თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ რაც კი ღვთისმშობლის შესახებ თქმულა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 05:12 PM

ამ თემაში მინდა რომ თავი მოვუყაროთ ღვთისმშობლის შესახებ ნათქვამ ყოველ ძვირფას სიტყვას wub.gif


"განა არის კუნჭულიც კი ამ ქვეყნად, სადაც ადამიანები მწუხარებისა და ტანჯვის გარეშე ცხოვრობენ?! არის თუნდაც ერთი ოჯახი დარდი და გაჭირვება რომ არ იცის?! მოიპოვება, ბოლოს და ბოლოს, სადმე ადამიანი ცოდვისა და უძლურების გარეშე?! და ყველასთვის არსებობს ერთი იმედი, რომელიც ღვთისმშობლის მოწყალებასა და მეოხებას ემყარება.

მისკენ, მისი მადლმოსილი სახისკენ და წმინდა გამოსახულებისკენ ამ ქვეყნად ყველა ცოდვილი ისწრაფის. მისი წმინდა ხატების წინაშე შეწევნის მვედრებელთა მრავალი ლოცვა და ცრემლი იღვრება. ის ყველას ამშვიდებს და ეხმარება.

განა შეიძლება ტანჯული დაარწმუნო იმაში, რომ მის წინაშე დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედი არ არის, როდესაც თვითონ აცნობიერებს და გრძნობს, რომ მხოლოდ მას აქვს ძალა, დაიცვას და დაიფაროს ყოველი ვნებული?"


/"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია" გვ. 3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 09:06 PM

უზომოდ მომწონს ხახულის ღვთისმშობლის ეს სავედრებელი და მიმაჩნია, რომ ასეთი ლამაზი ლოცვა მხოლოდ ქართულ ენას შეუძლია ამოთქვას smile.gif

"ჩრდილოდ მთად, კიბედ, კიდობნად და ტრაპეზ, ბჭედ დაკრძალულად, კვერთხად აღყვავებულად მოგასწავეს შენ წინასწარმეტყველთა, ღვთისა დედაო, ქალწულო უბიწოო, მეცა გქადაგებ ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, იესეს ძირით აღმოსრულო ქალწულო ".



/ბუკლეტი "ხახულის ყოვლადწმინდა ღთისმშობლის მონასტერი ახალი შუამთა"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 07:02 PM

"მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ერი, არც ერთი ქვეყანა ისე არ სცემს თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც საქართველო.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, როცა მოციქულები ტრაპეზზე იკრიბებოდნენ, ორ სავარძელს თავისუფალს ტოვებდნენ, ერთს მაცხოვრისთვის და მეორეს - ღვთისმშობლისთვის. მოციქულებს სწამდათ, რომ მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი უხილავად მათთან იყვნენ.

არც ერთ ერში არ არის დამკვიდრებული წესი, რომელიც ახასიათებს ქართულ სუფრას. ქართველები ბოლო სადღეგრძელოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად შესვამენ ხოლმე. პირველი სადღეგრძელო კი არის სადიდებელი ღვთისა - მამისა და ძისა და წმინდისა სულისა!

ეს ტრადიცია მტკიცედ უნდა გვახსოვდეს. აი, ამ საოცარ ზღუდეში, ამ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით! ამიტომ ნუ შეგეშინდებათ! იქონიეთ იმედი!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ.3/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 07:23 PM

"საქართველოს დაცვა ღვთისმშობლის წმინდა მიწის დაცვაა"

/მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
"კრიალოსანი" N1, 2015,გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 12:48 PM

"არსებობს ასეთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება: "მე ვარ თქვენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს წინააღმდგომად თქვენდა". ყველამ უნდა იცოდეს, დიდმა თუ პატარამ, რომ ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენ ერს და არავის აპატიებს მის შევიწროებას! ისტორიულად ჩვენ ამაში მრავალგზის დავრწმუნდით.

ყველას არ ესმის ის ძალა და მადლი, რომელიც გარდამოდის საქართველოზე; მავანმა არ იცის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ჩვენს ქვეყანას და საქართველო არის მისი წილხვედრი. ეს რომ იცოდნენ, ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი არ წავიდოდა უცხოეთში. ჩვენ აქ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი, ეს არის ჩვენი კურთხეული და დალოცვილი მიწა!"

/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2015, გვ. 4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:54 PM

ავე მარია

შენს წმინდა სახეს,
შენს უკვდავ სახელს,
შევხარი მარად
ავე მარია!
ივერთა დედავ,
წმინდათა წმინდავ,
შენ, ჩემში ხარობ
და მიხარია!
შენ გევედრები ბავშვი სნეული,
ქალწული ტრფობის
სუნთქვით ძლიერი
ავე მარია!
ატირებული მუხლს იხრის შენ წინ
ყოველი დედა და დავრდომილი
შენგან შეწევნის, შველის მდომელი,
ავე მარია!
ყვავილთა თრთოლვავ,
ყვავილთა ლოცვავ,
შენ ჩემში ხარობ,
ავე მარია!
ავახვნი თვალთა
შენს ციურ სახეს,
სად ვარსკვლავთ ჯარის
სხივთა ქარია.
დღისით და მწუხრში
მინათებ სულში,
მინათებ სულში,
ავე მარია!
ციურ მნათობთა კრთომა ხარ თბილი
სერაფიმების სუნთქვა ხარ ტკბილი
ავე მარია!
ავახვნი თვალთა შენთა ციურ სახეს.
ვჩურჩულებ ლოცვად შენს წმინდა სახელს,
დედავ უტკბესო,
დედავ ივერთა,
წმინდათაწმინდაო!
სადაც შენ სუფევ,
დარი და მზეა,
ზეცის კარს შენთვის
სტოვებენ ღიად -
იქ ვარსკვლავთ სხივთა
ნიავნი ჰქრიან,
შენთვის გალობენ ვარდი და ია,
შენ თვით ხარ ცაში გაშლილი ია,
ავე მარია, ავე მარია!

/1920წ. კოლაუ ნადირაძე
"კარიბჭე" N17, 2015, გვ. 46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 09:10 PM

Если каждый день хотя бы один земной поклон делать Богородице, Она тогда не отступит, возьмёт под Свой покров и приведёт в Царство Небесное.

Старец Григорий Долбунов

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2015, 11:06 PM

ეს სიტყვები ძალიან მომეწონა...

"...ლექსის ზემოხსენებულ ტონალობაში გამჟღავნებულ ტენდენციას თან ერთვის უსაზღვრო მწუხარებით მოცული სახე ღვთისმშობლისა, რომელიც "ქრისტეს თმებზე ეკლებს აშორებს" და ამით შესანიშნავად განაზოგადებს ეკლის გვირგვინით მოსილი ადამიანების ცხოვრების ტრაგედიას..."

/"უღამო ნათელი"
ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 585/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Aug 28 2015, 10:06 PM

გილოცავთ მადლი და ძალა თქვენსკენ და სიბრძნე და სიყვარული კიდევ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2015, 10:59 PM

"...ჩვენი დროის ღირსი მოღვაწე, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: ხატზე "დიდება საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიისა" ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულია დედა ღვთისა: მას ხელში უპყრია ომოფორი - ვიწრო, გრძელი თავსაბურავი, რომელსაც იუდეველი ქალწულები იფარებდნენ თავზე.

დედა ღვთისა თავის ბრწყინვალე ომოფორს განართხამს საქართველოს ეკლესიაზე; ასე ოდესღაც მან ვლაქერნის ტაძარში მლოცველებზე განიპყრო ომოფორი, როცა კონსტანტინოპოლი მტრის ალყაში იყო მოქცეული, თითქოს გიგანტური რვაფეხას საცეცებში მომწყვდეული"...

/ისტორიკოსი გაიოზ მამალაძე
"კარიბჭე" N18, 2015, გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2015, 10:54 PM

"ვლაქერნა ეწოდებოდა ძველად სტამბოლის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს"

/"კარიბჭე" N18, 2015, გვ. 11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 09:57 PM

"და არ მშორდება ღვთისმშობლის მზერა -
სავსე ქართული პატიოსნებით".

/გალაკტიონი/

"ადამის ასული"

/"კარიბჭე" N18, 2015, გვ. 13-15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 10:21 PM

"ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია.

შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შეინარჩუნა. მან მიიძინა რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა.

ის წარდგომილია ცხოველსმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხსნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენას გვაძლევს ნუგეშად"

/"კარიბჭე" N18, 2015, გვ. 31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 06:20 PM

"Ничего и никого не бойся. Матерь Божию зови на помощь. Враги Её боятся. Она согреет твоё сердце, откроет для тебя в нём новое зрение и новый смысл всего, и отженет врагов."

Архимандрит Иоанн Крестьянкин
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 04:10 PM

".........................
ყოვლადწმიდაო დედა ღვთისაო,
მარიამ, წყარო ცხოვრებისაო,
შარავანდოო სამებისაო,
საფსალმუნეო დავითისაო.

ვარდო - შროშანო სამოთხისაო,
წინამძღვაროო ნინოისაო,
მოხედენ ივერთ ეკლესიასო,
დაიფარენო შვილნი ღვთისაო".

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)
"მაყვლოვანი" N1-2, 2015, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 08:54 PM

(თუშურ დიალექტზე დაწერილი ლექსი)


ღვთისმშობელ

ღვთისმშობლობის დღე,
გულს გვინათებს მზე
უფლის ფეხთ მგებ ბზე,
გულს სიყვარულ მტე,
ღმრთისაკ სავალ გზას,
ღერ-ღერ ვშალოთ ბზა,
ჩვენ წაისად ხვალ,
სულეთ გვექნებ მზაა,
შენ მადლ არის ჩვენდ,
სიხარულის ცრემლ,
ღვთისმშობლობის დღე
საქართველოს მზე.

/გიორგი რამაზაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 10:56 PM

"დაუტევნელის დამტევნელი"

"დედა ღვთისმშობელს ძალიან უყვარს დაუჯდომელი ლოცვა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2015, გვ.7, 15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 07:40 PM

"მე მაქვს ლოცვანი, სადაც წერია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მრავალ წმინდანს გამოეცხადა და ამცნო, რომ ვინც ყოველღიურად წაიკითხავს მის დაუჯდომელს, იგი მას ამ ცხოვრებაშიც დაიფარავს და გარდაცვალების შემდეგაც მისი მეოხი იქნება თავისი ძის წინაშე"

/მამა არსენ მღვიმელი
"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2015, გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 08:26 PM


„ღვთისმსახურებაზე წაიკითხეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელის პირველი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ, ბერძნული ტრადიციის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი ოთხ ნაწილაად იკითხება დიდმარხვის პირველ ოთხ პარასკევს“
/“უფლის ციხე“ N3, 2014, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 07:10 PM

"მარტო ეს ფაქტი, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, საკმარისი იქნებოდა საქართველოს გაბრწყინებისთვის".

/ილია II
"ქვაკუთხედი" N10, 2015, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 12:03 PM

„მამა ბიკენტის წრფელ გულში ღვთისმშობელი სახლობდა თავის ძესთან ერთად“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:38 PM

"უნდა გაუწყოთ ერთი სამწუხარო ამბავი:

წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა, სადაც გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი პისტოლეტით ხელში, თითქოს თავს იკლავს.

ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და სრულიად საქართველოსი!

ძალიან მიკვირს, როგორ დაუშვეს რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ასეთი მკრეხელობა.

დედა ღვთისმშობლის ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არ ყოფილა საქართველოში!

საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და იმედია, რომ ილიას უნივერსიტეტში ეს ვითარება გამოსწროდება".

/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2015, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 01:18 PM

"ღვთისმშობლის კვალდაკვალ მავალნი ზეციური მეუფის ხელთუქმნელ ტაძარში, უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების სამკვიდრებელში დაივანებენ".

/წმ. გრიგოლ პალამა
"საქართველოს იმედი II" წიგნი 31, გვ. 135/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 09:22 PM

"კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის ღვთისმშობლის "ოდიგიტრიად" წოდებული სასწაულთმოქმედი ხატის ასლია.

"ოდიგიტრია" ქართულად გზამკვლევს ნიშნავს და ეს ხატი ადამიანებს ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში ეხმარება"

/"კარიბჭე" N24, 2015,გვ. 54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 09:05 PM

"დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი"

"...უძველესი წესით, რომელი ჩვენ მხოლოდ გაგონილი გვქონდა, როდესაც დიდ სავანეში უდიდეს ხატს მიაბრძანებდნენ, ხდებოდა ხატის მირონცხება. ეს წესი დროთა განმავლობაში სამწუხაროდ, დაიკარგა. ჩვენთვის მოულოდნელი იყო, როდესაც იღუმენი კლავდიოსი შებრძანდა საკურთხეველში, გამოაბრძანა უძველესი მირონი და "დედოფლის" კიოტის გახსნა ითხოვა. მან ხატი მთლიანად დაფარა წმინდა მირონით და აღასრულა ეს უძველესი ქრისტიანული ტრადიცია. თან გვთხოვა და კურთხევა მოგვცა, რომ შეიქმნას "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის" ასლი, რომელსაც ჩავაბრძანებთ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, იგი გადაიხდის საზეიმო წირვას და "დედოფლის" ასლი სამუდამოდ დაბრძანდება ჯვრის მონასტრის მთავარ ტაძარში, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით და ამ ადგილს ეწოდება ქართველთა კუთხე. ეს უდიდესი მიღწევაა, რადგან ხანგრძლივი დროის შემდეგ, პირველად ეწოდება ამ მონასტერში ადგილს ქართველთა სახელი, რაც მთავარია, ქართველთა მასპინძელი იქ უკვე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, "დედოფალი - სიხარულის მონიჭებელი" იქნება!.."

/"კარიბჭე" N24, 2015, გვ. 6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 06:02 PM

"ივერიის" ღვთისმშობელმა, რომელიც კეთროვნებსაც შეეწევა, დაე, იზრუნოს ჩემი კეთროვანი სულის ხსნისათვისაც. ამინ!"

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 29, გვ.184/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 11:11 PM

"კვართი წილხვდომილია ქართლისადმი, ხოლო კვართშემოსილი ანუ ქრისტეშემოსილი ქართლი წილხვდომილია ღვთისმშობლისა"

/"უფლის ციხე" 3, 2014, გვ.60/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 10:49 AM

"წინა წლებში დავბეჭდეთ მეტეხის ეკლესიის უხუცესი მრევლის, სირანა თეთვაძის მოტანილი წერილი,რომელიც ფრონტიდან [მეორე მსოფლიო ომი] იყო გამოგზავნილი - ახალგაზრდა ოფიცერი წერდა:

"ფრონტის ხაზზე ვდგევარ ჩემი ასეულით, ვხედავ ზეცაში ბავშვიან ქალს, რომელიც გერმანელების მიერ გამოსროლილ ტყვიებს ხელით კრებს და უკანვე აბრუნებს ".

/"ქაროზი" N71, 2015, გვ. 13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 07:19 PM

"ლუკა მახარებლის მიერ შექმნილი ხატებია: "ელეუსა", ანუ მოალერსე ღვთისმშობელი. ამ ხატზე ყრმა იესო დედას ლოყებით ეხება. მეორეა - "ოდიგიტრია" (გზის მაჩვენებელი), სადაც ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა უზის. მესამე - "დეისუსი" (ვედრების ტიპის ღვთისმშობელი) - აქ ის მარტოა გამოსახული, ხელები აქვს გაწვდილი და ევედრება მაცხოვარს - შეგვიწყალოს ჩვენ, ცოდვილნი. მეოთხე - "გლიკოფილუსა" (მოწყალე) - აქ ყრმა იესოს ღვთისმშობლის კისერზე ხელი აქვს შემოხვეული".

/"ლამპარი" N4, 2015, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 09:52 PM

„რა ტკბილი იქნებოდა დედა ღვთისას ბაგით ნათქვამი - „იავნანა“, რა ბედნიერი საცქერია დედის გალობისას აკვანში გაღიმებული და ასხარტალებული ღვთაებრივი ჩვილი“

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
„ლამპარი“ N4, 2015, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 10:21 PM

"პანაღეა ჩემო, პანაღეა ჩემო, უტკბილესო ჩემო დედიკო, პანაღეა ჩემო, ახლა ამ წუთშივე წამიყვანე შენთან... ვერ დავითმენ შენთან განშორებას. შენკენ ვისწრაფვი".

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სიყვარულმა განახმო დედისადმი ჩემი მიჯაჭვულობა".

/მამა ხარლამპე
"საქართველოს იმედი II", წიგნი 36, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2015, 10:24 PM

„წირვის დროს მღვდელმსახური ხელებით ეხება ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მათ ქვის ტრაპეზზე დაასვენებს, ღვთისმშობელი კი, მხოლოდ ხელებით კი არ შეეხო, არამედ მთელი თავისი სხეულით მიიღო ქრისტე და აღზარდა იგი, არ ქვის, არამედ თავისი ცოცხალი გულის ტრაპეზზე“.


/"უფლის ციხე" 3,2014, გვ.77/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:42 AM

"არც ერთ ნიჭს კაცი ღვთისგან არ მიიღებს, თუ არა ღვთისმშობლის მიერ. ყოვლადწმინდა ურიგებს ნიჭებს სოფელს"

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 36, გვ.215/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2016, 07:49 PM

"ისტორიულ წყაროების მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხორბლისფერი ყოფილა, წაბლისფერი თმით, ღია თაფლისფერი თვალებითა და ნუშისებრი თვალის ჭრილით. მშვიდად დახრილი მუქი წარბები, ნატიფი ცხვირი და ვარდის ფურცლების მსგავსი პატარა ბაგე ჰქონდა".

/"ქაროზი" N72, 2016, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2016, 08:04 PM

"ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეეწიე ყოველ ქრისტიან ქალს, რათა იყვნენ შენნი მობაძავნი"

/წმ. გაბრიელ ქიქოძე
"ქაროზი" N72, 2016, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2016, 12:04 PM

"წმინდა ამბროსი ამბობს, თითქოს ღვთისმშობელი ყოველთვის ღმერთს ეზრახებოდა (ესაუბრებოდა); ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოცვაში გაატარა და ლოცვა მისი, იმდენად ძლიერი იყო, რომ ცანი დაიმორჩილა, ღმერთი გადმოიყვანა ზეციდან, მიძინებისას ქვეყნის ყოველი კუთხიდან შემოჰკრიბა წმინდა მოციქულები".

/მართლმადიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 28 აგვისტო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2016, 10:38 PM

„არასდროს იცინოდა და არ იცოდა შეცბუნება. დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი“.

/მართლმადიდებლური კალენდარი კარიბჭე 2015, 28 აგვისტო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 11:04 PM

"...სამეგრელოს ბოლშევიკების შიშით, 1923 წლის 31 ივლისს აკაკი ჭანტურია იძულებული იყო, თბილისში გადაეგზავნა ხობის, წალენჯიხისა და კორცხელის ხატები. ანტირელიგიური მოძრაობის გამო მან მუზეუმში გადაიტანა ჯერ ფოთის, შემდეგ ხობისა და ცაიშის ტაძრების განძი. სწორედ ამ დროს მოხვდა სასახლეში მარიამ ღვთისმშობლის კვართიც .

ამ სიწმინდეს გარდაუვალი განადგურება ელოდა, რომ არა აკაკი ჭანტურიას პირადი თავგანწირვა. მან იმ მიზეზით, რომ თითქოსდა კვართის ქსოვილი ეთნოგრაფიული ინტერესის საგანს წარმოადგენდა, სიწმინდე მუზეუმში შეინახა. ბოლშევიკებმა კი ხობის ტაძარი ფერმად გადააკეთეს და იქ კურდღლების მოშენება დაიწყეს. ადვილი წარმოსადგენია, რა ელოდა უძვირფასეს რელიკვიას, რომ არა აკაკი ჭანტურიას მიერ დაარსებული მუზეუმი..."

/"კანდელი" N4, 2016, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:33 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი - ხორციელი დედაა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ხოლო იგი მადლისმიერი დედაა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისა. ყველაზე მეტად მას უყვარს ის შვილები, რომლებიც მონაზონთა დასს შეუერთდნენ".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 44, გვ. 112/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2016, 09:23 PM

"მისთვის მთავარანგელოზი გაბრიელი ერთგვარი სულიერი მეგობარი და მასწავლებელი იყო. ზეციურ მანანას იხმევდა, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ანუ ზეცის მიერ აღიზრდებოდა. ქალწულ მარიამს თავად ანგელოზები ასწავლიდნენ. მას ჰქონდა უკიდურესი სიმდაბლე, უდიდესი სიწმინდე, ღვთაებრივი მჭვრეტელობა, ანუ ნამდვილი ლოცვა. წმინდა ქალწული იყო უიშვიათესი ნიჭის მქონე. მისი მსგავსი მლოცველი არ დაბადებულა და აღარც შემდგომში იშვება ამ ქვეყნაზე".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.214/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 09:29 AM

"თავის სახეში შეაერთებდა დედობისა და ქალწულობის ნაკვთებს".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 45, გვ. 62/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 10:43 PM

"თუმცა, ჩვენ ასევე ვიცით, რომ იგი [წმ. სვიმეონი] არა მხოლოდ მიეგება უფალს, არამედ წინასწარმეტყველური სიტყვებიც წარმოთქვა ახალშობილის შესახებ, როდესაც ყოვლადქალწულ მარიამს ასე მიმართა: "თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი", ანუ ის (ღვთისმშობელი) გადაიტანდა ისეთ ტანჯვას, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია. მწუხარება და ტკივილი მახვილივით კავეთდა მის წმინდა და უხრწნელ სულს.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, წმინდა ქალწული თავადვე ამბობდა, რომ მართალი სვიმეონის ამ წინასწარმეტყველების შემდეგ მას ჰქონდა სიხარულითა და სინათლით სავსე წუთები ცხოვრებაში, მაგრამ ყოველთვის თან სდევდა შემაძრწუნებელი მოლოდინი იმისა, რომ ამ საშინელი სიტყვების აღსრულების დროც დადგებოდა. ამ სიტყვების არსი ბოლომდე კი მაშინ შეიცნო, როდესაც თავისი ძის ჯვრის წინაშე დადგა და თავისი დედობრივი გულით მასთან ერთად ეცვა ჯვარს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N5, 2016, გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2016, 12:50 PM

"დედა, რომელიც სულიერად გვზრდის".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.483/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:45 AM

"ჩვენ უნდა მივბაძოთ ღვთისმშობელს. ერთ-ერთი, რაშიც უნდა მივბაძოთ, ეს არის მისი საოცარი სიძლიერე, რომლითაც იმარჯვებს ყველა ბოროტებაზე და იმარჯვებს უბრძოლველად. გახსოვთ, მისი ერთ-ერთი სახელდება, როცა ქება-დიდებას აღვუვლენთ ხოლმე, არის "ძლიერება უბრძოლველი". მაგრამ იმისათვის, რომ გვქონდეს ძლიერება უბრძოლველი, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერება და ბრძოლის უნარი საერთოდ და ზოგადად, რადგან "ძლიერება უბრძოლველი" არის მწვერვალი ნამდვილი ჭეშმარიტი ძლიერებისა".

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.486/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 11:00 PM

"მარიამი და იესო, იესო და მარიამი - ეს ორი უტკბესი და სასიხარულო სახელი, აი ეს არის სამოთხე".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 47, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 02:19 PM

"იგი უპირველესია პირველთა შორის".


"ღვთაებრივ თაყვანისცემას მხოლოდ ღმერთს მივაგებთ, პატივისცემით თაყვანისცემას - ყველა წმინდანს, ხოლო მონურს - მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მისადმი წმინდა შვილური გრძნობით აღვსილნი, როგორც ჩვენი უტკბილესი, მადლისმიერი დედისადმი. ჰოი, რამდენს ჰკარგავთ თქვენ, რომ პატივს არ მიაგებთ ღმერთის მერე ღმერთს, რომელიც მეორე ადგილს იკავებს წმინდა სამების მერე და ღვთის ნიჭებს ყველა სხვა გონიერ ქმნილებებს ურიგებს".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 47, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:27 PM

"აბრაამისა და ისააკის სახებანი დღესაც სამაგალითოა იმ მშობლებისთვის, რომელნიც ესწრაფვიან საკუთარი შვილის სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნან; ეს გულისხმობს სურვილს, შვილი უფრო მეტად ღმერთს დაუმორჩილო, ვიდრე საკუთარ თავს. მე მგონი, ეს მშვენივრადაა გამოსახული ღვთისმშობლის იმ ხატებზე, სადაც ღვთისმშობელს ყრმა მუხლებში გამართული უზის, ხელი შემოხვეული აქვს, მაგრამ გულში არ იკრავს".

/"კანდელი" N9, 2016, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 01:59 PM

"...ჩვენ თუ ამას გულით ვითხოვთ, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მისი ღირსეული შვილები ვიყოთ, ყველაფრით სისხლამდე ერთგული, მიმიკებითაც კი, ამოსუნთქვით და ჩასუნთქვისაც კი..."

/დეკანოზი თეოდორე, "ქადაგებანი", გვ.455/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 09:08 PM

"1903 წლის 21 აგვისტოს ათონზე წმინდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მოწყალებას არიგებდნენ. მონაზონმა გაბრიელმა ამ დროს სურათი გადაიღო. როცა ფოტო გაამჟღავნეს, მარცხენა კუთხეში გამოჩნდა ღვთისმშობლის გამოსახულება, რომელიც მდაბლად იღებს ნაკურთხ პურს".

/"კარიბჭე" N13, 2010, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 11:04 AM

"კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" - დედათა შორის შეირჩა არა მისი დედის, მამის ან უბრალოდ დროულად დაბადების გამო, არამედ პირადი თვისებების, ლოცვის უნარის, მუდმივად უფალზე ფიქრის, იმ დიდი ერთგულებისა და სიყვარულის გამო, რითაც გამოირჩეოდა იგი დედათა შორის".

/"კარიბჭე" N22, 2010, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 09:49 PM

"[პოჩაევოს ღვთისმშობლის ხატმა] იმდენი სასწაული აღასრულა, გეგონებოდა, იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დღეები დაბრუნდაო".

/"კარიბჭე" N17, 2016, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2016, 08:04 PM

"მახსოვს, როცა მეუფე [ზოსიმე] პარაკლისს ატარებდა, ჩვენ მუხლმოყრილები, თვალდახუჭულები ვიდექით, მეუფის სიტყვები ღვთისმშობლისადმი თითქოს ციდან იღვრებოდა. ამ დროს დედა-დედოფალი თითქოს ხატიდან გადმობრძანდებოდა, თავისი წმინდა კალთის შრიალით გვიახლოვდებოდა, თავზე ხელით გვეხებოდა და, ჰოი, საოცრებავ, როგორ ხარობდა გული, სული და გონება, აი, გადარჩენა, აი მეორედ დაბადება, აი, მადლი უფლისა".

/"კარიბჭე" N17, 2016, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2016, 11:40 AM

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება და გაცილება


იყვნენ ისეთებიც, ვინ ამ გრანდიოზულმა მსვლელობამ გააღიზიანა. ზოგიერთმა იუდეველმა მღვდელმთავარმა და უხუცესმა ისიც კი მოისურვა, რომ პროცესია დაეშალა და წინაძღოლები შეეპყრო. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტება - ზეციური გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესია მდევართათვის უხილავი გახდა. მდევრებს გალობა და ნაბიჯების ხმა ესმოდათ, მაგრამ სიბრმავე დაეუფლათ და ვერაფერს ხედავდნენ. უგუნურ ჭენებაში ბევრმა მათგანმა ქალაქის კედლებს თავ-პირი შეალეწა.

/"კარიბჭე" N20, 2010, გვ. 45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2016, 07:22 PM

"საქართველოში ინახებოდა 12 წლის ასაკში მყოფი ღვთისმშობლის კბილი. სამწუხაროდ, დღეს დაკარგულია. ახლახან ქუთაისში აღმოჩნდა ღვთისმშობლის კაბის ნაჭერი, იმ პერიოდისა, როცა მუცლად ჰყავდა მაცხოვარი. გარდა ამისა, საქართველოში ინახებოდა ღვთისმშობლის თმის რამდენიმე ღერი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს სიმწრისგან ჩამოუგლეჯია.

იტალიელი მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის ცნობით, საქართველოში ინახებოდა სახვევი, რომელშიც ღვთისმშობელი ჩვილ მაცხოვარს ახვევდა. საქართველოში ყოფილა ღვთისმშობლის სავარცხელიც, რომლის შესახებ აღარაფერია ცნობილი".

/"კარიბჭე" N10, 2008, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:23 AM

"უფრო დიდმა მწუხარებამ, ვითარცა სულიერმა მახვილმა, განვლოს მასში, ოდეს იხილო ძე შენი ჰურიათაგან ჯვარცმული, რამეთუ მას, ვინც ტკივილის გარეშე შობე, მწუხარებით გააცილებ ამ სოფლიდან".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 10:38 AM

"ანგელოზის ზეციური ამბორი, უთესლოდ ჩასახვა, გამოუთქმელის ადამიანური ხორცით ტარება, უმტკივნეულოდ შობა, ქალწულების ბეჭედი და ტკივილებისაგან განთავისუფლება, უხრწნელად შობა და მშობლის მშობიარობის შემდგომი ქალწულება. შობილი - ღმერთია ხორცშესხმული და სასწაულის მადიდებელი ანგელოზების სახეა".

/"კარიბჭე" N23, 2016, გვ.53/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 08:39 PM

"წმინდა გრიგოლ პალამა წერს, რომ მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავმდაბალი და მოთმინებით აღვსილი ასკეტის ცხოვრებით ცხოვრობდა, ლოცულობდა მთელი სამყაროსთვის და გარკვეულ რჩევებს აძლევდა მოციქულებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ქადაგებდნენ. მოციქულებისათვის ღვთისმშობელი უდიდეს დასაყრდენს წარმოადგენდა, ისინი მისი ლოცვებით ძლიერდებოდნენ, სახარების ქადაგების პროცესში ბრძნული რჩევებით სარგებლობდნენ. თავისი ლოცვებითა და ქმედითი დახმარებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მრავალგზის ხელს უწყობდა იმ მნიშვნელოვან მისიას, რომელსაც მოციქულები ეწოდნენ".

/"კარიბჭე" N23, 2016, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:08 PM

"აქვე უნდა გავიხსენოთ სოლომონ [II] მეფის მოძღვრის, მღვდელ ბესარიონ ქიოტიშვილის საგულისხმო ამბავი. ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა და მეფე სოლომონის ერთგულების ფიცს დებდნენ. მამა ბესარიონი თურმე "ერის ურჩობაში" ჩავარდა და მეფე სოლომონის ერთგულებაზე არ დაუფიცია. იმავე ღამეს გამოსცხადებია ღვთისმშობელი და უთქვამს: - ბესარიონ, რახან შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენ დღეში ვერ გაიგონოო.

სამ კვირაში მღვდელს ცოლი და ორი შვილი გარდაეცვალა და ამ სოფლის დამტევებელმა, ჯერ იერუსალიმის და შემდეგ ათონის მთას მიაშურა, სადაც წლების განმავლობაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა.

მართლაც გასაოცარია, ღვთისმშობელმა აკურთხა წასაგებად განწირულ ომში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლნი".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.234/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2017, 12:30 PM

გავექეცი ყოფას და
ტაძარს ფრთა შევაფარე,
ღვთისმშობელო მარიამ,
კალთა გადმომაფარე... ...
ნახე, წმინდა დედაო,
ხან, თავსაც რომ გადარებ,
ხურჯინს ჩემი ცოდვების
როგორ მძიმედ ვატარებ.
აღმართზე ავდივარ თუ
თავდაღმაზე ვეშვები,
მენატრება დამაშვრალს,
მადლი შენი პეშვების.
როგორ მინდა იხარო,
ჩემი რწმენის მარცვალო,
ფიქრი -- საყველპურიო,
ლაჟვარდებზე გავცვალო.
მოგვიტევე ცოდვები,
უგვაროს და გვარიანს
ღვთისმშობელო მარიამ!

მზია წიკლაური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 08:06 PM

"ადრეული ბავშვობიდან ყოველგვარი უმცირესი ცოდვიანობის ზემოქმედებისგან თავისუფალი".

/"კარიბჭე" N2, 2017, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 12:07 PM

"ერთადერთი მცნების შესახებ, რომელიც ღვთისმშობლის გამონათქვამის სახით შემოგვრჩა, მოთხრობლია წმინდა მოციქულ იოანეს სახარებაში (2:1 - 11):

"1. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა.

2. იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში.

3. და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ.

4. ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი.

5. დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო.

6. იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო.

7. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე.

8. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს.

9. როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.

10. და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.

11. ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა."

ანუ ეს მცნებაა: "გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით" .

/"კარიბჭე" N3, 2017, გვ.58/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2017, 10:05 PM

საეკლესიო წლის ათორმეტთაგან პირველ დღესასწაულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა წარმოადგენს:

ეს დღესასწაული 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს აღინიშნება. ცხადია, ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის არც დაბადების წელი და არც ზუსტი ისტორიული თვე და რიცხვი ცნობილი არ არის. ეს მოხდა ქრისტეს შობის წელთაღრიცხვის დაწყებამდე, რომლის მიხედვითაც ჩვენ ღვთისმშობლის დაბადების წელს ვითვლით, დაახლოებით ორი ათეული წლით ადრე. მაგრამ, ვინაიდან ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მომავალი დედის დაბადების შემდეგ სიმბოლურად ახალი, ქრისტიანული ერა დაიწყო, სრულიად ლოგიკურია, რომ სწორედ ეს დღესასწაული იყოს ახალი საეკლესიო წლის დასაწყისის აღმნიშვნელი. ყოვლადწმინდა ქალწულის დაბადების თარიღი და საეკლესიო კალენდრის პირველი თვის თანხვედრა სრულად გამოხატავს ჩვენი გამოხსნის საქმეში ღვთისმშობლის თანამონაწილეობას. (სიზუსტისათვის: ელესიური წელი იწყება 1 (14) სექტემბერს)".

/"კარიბჭე" N4, 2017, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2017, 10:31 AM

"მეგობრობა მიწაზე იწყება და მარადისობაში გრძელდება. დიდად უყვარდა ღირს მამას, ათანასე ათონელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, უფლის დედაც მზრუნველობას არ აკლებდა. ხოლო როცა გარდაიცვალა, ქალწულმა მარიამმა თვითონვე გამოაჩინა, თუ რა დიდი იყო იგი ღვთის წინაშე. დიდ ლავრაში ხარების დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ღვთისმშობელი გამოეცხადა სავანის წინამძღვარს და უთხრა: "დღეიდან ჩემს პატივსაცემად ნუღარ იზეიმებთ, რამეთუ შემომნატრის მე კაცთა მოდგმა და მთელი საქრისტიანო განადიდებს ჩემს სახელს. იდღესასწაულეთ ხსენება ჩემი მეგობარი ათანასესი, რომელიც მემსახურა და დიდად იღვაწა ამ სავანის აშენებისთვის". ამის მერე დიდ ლავრაში ხარების დღესასწაულზე წმინდა ათანასეს ხსენებას აღნიშნავენ ხოლმე."

/"კარიბჭე" N5, 2017, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2017, 04:22 PM

"გვმართებს, ვიცოდეთ, რომ ღვთისმშობლის პირველი ხატის ხატმწერად საეკლესიო გადმოცემა ლუკა მახარებელს მიიჩნევს. თუმცა, სადღეისოდ, ჯერ მხოლოდ რუსული ეკლესია ათამდე ხატს მიაწერს წმინდა ლუკას ყალამს; ათონის მთაზე და დასავლეთ საქრისტიანოში ასეთად ოცდაერთი ხატი მიიჩნევა, აქედან რვა რომში ინახება".

/"კარიბჭე" N5, 2017, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2017, 08:20 PM

"მარიამის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლად აღიარებით (გადაწყვეტილება მიღებული იქნა III მსოფლიო კრებაზე 431 წ.), ეკლესია ამკვიდრებს რწმენას, რომ ქალწული მარიამის საშოში ჩასახვის მომენტში უფალი იესო ქრისტეს პიროვნების სახით ღმერთი - ადამიანთან, ანუ ქრისტე - სრული ადამიანი - სრული ღმერთი შეერთდა.

მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობელს ასევე მარადის ქალწულს უწოდებს. სახელი "მარადის ქალწული" (მიღებულ იქნა 553 წ. V მსოფლიო კრებაზე) ხაზს უსვამს ღვთისმშობლის ქალწულებას ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობის შემდეგ.

ამრიგად, ღვთისმშობლის თაყვანისცემა - ეს არ არის მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანი. აქ საქმე დოგმატური ხასიათის თაყვანისცემასთან გვაქვს. თავად სიტყვა ღვთისმშობელი მსოფლიო კრებაზე დამტკიცებული დოქტრინული განმარტებაა და ამიტომ, ვინც წმინდა მარიამს ღვთისმშობლად არ აღიარებს - ვერ იწოდება მართლმადიდებლად".

/"კარიბჭე" N5, 2017, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2017, 10:44 AM

" - მამა გაბრიელ, რატომ არ იქადაგა ღვთისმშობელმა საქართველოში, წილი რომ მოუვიდა?

- ის ხომ დედოფალია ცისა და ქვეყნისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლო.

- რატომ იღებს ბოროტი მაცხოვრის სახეს, ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სახეს კი ვერა?

- უფალმა თავი დაიმდაბლა და ჰნერწყვიდნენ, მაგრამ არავის მისცემს იმის ნებას, რომ მის დედას მიემსგავსოს".

/"კარიბჭე" N8, 2008, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2017, 11:08 AM

ანდრია სალოსის სულს მეგზურობას სამოთხეში ანგელოზები უწევდნენ. ყველა რომ მოიარა, გაკვირვებულმა ანდრიამ იკითხა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სად არის, ნუთუ ვერ ცხონდაო. მეგზურმა ანგელოზმა უპასუხა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ახლა დედამიწაზე იმყოფება და ვინც მას ლოცვებში მოუწოდებს, მათ განსაკუთრებულ მეოხებას და წყალობას მიანიჭებს.

ეს იმის მაუწყებელია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ნებისმიერი ადამიანის მფარველია. დღეს მართლაც განსაკუთრებულად გვჭირდება მისი მეოხება, რადგან, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყველაზე მეტად ღვთისმშობლის ლოცვას ისმენს იესო ქრისტე. ძველ რომში, როცა ერთ-ერთი მხედართმთავარი სენატმა და რომაელებმა, კეთილი საქმეების მიუხედავად, მოიძულეს და ქვეყნიდან გააგდეს, მან შემოიკრიბა უამრავი წარმართი ჯარისკაცი და რომს გადაწვით დაემუქრა. რომაელები შეძრწუნდნენ და პატიება სთხოვეს. სარდალმა არ დაინდო რომაელები. სენატმა კი გადაწყვიტა, ყველას მის წინაშე მუხლი მოეყარათ და პატიება ეთხოვათ. მავედრებელთა შორის სარდალმა საკუთარი დედა შენიშნა. თვალცრემლიანი შესცქეროდა შვილს. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ მაშინვე მოულბა გული და რომაელებს აპატია.

წარმართი ასე იქცევა თავისი დედის დანახვისას და რას გააკეთებს უფალი იესო ქრისტე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე? სოლომონ მეფე "ქებათა ქებაში" ამბობს: "მე შენმა მზერამ დამატყვევა". უფალი ამ ლოცვით პირდაპირ მიმართავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლის ლოცვით და შეხედვით უფალი დატყვევებულია, რამეთუ ღვთისმშობელში ჩაისახა იესო ქრისტე. მის მიერვე მოევლინა წუთისოფელს. დავით მეფსალმუნე ამბობს: "დადგა დედოფალი მარჯვენით შენსა შემოსილი ოქროქსოვილითა": წმინდა მამების განმარტებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარჯვენით დგას ყოვლადწმინდა სამებისა და განსაკუთრებით ავედრებს ნებისმიერ ადამიანს ყოვლადწმინდა სამებას და თავის ძეს - იესო ქრისტეს.

ძველი აღთქმა, წმინდა მამების თქმით, ანარეკლი იყო ახალი აღთქმისა. როცა სოლომონ მეფეს დედამისი, ბერსაბე სთხოვს იუდეველების წყალობას, წამოდგება და თავის მარჯვნივ დაუდგამს ტახტს მშობელს. ამდენად, ბერსაბე წინასახე იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. დედა ღვთისას მეოხება რომ არ ჰქონდეს ადამიანებს, ალბათ ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება.

მფარველი წმინდანები განსაკუთრებით ლოცულობენ ადამიანისთვის, მაგრამ თუ კაცი უკეთურ ცხოვრებას თავს არ ანებებს, შორდებიან მას და გვერდზე გადგებიან. ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არასოდეს განდგება ადამიანისგან, მუდამ მზადაა წყალობისთვის. ამიტომაც ჰქვია ყოველთა დედა. შეუძლებელია, შვილმა დედას მიმართოს და დედამ არ შეისმინოს მისი ვედრება. ჩვენც არ უნდა დავცხრეთ ზეციური დედოფლის წინაშე, ვევედროთ და ისიც დიდ მეოხებას გაგვიწევს ღვთის წინაშე.

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2017, 11:19 AM

"დღესაც მრავალი მაგალითია ღვთისმშობლის მეოხებისა. შარშან საოცარი ამბავი მოხდა ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში. მონასტერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "პანტანასას" ხატია დაბრძანებული. ერთხანს მონასტერს გაუჭირდა მომლოცველების მიღება-გასტუმრება. იკონომოსმა იღუმენს სთხოვა, შეეზღუდათ მათი მიღება. ერთ-ერთ მომლოცველს, რომელიც ამ დროს ვათოპედის მონასტერში იყო, უთქვამს: მთელი ღამე თეთრად გავათენე. აივანზე გავედი. ანაზდად ქალის სილუეტმა ჩამიარა თვალწინ და ტაძართან გაიარა. ათონის მთაზე ქალის გამოჩენით შეწუხებული ჩუმად უკან დავედევნეო. ამ ადამიანის თქმით, ქალი დაკეტილი სატრაპეზოსკენ წასულა, ყველა მაგიდისთვის ჯვარი გადაუსახავს. ზეთის საცავშიც შესულა და იქაც ჯვარი გამოუსახავს. ყველა ადგილებში ჯვარს სახავდა თურმე. ჩვენების შემდეგ გუშაგი ბერის გასაღვიძებლად გაიქცა.
ეს სასწაული იღუმენის ყურამდეც მივიდა. როცა გაჰყვნენ ამ ქალს ნაკვალევს, სასწაული იხილეს. ზეთიც გამრავლებული იყო, მარილიც, ფქვილიც... ყოველგვარი საკვები, რაც კი გათავების პირას იყო მისული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით გამრავლდა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ათონის მთაზე არ უნდა შეზღუდულიყო ადამიანების მისვლა, რათა მათ იქ მიეღოთ წყალობა, რომელსაც ღვთისმშობელი განსაკუთრებით უვლენს მონასტერში მყოფ ადამიანებს."

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 10:50 AM

"მსგავსად კეთილსურნელოვანი მირონით აღვსილი ჭურჭელისა, რომელიც ინარჩუნებს კეთილსურნელებას მაშინაც, როდესაც მირონი მასში თავდება, - დედა ღვთისმშობელი, რომელიც იქცა ჭურჭლად მესიისა, - აღივსო მისი მადლის კეთილსურნელებით და აწ აახლოებს უფალთან ადამიანებს თავისი ტკბილი დედეობრივი მეოხებით".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N12, 2017, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:30 PM

"ზეცის ნათება ხარ, ღვთისმშობელო,
მზის სხივში შენი ღიმილია,
შუქი ხარ, სულში ჩასაღვრელი,
ლოცვებში შობილი იდილია".

/"კარიბჭე" N9, 2017, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:52 AM

დაუჯდომლის შაბათი

დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დაუჯდომელი ლოცვის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.

საეკლესიო სწავლების თანახმად, დედა ღვთისმშობელმა VII-VIII საუკუნეებში სამგზის გადაარჩინა კონსტანტინოპოლი მტერთაგან განადგურებას. გასაკვირი არცაა, რომ მადლიერების გამოსახატავად პირველი დაუჯდომელი ლოცვა ბერძნულ ენაზე შეიქმნა და ღვთისმშობელს მიეძღვნა. გადმოცემით, დაახლოებით დიდი მარხვის მეხუთე კვირის შაბათს უხსნია პირველად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ბიზანტიის დედაქალაქი. სწორედ ამიტომ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ლოცვა ამ დღეს ყოველწლიურად იკითხება ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი წაკითხვა სხვა დროს არ შეიძლება. როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს შეუძლიათ (და კარგიც იქნება), ხშირად ილოცონ ღვთისმშობლის დაუჯდომელი.

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 07:49 PM

"კაცი ვინმე, სახელად იოანე, გაავაზაკდა და ასკაციან ბანდას ჩაუდგა სათავეში. მაგრამ პატივს კი მიაგებდა ღვთისმშობელს, დილა-საღამოს მის აკათისტოს კითხულობდა. ღმერთმა ინება მისი ცხონება ღვთისმშობლის პატივისცემისთვის და ერთი წმინდა მამა გაუგზავნა. ყაჩაღებმა ღირსი მამა შეიპყრეს და მეთაურს მიუყვანეს.
- თქვენთან სიტყვა მაქვს სათქმელი, ამიტომ ყველა შეკრიბეთ, - სთხოვა ბერმა მეთაურს.
ყველანი მოვიდნენ.
- ვინმე ხომ არ დარჩაო, - იკითხა ბერმა.
- მზარეულიო, - უპასუხეს.
- დაუძახეთო, - ითხოვა ბერმა.
მოვიდა მზარეულიც, მაგრამ ბერს თვალებში ვერ უყურებდა და თავის მიბრუნებას ცდილობდა. ბერმა უთხრა:
- ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, თქვი, ვინა ხარ და აქ რას აკეთებო?!
- მე მატყუარა ვარ, ყოველთვის ვცრუობ, - თქვა მზარეულმა, - მაგრამ რადგან ქრისტეს სახელით დამაფიცე, არ შემიძლია, სიმართლე არ გითხრა. მე ეშმაკი ვარ და ჩემმა უფროსმა ამ მეთაურთან გამომგზავნა, მიბრძანა, ვუთვალთვალო და რა დღესაც დაუჯდომელს არ წაიკითხავს, ჯოჯოხეთში წავიყვანო. დღეს შესრულდა თოთხმეტი წელი, რაც აქ ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ გამოუტოვებიაო.
მაშინ ბერმა უთხრა: - გიბრძანებ, უხილავი შეიქენ და მეტად ნუღარ გამოცდი ქრისტიანებსო. ეშმაკი კვამლივით გაქრა. ბერმა დამოძღვრა ყაჩაღები. მათგან ზოგი ბერად შედგა, ზოგმაც ცოლი მოიყვანა და კეთილი საქმეებით ღმერთს სათნო ეყო.
ამიტომაც გირჩევთ ყველას, მამაკაცებს და დედაკაცებს, ისწავლეთ "ანგელოზი წინამდგომი..." და წაიკითხეთ ლოცვით კანონთან ერთად."

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2017, 08:53 PM

"ერთხელ თავად ჰიტროფის ორი მსახური გოგონა ბატონის სახლის სხვენზე ავიდა. ძველ ნივთებსა და ათასნაირ ხარახურაში ერთმა ხამი ტილოს ფუთა ნახა. გახსნა და მშვენიერი გამოსახულება იხილა კეთილმოკრძალებული პირისა, რომელიც ჰგავდა მონაზონს, საკუთარ კანონს რომ კითხულობს. ქალიშვილი შეძრა გამოსახულებამ, მეორეს აჩვენა - იღუმენიააო. მეორემ კი ტილოს მიაფურთხა: "აი, ასე მეშინია და პატივს ვცემ შენს იღუმენიასო". სიტყვის დასრულება ვერც მოასწრო, მიწაზე დაეცა, ხელები დაეკრუნჩხა, დადამბალვდა, ვეღარც ხედავდა, ვეღარც ლაპარაკობდა.

შეშინებული მეგობარი მაშინვე გაიქცა ბატონთან და ყველაფერი მოახსენა. ევდოკია, - ასე ერქვა იმ საცოდავს, - ცოცხალმკვდარი ლოგინზე დააწვინეს და მის სიკვდილს ელოდნენ.
ღამით ევდოკიას მშობლებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა: "თქვენი ქალიშვილი ტილოზე გამოსახულ მონაზონს კადნიერად მოექცა და შეურაცხყო არა მონაზონი, არამედ მე, რამეთუ ეს გამოსახულება ჩემი ხატია, რომლის მიერ, ჩემი ძისა და ღმერთის ნებით, ვშუამდგომლობ თქვენს ქალაქსა და მის მკვიდრთ. დილით გამოუცხადეთ ყველაფერი მღვდელს და ერთად ილოცეთ ჩემი შეურაცხყოფილი ხატის წინაშე, განრღვეულს კი იმ წყაროს წყალი ასხურეთ, ტაძართან რომ მოედინება და განიკურნებაო". დილით, ლოცვის შემდეგ, ავადმყოფი განიკურნა.
ასე მოხდა გამოცხადება "კალუგის ღვთისმშობლისა".

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.27/



"დედა ღვთისა - სიმბოლოა სიყვარულისა".

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.53/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2017, 09:07 PM

"- ზაქარიასაც ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა იოანე ნათლისმცემლის შობა. "რაითა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?" - ამ შეკითხვის პასუხად მთავარანგელოზმა სასჯელი მოუვლინა მღვდელ ზაქარიას. აუწყა, რომ დამუნჯდებოდა, სანამ არ აღსრულდებოდა მისი სიტყვები. ღვთისმშობელი მარიამი კი არც განუსჯია მთავარანგელოზს. რატომ?
- მოხუც ზაქარიას მთავარანგელოზი გაბრიელი ტაძარში გამოეცხადა. კმევისას საკურთხევლის მარჯვნივ ანგელოზი იხილა. წმინდა წერილი აღნიშნავს, რომ ზაქარია ანგელოზის ხილვისას შეძრწუნდა და შიში დაეცა. მთავარანგელოზმა დაამშვიდა და უთხრა: უფალმა შეისმინა შენი ვედრება, ელისაბედი ძეს გიშობსო. ზაქარიამ არ ირწმუნა მისი სიტყვები, ეჭვი შეეპარა, როგორ შობდა ბერწი ელისაბედი ვაჟს, როცა ისინი უკვე ღრმად მოხუცები იყვნენ. მაშინ მთავარანგელოზმა თავისი ვინაობა ამცნო: მე ვარ გაბრიელ მთავარანგელოზი, უფლის წინაშე მდგომი, "მოვივლინე სიტყვად შენდა და ხარებად ამის". რადგან არ გრწმენა, იქნები დასჯილი, ვიდრე არ აღსრულდება ყოველი, რაც გახარე.
მთავარანგელოზმა ზაქარია ურწმუნოებისთვის დასაჯა. წმინდა წერილში განსწავლულ მღვდელს მრავალი მაგალითი ჰქონდა ძველი აღთქმის რჯულიდან, როგორ შვა ძე ბერწმა და ხანდაზმულმა სარამ, აბრაამის ცოლმა, რებეკამ, ისააკის ცოლმა. მიუხედავად ამისა, ზაქარიამ არ ირწმუნა მთავარანგელოზის სიტყვები.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კი, რომელსაც არ გაეგონა უმამაკაცოდ შობა ძისა, მართალია, შეაკრთო გაბრიელის სიტყვებმა, მაგრამ ღვთის ნებას დამორჩილებულმა წარმოთქვა: "აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა".

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 02:53 PM

"იგი არა მარტო ხორცით, სულითაც ქალწული იყო, გული მოხარული ჰქონდა, სიტყვა განზომილი, ჭკვიანი, სიტყვაძუნწი, საუბარში უმანკო იყო, უყვარდა კითხვა, შრომა..."

/წმ. ამბროსი მედიოლანელი
"კარიბჭე" N10, 2017, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:43 AM

"კაცი ყოველ ნიჭს ღვთისგან ღვთისმშობლის მიერ იღებს. ყოვლადწმინდა ურიგებს ნიჭებს სამყაროს".

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:11 PM

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის ხატი
"გურიიდან მომავალ ახალჯვარდაწერილ კახთა მეფე ლევანს და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია. დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ღამისთევისას ის შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი - ხახულის ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი. ხატს ზურგზე 44 წმინდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისის ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია დაცული".

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 12:44 PM

"ღვთისმშობლის ჩვენდამი მეოხებას კიდე და განი არ აქვს"

"უფლისთვის დაფარული არაფერია და როცა სათაყვანებელ დედას საქართველო შეახვედრა წილად, იცოდა, როგორი დიდი სიყვარულითა და თავადადებით შეიყვარებდნენ მას ქართველები".

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ. 21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 10:33 AM

"ოქროს ღუმელი, რომელშიც გამოცხვა პური უკვდავებისა"

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ. 29/

"დედავ, დედათა უმეტესო"

"ოქროს ღვთისმშობელო"

/"კარიბჭე" N17, 2008, გვ. 26/




მარიამი - დედოფალი ჩვენი
(ძველებრაულ ენაზე)

თვით სილამაზე და სიყვარული,
სათნოებათა წყაროს წკრიალი
ერთად შეყრილან შენში, ქალწულო,
ო! ვინ გიწოდა შენ მარიამი?!
თვით სილამაზე და სიყვარული,
თვით სიყვარული და სილამაზე -
ორივე ერთად, ერთი მთლიანი
ვაზი ცხოვრების ხარ მადლიანი,
ტაძარი ღვთისა, გულის წიაღი,
მამშვიდებელი გრილი ნიავი,
შენ - ანგელოზთა აღმატებული
სულით და ხორცით ადამიანი.
ო, ვინ გიწოდა შენ მარიამი?
დედაო ღვთისა, ხარ დღე მზიანი!
შენ გევედრება ყველა ქართველი,
ხარ მოლოდინი იმედიანი.
ო, ვინ გიწოდა შენ მარიამი?!
ჯვარცმის წინაშე თვალცრემლიანი
დედა - ტანჯული შვილის დამთმენი,
გულდამწვარი და თან ბედნიერი...
ო! ვინ გიწოდა შენ მარიამი?!
დილით გალობენ ნაზი იანი...
შენ დედოფალი ხარ ზეციერი,
ლხინი უფლისა მრავალდღიანი,
თვით სილამაზე და სიყვარული,
თვით სიყვარული და სილამაზე -
ორივე ერთად, ერთი მთლიანი,
უბიწოება შენ ხარ დიადი...
ზეცამ გიწოდა შენ მარიამი.

/მორჩილი გიორგი (ფილია)
შიომღვიმის მონასტერი
"კარიბჭე" N17, 2008, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:01 PM

"ორი ხელით კურთხევა ქალებიდან მხოლოდ ღვთისმშობელს შეუძლია".

/"ქვაკუთხედი" N6, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 11:54 AM

"კურთხეულ იყოს უკუნითი უკუნისამდე ყოვლადწმინდა მარიამის უწმინდესი გული, ყველა სათნოებისა და ყველა სრულყოფილი ნეტარების საუნჯე".

/"მრევლი" N193, 2017, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 11:12 AM

"წმინდა ეკლესია ღაღადებს, რომ ღვთისმშობელი, მარადქალწული მარიამი უმაღლესია ყველა ქმნილ გონიერ არსებათა შორის. იგი შეუდარებლად აღემატება თვით უმაღლეს ანგელოზებს - ქერუბუმებსა და სერაფიმებს, ყველა წმინდა ადამიანს. ღვთისმშობელი ყველა მიწიერი და ზეციური ქმნილების დედოფალია. სახელიც მისი - მარიამი, რომელიც ღვთის ბრძანებით მიეცა, ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2017, 02:39 PM

"იოანე მოსხს მოუთხრობდა დიონისე ასკალონელი ეპისკოპოსი: იყო ერთი ბერი იოანე მძოვარი, რომელსაც იერუსალიმიდან მოშორებით ჰქონდა კელია. ამ ღირს მამას წმინდა ადგილების მოლოცვა უყვარდა და მოივლიდა ხოლმე ასურეთს, სელევკიას, ეფესოს... წასვლის წინ გაამზადებდა ღვთისმშობლის ხატის წინ კანდელს და ეტყოდა უფლის დედას: "დიდი ხნით შორ გზაზე წავალ შეწევნითა შენითა, დამიცავი მე და თვითონ იზრუნე შენი კანდელისთვის. ისე ჰქენი, როცა შენი მონა დაბრუნდება, ჩამქრალი არ დახვდესო". ხან ორი-სამი თვის, ხანაც ნახევარი წლის მერე ბრუნდებოდა და კელიაში ღვთისმშობლის კანდელი ყოველთვის ანთებული ხვდებოდა."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.7/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:59 AM

"საგულისხმოა ერთი ამბავი, რომელიც იოანე მოსხს მოუთხრო საბაწმინდელმა მთავარმა მღვდელმა ამბა სტეფანემ: აღარ მინდოდა ჩემს მონასტერში ზიარება, რამეთუ მორწმუნესა და დიდებულს უწოდებდნენ მეფე კონსტანტინე ურჯულოს, ღვიძლი ძმის მკვლელს, რომელმაც განდევნა სამართალი და მრავალი ბოროტება ჩაიდინა. უძლურების გამო მონასტრიდან გასვლა არ შემეძლო. მამასახლისმა ბრძანა, ჩემთვის არც პური მოეცათ და არც სხვა სახმარი. ამ განსაცდელზე მეტად ის მაწუხებდა, რომ უზიარებელი ვრჩებოდი.

ერთხელ, ძილში ვიხილე, ვითომ ეკლესიაში, წმინდა მოწამეთა საფალვების წინ ვიდექი და ტირილით ვლოცულობდი. ამ დროს მოვიდა თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ტირილის მიზეზი მკითხა; შევჩივლე, უზიარებელი ვრჩები-მეთქი. გამიღიმა - მოიტანე შენი კოლოფებიო. გავიქეცი და მოვიტანე კოლოფები (სანაწილეები), მან გამივსო ისინი (უფლის ხორცით) და მითხრა: "წაიღე და ნუღარაფერს იჯავრებ, იცოდე, ამით ნურავის აზიარებ, ვინც მის (კონსტანტინეს) სახელს ახსენებს, ვინც მათთან ეზიაროს, ეშმაკთან ეზიარებაო". გამეღვიძა გახარებულს. კოლოფები სავსე დამხვდა უფლის წმინდა ნაწილებით. ისინი ისეთი სპეტაკი იყო, ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არასოდეს მინახავს. მისით ვეზიარებოდით მე და ჩემი მოწაფე ამბა ბასილი, რამეთუ ისიც მოხუცებული იყო. "

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 02:40 PM

"[იტრიის ღვთისმშობლის მიძინების] მონასტრის ამოქმედებამდე დედებს ტაძარში რამდენიმე ძველი ხატი დახვდათ - მაცხოვრის, ხელმწიფე ღვთისმშობლის , წმინდა ნიკოლოზის და იოანე ზედაზნელის. კანკელის ხატები კი დაწერილია მიტროპოლიტ კონსტანტინეს (მელიქიძე) დაკვეთით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:39 PM

"მამა გაბრიელი (ზირინიანოვი, +1915) თავიდან ოპტის უდაბნოში კარგა ხანს იყო მორჩილად, მაგრამ ერიდან (ერისკაცული მოვალეობიდან) განთავისუფლების ნებართვა ჯერ არ მიეღო. ეს აწუხებდა. ერთხელ ძილში ხედავს, თითქოს მოაბრძანებს (საეკლესიო) ბაირაღს, რომელზეც ღვთისმშობლის უცნობი ხატია გამოსახული. ამ ხატიდან კი ხმა მოესმა: "მადლობდე და ლოცულობდე ჩემდამი, რამეთუ მე შენი შემწე ვარ". გაბრიელი გულშემუსვრილი ეამბორა ღვთისმშობლის სახეს და გაიღვიძა. იმავე საღამოს მისმა მეგობარმა, მამა ნიკანდრომ მას წმინდა სერგის ლავრიდან ჩერნიგოვის ღვთისმშობლის ხატი მოუტანა - სწორედ ის, გაბრიელმა სიზმარში რომ ნახა. მეორე დღეს სახელმწიფო პალატიდან თავისი განთავისუფლების (ერისკაცული მოვალეობებიდან) ნებაც მიიღო."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2017, 12:02 PM

"1821 წლის ბერძენთა აჯანყების პერიოდში თურქი ჯარისკაცებით აივსო ათონის სავანეები. მონასტრებს მათი შენახვა და უზარმაზარი გადასახადების გადახდა დაეკისრათ. დაცარიელდა ივერთა სავანე, იქ მხოლოდ რამდენიმე ბერი დარჩა. თურქები ღამღამობით ხედავდნენ ქალს ყრმით ხელში და იფიქრეს, ამათ აქ ქალებიც ჰყავთ გადამალულიო. დაიჭირეს მონასტრის დარაჯი მამა გრიგოლი და წამების ფასად იქ ქალის ნახვას სთხოვდნენ. ნაცემმა მამა გრიგოლმა თურქები კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიიყვანა და უთხრა, "ეს არისო". შეშინებული ჯარისკაცები მიმოიფანტნენ."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:55 AM

"თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის სიახლოვეს მდებარე აღდგომის სახელობის ტაძარში დასვენებულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "შენ ხარ ვენახი". ეს ახალშექმნილი ხატი (1996წ.) კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ უფლის დედა მუდამ ჩვენთანაა.

წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვართან, მამა არჩილთან, ერთი შეწუხებული მორწმუნე მივიდა, მისთვის რომელიღაც მოძღვარს "შენ ხარ ვენახის" ხატის ასლის კურთხევაზე უარი უთქვამს. "დიდად განვიცადე, - ჰყვება მამა არჩილი, - ორიგინალის წინაშე ღვთისმშობელ მარიამს შევევედრე, რაიმე დამაფიქრებელი მაგალითი მიეცა ამ მოძღვრისთვის". რამდენიმე დღის შემდეგ ტაძარში ორი აღელვებული ქალბატონი (მათ შორის ერთი იმ მოძღვრის სულიერი შვილი აღმოჩნდა) მივიდა და მოძღვარს "შენ ხარ ვენახის" ხატთან პარაკლისის გადახდა სთხოვა. მათ ნათესავს ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ექიმები უარს ეუბნებოდნენ - ასაკოვანია და ვერ გადარჩებაო. ნათესავებმა ხელწერილით დაადასტურეს ოპერაციაზე თანხმობა. ოპერაცია მეორე დღეს იყო დაგეგმილი. მოძღვარმა პარაკლისი გადაუხადა და თან ღვთისმშობლის ხატთან ანთებული კანდელის ზეთი გაატანა, რათა ავადმყოფისთვის ოპერაციამდე ეცხოთ. მოძღვარმა ქალებს "შენ ხარ ვენახის" ლამინირებული ფოტოასლიც გაატანა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა - ტვინის სიმსივნიანი ნაწილი ავადმყოფს ამოჰკვეთეს. როცა ნაოპერაციევი გონს მოვიდა, თავთან დასვენებული "შენ ხარ ვენახის" ხატი ხელში აიღო და ცრემლიანი თვალებით ეამბორებოდა, გულში იკრავდა. სამი დღე ასე გაგრძელდა. ნათესავებმა ვერ შეძლეს ხელიდან გამოერთმიათ ხატი. სამი დღის შემდეგ, როცა მეტყველების უნარი დაუბრუნდა, დაეკითხნენ, რად არ გვანებებ ხატსო. მაშინ მან მოუთხრო, თუ როგორ ჩაიყვანეს ჯოჯოხეთში, რა იხილა იქ, როგორ იტანჯებოდნენ ცოდვილნი: მრუში, კაცისმკვლელი და ა.შ. კი მაგრამ, ხატს რატომ არ გვანებებდიო, - ჩაეკითხნენ ნათესავები. ამან ამომიყვანა ჯოჯოხეთიდანო, - მიუთითა ხატზე ჯოჯოხეთიდან დახსნილმა. საგულისხმოა, რომ ეს ქალბატონი მანამდე არ იყო ეკლესიური, არ იცოდა, რომ არსებობდა ასეთი ხატი და არც უნახავს. ოპერაციიდან

ერთი თვის თავზე ეს ქალბატონი თვითონ ეწვია მამა არჩილს, მოუთხრო, რაც თავს გადახდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს. მომხდარის შესახებ ეკლესიურმა ნათესავმა თავის მოძღვარს მოუთხრო... "მოგვიანებით ამ მოძღვარმა თავად გამოგზავნა თავისი ერთ-ერთი სულიერი შვილი, რათა ხატთან უშვილოთა შემწეობის პარაკლისი გადამეხადაო", - ბრძანებს მამა არჩილი."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 11:57 AM

"ღვთისმშობლის ეს ხატი იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა ტრაპიზონში ყოფნისას დიონისეს მონასტრის დამფუძნებელს, წმინდა დიონისეს გადასცა. 1592 წელს კი ხატი მეკობრეებმა მოიტაცეს. თვითონ ღვთისმშობელი გამოეცხადა მეკობრეთა მეთაურს და უთხრა: "ბოროტო კაცო, საპყრობილეში რატომ ჩამსვი? წამიყვანე ჩემს სახლშიო". მეკობრე ვერ მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და გზა განაგრძო. უეცრად ზღვა აბობოქრდა, მეკობრე მიხვდა სიზმრის შინაარსს, გაიქცა სკივრისკენ, სადაც ღვთისმშობლის ხატი ედო. სკივრი დალეწილი დახვდა, ხატი კი მთლიანად მირონით იყო დასველებული. მეკობრემ ხატი ხელში აიღო თუ არა, ქარიშხალი ჩადგა. ხატი უკან მიაბრძანეს. ამ ამბავმა ისე იმოქმედა, რომ მეკობრეებმა მონაზვნად აღკვეცა მოინდომეს."


"ათონური გადმოცემა მოგვითხრობს: ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვის და პარაკლისის გადახდა ჰქონდა დავალებული (იგი უეჭველად მღვდელმონაზონი ბენედიქტე ქიოტიშვილი იქნებოდა, თურქებმა ივერონის მონასტერში წირვა-ლოცვის ნება მხოლოდ მას დართეს), თვალი მოჰკრა შავოსან ქალბატონს - ცოცხით გვიდა მონასტრის ეზოს. მღვდელი გაქვავდა. ბოლოს მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: - რას აკეთებო. უცნობმა უპასუხა: - მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის დაუგვიაო.

მამა პაისი ათონელი ამგვარად ჰყვება ამ ამბავს: თვითონ ღვთისმშობელმა გამოართვა ცოცხი ეზოში მომუშავე ბერს - კარგად დაგვა არ შეგძლებია, მომეცი ცოცხი, თვითონ გამოვწმენდო.

ამ ამბავს თომას კვირაში ღამისთევის ლოცვით იხსენებენ."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 08:52 PM

"ვლაქერნის რამდენიმე ხატი გვქონდა, კერძოდ, ბედიაში, რომელიც თავხატად იწოდებოდა".

/"თვენი" წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 195/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:30 AM

"თავის სახეში შეაერთებდა დედობისა და ქალწულობის ნაკვთებს".


"ერთ-ერთი საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ივერია ღვთისმშობელს სამგზის წილის ყრით ერგო" (ე. ბუბულაშვილი).

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.8/





პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:59 AM

"ო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, გვითხარი ჩვენ, შენს შვილებს, როგორ ხარობდა შენი სული ღმერთზე - შენს მაცხოვარზე! შეჰყურებდი მის მშვენიერ სახეს და ფიქრობდი, რომ ეს ისაა, რომელსაც შიშით და სიყვარულით ემსახურება ყველა ზეციური ძალა? რას გრძობდა შენი სული, როცა გეჭირა ხელში შენი მშვენიერი პატარა? როგორ ზრდიდი მას? როგორ გტკიოდა სული, როცა იოსებთან ერთად სამი დღე დაეძებდი მას იერუსალიმში? რა ტანჯვას განიცდიდი, როცა უფალი გადასცეს ჯვარცმისთვის და იგი იტანჯებოდა? როგორი სიხარული დაგეუფლა აღდგომას? ან როგორი სევდა უფლის ამაღლებისას?

ჩვენს სულს სურს იცოდეს შენი ცხოვრების შესახებ უფალთან დედამიწაზე; შენ არ მოინდომე გადმოგეცა ყველაფერი ეს წერილობით, დუმილით დაფარე შენი საიდუმლო".

/წმინდა ბერი სილუანი
/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:16 PM

"ზოგიერთი საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ეს სასწაულმოქმედი [წილკნის] ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დახატული ქრისტეს აკვნის ფიცარზე.

მის წინაშე მხურვალედ ლოცულობდა წმინდა მღვდელმთავარი ისეც კი, რათა მისგან მიეღო რწმენა და ძალა ზეციური.

მის თაყვანსაცემად ბევრი მოდის, განსაკუთრებით შეწევნას იჩენს ხატი უშვილოების მიმართ, როცა მას მხურვალე ლოცვით ევედრებიან.

წილკნის ღვთისმშობლის ხატი მადიდებელთაგან ოდითგანვე იწირავდა და დღესაც იწირავს მხოლოდ ოქროს. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა ჯვრისწერისას დედოფალს ტაძარში გული შეღონებია და გონს მოსულა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატისთვის ოქროს სამკაული შეუწირავთ".

/"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 204/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:44 AM

"XIX საუკუნის ბოლოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კანკელის მარჯვენა მხარეს, დასვენებულ ხატში სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ჩასვენებული ყოფილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა."



"ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული ყოფილა იერუსალიმიდან შემოსვენებული ღვთისმშობლის მოსასხამის ნაწილი, ღვთისმშობლის თავსაბურავის ნაჭერი, ღვთისმშობლის ბეჭედი და, როგორც ერთ-ერთი ეპიგრაფიკული წარწერით ირკვევა, "ღვთისმშობლის ოფლი", რომლისგანაც მრავალი სნეული განკურნებულა."



"ბოლოდროინდელ მკვლევართა აზრით, მართალია, ვლაქერნის ხატმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ღვთისმშობლის სარტყელი დაკარგულად ითვლება. მკვლევართა ასეთი განცხადება უნდა მომდინარეობდეს უწმინდესი ამბროსი ხელაიას მიერ გამოთქმული შეხედულებიდან. 1920 წელს იგი ზუგდიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადმოტანილ სიწმინდეთა შესახებ აღნიშნავდა: "როგორც გადმომცეს, ეს ღვთისმშობლის სარტყელი ახლა ხატთან არაა და ვის ხელში გადავიდა და ან სად ინახება ეს ძვირფასი სარწმუნოებრივი რელიქვია, არ არის ცნობილი".
1920 წლის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ზუგდიდიდან თბილისში ჩამოტანილ სიძველეთა შორის ღვთისმშობლის სარტყელს არ იხსენიებს. ნუთუ ექვთიმე თაყაიშვილმა, როცა ზუგდიდში აღწერა და თბილისში ჩამოიტანა დადიანის სასახლეთა სიძველეები, არ მიუთითა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ქსოვილის შესახებ?!

უეჭველია, იგი მაშინაც იქნებოდა, ან კიდევ, ამ ქსოვილის შესახებ არაფერია ნათქვამი იმ ოქმებში, როცა ვლაქერნის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად 1921 წელს საზღვარგარეთ გაიტანეს, ხოლო 1945 წელს საფრანგეთიდან დააბრუნეს საქართველოში.

სიძველეთა აღწერის ოქმებში, გარკვეული თვალსაზრისით, არ დაფიქსირებულა ღვთისმშობლის სარტყელი. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს შეგნებულად არ გაუმახვილებია ყურადღება აღნიშნულ სიწმინდეზე. როცა მან 1920 წლის დასაწყისში ზუგდიდში ინახულა ვლაქენის ხატი, ამ დროისთვის მასზე სარტყელი რომ არ ყოფილიყო, უეჭველია, იგი ამ ფაქტს აუცილებლად აღნიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დროისთვის სარტყელი ხატზე იყო მიმაგრებული, თუმცა მკვლევარმა განგებ არ აღნიშნა მისი არსებობა იმ მიზეზის გამო, რომ იმდროინდელ ხელისუფლებასა და ახლად ავტოკეფალიაგამოცხადებულ ეკლესიას შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალით, სახელმწიფოს მუზეუმებში ის სიძველეები უნდა მოთავსებულიყო, რომლებიც ეკლესიისთვის რაიმე ღირებულებას არ წარმოადგენდა. თუკი ექვთიმე აღნიშნავდა, რომ ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული იყო ღვთისმშობლის სარტყელი, მაშინ იგი, როგორც უდიდესი სიწმინდე, შეთანხმების ძალით ისევ ტაძარში უნდა დარჩენილიყო, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას სახელმწიფო ვერ იძლეოდა. არადა, დაუცველობის გამო, ამ დროს ბევრი საეკლესიო სიწმინდე დაიკარგა. ვლაქერნის ხატი შემკული იყო უძვირფასესი თვლებით, რაც ზრდიდა მისი გაქურდვის საშიშროებას. შესაძლებელია ამავე მიზეზით არ დაფიქსირდა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ღვთისმშობლის სარტყელი სიძველეთა აღწერის ოქმებში. ჯერ ერთი, 1921 წელს დევნილობის გამო ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სრულყოფილი აღწერისთვის არავის სცხელოდა, ხოლო როცა განძეულობა 1945 წელს საქართველოში დააბრუნეს, ათეისტური ხელისუფლების პირობებში ამ სიწმინდის დაფიქსირებას აზრიც არ ჰქონდა."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.16-17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 12:01 PM

"მოციქულ იოანეს სახლში სიჩუმესა და სიმშვიდეს დაუსადგურებია. ამ სულიერ ატმოსფეროს არაფერი არღვევს. პატარა და მოკრძალებული ოთახი სიკვდილის სარეცლის გარშემო ორ რიგად განალგებული ჩრდილებითაა განათებული. შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ოთახში არავინაა. სინამდვილეში კი მასში ქრისტეს მთელი მხედრობაა შეკრებილი. აქ არიან მოციქულები, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიქროლეს, რათა მოძღვრის დედა თავის საუკუნო სამყოფელში გაეცილებინათ. ისინი ღვთისმშობლის სარეცელთან თავდახრილნი დგანან. დედა ღვთისა კი განისვენებს. სახეზე დაჰნათის ნეტარებისა და რაღაც იდუმალი ბედნიერების კვალი, რომელიც მწუხარების არარსებობას მოწმობს, ასევე სავსეა მოწყალებითა და შემწყნარებლობით წუთისოფლისადმი, რომელმაც მას და მის ძეს აგრერიგად მცირე თანაგრძნობა, სტუმართმოყვარეობა და სიყვარული აჩვენა".

/წმინდა ნიკოლოზ სერბი
"კარიბჭე" N17, 2009, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:52 PM

"წმინდანები გვშუამდგომლობენ უფალთან, როგორც ძმებს, ყოვლადწმინდა ქალწული გვშუამდგომლობს, როგორც შვილებს. აწ მიაპყარით თვალი მის შესავედრებელ სახეს - რაოდენ დიდია მისი კადნიერება; და სახეს მავედრებელს - როგორი მხურვალეა მისი ვედრება! განა შეიძლება მასზე წყალობა არ იყოს მოღებული? ამ აზრს ატარებს ცნობილი გამოთქმა ქებათა ქებიდან, რომლითაც, ვფიქრობ, უფალი მიმართავს ქალწულს: "შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო, ჩემო! ერთი შეხედვით შენი ერთი შემოხედვით შემოიჭერ ჩემს გულში, იარაღს ვყრი, მრისხანებას დავუტევებ, მიტევებას მოგმადლი!"

აი, როგორ წყალობას, როგორ შეწევნას მოიღებს ჩვენზე, ქრისტიანებზე, უწმინდესი მარიამი".

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი
"კარიბჭე" N17, 2009, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 09:30 PM

"[გელათის მოზაიკაზე] მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს".

/"თვენი", წიგნი 23, 11 აგვისტო - 20 აგვისტო, გვ. 211/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 09:50 PM

"ქალწული - ეს ზღვაა მადლიან ძალთა. მართლაც, ის ვრცელი ზღვაა, რამეთუ მასში, როგორც ღვთის დედაში, სულის ღვთაებრივ ნიჭთა ყველა დაუშრეტელი მდინარე ჩაედინება."


"ვინც საკუთარ დედას არ ეთაყვანება, პატივს არ სცემს, არ არის ღირსი იწოდოს ადამიანად; ვინც ღვთის დედას პატივს არ სცემს და მოკრძალებული არ არის მის მიმართ, არ შეიძლება იწოდოს ქრისტიანად."


"უმშობლებოდ დარჩენილო ობლებო! მწუხარენო, ცოდვილნო! ნუ დამწუხრდებით: გყავთ დედა, დედა ღვთისა! დედა, რომელიც მოგზაურებს შეგიფარებთ, სიღარიბეში მყოფთ დაგაპურებთ, მწუხარებაში განუგეშებთ და ავადმყოფებს განგკურნავთ, ტყვეობიდან დაგიხსნით და ცოდვებს მოგიტევებთ. ნუ იდარდებთ: თქვენ გყავთ დედა ღვთისა!"

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი
"კარიბჭე" N17, 2009, გვ.26/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:41 PM

"მოუაზრებელო სიხარულო ქრისტიანეთაო!"

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 12:12 PM

"ვენახო მადლმოსილო, ცხოვრების მტევნის მომსხმელო"


"დედა აღმატებულად საყვარელია შვილებისთვის ხორციელთა შორის; სამოციქულო ეკლესიაც ერთი და შეუდარებლად ძვირფასია მართლმადიდებელთათვის. შვილებზე განრისხებულ მამასთან დედაა შუამდგომელი შესარიგებლად; ასევე ღმერთს დაშორებულ ადამიანთათვის ღვთისმშობელია მარადის მეოხი და შემრიგებელი."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 09:59 PM

"ვერ აგიწერთ, როგორ უყვარს დედა ღვთისმშობელს ქალწულება და სიწმინდე, რადგან ის ყოვლადუბიწო ქალწულიცაა, ჩვენთვისაც ეს სურს და ასეთები ვუყვარვართ.

და როგორც კი მოვუხმობთ, მაშინვე დასახმარებლად ისწრაფვის. ვერ ასწრებ თქმას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე!" და მაშინვე, როგორც ელვა, გონებას გინათებს და გულს ნათლით გივსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, გულს კი - სიყვარულისკენ."

/ბერი იოსებ ათონელი/


"გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია..."

/გრიგოლ რობაქიძე
"კარიბჭე" N17, 2009, გვ.20, 23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 09:56 PM

"- რატომ მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ლოცვებში: "სძალო უსძლოო"-თი და როგორ ვლინდება მისი დედობრივი შემწეობა, მეოხება?

- სიტყვა "სძალი" ნიშნავს როგორც გასათხოვარ გოგონას, პატარძალს, ასევე დაოჯახებულ ახალგაზრდა ქალს. "უსძლო" კი, შესაბამისად, ნიშნავს გაუთხოვარს, ქალწულს. საინტერესო თავად ამ ორი სიტყვის ერთად მოხსენიებაა: აქ უკვე ცხადი ხდება, როგორ ლაკონურად, მაგრამ სრულიად გასაგებად ვიგებთ ჩვენ ღვთისმშობლის სიწმინდის შესახებ - იგი მართლაცდა იყო "თხოვილი" იოსებზე ფორმალურად, კიდეც შვა ძე, მხსნელი სოფლისა, მაგრამ არა ცოლქმრული თანაცხოვრებით - იგი უქორწინებელი ქალწული დარჩა, დაიცვა თავისი აღთქმა უფლისადმი.

ხატი "სძალო უსძლოო" არის უნიკალური ხატი, აქ დედა უფლისა მარტოა გამოსახული გადაჯვარედინებული ხელებით; ცოტამ თუ იცის, რომ ხატი თავისთავში იმ მომენტს გულისხმობს, როცა მარიამს ეხარა მთავარანგელოზის მიერ მაცხოვრის შობა. ეს ხატი, ანუ, რა თქმა უნდა, თავად დედა ღვთისა, არის განსაკუთრებული მფარველი ქალწულთა, გათხოვილ თუ გაუთხოვარ ქალთა. იგი ეხმარება ყველას სიწმინდის დაცვაში, ბოროტ გულისთქმებთან და ვნებებთან ბრძოლაში, ასევე სიმშვიდის მოპოვებაში".

/დიაკონი გიორგი ბერაძე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 10:22 PM

"- რატომ გადააბარა მაცხოვარმა თავისი დედა მაინცდამაინც წმინდა იოანე ღვთისმეტყველს მისდამი მზრუნველობის გამოსავლენად?

- ამის მიზეზებზე გადაჭრით არასდროს უსაუბრიათ წმინდა მამებს. თუმცა წმინდა იოანე მახარებლის პიროვნების, ასევე სახარებისეული თხრობის საფუძველზე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხზე. აქ რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: ის იყო ასაკით ყველაზე მცირე მოციქულებში და უფრო შეეფერებოდა მას შვილად; ასევე წმინდა იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მოციქული, "რომელი იგი უყვარდა იესოს".

სწორედ მას ანდო ქრისტემ საიდუმლოდ გამცემლის ვინაობა, სწორედ იგია პეტრესთან და ძმასთან, იაკობთან ერთად, ყველაზე გამორჩეული მოციქულთა შორის; ვის ანდობდა მაცხოვარი თავის უსაყვარლეს დედას, თუ არა მასთან ყველაზე დაახლოებულ, საყვარელ, ბრძენ და ერთგულ მოწაფეს, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც არ დაუტევა იგი ჯვარცმისას?"

/დიაკონი გიორგი ბერაძე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.5-6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 11:03 PM

"მახსენდება ბავშვობა. ბავშვობაში ჩვენ დავდიოდით წმინდა ილია წინასწარმეტყველის ტაძარში, ვლადიკავკაზში. იქ არის საფლავი წმინდა ანასტასიასი. ერთ კვირა დღეს, ჩვენ წავედით ტაძარში. შუა წირვის დროს დედაჩემი გამოვიდა ტაძრიდან, ჩვენ დაგვტოვა ეკლესიაში და წმინდა ანასტასიას საფლავთან მივიდა. იქ იდგა 16 ადამიანი და ტიროდა. დედაჩემს უკვირდა რატომ ტიროდა ყველა და ჰკითხა მათ. ისინი კი ასევე შეეკითხნენ ვერაფერი დაინახეო? შემდეგ კი უთხრეს, რომ პირჯვარი გადაეწერა და მუხლებზე დამდგარიყო. დადგა მუხლებზე დედაჩემი, გადაიწერა პირჯვარი და დაინახა, რომ საფლავზე დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრით ხელში. დაიწყო ტირილი დედაჩემმა და დაიხარა, რომ ფეხებზე მთხვეოდა, თუმცა გაქრა ღვთისმშობელი, შემდეგ კი ისევ გამოჩნდა. ეს იყო დღე, წირვის დროს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა აჩვენა ხალხს, რომ ის მფარველობდა იმ ქალაქს."

/ილია II
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.5-6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:13 AM

"- რატომ არის, რომ ყველანი განსაკუთრებით ღვთისმშობლის ხატისკენ მივიწევთ ეკლესიაში? რატომ "გვაკლია ყველას "დედა"?

- პატარაობიდანვე დედას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ჩვენს ამქვეყნიურ ყოფაში. საღვთო საქმეში კი უდიდესი შემწე მარადიული დედა - დედა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესია, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

/დიაკონი გიორგი ბერაძე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 08:09 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ".


"ბევრს ცდილობდნენ რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ [ღვთისმშობლის] კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ, რუს ელჩებს ნაბრძანები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შეძლეს".


"ის ნამდვილად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართია და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო".


"ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული - მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი სარკინოზთა და ეგვიპტელთა შემოსევებისას. ერთხელ, სარკინოზებს სახელგანთქმული სარდლის, მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰყავდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინოპოლი. პატრიარქმა ფოტიოსმა კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო - ხომალდები აზვირთებულმა ტალღებმა შთანთქა".


"ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია "მემატიანის" ოპერატორებმა - გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი - პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე - ტურინის სუდარისეული და მესამე - ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა".



მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი "არსებული"

ეს ხატი დაიწერა 1995 წელს, როდესაც იერუსალიმში ერთ მუსულმან გოგონას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გოგონა მართლმადიდებლად მოინათლა ღვთისმშობლის შეწევნით, რომელმაც სთხოვა ხატის დაწერა: "მინდა დაიწეროს ჩემი ხატი, რომელზედაც ჩემი სახე სევდიანი იქნება. შავით ვიქნები მოსილი. მარჯვენა ხელის სამი თითი შეკრული მექნება და ხატის სახელწოდება იქნება "არსებული".

2002 წ. 4 დეკემბერს (ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე) ხატს თვალებიდან მირონდენა დაეწყო. ღვთისმშობლის შავი სამოსი ადამიანების ღვთისგან განდგომის მაჩვენებელი და ანტიქრისტეს მოსვლის მომასწავლებელია. ღვთისმშობლის სამი შეკრული თითი წმინდა სამების, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს განასახიერებს. სახელწოდება "არსებული" გვიჩვენებს, რომ იგი ჭეშმარიტად არსებობს. მისი მადლი კი ჩვენს გადარჩენას მოასწავებს. თუ ერეტიკოსები და ქრისტეს მოწინააღმდეგები მას უარყოფენ, ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ: "შენ არსებობას, დედაო ღვთისაო, და ხარ შემწე ჩვენი ცოდვებისათვის უფლის წინაშე".

/"კარიბჭე" N17, 2017, გვ.7, 8, 10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 08:32 PM

"ვინც თაყვანს არ სცემს ღვთისმშობელს, მან არც უფალი იცის".


"ქრისტე არ შეიძლებოდა განკაცებულიყო ადამიანურ ბუნებაზე ძალადობით; აუცილებელი იყო, რათა ამ ბუნებას თვით ღაღად ეყო: "აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა", ეს იყო მასზე სულიწმინდის გარდამოსვლა, - ღვთისმშობლისეული სულთმოფენობა".


"მართლმადიდებლობა არ უშვებს ღვთისმშობელში არავითარ პირად ცოდვას, რომელიც დააკნინებდა ღვთისმშობლის ღირსებას".


"თავის უზომო მორჩილებაში ღვთისმშობელი, მიწიერი მსახურებისას, ზოგადად უფრო ჩრდილშია, რომლისაგანაც იგი გამოდის მხოლოდ გოლგოთაზე ჯვართან დგომისას. იგი თავისი დედობრივი ტანჯვით ძესთან ერთად გადის გოლგოთის გზას და ინაწილებს მას".


/დეკ. გიორგი სხირტლაძე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2017, 08:50 PM

"არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის ჟამს დაბრუნდება საქართველოში".


"ღვთისმშობლის სასწაულმოქმედება დღესაც ძლიერია".


"„ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, გამოცდები, ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულივით არის, შიშით არის შეპყრობილი.

დღეს მრავალი სირთულეა მსოფლიოში და საქართველოს წინაშე, მაგრამ ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ დაეცეს ქართველი ერი. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს საქართველოს განადგურებას.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ომფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენითა და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცმეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა რამდენიმეჯერ ვთხოვოთ დახმარება ღვთისმშობელს, წარმოვთქვათ ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელი ეს შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთაისა", და ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ ცუდი რამ დაემართოს საქართველოს.

დღეს არის დღესასწაული ჩვენი დიდი პატრონისა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ჩვენ მის მფარველობას ვგრძნობთ ჩვენი წარსულიდან".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N17, 2017, გვ.15-16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:45 PM

"გადმოცემით, თურმე ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: "ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ, გაგვიყვანე შენი შვილები ფერეითიდან შენს მიწაზე, საქართველოჩი, საქართველოჩი".

/"კარიბჭე" N17, 2017, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:43 PM

"როდესაც ახალფეხადგმული ვიყავი სულიერ ცხოვრებაში, ტაძარში ღვთისმშობლის ხატთან მივდიოდი და მას ჩემს სიხარულს, მწუხარებას ვუზიარებდი და დედიკოთი მივმართავდი. ამ სიტყვას იმხელა სიყვარულით ვამბობდი, რომ გული მევსებოდა უცხო სიხარულით".

/დეკ. ნეოფიტე (დავითაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:34 PM

"ლამარია - ასე უწოდებენ სვანები ღვთისმშობელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:36 AM

"ეკლესია [ლამარია] მოხატული იყო (უშგულის შვიდი ეკლესიიდან კიდევ ორია მოხატული - ჩაჟაშის და მურყმელის მაცხოვრისა). ეკლესიის აშენებისთანავე მხოლოდ კანკელი მოუხატავთ. წმინდა მარიამის გამოსახვისას სვანმა ოსტატმა გადაუხვია ტრადიციულ იკონოგრაფიას. ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული, რითაც გადმოცემულია მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი. ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული ამგვარი დეტალები სხვაგანაც გვხვდება სვანეთში."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:20 PM

"ზეცის ნათება ხარ, ღვთისმშობელო,
მზის სხივში შენი ღიმილია,
სითბო ხარ, სულში ჩასაღვრელი,
ლოცვებში შობილი იდილია".

/ცისანა ანთაძე, პოეტი
"კანდელი"N8, 2017, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:56 PM

"...როდესაც მშობელთა ნამემკვიდრალი თანხა დაეხარჯათ, ძმებმა სამუშაოთა დასასრულებლად შეწევნა ღვთისმშობელს სთხოვეს.

მეორე დილით კი მათი სამყოფლის სიახლოვეს ოქროსა და ვერცხლის მონეტებით დატვირთული ცხენი ნახეს..."

/"თვენი", წიგნი 25, გვ.175/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:14 PM

"მარადის ქალწული მარიამის აკვანს ამქვეყნიური პატივი და დიდება არ შემორტყმია".

/"თვენი", წიგნი 25, გვ.187/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:35 PM

"ვადიდებთ და თაყვანს ვსცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომელმაც ინება მირქმა საქართველოსი!"

/"თვენი", წიგნი 25, გვ.223/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:32 AM

"პირველი მსოფლიო ომის დროს, თურქთა შემოსევებისგან თავდაცვის მიზნით, სამეგრელოს მთავრის მოურავს სასახლის ძვირფასეულობა, რომელთა შორის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატიც იყო, ოთხ ყუთში ჩაწყობილი, სარდაფში მოთავსებულ საყინულეში შეუნახავს. შემდეგ იგი გადაუტანიათ ამავე სართულის კუთხის განჯინაში, სადაც შესანიღბავად აგურით ამოუქოლავთ და კედლისფრად შეუღებავთ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დევნილმა მთავრობამ ვლაქერნის ხატი განძეულობასთან ერთად საფრანგეთში გაიტანა, საიდანაც იგი 1945 წელს მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ხელოვნების მუზეუმის ფონდშია დაცული."

/"კარიბჭე" N18, 2009, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 10:42 PM

"[ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი] ძილშიც კი ლოცულობდა".

/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:33 AM

"სხვადასხვა დროსაა შესრულებული ჰადიშის მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ფერწერული ხატები. XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება - ელეუსას (აღჩვილების) ტიპის ღვთისმშობლის ხატი. ყრმა მაცხოვარს დედისთვის ხელები შემოუხვევია და ლოყით ეკვრის სახეზე."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:28 PM

"წმინდა დიონისე [არეოპაგელი] იერუსალიმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეხვდა. ეს მისთვის უბედნიერესი დღეები იყო. იგი ამ შეხვედრის შესახებ სწერდა წმინდა პავლე მოციქულს: "შენი ღვთაებრივი გონებით წარმოსახული რომ არ მმოძღვრიდეს, ვირწმუნებდი, რომ ეს (ქალწული მარიამი) ჭეშმარიტად ღმერთია. ნეტართა არავითარ დიდებას არ შეუძლია გადასძლიოს ეს ბედნიერება, რომელსაც ახლა მე უბედური განვიცდი და რაც ჭეშმარიტად უბედნიერესმა ვიგემე"...

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2017, 11:51 AM

"ღვთისმშობელი მხოლოდ იესო ქრისტეს დედად არ დაბადებულა, მისი სახით ყოველ ქრისტიანს საერთო დედა გამოუჩნდა".

"მრავალი საგალობელი მიემართება უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჰიმნოგრაფიული ტრადიცია მათაც "ღვთისმშობლისანს" უწოდებს".

/მამა გიორგი ტუღუში/

"მას შემდეგ, რაც ქალწულმა თავისი კეთილი ნება გამოავლინა, ანგელოზისგან გამოთქმული ღმერთის სიტყვის შესაბამისად, მასზედ სულიწმინდა გადმოვიდა, განწმინდა იგი და მას ღვთის სიტყვის მიღებისა და მშობლობის ძალა მიანიჭა".

/წმ. იოანე დამასკელი/

"ისე მგზნებარედ უნდოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავის წილხვედრ ქვეყანაში მისიონერული მოღვაწეობის აღსრულება, რომ სულთმოფენობის შემდეგ მყისვე აპირებდა გამომგზავრებას, მაგრამ ღვთისგან მიიღო ახალი უწყება, არ განშორებოდა იერუსალიმს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:14 PM

"უდიდესმა სითბომ და სიყვარულმა, რაც ქალწულმა მარიამმა მოხუცი მშობლებისგან სამი წლის განმავლობაში მიიღო, შემდგომ იესოს აღზრდაში ჰპოვა გამოძახილი".

"მისი [ღვთისმშობლის] მოსიყვარულე თვალი ყველგან თან დაჰყვება ადამიანს".

"უწმინდესი ქალწული მარიამის გახსენებაც კი გულიდან ყოველგვარ დარდასა და ნაღველს განდევნის".

/"კარიბჭე" N19, 2017, გვ.10-11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 10:30 PM

"მრწამს, რომ ყოვლადწმინდა ქალწული თავის მადლსა და ძალას ამჟღავნებს იქ, სადაც თვითონ სურს, მიდის იქ, სადაც თვითონ ნებავს და მიდის მაშინ, როცა თვითონ სურს".

/იოსებ მუნიოსი, მონრეალის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მცველი
"ქვაკუთხედი" N10, 2017, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 12:25 PM

"ერთ სასწაულზე მინდა გიამბოთ, რომელიც ჩემი იქ [ვათოპედის მონასტერში] ყოფნისას მოხდა. ბერი იოსებისთვის [ვათოპედელი] გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. მონასტრის ძმობამ მოძღვარი გამოაცილა და გზა დაულოცეა. ამ დროს მომლოცველთა გემი მოადგა ვათოპედის მონასტერს. მგზავრებს შორის ბავშვებიც იყვნენ. როგორც კი გადმოვიდნენ გემიდან, ერთხმად დაიძახეს - ღვთისმშობელიო. როცა ჰკითხეს, სად ხედავთ ღვთისმშობელსო, უპასუხეს - აი, ამ ბერის თავზე (გულისხმობდნენ მამა იოსებს) ღვთისმშობელი გამოჩნდა და კალთა გადააფარაო.

ბერის წასვლამდე მონასტერში საავადმყოფოდან უცნობმა ქალბატონმა დარეკა - მამა იოსები ნუღარ მოვა, სათანადო აპარატურა არ გვაქვსო. მამა იოსები სხვა საავადმყოფოში წაიყვანეს. ღვთის შეწევნით, ოპერაციამ კეთილად ჩაიარა. ცოტა ხნის შემდეგ იმავე საავადმყოფოდან დარეკეს - გელოდებით, სად ხართო. მონასტრის წევრებმა უპასუხეს, - თქვენგან დარეკა ქალბატონმა და აპარატურის უქონლობის გამო ავადმყოფის მიღებაზე უარი თქვაო. როგორც გაირკვა, მსგასი აპარატურა მართლაც არ ჰქონდათ იმ საავადმყოფოში. თითქოს დედა ღვთისმშობელმა გააფრთხილა მამები და აარიდა იქ მიყვანას მამა იოსები. სასწაულები დღემდე გრძელდება ათონის მთაზე."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 09:09 PM

"მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინის მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 06:34 PM

"საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთგულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა".

/"კარიბჭე" N8, 2004, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 09:41 AM

"მისი [ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის] მოწყალება ზღვის უფსკრულის მსგავსად აღმოუვსებელია და წყალუხვ მდინარეს ემსგავსება, რომელიც რწყავს და სიცოცხლით აღავსებს გამომშრალ ნიადაგს".


"ჰოი ყოვლადწმინდაო ქალწულო, დაგვიფარე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, განსაკუთრებით კი იმ უმოწყალო დღეს, როცა სული სხეულს განეყრება... მაშინ წარმოგვიდექი და შენი საფარველით დაგვიფარე საზვრეებში ბოროტ სულთაგან, ხოლო საშინელი სამსჯავროს ჟამს შენი წმინდა საფარველის ქვეშ გვამყოფე, რადგან ჩვენ მხოლოდ მის ჩრდილქვეშ შეგვიძლია თავის შეფარება!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N29, 2017, გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 09:59 AM

"სილუან ათონელი წერს: "როდესაც ის იდგა ჯვართან, მაშინ ოკეანესავით უსზღვრო იყო მისი მწუხარება. ამ ტკივილმა მის სულში გაიარა და მოიცვა უფრო მეტად, ვიდრე ადამის ტანჯვა იყო სამოთხიდან გამოდევნის ჟამს. და თუკი ღვთისმშობელი ცოცხალი დარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის ძალამ განამტკიცა იგი, რათა ძე ღვთისას აღდგომა ეხილა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2017, გვ.6-7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:24 AM

"სუფრის დამაგვირგვინებელი სადღეგრძელო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, სხვაგვარად - საყოვლადწმინდო".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 10:38 PM

გავექეცი ყოფას და
ტაძარს ფრთა შევაფარე,
ღვთისმშობელო მარიამ,
კალთა გადმომაფარე... ...
ნახე, წმინდა დედაო,
ხან, თავსაც რომ გადარებ,
ხურჯინს ჩემი ცოდვების
როგორ მძიმედ ვატარებ.
აღმართზე ავდივარ თუ
თავდაღმაზე ვეშვები,
მენატრება დამაშვრალს,
მადლი შენი პეშვების.
როგორ მინდა იხარო,
ჩემი რწმენის მარცვალო,
ფიქრი -- საყველპურიო,
ლაჟვარდებზე გავცვალო.
მოგვიტევე ცოდვები,
უგვაროს და გვარიანს
ღვთისმშობელო მარიამ!

მზია წიკლაური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:43 PM

---

"ერთხელ თურმე მამა არსენმა [კაბადოკიელმა] ფარასიდან მოშორებით, ფრიალო კლდეზე, მღვიმეში, ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერში სწირა. წირვის შემდეგ ხის აივანზე გამოვიდა. უეცრად ფიცარი ჩატყდა და მამა არსენი უფსკრულში ჩავარდა. ეს შორიდან შენიშნეს გლეხებმა. ჩავიდნენ ხრამში. მამა არსენი ცოცხალი აღარ ეგონათ, მაგრამ ის უვნებელი დახვდათ: როცა უფსკრულში ვვარდებოდი, უეცრად ვიღაც ქალმა ხელი მომკიდა, ნელ-ნელა დამსვა მიწაზე და განმშორდაო. შემდეგ ხშირად ამბობდა: - როგორც ჩვილი დედის ხელებში, ისე ვგრძნობდი მაშინ თავსო. ასეთია ხვედრი ღვთისმშობლის მორჩილისა, უფლის დედა ყოველთვის შეეწევა და ხელს აღუპყრობს თავის მადლისმიერ შვილებს..."



"ერთი წმინდა მამა ანგელოზმა ზეცად აიყვანა და ცათა სასუფეველი დაათვალიერებინა. წმინდა მამამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვერ დაინახა და სად არისო, იკითხა. დედამიწაზე, ხალხთანო, მიუგო ანგელოზმა."


"როცა ვეკითხებოდი [მამა ფილარეტს]: როგორ ხარ, მამაო, ხომ არაფერი გინდა მოგიტანო-მეთქი, მპასუხობდა: - დიდება ღმერთს, რაც მჭირდება, ყველაფერს ღვთისმშობელი მიგზავნისო."

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.30-31-37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 10:46 AM

"ღმერთი დაიბადა უბიწო და წმინდა ქალწულისაგან, უფრო მეტიც, ყოვლადწმინდისაგან, რომელიც ქალწული აღმატებული იყო ყოველგვარ ხორციელ ბილწებასა და არაწმინდა ზრახვებზე".

/"საპატრიაქროს უწყებანი" N36, 2017, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:22 PM

ტაძრად მიყვანება

"მიუხედავად მცირე ასაკისა, ღვთისმშობელი სრულიად აღვსილი იყო საღვთო მადლით და მან სხვებზე უკეთ გაიგო, თუ რა ხდებოდა მის თავს. ის კი არ მიიყვანეს ტაძარად, არამედ თავად, საკუთარი სურვილით მივიდა ღვთის მსახურებაზე, თითქოს ბუნებრივი ფრთებით ისწრაფვა წმინდა და ღვთაებრივი სიყვარულისაკენ. როდესაც მღვდელმოძღვარმა იხილა, რომ ბავშვზე საღვთო მადლი სუფევდა, შეიყვანა იგი წმინდათა წმიდაში (სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა წელიწადში ერთხელ) და სხვებიც დაარწმუნა ხალისით დათანმხებოდა ამ ფაქტს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2017, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 08:18 PM

"ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათსავნი... და მადლი, რომელიც ჩემგან გადმოვა, ჩემს ხატებზეც დაივანებს".

/"მრევლი" N171, 2014, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 09:56 PM

"ღვთისმშობელს მარჯვენა ხელზე უზის ყრმა. ყრმა ყოვლადწმინდა სახეს ლოყით მჭიდროდ ეკვრის და კისერზე ეხვევა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ომოფორიდან მისი პატარა ხელი ჩანს. მაცხოვრის მარცხენა ფეხი მცირედ მოღუნულია და ფეხისგული ჩანს, რომლითაც ცნობენ ვლადიმირის ხატს. ღვთისმშობლის მარცხენა ხელი გათანაბრებულია მკერდთან და ოდნავ ეხება მაცხოვრის სამოსს. მისი გამოსახულება თითქმის მოკლებულია მოძრაობას: თავი დახრილია ყრმისკენ".

/"მრევლი" N171, 2014, გვ.35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:49 PM

"და ყვავის ვაზი საქართველოში,
ქარვა იღვრება სავსე მტევნებად,
აქ ყველა გრძნობა დედა ღვთისმშობლის,
ჩამოიღვრება ვაზის ცრემლებად.

...ჩამორეკს ყველა ტაძარში ზარი,
თრთის ვაზის კვირტიც, ძარღვიც, ვენაც ხის;
სულში გუგუნებს საგალობელი,
"შენ ხარ ვენახი! შენ ხარ ვენახი!"

/მარი თაბაგარი
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2018, 10:33 AM

"ერთხელ რომის იმპერატორ კონსტანტინეს ცოლმა პლაკიდიამ კონსტანტინოპოლში თავისი ძის, არკადის მოსანახულებლად წასვლა გადაწყვიტა და მეუღლეს ნებართვა სთხოვა ათონის მთაზე ასვლისა, სახელდობრ, სურდა ენახა თავისი მამის, თეოდოსის მიერ აშენებული ვათოპედის მონასტერი.

მივიდა ვათოპედში. სავანიდან მის შესახვედრად მონაზვნები გამოვიდნენ. პლაკიდია თავმდაბლად და კრძალვით ტაძარში მთავარი შესასვლელით კი არ შევიდა, არამედ გვერდითი კარიდან. კარიბჭეში უხილავი არსების შეძახილი მოესმა: "შენ აქ რა გინდა? აქ მონაზვნები ცხოვრობენ, შენ კი დედაკაცი ხარ; მტერს მათი თავდასხმის საბაბს რად აძლევ? შეჩერდი, ნაბიჯი აღარ გადადგა, თორემ ცუდი რამ დაგემართება". შეშინებული დედოფალი მიწაზე დაემხო და შეწყალება ითხოვა.

ამ სასწაულის მოსაგონებლად მან ტაძარს ეკვდერი მიაშენა და ბრძანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დაეხატათ (რომელსაც "ამკრძალავი" ეწოდა) და მის წინ ჩაუქრობელი კანდელი აენთოთ."



"ერთხელ ქალაქ ურანოპოლისის მკვიდრნი მთაწმინდის სანაპირო წყლებში თევზაობდნენ. სიბნელეს დაუცადეს და ნაპირს მიადგნენ ღამის გასათევად. ორნი იყვნენ, ერთი ქალი. ფიქრობდნენ, დილაადრიან ავკრეფთ ბადეებს და შინ გავწევთო.

დასაძინებლად მოეწყვნენ, მაგრამ კოღოებით და ბაღლინჯოებით შეწუხებულებმა თვალის მოხუჭვა ვერ შეძლეს.

ეს მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასჯელად ჩათვალეს, რომელიც არის შუამდგომელი და მფარველი თავისი ბაღისა - მთაწმინდისა, რაც გაკვეთილად იქცა - არ უნდა გაეთია ღამე ქალს მთაწმინდის საზღვრებში."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:37 PM

"პრისცილას კატაკომბის ფრესკაზე (IIს.) ღვთისმშობელი იცნობა მის გვერდით გამოსახული ძველი აღთქმის წინასწარმეტყველით, რომელიც ხელს იშვერს ქალის თავს ზემოთ გამოსახული ვარსკვლავისკენ. წინასწარმეტყველს მეორე ხელში უჭირავს ტექსტიანი გრაგნილი. ზოგი მას მიიჩნევს ესაიად მისი სიტყვების გამო (60,19) - "დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად". ასევე: "აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე... ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე (ესაია 60,1-3).

ზოგიც ვალაამს უწოდებს, რადგან ის ამბობს, "მოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრელისგან" (რიცხვთა 24,17).

ღვთისმშობელს თავს ახურავს მანდილი, ისე როგორც ამას ისტორიულად ატარებდნენ ქალები. ე.ი. აქ გვაქვს რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნაჯვარი, რაც საერთო ნიშნად მიჰყვება ქრისტიანულ ხელოვნებას.

რომის კატაკომბების მხატვრობა ნათლად გვიჩვენებს, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული იკონოგრაფიული ტიპები. ღვთისმშობლის ამოსაცნობად საჭირო იყო, მასთან ერთად გამოესახათ წინასწარმეტყველი თავისივე ტექსტით."

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 07:04 PM

"ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს ხორცსა და სისხლს. როგორც წმ. მამები ამბობენ, ძე ღვთისამ ხორცი როცა შეისხა დედა ღვთისმშობელში, ხორცი ისესხა მისგან და ჩვენ როდესაც უფლისა ხორცსა და სისხლს ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხორცი და სისხლი - სწორედ მას ეზიარება მთელი მართლმადიდებელი მსოფლიო".

/მეუფე სპირიდონი (აბულაძე)
"ქვაკუთხედი" N2, 2018, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:37 PM

"ახალი აღთქმის პერიოდის წმინდა მამები დედა ღვთისას უამრავი სიმბოლური სახელით მოიხსენიებენ. მაგალითად, წმინდა თეოდორე აღმსარებელი მიმართავს მას შემდეგი სიტყვებით: "დედოფალო, მაყუალო, კიდობანო, კვერთხო, ტაკუკო (ჭურჭელი, რომელშიც ზეციური საკვები მანანა ინახებოდა), კარავო, სასაკმევლეო, ტრაპეზო, ტაძარო, სიწმინდეო, შროშანო, ადგილო უფლისაო, სავანეო ღვთისაო, ბჭეო, საყდარო, ქერობინო მხურვალეო, წიგნო დაბეჭდულო, ქარტაო (ფურცელო) ახალო, წყაროო დაბეჭდულო, მტილო დახშულო, ვარდო დაუჭკნობელო, ვაშლო სულნელო, შროშანო ყვავილო... მიჰრონო, ოქრო განწმენდილო, ძელო ულპოლველო, პორფირო, ბისონო შესთულო, უხრწნელო და შეუხებელო... საწმისო, ადგილო დამტევნელო ღვთისაო, სავანეო... ღრუბელო ნათლისაო, სასანთლეო მიმადლებულო, საქმეო, სამოთხეო, ქალაქო დიდისა მეუფისაო".

ნეტარი მარიამი, როგორც ღვთივგანდიდებული ტაძარი, კვერთხი აარონისა, ძირი იესესი, მორჩი ღვთისა, ვენახი ახლადაღყვავებული, ფიცარი აღთქმისა, კლდე, ზეთისხილი, მზე, დღე და ღამე, წმიდათა წმიდა, იყოს შემწე და მფარველი სრულიად საქართველოსი მრავალჟამიერ!"

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:17 AM

-------------

"ის სასწაული კი, რომ ოდითგან უამრავი მტერი გვესეოდა და დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ - სწორედ ყოვლადწმინდას მფარველობის შედეგია".

/მეუფე სპირიდონი (აბულაძე)
"ქვაკუთხედი" N2, 2018, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2018, 09:07 AM

"ვლოცულობ, რათა ღვთისმშობელმა ყოველთვის განუგეშოს და სიგრილით მონამოს შენი სული. ამინ".

/წმ. ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2018, 08:51 AM

"ღვთისმშობელი დედაც არის და ქალწულიც. იგი შვილისადმი სრულყოფილი სიყვარულის მაგალითია."

"დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანს ღვთისმშობელთან უნდა ყოფნა"

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.31, 32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:10 PM

"ღვთისმშობლის ხატი თითქოს ცოცხალია, ისე ჩაიკარი გულში, როგორც დედას იკრავდი, როცა პატარა იყავი. მთელი შენი ტკივილი უთხარი მას, დალტვე შენი წმინდა და სუფთა ცრემლებით და მუდმივ ნუგეშს მოიპოვებ".

/წმ. იოსებ ათონელი
"კარიბჭე" N4, 2018, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:52 PM

"ამ წმინდა უდაბნოში მამა პაისის [ათონელი] სხვა ზებუნებრივი შემთხვევებიც განუცდია: მას ნება მიეცა, ჩასწვდომოდა, თუ როგორი ღვთისმოშიში და უმწიკვლო კავშირი ჰქონდათ წმინდა იოაკიმესა და ანას, წმინდა ცოლ-ქმარს, რომელთაგანაც ჩაისახა და იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

მამა პაისის ღვთისგან ეუწყა, რომ "წმინდა იოაკიმე და ანა სრულყოფილი სულიერი ადამიანები იყვნენ, ერისკაცულ ბრძნობას მოშორებულნი. ასეთი უვნებო წყვილი არასოდეს ყოფილა. თავიდან ცალ-ცალკე ევედრებოდნენ ღმერთს, მათთვის შვილი ეჩუქებინა, მერე კი შეერთდნენ, ვითარცა ქმარი და ცოლი, არა ხორცის სურვილით, არამედ ღვთის მოშიშებით.

რამდენადაც ღვთისმშობლის ჩასახვა სიტკბოების (სიამოვნების) გარეშე მოხდა, ამიტომაც იგი იყო ყოვლადწმინდა. რა თქმა უნდა, არ იყო თავისუფალი პირველყოფილი ცოდვისგან, როგორც ამას პაპისტები ფიქრობენ, ვინაიდან ის ბუნებრივი სახით ჩაისახა, მაგრამ მისი ჩასახვა მოხდა სრულიად უვნებლად, როგორც ღმერთს სურდა, რომ ადამიანები შობილიყვნენ".

ერთხელ, საუბრისას მამა პაისი კვლავ შეეხო ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავდა მის მნიშვნელობას. მიხვდა, თანამოსაუბრეს მისი სიტყვებისა არ სჯეროდა. წამოდგა და მტკიცედ წარმოთქვა, - მე განვიცადე ეს ამბავიო. ამით ნათლად უთხრა, რომ ის, რასაც ამბობდა, მისი საკუთარი კეთილმოკრძალებული ფიქრები კი არ იყო, არამედ საღმრთო გამოცხადება.

ერთხელ მამა პაისიმ საოცარი სითბო, ენით აუწერელი ნუგეშისცემა და ძლიერი სიყვარული იგრძნო ღვთისმშობლის მიმართ. გაუკვირდა, ვერ მიხვდა, რატომ ეწვია მას ამხელა ნუგეშის გრძნობა. თარიღი ჩაინიშნა ამ მოვლენისა. მოგვიანებით შეიტყო, რომ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა დედამისი, რომელიც მას უზომოდ უყვარდა, მაგრამ ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი უფრო დიდი სიყვარულის გამო მიეტოვებინა. ამ ნუგეშისცემით ღვთისმშობელი თითქოს ეუბნებოდა ბერს: "ნუ დამწუხრდები - შენი დედა მე ვარ". ასე ვთქვათ, ღვთისმშობელმა იშვილა იგი მას შემდეგ, რაც პაისი ბერად შედგა."

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:29 PM

დაცემული ანგელოზის წინაშე დაფარული იესო ქრისტეს ქალწულისგან უბიწოდ შობა


"წინასწარმეტყველებით, მესია, მხსნელი უნდა შობილიყო ქალწულისაგან. ეს იქნებოდა ერთადერთი შემთხვევა სამყაროში - მაცხოვრის გარდა ქალწულისგან უბიწოდ არავინ იშვებოდა. როდესაც წინასწარმეტყველება აღესრულა, ეს საიდუმლოება, ღვთის განგებულებით, დაიფარა დაცემული ანგელოზისგან. მას იესო ეგონა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იშვა მარიამისა და იოსებისგან. ეს საიდუმლო რომ განცხადებულიყო ბოროტის წინაშე, ის მთელი თავისი ხელოვნებითა და ხელმწიფებით ეცდებოდა, როგორმე დაეღუპა მარიამი.

ცხადია, დაცემული სული ამას ვერ მიაღწევდა, მაგრამ თუკი თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ წმინდა ქალწული ღვთის საფარველით იყო დაფარული, შეეცდებოდა, ხელი შეეშალა იესო ქრისტეს ჯვარცმისთვის, რათა არ მომხდარიყო ჯვარცმით კაცობრიობის გამოხსნა.

დაცემული ანგელოზი სულ ეჭვობდა - იესო ხომ არ იყო ქალწულისგან შობილი, ვისგანაც უნდა მომხდარიყო კაცობრიობის გამოხსნა. როგორც მამები გვეუბნებიან, მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვის სიტყვებით, - მამაო, ამაცილე ეს სასმისი, თუ შესაძლებელ არს, მაგრამ არა როგორც მე, არამედ როგორც შენ გნებავსო, საბოლოოდ მოტყუვდა ეშმაკი და ხელი აღარ შეუშლია მაცხოვრის ჯვარცმისათვის, ანუ კაცობრიობის გამოხსნისათვის.

დაცემულ ანგელოზს ხომ უნდოდა, არ მომხდარიყო კაცობრიობის გამოხსნა; როდესაც მაცხოვარი მოწაფეებს თავისი ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდა, პეტრემ მიმართა - ნუ იქნება ასე, უფალოო, უფალი კი მიუგებს: განვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანავ... ანუ სატანის აზრს უწოდებს უფალი პეტრეს ნათქვამს, იმას,ლ რომ ჯვარცმა არ მომხდარიყო...

როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი და ჯოჯოხეთში შთავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა დაცემული ანგელოზი, რომ წინასწარმეტყველება - ქალწულისგან შობილის მიერ მოხდებოდა კაცობრიობის გამოხსნა, - აღესრულა."




"გადმოცემით ისიც ვიცით, რომ მოგვებმა დიდძალი ოქრო მიართვეს მაცხოვარს (წმინდა ოჯახი ეგვიპტეში ყოფნის დროს სწორედ ამ ოქროთი ირჩენდა თავს. მისი მცირე ნაწილი ათონის მთის ერთ-ერთ მონასტერში დღემდეა შემორჩენილი - ოქროს ფირფიტები აღმოსავლური წარწერით)."


/"კარიბჭე" N15, 2011, გვ. 48-50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2018, 02:00 PM

"ღირსმა პალადი ალექსანდრიელმა ერთხელ სტუმრებს უამბო. ერთ ღვთისმოშიშ და სტუმართმოყვარე კაცს თავმდაბალი, მორჩილი ცოლი და ექვსი წლის გოგონა ჰყავდა, რომელსაც უფლის რწმენაში ზრდიდნენ. ერთხელ, სავაჭრო საქმეების გამო ალექსანდრიიდან კონსტანტინოპოლში უნდა წასულიყო. ცოლმა ის ხომალდამდე მიაცილა და სხვათა შორის ჰკითხა: - ვის ხელთა გვტოვებ მე და შენს ქალიშვილსო.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გაბარებთო.

მალევე, როცა ეს ღვთისმოშიში დედაკაცი ქალიშვილთან ერთად, საოჯახო ხელსაქმით იყო გართული, ეშმაკმა მათ ერთ მსახურს, ქალბატონის მოკვლა და გაძარცვა შთააგონა.

დანა აიღო და ოთახისკენ გაემართა, მაგრამ ზღურბლს შეეხო თუ არა, უცაბედად დაბრმავდა და გონება ისე აერია, განძრევა ვეღარ შესძლო. მოუხმო ქალბატონს - მომიახლოვდი, ანდა გოგონა მაინც მოუშვი ჩემთანო. მაგრამ შეშინებული ქალი ახლოს არ მიეკარა. მაშინ სასოწარკვეთილმა მონამ დანა მუცელში იკრა და საკუთარი თავი დაიჭრა.

ქალბატონის ყვირილზე მსახურებმა მოირბინეს. ბოროტმოქმედი ძლივსღა სუნთქავდა. ყველამ შეიტყო, რაც მოხდა და ერთხმად ადიდეს ღმერთი, რომელიც გონებამიუწვდომელ სასწაულებს იქმს. აქეს და ადიდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მცველი და ქომაგი ქრისტიანთა ოჯახისა."

/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.53/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:24 PM

"ვერ აგიწერთ, როგორ უყვარს დედა ღვთისმშობელს ქალწულება და სიწმინდე. რადგან ის ყოვლადუბიწო ქალწულია, ჩვენთვისაც ეს სურს და ასეთები ვუყვარვართ. როგორც კი მოვიხმობთ, მაშინვე დასახმარებლად ისწრაფვის. ვერ ასწრებ თქმას: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე!" და უმალ ელვასავით გინათებს გონებას და გულს ნათლით გივსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, გულს კი - სიყვარულისკენ. არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი ამბობს: ქალწულება ანგელოზთასწორია. ის მიწიერ ადამიანს ქრისტესა და ღვთისმშობელს მიამსგავსებს, რადგან ორივენი ქალწულები იყვნენ."

/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2018, 09:36 PM

"ჯერ კიდევ I საუკუნეში წმინდა მოწამე დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო".

/"კარიბჭე" N8, 2018, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:51 PM

"1850 წელს ხმელთაშუა ზღვაში გემი შტორმში მოხვდა. ტალღებმა ტრიუმი შეანგრია და ხომალდმა ჩაძირვა იწყო. შეშინებული მეზღვაურები გამალებით ხაპავდნენ წყალს, მხურვალედ ევედრებოდნენ ღვთისმშობელს [მეგალოხარის ხატი] და მისი წყალობით დაზიანებული ხომალდი ნაპირამდე მიიყვანეს. როცა დაზიანების გამოსწორებას შეუდგნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - გემის ნახვრეტში ვეებერთელა თევზი გაჭედილიყო და შიგ წყალს არ უშვებდა. დარწმუნდნენ მეზღვაურები, რომ მათ ღვთისმშობელი დაეხმარა. სამადლობლად ტაძარს ოქრო-ვერცხლით გაკეთებული ხომალდის ასლი შესწირეს. მაკეტის ნახვრეტსაც ვერცხლის თევზი ფარავს."

/"კარიბჭე" N19, 2009, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:26 PM

ფორთოხლის ხე

"ამერიკაში მცხოვრებმა ერთმა ბერძენმა მძიმე ავადმყოფობის მერე მხედველობა დაკარგა. მას ადრე გაეგონა ღვთისმშობლის ხატის "დიდი სიხარულის" წინ აღვლენილი ლოცვებით მომხდარი სასწაულების შესახებ და ღვთისმშობელს განკურნება შესთხოვა. დაჰპირდა, რასაც პირველად დავინახავ, იმას შემოგწირავო.

ღვთისმშობლის ლოცვითა და ღვთის მადლით კაცს მხედველობა აღუდგა და პირველი, რაც დაინახა, ლამაზი ფორთოხლის ხე იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან ხარების ტაძარში ოსტატურად გაკეთებული ვერცხლის მინიატიურული ფორთოხლის ხე გაგზავნა, რომლის ტოტებზე მშვენიერი ნაყოფი და კანდელები ეკიდა."



მონარქის განკურნება

"1915 წელს საბერძნეთის მეფე მძიმედ გახდა ავად. ხალხი შიშით ელოდა მის გარდაცვალებას. სამეფო ოჯახის წევრებმა ავადმყოფთან "მეგალოხარის" ხატის მობრძანება ითხოვეს და ხატმა პირველად დატოვა ტინოსი. ის დიდი მოკრძალებით გადაასვენეს ათენში, სადაც ათასობით ადამიანი მიაცილებდა პორტიდან სასახლემდე.

უგონოდ მყოფ მეფეს მაღალი სიცხე ჰქონდა. ის მიხვდა, რომ მის გვერდით დიდი სიწმინდე იმყოფებოდა და ათრთოლებულმა ჩაიჩურჩულა, - ამბორი მსურსო. ხატზე ამბორის მერე ავადმყოფობამ უკან დაიხია. რამდენიმე კვირის მერე მეფე სრულიად გამოჯანმრთელდა. სამადლობლად მან ხატს შესწირა ოქროს ფირფიტა, რომელზეც თავად ცხენზე მჯდომია გამოსახული."

/"კარიბჭე" N19, 2009, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 04:50 PM

"ქრისტიანი ერებისათვის დედა ღმრთისა, ღმრთის მიერ შექმნილ ყველა გონიერ არსებას აღემატება...

გარეგნულად მას სხვა ქალებიდან ვერ გამოარჩევდით. როცა მის გულში ღმრთეებრივი ნათელი ნათობდა, როცა მთელი მისი გონება ზეციური აზრებით იყო გაბრწყინებული, ხოლო გული გამოუთქმელი სიხარულით ჰქონდა სავსე, - გარეგნულად უბრალოდ და ჩვეულებრივ ქალთა მსგავსად გამოიყურებოდა.

მას არასოდეს უტარებია ძვირფასი სამკაულები და სამოსელი. წმინდა მამები მოგვითხრობენ, რომ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისაგან მხოლოდ ერთი უბრალო სარტყელი დარჩა, საკუთარი ხელით მოქსოვილი".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი
"კარიბჭე" N9, 2018,გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 10:29 PM

"კოკისპირული წვიმა შეჩერდა. წყლის მღვრიე ნიაღვრები სოფლის გვერდით, მდინარეში ჩაედინება. წვიმით გადაბანილ თურქულ სოფელს მზემ დახედა.

აქ ყველა თურქი არ ცხოვრობს. ძველად, როცა დღევანდელ ერზრუმს თეოდოსიუპოლს ეძახდნენ, ბიზანტიელ მეომართა ოჯახებმა მდინარე აკამპსის სიახლოვეს გორაზე პატარა სახლები ააშენეს. ბიზანტიის იმპერიის დამხობის მერე თურქები მოვიდნენ აქ, აიძულეს აქაურები, მუსლიმანობა მიეღოთ. დადუმდნენ პატარა საყდრის ზარები და ოთხი საუკუნის მერე ადრინდელ მკვიდრთა წარმომავლობის ხსოვნაც კი გაქრა.

წვიმის მერე სიცხისაგან იწვის თურქული სოფელი. ყავახანაში რბილ ხალიჩაზე მუხლმოყრით სხედან, ყალიონს ქაჩავენ და ერთმანეთს სასაცილო ამბებს უყვებიან. უეცრად მდინარის მხრიდან სულის გამყინავი ყვირილი შემოესმათ: იქვე მოთამაშე ორი ბიჭუნა მდინარეში ჩავარდნილა და წყლის ნაკადმა გაიტაცა. უბედურების შემსწრე დედაკაცი ხალხს საშველად უხმობდა.

ყავახანა წამში დაცარიელდა. სხვებთან ერთად მდინარისკენ სოფლის მუხტარიც (ასე ეძახიან სათემოს თავკაცს) გაიქცა.

ტყუილად იწვალეს. ერთი მათგანი, ხუთი წლის ბიჭი ვერ გადაარჩინეს. მეორე - ხალხს ღიმილით უყურებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

მუხტარი მიეალერსა და ჰკითხა: - ყოჩაღ, ნამდვილი მამაკაცი დადგები, თავი რომ გადაირჩინე. ძალიან შეგეშინდა?

- არა, - გულწრფელად უპასუხა პატარამ, - მე ხელში ღვთისმშობელს ვეჭირე, მან გამომიყვანა ნაპირზე.

მუხტარი გაქვავდა:

- ღვთისმშობელი? მას საიდან იცნობ?

- ჩვენთან შინ ფიცარზეა დახატული.

მუხტარმა ეჭვიანად უთხრა:

- აბა, წავიდეთ და მანახე.

რამდენიმე წუთში ბიჭის სახლში მივიდნენ. ბებიამ და დედამ მომხდარისა არაფერი იცოდნენ და დაბნეულები უცქერდნენ საპატიო სტუმარს. შეძრწუნდნენ, როცა ბიჭმა სტუმარს პატარა კარზე მიუთითა. გზის გადაღობვა სცადეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო - მუხტარმა კარი გამოაღო.

თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალა: ციცქნა, უსარკმლო, ბნელ ოთახში ღვთისმშობლის ხატის წინ სანთელი ენთო. საკმევლის სურნელი გარეთ გადმოიღვარა. თურქი ხარბად სუნთქავდა უცნობ არომატს. შიშით გახევებულ ქალებს ენა ჩავარდნოდათ, მხოლოდ თვალებით მისჯაჭვოდნენ წმინდა ხატს და ღვთისმშობელს შეწევნას სთხოვდნენ.

სიტყვა ბაგეებზე შეეყინა მუხტარსაც, ფანატიკოს თურქ მმართველს, რომელიც ვერ იფიქრებდა, რომ თავის სოფელში ასეთ რამეს აღმოაჩენდა. ღვთისმშობლის ალერსიანმა შემოხედვამ, მის მკლავებზე დავანებულმა ღვთაებრივმა ყრმამ მასზე ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა.

- აი, ეს არის ღვთისმშობელი! ხელში ამას ვეჭირე, - უთხრა გახარებულმა ბიჭმა.

ქალები მუხტარს მუხლებში ჩაუცვივდნენ:

- ბოროტებას ნუ გაგვიკეთებ, მოწყალეო ბატონო, და შენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ღვთისმშობელს შევევედრებით.

- ესე იგი, თქვენ ქრისტიანები ხართ...

- დიახ... მაგრამ ცუდს არავის გავუკეთებთ. ჩვენ ჩვენი წინაპრების რწმენას ვინახავთ... შეგვიბრალე, ბატონო.

მუხტარი რამდენიმე წამი დუმდა. მერე კი ჩუმად, თითქოს საიდუმლო გაანდოო, უთხრა:

- ნუ გეშინიათ, მაგრამ გთხოვთ არავის უთხრათ, რომ აქ ვიყავი და ეს ვნახე... ცოტა ხნის მერე ლამპრისთვის ზეთს გამოგიგზავნით, - თქვა და გასასვლელისკენ გაემართა."

/"კარიბჭე" N16, 2010, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:18 PM

ღვთისმშობელი გრავიოტისა

"სახელი "გრავიოტისა" ხატს ეწოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იპოვეს იგი კუნძულ კეფალონიაზე, სოფელ პასტრაში.

სოფლის მთავრის, კონტეს ლიანოსის ბრძანებით, ზვრებს ასუფთავებდნენ ფოცხით (ბერძნულად გრავალა). ანაზდად ერთი მუშის ფოცხზე გამოედო ფიცარი. მუშა შეეცადა მის მოძრობას. ხელში კი შერჩა ღვთისმშობლის ხატი. შეშინებული გაიქცა კონტესთან და ყველაფერი მოახსენა.

მან უთხრა, ხატი წაეღო წმინდა დიმიტრის ეკლესიაში. იმ ღამეს კონტეს სიზმარში ღვთისმშობელი გამოეცხადა, - რატომ წამიყვანე ჩემი სახლიდანო. აკანკალებულმა კონტემ დილაადრიანად გასწია ეკლესიაში და მის მიერ უარყოფილი ხატი შინ წამოიღო.

კონტეს ინვალიდი ქალიშვილი ჰყავდა. გოგონა როგორც კი შეეხო ხატს, ფეხზე დადგა, ნელი ნაბიჯით გაიარა და ხატს ემთხვია. ამ შემთხვევის შემდეგ კონტემ ააშენა ეკლესია იქ, სადაც ხატი იპოვეს.

მას შემდეგ, ყოველი წლის 1-ელ აგვისტოს მორწმუნეებს ხმელი შროშანები მიაქვთ ეკლესიაში. წინამძღვარი აღებს სასწაულმოქმედი ხატის კიოტს და შროშანებს შიგ აწყობს. ათიდან თხუთმეტ აგვისტომდე ხმელი შროშანები აყვავებას იწყებენ, გამოაქვს თეთრი კოკრები და მწვანე ფოთლები.

ტაძრის დღესასწაულზე წინამძღვარი წმინდა ხატთან დადებულ შროშანებს ურიგებს მორწმუნე მრევლს."

/"კარიბჭე" N18, 2010, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2018, 04:52 PM

"არქიმანდრიტი ქერუბინი ერთხელ ნავსადგურიდან კალივაში ბრუნდებოდა. ჩხუბის ხმა შემოესმა. "კარგი არაფერი მოხდებაო", - გაიფიქრა და წყლის რეზერვუარისკენ წავიდა, სადაც ბერი პ-ე ერისკაც მენავეს ეჩხუბებოდა. მენავემ შეაგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი. მონაზონმა მოჰკიდა ხელი მენავეს და ძლიერი დარტყმით რეზერვუარში ჩააგდო, თან მიაძახა: "შე არამზადავ, მე ღვთისმშობლის სიყვარულისთვის უარვყავი მშობლები, სოფელი და საკუთარი თავიც. შენ აქ, მის სამეფოში, მის ლანძღვას ბედავ?"

ქერუბინმა მიირბინა, კიდევ რომ არაფერი მომხდარიყო და მენავე წყლიდან ამოათრია. საღამოთი კი თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს, მოუყვა ყველაფერს და ჰკითხა, იყო თუ არა მამა პ-ეს საქციელი ღვთისთვის სათნო. მამა გრიგოლმა ბრძანა: "წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ თუ ვინმე აგინებს ღვთის სახელს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ იგი. ის ხელით შეხების უფლებასაც კი გვაძლევს: "გააწანი სილა, შეუმუსრე ბაგე, განიწმინდე (ამ გარტყმით, - კ.კ.) ხელი შენი".

წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილი მოვალეა, შეეწინააღმდეგოს მათ, ვინც მის მოძღვარს ცილს სწამებს. მით უფრო უნდა დავიცვათ უფლისა და ღვთისმშობლის სახელები, როცა ზოგიერთნი, რომელთაც ღვთის შიში არ აქვთ, ლანძღავენ მათ".

/"კარიბჭე" N4, 2010, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 08:04 PM

"მამა იოანე კრესტიანკინისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო დედის ნაჩუქარი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც, თავის მხრივ, წინაპართაგან გადმოეცა მემკვიდრეობით. ერთხელაც, გაჭირვების გამო, ელისაბედმა (ასე ერქვა მამა იოანეს დედას) ნივთების გაყიდვა გადაწყვიტა. შესათვალიერებლად მოსულ ვაჭრებს ღვთისმშობლის ხატის გარდა არაფერი მოეწონათ.

აღელდა ქალი, იკრავდა გულში ხატს, მთელი ღამე ტირილში გაატარა, განთიადისასღა ჩაეძინა. სიზმარში ნახა, - ვითომ მათ პატარა სახლს ღვთისმშობელი ტოვებდა. დედამ გაიღვიძა და გადაწყვიტა, აღარ გაეყიდა მემკვიდრეობით მიღებული სიწმინდე და ამ ხატით აკურთხა თავისი ვაჟი ვანიაც, როცა ის დამოუკიდებელი ცხოვრების გზას შეუდგა".

/"კარიბჭე" N5, 2010, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 08:11 PM

"ერთ ზამთარს, - ჰყვებოდა მამა არსენი, - როცა დათოვლილი ბილიკით ღვთისმშობლის ტაძრისკენ მივდიოდით, არ ვიცი, ეშმაკის მოქმედებით თუ ღვთისმშობლის მიერ ჩვენი გამოცდით - ირგვლივ ისეთი სქელი ნისლი ჩამოწვა, რომ ნაბიჯს წინ ვეღარ ვდგამდით. მოძღვარი მეუბნება: - მამა არსენ, მახლობლად სახიფათო ადგილია, შეიძლება სადმე ხევში გადავიჩეხოთ. სჯობს, ღამე აქ გავათიოთ.

ისეთი ღამისთევა გვქონდა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება! გათენდა და რას ვხედავთ? ტაძრის გვერდით ვდგავართ. ეს საჩუქარი იყო უფლის დედისა.

ერთხელ იქ დაღლილ-დაქანცულნი ავედით და დიდად გვანუგეშა ღვთისმშობელმა. ტაძარში შესულებს სურნელი გვეცა ახალდაკრეფილი ვაშლებისა, რომლებიც ქალწული მარიამის ხატის წინ ეწყო. მამა იოსები უფრო თამამი გახლდათ. მითხრა: - მამა არსენ, ამ ვაშლებს ჩვენ შევჭამთ და სკვნილს ჩამოვმარვცლავთ მისთვის, ვინც ეს საჩუქრად მოიტანა. მან ეს ჩვენთვის მოიტანა, რადგან გვჭირდება.

ვაშლები ისეთი ტკბილი იყო, რომ ერთმანეთს ვეუბნებოდით, - სამოთხის ვაშლებს ჰგვანანო. შევჭამეთ თუ არა, ერთმანეთს შევხედეთ.

- რა თვეა ახლა, მამა არსენ?

თებერვალი იწურებოდა.

- ამ დროს საიდან გაჩნდა აქ ასეთი ახალთახალი ვაშლები?

მაშინვე დავემხეთ ხატის წინაშე და მადლობა შევწირეთ ღვთისმშობელს ამ ნუგეშისათვის. იმ დროს მაცივრები არ არსებობდა და უეჭველია, რომ ეს ღვთისმშობლის ზეციური საჩუქარი იყო."

/"კარიბჭე" N8, 2010, გვ. 35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 09:47 PM

"ცხოვრებაში დიდი სასოება გქონდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ის აუცილებლად მიგიყვანთ თავის ძესთან".

/არქიმანდრიტი იოაკიმე (ნიკოლაიდისი)
"კარიბჭე" N11, 2018, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2018, 10:43 PM

"ღვთისმშობელს ერთი გულისთქმითაც კი არასოდეს შეუცოდავს და მადლი არასოდეს დაუკარგავს, მაგრამ მან უდიდესი მწუხარება გადაიტანა. როცა ის ჯვართან იდგა, მისი მწუხარება ოკეანესავით უსაზღვრო იყო და მისი სულის ტანჯვა კი სამოთხიდან განდევნილი ადამის ტანჯვაზე შეუდარებლდ უფრო დიდი, რადგან მისი სიყვარული განუზომლად დიდია სამოთხეში მყოფი ადამის სიყვარულზე.

თუ ღვთისმშობელი ცოცხალი დარჩა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას უფლის ძალა განამტკიცებდა, რადგან უფალს სურდა, რომ ღმრთისმშობელს მისი აღდგომა ეხილა, ხოლო მისი ამაღლების შემდეგ კი დედამიწაზე დარჩენილიყო მოციქულების და ახალი ქრისტიანი ერის სანუგეშოდ და სასიხარულოდ".

/წმ. სილოვანე ათონელი
არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი),"წმ. ბერი სილოვანე ათონელი I-II-III" გვ. 298/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2018, 08:00 PM

"წმინდა ნიკოლოზის მონასტრის კარიბჭეში [კუნძულ ანდროსზე] გამოსახულია XV საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იტირა. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ეს 1991 წელს, სპარსეთის ყურეში ომის დაწყებისას და სერბეთის კონფლიქტებისას.

ფრესკა პირდაპირ ქვის კედელზეა დახატული და მუდმივად შროშანის სურნელი ასდის. მაგრამ ეს სურნელი უფრო მსუბუქია, ვიდრე თვითონ ყვავილისა და აშკარად განსხვავდება სუნამოს სურნელისგანაც.

დედა ნექტარია ჰყვება, თუ როგორ ტიროდა ღვთისმშობლის ხატი. ღვთისმშობელს ცრემლები ისე უხვად სდიოდა, რომ იატაკზე ტბორად დადგა. ის მონაზვნებმა ფრთხილად მოწმინდეს, ამ ცრემლების კვალი კი რამდენიმე დღე ეტყობოდა."

/"კარიბჭე" N14, 2010, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2018, 07:36 PM



"ყურგანის ოლქის ბელოოზერსკის რაიონის სოფელ ჩიმეევოს ეკლესიაში ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო, მისგან უამრავი სასწაული აღესრულებოდა, როგორც ადრე, ასევე ჩვენს დროშიც.

აი, ერთი მაგალითი: 1922 წელს 13 წლის ბიჭი ჩამოიყვანეს, დაბადებიდან ყრუ, ლოცვა აღასრულეს, ზეთი სცხეს და ბიჭს მაშინვე დაუბრუნდა სმენა. ასეთი შემთხვევა იქ უამრავი იყო: ალკოჰოლიკები სმას თავს ანებებდნენ, ნაკრომანები ნორმალური ადამიანები ხდებოდნენ, მძიმე ავადმყოფები კიბოსგან ან რაიმე სხვა დაავადებისგან იკურნებოდნენ; ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც მელოტებს, მას შემდეგ, რაც ხატს მიეახლებოდნენ, ხშირი თმები ამოსდიოდათ.

მოდიოდა და მოდიოდა ხალხი ამ სასწაულთმოქმედ ხატთან ქვეყნის ყველა მხრიდან და უცხოეთიდანაც კი. და აი, 1943 წელს, თავმჯდომარემ გადაწყვიტა, თავი გამოეჩინა ხელმძღვანელობის წინაშე, წაიყოლა თანაშემწე და ამ ხატის გასანადგურებლად ეკლესიას მიაშურა.

ტაძარში შესულმა ვერ შეძლო ხატის ადგილიდან დაძვრა. გაბრაზებული სახლში წავიდა ნაჯახისა და ძალაყინის მოსატანად, მაგრამ ტაძრიდან გამოსულს ყელიდან სისხლი წასკდა, დაიხრჩო და მოკვდა. მისმა თანაშემწემაც ვერ მიაღწია მეორე დღემდე. თუმცა ამით არ დამთავრებულა ეს ყველაფერი; ვერც ერთმა მათ შვილმა და ახლობელმა ომის დასრულებამდე ვერ მიაღწია - ყველა დაიხოცა".

/"მრევლი" N202, 2018, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:42 PM

"ერთ სოფელს მდიდარი კაცი დაეპატრონა, როცა შეიტყო, რომ აქაური თემის შემოსავალი ღვთისმშობლის ტაძრის გამშვენებას ხმარდებოდა. დაიწყო ამ კაცმა შემოსავლების მითვისება. ბერს ურჩევდა ეპისკოპოსი, თავი შეეკავებინა ამ ცოდვისგან, მაგრამ უშედეგოდ.

მოულოდნელად იგი ცხელებით დაავადდა. ავადმყოფს განრისხებული ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც მას შუბლზე ჭრილობა მიაყენა. მეორე დღეს კაცმა ეპისკოპოსს უამბო ეს ამბავი, დიდძალი თანხაც შესწირა და აღუთქვა, რომ აღარასოდეს მიითვისებდა ეკლესიისთვის განკუთვნილს.

ამის შემდეგ, დედა ღვთისმშობლის ლოცვით, ის მალე გამოჯანმრთლდა, თუმცა, მთელი ცხოვრება აჩნდა შუბლზე ნაიარევი".

/"კარიბჭე" N3, 2019, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 07:56 PM

"ანდრია ტრაპიზონელი როცა ავად გახდა, ცრემლით აღუთქვა დედა ღვთისას, რომ ქალწულობას დაიმარხავდა და იმ წუთიდან გამოჯანმრთელდა. მან ქრისტესთვის მრავალი წამება დაითმინა, მაგრამ როგორც კი ღვთისმშობლის სახელს მოუხმობდა, იმწამს ჯანმრთელი და უვნებელი დგებოდა უფლისთვის გვემული".

/"კარიბჭე" N3, 2019, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 08:34 PM

"ამ სიტყვებით მოვეფერები ყოველთა დედას: მშვენიერების წყაროვ, სამყაროს გაზაფხულო, უდაბნოს ჩრდილო, ზამთრის მზეო, წყალობის ოკიანევ, სიხარულის ოსტატო, სიბრძნის მდინარევ, ფილოსოფიის სხივო, სევდის მტერო, ცოდვის დამაქცეველო, უიმედობის განმამწარებელო, ვნებათა დამწველო, მოწყინების შემავიწროვებელო, ჭრილობის მალამოვ, ყველაზე საპატიო ტიტულის მატერებელო ღვთისმშობელო დედა! ვსასოებთ შენზე, შენი ძისა და ღმერთის მიმდევარნი".

/"კარიბჭე" N3, 2019, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:14 PM

"მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, ერთ-ერთ ეკვდერში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატია, "მწუხარედ" წოდებული. უფლის დედას თვალები აქვს დახუჭული. მრავალი ხნის მანძილზე ხატი გამუქებულა, ფერდაკარგული იყო და იშვიათად თუ ვინმე ანთებდა მის წინ სანთელს.

1986 წელს, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ვინმე მუსულმანი პოლიციელი ტაძარში ჩვეულებრივ შემოვლას ატარებდა. როცა ამ ეკვდერში შეიხედა, შეშინებული გაიქცა აღდგომის ბერძნულ ტაძარში და მღვდლებს უთხრა: იმ ეკვდერში ღვთისმშობლის ხატის გარეშემო გაბრწყინებულია. თვითონ ხატი ცოცხალივით გამოიყურება, ახელს თვალებს და ტირისო. მართლაც, ხატი სასწაულებრივად განახლდა. მას მერე ბევრს უნახავს, თვალს რომ ახელდა, ზოგიერთს კი მტირალიც უხილავს."

/"კარიბჭე" N9, 2011, გვ.29/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2019, 11:35 AM



"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაშ გაურბოდა მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გაურბოდა დიდებას. მაშინაც კი, როდესაც იგი ადიდებს უფალს იმისათვის, რომ ღირსი გახადა ასეთი პატივისა, - იგი საკუთარ თავს მხოლოდ ღვთის მორჩილ მხევლად აღიქვამს. მთავარანგელოზ გაბრიელს იგი პასუხობს: "აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ!" (ლუკ.1,38).

"ქრისტეს დიდებული ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მზის დარად გაბრწყინდა წმინდა მოციქულთა შორის".

"ვერსად ნახავთ ისეთ ქრისტიანს, რომლისთვისაც დედა ღვთისმშობელი არ იყოს ძვირფასი და მშობლიური, ვერსად იხილავთ ისეთ ტაძარს, სადაც არ იყოს დედა ღვთისმშობლის ხატი და მის წინაშე არ აღევლინებოდეს ლოცვა, რათა მეოხ გვეყოს წინაშე ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა. დედა ღვთისმშობელი არ ჩვენი რწმენა, სასოება და სიხარული, ჩვენი მეოხი და ჩვენთვის მლოცველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:36 PM

"ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისანი".

/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 08:55 PM

"ღვთისმშობელი ეს დიდების დედაა და ამიტომაც ვნატრით მის უდიადეს მდგომარეობას"

/"კარიბჭე" N8, 2019, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 10:06 PM

"ღვთისმშობელი პატარაობიდანვე სულიწმინდის გამორჩეული ჭურჭელი იყო. ეს, რა თქმა უნდა, უცებ და ასე სასწაულებრივად არავის მიენიჭება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამა იყო დავითის შტოდან, დედა - აარონის შტოდან; თითქმის ყველა წინაპარი წმინდანი ჰყავდა. ასე რომ, წინაპრები ქმნიან შთამომავლობას თავიანთი სიწმინდით, თავდადებით, გულმხურვალე რწმენით, მართალი ცხოვრებით.

ადამიდან მოყოლებული დღევანდლამდე ღვთის მიერ დაწესებული ზნეობრივი კანონების ჭეშმარიტი მასწავლებლები და დამცველები იყვნენ მისი წინაპრები. ღმერთმა გამოირჩია უფლის ტაძრიდან გამოსული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი"

/"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:25 PM

"მარადის ქალწული მარიამი, თავისი ქვეყნიური ცხოვრებისას, ყველაზე წმინდა ადამიანი იყო"

/"კარიბჭე" N9, 2019, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2019, 10:41 PM

როგორ მოხდა შობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა

"- ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში. მისი მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და ანა. იოაკიმე იუდას (დავით წინასწარმეტყველის) ტომის შთამომავალი იყო, ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონისა, ღვთისმსახურ მატთანის უმცროსი ასული (საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, რომ მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: სოფიო, მარიამი და ანა. სოფიოს ასული იყო ელისაბედი - დედა იოანე ნათლისმცემლისა. ე.ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი ელისაბედი ახლო ნათესავები იყვნენ). იოაკიმე და ანა ძალზე ღვთისმოსავები იყვნენ. იოაკიმე საოცარი გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ერთი დიდი სადარდებელი ჰქონდათ - შვილი არ ეძლეოდათ. ასე მიაღწიეს ხანდაზმულობას. უშვილობის გამო მათ ხშირად ყვედრიდნენ თანამემამულენი, რადგან ებრაელებში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა.

დიდ დღესასწაულებზე იოაკიმე და ანა ყოველთვის ადიოდნენ იერუსალიმის ტაძარში. მოწყალე იოაკიმე ყოველთვის ორმაგ მსხვერპლს სწირავდა - ერთს ღვთის სახელზე, მეორეს ღარიბ-ღატაკთათვის. ერთხელაც ტაძრის განახლების დღესასწაულზე მისულმა იოაკმემ პირველმა გადასცა მღვდელმთავარ ისახარს შესაწირავი. მან ძღვენი არ მიიღო, უშვილობა აყვედრა: - ღმერთმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევაო. იქ მყოფმა ებრაელებმაც იუკადრისეს, რომ იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი - უფლება არ გაქვს, პირველად შესწირო მსხვერპლი, რადგან შენ არ შეგიქმნია ისრაელის თესლიო.

იოაკიმე ღრმა მწუხარებით აღივსო. გადაწყვიტა, მოევლო ისრაელის თორმეტივე ტომი, რათა ენახა, მის გარდა თუ იყო კიდევ რომელიმე მართალი უშვილოდ დარჩენილი. აღმოჩნდა, რომ ყველა მართალს შვილი ჰყავდა. დადარდიანებულმა სამოღვაწეოდ უდაბნოს მიაშურა, სადაც 40 დღე-ღამე მხურვალე ლოცვაში უჭმელ-უსმელმა გაატარა.

შინ დარჩენილმა ანამ მეუღლის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, მაგრამ მის შესახებ არაფერი უწყოდა და უშვილობასთან ერთად ქმრის გაუჩინარებასაც გლოვობდა. თითქმის არავის ეჩვენებოდა. მხოლოდ გულმხურვალედ ლოცულობდა ღვთის მიმართ.

როდესაც უფლისთვის მსხვერპლის შეწირვის დღე დადგა, მხევალმა იუთინემ ანას სამეფობეჭდიანი თავსაფარი მიუტანა და უთხრა, რომ დღესასწაულზე გაჰყოლოდა. ანამ უარი უთხრა. იუთინემ უშვილობა დააყვედრა. მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსი გაიხადა, საზეიმოდ შეიმოსა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ძირას ჩამოჯდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, მისთვის შვილი მიენიჭებინა, თან მწარედ მოთქვამდა: "ვერ ვემსგავსები მიწასაც კი, რადგან მიწაც გამოიღებს ნაყოფს ჟამსა თვისსა და ისიც შენ გაკურთხებს, უფალო".

ანას წინაშე მთავარანგელოზი წარდგა და აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა - იგი დედა გახდებოდა. მისგან ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. ანგელოზმა ანას დაავალა, წასულიყო ირუსალიმში და იოაკიმეს ოქროს კარიბჭესთან შეჰგებებოდა. სიხარულით აღვსილმა ქალმა წარმოთქვა: "ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს..."

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ მალე შვილი შეეძინებოდა. იოაკიმემ მადლობა შესწირა უფალს და უდაბნოდან გამოემართა. ცოლ-ქმარი იერუსალიმის ოქროს კარიბჭესთან შეხვდა ერთმანეთს. ღვთის ტაძარში ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და შინ დაბრუნდნენ ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულ ასულს.

ცხრა თვის თავზე ხანდაზმულ იოაკიმესა და ანას შეეძინათ ასული. იუდეველთა ჩვეულების თანახმად, ახალშობილს შობიდან მე-15 დღეს უწოდეს სახელი - მარიამი, რაც დედოფალს, ქალბატონს ნიშნავს. ამგვარად მოევლინა ქვეყნიერებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იგი ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში დაიბადა. როგორც ვთქვით, მარიამი გამოვიდა ოდესღაც სახელგანთქმული დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად ყოველგვარ მიწიერ ბრწყინვალებას უკვე მოკლებული იყო. ამიტომაც ყოვლადწმინდა ქალწულის შობას ამქვეყნიური დიდება და პატივი არ მოჰყოლია..."

/"კარიბჭე" N10, 2011, გვ.52/

--------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2019, 06:51 PM


"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განუგეშებს მარტოობაში"


"ძველი აღთქმის პერიოდში არ არსებობდა ქალწულობის მუდმივი აღთქმა, მხოლოდ დროებით აღთქმას დებდნენ. წმინდა მარიამი იყო პირველი, რომელმაც ქალწულობის მუდმივი აღთქმა დადო. იმ პერიოდში მღვდელმთავარი იყო მართალი ზაქარია - იოანე ნათლისმცემლის მამა. როდესაც ქალწულისგან აღთქმის შესახებ შეიტყო, არ მოუთხოვია, დაერღვია იგი, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სჯულისამებრ ქალწულობის მუდმივი აღთქმა სათნო არ იყო ღვთისთვის. ზაქარია, ისევე როგორც მართალი იოაკიმე და ანა, შემდგოში მისი მეუღლე ელისაბედიც, ხვდებოდა, რომ წმინდა მარიამი იყო ის, ვისგანაც უნდა განხორციელებულიყო მხსნელი კაცობრიობისა. ყოვლადწმინდა ქალწული ხომ მათ თვალწინ იზრდებოდა - მისი ბავშვობიდან დაუცხრომელი ლოცვა, მისი განუხრელი მარხვა, ზეაღმატებული მორჩილება და თავმდაბლობა... ეს ყველაფერი მანამდე არნახული რამ იყო. რადგან ეს ადამიანები ღვთისგან იყვნენ განბრძნობილნი, გრძნობდნენ და ხვდებოდნენ, ვინ იყო მარიამი - ვინ უნდა განხორციელებულიყო მისგან."

/"კარიბჭე" N10, 2011, გვ.48, 54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:31 PM

"ღვთისმშობელი ტირის ჩვენი ცოდვების გამო; ქართველთა უმრავლესობა კი ეკლესიას, ეკლესიურ ცხოვრებას მოწყვეტილია, ღრემობასა და გართობა-თამაშებში კარგავს ძვირფას დროს, სხვა უარესი რომ აღარ ვთქვათ"

/"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 10:13 PM

"ვევედროთ ღვთისმშობელს, შეგვეწიოს, რომ ლოცვა ვისწავლოთ, რათა საღვთო მადლი მოვიდეს"

/"წმინდა პორფირი კავსოკალიველის ცხოვრება და სიტყვანი" გვ. 292/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 04:58 PM

"და როგორც შვილი განიცდის ღრმა მწუხარებას, როდესაც მშობლებს კარგავს, ასევე და უფრო მეტად დამწუხრებულია ადამიანი, თუ მას აკლია ქრისტე და ღვთისმშობელი"

/"წმინდა პორფირი კავსოკალიველის ცხოვრება და სიტყვანი" გვ. 214/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:35 PM

"ნუ მოუყვებით სხვებს თქვენს ფარულ სულიერ გამოცდილებებს. ეს არასწორია. ასე ღვთის მადლს ვკარგავთ. ხედავთ ღვთისმშობელს? ის მდუმარებას იცავდა. მას არ უთქვამს მართალი იოსებისთვის ხარების საიდუმლო, ეს მას ანგელოზმა უთხრა. იოსებს ეძინა და ანგელოზის ხმა გაიგონა, რომელიც უხმაუროდ, საიდუმლოდ მოვიდა. "ვერ შეეხებოდა ხელი ყოველთა". ფრთხილად! ღმერთი ძალიან იდუმალია; იმდენად იდუმალი, გვგონია, რომ არ არსებობს. იგი მათ ეცხადება, ვინც სიმდაბლის ნიჭის ღირსი გახდა".

/"წმინდა პორფირი კავსოკალიველის ცხოვრება და სიტყვანი" გვ. 439/

------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2019, 02:12 PM

"ისე როგორც ყველა დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც სტკივა გული ყველა ჩვენგანზე - სნეულებზე, ცოდვილებზე და უძღებებზე"

/"ქვაკუთხედი" N12, 2019, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2019, 10:28 PM

-----------------

"ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არავის ტოვებს უნუგეშოდ, ყველას შეიტკბობს და დედობრივ კალთას გადააფარებს".

/"კრიალოსანი" N8, 2009, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2019, 03:24 PM

"[ივერიის ღმრთისმშობლის] სახე იმდენად მეტყველია, რომ ასე საგონებელში ჩამგდები და შიშის აღმძვრელი ხატი არ მოიპოვება მთელ წმინდა მთაზე.

ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღვთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელმონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. იგი ყველა სხვა საქმისაგან თავისუფალია და დღე და ღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს ღვთისმშობლის სადიდებლად".

/"კრიალოსანი" N8, 2009, გვ.22/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:57 PM

"მარიამი ყოველ დილით ისე ადრე დგებოდა, რომ მზის პირველ სხივს ასწრებდა"

/"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2019, 08:06 PM

"პატარა მარიამისთვის ტაძარში საკვები რომ მიჰქონდათ, თავად როდი იღებდა. უძველესი დროიდან ხომ ასე იყო: უამრავი გაჭირვებული, უქონელი, უპოვარი, ხეიბარი იყრის თავს ტაძრის სიახლოვეს. თავად კი იმას მიირთმევდა, რაც ანგელოზებს მოჰქონდათ.

აქ ისწავლა დედა ღვთისმშობელმა ანგელოზებთან საუბარი. ღმერთი მას განსაკუთრებულად ზრდიდა. ამიტომაც მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა გაბრიელ მთავარანგელოზთან საუბარი, როცა გამოეცხადა ხარების ჟამს.

ტაძარში ცხოვრების მანძილზე გაბრიელ მთავარანგელოზი არაერთხელ მისულა მასთან. თავიდანვე ანგელოზთა მსახურებას იყო მიჩვეული. ზეციურნი ძალნი მასთან ერთად ლოცულობდნენ და მის ჩამოყალიბებას ყველანაირად ხელს უწყობდნენ".

/მამა ადამი (ახალაძე)
"კრიალოსანი" N12, 2008, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:46 PM

"დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განგამტკიცოთ!"

/"კანდელი" N11, 2019, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:36 PM

"304 წელს ქალაქ ნიკეაში (მცირე აზია), ვინმე კონსტანტინემ, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იხილა, ქვა ესროლა მას და ფეხითაც დაუწყო გათელვა. სიწმინდეთა შემაგინებელს ღამით, სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთსმშობელი გამოეცხადა და უთხრა: "შენ დიდი მკრეხელობა ჩაიდინე ჩემ მიმართ. მაშ, იცოდე, რომ ამით, მხოლოდ საკუთარი თავი დაგიღუპავს!" ეს ამბავი კონსტანტინემ მეორე დღეს სიცილით აუწყა მეგობრებს. ღვთის სასჯელი სულ მალე ეწია. ბრძოლის დროს ქვა ესროლეს და თავში დაჭრილი მკრეხელი უსულოდ დაეცა"

/"კარიბჭე" N2, 2020, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2020, 08:19 PM

"უდიდესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება, რომ მას შეუძლია ღვთის წინასწარმეტყველებაც შეცვალოს ადამიანის განსაცდელის შესამსუბუქებლად"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"ქვაკუთხედი" N8, 2008, გვ.18/

-------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:53 PM

"ზეციური დედოფალი დღეცისმარე ავედრებს უფალს მთელ ქრისტიანულ ერს და შემწეობას უწევს ყველას, ვინც კი დახმარებას ევედრება. იგი ხიდია, რომელიც ადამიანებს ზეცად აიყვანს, და კიბეა, რომლითაც ჩვენთან ღმერთი ჩამოდის. იგი ქომაგია ჩვენი, ჩვენი მფარველი და ჩვენს კეთილ სურვილთა ამსრულებელი. მეტი რაღა გვინდა?"

/"წერილები ათონიდან, ბერი ანთიმოზი წმინდა ანას სკიტიდან" გვ. 41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 08:35 PM

"ამის შემდეგ ყოვლადწმიდა დედოფალი გამოეცხადა წმინდა გერონდისაც - ვულევტირიების სავანის, წმ. ანას პირველი სკიტის იღუმენს. ეს სავანე სანაპიროს ახლოს მდებარეობდა და 1302 წელს ესპანელი კატალონიელების მიერ იქნა დაქცეული. დღესდღეობით მის ადგილზე ელევთერის სახელობის სენაკია აღმართული. რადგანაც ეს ადგილი არ იყო უხიფათო, წმ. გერონდამ და მასთან ერთად კიდევ ერთმა ძმამ შედარებით მაღლა აინაცვლეს და იქ ეძლეოდნენ ლოცვასა და მდუმარებას.

მამები მეტად მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათ მიერ საგმირო მოღვაწეობისათვის არჩეულ ადგილას წყალიც კი არ იყო. მაგრამ ღირსი გერონდის ლოცვით ღვთისმშობელმა ქვიდან სასმელი წყალი გადმოადინა. ღირსი მამის მორჩილმა კი დაიწყო ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანა, წყაროს წყალს მათ მოსარწყავად იყენებდა და ამით ღვთის დედის ნებას არღვევდა. ამიტომაც ცოტა ხანში წყარო დაშრა. ღირსი გერონდა მეტად დამწუხრდა. ლოცვის დროს მას კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა:

- წყალი სასმელად მოგეცით და არა ბაღის მოსაშენებლად. მიწათმოქმედება ბერის მდუმარებას უშლის ხელს.

ღვთის დედის კურთხევით წყარომ კვლავ იწყო დინება, ოღონდ ამჯერად მათი ისიხასტირიიდან შედარებით დაბლა იჩინა თავი. ეს მეორე წყარო დღესაც დის და მისი წყალი წმინდად ითვლება.

ღვთისმშობლისა და წმინდა გერონდას წყაროს სიღრმე სამ ციდას (ციდა არის სიგრძის საზომი ძველებური ერთეული. მისი სიგრძე გაჭიმული ცერისა და საჩვენებელი თითის წვერებს შორის მანძილის ტოლია) უტოლდება და რამდენი წყალიც არ უნდა ამოიღო, მაინც სამი ციდის სიღრმისა რჩება.

გემოთი ეს წყალი ორთქლს მოგაგონებს, სრულებით არა აქვს ჩვეულებრივი წყლისათვის დამახასიათებელი სიმძიმე. ხოლო ამ წყლით მორწყული მცენარეები დაუყოვნებლივ ჭკნებიან"

/"წერილები ათონიდან, ბერი ანთიმოზი წმინდა ანას სკიტიდან" გვ. 38/




"როგორც ყველა მთაწმინდელისთვის, მამა ანთიმოზისთვისაც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო სწრაფშემსმენი, და გზისმკვლევი, უსასოთა იმედი, ნუგეში, საშინელი წინამბრძოლი, იყო მისი თავშესაფარი და საფარველი"

/"წერილები ათონიდან, ბერი ანთიმოზი წმინდა ანას სკიტიდან" გვ. 34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:59 PM

"ო, როგორ უყვარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ყველა, ვინც კი იცავს ქრისტეს მცნებებს, როგორ სწუხს იმათზე, რომელნიც არ სწორდებიან"

/წმინდა სილუანი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" გვ. 23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 05:54 PM

"ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არც ერთი ზრახვით და არასდროს არ დაუკარგავს მადლი, მაგრამ მასაც ჰქონდა უდიდესი ტანჯვა; ხოლო როცა იგი იდგა ჯვართან, მაშინ უსაზღვრო, როგორც ოკეანეა, ისეთი იყო მისი მწუხარება; მისი სულის ტანჯვა შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის ტანჯვა სამოთხიდან განდევნისა, იმიტომ, რომ ღვთისმშობლის სიყვარულიც შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის სიყვარული სამოთხეში"

/წმინდა სილუანი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" გვ. 24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 08:29 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უფალმა გვაჩუქა ჩვენ"

/წმინდა სილუანი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" გვ. 25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:00 PM

"როგორც სიყვარული ღვთისმშობლისა უსაზღვროა და მიუწვოდმელი, ასევე მისი ტანჯვაც უსაზღვრო და მიუწვდომელია ჩვენთვის"

/წმინდა სილუანი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" გვ. 26/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 06:51 PM

"ღირს არსი" ღვთისმშობლის სადიდებელი, ლიტურგიაში შეიტანეს 980 წლიდან"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 06:56 PM

"ხშირად ევედრე „დედასა ნათლისასა“, უხრწნელ ღვთისმშობელს, რომ შეგეწიოს, რადგან ღვთის შემდეგ ის ყველაზე დიდი ნუგეშინისმცემელია. როცა ვინმე მის წმინდა სახელს მოუხმობს, მაშინვე იგრძნობს მის შეწევნას. ის დედაა. დედამიწაზე ყოფნისას, როგორც ადამიანი, ისიც მწუხარებდა. ამიტომ ღვთისმშობელი ძალიან თანაუგრძნობს მწუხარე სულებს და ისწრაფვის მათ დასახმარებლად."

/ბერი ეფრემ ფილოთეველი
FB/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 04:00 PM

(ივანე გიგინეიშვილის გარდაცვალების გამო)

"ვგრძნობდით, ვგრძნობდით, იმ ტკივილს, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდით და საკუთარ თავსაც კი არ უმხელდით... და მაინც ახვედით ყინწვისში, ზაზა ფანასკერეტელი მოიგონეთ. ჩამონგრეული ტაძრის კედელთან შეჩერდით, - ღვთისმშობლის ხატმა მიიპყრო თქვენი ყურადღება: ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორია იმდროინდელი ჯდომა? აი, როგორ ზის ღვთისმშობელი, - ტახტზეა, მუხლები გაშლილი აქვს, თითქოს გაშლილი კალთა ყრმის ჩასაგორებლად უნდაო"

/ანა კალანდაძე, "ერთტომეული" 1987წ. გვ.371/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 02:09 PM

"1842 წელს ოპტის უდაბნოში ერთი უნიატი ბერი, სახელად ფლავიანე, გადაასახლეს. ის მონასტერში გარეგნულად მორჩილად იქცეოდა, შრომობდა, მაგრამ ამავე დროს კათოლიციზმს და რომის პაპს განადიდებდა. იმიზეზებდა, შევუერთდებოდი მართლმადიდებლობას, პაპისთვის მიცემული საშინელი ფიცის რომ არ მეშინოდესო. ცდილობდა, ლათინთა სარწმუნოებაზე უბრალო, გაუნათლებელი ძმების გადმობირებას.

მათ შორის იყო ბერი გიორგი. მან ერთხელ მოისმინა ფლავიანეს ეკლესიის საწინააღმდეგო თხრობა ღვთისმშობელზე, საღამოს მარტო დარჩა კელიაში და როცა საბერო კანონს ასრულებდა, იფიქრა: შეიძლება მართალიც არის ფლავიანეს სარწმუნოება, ის ხომ პატიოსნად ცხოვრობსო. ამ ფიქრისას გიორგი გაქვავდა. ვერც კანონის გაგრძელება შეძლო, ვერც გაინძრა. შეშინებულმა მაშინვე შეინანა, რომ დაუჯერა ფლავიანეს და წამოიძახა: - შევცოდე შენს წინაშე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო ქალწულო, მაპატიე მე ცოდვილს! დაემხო ხატის წინაშე და უკვე თავისუფლად დაასრულა საბერო კანონი."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:38 PM

"წინა საუკუნეებში წილკანში თურმე კალია გაჩენილა და სოფელს სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა. აქაურებს ღვთისმშობლის ხატი ურემით მინდვრებზე შემოუტარებიათ. ღვთისმშობელს შეუსმენია მათი ვედრება და სოფელი შიმშილს გადარჩენილა. ეს რომ გაუგიათ მუხრანელებს, ღვთისმშობლის თავისთან წაბრძანება მოუნდომებიათ. წილკნისა და მუხრანის საზღვარზე მისულებს ვერ დაუძრავთ ურემი. ამით ღვთისმშობელმა უთხრა მუხრანელებს, წილკანს ვეკუთვნიო. ისტორიიდან ვიცით, თუ როგორ იჩოქებდნენ ღვთისმშობლის ხატის წინ და ევედრებოდნენ მტერზე გამარჯვებას ქსნისა და არაგვის ერისთავები..."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:11 PM

"ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო დღეები დგებოდა. საყდარში უნდა ეზეიმათ და კანდელისთვის ხის ზეთი შემოაკლდათ. იკონომოსმა გადაწყვიტა, სელის ზეთი (გაცილებით მდარე) ეშოვა. ნეტარმა თეოდოსიმ უფლება მისცა. როცა ზეთის ჩასხმას აპირებდა, ჭურჭელში დამხრჩვალი თაგვი ნახა. მიირბინა მოძღვართან და უთხრა: - რა გულმოდგინებით დავხურე ზეთის ჭურჭელი და ვერ გამიგია, როგორ შეაღწია თაგვმა და წაბილწა ზეთიო.

ნეტარმა კი ივარაუდა, ეს ამბავი უგანგებოდ არ მოხებოდაო. თავის თავსაც უსაყვედურა, ღვთის ძალმოსილებისა რატომ მტკიცედ არ მწამსო და იკონომოსსაც უთხრა: - ღმერთს უნდა მივნდობოდით, ძმაო, რადგან მას ყველაფრის ბოძება შეუძლია, რასაც ვისურვებთ. ხოლო ჩვენ, ურწმუნონი, იმას ვჩადით, რაც დაუშვებელია. გადაღვარე ეგ ზეთი. ცოტა მოვითმინოთ, ვილოცოთ და უფალი უხვად მოგვცემს ხის ზეთსო.

საღამოპირს ვიღაც მდიდარმა მონასტერში მოულოდნელად ზეთით სავსე უზარმაზარი ბადია მოიტანა. აავსეს კანდელები და ბევრიც დარჩა. მეორე დღეს კი ღვთისმშობლის დღესასწაული ღირსეულად იზეიმეს."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 03:29 PM

"ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ჯერ არც ზუგდიდში ვყოფილვარ და, ცხადია, არც იქ, ისტორიულ მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართისთვის მიცია თაყვანი. ქრისტიანული სამყაროს ეს უდიდესი სიწმინდე ჩვენს სამშობლოშია დავანებული და, სამწუხაროდ, ქართველთა უმეტესობა ჩემსავით ჯერაც არ მიახლებია მას.

გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთში ღამის გასათევად ერთი მოხუცი ებრაელი ქალის სახლში გაჩერდნენ. იქ სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა, მიეცათ რა ამ სიწმინდის ახლოს ღამის გათენების საშუალება, აუღეს ზომები კიდობანს, რომელშიც ის ინახებოდა და შემდეგ მისი ასლი და ოქროთი მოქარგული საფარი იერუსალიმში შეუკვეთეს. უკანა გზაზე ნაზარეთში ნამდვილი ყალბით შეცვალეს, ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და დააბრძანეს წმინდა მოციქულთა - პეტრეს და მარკოზის სახელობის ტაძარში, სადაც საიდუმლოდ ინახავდნენ. თუმცა მის მიერ მოხდენილმა მრავალრიცხოვანმა სასწაულმა აიძულა ძმები, რელიკვიის შესახებ ეამბათ ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ გენადი I-ისთვის.

შედეგად, 469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული კვართი შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნის ყურის სანაპიროზე აშენებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში (ვლაქერნის ეკლესია). ამ მოვლენასთან დაკავშირებით დადგინდა "ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნაში დასვენების დღის" ყოველწლიური აღნიშვნა. მოგვიანებით ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი, რომლებიც VI ს-ის მსოფლიო კრების დადგენილებით გახსნილ ღვთისმშობლის აკლდამაში აღმოაჩინეს.

არსებობს ორი მოსაზრება ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან; მეორის მიხედვით, კვართი ჩვენში მოხვდა მე-15 საუკუნეში, კონტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

სიწმინდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.

თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში, ჯუზეპე მარია ძამპი რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: "ამ ხალხს ბევრი რელიკვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიკვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიკვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიკვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთიმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი - ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება".

ბევრს ცდილობდნენ იმერეთის სამეფო კარზე მყოფი რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ. რუს ელჩებს პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შესძლეს. ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ ჰკითხა ზაქარია მიტროპოლიტს, უნახავს თუ არა მას ნამდვილად ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და აღუნიშნავს, რომ იგი წიგნების მცველის მიერ ყოფილა მოტანილი იმ დროს, როცა წმინდა ხატები დევნას განიცდიდნენ საბერძნეთში. "ის ნამდვილად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო". თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა ნაწილებიც.

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სარკინოზთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ სარაცინებს სახელგანთქმული სარდლის მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინოპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღლევებულმა ტალღებმა შთანთქა.

საეკლესიო გადმოცემამ მრავალი ცნობა შემოგვინახა ყოვლადწმიდა მარიამის კვართის სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალის შესახებ. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, 1855 წელს სამეგრელოში ომერ ფაშას მეთაურობით შემოჭრილა ოსმალთა რაზმი და ხობის მონასტრის მიდამოები საომარ ასპარეზად უქცევია. შეშინებული მოსახლეობა და სასულიერო პირებიც კი მთებში გახიზნულან. მხოლოდ ერთი ბერი, პეტრე ჟორდანია, დარჩენილა მონასტრის დარაჯად. მტერს განზრახული ჰქონდა ეკლესიის იარაღის საწყობად გადაქცევა, მაგრამ ერთ საღამოს ტაძარს ნათელი დაადგა. შეშინებულმა თურქებმა მონასტრის მიდამოები მაშინვე დატოვეს.

მეორე დიდი სასწაული 1891 წელს აღესრულა. მაშინ მონასტერი გაუძარცვავთ და ღვთისმშობლის კვართი სანაწილე კუბოსთან ერთად გაუტაცებიათ. ხალხმა შეიტყო თუ არა მომხდარის შესახებ, მაშინვე ალყა შემოარტყა ტაძრის მიდამოებს და გაიძახოდა: "ნურც ბერი, ნურც ერი ნუღა ვიქნებით ცოცხალი, თუ ამ სიწმინდეს დავკარგავთო". სამი დღის შემდეგ კვართის კუბო მონასტრის მახლობლად ბუჩქებში ჩაესვენა, სადაც ღამის წყვდიადში ზეციდან ნათლის სვეტი დაადგა. მივიდნენ სოფლის მცხოვრებნი და ნახეს, კუბოს წინ სანთელი ენთო. ამ სასწაულის შემდეგ ხალხს გაუორკეცდა სიყვარული და სასოება დედა ღვთისას კვართისადმი. მოსახლეობამ, თავისი სურვილით, დააწესა ყოველ ღამით სამი კაცის მორიგეობა მონასტრის გარშემო, რათა აღარასოდეს დაეკარგათ ეს უდიდესი სიწმინდე.

2000 წელს კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივით გახდა შესაძლებელი. ის კინოსტუდია "მემატიანის" ოპერატორებმა აღმოაჩინეს.

დაილოცოს უფლის განგებულება: აღმოსავლეთ საქართველოში მაცხოვრის კვართი გააძლიერებს რწმენაში შერყეულ ქართველს, დასავლეთ საქართველოში კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი. ერთს კი ვისურვებდით მოკრძალებით, თუ ეს შესაძლებელი იქნება, ღვთისმშობლის კვართმა რომ დატოვოს მუზეუმის კედლები და მცირე ხნით თბილისში, ანდა სულაც სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვერთის გვერდით დაბრძანდეს და უფრო მეტ ქრისტიანს მიეცეს საშუალება სიწმინდესთან მიახლებისა. ეს მართლაც რომ დიდებული მოვლენა იქნებოდა."

/კახაბერ კენკიშვილი
"კარიბჭე" N14, 2012 გვ. 54/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2020, 07:31 PM

"მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, პირველი აკათისტო შეიქმნა ბერძნულ ენაზე და მიეძღვნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, სამადლოდ მის მიერ კონსტანტინოპოლის სამგზის გადარჩენისა მტერთაგან განადგურებისაგან მე-7-8 საუკუნეებში. იგი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა, რათა საყოველთაოდ ყოფილიყო ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის შაბათ დღეს. დაახლოებით იმ დროს მოხდა ღვთისმშობლის მიერ კონსტანტინოპოლის პირველი ხსნა მტერთაგან. ამ შაბათს ეწოდება დაუჯდომლის შაბათი და ცისკრის ლოცვაში ჩაერთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკათისტო."

/"კარიბჭე" N14, 2012, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2020, 07:47 PM

"როგორც პირველი ქალწული ეურჩა ღმერთს და შესცოდა, ისე ამ ურჩობის საპირისპიროდ ქალწულმა მარიამმა მორჩილება გამოავლინა და ქალწულ ევას გამოენაცვლა."

პირველქმნილი ცოდვის მსჯავრი პირმშომ გამოისყიდა, ხოლო გველის ცბიერება ქალწული მარიამის მტრედის უმანკოებით იქნა დაძლეული და ასე დაიმსხვრა ადამის შთამომავლობის სიკვდილსმიმბმელი ბორკილები.

/"კარიბჭე" N14, 2012, გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:17 PM

"ვინც რწმენითა და წრფელი გულით ილოცებს ღვთის დედის წინაშე, მისთვის ზეციური დედოფალიც გულმოდგინედ ლოცულობს თავის ძისა და უფლის წინაშე. უფალი კი ყოველივეს მისი ვედრებისამებრ აღასრულებს და არავის დატოვებს თავისი საღმრთო მოწყალების გარეშე"

/"კარიბჭე" N8, 2020, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 09:23 PM

"ცნობილია, რომ წმინდა იოანეს [ოქროპირი] გარდაცვალებისა და 431 წლის ეფესოს კრების შემდეგ ქალწული მარიამი ღვთისმშობლად გამოცხადდა და მისი კულტი იმდენად გაძლიერდა, რომ მარიამის ადამიანური თავისებურებების მოხსენიება უკვე ცოდვადაც (არა კანონიკურ, მაგრამ ფაქტობრივ) კი მიიჩნეოდა, ღვთისმშობელში ყველაფერი აბსოლუტურ სრულყოფილებად ითვლებოდა"

/"კარიბჭე" N16, 2014, გვ.69/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2020, 10:06 PM

"რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში ერთ ადამიანს ავტოავარია მოუხდა, ხევში გადავარდა. აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. მის მშობელს დასიზმრებია ქალი - მე პანტანასა ვარ, ვათოპედში ვცხოვრობ. შენი შვილი კარგად იქნებაო. მეორე დღეს საავადმყოფში მისულს შვილი შედარებით უკეთ დახვედრია. რამდენიმე ხანში გაუწერიათ კიდეც საავადმყოფოდან.

დედამ უამბო შვილს სიზმარი. ყმაწვილმა მოიძია ტელეფონების წიგნში ვათოპედის მონასტერი. ბერებმა უპასუხეს. ახალგაზრდა კაცამ ბერებს უთხრა, - იქნებ პანტანასას სთხოვოთო. ბერები გაკვირვებულები დარჩნენ - ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატიაო. მერე საუბარში ყმაწვილს უთქვამს, პანტანასას წყალობით გადავრჩიო"

/"კარიბჭე" N16, 2014, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 05:10 PM

"ყოვლისმომცველია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა. უსაზღვროა ღვთისმშობლისადმი გადმოფრქვეული მადლი და უფლებები. იგი თავისი სიყვარულით მთელ დედამიწას დედობს, ყველა ადამიანის გულს ხედავს, ყველა ეცოდება და სწყალობს. ცხოვრების მძიმე წუთებში შეიძლება ხორციელი დედა არ იყოს ჩვენს გვერდით, ანდა ვერ შეძლოს, რომ განჭვრიტოს ჩვენი გულისტკივილი, დაგვეხმაროს, დედა ღვთისას კი ცხოვრების ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივმართოთ შეგვეწიოს და დაგვიცვას. თუმცა მან ჩვენი თხოვნის გარეშეც იცის, რა გვინდა.

განსაკუთრებულია დედა ღვთისას მფარველობა მის წილხვდომილ ქვეყანაზე, ქართველ ერზე. იგი არის ჩვენი ქომაგი ღვთის წინაშე, მისი შუამდგომლობა ყველა წმინდანის შუამდგომლობას აღემატება. ჩვენი დედაა სულით და ახლობელია ბუნებით, როგორც ადამიანი. თავისი გულმოწყალებით გვიფარავს, შეგვეწევა, ავედრებს თავის ძეს ყველა ადამიანის სულს, "რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ვედრებად დედა ძისა მიმართ შეწყალებად მვედრებელთა მისთა".

/დეკ. დავით შენგელია
"კარიბჭე" N17, 2013, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2020, 09:14 PM

"ეკლესიის გარეშე ვერ ვიქნებით, ყოველთვის ილოცეთ დედა ღვთისმშობლისადმი. ბავშვებს ჯერ ღვთისმშობლის ლოცვა ასწავლეთ, რადგან ზეციური დედოფალი ყოველთვის ბავშვებთანაა"

/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 03:57 PM

" - წმიდაო მამაო, როგორ მოვიხვეჭო სულიერი სილამაზე?

- თუკი სათნოებათა მოსახვეჭად საღმრთო სიფხიზლით იღვაწებ, სულიერ სილამაზესაც მოიხვეჭ. ღვთისმშობელი ფლობდა გარეგნულ და შინაგან სილამაზეს. ვინც მას დაინახავდა, სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნებოდა. სულიერი სიფაქიზე, რომელსაც იგი ფლობდა, კურნავდა სულებს. თავისი შინაგანი სილამაზითა და მადლის ძალით იგი მისიონერულ ღვაწლს აღასრულებდა. და ასევე, ნებისმიერი ადამიანიც, თუკი იგი სულიერად იღვაწებს, დახვეწს თავის ხასიათს, იქნება კურთხეული და ლამაზი სულით შეიმკობა".

/მამა პაისი მთაწმინდელი "ვნებები და სათნოებები", გვ.123/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2020, 10:35 PM

"ახალ აღთქმაში და საერთოდ, ყველაზე თავმდაბალი, ადამიანთა შორის - ღვთისმშობელია"

/ილია მეორე
"კარიბჭე" N11, 2020, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2020, 09:57 PM

"გფარავდეთ დედა ღვთისა წმიდითა საფარველითა თვისითა ყოველსა დღესა ცხოვრებისა თქვენისასა, მრავალი ნუგეში გცეთ ცხოვრების გზაზე".

/სქემარქმიანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
"სთესეთ სიკეთე" გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:47 PM

"როდესაც საშუალება მოგეცემა, ჩამოდი წმინდა ნინოსთან და ღვთისმშობელთან. ივერია მისი წილხვედრია და მას არავინ გაუშვია დამწუხრებული თავისი წილხვედრი მხარიდან"

/სქემარქმიანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
"სთესეთ სიკეთე" გვ.180/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:32 PM

"გიყვარდეთ დედა ღვთისა და იგი გაცხონებთ თქვენ"

/სქემარქმიანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
"სთესეთ სიკეთე" გვ.243/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:49 PM

"იყავი ბრძენი, ღვთისმშობლისაგან ისწავლე ყოველი სათნოება და, რაც მთავარია, მორჩილება. ღვთისმშობელი ყველაფერში ღვთის ნებას ემორჩილებოდა"

/სქემარქმიანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)
"სთესეთ სიკეთე" გვ.247/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:35 PM

"რომ არა შენი შუმდგომლობა, ღვთისმშობელო, სიწმინდე ვერავისში გამოვლინდებოდა... არავის შეუძლია გადარჩეს, თუ არა შენით, ღვთისმშობელო".

/კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე
"კარიბჭე" N12, 2020, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 02:51 PM

"როგორც მზის სხივი გადის მინაში ისე, რომ არ შლის მას, ასევე უბიწო ქალწულისაგან შობილმა ობრუნებოვანმა ღმერთკაცმა, უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, არ დაარღვია მისი ყოვლადწმინდა დედის სიწმინდე და უბიწოება და იგი მარადქალწული დარჩა".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2020, 08:32 PM

"ღვთისმშობლის ხატის წინაშე მლოცველი წმინდა გრიგოლ პალამა იმეორებდა: "გაანათე ჩემი სიბნელე" და ღვთისმეტყველების ნიჭი მოიხვეჭა. უნდა ითქვას, რომ ღვთისმშობლის სიყვარული ქრისტეს სიყვარულთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ჩვენ გვიყვარს ღვთისმშობელი, რადგან ქრისტე გვიყვარს, ან გვიყვარს იგი, რადგან გვინდა, რომ ქრისტე გვიყვარდეს".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.21/

---------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2020, 08:58 PM

"ნეა სკიტის ხარების კალივაში რამდენიმე ძმა დიდ სქემაში აღკვეცეს პანტანასას ხატის წინაშე. ეს ხატი მთელი საძმოს მფარველი და ნუგეში გახდა, თითოეული ჩვენგანის სულიერი სიხარული და ნავსაყუდელი. ბერის [იოსებ ვატოპედელი] მისდამი სიყვარული ჩვენს სულებშიც გადმოიღვარა".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი" [1.7.1921 - 1.7.2009] გვ. 388/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 09:55 PM

"ნეტარია მორჩილი სული: უყვარს იგი ღმერთს. მორჩილ წმინდანებს ეფერება ცა და დედამიწა, უფალი აძლევს დიდებას, იცხოვრონ მასთან "სადაც მე ვარ, იქ იქნებიან ჩემი მსახურნიც". ყველაზე მაღლა მორჩილებით ღვთისმშობელი დგას; ამიტომ ეფერება მას დედამიწაზე ყველა ტომი და გვარი, ამიტომ ემსახურება მას ყველა ზეციური ძალა; თავისი დედა მოგვცა ჩვენ უფალმა დამხმარედ და ქომაგად".

/წმ. სილუანი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" ტ.3, გვ. 157/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2020, 02:04 PM

"[ღმრთისმშობელი] ჩვენი ნამდვილი დედა, ექიმი, მზრუნველი და მფარველია! ჩვენი სულიერი გარანტია".

/ბერი იოსებ ვატოპედელი
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი" [1.7.1921 - 1.7.2009] გვ. 537/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 01:15 PM

,,ღვთისმშობელი როგორც სხეულით, ისე სულით და გულით ქალწული იყო. მას ახასიათებდა კეთილგონიერება, წინდახედულობა, ღვთისმორჩილება, წიგნიერება, იყო სიტყვასწორი, წინდახედული, ღვთისმოშიში, ყოველგვარ ქება დიდებას გაურბოდა. იგი არასდროს არავის ურისხდებოდა, ქცევით მუდამ მორიდებული იყო, საქციელი წყნარი და ხმა თანაბარი ქონდა. შინიდან მხოლოდ ეკლესიაში წასასვლელად გამოდიოდა. არასდროს გაიცინებდა და არც გაგულისხმდებოდა. მისთვის უცხო იყო ნებიერობა, მუდამ ალალმართალი, უბრალო და უყვედრებელი იყო. ფიქრითაც კი არასოდეს შეუცოდავს, მუდამ სხვისთვის ლოცულობდა,სხვებს ეხმარებოდა, საჭმელს თითქმის არ ჭამდა. აშკარად ემჩნეოდა სასოება და ღვთისმორჩილება.''

/ წმინდა ამბროსი მედიოლანელი და წმინდა ეპიფანე კვიპრელი
"კარიბჭე" N2, 2021, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 08:08 PM

"ღვთისმშობლის საფარველი საქართველოზე მისი უპირატესობა როდია, არამედ ღვთისმშობლის მოწოდებაა მისი მიბაძვისკენ".

/"კარიბჭე" N2, 2021, გვ. 40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2021, 08:19 PM

"რწმენით ილოცეთ ღვთისმშობლისა და წმინდანების წინაშე. მათ ესმით ჩვენი ლოცვები და ჩვენი საიდუმლო აზრებიც კი იციან. ეს ნუ გაგაკვირვებთ. მთელი ზეცა სული წმიდით ცხოვრობს, უწინ არც მე მესმოდა, როგორ შეეძლოთ ზეცაში მყოფ წმინდანებს დაენახათ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ როცა ღვთისმშობელმა მამხილა ჩემს ცოდვებში, მაშინ მივხვდი, რომ ისინი სული წმიდით გვხედავენ და იციან მთელი ჩვენი ცხოვრება".

/ღირსი სილუანე ათონელი
"ღირსი სილუანე ათონელი" გვ.148/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 09:09 PM

"გამოუთქმელი იყო ჯვართან მდგომი ღვთისმშობლის მწუხარება, რადგან მას უფრო მეტად უყვარდა ძე თვისი, ვიდრე ამის წარმოდგენაა შესაძლებელი; და ჩვენ ვიცით, რომ ვისაც უფრო მეტად უყვარს, მეტადაც იტანჯება. ხორციელი ბუნების კანონით, ღვთისმშობელს თავისი მწუხარება ვერ უნდა გადაეტანა, მაგრამ იგი ღვთის ნებას მიენდო და სული წმიდამ განამტკიცა, მისცა ამ მწუხარების მოთმენის ძალა. შემდგომში კი უფლის ამაღლების მერე, ღვთისმშობელი გახდა ყოველი კაცის დიდი ნუგეშინისმცემელი მწუხარებაში".

/ღირსი სილუანე ათონელი
"ღირსი სილუანე ათონელი" გვ.84/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2021, 08:21 PM

"ცოდვებში ვიხრჩობოდი და დიდი ხანია ჯოჯოხეთში ვიქნებოდი, უფალს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს რომ არ შევბრალებოდი. ოჰ, რა მშვიდი, წყნარი, ზეციური ხმა აქვს ღვთისმშობელს, ასეთს ამქვეყნად ვერსად გაიგონებთ".

/ღირსი სილუანე ათონელი
"ღირსი სილუანე ათონელი" გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2021, 08:45 PM

"სიმდაბლის ყველაზე მაღალ ხარისხს ღვთისმშობელმა მიაღწია, ამის გამო ყოველი ერი ნეტარს უწოდებს მას, მასვე მსახურებს ყველა ზეციური ძალა, და უფალმა თვით დედა თვისი მოგცა შემწედ და მფარველად".

/ღირსი სილუანე ათონელი
"ღირსი სილუანე ათონელი" გვ.51/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 04:27 PM

"ღვთისმშობელს არაფერი დაუწერია თავისი მწუხარების შესახებ, საერთოდ, ცოტა რამ ვიცით მისი ცხოვრებიდან, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშობლის სიყვარულის სავსებას მისი ძისა და ღმერთისადმი.

უფლით იყო მოცული ღვთისმშობლის გული, ყველა მისი ფიქრი, მთელი სული, მაგრამ მას სხვა რამეც მიეცა: უყვარდა ხალხი და მხურვალედ ლოცულობდა კაცთათვის, ახალი ქრისტიანებისთვის, რათა უფალს განემტკიცებინა ისინი, ლოცულობდა მთელი სოფლისთვის, რათა ყველას მიეღო ცხონება. ამ ლოცვაში იყო მისი ნუგეში და სიხარული ამა სოფლად.

ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშობლის სიყვარულის სავსებას, მაგრამ ვიცით, რომ:

რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო მეტად იტანჯება სული;

რაც უფრო სავსეა სიყვარული, მით უფრო სავსეა ღვთის შემეცნება;

რაც უფრო სრულია სიყვარული, მით უფრო წმინდაა ცხოვრება.

ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ჩასწვდება ღვთისმშობლის სავსებას, ამიტომაც გვჭირდება ადამის სინანული, მაგრამ ნაწილობრივ, როგორც სული წმიდა გვასწავლის, ჩვენც შეგვიძლია გავიგოთ ეს სიყვარული".

/ღირსი სილუანე ათონელი
"ღირსი სილუანე ათონელი" გვ.114/

------------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 09:08 PM

"ვინც არ აღიარებს წმინდა მარიამს ღვთისმშობლად, რადგან მან ღმერთის სიტყვა ხორციელად შვა: ანათემა".

/"კარიბჭე" N5, 2021, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 08:19 PM

" - ნაწარმოებზე მუშაობისას თუ გქონიათ ისეთი ადგილები, დიდი ხნით რომ შეუფერხებიხართ და როგორ სძლევდით მათ?

- ძალიან ხშირად... ერთმა სიტყვამ კი, უკვე მერე, პირდაპირ მომსპო - თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, ასე ვთქვათ, "ეპითეტი" უნდა შემეფარდებინა, როგორია... წინადადება ასე იწყებოდა" "ლამაზია რომ, როგორც რო..?" და მერე? როგორც რო რა? ღვთისმშობლისადმი მოწიწებით მიძღვნილი ეპითეტები თუ შედარებები მაშინ ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი, და გინდაც მცოდნოდა, ვერც ერთს ვაკადრებდი ამაღლებულიდან ჩემს დაბალ ქაღალდზე გადმოტანას, - "თვენახევარი არაფერი მიკეთებია, და მერე, უცებ - ლამაზია, რომ როგორც რო... - თვითონ!" მგონი, სწორი ვიყავი, ღვთისმშობელს სხვა რამ რა შეედრება, თუ არა თვითონ, მოწიწებლური ქებათა ქება, სადიდებელი, სამადლობელი, - სხვაა"

/გურამ დოჩანაშვილი
"კარიბჭე" N5, 2021, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2021, 09:07 PM

"ნესტორიანული დავები, რომელშიც ანტიოქიური ქრისტოლოგიის დეფექტები აშკარად გამოვლინდა, მაშინ დაიწყო, როდესაც იმპერატორმა თეოდოსი II-მ ანტიოქიელი პრესვიტერი ნესტორი მიიწვია და კონსტანტინოპოლის კათედრა შესთავაზა. მას შემდეგ, რაც იგი იმპერიის დედაქალაქის მთავარეპისკოპოსი გახდა, ნესტორმა იმის შესახებ დაიწყო ქადაგება, რომ ქალწულ მარიამს ღვთისმშობელი არ უნდა ეწოდოს, რადგან მან ღმერთი კი არა ადამიანი შობა. მას მიაჩნდა, რომ სახელი "ღვთისმშობლი", რომელიც V საუკუნისთვის უკვე ფართოდ გავრცელებული და წმინდა გარდამოცემის ნაწილად ითვლებოდა, ღვთისმშობელს ნესტორი უკეთეს შემთხვევაში, ერთგვარ რიტორიკულ სიტყვად აღიარებდა".

/"კარიბჭე" N5, 2021, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 09:37 PM

"როდესაც ზეციურ დედოფალს - ღვთისმშობელს მიმართავ, ლოცვის დაწყებამდე მტკიცედ გწამდეს, რომ მისგან ისე არ გამობრუნდები, რომ წყალობა არ მიიღო. ამგვარი რწმენის გარეშე მისადმი ლოცვა კადნიერება და უგუნურებაა და დაეჭვება შეურაცხყოფს მის მოწყალებას ისევე, როგორც უფლის მოწყალების შეურაცხყოფაა, როდესაც მას ლოცვით მიმართავენ და თხოვნის შესრულების იმედი არა აქვთ".

/"სათნოებათა თაიგული" გვ.209/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 07:59 PM

"ღვთისმშობელს რომ ღირსეულად თაყვანი სცე, ჯერ საკუთარი მშობელი დედის პატივისცემა უნდა ისწავლო; ხოლო უფალ იესო ქრისტესთვის მამის ჯეროვანი თაყვანისცემისთვის - საკუთარი ხორციელი მამისთვის პატივის მიგება: "მცირედში სანდო დიდშიც სანდოა, და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა".

/წმ. იოანე კრონშტადტელი
"სათნოებათა თაიგული" გვ.64/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 01:23 PM

"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას ღვთისმშობელი არავის აპატიებს"

/ღირსი გაბრიელ სალოსი
"ქვაკუთხედი" N1-2, 2021, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:51 PM

"ყველაზე სარწმუნო მოსაზრებით, ღვთისმშობელმა 72 წელი იცოცხლა ამქვეყნად და მიიძინა ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს".

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 01:25 PM

"სავარაუდოდ, ტერმინი "ღვთისმშობელი", ალექსანდრიის სკოლაში წარმოიშვა. ამ ტერმინის გამოჩენას ეკლესიის ისტორიკოსი, სოკრატე, ორიგენეს სახელს უკავშირებს და მიუთითებს, რომ ეს სიტყვა რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ორიგენეს კომენტარების I ტომში ყოფილა, რომელიც დღემდე არ არის შემონახული. ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, სადაც ამ ტერმინს ამოვიკითხავთ, არის დოკუმენტი, რომელიც ცნობილია, როგორც "ალექსანდრიის ეპისკოპოსთ კრების ეპისტოლე" პავლე სამოსატელის მიმართ, კრებას წმინდა დიონისე ალექსანდრიელი თავმჯდომარეობდა. ამ "გზავნილში" ქრისტე წმინდა ქალწულ მარიამ ღვთისმშობლისაგან ხორცშესხმულად მოიხსენიება"

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 07:18 PM

"ჩვენი ღვთისმშობლის შესახებ არსებული ყველა დოგმატური სწავლება მის ორ სახელშია გამოხატული, ესენია: ღვთისმშობელი და მარადის ქალწული".

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 07:46 PM

"წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, "ვინც მარიამს ღვთისმშობლად არ აღიარებს - ღმერთისაგან განკვეთილია".

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 08:02 PM

"ადამს ეძლევა ერთადერთი თანაშემწე - ევა; ღმერთს კი, მხოლოდ ერთადერთი ყოველი ქმნილებიდან, ყოვლადწმინდა ქალწული გამოუჩნდა თანაშემწედ, რადგან სხვა არავინ აღმოჩნდა ღვთის სახირების თანაზიარი, რათა თანამშრომლად გამოსდგომოდა უფალს".


"შეგვეწიოს ზეციური დედოფლის მადლი".

/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 09:48 PM

"თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს, - გაიხსენე დედაღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა!"

/"სულიერი მდელო" გვ. 432/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 09:05 PM

"ღვთისმშობლის თაყვანისცემა მართლმადიდებლური ღვთისმოსაობის სულია, მისი ის გულია, რომელიც ათბობს და აცოცხლებს სხეულს. ქრისტეს სიყვარული ღვთისმშობლის სიყვარულისაგან განუყოფელია... ვინც მარიამს პატივს არ მიაგებს, მან არ იცის იესო ქრისტეს რწმენა, რომელიც ღვთისმშობლის თაყვანისცემას არ შეიცავს, სხვა რწმენაა, ეკლესიურისგან განსხვავებული ქრისტიანობაა".

/დეკ. სერგი ბულგაკოვი
"კარიბჭე" N10, 2021, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2021, 07:57 PM

"ქრისტიანულ სიმბოლიკაში თეთრი ვარდი განასახიერებს უმანკოებას, სიწმინდეს, უბიწოებას, ქალწულ მარიამს. წითელი ვარდი გულმოწყალებისა და მოწამეობის სიმბოლოა, რომელიც ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდა. ვარდების ყვავილწნული ზეციური ნეტარების, ციური ვარდის, ღვთისმშობლის სიმბოლოა. ვარდის ეს სიმბოლური მნიშვნელობანი ქრისტიანობის პირველ წლებში შემოვიდა ხმარებაში. წმინდა ამბროსი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა ვარდს ეკლები. ვიდრე ვარდი ამქვეყნიური მცენარე გახდებოდა, იგი სამოთხის ბაღში ხარობდა და მას ეკლები არ ჰქონდა. მხოლოდ ადამისა და ევას დაცემის შემდეგ გაუჩნდა ვარდს ეკლები, რათა კაცობრიობისათვის შეეხსენებინა პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა და მათი სამოთხიდან განდევნა, თუმცა, ვარდის სურნელი კვლავ აღუძრავს ადამიანებს სამოთხეში განცხრომით ცხოვრების მოგონებას. შესაძლოა, ამ გადმოცემის გავლენით უწოდებენ მარიამ ღვთისმშობელს "უეკლო ვარდს", ვინაიდან საეკლესიო სწავლებით, მარიამი საღვთო მადლით (და არა ბუნებით) ყოვლადუბიწო და უცოდველ ადამიანად ითქმის".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ.368/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2021, 03:41 PM

"ერთხელ, სამზარეულოში, დედაღვთისა იხილა, რომელმაც ლამბაქებისა და ჭიქების დალაგება ასწავლა. სწავლება ხდებოდა თვალის დახამხამებაში. ამის შემდეგ, დედა მაკრინე ამბობდა, რომ ღვთისმშობელი კარგი დიასახლისი იყო, მოხერხებული, სწრაფი და ჩვენც გვასწავლის, როგორ უნდა ვიშრომოთო".

/"კარიბჭე" N12, 2021, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 06:30 PM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, როგორც ადამიანი, ამ სოფლის ყველა მკვიდრზე მეტად იტანჯებოდა. არასოდეს იქნება ადამიანი, მასზე მეტი მწუხარება რომ განეცადოს. რატომ? სხვა დედებსაც ხომ უნახავთ თვალწინ როგორ უკვდებოდათ შვილები, სხვა დედებსაც გადაუტანიათ ეს სატანჯველი. იმიტომ კი არა, რომ მათი შვილების სიკვდილი თითქოს ტრაგიკული არ იყო. რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არავის აქვს ყოვლადმინდა ღვთისმშობლის სულის მსგავსი აბსოლუტური მგრძნობიარობა და კეთილშობილება, რომ ამგვარი უდიდესი ტკივილი განიცადოს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი
"კარიბჭე" N12, 2021, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 01:35 PM

"ბერს [იოსებ ვატოპედელს] განსაკუთრებული, უბიწო სიყვარული ჰქონდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიმართ, რაც თავისი მოძღვრისგან ერგო მემკვიდრეობად. ლოცვის დროს მას "უტკბილეს დედიკოს" უწოდებდა. გვეუბნებოდა, რომ ღმრთისმშობელი ახალი ქმნილების დედაა, ჩვენი დედაა. მასთან დედაშვილური სიყვარულის ურთიერთობა ჰქონდა და ამიტომაც ამბობდა: "ვგრძნობ ყოვლადწმიდა დედას, ვგრძნობ მის სიყვარულს. ეს გრძნობა უფრო აშკარაა, ვიდრე იმ დედის სიყვარული, რომელმაც დაგვბადა". ბერი თვლიდა, რომ ღმერთი სიტყვის განკაცების შეძლებისდაგვარად შესაფერისი ძღვენი, რაც კაცობრიობამ "საპასუხოდ" მიუძღვნა უფალს, არის ყოვლადწმიდა დედა, მისი და ჩვენი. ღმრთისმშობელი არის ქმნილების სრულყოფილი არსება, რომელიც ერთხელ დაიბადა და სხვა ასეთი აღარ იქნება.

ამ დიდი სიყვარულის გამო იყო ალბათ, რომ ყოვლადწმიდა ქალწულმა იგი თავისი სასწაულმოქმედი ხატის ფლობის ღირსი გახადა. როდესაც ნეა სკიტში ცხოვრობდა მ. თეოფილაქტესთან ერთად, "პანტანასას" ხატი მას აფრთხილებდა და არიგებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მოძღვარი გვიამბობდა: "ხატთან სალოცავად მივდიოდი, რათა გამეგო, ესა თუ ის საქმე უნდა გამეკეთებინა თუ არა. თუ კანდელი ქანაობას დაიწყებდა, არ უნდა გამეკეთებინა, თუ უმოძრაოდ იყო - ვაკეთებდი. მამა თეოფილაქტესაც შეემჩნია ეს და თუ ხედავდა, რომ მივდიოდი და კანდელი იძვროდა, მეტყოდა ხოლმე: "იოსებ, ის, რაც ჩაფიქრებული გაქვს, არ არის ღმერთის ნება, ნუ იზამ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი - ლოცვის მისტაგოგია", გვ. 158/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2021, 04:21 PM

--------------------------------------------

"მიუხედავად იმისა, რომ ბერ იოსებს [ვატოპედელი] ძალიან უყვარდა ყოვლადწმიდა ქალწული, მისი სიყვარულის ცენტრი ქრისტე იყო. ამის გამო "წუხდა" კიდევაც. ნეა სკიტში ცხოვრების დროს გამანდო, რომ ერთხელ ღმრთისმშობლის ხატის წინაშე დაჩოქილი ლოცულობდა და წუხილით ესეც უთხრა: "მაპატიე, იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ქრისტე, შენი შვილი, უფრო მიყვარს". მაშინ წმიდა დედის ხმა გაუგია: "მეც ეს მინდა".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი - ლოცვის მისტაგოგია", გვ. 159/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2022, 05:10 PM

"ამბობენ, რომ ღვთისმშობელი გულნატკენია მათზე, ვისაც არასდროს მისთვის არაფერი უთხოვია! ის მლოცველია ადამიანებისთვის და რამდენიც შეუძლია ღმერთს თავისი ძალით, იმდენივე შეუძლია ღვთისმშობელს თავისი ლოცვით. მიდი და აჩვენე, რომ შენ ღვთისმშობლის შვილი ხარ, რომელსაც მკერდში ბავშვის გული გიძგერს!"

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)
"კარიბჭე" N1, 2022, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2022, 02:55 PM

"შენ, ჩემო დედიკო, მითხარი და შემპირდი, რომ შენი იმედი მქონდეს და შენ გაგიზიარო ჭირი და ლხინი. იცი, ამ ცხოვრებაში როგორ შეგიყვარე. შენი უტკბილესი და უწმიდესი სახელით ვიძინებ და ვიღვიძებ. ახლა, ჩემო ყოვლადწმიდაო, ისევ შენს მადლს მინდა შევევედრო. სული ჩემი შეძრწუნებულია.სევდამ მოიცვა ჩემი გული. განსაცდელმა მოიწია ჩემს თავს, ცილისწამებამ, შფოთმა. შენ, ტკბილო დედაო, ადამიანებისადმი სიყვარულით აღმავსებ ხოლმე და ჩემს გულს აღანთებ, განსაკუთრებით კი, სნეულებისა, უძლურებისა და სუსტების მიმართ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი - ლოცვის მისტაგოგია", გვ. 359/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 01:20 PM

"აკარნანიაში და ეთოლიაში იყვნენ მოხუცი ქალები - ძალიან მოკრძალებულები და უბრალოები. როგორ იყრიდნენ ისინი მუხლს პრუსუს მონასტრის ჯორების წინაშე და თაყვანს სცემდნენ მათ, როდესაც ბერები ჯორებზე ამხედრებულები გამოდიოდნენ ხოლმე საქმეზე. - "ესენი ხომ დედა ღვთისას ჯორებია! - ამბობდნენ ისინი - მოდით, თაყვანი ვცეთ მათ. თუკი ისინი ამგვარ მოკრძალებას ავლენდნენ ღვთისმშობლის სავანის ჯორებსისადმი, წარმოიდგინეთ, როგორი კრძალვა ექნებოდათ თავად მისადმი!"

/მამა პაისი მთაწმინდელი
"სულიერი გამოღვიძება" გვ. 115/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2022, 02:14 PM

"თქვენ რომ განახათ მამა საბა - ფილოთეოსის მონასტრის ერთი მოხუცებული, მოკრძალებული ბერი: რაოდენ კრძალვით, როგორი ლმობიერებითა და სიყვარულით ემთხვევა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ტკბილად ამბორისმყოფელ" ხატს! ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს ხატი უკვე დახორკლილია, იმიტომ, რომ მამები მას ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას მიემთხვევიან".


/მამა პაისი მთაწმინდელი
"სულიერი გამოღვიძება" გვ. 118/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:13 PM

"რაოდენ დიდებულია ზოგჯერ ღვთისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობა!"


/მამა პაისი მთაწმინდელი
"სულიერი გამოღვიძება" გვ. 216/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2022, 10:45 AM

"ჩვენი საქმეა ვითხოვოთ და ვითმინოთ, ჩვენი კეთილი დედა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი მოგვცემს რასაც ვითხოვთ, როცა ის უკვე მზად იქნება".

/მამა პაისი მთაწმინდელი
"სულიერი გამოღვიძება" გვ. 244/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 09:55 PM

"წმიდა ნიკოდიმე მთაწმინდელი, იმავე სულით აღჭურვილი, წერს, რომ დედა ღმრთისმშობელი "სამ-მზე ღმერთმთავრობისგან იღებს ყველა ზეუბნებრივ ნიჭსა და ქარიზმას, და როგორც კაცთმოყვარე დედოფალი, უნაწილებს მათ ანგელოზთა და ადამიანთა დასებს". ამგვარადვე, წმიდანებს, განღმრთობილებს, შესაბამისად შეუძლიათ განაგონ საღმრთო მადლი".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი - ლოცვის მისტაგოგია", გვ. 126/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2022, 02:43 PM

"ბერი [იოსებ ვატოპედელი] უბრალოებითა და ღრმა სიმდაბლით იტყოდა ხოლმე: "ეჰ, რადგან ღმერთს ვთხოვთ, გვისმენს. შეუძლებელია, რომ ქრისტემ და უტკბილესმა დედიკომ არ შეგვისმინონ".

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, "ბერი იოსებ ვატოპედელი - ლოცვის მისტაგოგია", გვ. 178/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 06:50 PM

"ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის იკონოგრაფიის ბევრი მკვლევარი ვარაუდობდა, რომ ოდიგიტრიის - გზის მაჩვენებლის ხატება ერთ-ერთი ყველაზე უძველესია. იგი ჩამოყალიბდა პალესტინაში ან ეგვიპტეში ჯერ კიდევ VI საუკუნემდე, ხოლო ამ დროიდან იგი ფართოდ გავრცელდა მთელს მართლმადიდებელ აღმოსავლეთში და ბიზანტიაში. როგორც ითქვა, საეკლესიო გადმოცემით, პირველი მსგავსი ხატი დაწერა მოციქულმა და მახარებელმა წმიდა ლუკამ. ეს ხატი V საუკუნეში, სხვა სიწმინდეებთან ერთად, წმიდა მიწიდან კონსტანტინოპოლში ჩააბრძანა დედოფალმა ევდოკიამ, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი მცირის მეუღლემ. ზოგიერთი წყარო გვაუწყებს, რომ ხატი მოათავსეს დედათა მონასტერ ოდიგონის ტაძარში, მაგრამ ვნების შვიდეულში ხატს სავანიდან იმპერატორის სასახლეში გადააბრაძანებდნენ ხოლმე. დედათა მონასტრის შორიახლოს წყარო იყო, რომლსი წყალში განბანვითაც ბრმები ინკურნებოდნენ. წყაროსთან მომსვლელებზე მონაზონი დედები ზრუნავდნენ. ამ წყაროს "მეგზურთა ადგილი", ან "წინამძღოლთა ადგილი"ეწოდა, თვით მონასტერს კი ოდიგონი დაარქვეს, რაც "გამყოლს", "მეგზურსს" ნიშნავს. და მონასტრის სახელწოდების მიხედვით, მისი მთავარი სიწმინდე - ღვთისმშობლის ხატიც ოდიგიტრიად - მეგზურად, გზის მაჩვენებლად იწოდა. თავდაპირველი ტოპოგრაფიული სახელწოდების თანად იგი ღრმა აზრითაც განიმსჭვალა: ღვთის დედა მორწმუნეთა მეგზურია, მათი დამყენებელი და დამმოძღვრებელი ცხოვნების ჭეშმარიტ გზაზე, მათი დაცველი მტრებისაგან".

/"სმოლენსკის" ოდიგიტრია (გზის მაჩვნებელი), (დაუჯდომელი საგალობელი, ცხოვრება და სასწაულები) გვ. 29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 05:14 PM

"ძე ღმერთისაგან, როგორც მისმა ქვეყნიურმა დედამ, მარადის ქალწულმა მიიღო სიბრძნე, რათა შეერიგებინა ადამიანი ღმერთთან; ხოლო სულიწმიდისაგან, როგორც მისმა რძალმა, მიიღო სახიერება, რათა ყოველი ქმნილებისათვის მიენიჭებინა სულიერი საბოძვარი".

/"სმოლენსკის" ოდიგიტრია (გზის მაჩვნებელი), (დაუჯდომელი საგალობელი, ცხოვრება და სასწაულები) გვ. 36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2022, 07:06 PM

"წმიდა მღვდელმთავარი დიმიტრი როსტოველი წერს: "ადამიანთა შორის სიყვარული სახეობრივადაა დაყოფილი: სხვაგვარად უყვართ მშობლები, სხვაგვარად მეგობარი, სხვაგვარად შვილი. ყოვლადწმიდა ქალწულის სიყვარულმა კი არ იცოდა განსხვავება, რამეთუ ის ერთადერთი, ვინც მას უყვარდა, იყო მისთვის მამაც, ერთადერთი ძეც და უხრწნელი სიძეც. მთელი მისი ყოვლისმომცველი სიყვარული მიემართებოდა მხოლოდ ღმერთს, და მისი გულისთვის იგი იწოდება კიდეც სძლად სულიწმიდისა და დედად ძე ღმერთისა და ასულად ღმრთისა არა ისეთი შეერთებით, როგორითაც ყოველნი მართალნი მორწმუნენი ხდებიან ღმერთის შვილები სიტყვისაებრ წმიდა წერილისა: "რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი" (იოანე. 1,12), და კიდევ: "... და მე შეგიწყნარე თქვენ, და ვიყო მე თქვენდა მამა და თქვენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, - იტყვის უფალი ყოვლისა მპყრობელი" (II კორინთ. 6, 17-18), - არამედ ყოვლადწმიდა ქალწული მამა-ღმერთის ასული გახდა სხვა, შეუდარებლად აღმატებული, უპატიოსნესი და უმახლობელესი გათავისებით".

/"სმოლენსკის" ოდიგიტრია (გზის მაჩვნებელი), (დაუჯდომელი საგალობელი, ცხოვრება და სასწაულები) გვ. 38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2022, 07:20 PM

"ოქროპირად მეტყველი იოანე, განკვირვებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიდიადით, შემდეგი სიტყვებით მიმართავს მართალ მორწმუნეებს: "არავინაა ცოცხალთაგან, ვინც ღვთისმშობელ მარიამს მიემსგავსებოდა. ჩაუფიქრდი ადამიანო და იხილე: რა შეიძლება იყოს თანასწორი ან აღმატებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამზე? მოიარე მთელი დედამიწა, მოიხილე ზღვა, შეიცან ქარის ძალა, შეეხე გონებით ცათ, იფიქრე ყველა უხილავ ძალაზე და განსაჯე - არის კი მსგავსი სასწაული მთელს ქმნილებაში?!"

/"სმოლენსკის" ოდიგიტრია (გზის მაჩვნებელი), (დაუჯდომელი საგალობელი, ცხოვრება და სასწაულები) გვ. 40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2022, 07:32 PM

"ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი პირველია ღმერთის შემდეგ და ამიტომ ყველაზე ქმედითი მეოხ-მყოფელი და შემწეა ჩვენი ღმერთის წინაშე"

/"სმოლენსკის" ოდიგიტრია (გზის მაჩვნებელი), (დაუჯდომელი საგალობელი, ცხოვრება და სასწაულები) გვ. 43/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:51 PM

"ათონის წმიდა მთა ბრწყინავს თავისი საკვირველმოქმედი ხატებით, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ღამის წყვდიადში. ერთ-ერთი ასეთი მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც ცხოვნებისაკენ გვინათებს გზას, არის ღვთის დედის საკვირველმოქმედი ხატი, წოდებული "მამშვიდებელად". იგი ძველთგანვეა დაცული ათონის წმიდა მთის წიაღში, მას გულმოდგინედ უმალავენ ტურისტების ცნობისწადილიან მზერას. ამ ხატს იშვიათად, მხოლოდ ღვთის დედის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს გამოუჩენენ ხოლმე, და იგი მსოფლიოსათვის თავისი გამოცხადების დღეს მოელის ბოლო ჟამს, ქვეყნის დასასრულის წინ, რათა ანუგეშოს და დაამშვიდოს მართალნი მორწმუნენი".

/"ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "მამშვიდებელი" (დაუჯდომელი, ისტორია, სასწაულები) გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 12:53 PM

"დედა, რომელმაც ყველა აგვიყვანა მფარველობის ქვეშ; ესაა დედა, რომელსაც ყველა სულის გადარჩენა სწადია და რომელიც თქვენთვის ევედრება საკუთარ ძეს"

/"ქვაკუთხედი" N2, 2022, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 12:45 PM

"ჩვენ არ ველით სხვა შეწევნას, არ გვაქვს სხვა რამ იმედი, გარდა შენი იმედისა - ყოვლადწმიდაო!"

/"ქვაკუთხედი" N2, 2022, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 02:36 PM

"ქრისტეს სწავლების მქადაგებლებს დედა ღვთისმშობელი შეახსენებდა უფლის მცნებებს, განამტკიცებდა ღვაწლში და მწუხარებებში ანუგეშებდა. მსგავსად კეთილსურნელოვანი მირონით აღვსილი ჭურჭელისა, რომელიც ინარჩუნებს კეთილსურნელებას მაშინაც, როდესაც მირონი მასში თავდება, - დედა ღვთისმშობელი, რომელიც იქცა ჭურჭელად მესიისა, - აღივსო მისი მადლის კეთილსურნელებით და აწ აახლოებს უფალთან ადამიანებს თავისი მეოხებით".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:08 PM

"ვერც ერთმა მწვალებლურმა სწავლებამ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს მისი დიდების დაჩრდილვას! რადგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედის დიდება - თავად უფლის მიერ, მისი უზენაესი განგებით არის დადგენილი.
ვერსად ნახავთ ისეთ ქრისტიანს, რომლისთვისაც დედა ღვთისმშობელი არ იყოს ძვირფასი და მშობლიური, ვერსად იხილავთ ისეთ ტაძარს, სადაც არ იყოს დედა ღვთისმშობლის ხატი და მის წინაშე არ აღევლინებოდეს ლოცვა, რათა მეოხ გვეყოს წინაშე ძისა თვისისა და ღვთისა ჩვენისა. დედა ღვთისმშობელი არის ჩვენი რწმენა, სასოება და სიხარული, ჩვენი მეოხი და ჩვენთვის მლოცველი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:37 PM

"წმინდა ნილოს მირონმდინარე ღვთისმშობლის საფარქვეშ მყოფ ბერებს ამცნობს, არ შეშფოთდნენ, არ შეძრწუნდნენ, არ დაკარგონ ამ საფარველის რწმენა და არ გასცილდნენ წმინდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებს; რომ იყვნენ სინანულსა და ხსნის სასოებაში, მდუმარებაში, თვინიერებასა და მორჩილებაში. ხოლო მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი წმინდა მთას გასცილდება, უბიწო ბერებმაც უნდა იჩქარონ ათონის დატოვება".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:52 PM

"კვართწილხვდომილი ჩვენი სამშობლო წილხვედრია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რომელიც, ამ დროიდან დღემდე და უკუნისამდე ჟამთა, უძლეველი მფარველია თავისი საწილხვედრო ერისა და ქვეყნისა".

/არქიმანდრიტი ილია ნასიძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N7, 2022, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2022, 08:27 PM

"საინტერესო შეხედულებებია გამოთქმული ბოლო სადღეგრძელოს შესახებ. თავად ალ. ორბელიანს ნადიმობის ბოლო სადღეგრძელოდ "ყოვლადწმინდას" სადღეგრძელო მიაჩნია: "ავიღე ღვინით სავსე კათხა და საყოვლადწმინდაო ვთქვი, უკანასკნელი ეს იქნება მეთქი". ამ სადღეგრძელოს გაჩენას წმინდა ნინოს უკავშირებენ. ერეკლე თავისი სახლეულით ნინოწმინდელს სწვევია. საუცხოო პურობა გადაუხდიათ და კარგად მოულხენიათ. ბევრი სიტყვა თქმულა "თვინიერ გალობისა და საუცხოო წარსათქმელისაი". ნინოწმინდელს თასი მოუთხოვია, უტვირთავს (შეუსვია) და რამდენიმე სიტყვა უთქვამს: "რადგან ჩვმი ქვეყანა წილხდომილია ღვთისმშობლისა და რადგან ჩვენი ქრისტიანობის მიზეზი ის არის და იმის საუფლისწულონი ვართ, ამისთვის იმისი მადლი, იმისი მოწყალება იყოს ჩვენს სახელზეო". აქედან არის შემოღებული ჩვენში ყოვლადწმინდას სადღეგრძელოო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 190/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 05:20 PM

"გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პალესტინელმა მოსაგრემ, საბა განწმენდილმა, თავის მოწაფეს უთხრა:

- მრავალი წლის მერე ამ მონასტერში მოსალოცად სერბი უფლისწული მოვა, რომელსაც ჩემი სახელი ერქმევა - საბა. მას გადასცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს "ძუძუსმაწოვებელს". ჩემი კუბოს თაყვანისცემისას მას ჩემი კვერთხი დაეცემა და კურთხევის ნიშნად მასვე გადეცით, რათა ამ კვერთხით დამწყსოს ღვთის ხალხი.

როცა ეს ამბავი წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში მოსაგრე ღირსმა იოანე დამასკელმა შეიტყო, ითხოვა, წმინდა საბა სერბს გადასცემოდა ღვთისმშობლის ხატი "სამხელა", რომელმაც მას მოკვეთილი ხელი გაუმრთელა.

აღესრულა წმიდნა საბას წინასწარმეტყველება. დაახლოებით ექვსი საუკუნის მერე წმინდა მიწას მოსალოცად მოსულ წმინდა საბა სერბს გადასცეს ორი ხატი და კვერთხი, რომლებიც გადააბრძანა ათონის მთაზე, კარეესში, ფერისცვალების კელიაში, სასაც მაშინ მოსაგრეობდა. ამ კელიას იმ დროიდან ეძახიან "პატერიცას" ("კვერთხი"), ანდა "ტპიკარიცას", რადგან აქ ჩვეულებრივი ღვთისმსახურების გარდა, ყოველდღიურად იკითხება დავითნი და ლიტურგია აღესრულება".

/"კარიბჭე" N5, 2022,გვ. 26/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:46 PM

"ოდესღაც ერთი სულიერი მამა გვიყვებოდა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მას შემდეგ რაც გააჩინა ღვთაებრივი ყრმა, მუხლმოყრილი ევედრებოდა ღმერთს მათთვის, ვინც სხვებს ბოროტებას უკეთებს. უფალი კი თანდათან იზრდებოდა და ყოველ ჯერზე დედა თვალებიდან ცრემლს სწმენდდა, აღუთქვამდა რა, რომ მოახლოებული იყო სასუფეველი ცათა და სულ მალე მაცხოვარი გადაარჩენდა თავის ერს".

/"ქვაკუთხედი" N5, 2022, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:03 PM

"შეიძლება ითქვას, რომ საქვეყნოდ ცნობილ სასწაულთმოქმედ ხატებს შორის, დიდი უმეტესობა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებია! აი, მაგალითად, ძალიან იშვიათია მაცხოვრის სასწაულთმოქმედი ხატები - შეიძლება სულ რამდენიმე ასეთი გავიხსენოთ მსოფლიოში, ან მოციქულების, ან იოანე ნათლისმცემლის... ხატები კი ბევრია, მაგრამ აი, ასეთი სასწაულთმოქმედი ძალიან ცოტა შეიძლება გავიხსენოთ. წმინდა გიორგის სულ რამდენიმე ცნობილი ხატია ძალიან სასწაულთმოქმედი; მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი უამრავია მთელ მსოფლიოში.

რატომ ხდება ასე? რატომ აღასრულებს უფალი ამდენ სასწაულს ღვთისმშობლის ხატების მეშვეობით? ალბათ იცით, რომ სასწაულებს, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს უკავშირდება, იგი საკუთარი ძალებით არ აღასრულებს (ისევე როგორც წმინდანები, ისევე როგორც ანგელოზები); არამედ ყველა სასწაული აღსრულდება უფლის ძალითა და მადლით! ე.ი. თვითონ უფალი, თვითონ სულიწმიდა მოქმედებს ღვთისმშობლის მეშვეობით! აი, ასე განადიდებს მას ღმერთი!

ეს ნიშნავს, რომ ღმერთს სურს ჩვენი გულები მიაპყროს ღვთისმშობლისკენ, რომ ჩვენ შევიყვაროთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. უფლისთვის ეს სათნოა! რათა მთელი გულით შევიგრძნოთ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, ჩვენი ზეციური მფარველი! აი, ამიტომ განადიდებს და ასრულებს ამდენ სასწაულს უფალი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებით!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2022, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2022, 07:46 PM

"მთავარი, რითაც შეიძლება გავახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ვესათნოოთ მას - ეს არის, რომ დავიცვათ მისი საყვარელი საღმრთო ძის მცნებები და მისი ეკლესია!"

/მეუფე შიო (მუჯირი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2022, გვ.6/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 09:23 PM

"ღვთისმშობელი, ერთგვარი განსაკუთრებული გზით, თანამონაწილე იყო ქრისტეს ვნებებისა. სულიწმიდის მიერ მუცლადღების დღიდან დაიწყო მისი განსაცდელებიც. იოსებს ვერ გაეგო მარიამის ზებუნებრივი მუცლადღება და "განიზრახა ფარულად გაშვება მისი". ალბათ, დიდი იქნებოდა უბრალო და უცნობი გოგონას, მარიამის ტკივილი.
განსაცდელი იყო, რომ ვერ იპოვა თავშესაფარი, სადაც ყრმა უნდა ეშვა. იშვიათია, როცა სამშობიაროდ გამზადებული ქალი ვერ პოულობს ადგილს მშობიარობისთვის.
განსაცდელი იყო ჰეროდეს მიერ საღვთო ყრმის მოკვლის მცდელობაც; განსაცდელი იყო წმიდნა ოჯახის ეგვიპტეში გადახიზვნა; ბეთლემის ღია ცის ქვეშ უჭეროდ ყოფნა და ეგვიპტეში ლტოლვილობა.
განსაცდელი იყო და მღელვარება, როცა იერუსალიმის მოლოცვისას სამი დღით დაკარგა თორმეტი წლის შვილი.
იესო ქრისტეს თითოეული ტკივილი და დევნა სამწლიანი მოღვაწეობის დროს ასევე მისი საკუთარი განსაცდელი იყო"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი), "გზა სიწმინდისკენ" გვ. 128/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2022, 09:49 PM

"ამიტომ ვთხოვოთ შეწევნა ღვთისმშობელსაც, რომელმაც არამცთუ არ დააბრკოლა თავისი მხოლოდშობილი ძე ჯვრის გზაზე, არამედ თვითონაც ჯვარცმით იცხოვრა და კეთილგონივრულად შეეწია თავის შვილს ჯვრის ტვირთვაში. ახლა კი ჩვენც გვეხმარება ჯვრის ტვირთვაში, ჯვრისა, რომელსაც აღდგომასთან მივყავართ. ეკლესია ბრძნულად გვაზიარებს ჩვენ ჯვარ-აღდგომის ცხოვრების საიდუმლოს. ჩვენს ჯვარ-აღდგომის ეკლესიაში ჩვენც ჯვრისა და აღდგომის მონაწილე ქრისტიანები ვხდებით"

/არქიმ. გიორგი (კაფსანისი), "გზა სიწმინდისკენ" გვ. 148/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2022, 09:38 PM

"დედა ღვთისმშობელი იყოს შენ გვერდით"

/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2022, 09:11 PM

"XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ამის საშუალება შეიქმნა, გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი ქართული ზღვაოსნობის განვითარებისათვის. 1835 წლის 10 ივნისს ერთ წერილში საქართველოს მთავარმართებელი ბარონი როზენი ახსენებს სავაჭრო ხომალდს, რომელიც სამეგრელოს მთავარს აუგია. ხომალდს, 1834 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე რეისი შეუსრულებია ოდესაში და უკან. ბარონი როზენი წერილში ახსენებს მეორე ხომალდსაც, რომელიც ამ დროს იგებოდა სამეგრელოს მთავრის ბრძანებით. ამ მშენებარე ხომალდის შემდგომი ბედის შესახებ რაიმე ცნობას ვერ მივაგენით, ლევან V დადიანის მიერ აგებულ პირველ ხომალდს კი "ხოპის ღვთისმშობელი" ეწოდებოდა. მის შესახებ მასალები დაცულია საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში.

"ზღვად მავალი" სავაჭრო ხომალდის - "ხოპის ღვთისმშობლის" - მშენებლობა 1833 წლის მაისში დასრულებულა. იგი აუგიათ ყულევში, ხობისწყლის შესართავში, ბაზართან ახლოს. ხეტყე ხომალდისთვის სამეგრელოს მთავარს გაუღია, მუშახელიც მას გამოუყვია. ხომალდის მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობა მიუღია აგრეთვე ქუთაისელ მოქალაქეს, ეროვნებით ბერძენ ნიკოლოზ მეტაქსისს. ამის გამო, ხომალდი ორივე პირის საერთო საკუთრება ყოფილა. "ხოპის ღვთისმშობელს" რამდენიმე ანძა ჰქონია, ტვირთმზიდაობა კი 22 420 ფუთი, ანუ 358,7 ტონა ყოფილა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 126/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 07:23 PM

"ერთხელ მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი და მოიტანა სურათი, რომელზედაც აღბეჭდილი იყო ქალაქ ქაიროში მომხდარი ღვთისმშობლის გამოცხადება, რომლის თვითმხილველი იყო აუარებელი ხალხი.

მე ეს გამოცხადება ძალიან არ მომეწონა, რაღაც ვერ მომივიდა თვალში. თანაც ღვთისმშობელსაც არ ჰგავდა. ავიღე სურათი და დავწვი. ეს რომ მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] გაიგო, გამომენთო, მაგრამ რა გამომენთო.

- შე უგუნურო, ღვთისმშობელი დასწვი? - გაჰყვირის მთელ მცხეთაზე.

შემეშინდა და გავიქეცი. გამოეკიდა. ერთი ავტობუსი გვყავდა და იმის გარშემო დავრბოდით.

ის მიყვირის:

- შე გათახსირებულო, აყროლებულო ბოროტო! რათ დასწვი ღვთისმშობლის გამოცხადება!

მე ვუმტკიცებ, რომ ეს არ არის ღვთისმშობელი, რომ ეს მკრეხელობაა, და, საერთოდ, ასეთი გამოცხადებები არ არის სწორი, მაგრამ გაგონებაც არ უნდა.

კარგა ხანს ვირბინეთ ასე. ბოლოს აღარ მახსოვს, რა მოხდა - მცემა თუ თავი დამანება, ვერ ვიხსენებ. დედა ათანასია ამტკიცებს, რომ დამიჭირა და კედელზე თავი მახლევინა. მაგრამ მე ეს ფაქტი არაფრით არ მახსოვს. ჩემი მეხსიერებიდან დროის ეს მონაკვეთი სრულიად ამორეცხილია. და თუ ეს სინამდვილეა, ვმალდობ ღმერთს, რომ ჩემს მოუდრეკელ ქედს შეეხო ბერის წმინდა მარჯვენა"

/მონაზონი აგლაიდა
"მოგონებები მამა გაბრიელზე" გვ.200/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 08:23 PM

"აღსანიშნავია, რომ იესო გამოსახულია [ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "აღმზრდელად" წოდებული საკვირველომოქმედ ხატზე] მარცხენა მხარ-მკლავით გაშიშვლებული, გულის მხარეს მას სამოსი არ უფარავს, რაც ბუნებრივია ჩვილი ყრმისთვის და ესოდენ საყვარელია ყველასთვის, და განსაკუთრებით მშობელი დედისთვის, ვისაც ვინ უწყის რამდენჯერ ჩაუკოცნია ეს უძვირფასესი ღვთაებრივი გულ-მკერდი!"

/ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "აღმზრდელი" (დაუჯდომელი, ისტორია, სასწაულები) გვ. 28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2022, 11:24 AM

"ხატის [აღმზრდელი] სადღესასწაულო ლიტურგია ყოველწლიურად აღესრულება ახალი სტილით 18 მარტს, თუმცა ცანი ყოველთვისაც განხმულია მშობელთა ლოცვა-ვედრებისათვის და თითოეულს შეუძლია, ნებისაებრ ილოცოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე თავისი შვილებისათვის ნებისმიერ დროს"

/ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "აღმზრდელი" (დაუჯდომელი, ისტორია, სასწაულები) გვ. 29/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:42 PM

"იერიქონის ვარდი ხომ მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. იგი ბუნების საოცრებაა, ერთადერთი მცენარე, რომელსაც წყლისა და მიწის გარეშე შეუძლია სიცოცხლე, იგი არ კვდება. ის პალესტინისა და იორდანიის უდაბნოში იზრდება და ძლიერ სიცხესა და სიცივეს უძლებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ჯვარცმის შემდეგ, ქალაქ იერიქონის უდაბნოში მიმავალმა თვალცრემლიანმა ღვთისმშობელმა ის თავისი ცრემლით დანამა და ამით ვარდს უკვდავება მიანიჭა. იერიქონის ვარდი შობისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულების, ანუ მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N2, 2022, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 06:43 PM

"ახალგაზრდა კაცს მაქსიმს, ქალაქ სერპუხოვიდან, შეემთხვა განსაცდელი - ჩხუბისას მას დაუზიანეს თვალი.კაცს დაეწყო მხედველობის დაკარგვა.

მაქსიმს სამი ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ ბოლო ოპერაციის შემდგომ მას დაეწყო ძლიერი ანთება, რომელიც ნახევარი წელი გაგრძელდა.

კალუგაში მაქსიმს გაუკეთეს მე -4 ოპერაცია, რათა შეენარჩუნებინათ თვალი, მაგრამ ანთება გრძელდებოდა. კაცი მიხვდა, რომ მიწიერი ექიმები უძლურნი იყვნენ და გაიხსენა ზეციური ექიმი, რომლის შესაძლებლობებიც უსაზღვროა.

მაქსიმმა დაიწყო ტაძარში სიარული, სთხოვდა უფალს განკურნებას. ის წმიდა ადგილებშიც დადიოდა, ინანიებდა ცოდვებს და არასწორ ცხოვრებას.

ერთხელ სერპუხოვოში კაცი ვისოცკის მამათა მონასტერში მივიდა. მონასტერის ტაძარში დაიწყო პარაკლისი - ყოვლადწმიდას სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე.

პარაკლისის დროს მაქსიმი მხოლოდ იატაკს უყურებდა, რადგან მას აბმრავებდა ხატიდან მომდინარე საოცარი სინათლე, სჭრიდა მზერას და თვალები ეცრემლებოდა. ეამბორა რა სასწაულმოქმედ ხატს, ის მიხვდა, რომ განიკურნა, თვალებში მხედველობა აღუდგა.

როგორც ამბობს თავად მაქსიმი, მას არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი თვალიც აეხილა, რამეთუ უფალმა არა მხოლოდ მხედველობა დაუბრუნა, არამედ შეცვალა მთელი მისი ცხოვრება"

/"ქვაკუთხედი" N6, 2022, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2022, 09:08 PM

"ეს მოხდა 1981 წელს. ჩემი 19 წლის ფეხმძიმე ქალიშვილი მოხვდა საავადმყოფოში - პოლინეფრიტის გართულებით. რამოდენიმე დღის მერე გაირკვა, რომ ბავშვი მკვდარია და უკვე იხრწნება. მას დაეწყო სრული სეფსისი - სისხლის მოწამვლა. მკვდარი ნაყოფის მოცილება ვერ შეძლეს, რადგან ჩემი ქალიშვილი ნარკოზს ვერ გადაიტანდა. ერთადერთი გამოსავალი იყო, ნაყოფის ბუნებრივი გამოდევნა ორგანიზმის მიერ, მაგრამ საამისოდ სხეულს ძალები არ ჰქონდა. ექიმების თქმით, ჩემი ქალიშვილის გარდაცვალება დღის ბოლოს გარდაუვალი იყო. მე დამავალეს, ეს მისი ქმრისთვის შემეტყობინებინა და დავმშვიდობებოდი შვილს.

ღრიალით შევარდი ერთ ოთახში, დავეცი მუხლებზე, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა... უცებ შემოვიდა მოხუცი სანიტარი და მითხრა: "ნუ სტირი, ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ ილოცე, ღვთისმშობლის მიმართ".

მე ამოვხროტინე, რომ არანაირი ლოცვა არ ვიცოდი. მაშინ ქალმა თავად წამიკითხა რაღაც მოკლე ლოცვა, როგორც ჩანს რომელიმე სასწაულთმოქმედი ხატის ტროპარი. არაფერი მესმოდა, მაგრამ ვიმეორებდი და ვიმეორებდი იმ სიტყვებს.

დღის ბოლოს ნაყოფი თავისთავად გამოიდევნა ორგანიზმიდან, სისხლის სრული მოწამვლა კი - ვითომც არ ყოფილა. დაიწყო მკურნალობის კურსი, ექიმები კი გაოცებით იჩეჩავდნენ მხრებს.

მე პირობა დავდე, ქვეყნის მთავარ ტაძარში დამენთო სანთელი ღვთისმშობლისადმი. დავიწყე სანიტრის ძებნა, რათა მადლიერება გამომეხატა. დავიწყე პერსონალის, პაციენტების გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ ასეთი ქალი აქ არასდროს მუშაობდა და არც ამგვარი პაციენტი ყოფილა.

ერთი წლის შემდგომ მე მოვნახე ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი და მთავარი ტაძარი და აღვასრულე ჩემი დანაპირები".

/"ქვაკუთხედი" N6, 2022, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:12 PM

"ერთ-ერთ ქადაგებაში მღვდელმთავარი [წმ. გაბრიელ ქიქოძე] იხსენებს გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ესაია წინასწარმეტყველის წიგნის იმ ადგილის კითხვისას, სადაც ნათქვამია: "ქალწული მიდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუელ", - ღვთისმშობელს უნატრია, მოსწრებოდა ამ ქალწულის ხილვას, რათა მსახურად გახდომოდა მას. ეპისკოპოსის თქმით, ეს თავმდაბლობა ქალწულ მარიამს ღვთისმშობლად გახდომის შემდეგაც არ დაუკარგავს. იგი ყოვლად მოკრძალებულად ცხოვრობდა"

/"კარიბჭე" N9, 2022, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2022, 01:04 PM

"თედო სახოკიასა და დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, ლიხაურის ღვთისმშობლის ხატს "საზაროს" ეძახდნენ. "მოგზაურობანი" გვაუწყებს: "ხატის წინაშე ხალხი ფიცსა სდებს ხოლმე და... ყველას სწამს, ვინც ტყუილად დაიფიცებს, ხატი გრისხავს, ზარს დასცემსო; ამიტომ ამას "საზაროს" ეძახიან..."

/"კარიბჭე" N9, 2022, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2022, 06:27 PM

"შემთხვევით გაიგეს მღვდელმსახურებმა მარიამის დაორსულება. სასწრაფოდ დაიბარეს თავისთან იგიც და იოსებიც. ეჭვი შეეპარათ ორივეს სიმართლეში. ორივეს შეასვეს უფლისმიერ მხილების წყალი და ცალ-ცალკე გაუშვეს უდაბნოში. ორივე უვნებელი დაბრუნდა და მაშინ იწამეს მათი სიმართლე. "რაკი უფალმა არ გაამჟღავნა თქვენი ცოდვა, აღარც მე განგსჯით" - უთხრა მღვდელმთავარმა და გაუშვა ისინი სახლში.

(წმ. გადმოცემის მიხედვით, მხილების წყლის მიღების შემდეგ, ცოდვილი ძალიან ცუდად გახდებოდა, შეიძლება კიდეც მომკვდარიყო)".

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 10:04 PM

"სულიწმიდის მიღების შემდეგ მოციქულებმა და მათთან ერთად დედამ ღმრთისამან წილი იყარეს, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად. ყოვლადწმიდა მარიამს იბერია ხვდა წილად გასაქრისტიანებლად. ის იყო, ემზადებოდა კიდეც უფლის დედა ჩვენთან წამოსასვლელად, რომ ერთხელ, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე ლოცვისას, ხატი მთლიანად გაბრწყინდა და ღმრთისმშობელმა მარიამმა თავისი ღმრთიური შვილის ნება მოისმინა, რომ ამჯერად იბერიას ანდრია პირველწოდებული გაანათლებდა, ვისთვისაც ღმრთისმშობელს საკუთარი ხელთუქნელი ხატი უნდა გაეტანებინა მფარველად იბერიისა, ხოლო თვითონ (ყოვლადწმინდა მარიამი) ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ იქადაგებდა მის კუთვნილ ქვეყანაში"

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 152/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 06:23 PM

"ერთი თურქი ოკუპაციის დროს ავიწროვებდა ერთ მართლმადიდებელ ბერძენს, სურდა მოეკლა იგი. ეს ბერძენი შევარდა ტაძარში, რომ დამალულიყო. მან შეაღწია საკურთხეველში და დაიმალა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის უკან. ხატი დაბრძანებული იყო მოლბერტის ფორმის ანალოღიაზე. ბერძენი ხატის უკან იდგა ისე, რომ მისი თავი იყო ზუსტად ყოვლადწმიდას სახის გასწვრივ. თურქი შევიდა ტაძარში და დაინახა ბერძენი. გაიხედ-გამოიხედა, დაინახა წმინდანთა ფრესკები, მაგრამ ვერ შეიგრძნო საღმრთო მადლი. მან უყვირა ბერძენს:

რატომ დაიმალე მაგ ფიცრის უკან?

დიდია ზეციური დედოფლის მადლი, - უპასუხა მართლმადიდებელმა. - ამ მძიმე წუთებში მე მივმართავ მას, ვთხოვ შეწევნას და ვიცი, რომ ის შემიწყალებს, - დაამატა მან.

თურქმა ამოიღო პისტოლეტი და ესროლა ბერძენს. ტყვია მოხვდა ხატს, სასწაულებრივად, ბუმერანგივით დაბრუნდა უკან და მოხვდა თურქს.

ასე გადაარჩინა მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა.

ამ ხატმა მიიღო სახელწოდება "ღვთისმშობელი დენუსი", რაც თურქულიდან ასე ითქრგმნება: - "უკან დაბურნება". ხატზე არის თურქული ტყვიის კვალი.

ვინც მთელი თავისი არსებით ლოცულობს და სთხოვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეწევნას, ის ყოველთვის იღებს განსაცდელებისგან და მწუხარებისგან განთავისუფლებას.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:00 PM

"ჩვენ გვიყვარს ღვთისმშობელი, რადგან ქრისტე გვიყვარს, ან გვიყვარს იგი, რადგან გვინდა, რომ ქრისტე გვიყვარდეს"

/"უფალო, შემიწყალე", წიგნი 2, გვ. 162/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2022, 05:57 PM

"ბეთლემის სიწმინდეთა შორის ასევე ცნობილია ე.წ. რძის ქვაბული. დასავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ VII ს-დან ცნობილია დიდი სიწმინდე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რძის წვეთები, რომლებიც მარადქალწულმა ჩვილი იესოს გამოკვებისას შემთხვევით დაღვარა. რძის ქვაბული ბეთლემის ქრისტეს შობის ტაძრის მახლობლად, რძის ქვაბულის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამად იქ კათოლიკური ტაძარია, რომელშიც რძის ქვაბულია მოქცეული. ქვაბულის ტაძარში ჩასასვლელად 13 საფეხური უნდა ჩაიარო. ე.წ. ლაქტაციის ტაძარი აქ 1871 წ. ფრანცისკანელმა ბერებმა ააშენეს V საუკუნის უძველესი ტაძრის საძირკველზე. ქვაბულში შემონახულია Vს-ის მოზაიკის ფრაგმენტები, რომელზეც ჯვრები და გეომეტრიული ფიგურების ტიპის ორნამენტია გამოსახული.

გადმოცემის თანახმად, ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ოჯახმა თავი შეაფარა ჰეროდე მეფის რისხვას ეგვიპტეში ლტოლვამდე. დედა ღვთისმშობელი აქ ჩვილ იესოს ძუძუს აწოვებდა; ქვაბულის მუქი ფერის ქვების იატაკსა და კედლებზე შემთხვევით ძუძუს რძე შეესხა, რომლებიც მაშინვე რძისფერად შეიღება. ქრისტიანებსაც და მუსულმანებსაც სწამთ, რომ ამ ქვაბულის ქვებზე შესამჩნევი თეთრი წინწკლები, სწორედ დედა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი წმინდა რძის კვალია. აღსანიშნავია, რომ ამ მიდამოებში, რძის ქვაბულის გარდა, ვერსად ნახავთ ასეთი სითეთრით გამორჩეულ ქვებს.

რძის ქვაბულში დედა ღვთისმშობელს განკურნებას ევედრებიან უშვილო ქალები, მეძუძური დედები კი ჩვილებისთვის საკმარისი რძის ბოძებას. აქ იხილავთ ჩვილების ფოტოებს, რომლებიც სასწაულებრივად მოევლინენ სამყაროს მათი მშობლების მიერ ამ ტაძრის მოლოცვის შემდეგ"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2021, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 07:14 PM

"წელიწადის ოთხივე სეზონში აღვნიშნავთ ღვთისმშობლის ოთხ დიდ დღესასწაულს: შემოდგომაზე მის შობას, ზამთრის დასაწყისში ტაძრად მიყვანებას, გაზაფხულზე ხარებას და ზაფხულში - მიძინებას"

/"კარიბჭე" N12, 2022,გვ. 36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2022, 07:56 PM

"...მან ასე მაკურთხა:

- პოჩაევოში წადი, იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ ნატერფალს ეცი თაყვანი და ის წარმართავს შენს ტერფებს სამშვიდობოდ..."

/"უფალო, შემიწყალე", წიგნი 3, გვ. 150/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2022, 09:35 PM

"მან ჯიბიდან წიგნი ამოიღო და შესანიშნავი ამბის კითხვა დაიწყო ვიღაც ღვთისმოსავ აღათონზე, რომელიც ღვთისმოსავ მშობლებს ბავშვობიდანვე დაუჩვევიათ, დედა ღვთისას ხატის წინ ყოველდღე წაეკითხა ლოცვა "ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ" და სხვ. იგი ყოველდღე ასრულებდა ამას. შემდეგ, როცა სრულწლოვანი გახდა, დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა, ცხოვრებისეული საზრუნავითა და ჯაფით შეპყრობილი ამაოებას მიეცა და ხსენებულ ლოცვას უკვე იშვიათად კითხულობდა. ბოლოდ კი სრულიად მიატოვა კიდეც. ერთ საღამოს მან ღამის გასათევად მწირი მიიღო, რომელმაც განუცხადა, რომ მეუდაბნოე იყო თებაიდიდან და ხილვაში ეუწყა, აღათონთან წასულიყო და დედა ღვთისას ლოცის მიტოვებისთვის საყვედური ეთქვა. მან ლოცვის მიტოვების მიზეზად ის დაასახელა, რომ მრავალი წლის განმავლობაში კითხულობდა მას და არანაირი სარგებელი არ უნახავს. მაშინ მეუდაბნოემ უთხრა:

- ბრმაო და უმადურო, გაიხსენე, რამდენჯერ გაგიწია დახმარება და უბედურებისგან გიხსნა ამ ლოცვამ! გაიხსენე, სიყრმეში რა საოცრად გადაურჩი დახრჩობას! არ გახსოვს, გადამდებმა გადამდებმა სასიკვდილო სენმა ბევრი შენი მეზობელი რომ დაასამარა, შენ კი უვნებელი გადარჩი?! არ გახსოვს, ამხანაგთან ერთად საზიდრით რომ მიდიოდი და იქიდან ჩამოვარდით?! მან ფეხი მოიტეხა, შენ კი არაფერი დაგშავებია! განა არ იცი, რომ შენი ნაცნობი ახალგაზრდა კაცი, წინათ რომ ჯანმრთელი იყო, ახლა დაუძლურებული წევს, შენ კი ჯანმრთელი ხარ და არ იტანჯები?!

მან კიდევ ბევრი რამ გაახსენა აღათონს და ბოლოს უთხრა:

- იცოდე, რომ ყოველივე ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით იმ მოკლე ლოცვის გამო აგცდა, რითაც შენს სულს ყოველდღე ღმერთთან შესაერთებლად აღძრავდი... ფრთხილად იყავი, ისევ განაგრძე და არ მიატოვო ამ ლოცვით ზეციური დედოფლის დიდება, ვიდრე თავად მას არ მიუტოვებიხარ"

/"უფალო, შემიწყალე", წიგნი 3, გვ. 137/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 09:50 PM

"ღმერთო! მიეც ქალწულთა მზგავსება საკვირველისა ამის ქალწულისა; შეეწიე დედათა მიბაძვად ზეციერისა ამის დედისა. ამინ"

/"კანდელი" N6, 2022, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:16 PM

"ზოგჯერ, როდესაც დიდხანს ლოცულობ გონებით შენი გულიდან, მშვიდად გესტუმრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ამას იმ უდიდესი ლმობიერებით აცნობიერებ, რომელიც შენთან მოდის ღვთისმშობლის წმინდა სახელიდან, მისი საღვთო, წმინდა სიტყვებიდან და სასწაულებიდან. ამიტომაც ეს ღვთისმშობლის სტუმრობად იწოდება"

/"უფალო შემიწყალე", წიგნი 4, გვ.88/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:20 PM

"მე-5 საუკუნეში მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე სრულიად ქრისტეს ეკლესიამ ღმრთისმშობლად აღიარა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი უკეთური ნესტორის მწვალებლობის მხილებისა და დაგმობის დროს, როცა მიიღო და დაამტკიცა მღვდელმთავარ კირილე ალექსანდრიელის სიტყვები (ფორმულირება): "ვინც არ აღიარებს, რომ ემანუელი არის ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ამის გამო წმიდა ქალწულიც - ღმრთისმშობელი, რამეთუ მან ხორციელად შობა სიტყუა ღმერთი, - შეჩვენებულ იყავნ! ანათემა!" ამიტომ ყველა, ვინც არ აღიარებს ან ამახინჯებს ამ დოგმატს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ, ანათემირებულია, ანუ შეჩვენებულია - განკვეთილია ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან"

/"კანდელი" N7, 2022, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:18 PM

"[ათონის მთიდან] წამოსვლის წინ გვინდოდა, ხატს დავმშვიდობებოდით, მაგრამ კარიბჭის ტაძარი დაკეტილი დაგვხდა.

ვერ მოვითმინე და კარის ღიობიდან შევიხედე... იდგა თავისთვის, სიჩუმეში, მოკიაფე კანდლებში ჩვენი სევდისფერი ღვთისმშობელი და თითქოს ჩვენზე ლოცულობდა უსასრულობისკენ მომზირალი..."

/დეკ. სერაფიმე დანელია
"კარიბჭე" N4, 2023, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:33 PM

"საქართველოს მფარველი ანგელოზი თვით ზეციური დედოფალი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამია"

/"კარიბჭე" N4, 2023, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 07:40 PM

"["კიკოსის" ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის] ხატი სამართლიანად იწოდება საკვირველმოქმედად. მის თაყვანისსაცემად დღეს მთელი მსოფლიოდან ჩადიან კვიპროსზე მომლოცველები. მოწყალე ღვთისმშობელმა კვიპროსზე ჩამობრძანებისთანავე გამოავლინა თავისი საკვირველმოქმედი ძალა. როცა მას მიასვენებდნენ კუნძულზე, თაყვანს სცემდნენ არამარტო ადამიანები, არამედ ხეებიც იხრებოდნენ. დღემდეც კი მონასტრისკენ მიმავალ გზაზე ხედავენ მომლოცველები დახრილ ხეებს".

/"კიკოსის" ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი" (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2023, 08:15 PM

"გულწრფელი ლოცვა მის ["კიკოსის" ღვთისმშობლის ხატის] წინაშე ნამდვილ სასწაულებს აღასრულებს. გვალვა ყოველთვის იყო და ახლაც არის კაცობრიობისთვის უდიდესი პრობლემა, იგი ანადგურებს მოსავალს და შიმშილობასა და სნეულებებს აღმოაცენებს. წვიმის მომადლებისათვის კიკოსის ხატს მონასტრის მახლობლად მდებარე მთის წვერზე ააბრძანებენ, ხსნიან საფარველს და ასე ლოცულობენ მის წინაშე, ამასთან ყოვლადწმიდა ქალწულის პირისახე ცისკენ არის მიმართული, და მვედრებელნი ამ შემთხვევაშიც არ ჭვრეტენ მის ღვთაებრივ პირისახეს"

/"კიკოსის" ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი" (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2023, 08:18 PM

"წინასწარმეტყველება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანისცემის შესახებ, სულიწმიდის შთაგონებით, თავად ღვთის დედამ წარმოთქვა: "აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ (ანუ ნეტარ-მყოფდნენ, ნეტარად მომიხსენიებდნენ) მე ყოველნი ნათესავნი", და იგი წარმოადგენს ღმერთის ნების გამოხატულებას მასზედ, რომ ჩვენ, ქრისტიანები, მოვალენი ვართ, თაყვანს ვცემდეთ ღვთის დედას. მისი პირველი განდიდება თვით სახარებაშია მოცემული, როცა დედაკაცი ვინმე იესოს ქადაგების მსმენელთაგან, ასე შეჰღაღადებს უფალს: "ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი". პირველი მაგალითი მისი ლოცვითი მოწოდებისა წმიდა მოციქულებმა მოგვცეს, როცა მესამე დღეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებიდან, როგორც ამას წმიდა საეკლესიო გადმოცემა გვაუწყებს, იხილეს რა იგი ზეცაში, შეჰღაღადეს მას: "ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!"

/"კიკოსის" ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი" (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.43/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 09:25 PM

"ღვთისმშობელი არცერთხელ არ ზიარებია წმინდა საიდუმლოს, მის დროს ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი ევქარისტიის საიდუმლო, მაგრამ გონისმიერი ღვაწლით მან, როგორც ხედავ, სიწმინდის სისრულეს მიაღწია და ძე ღვთისას დედა იქცა. ზიარების ღირებულებას არ განსაზღვრავს მისი სიხშირე ან იშვიათობა, არამედ სიწმინდის წინაშე მოწიწება და საკუთარი უღირსების გაცნობიერება"

/"უფალო, შემიწყალე", წიგნი 7, გვ.254/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2023, 08:14 PM

"ერთი ქალი იხსენებდა:

ის იზრდებოდა პარტიული მუშაკების ოჯახში. შემდგომ გათხოვდა ქრისტიანების მდევნელზე. ეყოლა ვაჟი. მაგრამ რაღაც ისე არ მიდიოდა და ექიმებმა ურჩიეს, შეჰგუებოდა, ვაჟი ვერ იცოცხლდებდა. ქალი ხელს არ უშვებდა ბავშვს, ძილის დროსაც კი, გულში იხუტებდა. მედდას შეეცოდა ქალი, დაითანხმა, რამდენიმე საათით მისთვის გადაეცა ბავშვი და დაეძინა.

როცა ქალმა გაიღვიძა, გაიქცა მედდასთან და რას ხედავს: მედდა არსადაა, ბავშვი კი წევს გალურჯებული ტუჩებით, სუნთქვა არ ისმის.

არაფერზე არ უფიქრია, გამწარებული დედა მხოლოდ მკვდარ შვილს ხედავდა. აიტაცა უსულო სხეული, დაეცა მუხლებზე, ბავშვი მაღლა ასწია და რაც შეეძლო მთელი ძალით იყვირა:

- "ღვთისმშობელო, გადაგვარჩინე!"

...და აი - ბავშვმა ამოისუნთქა!

საინტერესო ფაქტია, რომ ბავშვი ღვთისმშობლის შობას დაიბადა"

/"ქვაკუთხედი" N5, 2023, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2023, 08:03 PM

"აღზრდისა მისისათვის იგი შეფარებული იქნა იერუსალიმის ტაძარში და რამდენიმე ხნის შემდეგ წმ. წერილი ესმოდა ისე ცხადად და სწორად, რომ განაცვიფრებდა გამოცდილ და დახელოვნებულ სჯულისმოძღვარსაც კი. ღვთის დედის განსაკუთრებული გულისხმიმერება გასაოცარია მის უფრო, რომ სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს"

/"კარიბჭე" N8, 2023, გვ.17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2023, 09:32 PM

კასოპეს ღვთისმშობელი

"საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, სოფელ კასოპეში დასვენებული ღვთისმშობლის ხატის მიერ მოხდენილ უამრავ სასწაულთაგან ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია. 1530 წელი იდგა. კუნძულს ვენეციელი სიმეონ ბალბი მართავდა. თოთხმეტიოდე წლის სოფლელი ბიჭი, სტეფანოსი, კორფუდან შინ ბრუნდებოდა. ქალაქის განაპირას თანამგზავრები გამოუჩნდა. ცოტა ხანში შემოხვდნენ ფქვილის ტომრებმოკიდებული ახალგაზრდები. სტეფანოსის თანამგზავრებმა მათ ფქვილი წაართვეს და გაიქცნენ. ყმაწვილმა მათი შეჩერება სცადა. ვინ უსმინა. სოფელში დაბრუნებულმა დაზარალებულებმა მძარცველები აღწერეს და მათ სტეფანოსიც მიათვალეს. ამიტომ კორფუში მეორედ მისულს ხელი სტაცეს და მმართველს მიჰგვარეს. ბალბიმ ყაჩაღად მიჩნეულს "შესთავაზა" - ან ხელს დაემშვიდობე, ან ორსავ თვალსო. სასოწარკვეთილმა ყმაწვილმა თვალების დაკარგვა არჩია. საცოდავმა დედამ ბრმა შვილი ნუგეშისთვის კასოპეს ღვთისმშობელთან მიიყვანა. ხატთან ილოცეს და იქაურ ბერს ღამის გასათევი სთხოვეს. სასტუმრო ოთახები დაკეტილი იყო, მათი გასაღები ბერს არ ჰქონდა და ეკლესიაში დარჩენა შესთავაზა. დაღლილ დედას ჩაეძინა. ტკივილით გათანგული ყმაწვილი დროდადრო ჩათვლემდა. შუაღამისას აშკარად იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელები თვალებზე დააჭირა. შეშინებული წამოხტა და დედა გააღვიძა - ღვთისმშობლის ხატის წინ გაუქრობელი კანდელი ჩამქრალაო. კანდელი მართლაც ჩამქრალიყო. "შვილო, ამის დანახვა როგორ შეძელი, შენ ხომ თვალები აღარა გაქვსო", - ამოიკვნესა დედამ. შვილმა კი მოუთმენლად შეაწყვეტინა, ყველაფერს ვხედავო. დედამ ლამპის შუქზე შეხედა - სტეფანოსს ორივე თვალი თავის ადგილას ჰქონდა! სტეფანოსს ადრე ყავისფერი თვალები ჰქონდა, ღვთისგან ახალბოძებული კი ცისფერი იყო. გახარებული დედა-შვილის ტირილზე მასპინძელ ბერსაც გაეღვიძა. ღვთისმშობლის სასწაული რომ იხილა, მაშინვე მმართველთან სამხილებლად წავიდა. გაოცდა ბალბი და დიდებულებთან ერთად კასოპეს მიაშურა. "კაცი შეცვალესო", - ასავსავებდა ხელებს, მაგრამ ყმაწვილს სახეზე აჩნდა რკინის მარწუხებით მიყენებული დაზიანებები. ქალაქში დაბრუნებულმა ბალბიმ მოიკითხა ჯალათი. მან სტეფანოსის ამოთხრილი თვალის კაკლები აჩვენა. შემცბარმა მმართველმა ყმაწვილს ბოდიში მოუხადა, უხვად დააჯილდოვა და სამადლობელოდ კასოპეს ღვთისმშობლის ხატი განამშვენა."

/"თვენი", წიგნი 23, გვ.213/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2023, 04:43 PM

"ღვთისმშობლის ეპისტოლე*

* მიუხედავად იმისა, რომ ეს ეპისტოლეები არ არიან აღიარებული ეკლესიის მიერ, როგორც კანონიკურები (თუმცა არც ერეტიკულად მიიჩნევა), ფართოდ გავრცელდა საბერძნეთში თურქების ბატონობის პერიოდში. მორწმუნე ხალხს არ შეპარვია ეჭვი ამ ეპისტოლეების შინაარსის ავთენტურობაში და ბევრმა მიიღო მათგანმა სულიერი სარგებელი "

/წმინდა პორფირი კავსოკალიველი, "ცხოვრება და სიტყვანი", გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2023, 08:24 PM

"1975 წლის 12 მარტის ღამის ორ საათზე მაამ ალიპის უთქვამს, ღვთისმშობელი მოვიდა - ვერ წარმოიდგენთ, ისეთი ლამაზია. საღებავები მომეცით, უნდა დავხატოო. საღებავები კი მიუტანეს, მაგრამ ხელი აღარ ემორჩილებოდა. დილის ოთ საათზე მაამ ალიპი გარდაიცვალა"

/მიტროპოლიტი ტიხონი, "უგვირგვინო წმინდანები" და სხვა მოთხრობები", გვ. 227/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)