IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> გული შემუსვრილი და დამდაბლებული, გამოცდილებიდან ...
ლილიანა
პოსტი Apr 17 2007, 08:42 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



როგორ გესმით ჭეშმარიტი სიმდაბლე ? სიმდაბლე რომელიც თავისი არსით უფლისთვის სათნოა ?
სრულ სიმდაბლეში "საკუთარი თავის განუწყვეტელი განსჯა და ყვედრება " თქვენ რეალობაში ხო არ ამცირებს თქვენსავე ღირსებას და რამდენაც მიღწევადი ნადმვილი სიმდაბლის შეძენა მოხვეჭა ? ბევრიგან მსმენია სიმდაბლე როცა მუდამ თავს განიკითხავ და საკუთარ უსუსურობას დანაშაულს ხედავ ნებისმიერი სიტუაციაში ასეთი ადამიანი კარგავს კეთილგონიერებას განსჯის უნარს ის ვინც მუდამ თავს განიკითხავს ?
რეალურად ყველას დღესდღეობით ესაჭიროება თვიდაჯერებულობა საკუთარი ღირსების უპირატესობის განცდა სხვაგვარად უჭირთ თავის დამიკვირდება ესეთი ტენდენცია და ამაზე არავინ კამათობს
ხალხს უყვარს საქმის ხმამღლა კეთებს თავის აფიშირება არადა მე თუ მკითხავ სიმდაბლით ჩუმად ნაკეთები საქმე პროფესიული ზრდა უფრო ნაყოფიერი და უფლისთვის სათნოა ვიდრე საკუთარ თავში უპირატესობის აღმოჩენისთანავე აჟიტირება და სახალხოდ გახმიანების მცდელობა ეს ბევრ ჩვენგანს ახასიათებს ცოდნას გამოცდილებს თავდაბალი და ჩუმი მოღვეჭა უხდება უბრალოება ეს ბევრად ესეთი გზა უფრო უწყობს ხელს ადამიანი განვითარდეს გაუჩერებლად ის ვინც საკუთარ თავს არ არგებს ღირსებას სტატუს და არ ამბობს რო მე ჩემ მივაღწიე მუდამ განვითარებადია და არც ცოდნის შეძენის მოხვეჭის სურვილი კარგავს სიტკბოს და მობეზრებადი არ ხდება
ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ისე ზოგად biggrin.gif და უშვალოდ თემაში ვისაუბროთ საკუთარ გამოცდილებიდან რამდენად გვიჭირს თავის დამდაბელება და ეს მცდელობა ხო არ აბოროტებს ჩვენსავე მეს და ხელს ხო არ გვიშლის თავის ჭარმოჩენაში ანუ თავის წარმოჩენის მიზნით უარს ვამბობთ სიმდაბლეზე უფრო სწორია ასეთი ფორმირება biggrin.gif
აბა თუ ტრადიციულად მოკვდება ეს თემა წავშლი biggrin.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 17 2007, 10:08 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ძალიან საინტერესო და საჭირო თემაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამპარტავნების და სიმდაბლის პრობლემა ყველას გვაწუხებს მეტ-ნაკლებად.
მე პირადად არც ის მომწონს, ადამიანი გამუდმებით რომ იმეორებს, ყველაზე ცოდვილი ვარო. მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ცარიელი სიტყვებია. როცა წმინდანები ამას ამბობდნენ, მართლა გრძნობდნენ. ჩვენ კი ხშირად გულს გარეთ ვამბობთ. უწმინდესის სიტყვები მახსენდება ამაზე:
"ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს „თავმდაბლობა“ უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია, თავის თავს ხშიად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას: ეს აუცილებლი პირობაა."
უწმინდესი და უნეტარესი ილია II


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2007, 11:25 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(მარიამი @ Apr 17 2007, 11:08 AM) *

მე პირადად არც ის მომწონს, ადამიანი გამუდმებით რომ იმეორებს, ყველაზე ცოდვილი ვარო.


გეთანხმები მარიამ..

ეგ განცდა მეც მეუფლება ხოლმე..

რაღაცნაირად იგრძნობა, ადამიანი მართლა გულით ამბობს რომ ცოდვილია თუ უბრალოდ სიტყვის მასალად..

თავმდაბლობა არც ისე ადვილი მისაღწევია.. ის ნელ-ნელა, დიდი მეცადინეობით, მორჩილების შედეგად მოდის ადამიანის გულში..



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 17 2007, 11:37 AM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მარიამი
სხვათა შორის, უწმიდესის მაგ ბრძნული სიტყვების გათვალისწინებით, ვცდილობ, რომ ხელოვნურობა მოვაკლო ჩემ სიტყვებს. ჩემს თავზე ზუსტად ისეთ შეფასებას ვამბობ, როგორი განცდაც მაქვს. ხშირად ზოგს გაკვირვებია, მორწმუნე კაცი თუა, ცოტა თავმდაბალი არ უნდა იყოსო, დიახ, უნდა ვიყო, მაგრამ თუ არ ვარ, ხელოვნურად ამის ჩვენებას და "ჩემზე დიდი ცოდვილი არ არის"-თქო ძახილს მირჩევნია ჩემი თავი ისეთად აღიქვან, როგორიც მართლა ვარ

თუკი ინებებს უფალი და საჭირო თავმდაბლობას მოვიხვეჭ, არც ეგ დაიმალება


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Apr 17 2007, 11:38 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ლილიანა

შენმა გახსნილმა თემამ სერიოზულად დამაფიქრა, ჩემო კარგო და ძალიანაც მომეწონა იდეა. შენს მიერ და ასევე დშემდეგ პოსტებში გამოთქმულ აზრებს ბოლომდე ვეთანხმები. ეს შეცდომა თუ ცოდვა, განსაკუთრებით უწმინდესის მიერ მინიჭებული სახელით-
ციტატა
სიმდაბლით ამპარტავნება
- ზუსტად რომ სერიოზული პრობლემაა ყველასათვის. საკუთარ თავსაც ჩავუღრმავდი ამ თემის წაკითხვის მერე.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 17 2007, 11:42 AM
პოსტი #6


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ალბათ სიმდაბლეს და ამპარტავნებას ეხება ის შემთხვევაც, როცა ადამიანი ბოდიშს უხდის მეორეს ასეთი სიტყვებით: მაპატიე, შენდობას ვითხოვ, მაგრამ შენც დამნაშავე იყავი, მაწყენინე, შენი ბრალი იყო და ა.შ. ამას ჯობია საერთოდ არ ითხოვო შენდობა, სანამ საკუთარ თავში არ გაერკვევი და მართლა არ იგრძნობ თავს დამნაშავედ.
სხვათაშორის მეორე მხარე ყოველთვის გრძნობს ხოლმე მართლა გულით ითხოვ შენდობას, თუ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. და ხშირად მის რეაქციას ეს ფაქტორი განაპირობებს.

კანონისტი
მართალია. მე კი გაჩუმებას ვამჯობინებ ხოლმე. მაგრამ მგონი შენი მეთოდი ჯობია. უფრო გულახდილია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 17 2007, 11:46 AM
პოსტი #7


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მარიამი
ასე ცალსახად ვერ იტყვი რომელი ჯობია, მაგრამ ის ხომ თავისთავად მართალია, რომ ქრისტიანი ყალბი არ უნდა იყოს

არ შეიძლება ამბობდე ცოდვილი ვარო და არცერთი ცოდვის გამხელა არ გინდოდეს, თავს კი აჩვენებდე, რომ თითქოს შენი ცოდვით ფეხქვეშ მიწაა დამძიმებული

მადლობა ღმერთს, როცა მაქვს ხოლმე ცოდვის განცდა, ისე დათრგუნულად ვგრძნობ თავს, რომ მაშინ ვხვდები რას ნიშნავს, თავს თვლიდე ცოდვილად... სხვა შემთხვევები ყალბია ძირითადად, ამიტომაც სიყალბეს მირჩევნია ჩემი თავი ისეთად ვაჩვენო როგორიც ვარ, ხოლო შენიშვნის მოცემისას განრისხებას მოვერიდო


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2007, 12:01 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(კანონისტი @ Apr 17 2007, 12:46 PM) *

მარიამი
მადლობა ღმერთს, როცა მაქვს ხოლმე ცოდვის განცდა, ისე დათრგუნულად ვგრძნობ თავს, რომ მაშინ ვხვდები რას ნიშნავს, თავს თვლიდე ცოდვილად... სხვა შემთხვევები ყალბია ძირითადად, ამიტომაც სიყალბეს მირჩევნია ჩემი თავი ისეთად ვაჩვენო როგორიც ვარ, ხოლო შენიშვნის მოცემისას განრისხებას მოვერიდო


მეც მასე ვარ.. თუ რეალურად მაქვს ცოდვის განცდა, ვიტანჯები.. უფრო ხშირად კი მჭირდება თავს შევახსენო ჩემი ცოდვები.. ეს ხან მშველის, ხან არა..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 17 2007, 01:51 PM
პოსტი #9


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



სიმდაბლე ალბათ პატივმოყვარეობის დათმობაა პირველ რიგში.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Apr 17 2007, 05:05 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ჩემი აზრით სათნოა გულისთვის როცა ადამიანმა მარტო სიტყვით კი არა გულით სულით უწყი რო ყოველი უფლისგან გვეცემა რო მისი ნების მადლობლენი უნდა ვიყოთ მარად უფლის მიმართ მადლიერი გრძნობა და მისი მრავალმოწყალე ბუნების ჭვრეტა შეცნობა ამდაბლებს გულს და გრძნობს თვის უღირსობას ვინც საკუთარი წარმატებას საკუთარ სიბრძნეს მართალ სიტყვას თავის მონაპოვრად მიიჩნევს სიმდაბლით უნდა შევხვდეთ ნებისმიერ რიგით წარმატებას მე მიმაჩნია და ცხოვრებისეულ პრაქტიკაში დაკვირვებითაც დავინახე თუ როგორ გაურბის ნამდვილი სიმდაბლის მატარებელი ქებას წარმატებას მას ეშინია იცის რო ყოველი უფლისგან ეძლევა და შესაძლოა ის ნებისმიერ წუთს დაკარგოს და უფლისთვის სათნო აღარ იქნება ...


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sophiakaterina
პოსტი Apr 17 2007, 05:54 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 2-April 07
წევრი № 1,546




გამარჯობა ყველას,
მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ. რამოდენიმე დღეა ვკითხულობ თქვენს დისკუსიებს თუ საუბრებს, მაგრამ ვერ ვბედავდი ჩემი მოსაზრება გამომეთქვა. სამაგიეროდ მოვასწარი დავმეგობრებოდი ლილიანას, და ვიმედოვნებ, რომ თქვენს ასეთივე თბილი და გულისხმიერი ადამიანები ბრძანდებით.
ეს თემა ძალიან ახლოს არის დღევანდელ ჩემს განწყობასთან და საერთოდ მტკივნეულია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ სიმბდალე არის შედეგი დაუღალავი შრომისა და თვითკონტროლისა. ეს არის ის, რაც ადამიანს განსაკუთრებით უჭირს, ვინაიდან მისი მთავარი მტერია არის ამპარტავნება. სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ადამიანი ვერ აღიარებს საკუთარ თავს ამპარტავან ადამიანად და შესაბამისად, სიმდაბლე მისთვის უცნობია. მე იგივე პრობლემა მქონდა საკუთარ თავთან და ეხლა ვხვდები რამხელა ძალისხმევა მჭირდება ამის აღმოსაფხვრელად.
მაინტერესებ, როგორ ებრძვით საკუთარ თავში ისეთ მანკიერბებს, რომლებიც ხელს უშლის სიმდაბლის აღმოცენებას საკუთარ თავში, როგორიცაა სიბრაზე, სიფიცხე და გულისტკენა უსამართლობის გამო.
პატივისცემიტ, კატერინა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Apr 17 2007, 06:04 PM
პოსტი #12


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



თუ რაიმე კარგ საქმეს ჩაიდენ ადამიანი, და იმ კარგ საქმეს გაუკეთებ აფიშირებას და ამქვეყანაზე მოიპოვებ დიდებას, ეს დიდება იმ ქვეყანაში აღარ დაგხვდება, იმ მადლს აქ დატოვებ და იქ აღარ გაგვყვება.
მარიამ გეთანხმები არც მე მომწონს ადამიანები, რომ ყოველ წამს "ყველანი წოდვილები ვართ" და ა.შ. გაიძახიან, ასეთი ხშირი გამეორება მართლაც აზრს უკარგავს, მაგრამ არის კონკრეტული მომენტი და დრო როცა ხვდები, ადამიანი ამას გულით ამბობს და აი მაშინ ძალიან დიდი ძალა აქვს. ალბათ თავდაბლობამდე იმხელა გვიკლია, როგორც დედამიწას ზეცამდე, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაინც. მეორედ მოსვლის წინ ისეთი მძიმე სიტოაცია იქნება სულიერი თვალსაწრისით, რომ კეთილი საქმის გაკეთების ჩანაფიქრით კი საქმედ ჩაგვეთვლება.


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 17 2007, 06:25 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



[quote name='ლილიანა' date='Apr 17 2007, 09:42 AM' post='75338']
აბა თუ ტრადიციულად მოკვდება ეს თემა წავშლი biggrin.gif
ცუდია ამ თემის "მოკვდომის" რომ გვეშინია, პირიქით უნდა იყოს, ჩვენ დიდ დროს ახალი დროის "წინასწარმეტყველებზე" საუბარს ვანდომებთ ხშირად, ვიდრე ასეთი თემების განხილვას.
ერთმა მოძღვარმა ჩემთან ერთად სხვა ადამიანებთან საუბარში ერთ-ერთი წმინდა მამის გამონათქვამი მოიტანა (სახელი აღარ მახსოვს) რომელიც საუბრობს ქრისტიანობის სამი საფეხურის შესახებ, ის ამბობს რომ პირველ ეტაპზე ქრისტიანი მცნებებს ასრულებს და ცოდვას ერიდება ჯოჯოხეთის შიშის გამო, მეორე ეტაპზე მას გაცნობიერებული აქვს, ცოდვის, ბოროტების სიცუდე და ერიდება მის აღსრულებას და მესამე ეტაპზე ქრისტიანი მცნებებს ასრულებს და არ ცოდავს იმის გამო რომ არ დაკარგოს უფლის სიყვარული და არ დაშორდეს მას.
მოძღვარმა ასეთი შეკითხვა დაგვისვა: რომელ საფეხურზე დააყენებდით თქვენ თავსო?
მაინტერესებს ფორუმელები რომელ საფეხურზე დააყენებდნენ საკუთარ თავს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Apr 17 2007, 06:45 PM
პოსტი #14


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



afxazi

აუ რთული შეკითხვაა, მე ვერ შევაფასებ ჩემს თავს


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 17 2007, 09:33 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ყველას გეთანხმებით, კაცთაგან პატიჟს არ უნდა დავეძებდეთ. მეც მაინტერესებს ეს საკითხი და წავიკითხავ ხოლმე თქვენს აზრებს. rolleyes.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Apr 18 2007, 08:56 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



ლილიანა
თვითდაჯერებულობა ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა მგონია.

ეს ისე, საკუთარი გამოცდილებიდან. smile.gif

ისე, თავმდაბლობა საშიში ხილია, ხიბლთან არის ახლოს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Apr 18 2007, 10:57 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



რაც შეეხება კაცთაგან პატიჟს, ალბათ ყველას გვსიამოვნებს როცა ჩვენზე კარგს ამბობენ.
შეიძლება ერთ "სფეროში" ქებაზე არ "შევიმჩნიოთ" მაგრამ სხვა სფეროში თუ შეგვაქეს, გულის სიღრმეში მაინც გვსიამოვნებს და ვიჯერებთ რომ მართლა კარგები ვართ. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Apr 18 2007, 11:50 PM
პოსტი #18


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



კარგი თემაა.
სიმდაბლე არის საფუძველი, თავი და ბოლო ჩვენი ეკლესიური ცხოვრებისა. ეს გვაწვს მოსახვეჭი, რადგან ამპარტავნებაა ჩვენი მთავარი ვნება, სნეულება. უფალი ამბობს: მომბაძეთ მე, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ეს მადლი სულიერი სიგლახაკის შეგრძნებიდან იწყება ანუ უცებ არ მოდის. მას წინ უძღვის საკუთარი თავის გაკიცხვა , მდაბალი აზრები . ძალიან მინდა ეს მადლი მოვიხვეჭო. ამიტომაც წმ. მამებთან მუდამ ვეძებ წამლობას. ამ დღეებში წავუკითხე თანამედროვე რუსული მონასტრის ერთი არქიმანდრიტის ქადაგება და ძალიან წამადგა. იქნებ თქვენთვისაც იყოს საგულისხმო: თავმდაბლობა მაღლიდან ბოძებული მადლია. არსებობს ასკეტური და ქრისტეანული სიმდაბლე. ასკეტური სიმდაბლე გარჯით მიიღწევა. იგი ადამიანური ღვაწლის რეზულტატია, ხოლო ქრისტეანული სიმდაბლე კი ღვთისაგან ბოძებულია. წმ. მამები ამბობენ, რომ არსებობს სიმდაბლის ორი ფორმა: ა) თავს ყველაზე უღირსად მიიჩნევდე. ბ). შენს კეთილ საქმეებს ღმერთს მიაწერდე. პირველი დასაწყისია სიმდაბლისა, მეორე კი- დასასრული. მგონი, ჯერ პირველზე არც კი ვარ, იმიტომ, რომ ეს უღირსების შეგნება შიგადაშიგა მაქვს და არა მუდმივად. ან შეიძლება მგონია მაქვს, მაგრამ ეს არის ჩემი გაბერილი მე-ს წარმოდგენა. რა შორსა ვარ ღვთისაგან, რომ წარმოვიდგენ....... ახლახან ჩვენი პატრიარქის ქადაგება წავიკითხე. იგი გვეკითხება: რას ვაკეთებთ ჩვენ სულის ცხოვნებისათვისო? მართლაც, ძალიან უმნიშვნელოს, ტუკი რამეს ვაკეთებთ, რადგან ჩემი თავისაგან გამომდინარე, ვხედავ, რომ რაც უმთავრესია-სული შემუსრვილი და დამდაბლებული ნაკლებად მაქვს. მადლობა ღმერთს, მარხვის დღეებში უფრო იძირები სულის სიღრმეში და მეტად ახერხებ ამას, მაგრამ ეს უნდა შევინარჩუნოთ. როგორ გვიჭირს იმის სენარცუნება, რაც ამ სინანულისათვის უფალმა გვიბოძა.
კიდევ რა მსურდა მეთქვა: როცა სიმდაბლის მოხვეჭას ცდილობ, შენს წარმოთქმულ სიტყვებშიაც უნდა იდოს განცდა საკუთარი უღირსებისა, თვით ჩაცმაშიც უნდა იყოსო სიმდაბლე გამოხატული: არც ძალიან საგლახაკო, რომ ამით ყურადღება მიიპყრო და არც ისეთი მდიდრული, ზომიერი, რომ სხვათაგან არ გამოირჩეოდეო. აუცილებელია, რომ ვისწავლოთ თავის გაკიცხვა, რამეთუ" Самоукорение - это понуждение себя к смирению."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 19 2007, 08:08 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კაი თემაა და გავაგრძელოთ რა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Apr 19 2007, 08:33 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ვცდილობ ვიყო თავდმდაბალი, ურთიერთობაშI თითქოს ვარ კიდეც, მაგრამ ჭეშმარიტი სიმდაბლის მოხვეჭა საკმაოდ რთულია. საკმაპოდ დიდი სირფთხილეა საჭირო და უფალთან სიახლოვე, ხშირად სწორედ დიდი, "ზედმეტი" თავმდაბლობა ხდება სათავე ხიბლში ჩავარდნისა. როცა ადამიანი ცათვლი რომ თავმდაბალი ხარ, სწორედ აქ კარგავ იმ ღვთის სათნოებას რომელიც შემუსვრილი გულით მოგიპოვებია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი