IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> თანამშრომლობა განათლების სფეროში
შოთაძე
პოსტი Sep 13 2007, 04:07 AM
პოსტი #1


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



მომივიდა აზრათ რომ, ფორუმელების, საპატრიარქოს წარმომადგენლების, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვთა ფსიქოლოგების და განათლების სამინისტროს შორის მოვაწყოთ დებატები, სექსოლოგიის სწავლების შესახებ სკოლებში და რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე სამლოცველოს გაუქმებასთან დაკავშირებით,ასევე მართმადიდებელ ბავშვვთა უფლებების დაცვა საჯარო სკოლებში. ასევე ის საკითხები რაც მნიშვნელოვანია რომ მივაწოდოთ მოზარდებს

როდესაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ სკოლა არის საჯარო და საჯარო სკოლებში სწავლობენ სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები და დემოკრატიულ სახელმწიფოში მათი უფლებები უნდა იყოს დაცულიო. და როდესაც დაისვა კითხვა მართმადიდებელ ბავშების უფლებებზე განაცხადეს რომ ვისაც არ მოწონთ შეუძლიათ საერო სკოლებში ისწავლონო. და მაინტერესებს რატომ მარმადიდებელ ბავშვების უფლებებს არ იცავენ, ყველა მშობელს არ აქვს იმის საშვალება თავისი შვილი სხვა უბანში ატაროს, საერო სკოლები ფასიანია( გადასახადს თავი რომ დავანებოთ) და ესეც რომ არიყოს არ არის იმდენი საერო სკოლა რომ მოსწავლეები დაიტიოს. იქნებ დავიწყოთ სკოლებში მართმადიდებელ ბავშვების უფლებების დაცვა და ასევე დავანახოთ თუ რატომ არის აუცილებელი სახვთო სჯულის შეტანა სკოლებში და რატომ ვეწინააღმდეგებით სექსოლოგიის შეტანას სკოლებში.
იქნებ დაფიქრდნენ და გონს მოვიდნენ და გადავარჩინოთ მომავალი თაობა ასეთი გარყვნილობისგან და მივახვედროთ რომ ხვთის შიში და სიყვარული ვასწავლოთ და ამით მოგვარდება ყველა ის პრობლემა რაც დღეს არის მოზარდებში.


თუ რამე ზედმეტი მომივიდა მაპატიეთ.


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 13 2007, 04:15 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(shota_shotadze @ Sep 13 2007, 02:07 AM) *


როდესაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, განანაცხადა რომ სკოლა არის საჯარო და საჯარო სკოლებში სწავლობენ სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები და დემოკრატიუ სახელმწიფოში მათი უფლებები უნდა იყოს დაცულიო. და როდესაც დაისვა კითხვა მართმადიდებელ ბავშების უფლებებზე განაცხადეს რომ ვისაც არ მოწონთ შეუძლიათ საერო სკოლებში ისწავლონო.


შოთა,

მართალი ხარ.

გერმანიაში სკოლებში ისწავლება რელიგია ანუ კათოლიკური და პროტესტანტული (*უნდა იყოს ევანგელისტური, მერე დავაზუსტე , მაგრამ ორიგინალურ პოსტს ვტოვებ,რადგანაც გამოხმაურება ქონდა და შესაბამისი საპასუხო პოსტი აზრს დაკარგავს*), თუმცა გერმანია იდეაშიც კი დემოკრატიულია,და გარდა ამისა სკოლებში გერმანელებზე მეტი სხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსწავლეა.მაგრამ რა ხდება : ვისაც არ უნდა,ანუ მუსულმანს,ან მართლმადიდებელს,ან ბუდისტს ამ რელიგიის "შესწავლა", აქვთ თავისუფალი ნება არ დაესწრონ ამ გაკვეთილს. მაგალითად,ჩემი შვილები 11 და 12 კლასში არიან და არასოდეს დასწრებულან რელიგიის გაკვეთილს, ეს მათი ნებაა.

ამიტომ, ხომ შეიძლება რომ საქართველოშიც ასე იყოს და თუ ვინმე სხვა აღმსარებლობისაა, ნუ დაესწრება ღვთისმეტყველების გაკვეთილს. თუმცა, ვფიქრობ რომ ცოტანი იქნებიან ასეთები.

ანუ, არაა ეგ მიზეზი ამის შემოუღებლობის სკოლებში, რაცხა სხვა აწუხებთ როგორც ჩანს.

გაიხარეთ.

პ.ს. ხო, ეს რელიგიის გაკვეთილები ძირითადად არის ან პირველი ან ბოლო საათი, რომ შუალედში ბავშვები გარეთ ან დარჩნენ,ანუ საკლასო ოთახის გარეთ.ესეიგი ან მოდიან ერთი საათით გვიან,ან მიდიან ერთი საათით ადრე რომ არ იბოდიალონ უაზროდ სკოლაში smile.gif მე მგონი გეიგეთ რას ვამბობ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Sep 13 2007, 04:19 AM
პოსტი #3


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(staywhite @ Sep 13 2007, 04:15 AM) *


გერმანიაში სკოლებში ისწავლება რელიგია ანუ კათოლიკური და პროტესტანტული, თუმცა გერმანია იდეაშიც კი დემოკრატიულია,და გარდა ამისა სკოლებზე გერმანელებზე მეტი სხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსწავლეა.მაგრამ რა ხდება : ვისაც არ უნდა,ანუ მუსულმანს,ან მართლმადიდებელს,ან ბუდისტს ამ რელიგიის "შესწავლა", აქვთ თავისუფალი ნება არ დაესწრონ ამ გაკვეთილს. ,აგალითად,ჩემი შვილები 11 და 12 კლასში არიან და არასოდეს დასწრებულან რელიგიის გაკვეთილს, ეს მათი ნებაა.

ამიტომ, ხომ შეიძლება რომ საქართველოშიც ასე იყოს და თუ ვინმე სხვა აგმსარებლობისაა, ნუ დაესწრება ღვთისმეტყველების გაკვეთილს. თუმცა, ვFიქრობ რომ ცოტანი იქნებიან ასეთები.

ანუ, არაა ეგ მიზეზი ამის შემოუღებლობის სკოლებში, რაცხა სხვა აწუხებთ როგორც ჩანს.





გეთანხმებით. სამწუხაროა რო ასე არ არის sad.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 13 2007, 04:23 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ხოდა ასეა,

ვნახოთ სხვები რას იტყვიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Sep 13 2007, 04:23 AM
პოსტი #5


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ასევე ვთხოვ ყველა ფორუმელს ვისაც აქვს ამის შესადძლებლობა ორგანიზება გავუკეთოდ ამ დებატებს თუ რათქმაუნდა მომხრე ხართ


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 10:15 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



shota_shotadze
ციტატა
როდესაც განათლების სამინისტრომ გამოაცხადა რელიგიის აკრძალვასთან დაკავშირებით, განაცხადა რომ სკოლა არის საჯარო და საჯარო სკოლებში სწავლობენ სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები და დემოკრატიულ სახელმწიფოში მათი უფლებები უნდა იყოს დაცულიო.

აჯობებდა ზუსტ ციტატა მოგეყვანა. სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრების უფლებები რელიგიის სწავლებით არ ირღვევა. რაღაც არა მგონია გს-ს მაღალჩინოსანს ეგეთი განცხადება გაეკეთებინა. ეგრე რუსეთში ერთმა გოგომ იჩივლა ბიოლოგიის გაკვეთილზე ცრუ მოძღვრებას (დარვინის თეორიას) მასწავლიანო.
ციტატა
და მაინტერესებს რატომ მარმადიდებელ ბავშვების უფლებებს არ იცავენ

ხომ ვერ დააკონკრეტებ? კერძოდ რას მოითხოვენ მართლმადიდებელი ბავშვები? რომელი უფლებების დაცვას?
ციტატა
რატომ არის აუცილებელი სახვთო სჯულის შეტანა სკოლებში და რატომ ვეწინააღმდეგებით სექსოლოგიის შეტანას სკოლებში.

ეგებ ორიოდე სიტყვით ფორუმზეც გაგვარკვიო - რატომ???
ციტატა
გერმანიაში სკოლებში ისწავლება რელიგია ანუ კათოლიკური და პროტესტანტული, თუმცა გერმანია იდეაშიც კი დემოკრატიულია,და გარდა ამისა სკოლებში გერმანელებზე მეტი სხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსწავლეა.მაგრამ რა ხდება : ვისაც არ უნდა,ანუ მუსულმანს,ან მართლმადიდებელს,ან ბუდისტს ამ რელიგიის "შესწავლა", აქვთ თავისუფალი ნება არ დაესწრონ ამ გაკვეთილს. მაგალითად,ჩემი შვილები 11 და 12 კლასში არიან და არასოდეს დასწრებულან რელიგიის გაკვეთილს, ეს მათი ნებაა.

შესაბამისად წლის ბოლოს არც "ნიშანს გაუფუჭებს" არავინ. ხომ მართალია.
სწავლების ამგვარი ფორმა ალბათ არც საქართველოს სკოლაში იქნება აკრძალული.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. ხომ არ იცი მაგ კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიის პედაგოგები რა აღმსარებლობის არიან? ვინ უხდის ხელფასს? "პროტესტანტულს" რომელს ასწავლიან? კვირაში რამდენი საათი? სექსუალური აღზრდის ან რაღაც ეგეთი გაკვეთილები თუ ტარდება გერმანულ სკოლებში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 13 2007, 10:54 AM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



shota_shotadze
ძალიან კარგი თემაა და აუცილებელიც

კონკრეტული ფორმატი მოვიფიქროთ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 11:06 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
ძალიან კარგი თემაა და აუცილებელიც

კონკრეტული ფორმატი მოვიფიქროთ

ამ ფორუმზე ნადებატები გაქვთ უკვე?
ეგებ თემის ლინკი დამიგდოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Sep 13 2007, 04:13 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



ძალიან საინტერესო თემააა......


სექსოლოგიის სკოლებში სწავლება იქნება კატასტროფა ჩვენი მომავალი თაობისათვის . . . მართლმადიდებელი ბავშვის უფლებები ამით ირღვევა და ამაზე რატო არ ფიქრობენ მაინტერესებს..... მე საქართველოში ვცხოვრობ . . . არ მინდა რომ ჩემმა შვილმა რომელიც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იქნება მითხრას რომ - რას აკეთებდი მაშინ როდესაც ამ კანონს ამტკიცებდნენო? (სექსოლოგიასთან დაკავშირებით) ანუ დავდგეთ ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ ამ უზნობის წინააღმდეგ. .. .


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 04:18 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



შაკუნა
ციტატა
სექსოლოგიის სკოლებში სწავლება იქნება კატასტროფა ჩვენი მომავალი თაობისათვის . . .

რა სახის კატასტროფა?
არ იფიქრო რომ მომხრე ვარ. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხზე. ყველა წერს კატასტროფაა და არავინ საუბრობს დეტალებზე.
ეგებ არის შესაძლებლობა ისე შეირჩეს სახელმძღვანელოები, ბავშვების ასაკი, პედაგოგები და ა.შ., რომ პირიქით დადებითი შედეგი მივიღოთ?
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაკვეთილები სექსუალურ აღვირახსნილობას უნდა ემსახურებოდეს (თუ ასე არ ფიქრობთ უკაცრავად)? რატომ არ შეიძლება მოხდეს ქრისტიანული მორალის, იგივე ქორწინობამდელი ქალწულობის პროპაგანდა და ბავშვებამდე გასაგები ენით და სწორად მიწოდება?
ციტატა
მართლმადიდებელი ბავშვის უფლებები ამით ირღვევა და ამაზე რატო არ ფიქრობენ მაინტერესებს.....

კერძოდ რომელი უფლება ირღვევა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Sep 13 2007, 04:55 PM
პოსტი #11


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა(rock @ Sep 13 2007, 04:18 PM) *

რა სახის კატასტროფა?
არ იფიქრო რომ მომხრე ვარ. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხზე. ყველა წერს კატასტროფაა და არავინ საუბრობს დეტალებზე.
ეგებ არის შესაძლებლობა ისე შეირჩეს სახელმძღვანელოები, ბავშვების ასაკი, პედაგოგები და ა.შ., რომ პირიქით დადებითი შედეგი მივიღოთ?
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაკვეთილები სექსუალურ აღვირახსნილობას უნდა ემსახურებოდეს (თუ ასე არ ფიქრობთ უკაცრავად)? რატომ არ შეიძლება მოხდეს ქრისტიანული მორალის, იგივე ქორწინობამდელი ქალწულობის პროპაგანდა და ბავშვებამდე გასაგები ენით და სწორად მიწოდება?

კერძოდ რომელი უფლება ირღვევა?

უკაცრავად მე რო მიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თვითონაც გაგცემს ალბათ პასუხს.

ეს საგანი როგორც ვიცი არის პატარა ასაკის ბავშვებზე გათვლილი დაახლოებით 1 დან 8 ე კლასამდე და ამ ასაკის ბავში მასწავლებელს ვერ ეტყვის რომ მაგ გაკვეტილზე არ დავესწრებიო ( ჩვენც ვყოფილვარდ ისეთ სიტვაციაში მაგ ასაკში რომ გაკვეტილზე არ გვინოდა შესვლა რაც მიუგებელი იყო ჩვენთვის მაგალითად ისეთ თემებზე საუბარი როგორიც პოლიტიკა და სხვადასხვა თემები მაგრამ ვერ ვახერხებდით რომ არ დავსწრებულიყავით)
ასევე მშობელს არ უნდა რომ თავისი შვილი დაესწროს ამ გაკვეთილს, მშობელი ყოველ წუთში თავის შვილს სკოლაში ვერ გააკონტროლებს რომელ გაკვეთილზე ესწრება ბავშვი და რომელზე არა და ამ ასაკში ბავშვი ვერ აცნობიერებს ეს კარგი არის თუ არა ამ გაკვეთილზე დასწრება და მას სურვილი უჩდება რომ დაესწროს.
მეორეც ჩვენ გვინდა ხვთის შიშითა და სიყვარულით აღიზარდოს ბავშვი და როდესაც ბავშვი უფლის სიყვარულით იზდება მას აღარ გაუჩდება კითხვა იმისა შეიძლება თუ არა დაოჯახებამდე სხვა ადამიანთან ქონდეს ინტიმური კონტაკტი და ასე შემდეგ.
დგეს არცერთ უწყებას არ უთქვამს რომ ეს უნდა მოხდეს მარტმადიდებლური სწავლებით და არა სექსუალური განათლებით, მათ პირიქით უნდათ რომ სექსუალური განათლება შეიტანონ და ამაში სხვა რაღაც იმალება.

მემგონი კარგი პასუხია


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 05:08 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



shota_shotadze
ციტატა
ეს საგანი როგორც ვიცი არის პატარა ასაკის ბავშვებზე გათვლილი დაახლოებით 1 დან 8 ე კლასამდე და ამ ასაკის ბავში მასწავლებელს ვერ ეტყვის რომ მაგ გაკვეტილზე არ დავესწრებიო

ასაკს რაც შეეხება ვერაფერს გეტყვი. ნამდვილად არ ვიცი რა ასაკიდან აპირებენ სწავლებას, მაგრამ რატომ უნდა სთქვას უარი გაკვეთიზე დასწრებაზე?
ციტატა
მეორეც ჩვენ გვინდა ხვთის შიშითა და სიყვარულით აღიზარდოს ბავშვი

შიშით რატომ?
ციტატა
როდესაც ბავშვი უფლის სიყვარულით იზდება მას აღარ გაუჩდება კითხვა იმისა შეიძლება თუ არა დაოჯახებამდე სხვა ადამიანთან ქონდეს ინტიმური კონტაკტი და ასე შემდეგ.

არასწორი მიდგომაა. კითხვა ყველა ვარიანტში გაუჩნდება, ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც. კითხვაზე სწორი პასუხების გაცემას კი შეიძლება მათ შორის ეგ გაკვეთილებიც მოემსახუროს.
ციტატა
დგეს არცერთ უწყებას არ უთქვამს რომ ეს უნდა მოხდეს მარტმადიდებლური სწავლებით და არა სექსუალური განათლებით, მათ პირიქით უნდათ რომ სექსუალური განათლება შეიტანონ და ამაში სხვა რაღაც იმალება.

სასულიერო პირის საქმე არაა სექსუალური განათლება. თუ სახელმძღვანელოები შესაბამის ცენზურას გაივლიან, თუ პედაგოგი ნორმალურია, ბავშვიც ნორმალურ ინფორმაციას მიიღებს, თუ არა და ანატომიის და ფიზიკის გაკვეთიზეც შეიძლება ბავშვის გარყვნა.
ციტატა
მემგონი კარგი პასუხია

რის? რომელ კითხვას უპასუხე?
ციტატა
რა სახის კატასტროფა?

ციტატა
ეგებ არის შესაძლებლობა ისე შეირჩეს სახელმძღვანელოები, ბავშვების ასაკი, პედაგოგები და ა.შ., რომ პირიქით დადებითი შედეგი მივიღოთ?

ციტატა
რატომ ფიქრობთ, რომ ეს გაკვეთილები სექსუალურ აღვირახსნილობას უნდა ემსახურებოდეს (თუ ასე არ ფიქრობთ უკაცრავად)? რატომ არ შეიძლება მოხდეს ქრისტიანული მორალის, იგივე ქორწინობამდელი ქალწულობის პროპაგანდა და ბავშვებამდე გასაგები ენით და სწორად მიწოდება?

ციტატა
კერძოდ რომელი უფლება ირღვევა?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 13 2007, 05:43 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
შიშით რატომ?

"დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა" - დავითის ფსალმუნიდან smile.gif

ციტატა
არასწორი მიდგომაა. კითხვა ყველა ვარიანტში გაუჩნდება, ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც. კითხვაზე სწორი პასუხების გაცემას კი შეიძლება მათ შორის ეგ გაკვეთილებიც მოემსახუროს.

საერთო გაკვეთილი არ არის საჭირო. შეიძლება მშობლებს ვასწავლოთ, როგორ ასწავლონ შვილებს. ამის მომხრე ვარ



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 05:47 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
"დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა"

ეგ "შიში" და დღევანდელი "შიში" ერთია? რა ვიცი, რა ვიცი . . .
სახარებაში არის რამე ეგეთი?
ციტატა
საერთო გაკვეთილი არ არის საჭირო. შეიძლება მშობლებს ვასწავლოთ, როგორ ასწავლონ შვილებს. ამის მომხრე ვარ

მაგის განხორციელება როგორ წარმოგიდგენია? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 13 2007, 05:53 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
ეგ "შიში" და დღევანდელი "შიში" ერთია? რა ვიცი, რა ვიცი . . .
სახარებაში არის რამე ეგეთი?

მაშინდელი და დღევანდელი შიში ვერ გავმიჯნე unsure.gif

სამოციქულოში წერია: ღმრთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდით

დღევანდელ (და 14 საუკუნის წინანდელ) წირვაზე ხშირად გაისმის:

- წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ...

- მერმეცა გევედრებით.... რომელნი შიშითა ღვთისათა შრომობენ და მსახურობენ....

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით....

- რათა შემწირველმან ამათმან, წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა და საშინელსა საკურთხეველსა თვისსა....

- შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა შიშითა შენითა უფალო....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 05:58 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
მაშინდელი და დღევანდელი შიში ვერ გავმიჯნე

სამოციქულოში წერია: ღმრთისა გეშინოდეთ, მეფესა პატივს-ცემდით

დღევანდელ (და 14 საუკუნის წინანდელ) წირვაზე ხშირად გაისმის:

- წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ...

- მერმეცა გევედრებით.... რომელნი შიშითა ღვთისათა შრომობენ და მსახურობენ....

- შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით....

- რათა შემწირველმან ამათმან, წმიდასა და ზესთა ცათასა და საცნაურსა და საშინელსა საკურთხეველსა თვისსა....

- შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვცე ტაძარსა შენსა შიშითა შენითა უფალო....

ოფტოპიკი. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ავიღოთ ღმერთის შიში და სიმაღლის შიში, ან ვთქვათ დახურული სივრცის შიში. არა მგონია ორივე შიშში ერთი აზრი იდოს.
ღმერთის შიში უფრო სიყვარულის, ან სიყვარულის დაკარგვის შიშია, თუ რაღაც ეგეთი . . . მოკლედ კარგად ვერ ავხსენი მაგრამ წესით სხვაობა უნდა იყოს.
ამაზე რას იტყვი?
ციტატა
მაგის განხორციელება როგორ წარმოგიდგენია?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 13 2007, 07:26 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(rock @ Sep 13 2007, 08:15 AM) *


შესაბამისად წლის ბოლოს არც "ნიშანს გაუფუჭებს" არავინ. ხომ მართალია.
სწავლების ამგვარი ფორმა ალბათ არც საქართველოს სკოლაში იქნება აკრძალული.
ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. ხომ არ იცი მაგ კათოლიკური და პროტესტანტული რელიგიის პედაგოგები რა აღმსარებლობის არიან? ვინ უხდის ხელფასს? "პროტესტანტულს" რომელს ასწავლიან? კვირაში რამდენი საათი? სექსუალური აღზრდის ან რაღაც ეგეთი გაკვეთილები თუ ტარდება გერმანულ სკოლებში?


ნიშნის გაფუჭება რატომ იგულისხმე არ ვიცი, მაგრამ აქ ნიშანი საერთოდ არ ეწერებათ იმ მოსწავლეებს რელიგიაში, ვინც რელიგიის გაკვეთილს არ ესწრება (ასევეა საეკლესიო "ნალოგებიც" ანუ ხელფასიდან მათი დაქვეთა, სხვა რელიგიის აღმსარებლები ავტომატურად თავისუფლდებიან , შეავსებენ რა პერსონალურ ფორმულარს და მიუთითებენ რელიგიას). ხო, ანუ როცა მოაქვთ ბავშვებს "ნიშნების ფურცელი" ასე გამოიყურება ეგ რელიგიის ამბავი : "Religionslehre ------- ", მორჩა, არანაირ გაფუჭებასთან არ გვაქვს საქმე ანუ სრულიად მარტივი წესია.

რელიგიის მასწავლებლები რა აღმსარებლობის არიან ეგ კითხვა რად დასვი არ ვიცი მარა გიპასუხებ რაც ვიცი იმას:
მაგალითად, ჩემი ვაჟის დამრიგებელი ასწავლიდა რელიგიასაც მის კლასს, და ამავე დროს მათემატიკას და ინგლისურს (არ ვსაუბრობ დაწყებით სკოლაზე მე, ეხება გიმნაზიის მაღალ კლასებს ). რაც შეეხება მის აღმსარებლობას არანაირად არ დავინტერესებულვარ და რატომ თორემ კი. ხელფასს კი უხდის მთავრობა ალბათ, როგორც სხვა საგნების მასწავლებლებს, რამეთუ საზოგადოებრივი სკოლები გერმანიაში არ არის კერძო და განათლების სამინისტროს ექვემდებარება.

სექსუალური აღზრდის რაღაც მსგავსი ამბებბი დაწყებით სკოლაში ქონდათ, სადაც ყველა მესამეკლასელს ერთად აჩვენეს მულტფილმი "Paarung" და "განანათლეს" პაწიები სქესობრივ განსხვავებებსა და ჩასახვის ირგვლივ.

მაღალ კლასებში არამგონია რაიმე "ესწავლოთ", თუ არ ვცდები მხოლოდ პრეზერვატივების ხმარების წესი. ახლა არ არიან სახლში და მოვლენ ვკითხავ დაწვრილებით საერთოდ "სექსოლოგია" თუ ასწავლეს ანუ რაიმე მისმაგვარი.

რაც შეეხება შენს კითხვას, თუ რომელ პროტესტანტულს ასწავლიან, არ დავინტერესებულვარ მაგითი , საინტრიგნო მე მაგათთან არაფერი მქონდა და არც მაგათთან ქადაგებას ვაპირებდი რომ გამომეძია, მაგრამ ნამდვილად იმას ასწავლიან იმ ბავშვებს, რაც თვით ბავშვის აღმსარებლობაა და ამავე დროს მშობლის ნებართვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 13 2007, 07:34 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



staywhite
ციტატა
რაც შეეხება მის აღმსარებლობას არანაირად არ დავინტერესებულვარ და რატომ თორემ კი.

უბრალოდ საინტერესოა. იქნებ ხელი მიგიწვდება რაიმე სტატისტიკასთAნ. დარწმუნებული ვარ რელიგიის პედაგოგების აღმსარებლობის სტატისტიკა იარსებებს.
ციტატა
სექსუალური აღზრდის რაღაც მსგავსი ამბებბი დაწყებით სკოლაში ქონდათ, სადაც ყველა მესამეკლასელს ერთად აჩვენეს მულტფილმი "Paarung" და "განანათლეს" პაწიები სქესობრივ განსხვავებებსა და ჩასახვის ირგვლივ.

მაღალ კლასებში არამგონია რაიმე "ესწავლოთ", თუ არ ვცდები მხოლოდ პრეზერვატივების ხმარების წესი.

ანუ ის, რომ უმჯობესია პრეზერვატივი არ დაგჭირდეს არავის უხსენებია.
ციტატა
რაც შეეხება შენს კითხვას, თუ რომელ პროტესტანტულს ასწავლიან, არ დავინტერესებულვარ მაგითი , საინტრიგნო მე მაგათთან არაფერი მქონდა და არც მაგათთან ქადაგებას ვაპირებდი რომ გამომეძია,

ინტრიგნობა რა შუაშია. პროტესტანტიზმი მრავალნაირია. გერმანიაში ალბათ ლუთერანობას ასწავლიან. ესეც სუფთა ინტერესის გამო გკითხე.
ციტატა
რაც თვით ბავშვის აღმსარებლობაა და ამავე დროს მშობლის ნებართვა.

ამიტომაც ვიღაცეებს საერთოდ არ ასწავლიან. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 13 2007, 09:23 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



rock,

დავაზუსტე: პიველად ვიტყვი, რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმე ნიშნების ფურცლები და იქ არსად არ წერია "სექსოლოგია", არის მხოლოდ "religionslehre" და ამ გრაფაში ჩემებს ნიშანი არ უწერიათ ზემოთხსენებული მიზეზის გამო.

შენი ციტატა:

ანუ ის, რომ უმჯობესია პრეზერვატივი არ დაგჭირდეს, არავის უხსენებია.

ვკითხე ახლა ბიჭებს და მითხრეს , რომ "Verhuetung" ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები მე-6 კლასში გააცნო ბიოლოგიის მასწავლებელმა, ანუ შენი გამონათქვამი "რომ უმჯობესია პრეზერვატივი არ დაგჭირდეს " რელიგიის სწავლებასთან არანაირ კავშირში არ არის, რამეთუ ბიოლოგია არ არის რელიგიის სწავლება. ისე კი კათოლიკებშიც ცოდვად ითვლება , იცი და ყველაფერი, პრეზერვატივის გამოყენება ანუ იგივე ქორწინებისგარეშე ურთიერთობები.

rock-ის ციტატა : ამიტომაც ვიღაცეებს საერთოდ არ ასწავლიან (აქ სიცილის ნიშანი)

არ კი არა ვერ. ჩემთვის არც უკითხავთ ჩემს შვილებს დაესწრონ თუ არა რელიგიის გაკვეთილს, მათვე გადაწყვიტეს რომ არ უნდა იარონ, რამეთუ პაწიობიდან იციან ვინც არიან და პატარაობიდანვე დადიან მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

მომავალ მშობელთა კრებაზე შევეცდები მოკრძალებულად ვიკითხო რელიგიის მასწავლებლის აღმსარებლობის შესახებ და თუ რაიმე გავიგე,აუცილებლად "გაგაგებინებ".

მე არ ვიცი სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში როგორ არის სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხი დაყენებული, მაგრამ სერბიაში დაწყებით კლასებიდანვე ასწავლიან ვიცი. ალექსანდრე , ჩემი უმცროსი ვაჟი, სწავლობდა, ასწავლიდა მღვდელი და ძალიანაც უყვარდა ეს "საგანი" ბავშვს. თან ძალიან საინტერესოდ მიაჩნდა (ახლა უკვე საშუალო სკოლაში გადავიდა და ახალი ინფორმაცია ჯერ არ მაქვს ამ საკითხზე ანუ რომელ კლასამდე ასწავლიან რელიგიას).

სხვა არ ვიცი, სხვაგან როგორ არის.

და ესეც ბოლოში: მე თვითონ ბევრჯერ მქონია საუბარი ჩემს ვაჟებთან სექსუალურ თემებზე და უმეტეს წილად იმაზე ცხადია, რომ ცოდვად ითვლება ქორწინების გარეშე უერთიერთობები , როცა აღსარებაზე მიდიან, მუდამ ვახსენებ ხოლმე მოინანიონ ეს ცოდვა, რასაც მე არ მანახებენ , მაგრამ შეიძლება ქონდეთ.

ეს კი არის წმინდა საბას დღეს (ნუ გამომეკიდებით ტერმინოლოგიაზე, არ ვიცი ქართულად ბევრი რამ და ამაზე თემაც კი გავხსენით smile.gif sad.gif ) სკოლაში რელიგიის მასწავლებლის ანუ მოძღვრის მიერ მოწყობილი ზეიმი. რელიგიასთან ერთად ბავშვები ეროვნულობასაც სწავლობენ, რადგან სწავლობენ რა მათი ქვეყნის წმინდანთა მოწამეობრივ ცხოვრებას თუნდაც თურქი დამპყრობლების პერიოდში. მოკლედ, მე მომწონს რომ ასწავლიან რელიგიას სკოლებში.

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 13 2007, 10:00 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კიდევ ერთი ზუსტი ინფორმაცია, რახან rock-ს ასე დააინტერესა , იმედია თემიდან გადახვევაში არ ჩამითვლით.

ახლა ჩვენთან ბიჭების გერმანელი მეგობრები მოვიდნენ და გამოვკითხე ამ ამბის ირგვლივ და ასეთი რამ მიამბეს:

თავიდან ვიტყვი რომ ერთია კათოლიკი, მეორე ევანგელისტი (მე ადრე პროტესტანტული დავწერე და ევანგელისტური ყოფილა , ბოდიშს ვიხდი, განსხვავება არის ამ ორ შორის და მომოტევეთ, რადგან ადრე არასოდეს დავინტერესებულვარ, იმის ბრალია). ანუ, ერთი სწავლობს კათოლიკურს, მეორე ევანგელისტურს (და კიდევ ყოფილა ერთი ევანგელისტური მიმდინარეობა რომელიც ისწავლება: "freievangelisch", რომლებიც ბავშვის მეგობარი სებასტიანის განმარტებით, ევანგელისტებისაგან იმით განსხვავდებიან , რომ კომფორმაციას არ ღებულობენ, კათოლიკებში კომუნიონი ქვია , ეს აქ სხვა საკითხია და დარწმუნებული ვარ განსხვავებები ბევრმა უკეთ იცით , ვიდრე მე).

ესეიგი რაც ამ ბავშვებმა მითხრეს: თუ ვინმე არის მაგალითად პროტესტანტი, ისინი არანაირ რელიგიის სწავლების გაკვეთილს არ ესწრებიან, არამედ ეგრეთ წოდებულ ეთიკის გაკვეთილზე ესწრებიან blink.gif
ასევე ის მოსწავლე კათოლიკი ან ევანგელისტი, რომელიც კლასში ერთია ასეთი აღმსარებლობით, ესწრებიან ეთიკის გაკვეთილს. მუსლიმნები , ბუდისტები, ებრაელები და მართლმადიდებლები კი არცერთს, გარდა იმისა თუ სურვილი აქვთ, აქვთ უფლება დასწრების.

აი ეს რაც "ჰუმანური წყაროებისგან" გავიგე. სხვა არ ვიცი.

გაიხარეთ

პ.ს. ჩვეულებრივ სკოლებში რელიგიის გაკვეთილი ტარდება სკოლის გადაწყვეტილებით ერთჯერ ან ორჯერ, Berufsschule-ში ანუ რაც მსგავსია პროფტექნიკუმის, მხოლოდ ერთხელ.

ერთი საინტერესო ფაქტიც მიამბეს, რომ მაგალითად პედაგოგიურ ბერუფშულეში მუსლიმნებიც არიან ვალდებულნი დაესწრონ რელიგიის ან ეთიკის გაკვეთილს, რამეთუ მომავალში აღმზრდელობითი ურთიერთობა ექნებათ ამ აღმსარებლობის პატარებთან და აუცილებელია მათი რელიგიური თავისებურებების ცოდნა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 01:31 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი