნევიათ და "დაამხუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა". თამარის მაგიერ მეტაფრადინს შერთეს გიორგი III-ის უკანონო შვილი - "ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.429/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2022, 08:43 PM
პოსტი #303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფშავში არ არის არც ერთი ქრისტიანული ტაძარი. ფშაველები ლოცულობდნენ ადგილობრივ ჯვარ-ხატებში, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანული წმინდანების სახელს ატარებდა. ფშავში დიდი იყო თამარ მეფის კულტი, სადაც მის სახელზე სალოცავიც არსებობდა. ფშავის ძირითადი, საერთო სალოცავი კი თამარის შვილის - მეფე ლაშა-გიორგის სახელს ატარებდა, რაც მაჩვენებელია მთის ამ პატარა ეთნოგრაფიული რეგიონის ბართან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან სიახლოვისა და კავშირისა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 148/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2022, 02:21 PM
პოსტი #304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიდი მნიშვნელობა ქონდა ისტორიის მახსოვრობას. სხვადასხვა სამეფო-სამთავროებად დაშლილ-დანაწევრებულ და სხვათა მიერ დაპყრობილ ქართველებს ბოლომდე ახსოვდათ ერთიანი ისტორია და ამ ისტორიის ყველაზე დიდი ფიგურა თამარ მეფე. ქართველთა რწმენით ხომ საქართველოს მთაშიც და ბარშიც, აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც და სამხრეთ-დასავლეთშიც, ქრისტიანი და არაქრისტიანი ქართველის მახსოვრობაში დღემდე შემორჩენილი ყველა მნიშვნელოვანი მატერიალური კულტურის ძეგლი (ტაძარი, ციხესიმაგრე, სასახლე, ხიდი თუ სარწყავი არხი) თამარის აგებულია, რომ მის დროს საქართველო ძლიერი და უძლეველი ქვეყანა იყო, რომ ყველა ქართველი მაშინ უზრუნველად და ერთად ცხოვრობდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 124/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2022, 02:29 PM
პოსტი #305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შავშელ-იმერხეველებს თამარ მეფე ახსოვთ; მას უკავშირებენ ყველა ხიდის, ციხის, რუს აგებას. ისევე როგორც საქართველოს ყველა მხარეში, მიაჩნიათ, რომ თამარ მეფის საფლავი აქ არის. იმერხეველი მთხრობელი გვარწმუნებდა, რომ "სხლობანს წევს თამარა. წამალი უჭამია და იქ დაწოლილა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 186/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2022, 08:02 PM
პოსტი #306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სვანი მთხრობელები ახლაც წმინდანთა და, მათ შორის, თამარ მეფის ხსენებისას, ქუდს იხდიან და ფეხზე დგებიან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 21/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 30 2022, 02:25 PM
პოსტი #307


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს მთაში წმიდნა მეფეს - თამარს - სასწაულმოქმედ მკურნალადაც მიიჩნევდნენ. ამ მხრივ, საინტერესო მასალა დაცულია სვანეთსა და ფშავში. სვანური მასალით, თამარ დედოფალი ხელის შეხებით კურნავდა მძიმე დაავადებულებს. ფშავში კი არსებობდა "თამარ აქიმ დედოფლის ხატი". მას თამარ-ღელის ხატსაც უწოდებენ. იგი ფშაველთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავია. "ფშაველის აზრით... თამარი... ხალხის ავადობისა და ჭირის მკურნალიც არის, ექიმია, ეხლაც ფშაველი თავის ავადმყოფობისა და საქონლის ჭირის ასაცილებლად თამარ მეფეს ევედრება, ექიმის სახელით იხსენიებს... ჰგონია, რომ დიდებული მეფე ეხლაც უხილავად ჰპატონობს თავის ერს, არჩენს ავადმყოფებს, სპობს ყველა გვარს ჭირსა. თვით ხევისბერიც, როცა თამარის მადლით ამწყალობებს სახატოდ მისულს ხალხს, სადიდებელ ლოცვაში ასე იხსნიებს თამარს: "დიდო თამარ მეფეო, ღელის აქიმ დედოფალო, რადგანაც ხალხს მკურნალად სწამს თამარ მეფე, ამიტომ სამკურნალო მსხვერპლსაც სწირავს მას; ამ მსხვერპლს თავისი საკუთარი სახელი აქვს წამლის სახსარი და თუ არა თამარს, სხვას ეს წამლის სახსარი არ შეეწირება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 418/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2022, 04:12 PM
პოსტი #308


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წერილობით ძეგლებსა და საეკლესიო მხატვრობაში სამკაულთა სახეობები, ადრე და შუა საუკუნეებში, არცთუ მრვალფეროვანია. ჩანს, რომ სამკაულად გამოიყენებოდა ყელსაბამი, საყურე და ბეჭედი. ამ თვალსაზრისით ყველაზე სრულ ინფორმაციას თამარის ფრესკები იძლევა: მას ყელზე უკეთია შავი, ბრტყელი სალტე, მსხვილი მარგალიტებითა და ოვალური წითელი ქვით შემკული. ამ ყელსაბამიდან მანიაკამდე წვრილი თეთრი ზოლებია გავლებული. ამავე ფრესკაზე თამარს ოქროს ბრტყელი, ორმაგი რგოლი, მარგალიტებით შემოვლებული წითელთვლიანი საყურე უკეთია. სხვა ფრესკაზე კი მსხლის მოყვანილობის საყურე ამშვენებს. საყურე მხოლოდ ქალთა სამკაულს არ წარმოადგენდა, მას მამაკაცებიც ატარებდნენ და წყაროების მიხედვით, შესაძლებელია, რამდენიმე ცალს ერთ ყურზე. რაც შეეხება ბეჭედს, მისი ტარების მანერაც XII-XIII საუკუნეებში თითქმის ერთნაირი ყოფილა: თამარს ბეჭდები ნეკა თითსა და არათითის ბოლო ფლანგზე აქვს ჩამოცმული, ასევე აქვს ბეჭედი მორგებული ლაშა-გიორგის. ბეჭდის ტარების ანალოგიურ წესს ვხვდებით XVI საუკუნის ფრესკებზეც - ზემო სვანეთის ლეხთაგის ეკლესიაში გამოსახულ ჯაფარიძეთა ასულებზე".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 246/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 3 2022, 09:03 PM
პოსტი #309


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა თამარ დედოფალს ცხოვრება უხილავი ჯვარცმა იყო საკუთარი ხალხისთვის. თუ ქრისტესთვის სულელნი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭს მოჩვენებითი სისულელის ნიღბით ფარავდნენ, ხოლო ღირსნი თავიანთ სულიერ ღვაწლს - უდაბნოში, მონასტრის კედლებს მიღმა, ივერიის გვირგვინოსნის ღვაწლმოსილი ცხოვრება სოფლისგან კიდევ უფრო ღრმად იყო დაფარული. სამეფო კარის ბრწყინვალებაში, ოქროსა და ძვირფასი თვლების გროვაში".

/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი
"კარიბჭე" N5, 2022, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2022, 08:39 PM
პოსტი #310


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლო აღმოსავლეთის მუსულმანურ სახელმწიფოთა გაერთიანებული ძალები ორჯერ შემოიჭრნენ საქართველოში და ორჯერვე დამარცხდნენ. როდესაც წმიდა დედოფალმა ლაშქარი შამქორის ომში გაისტუმრა, თვითონ "წარიხადა სამოსელნი ფერხთანი" და ფეხშიშველი მეტეხის ტაძარს წავიდა ლოცვად. თამარ მეფესთან ერთად ლოცულობდა მთელი საქართველო. ყველა აღიარებდა თავის ცოდვებს ღმერთის წინაშე. ერთმანეთს ურიგდებოდნენ უწინდელი მტრები. მდიდრები იწყალებდნენ მოვალეებს, ხელისუფალნი ათავისუფლებდნენ ტყვეებს და პატიმრებს. ტაძრები დღედაღამ ღია იყო. ასე იწმინდებოდა ერი ცოდვათაგან, ასე ემზადებოდნენ ქართველი მეომრები ბრძოლაში მოსალოდნელი სიკვდილისათვის".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2022, 07:29 PM
პოსტი #311


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქალბატონი ნანულის [ცალანი] ნახელავი კერძები ულამაზესი და უგემრიელესია. ალბათ, ასეთ ჭამადს მიართმევდნენ სვანები სათაყვანებ თამარ-დედოფალს, როცა ზაფხულსა და ზამთარში ეწვეოდათ".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 5 2022, 08:40 PM
პოსტი #312


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარის ისტორიკოსიც აღნიშნავს: "შიში და ზარი მეფისა (თამარისა) იყო ყოველთა სულტანთა ზედაო".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2022, 04:46 PM
პოსტი #313


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბასიანის ომში გამარჯვებას მხოლოდ ქართველთა სამხედრო სტრატეგიული ძლიერება არ განაპირობებდა. გამარჯვებული ქართველები, თამარ მეფესთან ერთად, "მხიარულითა პირითა" მივიდნენ ვარძიაში და "ჯეროვანი მადლობა შესწირეს". შემდეგ საზეიმოდ მომზადებულ დედაქალაქში შევიდნენ "შვებითა სიხარულითა", რუქნადინის დროშაც შეიტანეს, რაც მტრის განადგურების სიმბოლო იყო. წარჩინებული ტყვე ამირები თამარმა პირადად მიიღო, დააპურა, დაასაჩუქრა და საქართველოს სხვადასხვა ციხეში ტყვეობის მოხდა მიუსაჯა.
"ისტორიანი და აზმანი შარავენდედთანის" ავტორი აცხადებს: "განკვირვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიის ღვთისმშობელმან, ვითარ უვნებელად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ.14/

-----------------------------------------


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2022, 04:07 PM
პოსტი #314


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტბეთის წმინდა გიორგის კარუგდებელი ეკლესია - ხარაგაულის რაიონის სოფელ გედსამანიას მახლობლად მაღალ მთაზე მდებარეობს. გადმოცემით ცნობილია, რომ ეს ტაძარი წმინდა თამარ მეფემ ააგო.

ჩვეულებრივ, თამარ მეფეს მოგზაურობისას მუდამ თან ახლდნენ ხოლმე ხუროთმოძღვრები, რადგან სადაც მეფე გაჩერდებოდა, ხშირად იმ ადგილზე ეკლესიას აშენებდა ხოლმე. როდესაც ტაძარი აშენდებოდა, მეფე თამარი მღვდელმთავართან და სამღვდელოებასთან ერთად ჩადიოდა, სალოცავის კურთხევას და პირველ წირვას დაესწრებოდა და ეზიარებოდა.

ასე აშენებულა ტბეთის წმინდა გიორგის ტაძარიც. გადმოცემის თანახმად, როდესაც მშენებლობა დაიწყეს კედლები რამდენჯერმე ჩამოიშალა. მეფის ამალიდან ერთ ადამიანს სიზმრად ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, ეკლესია სხვა ადგილზე აეშენებინათ - ურემში უღელდადგმელი ხარები შეაბით, სადაც დაეცემიან, მშენებლობაც იქ დაიწყეთო. მინიშნებული ადგილი ძალიან მაღალზე იყო, ამიტომ ხალხმა მთის წვერზე ქვები სულ ხელით აზიდა. ასე აუშენებიათ ტბეთის წმინდა გიორგის ეკლესია. როდესაც მშენებლობა დასრულდა, ეკლესიას კარი ვერ შეაბეს - რამდენჯერაც სცადეს, იმდენჯერ ჩამოვარდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2021, გვ.6/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2022, 09:18 PM
პოსტი #315


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარ მეფეს საბერძნეთიდან დაუბარებია ოსტატები და ორი ეკლესიის აშენება უბრძანებია - სოფელ აცანაში (ოქონის მონასტერი) და აკეთში (გაგურში). ოსტატი შესდგომია აცანის ეკლესიის შენებას, აკეთი მიუნდვია შეგირდისთვის. მეფის ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებიათ და მეფის საჩუქარიც შეგირდს მიუღია. განაწყენებულ ოსტატს საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრია"

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2022, 07:13 PM
პოსტი #316


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მასში შეერთებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა, სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე განურისხებელი გული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2022, 07:37 PM
პოსტი #317


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარი ხომ ნამდვილი მუზა იყო ქართული პოეზიისა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 21 2022, 01:11 PM
პოსტი #318


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარი ენერგიულად იღვწოდა განათლებისა და მწიგნობრობის აყვავებისთვის, მის კარზე მოღვაწეობდა მრავალი ნიჭიერი მწერალი. თამარი ყოფილა გულუხვი მეცენატი და მწერლობის დიდი მეგობარი. მის მეცენატობაზე მჭევრმეტყველურად ლაპარაკობს თუნდაც ის გარემოება, რომ მისი სასახლე გადაიქცა მწერლებისა და მეცნიერების ნამდვილ საერთო საცხოვრებლად. აღსანიშნავია, რომ თამარი არა მარტო საქართველოში მფარველობდა მეცნიერულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არამედ უხვ შეწირულებას უგზავნიდა აგრეთვე საზღვარგარეთულ ქართულ ლიტერატურულ-სამწიგნობრო ცენტრებს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 41/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 11:53 AM
პოსტი #319


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთოდ, საქართველოს მეფეები თავიანთ საგვარეულოს დიდ და მაღალ მეფეთა ჩამომავლად თვლიდნენ. ამიტომ, არა თუ ადგილობრივი, ყოველი უცხოელი, მეფური ჩამომავლობის, ბატონიშვილიც კი თავის სახლის ღირსად არ მიაჩნდათ. როცა, მაგალითად, ათაბაგ ყიზილარსლანის შვილმა, არანისა და გურგანის მფლობელმა, ამირ-მირანმა თამარ მეფეს შემოუთვალა: "ასული თქუენი ნათელი" და "ბრწყინვალება შარავანდთმკრთობელობისა თქუენისა" დასვით დედოფლად და "პატრონად ყოვლისა სპარსეთისა"-ო, თამარმა თავისი შვილის საკადრისად და ღირსად არ სცნო იგი და "არა-მაღირსმან სიძობისამან, უბრძანეს იმედი შუელისა", მაინც ბრძოლაში დახმარება აღუთქვესო". ამაზე ადრე, როცა არზრუმის მფლობელმა სალდუხისძემ მუტაფრანიდმა თამარის ცოლად შერთვა მოიწადინა და ამისთვის საქართველოში მობრძანდა, "ღირსად ცნობილი არ იყო... დაამხუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა" და ცოლად არ მისცეს, რომელიც მის გვარიშვილობას შეშვენოდა, ე.ი. თამარის მამის უკანონო და "ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.280/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 12:19 PM
პოსტი #320


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლაშა-გიორგის სასიყვარულო ისტორია თავიდანვე განწირული იყო და გასაკვირი არ არის, რომ მეფეს არ მისცეს მისთვის შეუფერებელი ქალის ცოლად მოყვანის საშუალება"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.281/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 14 15 16 17 18 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი