თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმ.ეგნატე(ბრიანჩანინოვი)

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 17 2008, 01:04 PM

მიწიერ სიბრძნეთა ჯურღმულების ტუსაღნო!ვუსმინოთ მათ,ვინც სულიერი თავისუფლება ჰპოვა უფალში და გაუნათდა სულიერი თვალი!ბრმადშობილნო!მათ იხილეს ნათელი ჭეშმარიტი,იხილეს და მის ნათელში შეიცნეს ის,ის რაც შეუცნობია ხორციელი და მშვინვიერი გონებისათვის.ღმრთის სიტყვა და მისი თანამოქმედი სული,ღმრთის რჩეულ ჭურჭელთა მეოხებით,გვაუწყებს,რომ სივრცე ცასა და დედამიწას შორის,ხილული ცა,ცისქვეშეთი,ციდან გარდმოგდებულ დაცემულ ანგელოზთა სამყოფელია.
''და იქმნა ბრძოლა ცათა შინა:მიქაელ და ანგელოსნი მისნი ჰბრძოდენ ვეშაპსა მას და ვეშაპნი და ანგელოსნი მიმსნი ებრძოდნენ მათ.და ვერც შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.''(გამოცხ.12,7,8.)[u]წმ.ანდრია კესარიელის განმარტებით,ეშმაკისა და მის მიერ წარტყვენულ სულთა გარდმოგდება მოჰყვა მათ პირველ შეცოდებას,როდესაც წმიდა ანგელოსთა მიერ განდევნილი იქნენ ანგელოსთა დასიდან,როგორც გვაუწყებს ამის შესახებ წმიდა წინასწარმეტყველი ეზეკიელი(28.16)
იობის წიგნში დაცემული ანგელოსი წარმოდგენილია,როგორც ცისქვეშეთის განუსაზღვრელ სივრცეში მოხეტიალე:იგი ხეტიალობს,მსწრაფლ მიმოვლის ფრენით,ადამიანთა მიმართ გაუმაძღარი სიძულვილით დამაშვრალი(დაბ.1.7)პავლე მოციქული დაცემულ ანგელოსებს ცისქვეშეთის დაცემულ სულებს უწოდებს.(ეფ.6.12)ხოლო მათ მეთაურს ჰაერის ხელმწიფების მთავარს(ეფ.2.2)
დაცემული ანგელოსები მრავლად არიან მიმოფანტულნი ჩვენთვის ხილულ მთელს სივრცეში.ისინი მუდმივად აშფოთებენ ადამიანთა საზოგადოებას,თითოეულ ადამიანს პირად-პირადად და სხვადასხვაგვარად.არ არსებობს ბოროტება,არ არსებობს დანაშაული,რომლის დამწყები და მონაწილეც ისინი არ იყვნენ.ისინი ყოველგვარ საშუალებით ასწავლიან და მიმართავენ ადამიანს ცოდვის ჩადენისაკენ.ამიტომაც,''წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს,ვინცა შთანთქა''(1პეტ.5.8)მიწიერ ცხოვრებაშიც და სხეულიდან სულის განსვლის შემდგომაც.
როცა ქრისტეანის სული,თავის მიწიერი სამყოფელის დატოვების შემდგომ ზეციურ სამშობლოში მიემგზავრება,მას გზად დემონები აჩერრებენ,ცდილობენ თავისთან მსგავსება მოუძებნონ-აღმოუჩინონ ცოდვები,დაცემა და ჩააგდონ ჯოჯოხეთში,რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოსებისთვის არის განმზადებული.ისინი ასე მათ მიერვე შეძენილი უფლებით მოქმედებენ.
უფალი მიუწვდომელი სიბრძნით,უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მიერ ადამიანთა გამოსყიდვის შემდეგ,ადამიანს მინიჭებული აქვს თავისუფლება აირჩიოს სიკვდილი ან სიცოცხლე,შეიწყნაროს მაცხოვარი და მაცხოვარება ანდა უარყოს ისინი.და სამწუხაროდ,მრავალმა ისურვა სატანის ტყვეობასა და მონობაში დარჩენა,აღიარეს თავი მაცხოვრისა და მისი საღმრთო მოძღვრების მტრებად.
ყველა ვინც აშკარად უარყო მაცხოვარი,შეადგენს სატანის საკუთრებას:მათი სულები,სხეულიდან განსვლისთანავე ჯოჯოხეთში დაინთქმებიან(იგულისხმება,პირ
ველ საზვერესაც კი ვერ გაივლის ცოდვილის სული)აუცილებელია სამსჯავრო,რატა განისაზღვროს ცოდვებისადმი ქრისტეანის სულის მიდრეკილების ხარისხი იმის გასარჩევად,თუ რას იმსახურებს-მარადიულ სიცოცხლეს თუ მარადიულ სიკვდილს.და თითოეულ ქრისტეანის სულს სხეულიდან განსვლის შემდეგ,ელის ღმერთის პირუთვენელი სამსჯავრო,როგორც ამბობს წმ.პავლე მოციქული:''წინა-უც კაცთა ერთ-გზის სიკვდილი და მისა შემდგომად საშჯელი''(ებრ.9.27)
ღმერთი თავის სამართალს,სხეულიდან გასული ქრისტეანების სულთა მიმართ,როგორც კეთილი.ასევე ბოროტი ანგელოსების მეშვეობით წარმართავს.პირველნი ადამიანის მიწიერი ცხოვრების დროს მის მიერ ჩადენილ კეთი საქმეებს ინიშნავენ,ხოლო მეორენი-ძველ მის მიერ ჩადენილ უკანონობას.როცა ქრისტეანის სული ცისკენ იწყებს აღსვლას წმიდა ანგელოსების წინამძღოლობით,ბნელი სულები ამხელენ მის მოუნანიებელ ცოდვებს,როგორც სატანისათვის მსხვერპლშეწირვას[/u],როგორც წინდს მასთან ურთიერთობისა და მისი სამარადისო ხვედრის განაწილებისა.
ჰაერის სივრცეში გამავალი სულების განკითხვისათვის ბნელ მთავრობათა მიერ განსაკუთრებული მიმდევრობით დადგენილია ცალკეული სამსჯავროები და მცველები.დედდამიწიდან ზეცამდე,შრეების მიხედვით,დგანან დაცემული სულების საგუშაგო ლეგიონები.თითოეული მათგანი ცოდვის გარკვეულ სახეს განაგებს და პასუხს სთხოვს სულს,როცა მას მიაღწევს.ეშმაკთა ჰაერის საგუშაგოები და სამსჯავროები მამათა ნაწერებში იწოდება საზვერეებად,ხოლო მათში მომსახურე სულები-მეზვერეებად,მებაჟეებად.

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 19 2008, 05:01 PM

მეზვერეებად,მებაჟეებად ქრისტეს დროის და ქრისტიანობის ეკლესიის პირველ საუკუნებში იწოდებოდნენ სახელმწიფო ბეგარის ამკრეფნი.მეზვერეები,ყოველგვარი ძალადობის,ვერაგობის,ტყუილის მომიზეზების,ურიცხვი ბორიტებისა და არაადამიანური ძარცვის უფლებას აძლევდნენ თავს.ისინი,ჩვეულებრივ,ქალაქების კარიბჭეებთან,ბაზრებსა და სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში დგებოდნენ,რათა არავინ გამორჩენოდათ თვალთაგან.მეზვერეები თავიანთი საქციელის გამო ხალხისთვის საძულველნი იყვნენ.მეზვერე აღიქმებოდა უგრძნობ,უსამართლო,ყოველგვარი
ბოროტების,ყოველგვარი უზნეობის ჩამდენ,ხალხისაგან განგდებულ ადამიანად.
მეზვერის სახელწოდება ადამიანიდან ეშმაკებზე გავრცელდა,რომლებიც მიწიდან ზეცად აღსვლას დარაჯობენ.როგორც ძენი სიცრუისა და მისი ერთგულნი,დემონები ადამიანთა სულებს ამხელენ არა მარტო მათ მიერ ჩადენილ ცოდვებში,არამედ მიაწერენ ისეთსაც,რომელიც არასოდეს ჩაუდენიათ.ისინი მიმართავენ სიცრუეს და მატყუარობას,ცილისწამებით,ურც
ხვობითა და კადნიერებით ვდილობენ რათა ხელი8დან გამოგლიჯონ სული ანგელოზებს და აღავსონ ჯოჯოხეთის მკვიდრთა სიმრავლე.
წმიდა მამა იოანე კიბის აღმწერელი მოგვითხრობს,რომ ვინმე მეუდაბნოე ბერმა სტეფანემ,რომელიც სინას მთაზე მოღვაწეობდა და ფრიად უყვარდა უდაბნო და მდუმარება,მრავალი წელი ბერულ მოღვაწეობაში გაატარა,შემკული იყო მარხვითა და მრავალი ცრემლით და გამშვენებული მრავალი კეთილი თვისებით,მიაღწია ჭეშმარიტი სინანულის ხარისხს.აღსრულებამდე ერთი დღით ადრე მოვიდა აღტაცებაში,იწყო მიხედვა სარეცელის მარჯვნივ და მარცხნივ,უხილავ არსებათა მიერ განკითხული,იქ მყოფთა ბგასაგონად ამბობდა:"დიახ ასეა;მაგრამ ამის გამო მე ამდენი და ამდენი წელი ვიმარხულე."შემდეგ ისევ:"დიახ,სწორედ ასეა,დიახ;მაგრამ მე ვტიროდი,თავი ძმებისადმი სამსახურს მივეცი." და ისევ:"არა,თქვენ მე ცილს მწამებთ."სხვა ბრალდებას კი ასე უპასუხა:"დიახ,სწორედ ასეა და არ ვიცი რა ვთქვა ამაზე:ღმერთი მოწყალეა."ეს მძიმე და საშინელი სანახავი იყო;ყველაზე მძიმე კი ის იყო,რომ ის დაადანაშაულეს ისეთ ქმედებაში,რომელიც არასდროს ჩაუდენია.ეს უტყვი განდეგილი თავის ზოგიერთ ცოდვაზე ამბობდა:"არ ვიცი,რა ვთქვა ამაზე";ამასთან მან 40–წელი ბერობაში გაატარა და მრავალი ცრემლიც დაღვარა.წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამბობს:"რაშიც გპოვებ,ისე განვსჯი."თვითმხილველები მოწმობენ,რომ სტეფანე საკუთარი ხელით კვებავდა ჯიქებს.სხეულს კი ასეთი გამოცდის შემდეგ ტოვებდა...უცნობი დარჩა,როგორ დამთავრდა მისი სამსჯავრო.
"ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა,რამეთუ აღდგეს ჩემზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა"(ფს.26.12),–ასე ამბობს სულიწმიდა ადამიანის პპირით,როცა აღწერს მის უხილავ ბრძოლას უხილავ მტრებთან.
საზვერეებზე არსებობს ეკლესიის მოძღვრება:ღმრთის პირადი სამსჯავრო სხეულიდან სულის განსვლისას,ეკლესიის სწავლებით,გადაიქცევა პასუხისგებად ე.წ. საზვერეებზე,სულის მმიწიდან აღსვლისას,ანგელოსთა თანხმლებით,როდესაც გაივლიან ჰაერის სივრცეს,იქ მათ ბოროტი სულები აჩერებენ და ამხელენ ცოდვებში,რომლებიც ცხოვრების მანძილზე ჩაიდინეს(მართლმადიდებელი კათოლიკე აღმოსავლური ეკლესიის დოგმატური ღმღთისმეტყველება).ეჭვს გარეშეა,რომ წმიდა პავლე მოციქული მათზე საუბრობს,როცა გვაუწყებს,რომ ქრისტეანებს ელით ბრძოლა ცისქვეშეთის დაცემულ სულთა წინააღმდეგ.(ფს.6.12)
საზვერეები და მათი თანმიმდევრობა ზედმიწევნით არის აღწერილი ღირსი დედა თეოდორას ნაამბობში.
ღმრთის უდიდესი წმიდანები,რომლებიც ძველ ადამის ბუნებიდან ახალი ადამის,უფლისა ჩვენისა–იესუ ქრისტეს ბუნებაში გადავიდნენ,თავიანთი წმიდა და ჩინებული სისხლით,პატიოსანი სული მსწრაფლ,განვლის ჰაერის ეშმაკთა საზვერეებს.ისინი ზეცაში აჰყავს სულიწმიდას,რომელიც მიწაზე მათი მწირობის ჟამსაც მუდმივად შეაგონებდა მათ სურვილს"განსვლა ხორცითა ამით და ქრისტესთანა ყოფად."(ფილ.1.23–24).
ელვის სისწრაფით,ერთ საათში განვლო ეს გზა ღირსმა მამა მარკოზ ფრაჩესკელმა."ოდეს აღვიხილენ თვალნი,–ამბობს ღირსი მამა სერაპიონი,რომელიც ესწრებოდა ღირსი მარკოზის აღსასრულს,–ვიხილე წმიდანის სული,რომელიც უკვე განხსნილიყო ხორცთა საკვრელთაგან და ანგელოსთა სპეტაკი სამოსით მოსილი,ზეცისაკენ მაღლდებოდა."
როცა ღირსი მამა მაკარი დიდის აღსასრული დადგა,ქერუბიმი,მისი მფარველი ანგელოსი,მრავალრიცხოვანი ზეციური მხედრობის თანმხლებით, მისი სულის მისარქმელად გარდამოხდა ზეცით.ანგელოსებთან ერთად გარდამოხდნენ მოციქულთა,წინასწარმეტყველთა,
მოწამეთა,მღვდელმთავართა,ღირს
თა,მართალთა დასები გამწკრივდნენ.დემონები კი თავიანთ საზვერეებში,რათა ეჭვრიტათ განწმედილი სულის სვლისათვის.მან ამაღლება იწყო.მისგან მდგომი ბნელი სულები თავიანთი საზვერეებიდან უყვიროდნენ:"მაკარ!ვითარი დიდების ღირსი შეიქენ!"თავმდაბალი მოღვაწე კი პასუხობდა:"არა!ჯერ კიდევ ვძრწი,რამეთუ არ ვუწყი,აღვასრულე კი რაიმე სათნოება?"თან სწრაფად მიიწევდა ზეცისაკენ.უფრო მაღალი საზვერეებიდან კი გამოსძახოდნენ ჰაერის მცველნი:"გაგვექეცი უკვე,მაკარ!"–"არა,–პასუხობდა ის,–მე ჯერ კიდევ ვივლტი თქვენგან!"როცა ის უკვე მიუახლოვდა ზეცის კარიბჭეს,ისინი ბოროტებისა და შურისგან გოდებდნენ და ყვიროდნენ:"გაგვექეცი,გაგვექეცი,მაკარ!"მან უპასუხა:"მფარველობითა ძალითა ქრისტესითა ვიხსნენ მე თქვენისა მანქანებისაგან".მაკარი დიდის სვლა მიწიდან ზეცამდე,მისმა რამდენიმე მოწაფემ იხილა,რომლებიც განსაკუთრებულად წარმატებულნი იყვნენ ღვაწლში.ხოლო მის შესახებ გვამცნო ღირსმა პაფნუტიმ,რომელიც დიდი მამის შემდგომ შეიქმნა უდაბნოს წინამძღვარი.
ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბოროტ ძალთა საზვერეებს განვლიან სრული ხელმწიფებით იმიტომ,რომ მიწიერ ცხოვრებაში შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ მათ,გულში ჰპპოვებენ სრულ თავისუფლებას ცოდვისაგან,შეიქმნენ სადგომი და სამსხვერპლო სულისა წმიდისა,სიტყვიერი ტაძარი თვისი შეუვალი გახადეს დაცემული ანგელოსისათვის.როგორც ქრისტეანული სულის აღდგომა სულიერ სიკვდილიდან,აღესრულება ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრების ჟამს,სწორედ აევე საიდუმლოდ დედამიწაზევე განიკითხება ჰაერისმცველთა მიერ,დატყვევდება ან განთავისუფლდება მათგან;ზეცისკენ აღსვლისას ჰაერში განცხადდება ეს თავისუფლებაც და მონობაც.


ეს არის სულ მცირედი,რაც შეიძლებოდა მკითხველისთვის წარმომედგინა.ვფიქრობ,კმარა ვისაც ნამდვილად სურს გაიგოს არსებობს თუ არა საზვერეები გარდაცვალების შემდეგ.
ღმერთმა მოგვმადლოს ჭეშმარიტი სარწმუნოება,ჩვენი შერყვნილი აზრების გარეშე.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: May 22 2008, 12:37 PM

ციტატა
..........ამასთან მან 40–წელი ბერობაში გაატარა და მრავალი ცრემლიც დაღვარა



ნუთუ ასე ასე მკაცრად განვისჯებით?

მძიმედ ყოფილა საქმე sad.gif

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 22 2008, 07:34 PM

ციტატა(Iona @ May 22 2008, 12:37 PM) *

ნუთუ ასე ასე მკაცრად განვისჯებით?

მძიმედ ყოფილა საქმე sad.gif

ღმერთი მოწყალეა,მაგრამ ადამიანს რაც უფრო მეტი ეძლევა,მით უფრო ბევრი მოეთხოვება.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 08:04 PM

ციტატა
ღმერთი მოწყალეა,მაგრამ ადამიანს რაც უფრო მეტი ეძლევა,მით უფრო ბევრი მოეთხოვება.


მეც მასე გამიგია, გარდა ამისა, სადაც მეტი ცოდვაა (გარემოება), იქ მეტი მადლია შესაძლებელი. ანუ, ცოდვიან გარემოში მეტი შანსია მეტი მადლის მოპოვებისა, ვიდრე ზნეობრივ და სათნო გარემოში,სადაც ნაკლებია გარეგანი მხრიდან ბოროტის გაძლიერება... რა ვიცი აბა, თუ გამიგებთ რას ვგულისხმობ...

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 23 2008, 10:19 AM

ციტატა(nana_007 @ May 22 2008, 08:04 PM) *

მეც მასე გამიგია, გარდა ამისა, სადაც მეტი ცოდვაა (გარემოება), იქ მეტი მადლია შესაძლებელი. ანუ, ცოდვიან გარემოში მეტი შანსია მეტი მადლის მოპოვებისა, ვიდრე ზნეობრივ და სათნო გარემოში,სადაც ნაკლებია გარეგანი მხრიდან ბოროტის გაძლიერება... რა ვიცი აბა, თუ გამიგებთ რას ვგულისხმობ...


ცოდვილს მადლი შორდება,მაგრამ ღმერთი ადამიანს უქმნის პირობებს რათა შეიცნოს ღმერთი,ცოდვა დაუტევოს.
ღმერთი ადამიანს აძლევს ერთნაირად მადლს,მაგრამ ყველა როდი ღებულობს,ზოგს შესასვლელი "კარები" დახშული აქვს,ზოგი კი შეიტკბობს.ცოდვილის-ცოდვას გარდაემატება მადლი ღმრთისა.
მადლის მოხვეჭა ადამიანს არ შეუძლია,რადგანაც ღმერთი აძლევს მას მისი ცხოვრების წესიერებისა და ასკეტური მოღვაწეობის წილ.
ერთი მხრივ მართალი ხარ,თუ ადამიანმა არ იღვაწა მადლი არ მიენიჭება ღმრთისგან.
ეკლესიაში მყოფ პიროვნებას მეტი ბრძოლა უხდება ვნებებთან,ხოლო ვინც ეკლესიის გარეთაა მას არც სჭირდება ბრძოლა,ეშმაკს თავის ნებაზე დაჰყავს.ცოდვიდან გამოსვლაში კი ღმერთი ეხმარება და აძლევს მადლს,თავიდან თუ ხართ დაკვირვებული ყველაფერი იოლად გეჩვენება,სიმძიმეს არ გრძნობ,თითქოსდა ეშმაკი არ გებრძვისო,მაგრამ როდესაც აიდგავ ფეხს ეკლესიაში თანდათან გშორდება მადლი ღმრთისა.ეს არ ნიშნავს,რომ ცოდვილს მეტი ეძლევა და კეთილად მცხოვრებს ნაკლები.
ერთი მამა ასწავლის:თავიდან როგორც მშობელი-შვილს ატარებს ხელით,ხოლო ასაკის მატების შემდგომ ნელ-ნელა აჩვევს სიარულ და ბოლოს მთლად დამოუკიდებლად უშვებს,მიუხედავად დაცემისა სწავლის პერიოდში(სიარულის სწავლა იგულისხმება),ასევე ღმერთი ეკლესიაში ახახლ მოსულს აძლევს მადლს,შეიტკბობს თავის ფრთებქვეშ,ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ადამიანს შორდება ეს ძალა და უხდება ბოროტ ძალებთან ბრძოლა,რასაც მანამდე ამ სახით არ ამჩნევდა.(აქიდან უკვე ჩემი აზრია დაფიქსირებული,შეიძლება ვცდები.)
ასევე ხომ იყო ბავშვი,ის არ ამჩნევდა მის ნაცვლად მშობელს რისი გაკეთება უხდებოდა,მაგრამ როდესაც წამოიზარდა და დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჰყო ხელი,წინ ეღობება ცხოვრებისეული პრობლემები,რისი გადალახვა თავად თუ არ შეუძლია უნდა შესთხოვოს მშობელს,რათა იხსნას.
ასევე ეკლესიაში მყოფ ადამიანს, ეწყება ბრძოლები რაშიც შესაწევნელად დედა ეკლესიას უნდა მიმართოს.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 26 2008, 11:15 PM

ციტატა
თავიდან თუ ხართ დაკვირვებული ყველაფერი იოლად გეჩვენება,სიმძიმეს არ გრძნობ,თითქოსდა ეშმაკი არ გებრძვისო,მაგრამ როდესაც აიდგავ ფეხს ეკლესიაში თანდათან გშორდება მადლი ღმრთისა.ეს არ ნიშნავს,რომ ცოდვილს მეტი ეძლევა და კეთილად მცხოვრებს ნაკლები.
ერთი მამა ასწავლის:თავიდან როგორც მშობელი-შვილს ატარებს ხელით,ხოლო ასაკის მატების შემდგომ ნელ-ნელა აჩვევს სიარულ და ბოლოს მთლად დამოუკიდებლად უშვებს,მიუხედავად დაცემისა სწავლის პერიოდში(სიარულის სწავლა იგულისხმება),ასევე ღმერთი ეკლესიაში ახახლ მოსულს აძლევს მადლს,შეიტკბობს თავის ფრთებქვეშ,ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ადამიანს შორდება ეს ძალა და უხდება ბოროტ ძალებთან ბრძოლა,რასაც მანამდე ამ სახით არ ამჩნევდა.(აქიდან უკვე ჩემი აზრია დაფიქსირებული,შეიძლება ვცდები.)

ვაიიიმეე ზუსტად მასე ვიყავი მე თავიდან იოლად ყველაფერი ! ... smile.gif

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 28 2008, 09:57 AM

ვისაც გსურთ,დაამატეთ საზვერეების შესახებ სწავლებას რაიმე ახალი,რაც მამებისგან გსმენიათ.

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Mar 5 2009, 03:20 PM

საზვერეთა შესახებ სწავლება ღმრთივგანბრძნობილად გადმოსცა წმ.კირილე ალექსანდრიელმა(+444),თAვის ცნობილ თხუზულებაში: " სიტყვა სულის ამოსვლის შესახებ " . იქ იგი ამბობს: "რამეთუ, მაშინ (სულთA ხორცთაგან გაყრისას-ი.პ) წარმოსდგებიან ჩვენს წინაშე,ერთის მხრივ ზეციური მხედრობანი,მეორეს მხრივ-ბნელეთის ხელმწიფენი,ბოროტი სოფლისმპყრობელნი,ჰაერის მეზერე-მთავარნი,ჩვენი საქმეების გამომცდელნი და მამხილებელნი... მათი დანახვისას,სული აღშფოთდება, შეკრთება, შეძრწუნდება და დაბნეული და ზარდაცემული ღმრთის ანგელოზებთAნ მფარველობის ძიებას დაიწყებს: მაგრამ, წმიდა ანგელოზების მიერ მიღებული და მათი მფარველობის საჰაერო სივრცეების გამვლელი და მაღლა მიმავალი სული, მაინც სხადასხვა საზვერეებს შეხვდება,რომელნიც ცათა სასუფევლის გზას ჩაუკეტავენ, მისადმი მის სწრაფვას შეაჩერებენ და შეაკავებენ. თითოეულ ამ საზვერეზე განსაკუთრებული ცოდვის გამო (პასუხს) მოგვთხოვენ...სულის ყოველ ვნებას, ყოველ ცოდვას, ამგვარად, თავისი მეზვერენი და გამომცდელნი ეყოლება... რამეთუ, მაშინ ერთAდ წარმოსდგებიან საღმრთო დზალნი და უწმიდურ სულთა კრებული და როგორც პირველნი წარმოადგენენ მის სათნოებას, ისე უკანასკნელნი ამხელენ მას ცოდვებში და თუ თავისი კეთილმსახური და ღმრთივსათნო ცხოვრებისათVის,იგი ღირსეული აღმოჩნდება, მას ანგელოზნი მიიღებენ და მაშინ იგი უკვე უშიშრად წავა სასუფევლისაკენ. პირიქით , თუ აღმოჩნდება , რომ იგი ცხოვრებას უზრუნველად და თავშეუკავებლად ატარებდა , მაშინ ის საშინელ ხმას მოისმენს: "მოისპენ უღმრთოი , რაითA არა იხილოს დიდებაი უფლისაი" (ესაია, 26. 10.)... მაშინ მიატოვებენ მას ანგელოზნი ღმრთისანი და აიყვანენ საშინელი დემონები... და გაუწყვეტელი საკრავებით შეკრული სული, ბნელს და პირქუშ ქვეყანაში (ჯოჯოხეთის სიბნელეში,-ი. პ.) ჩაიგდება/

წმ.იუსტინე პოპოვიჩი: "კერძო სამსჯავრო."

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 5 2009, 05:05 PM

საზვერეებზე იყო აქ თემა smile.gif

თან ეგ კერძო აზრია და არაა დოგმატური სწავლება..

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 6 2009, 10:56 AM

KAIROS

ციტატა
თან ეგ კერძო აზრია და არაა დოგმატური სწავლება..



თან, ცოტა არ იყოს არასასიამოვნო თემაა.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Mar 6 2009, 12:12 PM

ციტატა
თან, ცოტა არ იყოს არასასიამოვნო თემაა.


არა სასიამოვნო მარა პრინციპში სასარგებლო.



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 6 2009, 02:42 PM

Iona

ციტატა
არა სასიამოვნო მარა პრინციპში სასარგებლო.



ცოტა სადავოც.


პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Mar 9 2009, 11:37 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 5 2009, 05:05 PM) *

საზვერეებზე იყო აქ თემა smile.gif

თან ეგ კერძო აზრია და არაა დოგმატური სწავლება..


მე ჩემს გახსნილ თემას ვამატებ. რაც მეტი მამის იქნება,ვფიქრობ მით უკეთესია!


ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 6 2009, 02:42 PM) *

Iona
ცოტა სადავოც.


სადაო იმ შემთხვევასშია,როდესაც ერთმანეთის აზრი არ გვაინტერესებს, რომელი მამა რას ამბობს! წინასწარ თუ არასწორ განწყობას შევიქმნით ერთმანეთის მიმართ,რასაკვირველია, კამათიც იქნება,მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ,რომ ერთმანეთის აზრი გავითვალისწინოთ და გული არ ვატკინოთ ურთიერთს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 9 2009, 08:53 PM

სარია-გიორგი,

ამ საკითხზე უკვე იყო მართლაც ძალიან ცხარე საუბარი, და ხელახლა იგივეს წამოწყება ნამდვილად ზედმეტია...
ან მაშინ ნათქვამი უნდა გავითვალისიწინოთ და იქიდან გავაგრძელოთ...

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Apr 4 2009, 11:54 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 9 2009, 08:53 PM) *

სარია-გიორგი,

ამ საკითხზე უკვე იყო მართლაც ძალიან ცხარე საუბარი, და ხელახლა იგივეს წამოწყება ნამდვილად ზედმეტია...
ან მაშინ ნათქვამი უნდა გავითვალისიწინოთ და იქიდან გავაგრძელოთ...


ამ საკითხზე მეუფე სტებანესთანაც გვქონდა საუბარი,სხვაგან არ ვიცი სად იყო საუბარი,ნამდვილად,მხოლოდ ერთი კი მახსოვს,რომ ამ საკითხის ნამდვილობაზე ჯანსაღი მოაზროვნენი არ დავეჭვდებით,რადგანაც ეკლელიამ მიიღო ეს საკითხი,როგორც ნამდვილი.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 4 2009, 12:07 PM

ჩვენ საზვერეები, იმათ - სალხინებელი...

ციტატა
საზვერეებზე იყო აქ თემა

მნათუშასი? არადა წაკითხული არ მაქ, biggrin.gif წავიდე მოვნახო ერთი... კატაკომბ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 5 2009, 05:39 AM

ციტატა
მოაზროვნენი არ დავეჭვდებით,რადგანაც ეკლელიამ მიიღო ეს საკითხი,როგორც ნამდვილი.

biggrin.gif
ნუ წერ საოცრებებს smile.gif
1. არასაღად მოაზროვნედ ნუ გამოიყვან ეკლესიის უამრავ მამას
2. ეკლესიას არ მიუღია ეგ სწავლება როგორც ნამდვილი, არამედ არის როგორც კერძო აზრი და არა დოგმატი
დოგმატების შესახებ გაეცანი დამასკელს.
დაუდეთ ვინმე ლინკი, თავიდან ვეღარ გავიმეორებ smile.gif


ჰა, ძამიკო გიპოვე ეგ თემა 26 გვერდია წაიკითხე თავიდან ბოლომდე, სხვათაშორის იქ ბევრჯერ მიგითითეს ამის შესახებ, რომ არაა დოგმატი, არამედ კერძო აზრი

http://church.ge/index.php?showtopic=465&hl=საზვერეები

თუ რაიმე ახალი იდეა ან მტკიცება გექნება, იმ თემაში დაწერე, თუმცა ძველს ნუღარ გაიმეორებ, წრეზე სანამდის უნდა ვიაროთ?

პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: May 28 2009, 02:57 PM

ციტატა(KAIROS @ Apr 5 2009, 05:39 AM) *

biggrin.gif


თუ რაიმე ახალი იდეა ან მტკიცება გექნება, იმ თემაში დაწერე, თუმცა ძველს ნუღარ გაიმეორებ, წრეზე სანამდის უნდა ვიაროთ?


ერთ გვერდზზე ნამდვილად,ვფიქრობ არ მირბენია! რაც შეეხება ამ საკითხს,დოგმატად არ მიღიარებია, მაგრამ ვადასტურებ რომ ეკლესიის ურყევი სწავლებაა, რომ საზვერეები არსებობს და ამის შესახებ ეჭვი არავის შეუტანია, გარდა მოდერნიზირებული სასულიერო პირებისა, რომელთაც სურთ ახლის დანერგა ,,ძველის" უარყოფით.
შეგიძლია მიმითითო, რომელმა წმიდა მამამ უარყო საზვერეების არსებობა და ნაყალბევად მიიჩნია, თვით პავლე მოციქულსაც ეწინააღმდეგება ზოგი ,,მამა" მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულად მისი შეხედულება უნდა მივიღოთ, მიჩვენე კრებსითი აზრი ამ საკითხის უარყოფის შესახებ და ლიტერატურაც დაურთე. მე კი ჩემი მხრიდან ანალოგიურ პასუხს გაგცემ, კომპეტენტურად.

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Jan 28 2010, 10:45 PM

ვაიმე შემეშინდა სიკვდილის sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 29 2010, 04:30 AM

ციტატა
დოგმატად არ მიღიარებია, მაგრამ ვადასტურებ რომ ეკლესიის ურყევი სწავლებაა

აი ნიმუში როგორ შეიძლება ერთ წინადადებაში ორი სრულიად საწინააღმდეგო რამ დაწერო biggrin.gif
ციტატა
მიჩვენე კრებსითი აზრი ამ საკითხის უარყოფის შესახებ

შენ მიჩვენე "კრებსითი აზრი" ამ საკითხის დადგინების შესახებ biggrin.gif
ეს არის კერძო აზრი, ვისაც უნდა მიიღებს, ვისაც უნდა არა, მორჩა , თან ამ თემაზე უკვე არის თემა სადაც მთელი 26 გვერდი ვწერეთ, იქნებ დაიხუროს ეს თემა, და კამათი ამ თემაზე იქ გაგრძელდეს, ვისაც სურვილი ექნება რათქმაუნდა.
http://church.ge/index.php?showtopic=465&hl=საზვერეები
ციტატა
ვაიმე შემეშინდა სიკვდილის

ეჰ, მაგას ცოდვების შეგვეშინდეს სჯობს, თორემ სიკვდილი წესით უფალთან მიახლება უნდა იყოს...
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 29 2010, 11:52 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 29 2010, 05:30 AM) *

აი ნიმუში როგორ შეიძლება ერთ წინადადებაში ორი სრულიად საწინააღმდეგო რამ დაწერო biggrin.gif

დოგმატებს რომ ეგ ადამიანი ვერ დაადგინებს არ ტყუის ნამდვილად smile.gif
და რომ ეკლესიას აქვს ამის შესახებ სწავლება ყველას გვეცოდინება unsure.gif
ციტატა
შენ მიჩვენე "კრებსითი აზრი" ამ საკითხის დადგინების შესახებ biggrin.gif
ეს არის კერძო აზრი, ვისაც უნდა მიიღებს, ვისაც უნდა არა, მორჩა

მე ამის შესახებ მხოლოდ იმის მიხედვით ვიცი რასაც მამები ამბობენ ეკლესიაში და კიდევ რასაც ვკითხულობ მართლმადიდებლურ საიტზე orthodoxy.ge
თუ ამ სწავლების უარმყოფელი იცი რამე იქნებ დადო, მაინტერესებს.
და თუ არ არსებობს, მაშინ მისი წარმოშობა და ეკლესიის წიაღში შეღწევა რამ განაპირობა და როგორ...?! dry.gif


პ.ს. ეგ 26 გვერდიანი თემა არ მიმითითო რა ახლა ძალიან გთხოვ biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 29 2010, 02:04 PM

იხილეთ ეს

http://church.ge/index.php?s=&showtopic=465&view=findpost&p=527535

და ეს:

http://church.ge/index.php?s=&showtopic=465&view=findpost&p=544294

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 29 2010, 02:43 PM

მადლობა დათო, გაიხარე 001.gif

"და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, რომლებითაც ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს" (ეფეს. 2, 1-2)
არ ვიცი ამაზე მეტი რაღაა საარგუმენტო საზვერეთა არამითიურობაზე


პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Mar 15 2010, 04:22 AM

მონაკვეთი წიგნიდან "წმიდა მფარველი ანგელოზების" შესახებ, სადაც არის მოყვანილი მაგალითი საზვერეებთან დაკავშირებით:
" წმიდა მამები ამოწმებენ ეკლესიის სწავლებას, რომ სიკვდილის შემდეგაც მფარველი ანგელოზი თან ახლავს სულს, როდესაც იგი საზვერეებს გადის. წმიდა კირილე ალექსანდრიელი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც სულისა და ხორცის გაყრას ეხება, ამბობს: "როდესაც სული ჰაერში ამაღლდება, ანგელოზები მიაცილებენ მას და საზვერეების გავლისას იცავენ, შეეწევიან და წინ უძღვიან ზეცად აღმავალ სულს".
რაში გამოიხატება ანგელოზის მფარველობა საზვერეების გავლისას? ამის შესახებ ღირსი ნიფონტის, კვიპროსის ეპისკოპოსის ცხოვრებას მოგვითხრობს. ერთხელ, როოდესაც იგი ეკლესიაში ლოცულობდა, თვალებიზეაღაპყრო და გახსნილი ცა დაინახა. იქიდან ანგელოზთა სიმრავლე გადმოდიოდა, სხვანი კი მიწიდან ცად ადიოდნენ და ადამიანტა სულებს არამმაღლებდნენ. ორ ანგელოზსს ვიღაცის სული ეპყრა და ზეცად აჰყავდა, როდესაც ისინი სიძვის საზვერეს მიუახლოვდნენ, იქიდან გამოსულმა ეშმაკებმა მრისხანებით მიმართეს: "ჩვენია სულია და როგორ ბედავთ მის წაყვანას, როოდესაც ჩვენ გვეკუთვნის?" ანგელოზებმა უპასუხეს: "რა ნიშნის მიხედვით იჩემებთ მას?" ეშმაკებმა კი მიუგეს: " ეს ქალი სიკვდილამდე სცოდავდა, თავს იბილწავდა, მოყვასს განიკითხავდა და უსინანულოდ მოკვდა, რა შეგიძლიათ თქვათ მასზე?" ანგელოზებმა უპასუხეს: "ჭეშმარიტად არ გვწამს არც თქვენი, არც ტქვენი მამის - სატანისა, არ დაგიჯერებთ მანამ, სანამ მის მფარველ ანგელოზს არ დავეკითხებით" მფარველმა ანგელოზმა ბრძანა: "ჭეშმარიტად, მრავალგზის სცოდა ამ სულმა, მაგრამ იმ წუთებიდან რაც დასნეულდა, გლოვობდა და ღვთის წინაშე აღიარა ცოდვები და თუ უფალმა მიუტევა მას, თვით უწყის, რატომაც, ხოლო მას ააქვს ამის უფლება, დიდება მის სამართლიან მსჯავრს". მაშინ ანგელოზებმა არაფრად ჩააგდეს ეშმაკების სიტყვები და სულთან ერთად ზეციურ კარიბჭემდე აღვიდნენ."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)