IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სხვისი დანაშაულის მიტევება, სამართლიანია?
Otherguy
პოსტი Apr 25 2012, 09:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აი წარმოიდგინეთ თუ სკოლაში ერთმა მოსწავლემ მეორეს მიაყენა შეურაწჰყოფა და მასწავლებემა მიუტევა იმ მოსწავლეს. ხომ დაიმსახურებს იგი უნდობლობას? აბა სკოლაში ჩხუბი აკრძალულია და მასწავლებელზეა ყველაფერი...

ეხლა გადმოვიტანოთ რელიგიაზე. ვიღაცამ მაგალითად ოჯახი ამომიხოცა. ღმერთი კი მეუბნება: "დამშვიდდი, მე მივუტევებ"-ო. ნუთუ ეს სამართლიანია? გული მე მეტკინა და სხვამ რატომ უნდა მიუტევოს ის რაც მე მეტკინა?

თუმცა ეგერ სკოლებში, მასწავლებელს თუ რამე ცუდი უთხარი - ეგრევე დაგსჯის, აბაა, სხვისი ნატკენი გულის მიტევება ადვილია. საკუთარის კი არა.

ძველ აღთქმაში ეს მთლად უსამართლოდ არ იყო, რადგან "კბილი კბილის წილ არსებობდა", მაგრამ ეხლა?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 25 2012, 09:33 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
ეხლა გადმოვიტანოთ რელიგიაზე. ვიღაცამ მაგალითად ოჯახი ამომიხოცა. ღმერთი კი მეუბნება: "დამშვიდდი, მე მივუტევებ"-ო. ნუთუ ეს სამართლიანია? გული მე მეტკინა და სხვამ რატომ უნდა მიუტევოს ის რაც მე მეტკინა?


ეს რაღა მოიგონე?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 25 2012, 10:11 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



თუ სამართლიანი არ არის, მაშ არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია ღვთის წინაშე, რომ ცოდვები მომიტევოს, მაშინ არც მამაო ჩვენო უნდა ვთქვა და თუ უცოდველი არ ვარ გადარჩენის იმედიც არ უნდა მქონდეს.თუ მტრისათვის პატიება არ შემიძლია მაშ ჯერ არც ქრისტიანი ვარ,უბრალოდ მხოლოდ სახელიტ ვარ ქრისტიანი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
karpaki
პოსტი Apr 25 2012, 10:46 PM
პოსტი #4


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



QUOTE
ოჯახი ამომიხოცა.

კი ეს ნამდვიალდ დასაფიქრებელია
სად ოჯახს რომ ამოგიხოცავენ რა
ამოხოცვა მაინც ძნელია

ათასჯერ გადავაკეთე biggrin.gif
რეებს ვწერ უიმეე


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 25 2012, 10:56 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



მეც არ ვამბობ, რომ შევძლებ პატიებას, ეგ რომ შეძლო წმინდა უნდა იყო, თუმცა უნდა დადგეს დრო, რომ ამ სულიერ დონეს მივაღწიო.თუ შემოგივარდა ოჯახში ვინმე ყველანაირად უნდა შეაჩეროს კაცმა, თუნდა მოკლას, მაგრამ თუ უკვე მოხდა, უნდა შეძლოს პატიება.არსებობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც მარტო სიტყვით არ არიან ქრისტიანები, ისინი, აპატიებენ, კი არა და ღმერტს ტირილიტ შეეხვეწებიან, რომ ამის გამო მათზე შური არ იძიოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 26 2012, 04:40 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ხახაბოელი

აი ფრაზაა: "არ ვიცი შევძლებ თუ არა პატიებას" - მე აქ შენზე არ მიკითხავს. მე მაინტერესებს ღმერთი შენზე ადრე რატომ უტევებს? შენ გაწყენინეს და მიტევებაც შენი პრეროგატივა არაა?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 26 2012, 08:03 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



მე ვინა ვარ ჭია და მატლი, რომ ცემზე იყოს მიტევების პრეროგატივა? ღმერთი ჩწმზე ადრე უტევებს , თუ არა არც ეგ ვიცი,მიტევებას დიდი სინანული სჭირდება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 26 2012, 08:41 AM
პოსტი #8


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Otherguy
ციტატა
აი ფრაზაა: "არ ვიცი შევძლებ თუ არა პატიებას" - მე აქ შენზე არ მიკითხავს. მე მაინტერესებს ღმერთი შენზე ადრე რატომ უტევებს? შენ გაწყენინეს და მიტევებაც შენი პრეროგატივა არაა?

შენ მიუტევებ თუ არა ეგ შენი საქმეა, მაგრამ აქ იმის თქმას ცდილობ ეხლა, ,,რას ჰქვია ღმერთმა მიუტევა, როცა მე მატკინეს გული და მიტევება ჩემი საქმეა და არა ღმერთისო'' უკაცრავად, მაგრამ ეს ძალიან დიდი სისულელეა.
ადამიანი ღმერთის შექმნილია, მისი შვილია და მიტევება ნამდვილად არაა მხოლოდ შენი პრეროგატივა, თუნდაც ის დაშავებული, დაზარალებული თუ მოკლული შენი უახლოესი ადამიანი იყოს.
ღმერთი მხოლოდ მაშინ მიუტევებს ცოდვებს ადამიანს, თუ წრფელი გულით მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არასოდეს აღარ გაიმეორებს იგივეს და ყოველთვის ეცდება ბოროტებისტვის კი არა სიკეთისთვიც იცხოვროს.

გასაგებია, რომ რაღაც გაინტერესებთ და ასევე გინდატ სხვისი აზრიც გაიგოთ, მაგრამ ცოტა თქვენც დაფიქრდით ხანდახან.
არ მინდა უხეშად გამომივიდეს და გაწყენინო, წინასწარ ბოდიშსაც კი გიხდი, მაგრამ კაი ხანია ასეთი დიდი სისულელე თუ სიბრიყვე არსად გამიგია.
,,რას ჰქვია ღმერთმა მიუტევოს როცა მე მატკინეს გული და ეს ჩემი პრეროგატივააო''
არარ ვიცი რა ვთქვა.
ხანდახან მეჩვენება რომ ასეთებს განგებ წერთ, სხვა სათქმელი რომ არაფერი გაქვთ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Apr 26 2012, 10:50 AM
პოსტი #9


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
ვიღაცამ მაგალითად ოჯახი ამომიხოცა. ღმერთი კი მეუბნება: "დამშვიდდი, მე მივუტევებ"-ო.

ღმერთისთვის არ იყო ის ადამიანები შვილები ვინც ამოხოცა? განა ისინიც ისევე არ უყვარს როგორც შენ?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გუდაგუდა
პოსტი Apr 26 2012, 01:22 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 15-October 10
წევრი № 9,642



ციტატა
ხანდახან მეჩვენება რომ ასეთებს განგებ წერთ, სხვა სათქმელი რომ არაფერი გაქვთ.
mellow.gif


--------------------
WwW.sarwmunoeba.Ucoz.Ru

----------------------------------------
"გულგრილად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას,
და სულელს ნუღარ ეკამათები!"

----------------------------------------
"ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ" -ილია მეორე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 26 2012, 01:36 PM
პოსტი #11


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Otherguy

ადამიანური გაგებით, მე შეიძლება არ მივუტევო ვინმეს რაიმე, რადგან მე იმის არც გულის ხედვა შემიძლია და არც ჩემი მისდამი სიბრაზის დაძლევა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადაც მეც და ისიც სტუმრად ვართ მიწვეულნი, იმ სახლის კართან დავდგე და ზღურბლზე არ გადავუშვა, როცა ის უკვე დაპატიჟებულია.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 26 2012, 07:34 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(ნაინა @ Apr 26 2012, 08:41 AM) *

Otherguy

შენ მიუტევებ თუ არა ეგ შენი საქმეა, მაგრამ აქ იმის თქმას ცდილობ ეხლა, ,,რას ჰქვია ღმერთმა მიუტევა, როცა მე მატკინეს გული და მიტევება ჩემი საქმეა და არა ღმერთისო'' უკაცრავად, მაგრამ ეს ძალიან დიდი სისულელეა.
ადამიანი ღმერთის შექმნილია, მისი შვილია და მიტევება ნამდვილად არაა მხოლოდ შენი პრეროგატივა, თუნდაც ის დაშავებული, დაზარალებული თუ მოკლული შენი უახლოესი ადამიანი იყოს.
ღმერთი მხოლოდ მაშინ მიუტევებს ცოდვებს ადამიანს, თუ წრფელი გულით მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არასოდეს აღარ გაიმეორებს იგივეს და ყოველთვის ეცდება ბოროტებისტვის კი არა სიკეთისთვიც იცხოვროს.

გასაგებია, რომ რაღაც გაინტერესებთ და ასევე გინდატ სხვისი აზრიც გაიგოთ, მაგრამ ცოტა თქვენც დაფიქრდით ხანდახან.
არ მინდა უხეშად გამომივიდეს და გაწყენინო, წინასწარ ბოდიშსაც კი გიხდი, მაგრამ კაი ხანია ასეთი დიდი სისულელე თუ სიბრიყვე არსად გამიგია.
,,რას ჰქვია ღმერთმა მიუტევოს როცა მე მატკინეს გული და ეს ჩემი პრეროგატივააო''
არარ ვიცი რა ვთქვა.
ხანდახან მეჩვენება რომ ასეთებს განგებ წერთ, სხვა სათქმელი რომ არაფერი გაქვთ. smile.gif


რა უნდა მაწყენინო როცა წესიერი პასუხი ვერ მივიღე? მხოლოდ ემოციები... smile.gif))

მოდი ვკითხოთ მათ ვინც იურიდიულ სფეროშია. ვიღაცამ შენ რამე დაგიშავა, ამ დროს მოსამართლემ თავისი შვილი შემოიყვანა, კარგად ცემა და ბრალდებული გაუშვა. მოდი დაფიქრდეს ეხლა ყველა თუ რამდენად ნორმალური საქციელია ეს...

ღმერთმა ძველ აღთქმაში დავითს მიუტევა ადამიანის მოკვლა და მისი ცოლის დასაკუთრება. როცა იგივე იმ მსხვერპლს რომ ექნა კარგა ხნის ჩაქოლილი იქნებოდა...

ახლახანს თქვა ჩვენმა ისტორიის პროფესორმა - ძველი აღთქმა არ წაიკითხოთო, მარკიონივით მოგივათო. თუმცა ის გამორჩა, რომ "კბილი კბილის წილ" მხოლოდ ახალმა აღთქმამ აკრძალა...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Apr 26 2012, 07:44 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
აი ფრაზაა: "არ ვიცი შევძლებ თუ არა პატიებას" - მე აქ შენზე არ მიკითხავს. მე მაინტერესებს ღმერთი შენზე ადრე რატომ უტევებს? შენ გაწყენინეს და მიტევებაც შენი პრეროგატივა არაა?


არ გეწყინოა ლაშა, მაგრამ ამის თქმით იმას ცხადყოფ, რომ არათუ ზედაპირულად, არამედ საერთოდ არ გესმის ქრისტიანობა.

რაც შეეხება შენს მიერ კონკრეტულად დასმულ საკითხს: როდესაც ღვთის მიმტევებლობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მიმტევებლობა ყოვლადსამართლიანობის კუთხით წარიმართება. ცხადია უფალს ვერ მოვაქცევთ რაღაც კანონებში ან ლოგიკაში, მაგრამ ადამიანური განსჯით მისი მიმტევებლობა აუცილებლად ყოვლადსამართლიანობის ნიშნით ხორციელდება.

უფლისთვის მიტევება არ არის თვითმიზანი, ის არავიზე გაბრაზებული არაა (როგორც ამას კათოლიკური დოგმატი ამბობს), რომ გული მოულბეს და შეიწყალოს ადამიანი. პავლე მოციქულის სიტყვით ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება სურს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მას ყველა უყვარს, ყველას გადარჩენა სურს, მაგრამ ყველა არ ეხმიანება ამ სურვილს.

როდესაც ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩადის და ამ დანაშაულს აქვს გარეგნული გამოვლინება, ისე რომ სხვა ადამიანებიც ზიანდებიან, ეს ფაქტი უბრალო აღსარებით არ უნდა შემოიფარგლოს. თუკი მე ვიღაც ადამიანს მივაყენე შეურაცხყოფა სახალხოთ, ცილი დავწამე ან სხვა რამ მოვიმოქმედე, ისე რომ იმ ადამიანს ჩრდილი მიადგა მრავალი ადამიანის თვალში, შემდეგ კი მივხვდი ჩემს დანაშაულს და წავედი ეკლესიაში, მღვდელს მოვუყევი ეს ამბავი და ამით თითქოს ჩემი სინდისი დავიკმაყოფილე, ეს არ კმარა. აუცილებელია და სავალდებულია, რომ როგორც ჩავიდინე დანაშაული ამგვარადვე გამოვასწორო ის. მხოლოდ ამ შემთხვევაში თუა შესაძლებელი უფლისმიერ მიტევებაზე ვისაუბროთ.

როდესაც ადამიანი ამა თუ იმ გაუკუღმართებულ სწავლებას ავრცელებს, თუნდაც ზეპირად, თუნდაც წერილობითად და აზიანებს მრავალი ადამიანის სულს, შემდეგ კი ის მიხვდეს თავის ცთომილებას და მხოლოდ აღსარებით შემოიფარგლოს, შეიძლება ვთქვათ, რომ მას არ მიეტევება. აუცულებელია მან წერილობითვე ანდა ზეპირად უარყოს თავისი ცთომილება, რომ ვინც დასნეულდა მისი უკუღმართი აზრებით, ასევე მისგანვე მოისმინოს ამ უკუღმართობის უარყოფა.

არაერთი ცხოვრების მოხმობა შეიძლება, სადაც ამა თუ იმ ცოდვის გამოსასყიდად მრავალი წელი უმოღვაწევია ამა თუ იმ მოღვაწეს და ეს ყოვლადსამართლიანობის გამო ხდება. არ შეიძლება კაცი მოვკლათ, გავქურდოთ... შემდეგ ცავიდეთ და უბრალოდ აღსარება ვთქვათ და მორჩა, სინდისი თავისუფალია. ვინც დავაზარალეთ?

ასე რომ მიტევებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსაუბრობთ, როცა დანაშაული იმავე სახითაა გამსოწორებული, როგორც ჩადენილია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 26 2012, 08:59 PM
პოსტი #14


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Otherguy
ციტატა
რა უნდა მაწყენინო როცა წესიერი პასუხი ვერ მივიღე? მხოლოდ ემოციები... ))

არანაირი ემოციები, უბრალოდ მართლა დიდ სისულელეს ამბობ და თან ვერც ხსნი ზუსტად რა გინდა.
სად მოსამართლე და სად უფალი.
უფლისთვის ყველა ადამიანი შვილია, ერთს თუ მეორე მოკლავს უფლისტვისაც ისეტივე მტკივნეულია როგორც ნებისმიერი მშობლისთვის და კიდევ უფრო მეტადაც კი.
ასე რომ შენ არ იცი ვის მიუტევებს უფალი და ვის არა.
ადამიანს მიეტევება მასინ როცა შეგნებულად მოინანიებს საკუთარ საქციელს, მოინანიებს წრფელი გულით, ყოველთვის ახსოვს ჩადენილი დანაშაული და სინდისის ქენჯნასთან ერთად სულიერ ტკივილსაც განიცდის ამის გამო.
როგორც ვხედავ შენ მიტევების პრობლემა გაქვს. მესმის შენიც, ძალიან ძნელია მართლაც, მაგრამ მიტევების უნარიც სულიერად დიდ ადამიანებს აქვთ. მეც გამიჭირდებოდა მსგავს შემთხვევაში, გამიჭირდებოდა კი არა ალბად ვერც კი ვიფიქრებდი მიტევებაზე. მაგრამ არც დიდ სულიერებაზე ვდებ თავს. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Apr 26 2012, 09:39 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087




Otherguy ღმერთი ადამიანის გულსა და თირკმელს იკვლევს, ვინც მე ოჯახს ამომიწყვეტს, თუ მოვა დიდ სინანულში, მწარედ იგლოვს თავის საქციელს, სინანულის საიდუმლოს ეზიარება და თავის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, მხოლოდ ამის შემდეგ მიუტევებს უფალი, ანუ თუ მისი სული განიკურნება.რაც შეეხება იმას სამართლიანია თუ არა ის, რომ ღმერთმა მიუტევა, გეტყვი რომ სამართლიანია. განა თავად ქრისტე ძე ღვთისა არ მოკლეს ადამიანებმა? არ მიუტევა მათ იესომ?ღმერთმა ჩვენთვის თავის ძესაც არა ჰრიდა, ძემ კი ჩვენთვის უამრავი ტანჯვა იტვირთა, რომ ჩვ გამოვეხსენით სიკვდილისაგან, სწორედ ამიტომაც ახალ აღთქმაში ნამდვილად სამართლიანია ღვთისაგან ეს მცნება, რომ გვიყვარდეს მტრები.კაცი იტყვის როგორ შევიყვარო მტერი? შეუძლებაელია.ეს მართლაც ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არაა.თუ ადამიანი ლოცულობ და ღმერთთან შედიხარ პიროვნულ ურთიერთობაში, ანუ თუ გაქვს ჭეშმარიტი გულისმიერი ლოცვა,შეიძენ განწმედელ მადლს,შეიცნობ შენს დამახინჯებულ სულს, თავს უკანასკნელად ჩათვლი,დაამარცხებ ბოროტ გულისთქმებს, მიიღებ განმანათლებელ მადლს სულიწმინდით შეიცნობ საღმრთო თვისებებს, დაინახავ ღვთის სიყვარულს, რომელიც განფენილია მთელ ქმნილებაზე,გაკვირდები და დატყვევდები ამ სიყვარულით იმდენად დიდ სიყვარულს ეზიარები, რომ შენი გული მხოლოდ ღმერთით იძგერებს, ნახავ რომ ღვთისათვის ყველა ძვირფასია და შენც ამ სიყვარულის თანაზიარი გახდები, შეიძენ საღმრთო თვისებებს და განმასრულყოფილებელ მადლს, მიემსგავსები ღმერთს, ანუ ღვთის ხატებიდან მსგავსებამდე ამაღლდები.შენთვის უცხო გახდება სიძულვილი და ყველას თანაბრად შეიყვარებ, ბოროტს თუ კეთილს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იაკობ
პოსტი Apr 27 2012, 09:49 AM
პოსტი #16


ფშაველი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 626
რეგისტრ.: 21-April 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,622



QUOTE(ნაინა @ Apr 26 2012, 09:41 AM) *

ხანდახან მეჩვენება რომ ასეთებს განგებ წერთ, სხვა სათქმელი რომ არაფერი გაქვთ. smile.gif

არ გეჩვენება


--------------------
სული - შენ, ლეში - მიწასა, -
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 27 2012, 01:44 PM
პოსტი #17


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Otherguy
ციტატა
ეხლა გადმოვიტანოთ რელიგიაზე. ვიღაცამ მაგალითად ოჯახი ამომიხოცა. ღმერთი კი მეუბნება: "დამშვიდდი, მე მივუტევებ"-ო. ნუთუ ეს სამართლიანია? გული მე მეტკინა და სხვამ რატომ უნდა მიუტევოს ის რაც მე მეტკინა?



ჯოხი,რომ ამოგცხო, ამით მან შესცოდა. შეცოდებას ის მიუტევებს, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს, ანუ ღმერთი. რაც შეგეხება შენ, როცა ვიღაცის ხელით განსაცდელს მიიღებ, წყენას, ამორტყმას და სხვა მრავალს, ეს როგორ გითრხა, ის განსაცდელია,რომელიც შენ უნდა გადაიტანო. ამით შენ რაღაცას სწავლობ და მე ვფიქორბ ღმერთმა ამიტომაც დაუშვა შენზე ის ამორტყმა, რომ რაღაც გესწავლა. ვთქვათ, დამცირდი ვიღაცის თვალსიწინ და მაით თავმდაბლობა ისწავლე, ან მიტევება, ან ამპარტავენბას შეებრძოლე. ანუ, ის რაც შენს თავს ხდება, ცოცხალი ადამიანის ად უსულო საგნების ხელით, შენთვის ხდება, შენთვის, შენს სასწავლებალდ დაიშვება. ის ვინც ამოგცხო და ტკივილი მოგაყენა, ის ტვაისას სცოდავს ამ ამოცხებით და ტკივილის მოყენებით და თუ არ ითხოვა პატიება, რანაირად უნდა ეპატიოს. მაგრამ, იამს ეპატია თუ არა, შენ ხომ უნდა მიგეღო ის, რაც მიიღე, იმისტვის, რომ შენში რაღაც შეცვლილიყო, რაღაც ეგსწავლა, მაგალითად, სიძნელესთან, ტკივილტან გამკლავება ან სხვ რამე... რეზიუმე:_ ამიტომ, ცოდვა (ამორტყმით, წართმევით , დამცირებით და ტკივილის მოყენებით) ცადენილი, უფალმა უნდა მოგვიტესო ყველას. მე მგონი ერთადერთი მსაჯული ეგაა. ჩვენც გვაქვს ვალდებულება ჩვენს წინაშე მცოდველებს მივუტევოთ, ის წყენა , რაც მოგვაყენეს. შენ თუ არ მიუტევებ, შენი გული ბოღმით იქნება და შურისძიებით სავსე. ასეთი წარსდგები უფლის წინაშე. თუ მიუტევებ, გულიც დამშვიდდება და უფალ შენც მოგიტევებს შენს ცოდვებს. სულ ეგაა : )))))ანუ, მან ჯერ უფალს შესცოდა და მერე შენ. ამქვეყნად ერთი მოსამართლეა-უფალი! სხვა არაა.

მე ასე მესმის...

ჰო, მართლა, ძალიან დამაკლდი თვალში და გამიხარდა შენი დაბრუნება : )


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Apr 29 2012, 05:23 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(Otherguy @ Apr 25 2012, 10:25 PM) *

აი წარმოიდგინეთ თუ სკოლაში ერთმა მოსწავლემ მეორეს მიაყენა შეურაწჰყოფა და მასწავლებემა მიუტევა იმ მოსწავლეს. ხომ დაიმსახურებს იგი უნდობლობას? აბა სკოლაში ჩხუბი აკრძალულია და მასწავლებელზეა ყველაფერი...

ეხლა გადმოვიტანოთ რელიგიაზე. ვიღაცამ მაგალითად ოჯახი ამომიხოცა. ღმერთი კი მეუბნება: "დამშვიდდი, მე მივუტევებ"-ო. ნუთუ ეს სამართლიანია? გული მე მეტკინა და სხვამ რატომ უნდა მიუტევოს ის რაც მე მეტკინა?

თუმცა ეგერ სკოლებში, მასწავლებელს თუ რამე ცუდი უთხარი - ეგრევე დაგსჯის, აბაა, სხვისი ნატკენი გულის მიტევება ადვილია. საკუთარის კი არა.

ძველ აღთქმაში ეს მთლად უსამართლოდ არ იყო, რადგან "კბილი კბილის წილ არსებობდა", მაგრამ ეხლა?

ვერ აღვიდგინე ეს მიტევებაზე "დამშვიდდი, მე მივუტევებ" სწავლება. ანუ ბევრია, მაგრამ ეს კონკრეტული ციტირება რომელია..
რაც შეეხება უფლის მიერ მიტევებას ეს დაიწერა მგონი კიდეც, ნებისმიერ ნორმალურ შემთხვევაში ყველაზე მტკივნეული შვილის დანაშაული მშობლისთვისაა , ამიტომაც საჭიროა მიტევება მის მიერ..
რაც შეეხება კონკრეტულად მიტევებას თუ ადამიანი ინანებს თავის დანაშაულს და გამოსწორდება ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუარა მაშინ თავის დანაშაულისთვის განისჯება სამსჯავროზე,,
და ადამიანისთვის სხვის მიტევებაზე შეიძლება ითქვას რომ სხვა ვერაფერს ისეთს ვერ დაგიშავებს დაუტევნელს, თუ მაყენებს შეურაცხყოფას, , წყენით ვერ გეწყინება იმიტომ რომ შეურაცხადია, ანუ ბოროტის მონა,
თუ ფიზიკურ ან სულიერ ზიანს, გასაგებია შვილის მოკვლა თუ ოჯახის ამოწყვეტა, თითქმის დაუძლეველი ტკივილია, მაგრამ სულიერ ჭრილში თუ განვიხილავთ ორი წუთია ცხოვრება ჯერ ისინი გარდაიცვალნენ მერე ჩვენც, აქ თუ ვინმე დიდი ხნით გაჩერებას მოახერხებს ეგ არვიცი, ))
და ეს ყველაფერი კი უფლის ნებით, და თვითონ ადამიანი რომელიც ცოდავს არის უკიდერესად ცუდად, უბედურია, რადგან მისი სული ისეა ეშმაკის მიერ დატყვევებული ვერ სუნთქავს, და მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს..
ძველ აღთქმაში არსებობდა კბილი კბილის წილ ეხლა არსებობს ლოყა ლოყას წილ :დ, იმიტომ რომ ქრისტემ მოგვიტანა გამოხსნა, სიყვარულის მადლი, სიყვარულმა კიდევ უნდა დაწვას და დააინგრიოს ყველაფერი..
თუ სწორედ გავიგე კითხვა ესაა ჩემი აზრი,..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 29 2012, 11:31 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

თავიდან მეგონა რომ რაღაცა უაზრო ფილოსოფიას დამიწერდი, მაგრამ გადავწყვიტე ყურადღებით წამეკითხა შენი ნაწერი.

კარგი პასუხია, ყველაზე კარგი პასუხი შენ გამეცი. smile.gif არ მეგონა რამე პასუხი თუ დამაკმაყოფილებდა, მაგრამ შენმა პასუხმა 50%-ით დამაკმაყოფილა. მადლობა. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არახისი
პოსტი Aug 6 2012, 08:19 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 6-August 12
წევრი № 12,551



“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” გოეთე.

მშვიდობა თქვენდა.


--------------------
მშვიდობა ყველაზე მოკლე მანძილია ორ ომს შორის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th May 2024 - 02:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი