პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
T I K O |
Feb 12 2008, 05:29 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
თიკო, შენი წყალობით ორმაგად შემიყვარდა მორის ფოცხიშვილის პოეზია მიხარია, მარი ძალიან უშუალო და გულწრფელი ლექსები აქვს. ციტატა უფალი მოვა, განიკითხავს სოფელს ქართულად (არქიმანდრიტი შიო (გაბრიჭიძე)) ქართული ენის სადიდებელია მე სიმღერისას დავდებ: ჩაკრულო სიმღერავ ქართულო, მარტივო და რთულო, უნაზეს სიმებად, სირმებად დართულო, ცამდე აღმართულო სართულზე სართულო, წიაღით მომსკდარო, სილაღით გართულო. მრავალგზის ჩაგრულო, სულო ვერჩაკლულო _ «ჩაკრულო»! ვახუშტი კოტეტიშვილი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 13 2008, 12:47 PM
პოსტი
#62
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიხარია, მარი ძალიან უშუალო და გულწრფელი ლექსები აქვს. მართალი ხარ, თიკო, მამა შიოს პოეზია ძალიან ალალი და გულწრფელია ციტატა მრავალგზის ჩაგრულო, სულო ვერჩაკლულო _ «ჩაკრულო»! ვახუშტი კოტეტიშვილი ულამაზესია საქართველოს მიხეილ ქვლივიძე კაიკაცობის მძიმე უღელი ყოველთვის მედგრად გამიწევია, არ დავცემულვარ, მუხლმოუღლელი, სიმღერით სევდა დამიძლევია. შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც - სიმართლის მეტი რა მიძებნია?.. თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს, სუყველა შენთვის დამიწერია! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 13 2008, 05:25 PM
პოსტი
#63
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
საქართველოს მიხეილ ქვლივიძე კაიკაცობის მძიმე უღელი ყოველთვის მედგრად გამიწევია, არ დავცემულვარ, მუხლმოუღლელი, სიმღერით სევდა დამიძლევია. შენს ქვიან გზებზე - აქაც და იქაც - სიმართლის მეტი რა მიძებნია?.. თურმე რამდენი სიმღერაც მითქვამს, სუყველა შენთვის დამიწერია! ძალიან ლამაზია ლექსადაც და სიმღერადაც ************************** აყვავებული კარტოფილი, ყვავილიანი სათიბები, სათოფურები დათოფილი, კოშკები, კოშკები ნატიფები. პაწია, პაწია კალოები, ვეება, ვეება ხარები, სგიმები, სგიმები, წყაროები ღვარები, ღარები, ყანები. ფიქალი, მერქანივით დაფიცრული, კირი თოვლისფრად გამომწვარი, საკლავი, მუშისთვის გასისხლული, პური, ნადისთვის გამომცხვარი. შენება, შენება გახელებით! ქვეყანა ლამაზი და ღარიბი! უმშვენიერესი სახელები! ულამაზესი გვარები! მდინარეები ჩქარები, ცისფერი, ცისფერი ჭალაკები, ქალები-ჩუმები და წყნარები, კაცები-ცოტათი ამაყები! კოშკები-წარსულზე გამწყრალი, ზრდილი და სალმიანი ბავშვები, კაი მოტირალი ქალ-რძალი, კაი მოქართულე მახვშები... მკაცრი სიყვარული ერთმანეთის, გაუმხელელი ხვაშიადი, ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის- პიტალო, პიტალო ხასიათი! მურმან ლებანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 13 2008, 05:35 PM
პოსტი
#64
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აყვავებული კარტოფილი, ყვავილიანი სათიბები, სათოფურები დათოფილი, კოშკები, კოშკები ნატიფები. პაწია, პაწია კალოები, ვეება, ვეება ხარები, სგიმები, სგიმები, წყაროები ღვარები, ღარები, ყანები. ფიქალი, მერქანივით დაფიცრული, კირი თოვლისფრად გამომწვარი, საკლავი, მუშისთვის გასისხლული, პური, ნადისთვის გამომცხვარი. შენება, შენება გახელებით! ქვეყანა ლამაზი და ღარიბი! უმშვენიერესი სახელები! ულამაზესი გვარები! მდინარეები ჩქარები, ცისფერი, ცისფერი ჭალაკები, ქალები-ჩუმები და წყნარები, კაცები-ცოტათი ამაყები! კოშკები-წარსულზე გამწყრალი, ზრდილი და სალმიანი ბავშვები, კაი მოტირალი ქალ-რძალი, კაი მოქართულე მახვშები... მკაცრი სიყვარული ერთმანეთის, გაუმხელელი ხვაშიადი, ქვეყანა-ტყუპი ესპანეთის- პიტალო, პიტალო ხასიათი! მურმან ლებანიძე პირველად წავიკითხე და გული გათბა ისეთი ლექსია თიკო, გაგახაროს უფალმა, ქართული საგანძურიდან ასეთ ლექსები რომ გამოგაქვს და ამ თემაში ამზეურებ სულმოუთქმელად ველი კიდევ და კიდევ.. ბარათაშვილის ვედრება (მიხეილ ქვლივიძე) გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე! გამაცოცხლე და სიცოცხლით ხელმეორედ გამაოცე! გამაოცე, გამაკვირვე, განმაცვიფრე, გამახარე, გამამრავლე, გამავრცელე და ამქვეყნად დამამყარე!.. სანამ პირში სული მედგა და მწყალობდა მაღლით ღმერთი, სულ რაღაცას მოველოდი, სულ რაღაცას ვაპირებდი; სულ იმედის გუთანს ვები, - რომ დამეხნა ჩემი მხარე, მაგრამ ჩემი ჭირნახულით ვერ იქნდა და ვერ ვიხარე! და ამიტომ გევედრები: გამაცოცხლე, გამაცოცხლე, გამაცოცხლე და სიცოცხლით კიდევ ერთხელ გამაოცე! გამაოცე, გამამრავლე, გამაასე-და-ათასე... ცოცხალს თუ ვერ მომიარე, მკვდარი მაინც დამაფასე! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 14 2008, 04:15 PM
პოსტი
#65
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
პირველად წავიკითხე და გული გათბა ისეთი ლექსია თიკო, გაგახაროს უფალმა, ქართული საგანძურიდან ასეთ ლექსები რომ გამოგაქვს და ამ თემაში ამზეურებ სულმოუთქმელად ველი კიდევ და კიდევ.. დიდი მადლობა, მარი ნამდვილად არ დავიზარებ აქ ლექსების დადებას. მართლა ძალიან მიხარია რომ მოგწონს. ციტატა ბარათაშვილის ვედრება (მიხეილ ქვლივიძე) მომწონს ეს პოეტი ამ მიწის ბედი ჩემი ბედია გოდერძი ჩოხელი ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს, მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს. ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ, ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი, საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს, როგორც უღელში ნაბამი ხარი. დავალაჯუნებ დედამიწაზე, ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს, სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი, წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს. ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 15 2008, 06:11 PM
პოსტი
#66
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
თერგი გოდერძი ჩოხელი თერგი ნაპირებს ჩაჰყურებს: _ ჩავალ, თუ ჩავიჩეხები? კლდეზე ფრინავენ ტალღები როგორც დაჭრილი ვეფხვები. სამშობლოს დარდი თან მიმაქვს, ჯავრს არვის დავესესხები, მტრისაკე მივალ მუქარით, უფსკრულებს ჩავეხეთქები, ჩვენს მტერთან ომი მწადია, სამშობლოს დარდით ვერ ვძღები. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 16 2008, 12:29 PM
პოსტი
#67
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
უნიჭიერესი კაცი იყო გოდერძი ჩოხელი. სამწუხაროა, ვერ დავაფასეთ სათანადოდ ...ძალიან მიყვარს მისი ფილმები. * * * * * * * * * * * აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს - ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის... და მე ვყვირი: - ჩემს სისხლს დალევს უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი! როსმე „არგო“ (სხვა ხომალდი გუშინაც!) მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით... და მე ვყვირი: - მკვდარსა მნახვენ უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი! ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს - არაერთის ზედ მიემსხვრა გემი... და მე ვყვირი: - ოხ, უწინამც! უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი! მურმან ლებანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 18 2008, 12:20 PM
პოსტი
#68
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine უნიჭიერესი კაცი იყო გოდერძი ჩოხელი. სამწუხაროა, ვერ დავაფასეთ სათანადოდ ...ძალიან მიყვარს მისი ფილმები. * * * * * * * * * * * ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს - არაერთის ზედ მიემსხვრა გემი... და მე ვყვირი: - ოხ, უწინამც! უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი! მურმან ლებანიძე ვთვლი, რომ გოდერძი ჩოხელი ჩვენი თაობის ვაჟა იყო. ძალიან დამენანა ლებანიძის ეგ ლექსი ისე მომეწონა, რომ აფხაზეთის თემაში უნდა გადავაკოპირო ეს კი მამაჩემის დაწერილია: 1991 წლის დეკემბერი რუსთაველზე ბევრი სული დადნა, ამ პროსპექტით ამაყობდა ბევრი. ცეცხლი ლოკავს ოპერის წინ ვარდებს, ფანჯრებს ამსხვრევს ავტომატის ჯერი. ორასი წლის ჩუმი ღამის მერე მამა დავითს კვლავ უშენენ ტყვიებს, სისხლის ტბორში ისველებენ ხელებს ქართველები ქართველების მიერ. ფრიდონ გელაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 18 2008, 09:33 PM
პოსტი
#69
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ლებანიძის ეგ ლექსი ისე მომეწონა, რომ აფხაზეთის თემაში უნდა გადავაკოპირო რა პრობლემაა მშვენიერი აზრია. ციტატა ეს კი მამაჩემის დაწერილია: 1991 წლის დეკემბერი ტკივილიანი ლექსია საქართველოს ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი. ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული. ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი. და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული. ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული. მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური, მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა. მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის: უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, - და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი. გრიგოლ რობაქიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 19 2008, 05:15 PM
პოსტი
#70
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ტკივილიანი ლექსია საქართველოს სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული. მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური, მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა. გრიგოლ რობაქიძე (რაღა უნდა მიყო, მტერო...) დავით შემოქმედელი რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი. გულში ბოღმა ჩამისახლდა, ჟამი ესე მექცა ფარსად, მე რომ გოგო შევიყვარე, თათრის ფაშის დგება ხასად. მე რომ ბიჭი ძმად ვიგულე, მტრის ტაბლასთან მოყვრად მჯდარი, აქეთ მკლავს და აქეთ მპარავს, ვაი, ჩვენი ცოდვის ბრალი. და მახელებს გრძნეული ხმა, ტაძრის ყოველ ლოდზე ბზარი, გორს და ზუგდიდს იქით უკვე საქართველო აღარ არი. და სარჩოსთვის ქუჩაში მდგარს, სახეში სცემს ქარი, მტვერი და ნათლობის ჯვრებით ვაჭრობს ჩემი გაძარცული ერი. რაღა უნდა მიყო, მტერო, მაშინც ვტირი, როცა ვმღერი, აქეთ _ თათრის ყურანი მგლეჯს, იქით _ რუსის ხიშტის წვერი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 21 2008, 03:20 AM
პოსტი
#71
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
(რაღა უნდა მიყო, მტერო...) დავით შემოქმედელი ეს ლექსი სრულიად შეესაბამება დღევანდელ დღეს. თათარს თუ ამერიკელით ჩავანაცვლებთ, მითუმეტეს * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * მოფრინდნენ წეროები... მოფრინდნენ წეროები... მოფრინდა ინდოეთის საგაზაფხულო ფოსტა. ყივილით, ჩეროებით მოხატეს მდელოები... ფუნჯები თუ დაეპნა ცაში უხილავ ოსტატს?! არის ამ ჟრიამულში რაღაც სხვა გაბრუება, სამყაროს პირველშექმნის მუსიკის მონამტვრევი, შიში და სიხარული მშვიდობით დაბრუნების, ტკივილიც, სიყვარულიც ნახვის და მონატრების. ...მოაგნეს საქართველოს... მოაგნეს, მოატირეს... ხელებს შლის ცა და ხმელი სამოთხის დასადარი. ვაი რომ აქაც არის თოფი და მონადირე, ვაი, რომ უსიკვდილოდ სამოთხე არსად არის... შოთა ნიშნიანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 21 2008, 12:44 PM
პოსტი
#72
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
...მოაგნეს საქართველოს... მოაგნეს, მოატირეს... ხელებს შლის ცა და ხმელი სამოთხის დასადარი. ვაი რომ აქაც არის თოფი და მონადირე, ვაი, რომ უსიკვდილოდ სამოთხე არსად არის... შოთა ნიშნიანიძე არაჩვეულებრივი ლექსია (დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია...) პეტრე გრუზინსკი დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი, ნაირმალივით გულზე მატყვია შენი პატარა ტერფების კვალი. არც იერიშით მივსულვარ მტერზე, არც შურისგების მითქვამს პირობა, არ მიბრძოლია და მაინც მკერდზე მაზის მაგ თვალთა მძიმე ჭრილობა. და როცა ვინმე შენ, უტიფარი, მოგაპყრობს მზერას აღსავსეს ჟინით, მსურს დავულეწო გულის ფიცარი, ჩემს წინაპართა ბრძოლის ყიჟინით. მაგრამ დღეს წელზე აღარ მარტყია მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი, ნაირმალივით გულზე მატყვია შენი პატარა ფეხების კვალი. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 24 2008, 07:42 PM
პოსტი
#73
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
არაჩვეულებრივი ლექსია (დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია...) პეტრე გრუზინსკი დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი, ნაირმალივით გულზე მატყვია შენი პატარა ტერფების კვალი...size] ლამაზია, მომეწონა თუ სიკვდილია... მუხრან მაჭავარიანი გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას, ვიქათქათებდი, ვით ალავერდი, — მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, — დედა რომ არა ორთავეს ერთი. ვერ მივაღწიე, ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს. ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, — რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!.. თუ სიკვდილია! — აი, წოლა მესმის შამქორში. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 25 2008, 03:10 PM
პოსტი
#74
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ სიკვდილია! — აი, წოლა მესმის შამქორში. მხოლოდ ჭეშმარიტ ქართველს შეუძლია ასე ამოთქვას ეს სიტყვები ყური დაუგდეთ პეტრე გრუზინსკი ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა უხმო კვნესას და უხმო გოდებას, ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა არასდროს აღარ განმეორდება. დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი და იხსენებენ წარსულს ნისლიანს, ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე მამა-პაპათა წმინდა სისხლია. და თითო ლოდი ხავსმოდებული _ ძველ მატიანის თითო ფურცელი _ უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს წასაკითხავად ისევ უცვლელი. იმათაც დახვდეს ციხე რუხისა, ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი, მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი, სვეტიცხოველი და ზედაზენი. დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს, ყველა მათგანზე მამა-პაპათა ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 26 2008, 11:04 PM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
marine
სამშობლო ჯიხვი - ქარაფზე ხტის, ბუზს არ აიფრენთ, ქედებო! კავკასით პონტის პირს ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო! მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით, ჩემო ედემო?! ამბავს წაუღებთ ვის, თქვენ, ფრინველებო ღვთის - წითელ-ფეხება მტრედებო?! მურმან ლებანიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ართი ვარდი |
Feb 26 2008, 11:09 PM
პოსტი
#76
|
MARIAMI ჯგუფი: Members პოსტები: 2,359 რეგისტრ.: 15-April 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,658 |
marine სამშობლო ჯიხვი - ქარაფზე ხტის, ბუზს არ აიფრენთ, ქედებო! კავკასით პონტის პირს ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო! მე რომ სიკვდილი მჭირს, ხომ შენგნით, ჩემო ედემო?! ამბავს წაუღებთ ვის, თქვენ, ფრინველებო ღვთის - წითელ-ფეხება მტრედებო?! მურმან ლებანიძე ძალიან მიყვარს ეს ლექსი.სხვათაშორის ზაზა ხუციშვილმა იმღერა არ ლექსზე ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზად -------------------- სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)
სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა... ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;) |
T I K O |
Feb 26 2008, 11:39 PM
პოსტი
#77
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ძალიან მიყვარს ეს ლექსი.სხვათაშორის ზაზა ხუციშვილმა იმღერა არ ლექსზე ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზად მეც მიყვარს . ზაზა ხუციშვილის შესრულებით კი არ მომისმენია ნამდვილად -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 27 2008, 11:48 AM
პოსტი
#78
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
ართი ვარდი გიორგი შალამბერიძე * * * სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდი საცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში შუბლხე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. პ. ს. ეს ლექსი ტელევიზორში მოვისმინე პირველად და ძალიან მომეწონა. ინტერნეტში ვნახე ამ საიტზე http://samkauli.ge/gio-poezia.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Feb 28 2008, 03:52 PM
პოსტი
#79
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
გიორგი შალამბერიძე * * * პ. ს. ეს ლექსი ტელევიზორში მოვისმინე პირველად და ძალიან მომეწონა. ინტერნეტში ვნახე ამ საიტზე http://samkauli.ge/gio-poezia.htm ეს ლექსი მეც მქონდა წაკითხული, მაგ საიტს კი ახლა ვნახავ მე კავკასიის ქედები მთხოვენ მე კავკასიის ქედები მთხოვენ, მე მთხოვს მუსიკა თერგის ხმაურის, ვუსმინო ყაზბეგს-ხევის ბეთჰოვენს, აგუგუნება კაეშაურის. მე მშობლიური არაგვი მირჩევს, წინასწარ ვიგრძნო, ვიცოდე მარად, ქართველის გული თუ რისთვის ირჩევს, ომში სიცოცხლე ჩასთვალოს არად. იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო, უნდა აღვმართო წყებათა-წყება, ვით აღიმართა შენთან, ძაუგო, გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება! გალაკტიონ ტაბიძე -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
marine |
Feb 28 2008, 04:25 PM
პოსტი
#80
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
ულამაზესია!!! გიორგი შალამბერიძის ეს ლექსიც მომეწონა * * * მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს, მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის, დრო არის ხმალთა კვეთების წამის, დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის. დადექი ქარში, დადექი ზღურბლზე, ქართული გენის შეაღე კარი, მე სინდისივით დავიწერ შუბლზე დროშას, რომელიც ცას ავაკარი. მომაქვს სხეული _ სამსხვერპლო ნერვი, მომაქვს ღაღადი ქვისა და მიწის, ჩემი წინაპრის ავსილი ქვევრი ჯერ არდაღვრილი სისხლივით იწვის. დრო არის ბუკის, დრო არ მაქვს ქნარის, უზანგდაწყვეტილ ცხენების დროა, ავლესე ჯიშის ქართული ხმალი, გავთელე ფლოქვით ურდოთა გროვა. მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს, მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის, დრო არის ხმალთა კვეთების წამის, დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი