IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
> ხატწერა, კანონიკა
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 12:50 AM
პოსტი #121


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ღვთისმშობლის იკონოგრაფია


ინტერესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახვისადმი მის სიცოცხლეშივე ჩნდება. მისი პირველი გამოსახულებები ხელთუქმნელი ხატების სახელითაა ცნობილი. ხელთუქმნელ ხატებს უწოდებენ იმ გამოსახულებებს, რომლებიც უხილავად გამოისახებოდა ხოლმე მორწმუნეთათვის და გარკვეული დროის შემდეგ უჩინარდებოდა. თუმცა იხატებოდა მათი ასლები და ასე იღებდა დასაბამს რომელიმე ხატის იკონოგრაფია. ერთ-ერთი ასეთი პირველი ხატი გახლავთ ლუდიის ღვთისმშობლის სახელით ცნობილი გამოსახულება. წმინდა გარდამოცემა, ამ ხატის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: იერუსალიმის ახლოს მოციქულები აარსებენ შესაკრებალს-ეკლესიას; ერთხელ მოციქულებთან ერთად ყოვლადწმინდა დედას წასვლა ვერ მოუხერხებია, მაგრამ მათთვის დაუბარებია: “თქვენ წადით და მე მოვალ.” დგილზე მისულ პეტრეს და იოანეს ტაძარში, ერთ-ერთ ბურჯზე დახვდათ გამოსახულება ყოვლადწმინდა დედასი - ფეხზე მდგომი, ყრმით ხელში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ პატრიარქმა გერმანემ დააწერინა ასლი ამ ხატისა. ხატმებრძოლეობის დროს კი, ბურჯზე გამოსახული ღვთისმშობლის ხატი გაქრა.

მეორე ხელთუქმნელი ხატის შესახებ, მოგვითხრობს “მოქცევაი ქართლისაჲ”-ეს გახლავთ ხატი, ფიცარი, რომელზეც ღვთისმშობლის სახეზე მიდებით გამოისახა ხატი ყოვლადწმინდა დედისა. სასწაულებრივად შემნილი ხატით შემოვიდა საქართველოში ანდრია მოციქული და ჩვენთვის ეს ხატი „აწყურის ღვთისმშობლის” სახელითაა ცნობილი.

გარდა ამისა, წმინდა გარდამოცემა მოციქულ ლუკას უკავშირებს ოთხი ხატის შექმნას, რომლებიც ასევე ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე შეიქმნა. ერთ-ერთი გახლავთ დედაღვთისას ის სახე, რომელიც ოდიგიტრიის სახელითაა ცნობილი. ღვთისმშობლის სახეთა შორის, ძნელად თუ მოიძებნება აღნიშნული ტიპის მზგავსად პოპულარული სახე. ჩვენშიც ყველაზე უფრო ხშირად დედაღმრთისას ეს სახე გამოისახება და ხატწერის მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ თემას შეადგენდა. ოდიგიტრია- (გზის მაჩვენებელი) ტიპოლოგიური ეპითეტია და დაკავშირებულია კონსტანტინოპოლის ოდიგონის მონასტერთან, რომლის მთავარ სიწმინდესაც ეს ხატი წარმოადგენდა. ლუკა მარახებელს სწორედ ამ გამოსახულების შექმნისას გამოსახავენ უმეტესად.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად-პირველ ქრისტიანების შესაკრებლებში, კატაკომბებში ჩნდება გამოსახულებები ყოვლადწმინდა დედისა. მათ შორის ჭარბობს მლოცველი ღვთისმშობლის (ორანტას) გამოსახულება-ხელებაპყრობილი პოზით.

უკვე III-IV საუკუნეებიდან კი ჩნდება დღესასწაულთა იკონოგრაფიული სქემები. ერთ-ერთი პირველი დღესასწაული, ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული, გახლავთ “ხარება”-რომელიც მოციქულთა მიერ არსდება. ხარების უადრეს გამოსახულებებიდან აღსანისნავია “სანტა მარია მაჯორეს” სცენა, სადაც ღვთისმშობელი გამოსახულია სადედოფლო სამოსით-თვალმარგალიტით მორთული კაბითა და გვირგვინით-ისე როგორც რომაელი დედოფალი. ადრე ქრისტიანული გამოსახულებებისათვის უცხო არ არის ასეთი ნაირგბარობა. აღნიშვნის ღირსია საბერეების IX-X საუკუნის ხარების სცენა-სადაც ღვთისმშობელი თეთრი ლეჩაქითა და ყვავილებით მორთული კაბითაა გამოსახული. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ, რომელმაც დაამოწმა მისი ღვთისმშობლობა დაადგინა იკონოგრაფიც. ამიერიდან ღვთისმშობელი უნდა გამოესახათ, როგორც უბრალო ებრაელი ქალი, რათა მისი სახე, უფრო ახლობელი და მისაღები ყოფილიყო ყველა ფენის ქრისტიანისთვის. თუმცა სამეთო და სადედოფლო მნიშვნელობა იკისრა არა თვალმარგალიტმა არამედ შესამისლის ფერმა. როგორც ხატთა უმრავლესობაზეა ღვთისმშობელს მოსავს მეწამული მაფორიუმი (ზედა კაბა) და ლურჯი სტოლა (შიგა შესამოსელი) ასევე აუცილებლად წითელი წაღები. წითელი, მეწამული სამეფო ფერად იყო მიჩნეული და ამ ფერის სამოსით მხოლოდ სამეფო კარი იმოსებოდა. უბრალო ფენისთვის კი აკრძალული იყო წითლის ტარება. გარდა სამეფო დატვირთვისა, ფერთა სიმბოლიკაში ღვთისმშობლის კაბათა ასეთი შეფერილობა შინაარსის მიხედვითაც შეირჩა. წითელი ყველაზე აქტიური ფერია, არის ფერი უფლის განკაცებისა. ლურჯი (იგივე დატვირთცვა აქვს ცისფერსაც) ზეცის ფერად, ზეციურ საიდუმლოების აღმნიშვნელ ფერადაა მიჩნეული. როგორც ვნახეთ, ერთი შეხედვით სადა შესამოსელი ყოვლადწმინდა დედისა წარმოაჩენს მას, როგორც მიწიერ და ზეციურ დედოფალს, უფლის განკაცების საიდუმლოს მატარებელს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებას ყოველთვის ახლავს სამი ვარსკვლავი; შუბლზე და მხრებზე; ვარსკვლავები მის მარად ქალწულებაზე მიანიშნებს, ქალწული ქრისტეს შობამდე, შობისას და ქრისტეს შობის შემდეგ.

მიუხედავად ჩვენამდე მოღწეული ღვთისმშობლის ხატების ნაირგვარობისა ყოველ მათგანს აქვს საერთო ხასიათი, პიროვნული ნიშნების მატარებელი სახე, რომელიც ყველასთვის საერთოა.

ხატმებრძოლეობის ერესის შემდეგ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტაძრის მოხატულობის პროგრამა, განისაზღვრა ღვთისმშოლის გამოსახვის ადგილი საკუთხეველშიც. ვედრების კომპოზიციაში გამოსახავენ მაცხოვრის მარჯვნივ, როგორც უდიდეს მეოხს კაცობრიობისას, ხოლო თუ “ქრისტეს დიდების” სცენაა, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში ღვთისმშობელი, მეორე რეგისტრში, მოციქულთა შორის გამოისახება. უკვე საქართველოში IX საუკუნიდან გვაქვს საკურთხეველში ღვთისმშობლის გამოსახვის მაგალითები. ადრეული ნიმუშები გვაქვს დავით გარეჯში, საბერეების IX-X საუკუნის სამოცველოებში.

დაკანონდა ღვთისმშობელთან დაკავშირებული სცენების გამოსახვის აუცილებლობაც, რომელიც ცალკე რეგისტრად იყო ტაძარში, ან ერთ-ერთი მკლავი მთლიანად ეთმობოდა ღვთისმშობლის თემას. (ატენი XI ს. ბეთანია XIIს.) გვაქვს ისეთი იშვიათი შემთხვევა, როცა მოხატულობის ყველა სცენა ღვთისმშობელს ეძღვნება. (მაგ: დირბის ეკლესიის მოხატულობა XIV ს. ბერთუბნის მთავარი ეკლესია XIII ს)

გარდა ისტორიული რედაქციებისა გვაქვს ისეთი სცენები, რომლებიც ღვთისმშობლის რელიქვიებს უკავშირდება, ერთ-ერთი ადრეული ვლაქერნობისადმი მიძღვნილი ციკლია, IX საუკუნიდან დამატებული ღვთისმშობის მიძინების სცენას. უმეტესად შემდეგი სცენები გვხვდება: „ღვთისმშობლის სამოსის დიდება~, „ღვთისმშობლის სარეცლის დასვენება წმინდა მოციუქულ თომას მიერ~, „ღვთისმშობელი ანაწილებს თავის სამოსს ორ ქვრივს შორის”, „ღვთისმშობის წმინდა საფარველი”….

შედარებით გვიანი პერიოდის ხატებზე, ხვდებით სხვადასხვა ფერის კაბით შემოსილ ღვთისმშობილის გამოსახულებას, არის ისეთი ხატებიც სადაც თმებიც მოუჩანს, ასეთი გამოსახულებები შედარებით გვიანი ხანის მოვლენაა და დასავლურ ევროპულ გავლენებთან გვაქვს საქმე.

ბიზანტიურმა ხელოვნებამ, ღვთისმშობლის მრავალი სახე შექმანა, რომელთა უმეტესობა „სახატე” სახეს წარმოადგენდა და თავისი სასწაულთმოქმედი ძალით იყო ცნობილი. ღვთისმშობლის მრავალრიცხოვანი იკონოგრაფიული ტიპების არსებობა ამ სახის რთული, მრავალპლანიანი თეოლოგიურ-სიმბოლური მნიშვნელობითაა განპირობებული. ღვთისმშობლის თემა უწინარეს ყოვლისა, უფლის განკაცების მოწმობაა და თავის თავში ქრისტიანული აღმსარებლობის მრავალ ასპექტს აერთიანებს. დედაღმრთისას ხატწერის თემაში პოპულარობა რაღა თქმა უნდა, მისი, როგორც კაცობრიობის მეოხისა და მფარველის როლითაც აიხსნება.



--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 25 2013, 12:57 AM
პოსტი #122


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ასე თუ გააგრძელებ ძალიან გაგვახარებ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 12:59 AM
პოსტი #123


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(A.V.M @ Jan 25 2013, 12:57 AM) *

qetevano
ასე თუ გააგრძელებ ძალიან გაგვახარებ...

თუ წაიკითხავს ვინმე გავაგრძელებ აბა რას ვიზავ... კიდევ ბევრი იფორმაცია მაქვს მომზადებული. cool.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 25 2013, 01:08 AM
პოსტი #124


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
უკვე წავკითხე... cool.gif cool.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 01:21 AM
პოსტი #125


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(A.V.M @ Jan 25 2013, 01:08 AM) *

qetevano
უკვე წავკითხე... cool.gif cool.gif

უახლოეს მომავალში დავდებ ახალ სტატიასაც, შენ მაინც წაიკითხავ smile.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 25 2013, 02:00 AM
პოსტი #126


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



qetevano
კარგია... ამჟამად საინტერესოა ჩემთვის ფერების თემა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jan 25 2013, 07:54 PM
პოსტი #127


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



მოკლედ, თან ვთარგმნი ამ სტატიას და თან დაგიდებთ რომ ბევრის წაკითხვა არ დაგეზაროთ ხოლმე. smile.gif
თუ რამე წინადადებათა წყობა შეცდომით იქნება მაპატიეთ smile.gif


ფერის სიმბოლიკა ხატში

რუსმა ხატმწერებმა, რომლებიც ბიზანტიელებისგან სწავლობდნენ, მიიღეს და შემოინახეს ფერის სიმბოლიკა. მაგრამ რუსეთში ხატი არ იყო ისეთი მდიდრული და მკაცრი, როგორც იმპერიულ ბიზანტიაში. რუსული ხატის ფერები იყო უფრო ცოცხალი, კაშკაშა და მჟღერი. ძველი რუსეთის ხატმწერებმა ისწავლეს ისეთი ნიმუშების შექმნა, რომლებიც ახლოს იყო ადგილობრივ გარემოსთან, გემოვნებასთან და იდეალებთან. თითოეულ ფერს ხატზე, აქვს განსაკუთრებული აზრობრივი გამართლება და მნიშვნელობა. თუ ამ აზრს ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავთ და ვერ ვარკვევთ, ეს იმითაა გამოწვეული რომ, ჩვენ ის დავკარგეთ: ჩვენ დავკარგეთ მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნების გაგების გასაღები.

ოქროსფერით ხატში ცხადდება სიხარული. ოქრო ხატზე ღვთიური ენერგიისა და მადლის, თვითონ ღმერთისა და იმ სამყაროს სილამაზის სიმბოლური გამოხატულებაა.

მზიანი ოქრო თითქოს შთანთქავს სამყაროს სიბოროტეს და ამარცხებს მას. მოზაიკებისა და ნახატების ოქროსფერი ბრწყინვალება გვაგრძნობინებს ღმერთის ნათებას და ციური სამეფოს დიდებულებას, სადაც არასდროს არის ღამე. ოქროსფერი გამოხატავს ასევე თვითონ ღმერთსაც.

ყვითელი ანუ ოხრა არის სპექტრით ოქროსფერთან მიახლოებული ფერი, ხშირად გამოიყენება მის შემცვლელად. ასევე წარმოადგენს ანგელოზთა უმაღლესი ძალაუფლების ფერს.

მეწამული ან ჟოლოსფერი ბიზანტურ კულტურაში მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო. ეს მეფის, მეუფის-ციური ღმერთისა და მიწიერი იპერატორის ფერია. მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა უფლება მეწამული ფერის მელნით მოეწერა ხელი ბრძანებისთვის, დაბრძანებულიყო მეწამულ ტახტზე, მხოლოდ ის ატარებდა მეწამულ ტანსაცმელსა და ჩექმებს (ყველა დანარჩენს ეს სასტიკად ეკრძალებოდა). ტაძრებში სახარების ყდა, შემოსილი იყო მეწამული ფერის ქსოვილით, ეს ფერი ზეციური დედოფლის-ღმრთისმშობლის სამოსელშიც ჩანს ხატებზე.

წითელი-ერთერთი სახელგანთქმული ფერია ხატებში. ესაა სითბოს, სიყვარულის, სიცოცხლისა და ცხოველმყოფელი ენერგიის ფერი. სწორედ ამიტომ წითელი ფერი იქცა აღდგომის სიმბოლოდ. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოდ. ამავე დროს ეს არის სისხლის და ტანჯვის ფერი. წითელი ფერის სამოსელით ხატავენ წამებულებს. წითელი ციური ცეცხლით ანათებს უფლის ტახტთან მიახლოებული ანგელოზ-სერაფიმების ფრთები. წითელ ფონს ხანდახან ხატავდნენ, როგორც უსასრულო ცხოვრების ზზეიმის ნიშანს.

თეთრი ფერი ღვთიური ნათელის სიმბოლოა. ეს არის სისუფთავის, სიწმინდისა და უბვრალოების ფერი. ხატებზე და ფრესკებზე წმინდანებს და მართლებს, გამოსახავდნენ თეთრ სამოსში. მართალნი-კეთილი და პატიოსანი ადამიანები რომლებიც ცხოვრობდნენ სიმართლით. იქვე თეთრად ბრწყინავდა ჩვილის შესამოსელი, გარდაცვლილთა სულები და ანგელოზები. თეთრი ფერით გამოსახავდნენ მხოლოდ მართალთა სულებს.

ლურჯი და ცისვერი ფერები გამოხატავდნენ ზეცის უსასრულობას, მუდმივი სამყაროს სიმბოლოს. ცისფერი ფერი ითვლებოდა ღმრთისმშობლის ფერად, ის აერთიანებდა მიწას და ზეცას. ღმრთისმშობლისადმი მიძღვნილი მოხატულობა ბევრ ტაძარში აღვსილია ციური ლაჟვარდით.

მწვანე ფერი ბუნებრივი და ცოცხალია. ეს არის ბალახის, ფოთლების, სიყმაწვილის, იმედის და მუდმივი განახლების ფერი. მწვანე ფერში ხატავდნენ დედამიწას, ის ფიგურირებდა ისეთ სცენებში სადაც იწყება სიცოცხლე. მაგ:შობის სცენა.

ყავისფერი შიშველი მიწის, ფერფლის, ყოველგვარი დროებითის დამტვრად ქცეულის ფერია. სამეფო ძოწისფერთან შერევისას ღმრთისმშობლის სამოსელში ეს ფერი მიანიშნებდა ადამიანურ ბუნებაზე.

ნაცრისფერი (რუხი)- ეს ის ფერია რომელსაც არასოდეს იყენებენ ხატწერაში. ის აერთებს შავს და თეთრს, ბოროტებას და სიკეთეს. ის გვევლინება გაურკვევლობის, სიცარიელის, არყოფნის ფერად. ასეთი ფერისთვის არაა ადგილი ხატის გასხივოსნებულ სამყაროში.

შავი-ბოროტებისა და სიკვდილის ფერია. ხატწერაში შავით ხატავდნენ გამოქვაბულებს, საფლავის სიმბოლოს და პირღია ჯოჯოხეთის უფსკრულს. ზოგიერთ სიუჟეტში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საიდუმლოს სიმბოლო. ჩვეულებრივი ცხოვრებიდან წასული ბერების შავი სამოსი არის ძველ სიამოვნებებზე და ჩვევებზე უარის თქმის სიმბოლო, გარკვეულწილად სიკვდილი სიცოცხლეში.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 1 2013, 08:18 PM
პოსტი #128


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ვაგრძელებ "ფერის სიმბოლიკის" თარგმანს და აქაც დავდებ პატარა ნაწილს სანამ მოვრჩები ბოლომდე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემი აზრით.




მართლმადიდებლური ხატის ფერის სიმბოლიზმის საფუძველია მაცხოვრისა და დედა ღვთისას გამოსახულება. ნეტარი ღმრთისმშობლის გამოსახულებისთჳის დამახასიათებელია მუქი ალუბლისფერი ომფორი და ლურჯი ან მუქი ლურჯი ქიტონი. მაცხოვრის გამოსახულებისთვის დამახასიათებელია მუქი მოყავისფრო-მოწითალო ქიტონი და მუქი ლურჯი ქიმატი. აქაც არის განსაზღვრული სიმბოლიკა: ღმრთისმშობლის გამოსახულებაში, ლურჯი, ციური ფერია, ცის სიმბოლო. მუქი წითელი ფერი ღმრთისმშობლის სამოსში კი თავად მისი სიმბოლოა. მაცხოვრის ლურჯი სამოსი მისი ღვთიურობის სიმბოლოა, მუქი წითელი კი ადამიანური ბუნების. წმინდანები ყველა ხატებზე გამოისახება თეთრ ან ოდნავ მოცისფრო რიზებში. ფერის სიმბოლიზმი აქაც მკაცრად ფიქსირებულია. იმისათვის რომ გავიგოთ თუ რატომაა აუცილებელი თეთრ ფერთა გამა წმინდანებისთვის, უნდა გავიხსენოთ თეთრი ფერის ისტორია ღვთისმსახურებაში. თეთრ სამოსელს ატარებდა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროინდელი სამღვდელოება. მღვდელი რომელიც ასრულებს ღვთისმსახურებას, იცმევს თეთრ რიზქვეშას, იმ თეთრი სამოსის ხსოვნის ნიშნად, რომელსაც გადმოცემის მიხედვით ატარებდა მოციქული იაკობი.
ხატწერაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოოქროებას. ხატმწერისთვის ხატის ფონი ესაა „ნათელი“, ღვთიური მადლის ნიშანი, რომელიც ანათებს ქვეყანას. ხოლო ოქროს ინოკოპი (სინათლის თვალისმომჭრელი ელვარებისგრაფიკული გამოსახვა ოქროს ფოლგის წვრილი ხაზებით, ფოთლებით) ტანსაცმელზე და საგნებზე გადმოსცემს ნაყოფიერი ენერგიის მკვეთრ ანარეკლს. მოოქროვების თანამიმდევრობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მანამდე, სანამ დაიხატება ფიგურა და სახე, ხდება ფონის მოოქროვება_ესაა სინათლე, რომელსაც გამოჰყავს ხატის სივრცე სიბნელის სამყაროდან და გარდასახავს მას ღვთიურ სამყაროდ. ასისტის ტექნიკა გამოიყენება მეორე ეტაპზე, როცა გამოსახულება უკვე დახატულია მამა ფლორენსკი წერდა: „ყველა ხატწერული სახე იბადება მადლის ზღვაში და ისინი განწმენდილნი არიან ღვთიური ნათელის ნაკადით. ხატი იწყება შემოქმედებითი სილამაზის ოქროთი და მთავრდება ნაკურთხი სილამაზის ოქროთი. ხატის წერას იმეორებს ღვთიური შემოქმედების მთავარ მოვლენებს:აბსოლუტური არ არსებობიდან ახალ იერუსალიმამდე, წმინდა ქმნილებამდე“


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 1 2013, 08:53 PM
პოსტი #129


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



qetevano
ძალიან კარგი გოგო ხარ!
წყარო, ან ავტორი მიუთითე ხოლმე, საიდანაც თარგმნი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 1 2013, 09:29 PM
პოსტი #130


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



tamuna m
წყაროდ შემიძლია მივუთითო მხოლოდ ეს: ნანა ბურჭულაძის მოცემული სტატია. სამწუხაროდ ავტორი არ უწერია.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 2 2013, 12:06 AM
პოსტი #131


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
,,კარგი ხარ გოგო კარგი ხარ...''
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 9 2013, 03:39 PM
პოსტი #132


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



კიდევ ერთი პატარა ინფორმაცია ფერების შესახებ ხატწერაში:
თეთრი ფერი-ნიშნავს სიწმინდეს, ღვთაებრივ ენერგიებს, რომლებიც ქმნილებას შემოქმედებამდე;
ოქროსფერი-მარადიულობას;
მწვანე-ცხოვრებას;
ლურჯი-საიდმულოს;
წითელი-თავის მსხვერპლად შეწირვას;
ცისფერი-უმანკოება;
ყვითელი-სითბოსა და სიყვარულის ფერია;
ისამნისფერი-სევდას ან შორეულ პერსპექტივას აღნიშნავს;
ძოწისფერი-გამრჯვებას;
მეწამული-დიდებულებას;
იისფერი სამოსლის ფერებში წმინდანის მსახურების განსაკუთრებულობის ანდა ინდივიდუალობის აღსანიშნავად იხმარება;
ფირუზისფერი-ახლაგაზრდობას ნიშნავს;
ვარდისფერი-ბავშობას;
შავი-ხან სიცარიელეს, მადლის უქონლობას მიუთითებს, ხანაც ცოდვასა და დანაშაულს.
ლურჯთან შეერთებული შავი-ღრმა საიდუმლოს აღმნიშვნელია;
მწვანესთან-სიბერის;
ნაცრისფერი-სიკვდილის ფერია;
ხატებზე კლდეები ნაცრისფერით გადმოიცემა, მკაფიო პირობითი ხაზებით;
ნარინჯისფერი-ღვთის მადლს აღნიშნავს;
ქარვისფერი-ჰარმონიას, თანხმობას, მეგობრობას;


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 9 2013, 10:16 PM
პოსტი #133


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ხატწერაში გასაგებია და ისე რისი დადება შეგიძლია ფერების სიმბოლოების შესახებ?

(ძალიან მიტაცებს სიმბოლიზმი.
ერთხელ როდესაც ტერენტი გრანელის შესახებ ვწერდი თემას მახსოვს ცალკე თავი გამოვუყავი მისსა და ფერების დამოკიდებლებას.
აგრეთვე ცალკე სასაუბროა ,,დიდოსტატის მარჯვენა'' და ფერები.)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 9 2013, 10:42 PM
პოსტი #134


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
ზოგადად რა ფერი რა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე გინდა დაგიდო? ხვალ დაგიდებ თუ გინდა. სანამ ავკრეფავ....


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 9 2013, 10:53 PM
პოსტი #135


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
ფერებზე რაც იცი და როდესაც შეძლებ ის დადე..


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 9 2013, 11:06 PM
პოსტი #136


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(A.V.M @ Feb 9 2013, 10:53 PM) *

qetevano
ფერებზე რაც იცი და როდესაც შეძლებ ის დადე..

ოკ, არის უფროსო.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 10 2013, 12:49 AM
პოსტი #137


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ეგ ხელოვნების განყოფილებაში თუ შეიძლება tongue.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Feb 10 2013, 12:26 PM
პოსტი #138


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(tamuna m @ Feb 10 2013, 12:49 AM) *

ეგ ხელოვნების განყოფილებაში თუ შეიძლება tongue.gif

კიიი მასეც ვაპირებ, უბრალოდ პასუხი აქ გავეცი, მაპატიე smile.gif dry.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 17 2013, 09:28 PM
პოსტი #139


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
იმედია არ მეჩხუბებით ასე რომ ავტვირთე unsure.gif happy.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 17 2013, 10:09 PM
პოსტი #140


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ეს წიგნი წავიკითხე. საინტერესო მოსაზრებებია და, ჩემი აზრით, ჯანსაღი კრიტიკა დღევანდელი სიტუაციისა. არ არის უხეში. გასათვალისწინებელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი